ჯონ მირშაიმერი – რატომ არის დასავლეთი მთავარი დამშანავე უკრაინულ კრიზისში

პოლიტიკის მეცნიერს სჯერა, რომ ნატო-ს გაუაზრებელმა გაფართოებამ წაახალისა რუსეთი

უდავოა, რომ ვლადიმერ პუტინი ზემოთხსენებული ომის გამჩაღებელია და დამნაშავეა იმაში, თუ როგორ მიმდინარებოს იგი. ამასთანავე, გამომწვევ მიზეზებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. დასავლეთში გავრცელებული აზრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა დაკარგა საღად აზროვნების უნარი; ის რეალობას მოწყვეტილი მოძალადეა, რომელმაც მიზნად დაისახა  წარსულში ჩაბარებულ საბჭოთა კავშირზე დაყრდნობით, შექმნას ახალი, დიდებული რუსეთი [რედ. „greater Russia“]. შედეგად, სწორედ ის არის უკრაინის კრიზისში სრულად და ცალსახად პასუხისმგებელი პირი.

თუმცა, ეს თხრობა არის მცდარი. სწორედ რომ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებია პრინციპულად დამნაშავე ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ახლა იგი სახეცვლილი ომად მოგვევლინა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება განადგურებით, არამედ  შეიძლება გახდეს რუსეთისა და ნატო-ს შორის ბირთვული დაპირისპირების წინაპირობა.

სინამდვილეში უკრაინის ირგვლივ დაპირისპირება დაიწყო 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტისას, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის წახალისებით, სამხედრო ერთობამ  კიევს და თბილისს დაპირება მისცა, რომ ისინი „შემოუერთდებოდნენ“ ბლოკს. რუსეთის ლიდერთა მხრიდან  გამოითქვა მძაფრი აღშფოთება. ეს დაპირება აღქმულ იქნა, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული სასიცოცხლო გამოწვევა. მოსკოვი გულწრფელად დაპირდა, რომ არ დაუშვებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ცნობილი რუსი ჟურნალისტის თანახმად, ბატონი პუტინი „გამწარდა“ და გააფრთხილა, რომ „თუ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, ეს მოხდება ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე. ის უბრალოდ დაიშლება“. თუმცა, ამერიკამ თვალი დახუჭა ამაზე და გააგრძელა უკრაინის სახით რუსეთის საზღვარზე დასავლური ციხე-სიმაგრის [რედ. “Western bulwark”] ჩამოყალიბება. ამ სტრატეგიის ფარგლებში დამატებით ორი მიზანი დაისახეს: უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება და მისგან პრო-ამერიკული დემოკრატიის შექმნა.

ნატოს ბუქარესტის სამიტი, 2008 წლის 3 აპრილი

აღნიშნულმა, საბოლოო ჯამში, გამოიწვია უშუალო დაპირისპირება 2014 წლის თებერვალში; და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყების შემდეგ, პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. საპასუხოდ, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონბასში წააქეზა სამოქალაქო ომი.

შემდეგი, მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მოხდა 2021 წლის დეკემბერში, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა დღევანდელობამდე. სინამდვილეში კიევი დე ფაქტო [რედ. ოფიციალურად არა, თუმცა შინაარსობრივად – დიახ] ხდებოდა ნატო-ს წევრი. პროცესი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში, როდესაც დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა კიევისთვის „თავდაცვითი შეიარაღების“ მიყიდვა. რთული სათქმელია, თუ რა იგულისხმებოდა „თავდაცვითში“, თუმცა ნათელია, რომ მოსკოვისთვის და მისი მოკავშირეებისთვის დონბასში ეს შეიარაღება „თავდასხმითი“ იყო. სამხედრო გაერთიანების სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთნენ პროცესში. დაიწყეს უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა, ქვეყნის სამხედრო გაერთიანებების მომზადება და ნება დართეს უკრაინელ სამხედროებს მონაწილეობა მიეღოთ საერთო საჰაერო და სახმელეთო წვრთნებში. 2021 წლის ივლისში უკრაინამ და აშშ-მ უმასპინძლეს შავ ზღვაში დიდ საზღვაო წვრთნებს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის მეზღვაურები. ოპერაციამ „ზღვის სიო“ [რედ. Sea Breeze] ლამის აიძულა რუსეთი თავს დასხმოდა ბრინატულ საზღვაო გამანადგურებელს, რომელმაც მიზანმიმართულად შეცურა მოსკოვის მიერ საკუთარ ტერიტორიულ წყლებად აღქმულ მონაკვეთში.

უკრაინასა და აშშ-ს შორის კავშირების გაღრმავება ბაიდენის ადმინისტრაციისას გაგრძელდა. ზოგადად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების სულისკვეთება კარგად არის ასახული მნიშვნელოვან საბუთში „აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ [რედ. “US-Ukraine Charter on Strategic Partnership”], რომელსაც ხელი მოეწერა ნოემბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ. მიზანი იყო „ხაზი გაესვა უკრაინის მიერ გაცემულ დაპირებას განახორციელოს ყველა საჭირო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომ მოხდეს მისი ევროპულ და ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვანი გაწევრიანება“. ეს საბუთი ეყრდნობა „ზელენსკისა და ბაიდენის მიერ გაცემულ დაპირებებს, მოახდინონ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება“. აგრეთვე, სახელმწიფოები გამოთქვამენ მზაობას იხელმძღვანელონ „2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით“ [რედ. რომ კიევი და თბილისი გახდებოდნენ ნატო-ს წევრები].

მოსკოვისთვის ეს იყო  მიუღებელი, პასუხი კი, მყისიერი. მან დაიწყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების უკრაინის საზღვარზე მობილიზება, ხოლო ვაშინგტონს შეატყობინა გამოწვევის მოგვარების გზების ძიებისადმი მზაობა. ამ ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა უკრაინასთან დაახლოების პოლიტიკა. შედეგად, დეკემბერში რუსეთმა გამოაცხადა დიპლომატიური ულტიმატუმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ „მათ მიაღწიეს დუღილის წერტილს“.

მოსკოვმა მოითხოვა წერილობითი დაპირება, რომ უკრაინა ვერასდროს გახდებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ხოლო სამხედრო გაერთიანება უკან წაიღებდა ყველა სამხედრო შეიარაღებას, რომელიც მან განათავსა აღმოსავლეთ ევროპაში 1997 წლის შემდეგ. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები ჩაიშალა და ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა: „ცვლილებებს არ აქვს ადგილი. ცვლილებებს ადგილი არ ექნება“. ერთ თვეში ბატონი პუტინის ბრძანებით, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ გაენადგურებინა ის გამოწვევები, რომლებსაც  მისი აზრით, ნატო ქმნიდა.

მოვლენების ასეთი შეფასება სრულ დაპირისპირებაშია დასავლეთში ჩამოყალიბებულ მანტრასთან [რედ. ღთაებრივი, წმინდა ლოცვა; ჩვენს შემთხვევაში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი მოსაზრება], რადგან იგი არ განიხილავს ნატო-ს გაფართოებას, როგორც უკრაინული კრიზისის შემადგენელ ნაწილს. მისთვის სწორედ რომ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის „გაფართოების“ სურვილი არის ომის გამომწვევი ერთადერთი წინაპირობა. ნატო-ს მიერ რუსეთის ლიდერისთვის ახლახანს გადაცემულ საბუთში ვკითხულობთ: „ნატო არის თავდაცვითი გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს.“ საინტერესოა, რომ არსებული სამხილი ამ მტკიცებულებას უგულვებელჰყოფს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ აღიქვამენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ იმაში, თუ როგორ აღიქვამს სამხედრო გაერთიანების ნაბიჯებს უშუალოდ მოსკოვი.

ნათელია, რომ ბატონი პუტინისთვის ცნობილია, თუ რა ფასი დაუჯდება და რაოდენ რთული იქნება რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ტერიტორიების დაპყრობა და მართვა. მან ერთხელ განაცხადა: „ვისაც არ ენატრება საბჭოთა კავშირი არ გააჩნია გული. ვისაც სურს მისი დაბრუნება არ გააჩნია ტვინი“. იმის და მიუხედავად, რომ ბატონ პუტინს მაინც სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კავშირის, მას ესმის, რომ მეზობელი სახელმწიფოს მთლიანად გადაყლაპვა იქნება მისი ქვეყნისთვის ძნელად „მონელებადი“. მეტიც, რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, დიდად არ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ან დიდი რუსეთის შესაქმნელად სურდათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. პირიქით, ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ აქტიურად აცხადებდნენ, რომ განიხილავდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც სასიცოცხლო გამოწვევას, რომლის ჩაშლაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. როგორც ბატონმა ლავროვმა განაცხადა იანვარში: „ყველაფრის გასაღები არის ნატო-ს მიერ გაცემული პირობა, რომ ის არ გაფართოვდება აღმოსავლეთით“.

ცნობისთვის, დასავლელი ლიდერები 2014 წლამდე იშვიათად თუ აღიქვამდნენ რუსეთს, როგორც სამხედრო საფრთხეს. აშშ-ს რუსეთში ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის [რედ. Michael McFaul] განცხადებით, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია არ იყო წლების განმავლობაში დაგეგმარების შედეგი. ეს იყო რეაქცია გადატრიალებაზე, რის შედეგადაც მოხდა უკრაინის პრო-რუსული სახელმწიფო ხელმძღვანელის დამხობა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ამბებამდე ნატო-ს გაფართოების მიზანი იყო გადაექცია ევროპა მშვიდობის ერთ დიდ სივრცედ და არა სახიფათო რუსეთის შეკავება. თუმცა, როგორც კი ეს დაპირისპირება დაიწყო, ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ შეძლეს აღიარება იმის, რომ ომის დაწყების მიზეზი სწორედ რომ მათ მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი უკრაინის დასავლეთში გაწევრიანება გახდა. მათი მტკიცებით, კრიზისი დაიწყო რუსეთის რევანშისტული [რედ. არსებული ვითარების საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქცევის სურვილი] ბუნების გამო; მისი სურვილის, რომ ან ემართა ან დაეპყრო უკრაინა.

უნდა შევაჯამო და ვთქვა, რომ ვიმყოფებით ძალიან სახიფათო ვითარებაში, რომელსაც მხოლოდ აუარესებს დასავლეთის პოლიტიკა. რუსეთის ლიდერებისთვის უკრაინაში არსებულ მოვლენებს არაფერი კავშირი აქვთ მათი იმპერიალისტური მიზნების ჩამოშლასთან. მათთვის ეს არის პრობლემა, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლო გამოწვევას და უკავშირდება რუსეთის მომავალს. ბატონმა პუტინმა შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ შეაფასა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, უკრაინის წინააღმდეგობის უნარი და დასავლეთის მიერ განხორციელებული პასუხის წონა, ზომა და სისწრაფე; თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, თუ რა სასტიკნი შეიძლება იყვნენ დიდი სახელწმიფოები, როდესაც მათ წინაშე უდიდესი გამოწვევა დგას. ამასთანავე, ამერიკა და მისი მოკავშირეები მხოლოდ აძლიერებენ ზეწოლას, აქვთ რა იმედი, რომ შეძლებენ პუტინისთვის სამარცხვინო მარცხის მიყენებას და შესაძლოა მისი ხელისუფლებიდან მოშორებასაც კი. ისინი ზრდიან უკრაინისთვის დახმარებას და ამასთანავე ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ რუსეთის სასტიკ დასჯას, რაც პუტინისთვის უდრის „ომის ღიად გამოცხადებას“.

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება არ მისცენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა სახელმწიფო იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ არა დაშლილი. მეტიც, არსებობს კონფლიქტის უკრაინის მიღმა გაფართოების შესაძლებლობა. სავარაუდო ბირთვულ ომზე უკვე ვისაუბრეთ. თუ დასავლეთი შეძლებს მოსკოვის სამხედრო ველზე დამარცხებას, მისთვის უდიდესი ეკონომიკური ზარალის მიყენებას – ეს გულისხმობს დიდი სახელმწიფოს კუთხეში მიყენებას. ამ შემთხვევაში ბატონმა პუტინმა შეიძლება  მიმართოს ბირთვულ შეიარაღებას.

დღეისთვის შეუძლებელია განვჭვრიტოთ თუ რა სახის ზავით დასრულდება ომი. ამის და მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ომის გამომწვევ ნამდვილ მიზეზებს. სხვა შემთხვევაში უკრაინის განადგურება და ნატო-რუსეთს შორის პირდაპირ საომარი მოქმედებები გარდაუვალია.

ჯონ მირშაიმერი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის რ. ვენდელ ჰარისონის პოლიტიკის მეცნიერების წარჩინებული პროფესორი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ”პოლიტიკური რეალიზმის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა ”The Economist”-ში, 2022 წლის მარტში.

მთარგმნელი არჩილ სიხარულიძე

ნატოს მღვრიე ტყლაპო

თუ ნიანგს თქვენი მტრის შეჭმა სურს, ნუ გგონიათ ის თქვენი მეგობარი

აფრიკული ანდაზა

როგორც ჩანს ტაქტიკურმა კოლაბორაციონიზმის ისტორიამ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს და უკრაინის პატრიოტიზმისთვის მებრძოლი ”გმირები’ ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზეც კი წავიდნენ, არც ჩვენ და არც უკრაინელებსაც დიდად არაფერი გვასწავლა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებში ასეთი ”სამარცხვინო პატრიოტები” უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა ამის ნაკლებობა. ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი გრიგოლ რობაქიძე იყო, ვინც არც მეტი და არც ნაკლები ადოლფ ჰილტერს 1939 წელს წიგნი მიუძღვა და ის გერმანულ ენაზე გამოსცა. იყო ასევე ”ქართული ლეგიონი” (Georgische Legion), რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და საკუთარ თანამოძმეებს ხოცავდა ბოლშევიკებისგან, რომ გაეთავისუფლებინათ საბჭოთა საქართველო. იყო სამარცხვინო შალვა მაღლაკელიძე და ბევრი მისი მსგავსი იდეოლოგიურად დაბინდული გონების და არსის პიროვნება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების მხარეს იყვნენ.

რაც შეეხება უკრაინელების კოლაბორაციონიზმს II მსოფლიო ომის დროს ამაზე ინტერნეტშიც უამრავი მასალა იძებნება. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.

ასეთია ისტორიული პატერნი, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ქართველებსითვისაც ნაციონალური ასპირაციის კრახის გარდა ჯერ-ჯერობით სხვა არაფრით არ დამთავრებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩვენ გვესმის მოსაზრებები ”კეთილი” აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც ეს ორი ქვეყანა ”ბოროტი” აგრესორისგან უნდა დაიცვას. თითქოს რუსეთი ერთადერთი საფრთხეა, რომლის შეცნობაც ამ ქვეყნების მმართველ ელიტებს შეუძლიათ.

ამ ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკა ხშირად მსოფლიო პოლიტიკის პრიმიტივიზაციას ახდენს და სამყაროს ორ უკიდურესობად ჰყოფს: კეთილად და ბოროტად, პროგრესულად და რეგრესულად, ნათელად და ბნელად. თითქოს ასეთ კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ორი პოლუსია. მსგავსი აზროვნება ბავშვებს ახასიეთბთ მათი ნაივურობის, გამოუცდელობის, გაუნათლებლობის და სხვა ფაქტორების გამო. მსგავსი მიდგომა არ არის ზრდასრული ჩამოყალიბებული სუბიექტის რეფლექსია, ამაზე მიუთითებდა თვით გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც.

ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რას წარმოადგენს ნატო, როგორც გაჩნდა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს, რას ემსახურება და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მასთან დაახლოება რისი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნატო 1949 წელს შეიქმნა ომის შემდგომ მსოფლიოში საბჭოთა კავშირთან პაექრობისთვის. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ევროპაში და საბჭოთა კავშირის პოპულარობის ზრდის ფონზე მისი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შესაჩერებლად, რომელიც ”ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო, (ადამიანურ ზარალს თუ გავითვალისწინეთ 27 მლნ. დაღუპული ადამიანის სახით და ეკონომიკურ ზიანს, რაც იმ მომენტისთვის 128$ მლრდ-ს უტოლდებოდა,) აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმდა და კანადამ კიდევ სხვა 9 სახელმწიფო დაიყოლია სამხედრო ბლოკში გაერთიანებულიყვნენ.

ამ 9 სახელმწიფოს შემადგენლობა კოლონიალური იმპერიების თითქის ყველა წარმომადგენელს მოიცავდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ლუქსემბურგი.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გააკეთა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს ინიციატივა ნატომ დაბლოკა. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საკუთარ უარს იმ მოტივით ასაბუთბდნენ, რომ ”შეუძლებელი იქნებოდა ნატოს დემოკრატიული და თავდაცვითი ხასიათის შენარჩუნება”. სხვათა შორის ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ში უმკაცრესი რასობრივი დისკრიმინაცია იყო, ევროპაში კი შავკანიან ბავშვებს ზოოპარკებში ათავსებდნენ.

ნატოსგან მიღებული უარის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ”ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია” შექმნა. ასე დაიწყო ”ცივი ომი” დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დაპირისპირების დასასრული ყველასთვის ცნობილია. ერთის შეხედვით საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, ის ამოცანები, რასაც ნატო ისახავდა უკვე შესრულებული იყო, რადგანაც ”წითელი საფრთხე” განეიტრალებული იყო, ხოლოს სამხედრო ალიანსის აზრი – ამოწურული.

თუმცა, იმის მაგივრად რომ ნატოც მისი აღმოცენების მთავარ მიზეზს უკან გაჰყოლოდა, ნატომ XXI საუკუნეში შეყო თავი, როგორც აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, თვითნებურად თავს დაესხა სუვერენულ ქვეყნებს და საკუთარი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულ სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები გააჩაღა, რასაც იქამდე ვერ ბედავდა. ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არც ”ცივი ომის” დროს იყოს ნატო ბოლომდე უმწიკვლო პაციფისტური ორგანიზაცია. ასე მაგალითად ”ცივი ომის” დროს ევროპულ ქვეყნებში ნატოს ტერორისტული დაჯგუფება “გლადიო” მოქმედებდა. ნატოს ტერორისტული წარსული ევროპაში 90-იან წლებში გასაჯაროვდა. ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და წიგნი დაიწერა.

ნატოს ოფიციალური ლეგენდა 2 იდეოლოგიურ ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში ნატოს თავდაცვითი ხასიათი გააჩნია და მეორეს მხრივ მისი მისია დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ ორივე ასპექტს აბათილებს ნატოს ისტორიული პრაქტიკა.

‘’ცივ ომში’’ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აშშ ჰეგემონი გახდა და მსოფლიოში საკუთარი პოლიტეკონომიური წესრიგის დამყარება დაიწყო. ‘’ვარშავის ხეშლეკრულების’’ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ინტეგრირებულები იქნენ აშშ-ის გავლენის სფეროში. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ‘’საბაზრო რეფორმების’’ კვალდაკვალ ნატო გახდა.

იმის მიუხედავად რომ ჯეიმს ბეიკერმა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, გორბაჩოვს სამჯერ დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ეს დაპირება ჰაერში ნასროლ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ნატომ 9 გეოპოლიტიკური გაფართოება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 5 გაფართოვება მოხდა, ხუთივეჯერ აღმოსავლეთით.

1999 წელს სამხედრო ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი გაწევრიანდა. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასროლილ იქნენ მეზობელ იუგოსლავიასთან ომში, რომელსაც ნატო 78 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდა და სისხლის გუბეებით გაავსო მთელი ქვეყანა.

იმავე წელს ვაშინგტონის სამიტზე ახალი სტრატეგიული კონცეპტი იქნა მიღებული, რომელიც ნატოს უფლებას აძლევდა არამხოლოდ თავი დაეცვა, არამედ თავსდასხმითაც დაკავებულიყო და საკუთარი საზღვრებს მიღმა ჩაეტარებინა ოპერაციები.

2 წლის შემდეგ, 2001 წელს ნატოს ჯარები თავს დაესხა ავღანეთს. რით დამთავრდა ეს დამანგრეველი 20 წლიანი სამხედრო ავანტიურა, სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ამერიკული თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლობით ტოვებდნენ ქვეყანას; ბედის ამარა მიგდებული ავღანელები აეროპორტის ასაფრენ ზოლზე თავგანწირულად მისდევდნენ თვითმფრინავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითმრინავის ფრთებზე აბობღდა და რამდენიმე წამში ტრაგიკულად დაიღუპა.

ნატოს გაფართოება წლების მიხედვით

2004 წელს ნატომ თავის რიგებში ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი მიიღო. მათ მოყვა ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, 2017 წელს ჩერნოგორია, ხოლო 2020-ში ჩრდილოეთ მაკედონია.

2005 წლიდან დაწყებული ნატოს და უკრაინის თანამშრომლობა დაჩქარებული დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა. 2008 წელს ალიანსმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ განევითარებინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ამ მიმართულებით სვლამ ახალი ბიძგი ევრომაიდანის შემდეგ მიიღო. ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული კურსი უკრაინის კონსტიტუციით გამყარდა 2019 წელს და ქვეყანამ მიიღო ‘’გაფართოებული შესაძლებლობების პარტიორის’’ სტატუსი. იგივე სტატუსი გააჩნიათ ავსტრალიას, საქართველოს, იორდანიას, ფინეთს და შვედეთს.

საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაბამიდან დაიწყო. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.

2019 წელს ნატომ საკუთარი ინტერესების ზონაში აფრიკაც შეიყვანა, იქამდე კოლუმბიაში და ლიბიაშიც გაინავარდა, სადაც «ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციის» შემდეგ მონობა დაბრუნდა, ახლო აღმოსავლეთელმა ექსტრემისტებმა იარაღის ქარავანი მიიღეს, ხოლო მიგრაციულმა კრიზისმა ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევებას შეუწყო ხელი.

დღესდღეობით, ნატო 2030 დღის წესრიგის თანახმად სამხედრო ალიანსი აზიაში მიემართება, სადაც აშშ ჩინეთთან შეტაკებისთვის ემზადება, რომლის არნახული ეკონომიკური ზრდა ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულს მოასწავებს აშშ-ის ჰეგემონიური ლიდერობით.

ნატოს გაფართოების პოლიტიკას რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეაქვს, აშშ-ის ოფიციალური პირებიც აღიარებენ. თვით ჯორჯ კენანმა, ამერიკელმა დიპლომატმა და «ცივი ომის ერთ-ერთმა არქიტექტორმა» ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ამერიკული პოლიტიკის «ყველაზე საბედისწერო შეცდომა უწოდა» ცივი ომის შემდეგ და ივარაუდა, რომ ის ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტულ განწყობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს რუსეთში.

ობამას და ბუშის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი აღიარებს, რომ ნატოს გაფართოებამ «რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა». იმავე აზრზეა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. მან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას «აგრესეიული» უწოდა და ნატოს გაფართოება და აშშ-ის მიერ «ფერადი რევოლუციების» მხარდაჭერა გააკრიტიკა.

ნატოს აპოლოგეტები ხშირად იყენებენ ლირიკას დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანების უფლებებზე, რასაც მათი თქმით სამხედრო ალიანსი უზრუნველყოფს საკუთარი წევრების მოქალაქეებისთვის. როგორ ეხამება ეს ავტოკრატიული თურქეთის წევრობას ნატოში, ნავთობის ომებს, რომელთა მსხვეროლი პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამას უკვე აღარ აზუსტებენ ევროატრანტიკური ბლოკის მეხოტბეები.

1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება

ნატო – ეს არაა უფლედამცველი ორგანიზაცია. ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ატომური იარაღით და სხვა გამანადგურებელი ტექნიკითაა აღჭურვილი, ექსპანსიურად მოქმედებს და მთავარი ინვესტორის, აშშ-ის ინტერესებთთან სუბორდინაციაშია. ამ მილიტარისტული გაერთიანების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინტერესები დაიცვას, ამავდროულად იმპერიის სამხედრო ავანტიურებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება აშშ-ის პარტიორებზე ხდება ალიანსის ფარგლებში.

იქედან გამომდინარე, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა წევრზე თავდასხმად, აღნიშნული ბლოკის ექსპანსია კვებავს არა მხოლოდ რეგიონალურ კონფლიქტებს, არამედ მსოფლიოს ომის გლობალურ საფრთხეს. ყოველი ახალი ქვეყნის წევრობასსთან ერთად ნატო საზღვრები ფართოვდება და უახლოვდება კონკურენტების ტერიტორიებს.

სუვერენიტეტის გაგება გულისხმობს, რომ სუვერენულ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს ინტიმურ პოლიტიკურ კავშირს. თუმცა ნებისმიერი მსგავსი გადანაცვლება რეალურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხდება, რაც სხვადასხვა სუბიექტების ინტერესების ერთობლიობაა. ეს ინტერესები ერთმანეთზე მოქმედებს და ვერ იქნება იგნორირებული ფრთოსანი ფრაზების და ლამაზი თეორიების გამო.

სუვერენიტეტის არსის პატივისცემის მიუეხედავად, დასავლეთის ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი თანხმდება იმაზე, რომ მექსიკა მაგილითად სამხედრო ბლოკში ვერ შევა ჩინეთთან ან რუსეთთან, რადგანაც ეს გამოიწვევს კონფლიქტს აშშ-სთან. ანალოგურად უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა ნატოს საკითხთან მიმართებაში.

საერთაშორისო ურთიერთობები არ არის თვითმავალი პროცესი. ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა კი გულისხმობს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. ინტერესების ბალანსი ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რაც სხვადასხვა პირობების წამოყენების საშუალებას იძლევა.

ცხადია, რომ უკრაინისთვის ერთადერთი სცენარი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მას ორ იმპერიას შორის ამყოფებს, უბლოკო სტატუსია, ანუ სხვანაირად სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტმა უკრაინისთვის საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. 2014 წლამდე, მაიდანის ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომლის შემდეგადაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფი სვლა, უკრაინას ტერიტორიები არ დაუკარგავს, უკრაინელები ომში არ დახოცილან.

Spiegel: ახლახან აღმოჩენილია 1991 წ. დოკუმენტები ნატოს არგაფართოებაზე

კოლი, გენშერი, გორბაჩოვი – 1990 წ. © REUTERS

ბრიტანულ არქივში აღმოჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დასავლური ქვეყნები 1989-1991 წლების მოლაპარაკებებზე საბჭოთა კავშირს დაპირდნენ ნატოს არგაფართოების შესახებ, აღნიშნავს გერმანულ ჟურნალი Spiegel. გორბაჩოვმა გდრ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები წინააღმდეგობის გარეშე დათმო. სანაცვლოდ ამერიკელები და ევროპელები გეგმავდნენ ნატოს გარდაქმნას სამშვიდობო სტრუქტურად.

რუსეთი ათწლეულობის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასავლეთის მიერ მიცემული დაპირების დარღვევაა, რაც ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ იქნა მიცემული. და ახლა ამოტივტივდა დოკუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

რამდენიმე კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თავი თავდაჯერებულად ეკავა. ნორვეგიელმა დამაჯერებლად უპასუხა Spiegel-ის კითხვას, ჰქონდა თუ არ მიცემული ნატოს დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოებაზე. სტოლტენბერგმა მტკიცდ უპასუხა: ”ეს უბრალოდ ტყუილია”. ასეთი დაპირება არასდროს არ გაცემულა, მსგავს კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ეს უბრალოდ სიყალბეა”.

სტოლტენბერგის მსგავსად სიტუაციას ანალოგიურად ხედავს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი, სამხედრო და ჟურნალისტი. ეს საერთო პოზიციაა: 1999 წელს პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და შემდეგ სხვა აღამოსავლეთევროპული ქვეყნების მიღება ნატოში თითქოს არ ეწინააღდეგებოდა მოსკოვთან შეთანხმებას ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ 1989 წელს. ეს საერთო პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი პუტინი ნებისმიერი საბაბით იმეორებს, რომ დასავლეთმა მისი ქვეყანა მოატყუა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამას ამტკიცებს პუტინი, ვინ მოისურვებს დასავლეთში დაადანაშაულონ იმაში, რომ ის ”პუტინის პროპაგანდის” დამხმარეა?

და მაინც: სტოლტენბერგის პოზიცია შეკითხვებს იწვევს. ამაზე მოწმობს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული დოკუმენტიც. ეს დოკუმენტი ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოშუა შიფრინზონმა გამოჩხრიკა, ამასთან ერთად აღნიშნული საბუთი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში საუბარია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი პირების შეხვედრაზე 1991 წლის 6 მარტს ბონში.

შეხვედრის თემა პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. გდრ და ფრგ გაერთიანდნენ შეხვედრამდე 5 თვით ადრე. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვარშავაში და ბუდაპეშტში პოლიტიკოსები გამოხატავდნენ ინტერესს დასავლურ ქვეყნებთან კავშირის თაობაზე. აღმოჩენილი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ იმ დროს ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები იყვნენ საერთო პოზიციაზე: ნატოში აღმოსავლეთევროპული ქვეყნების წევრობა – ”მიუღებელია”.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გერმანიის წარმომადგენლის იურგენ ჰრობოგის შენიშვნა ზემოთხსენებულ დოკუმენტში:

”ნატო არ გაფართოვდება ელბას მეორე მხარეს. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ნატოს წევრობა შევთავაზოთ.

შეგახსენებთ, რომ 2+4 მოლაპარაკებები გამართული იყო ფრგ-ს და გდრ-ს და II მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 წამყვან ქვეყანას შორის (საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი)

ჯერ კიდევ 1993 წელს, პუტინის რეჟიმის შექმნამდე დიდი ხნით ადრე რუსები აღნიშნავდნენ, რომ უეცრად გაჟღერებული გეგმები ნატოს გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდა 2+4 მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტს. დოკუმენტიდან გამომდინარე, რუსები საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისას 1991 წლისს ოფიციალურ დასტურს ეყრდნობოდნენ ფრგ-ს ხელმძღვენელობისგან – კანცლერ ჰელმუტ კოლისგან და ჰანს-დიტრიხ გენშერისგან.

ამერიკელებიც ანოლოგიურად უყურებდნენ 1991 წლის სიტუაციას, როგორი დამოკიდებულებაც დღეს პუტინს გააჩნია – დაუშვებელია ნატოს გაფართოება. თუ დოკუმენტს დავუჯერებთ აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზაიცი გერმანელ კოლეგას ჰრობოგს დაეთანხმა და თქვა:

”ჩვენ მყარად დავარწმუნეთ საბჭოთა კავშირი 2+4 მოლაპარაკებებზე და სხვა შეხვედრებზე, რომ არ ვაპირებთ არანაირი სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარების უკან დახევით აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით – არც ფორმალურად, არც არაფორმალურად.”

ამის მიუხედავად, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ დასავლეთმა ხელი არ მოაწერა კრემლთან იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნებოდა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავდა. ეტყობა იმ მოლაპარაკებების მონაწილეები კეთილსინდისიერად მოქმედებნენ. გორბაჩოვის დაპირების შემდეგ საბჭოთა კავშირი დემოკრატიულად გარდაესახა, იმპერია აღმოსავლეთით რეფორმებისთვის მზად ჩანდა, გორბაჩოვმა ასევე აღნიშნა მზაობა საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების საკითხი განეხილა. საპასუხოდ კოლს, გენშერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად სურდათ ნატოს რეფორმირება, სამხედრო ბლოკიდან მისი გარდაქმნა პოლიტიკურ ალიანსად და სერიოზულად გაეთვალისწინებინათ კრემლის ინტერესები. ნავარაუდები იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოებით ნატო კონფლიქტამდე არ მივიდოდა.

კლაუს ვიგრეფე (Klaus Wiegrefe)

ნატო ყარაბაღის კონფლიქტში ირიბადაა ჩართული

გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი არ არის. მანვე დასძინა რომ ნატო შეშფოთებას გამოთქვამს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო.

თუმცა დასავლური მეინსტრიმული მედია სდუმს ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო. ნატოს ერთ-ერთი უმსხვილესი წევრი თურქეთის სახით ყარაბაღის კონფლიქტში წამქეზებლური პოზიციით გამოდის. ოფიციალურმა თურქეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის აზერბაიჯანს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს.

იქამდე, როგორც ფრანგული პრესა იტყობინებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა ჯიჰადისტი ბოევიკებისგან აზერბაიჯანში გადასროლის საკითხზე. მაკრონმა ასევე ნატოს მოთხოვა მათი მოკავშირის, თურქეთის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგანაც მისი სიტყვებით ‘‘წითელი ხაზი გადაკვეთილია, რაც მიუღებელია”.

ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოგანი

პოლიტიკური მოვლენების ღრმა ანალიზი არ არის საჭირო იმაში გასარკვევად, რომ თურქეთი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული როგორც იდეოლოგიური, ასევე მატერიალური და სამზედრო კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს ნატოს წესდებაში ლამაზად ჩამოყალიბებულ მისიას მშვიდობის დამყარების შესახებ.

მაშინ როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, თურქეთი ამ ომში ყველაფერს აკეთებს სისხლისღვრის გაგრძელებისთვის და ამ დაპირისპირების მასშტაბების ზრდისთვის.

და ამ ყველაფრის ფონზე ნატოს გენერალური მდივანი გამოდის და შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დასაწყისისთვის იქნებ იმაზე ეზრუნა სტოლტენბერგს ნატოს წევრი თურქეთი რომ დააშოშმინოს?

ავსტრიის პრეზიდენტი: ”ნატოს ტვინი მოკვდა”

ავტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას ეთანხმება ნატოს ტვინის სიკვდილის თაობაზე. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკშაენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდგომ ბრიფინგზე.

ვან დერ ბელენმა ჟურნალისტებს შეახსენა რომ რაიმე სახის ინიციატივისთვის ევრკავშირში ყველა 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, და არა მაგალითად კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის ან საგარეო საქმეთა მინისტრის.

”კონსენსუსის მიღწევა ხშირად დიდი დრო ჭირდება. დროდადრო ირონიული ვხდებოდი, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკურ სტრუქტურას ვუყურებდი – გასაოცარია არა იმდენად ის თუ რამდენი დრო ჭირდება გადაწყვეტილების მიღებას, არამედ თვითონ ევროკავშირის არსებობის ფაქტი. თქვენ ალბათ გაეცანით პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას, რომელიც მან ბრიტანულ The Economist-თან ინტერვიუს დროს გამოთქვა. მე მგონი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მართალია ნატოს დიაგნოზის თაობაზე. ალბათ დიდხანს მოგვიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან” – განაცხადა ვან დერ ბელენმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია, სხვა განვითარებული ევროპული ქვეყნების მსგავსად, რომელთა რიცხვშია შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი და ირლანდია თავის დროზე ნეიტრალიტეტის გზას დაადგა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ გადაუხვევია ”მიუმხრობლობის” პოლიტიკიდან. ნატოს მესვეურები ყველანაირად ცდილობდნენ როგორც შვედეთის და ფინეთის, ასევე ავსტრიის დარწმუნებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნებს ნაკლებად იზიდავს აგრესიულ სამხედრო ბლოკში მონაწილეობის პერსპექტივა.

ემანუელ მაკრონი: ნატო კვდება!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეგობარი ევროპული ქვეყნები გააფრთხილა, რომ ნატო კვდება აშშ-ის არაპროგნოზირებადობის გამო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შეიმჩნევა.

მაკრონმა საკუთარი ეჭვები გამოთქვა ნატოს მე-5 მუხლის შესახებ, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავსდასხმის შემთხვევაში. ეს ჩრდილოეთატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთგვარი კვაკუთხედია მისი დაარსების მომენტიდან, 1949 წლიდან.

ნატოს ისტორიის განმავლობაში მე-5 მუხლი მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა, როდესაც ნატოს ჯარები აშშ-ის დირიჟორობით ავღანეთში შეიჭრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში აფეთქებული ცათამბრჯენების გამო, რაც ქვეყანაზე თავდასხმად იქნა მიჩნეული. თუმცა ეს უფრო ”საბაბად” შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვიდრე რეალურ მიზეზად, რამდენადაც აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში ბევრი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქე იყო გარეული. აშშ-ის ავღანეთში საკუთარ ინტერესები ამოძრავებდა პირველ რიგში და ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ”ფარი” იყო ამ ავანტიურაში.

2019 წლის 7 ნოემბერს The Economist-ისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ”ის, რასაც ამჟამად განვიცდით ეს არის ნატოს ტვინის სიკვდილი”.

მაკრონმა ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ ”ზურგის შექცევა” შეინიშნება, რაც მაგალითად ამისწინათ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიიდან ჯარების მოულოდნელი გაყვანის დროს გამოჩნდა. მისი სიტყვებით ეს გადაწყვეტილება აშშ-მ მოკავშირეებთან ყოველგვარი კონსულტანციის გარეშე მიიღო.

ეს პრინციპში ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ნატო პირველ რიგში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია და ნატოს გადაწყვეტილებები აშშ-ის მიზნების პირდაპირპროპორციულია. უბრალოდ დასავლეთს ქვეყნის ლიდერები ამას საჯაროდ იშვიათად აღიარებ ხოლმე.

ისტორიულად საფრანგეთს და ნატოს ურთერთობები ხშირად ეძაბებოდათ.

შეგახსენბთ, რომ საფრანგეთმა 1966 წლის 21 თებერვლას ერთხელ უკვა დატოვა ნატოს რიგები.

ასე მაგალითად შარლ დე გოლმა “ცხოვრების ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა” უწოდა საფრანგეთის ნატოდან გამოსვლას 1966 წელს. შეგახსენებთ რომ საფრანგეთმა სამხედრო ალიანსი შარლ დე გოლის პრეზიდენტობისას დატოვა, იმის მიუხედავად რომ ის ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა იყო.

ფრანგი გენერალი ყველაზე მაღლა საფრანგეთის სუვერენიტეტს აყენებდა. ეს იყო ვიეტნამში ომის წლები – როდესაც ამერიკუელი თვითმფრინავები ინდოჩინეთის დასაბომბად საფრანგეთში არსებული ბაზებიდან მიემართებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. დე გოლი ღირსეულად მოიქცა და ამერიკელების ბაზები საფრანგეთში დახურა. ნატო იძულებული გახდა საკუთარი სათაო ოფისი პარიზიდან ბრიუსელში გადაეტანა. სიმბოლურია რომ ბევრი წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელები ერაყს ბომბავდნენ ჟაკ შირაკმა ამერიკულ თვითმფრინავებს საფრანგეთის საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება არ მისცა .

ვნახოთ რით დასრულდება აშშ-ს და საფრანგეთს შორის ამჟამინდელი დაძაბულობა.

”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” – აშშ ავღანეთში, კოლუმბიასა და ინდოჩინეთში

Peter-Dale-Scott-whywhatwhyDOTorg.jpg
კანადელი დიპლომატი, პიტერ დეილ სკოტი თავის წიგნში ”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების, ნარკომაფიის და ნავთობის ბიზნესის ინტერესთა თანაკვეთაზე საუბრობს. 

II მსოფლიო ომის შემდეგ ნარკოტიკები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა: აშშ-ის დომინირების სტრატეგია სხვადასხვა ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებებთან ალიანსებს საჭიროებს, რომლებიც შუამავლის როლს თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე სისხლიან საქმეს ასრულებენ აშშ-ისთივს. (გავიხსნეოთ მაგალითად ”სირიის ზომიერი ოპოზიცია”, რომლებიც უკანონო ბანდ-ფორმირებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამერიკელებიც მფარველობით სარგებლობდნენ. ასევე ახალო აღმოსავლეთში ისეთი ტერირისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ”ალ-ქაედა და ”თალიბანი” საკუთარი არსებობის საწყის ეტაპზე სწორედ ამერიკელების დახმარებით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ) 

იქადან გამომდინარე რომ ოფიციალურად მსგავსი რადიკალური, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფების ფინანსირება ოფიციალურად შეუძლებელია, ვაშინგტონი არაოფიციალურად ნებას რთავს მათ ნარკოწარმოებით დაკავდნენ და ნარკოვაჭრობით ფული იშოვონ, საკუთარი ინტერესების გატარების პირობით.
5156F6sCxtL._SX331_BO1,204,203,200_.jpg
ისტორიის განმავლობაში ხშირი იყო ამერიკელების ალიანსები სიცილიურ მაფიასთან, ნიკარაგუულ ”კონტრასთან”, კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასთან, კოლომბიურ ”აუტოდეფენსასთან” და ა.შ. ნარკოტიკების მეშვეობით აშშ მარიონეტული რეჟიმების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ახერხებდა და  საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის საშუალებას იტოვებდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ბანკების მეშვეობით. აშშ-ის ამგვარი პოლიტიკის შედეგად გლობალურად ნარვაჭრობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რაც ბევრ ქვეყანაში არასტაბილურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
დეილ სკოტის წიგნში დეტალურად არის განხილული ის სქემა, რომლის მეშვეობითაც აშშ მოქმედებს. ამ მასალების გაცნობის შედეგად ის გავრცელებული მითი იმსხვრევა, რომლის თანახმადაც აშშ და ნატო ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.
17308990_1311619798905972_5311616930851756577_n-1.jpg

ნატოს სამხედრო დანაშაულები – დასავლური მედიის სიცრუე და კოსოვოს დაპყრობა.

51rwLHmYjxL

„ყოველი ომი იწყება მედიის სიცრუით“ – ასე იწყებს ბელგიელი ჟურნალისტი, მიშელ კოლონი თავის ანალიზს კოსოვოს კონფლიქტის შესახებ, რომლის შედეგად შედეგად აშშ-მ და ნატო-მ  საჰაერო იერიში მიიტანეს იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1999 წელს, ხოლო შემდგომ აშშ-ს და ნატო-ს სამხედროების მიერ მოხდა სერბეთის კოსოვოს პროვინციის მომდევნო ოკუპაცია. აშშ-მ და ნატო-მ წამოაწყეს აგრესიული ომი იუგოსლავიის ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის გარეშე. საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის შესაბამისად ომი იყო არალეგიტიმური და დანაშაულებრივი.

როგორ გაიყიდა არალეგიტიმური და დანაშაულებრივი ომი? – როგორც ჰუმანიტარული ინტერვენცია “გენოციდის” და მეორე ჰოლოკოსტის აღმოსაფხვრელად. ეს არის კითხვა, რომლის ანალიზსაც ახდენს კოლონი და ცდილობს პასუხი გასცემ ამ წიგნში.

კოლონმა განაცხადა, რომ წიგნის მთავარი ამოცანაა საშუალება მისცეს მკითხველს შეიცნოს მედია საშუალებების ტყუილები. ის მოიხმარს კოსოვოს კონფლიქტს, როგორც მაგალითს, რათა ასახოს თუ როგორ გამოიყენეს მედია საშუალებებმა და აშშ-ს მთავრობამ “დეზინფორმაცია” და “სამხედრო პროპაგანდა” იმ ფაქტის დასამალად, რომ არანაირი გენოციდი კოსოვოში არ მომხდარა.  მას უნარი შესწევს გააბათილოს აშშ-ს და დასავლური მედიის მიერ შექმნილი სიცრუის და ტყუილების კასკადი. ანალიზი წარმოადგენს მნიშვნელოვან მონაცემებს, რომელიც ხელს უწყობს მედიის ცოდნის საჭირო /კრიტიკულ უნარს, ასევე ანადგურებს აშშ-ს და დასავლური მედიის დანაშაულის ჩადენის ხერხს.

000.jpg

თუ ადგილი ჰქონდა აშშ-ს მხრიდან უპრეცედენტო (აქამდე არნახულ) და მსხვილ საინფორმაციო ომს, პროპაგანდას და დეზინფორმაციულ კამპანიას, რა იდგა მას უკან ? კოლონი აანალიზებს ფარულ დღის წესრიგს და მიზნებს, რომლებიც გააჩნდათ აშშ-ს და ნატო-ს ქვეყნებს აშკარად არალეგიტიმური და დანაშაულებრივი ომის წამოსაწყებად. მან წარმოაჩინა რაოდენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო ამოცანებს ემსახურებოდა ნატოს გაფართოება სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებით. სერბეთის ნეიტრალიზება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აშშ-თვის და ევროკავშირისთვის, ვინაიდან სერბეთი არ იყო აშშ-ის კარნახს ადვილად დამყოლი პროქსი (მართვადი) სახელმფიფო და არც სატელიტი. სერბეთი წარმოადგენდა დიდ პრობლემას აშშ-ს და ნატო-ს გაფართოების გზაზე. ის უნდა განადგურებულიყო. ეს არის ის, რაც გააკეთეს აშშ-მ და ნატომ. კოსოვოს კონფლიქტი იყო ამის შედეგი.

ეკონომიკური ინტერესები ასევე წარმოადგენდნენ ძირითად მოტივს აშშ-თვის და ნატო-თვის. სერბეთი ეწინააღმდეგებოდა “პრივატიზაციას” და “ღია საზოგადოებას” ფორმირებას, რაც წარმოადგენდა იმის მიზეზს, რომ მისი ეკონომიკის დაპყრობის სურვილი ამოძრავდებდათ ამერიკულ და დასავლურ კორპორაციებს, არასამთავრობოებს და კორპორატიულ კონგლომერატებს.

 

კოლონი ანალიზს იწყებს მედიის სიცრუის და ტყუილების განადგურებით, რომლების მეშვეობითაც ამერიკული და დასავლური მედია ცდილობდნენ “გაეყიდათ” არალეგალური ომი კოსოვოში.  ამერიკული პროპაგანდის მოდელი გულისხმობდა ბოსნიის ჰოლოკოსტის პროპაგანდის ანალოგს/ანარეკლს. სერბებს უნდა დაბრალებოდა გენოციდის მოწყობა. შექმნილიყო ცივსისხლიანი და აბსურდული სისასტიკის ისტორიები, ფაბრიკაციები და შედგენილიყო მსხვერპლის დაუჯერებელი რაოდენობა.  ეთნიკური წმენდის მოგონების გამოცოცხლება, რომელმაც ასე კარგად “გაჭრა” ბოსნიაში. შემდგომ გამომუშავებულიყო გენოციდის პროპაგანდის არგუმენტები.

ამერიკული და დასავლური მედია აცხადებდნენ, რომ 100 000 ალბანელი მუსლიმი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული და ივარაუდეს, რომ ისინი სერბებმა მოკლეს. 1999 წლის 25 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თეთრ სახლში პრეს-კონფერენციაზე  განაცხადა, რომ ათობით ათასი ადამიანი, რომელიც არის ალბანელი მუსლიმი, იყო მოკლული კოსოვოში სლობოდან მილოშევიჩის პირდაპირი განკარგულებით. ეს იყო ნონსენსი და წინასწარ განზრახული ტყუილი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელი ჯეფ ჰუნი ასევე ამტკიცებდა, რომ როგორც აღმოჩნდა 10 000-მდე ადამიანი იყო მოკლული იდა 100-ზე მეტ მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი, ცინიკური და ამორალური სიცრუის გავრცელება სახელმწიფო ლიდერების მხრიდან. მაგრამ ბილ კლინტონს და ტონი ბლერს ესმოდათ, რომ ყველაზე აღმაშფოთებელ ტყუილებს და სიცრუეს არ მოჰყვება უკუგება და მათთვის უარყოფითი შედეგი.  გენოციდის თემით თამაშის მეშვეობით, მეტიც, შიდა, სეპარატისტული კონფლიქტისთვის გენოციდის იარლიყის მიკერებით,  კლინტონი და ბლერი ხვდებოდნენ რომ ნებისმიერი დებატების ან საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას შეძლებდნენ. ვინ არ მოისურვებდა გენოციდის და დანაშაულის შეჩერებას? მსგავს ცრუ ტერმინებაზე დაფუძნებული, მაგრამ დასავლეთისთვის მომგებიანი სიტუაცია, აგებული იყო დეზინფორმაციაზე, ინფორმაციულ ომზე,  ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნიკებზე და ფაბრიკაციებზე.

f316810ae7a03948b044c110_L

გენოციდის მტკიცებულებები, რომლებსაც წარადგენდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ქვეყნები მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ უდიდესი სიცრუე იყო და გამოგენებული და შექმნილი იყო ნატოს ქვეყნების მიერ, იმავე მთავრობების მიერ, რომლებმაც იუგოსლავიის ტერიტორიის დაბობმვა და ოკუპაცია მოახდინეს.

[ამ ბმულზე შეგიძლიათ The Wall Street Journal-ის სტატია იმის თაობაზე, რომ სერბეთში გენოციდს ადგილი არ ჰქონია – http://online.wsj.com/public/resources/documents/pearl123199.htm%5D

გერმანიის იმდროინდელი კანცლერი, გერჰარდ შროდერი აღიარებს რომ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც სერბეთი დაბომბეს.

აშშ-ს ინფორმაციული ომის ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. აშშ-ს მედია და სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა აზარტში შევიდა. ასე მაგალითად CNN-მა დაიქირავა აშშ-ს სამხედრო ფსიქოლოგიური ოპერაციების სპეციალისტები, რათა მათ ახალ ამბებზე ემუშავათ. ეს იყო მადის გამაძლიერებელი საშუალება. ეს კეთდებოდა რათა ყველა მომზადებულიყო მთავარი შოუსთვის  – სერბეთის დაბომბვისთვის და ოკუპაციისთვის. (http://www.wsws.org/en/articles/2000/04/cnn-a18.html)

კოლონმა შეისწავლა და განიხილა ”რემბულეს შეთანხმების” ტექსტი და დადგენილებები, რომლებსაც არც ერთი სუვერენული და თავმოყვარე სახელმწიფო არ დათანხმდებოდა. ეს იყო  ძველი დროის „მოჩვენება“, რომელიც წააგავდა 1914 წლის ავსტრია – უნგრეთის ულტიმატუმს სერბეთის მიმართ, რომელმაც მიგვიყვანა პირველ მსოფლიო ომამდე. “რემბულეს შეთანხმების” დადგენილებით სერბეთი იძულებული იყო ნება დაერთო ნატოს ჯარისთვის მოეხდინათ მთელი სერბეთის და იუგოსლავიის ოკუპაცია, იძულებული იყო მიეცა დე ფაქტო დამოუკიდებლობა კოსოვოსთვის და სამი წლის შემდეგ ნება დაერთო კოსოვოს ალბანელებს ხმა მიეცათ დამოუკიდებლობისთვის. რომელი სუვერენული სახელმწიფო მიიღებდა ასეთ პირობებს? 

“რემბულეს ხელშეკრულება იყო საშინელი დიპლომატიური დოკუმენტი, რომელსაც არასდროს არ უნდა ეარსება მსგავსი ფორმით” – ჰენრი კისინჯერი, 1999 წელი.

წარმოიდგინეთ რუსეთს საქართველოსთვის რომ ეიძულებინა მსგავსი პირობების მიღება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს….

ნათელია, რომ აშშ-ს გეგმა იყო შემდეგი – მოეხდინა კოსოვოს ალბანელი მუსლიმი სეპარატისტების ძალისმიერი გამოყოფა სერბეთისაგან, როგორც ადოლფ ჰიტლერმა და ბენიტო მუსოლინიმ გააკეთეს 1941 წელს და არსებითად იმავე მიზეზების გამო – ალბანელები რწმუნებულებად გამოიყენეს მტრული და რთულად მართვადი იუგოსლავიის წინააღმდეგ.

კოლონს მოჰყავს დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ-მ და ნატო-მ კოსოვოში 78 დღით “შეჭრა”იმაზე ბევრად ადრე დაგეგნმეს, ვიდრე დაბომბვას დაიწყებდნენ 1999 წელს. 1997 წლის ივნისში საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ეწვია აშშ-ს ავიამზიდს ადრიატიკაში. შტატების ადმირალმა დაანახა მას იუგოსლავიის რუქა მოციმციმე წერტილებით. როდესაც მას ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა მოციმციმე წერტილები, მან უპასუხა, რომ ეს არის სამომავლო საჰაერო დარტყმის სამიზნეები. ეს მოხდა თითქმის ორი წლით ადრე სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის მიერ ჩადენილ “საშინელ საერთო სადამსჯელო ღონისძიებებამდე”. ეს მოხდა იქამდე , სანამ რაიმე დაიწყებოდა კოსოვოში. აშშ და ნატო გეგმავდნენ შემდეგ ომს და კოსოვო იყო წინასწარ შერჩეული ადგილი. საჭირო იყო სამხედრო თავდასხმის დასაბუთება, “გაპრავება”, შესაბამისად ამერიკულმა პროპაგანდამ და ინფორმაციულმა ომის მანქანამ შეიმუშავა ის გეგმა, რაც ყველამ კარგად ვიხილეთ.

3819c0a398a008381825c110_L

ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვის დროს მოკლული მცირეწლოვანი ბავშვები

საბოლოოდ  კოლინი აანალიზებს აშშ-ს და ნატოს მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს კოსოვოში, როდესაც ისინი უმიზნებდნენ სერბულ საავადმყოფოებს, უნარშეზღუდული ადამიანების სამედიცინო დაწესებულებებს, სამგზავრო მატარებლებს, საავტომობილო ქარხნებს, ელექტროენერგიის ბადეებს, სასურსათო ადგილებს, ლტოლვილთა კოლონებს და სატელევიზიო სადგურებს. Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დაადასტურეს  რომ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ და ნატო არიან დამნაშავეები ამ საშინელი სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში.

მაგრამ ვინ აპირებს მათ გასამართლებას ? ვინ აპირებს ბილ კლინტონის  და მადლენ ოლბრაიტის დაპატიმრებას და სამხედრო დანაშაულის ტრიბუნალის ან სასამართლოს წინაშე წარდგენას ? ვინ აპირებს გაასამართლოს აშშ-ს და ნატოს სამხედრო დანაშაულები სერბეთში და იუგოსლავიაში? ძლევამოსილება ქმნის უფლებას.

რას მიაღწიეს აშშ-მ და ნატო-მ გაერთიანებული “ჰუმანიტარული ინტერვენციით”? ომის შემდგომ პერიოდში, მიახლოებით  250 000-მდე კოსოვოელი სერბი, ბოში, თურქი, გორანი და ებრაელი იძულებული იყო დაეტოვებინა კოსოვო და ამით შეიქმნა ეთნიკურად სუფთა ალბანური ან შქიფური (ალბანელების თვითსახელწოდება) “კოსოვა” – დიდი ალბანეთი. აშშ-მ მიაღწია იმას, რომ გამოყოფის საშუალება მისცა პროქსი ალბანურ ძალებს, რათა მათ შეექმნათ ალბანური სახელმწიფო ევროპაში. აშშ-მ მიაღწია ალბანური სეპარატიზმის მიზნებს, შეიქმნა ორი ალბანური მუსლიმური სახელმწიფო ევროპაში.

კოლონმა მოახდინა რაჩაკის “ხოცვა-ჟლეტის” ანალიზი და ასახა თუ როგორ დაიდგა ეს სცენა, მანიპულირებული და გამრუდებული აშშ-ს მთავრობის და მედიის მიერ. იქ მოკლულები იყვნენ შეიარაღებული ალბანელი მუსლიმები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ურთიერთსროლაში იუგოსლავიის პოლიციასთან და უშიშროების ძალებთან. მტკიცებულება მიგვითითებს იმაზე, რომ მათ ხელებზე ჰქონდათ იარაღის ლექი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იყენებდნენ შეიარაღებას. რაჩაკი იყო საბაბი რათა აშშ-ს განეხორციელებინა იუგოსლავიაზე არალეგალური საჰაერო იერიში. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი საბაბი იქნებოდა ხელსაყრელი. (http://www.mediamonitors.net/gowans1.html)

ნატოს დაბომბვის შედეგად დაღუპული ქალბატონი

კოლონი ასეცე გვიჩვენებს თუ როგორ ეკავა ეკონომიკურ ფაქტორს მნიშვნელოვანი ადგილი კოსოვოს კონფლიქტში. აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განმარტა, რომ “კოსოვოს საქმე იყო დაკავშირებული ამერიკის შესაძლებლობასთან გაყიდონ საკუთარი თავი მთელს მსოფლიოში.” მან თომას ფრიდმანის ციტირება მოახდინა ნიუ იუორკ თაიმსიდან :  “ბაზრის ფარული ხელი ვერასოდეს იქნება ქმედითი ფარული მუშტის გარეშე – მაკდონალდსი ვერ აყვავდებოდა მაკდონელ დუგლასის, F-15-ის შემქმნელის გარეშე.” საბოლოოდ New York Times-მა 1996 წლის 18 ივლისს, შეუტია “ყოფილ კომუნისტ” სლობოდან მილოშევიჩს, იმიტომ , რომ მან კონტროლ ქვეშ დაიბრუნა იუგოსლავიის ეკონომიკა და უარი განაცხადა პრივატიზაციაზე. The Washington Post-მა ლაკონურად ახსნა თუ რატომ აღმოჩნდა იუგოსლავია აშშ-ს , ნატოს და ევროკავშირის მიზანში: “მილოშევიჩმა ვერ გაუგო ბერლინის კედლის დაცემის პოლიტიკურ მესიჯს, როდესაც სხვა კომუნისტმა პოლიტიკოსებმა მიიღეს დასავლური მოდელი და განაგრძეს სვლა დანარჩენი ევროპის მიმართულებით, მაგრამ მილოშევიჩი წავიდა სხვა გზით.”

ნატოს დაბომბვის შედეგად დაღუპული პატარა ბავშვი

მილოშევიჩმა ვერ გაიგო, რომ აშშ იყო ერთადერთი ზესახელმწიფო, “გლობალური ჰეგემონი” რომელიც მოითხოვდა ყველა სახელმწიფოსგან დასავლური მოდელის აღიარებას და გაყოლას. საბოლოოდ , ეს იყო მიზეზი ამ მთელი კოსოვოს ამბავის უკან.

download (1)

სერბეთის ოკუპაციისას ნატო ჩინეთის საელჩო დაბობმბა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

 

ნატოს მიერ დაბომბილი საავადმყოფო სერბეთში

 

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება, როგორც სუიციდური პოლიტიკა

download.jpg

საზღვრის გადმოწევაზე წუწუნი არის თანამედროვე საქართველოს მდგომარეობის კარგი ასახვა. ისტერიულად მიიწევ ნატოში, მაშინ როცა მთავარ მტრად რუსეთი მას მიიჩნევს. ამის გამო შემხვედრ ნაბიჯებს დგამს და პასუხი არის პანიკა. თუ გადავწყვიტეთ ასეთი კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთთან, მაშინ უნდა ვთქვათ რომ ვართ საომარ მდგომარეობაში. თუ საომარ მდგომარეობაში ვართ უნდა მომზადებული ვიყოთ და სათანადო პასუხიც გავცეთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის არც საშუალება და არც გამბედაობა არ გაგვაჩნია (და რომ ზოგადად ირაციონალურია ეს მიდგომა). ამიტომ ყოველთვის რუსეთის ამგვარ ქმედებას, რაც როგორც ზემოთ ვთქვი ცალმხრივი არაა, მოჰყვება მხოლოდ პანიკა. პანიკა კი, საომარ მდგომარეობაში წაგების ტოლფასია. ესეიგი, რა გამოდის? ჩვენივე საგარეო პოლიტიკით ვქმნით მდგომარეობას, საიდანაც წინასწარ ვიცით, რომ წაგებული გამოვალთ.

download.png

ადრეც დამიწერია რომ ეს არის სუიციდური პოლიტიკა, ყოვლად ირაციონალური და აბსურდული. მე მიმაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის რეგიონში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარება და კონფრონტაციული რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც პირველ რიგში ნატოში (არა აუცილებლად ევროკავშირში) მისწრაფებაზე უარის თქმას ნიშნავს.

მიმდინარე გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, ის დრო როდესაც კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნას და ამერიკასთან უპირობო ალიანსს საქართველოსთვის განვითარების მოტანა შეეძლო გასულია და შანსი დაკარგულია. ასეთი მდგომარეობა კარგად გამოიყენეს აზიის ვეფხვებმა (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი) 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკა მათ იყენებდა, როგორც დასაყრდენს კომუნისტური საფრთხის გავრცელების წინააღმდეგ, აძლევდა უზარმაზარ რესურსებს, მაგრამ სათანადოდ ვერ აკონტროლებდა ამ რესურსების გამოყენებას ეკონომიკაში. ამ ქვეყნებმა კი აღნიშნული რესურსები ეროვნული ეკონომიკების გასაძლიერებლად გამოიყენეს – შექმნეს უძლიერესი ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული ბაზა. ჩვენ ეს შანსი სააკაშვილის პერიოდში ხელიდან გავუშვით. ფული ჩაიდო მახინჯი საბანკო-საფინანსო სისტემის შექმნაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, სპეკულაციურ მშენებლობაში, საწარმოო სიმძლავრეების ფიზიკურ და ინტელექტუალურ განადგურებაში. აზიური ინდუსტრიალიზაციისგან განსხვავებით ეს ზომები არ გამოდგა ეკონომიკისთვის გრძელვადიან სტიმულად.

დღეს საერთაშორისო მდგომარეობა შეცვლილია და რაც დროზე ვაღიარებთ ამას მით უკეთესი. ჩემი აზრით დღეს უპირობო ალიანსების ძიების მაგიერ საქართველო უნდა გადავიდეს რაციონალურ საგარეო პოლიტიკაზე, სადაც ხდება სხვადასხვა ძალის ინტერესების გათვალისწინება და შეჯერება. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ფინეთი, რომელსაც რუსეთი პირდაპირ უკრძალავს ნატოში შესვლას, მაგრამ ამით ფინეთი მხოლოდ სარგებლობს.

© ლევან ასაბაშვილი

5 მითი ნატოს შესახებ

ბოლოდროინდელ საქართველოში ნატო და მის გარშემო მიმდინარე დებატები თავის აქტუალურობით და ყოვლისმომცველობით გამოირჩევა. თითქმის ყველა პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ ჟურნალისტი ამის აუცილებლობის და მიუხედავად გულუხვად იყენებს ნატოს თემას საკუთარი საუბრის დროს.

5qOgp86g

ნატოს მიმართ საქართველოს დამოკიდებულება მკვეთრად იდელოგიზირებულია და ბევრ მითს ეფუძნება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად ხდება მოსახლეობის ტვინის გამორეცხვა ნატოს საკითხის გარშემო.  საქართველოში ევროატლანტიკურ სივერცეში ინტეგრაციის სამინისტროაც კი არსებობს, არადა ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი ან დეპარტამენტი იქნებოდა. თბილისში ფუნქციონირებს ნატოს რამდენიმე  ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქში სისტემატურად აწყობენ სხვადასხვა სახის ნატოს კვირეულებს თუ ღონისძიებებს. ამ პროცესებში მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს ნატოს იმიჯმეიკერები საქართველოში აქტიურად იყენებენ მითებს, რათა ნატოს საქართველოში პოზიტიური და სანდო  პოზიციონირება გააჩნდეს.

ამ პუბლიკაციაში ჩვენ გადავწვიტეთ ყურადღება გავამხვილოთ და გამოვააშკარავოთ ის ძირითადი მითები, რასაც თავს ახვევენ საქართველოს მოსახლეობას ნატოსთან დაკავშირებით.

I მითი – ნატო ევროპული ფასეულობების და დემოკრატიის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება

ნატოში გაწერვრიანება (რისი შანსიც საქართველოს ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არ გააჩნია) არ გულისხმობს ევროკავშირში ან სხვა რაიმე ევროპულ სტრუქტურაში ინტეგრირებას. მაგალითად თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია ვერ ხდება ევროკავშირის წევრი.  თუ რატომ არ ღებულობენ თურქეთს ევროკავშირში ეს ცალკე სასაუბრო თემაა, თუმცა ძირითადი მომენტი, რაც მათ აფერხებს ეს დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიული საზოგადოების არარსებობაა. ანუ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ნატოს წევრობა სრულადაც არ გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის არსებობას. უფრო მეტიც ევროპის ქვეყნების ისტორიას თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ რომ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და დემოკრატიული ევროპული ქვეყნები საერთოდაც არ არიან ნატოს წევრნი. მაგალითსთვის ავიღოთ ფინეთი, რომლის ტერიტორიის ნაწილიც (კარელია) ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ და რომელსაც ესზაღვრებოდა ჯერ საბჭოთა კავშირი, მერე კი რუსეთი. ფინეთმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა არ გამხდარიყო ნატოს წევრი, რათა სამომავლოდ არ დაეძება პოლიტიკური ვითარება რუსეთთან და რაიმე სახის კონფლიქტი აერიდებინა თავიდან. როგორც ისტორია გვაჩვენებს ფინელებს ეს წარმატებით გამოუვიდათ.

ნატოს წევრი ქვეყნების სიას თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ ასევე რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნები (ავსტრია, შვეიცარია) ასევე არ შედიან ნატოს რიგებში.

თქვენი აზრით რომელი ქვეყანა უფრო დემოკრატიული და ევროპულია, ნატოს არაწევრი ფინეთი თუ ნატოს წევრი თურქეთი?

FRANCE-GERMANY-NATO-SUMMIT-DEFENCE

სტრასბურგში ნატოს სამიტის დროს გამართული სამშვიდობო დემონსტრაცია, სადაც მოსახლეობა თავის პროტესტს გამოხატავდა ნატოს მილიტარისტული პოლიტიკის გამო.

II მითი – ნატო მშვიდობისდამცველი, არააგრესიული სამხედრო ბლოკია, რომელიც ძირითად სამშვიდობო მისიას ასრულებს და იცავს დემოკრატიულ ფასეულობებს

ნატოს აპოლოგეტები საქართველოში ორგანიზაციის ამგვარი იმიჯის შექმნას ცდილობენ. რეალურად კი ნატოს არსი რადიკალურად განსხვავებულია. ისტორიაში უხვად გვახსოვს ისეთი ფაქტები, როდესაც დამპყრობელი-აგრესორები საკუთარ მოქმედებებს სამშვიდობო საბურველით ფუთავდნენ. როდესაც ჰიტლერის გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს ამას ჰებელსის პროპაგანდა როგორც საბჭოთა კავშირის კომუნიზმისგან გათავისუფლების მცდელობას ფუთავდა. ანალოგიური ტაქტიკით მუშაობდა ნატოს პროპაგანდა, როდესაც ნატო დაბომბვების შედეგად სერბეთში უამრავი უდანაშაულო მოქალაქე (მათ შორის ბევრი ბავშვი) გარდაიცვალა, ისინი ამას იმით ამართლებდნენ რომ სერბეთს მილოშევიჩის რეჟიმისგან ათავისუფლებდნენ. კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ნატოს “სამშვიდობო პოლიტიკაზე”– ნატოს წევრობა გულისხმობს ბირთვული იარაღის კოლექტიურ ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც ბირთვული იარაღის ფუნდამენტური როლის აღიარების ტოლფასია.

0_104f44_7b2153bf_L

ნატოს დაბომბვების შედეგად სერბეთში დაღუპული ბავშვები

III მითი – ნატო აქტიურად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ და იცავს მის წევრებს და დანარჩენ მსოფლიოს ამ საფრთხისგან

თქვენ გაგიკვირდებათ და ნატო არათუ არ იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, არამედ დიდი ხნის განმავლობაში თვითონ წარმოადგენდა ტერორისტულ ორგანიზაციას. ასე მაგალითად ცივის ომის დროს ევროპაში ნატოს სიკვდილის ბრიგადები (Gladio) მოქმედებნენ, რომელთაც ძირითადად ევალებოდათ დივერსიული აქტების მოწყობა, კომუნისტების და კომუნისტური პარტიის მომხრეების ლიკვიდაცია, რათა ამ ქვეყნების ნატოურ მომავალს საფრთხე არ შექმნოდა. ნატოს საიდუმლო არმიები XX-ის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ პროექტს წარმოადგენდა, რომლის დეტალებიც დღესდღეობითაც კი არ არის ბოლომდე ცნობილი. 2012 წელს, შვეიცარელმა მკვლევარმა დანეილ განსერმა გამოსცა წიგნი “ნატოს საიდუმლო არმიები” (NATO’S Secret Armies – operation GLADIO by Daniel Ganser), სადაც დეტალურადაა მოთხრობილი შესაბამისი ფაქტებითურთ ნატოს ტერორისტული მოღვაწეობის შესახებ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში.

operation_gladio_state_sponsored_terrorism.jpg

IV მითი – ნატო თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული

პირველი ვიოლინოს როლს ნატოში შექმნის მომენტიდან დღემდე ყოველთვის აშშ ასრულებდა და ასრულებს. ნატო წარმოადგენდა და წარმოადეგს ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას. როდესაც ქართველი ან ლიტველი, ან გერმანელი ჯარისკაცები აშშ საგარეო ინტერესების გამო ერაყში ან ავღანეთში იღუპებიან ძნელია ამას თანასწორობა უწოდო.

download

V მითი – ნატოს კრიტიკა “რუსული პროპაგანდის” ნაწილია

რა თქმა უნდა ნატო და მის მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთში ნამდვილად წარმოადგენს კრიტიკის საგანს, მაგრამ რუსეთის გარდა არსებობს დანარჩენი მსოფლიოც, სადაც ნატოს მილიტარისტულ პოლიტიკას მილიონობით ადამიანი აპროტესტებს და ძალიან ხშირად ეწყობა ნატოს საწინააღმდეგო მსვლელობები და დემონსტრაციები. ნატოს კრიტიკოსების გამარგინალების მცდელობა და მათი “რუსული პროპაგანდის” ნაჭუჭში მოქცევა სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას უფრო წააგავს, ვიდრე დემოკრატიულ ქცევას.

მაგალითად თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, ლინგვისტი და უამრავი წიგნის ავტორი, ნოამ ხომსკი მიიჩნევს, რომ: “ნატო აშშ-ის მიერ მართული საერთაშორისო ინტერვენციის საშუალებაა”

ვინ ვინ და ნოამ ხომსკი რომ “რუსული პროპაგანდის” გავრცელებაში დაადანაშაულო ალბათ ცოტა სასაცილო და უხერხულიც იქნება. ნატოს აკრიტიკებდა აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრმპიც. ნატოს და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებენ თვით დასავლელი ინტელექტუალები და პროგრესულუად მოაზროვნე ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

აბა საქართველოში რატომ არის ტაბუდადებული კრიტიკა ნატოს მიმართ?

CUAFE_5-16-12_023-Chicago antiNATO

ნატო არის საომარი მანქანა

new

ნატოს საწინააღმდეგო გამოსვლა ნიუპორტში