სპეკულაციები მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ

მოლოტოვი და რიბენტროპი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოსკოვში. 28 სექტემბერი, 1939 წ.

2021 წლის 23 აგვისტოს 82 წელი შესრულდა საბჭოთა-გერმანული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელისმოწერიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული დოკუმენტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების თავდასხმის ობიექტი გახდა, სადაც სჭარბობს სპეკულაციები, ფსევდომეცნიერული მიდგომები და ისტორიის გაყალბების და გადაწერის უხეში მცდელობები.

მსგავსი განწყობის წახალისება ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ხდება. ლიბერალური დასავლური პოლიტიკური ელიტა და მათი ადეპტები მესამე სამყაროს ქვეყნებში ძალ-ღონეს არ იშურებენ ტოტალიტარული რეჟიმების პასუხისმგებლობის გათანაბრების მცდელობაში II მსოფლიოს ომის გაჩაღების მცდელობაში. დასავლური ლიბერალური მედია საშუალებები და მათი ქართველი ანალოგები მათ მკითხველებს არწმუნებენ იმაში, რომ ჰიტლერს და სტალინს ”თაფლობის თვე” ჰქონდათ და ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი თანაბრად დამნაშავეები არიან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყების გამო.

ისტორიის მსგავსი რევიზიონიზმი ელემენტარულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, რამეთუ ესაა უმეცრების და ფაქტების ლოგიკური თანმიმდევრობის უგულებელყოფის უნიკალური სინთეზი. დავიწყოთ იქიდან, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული საბჭოთა დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას მესამე რაიხის წინააღმდეგ, სანამ ფაშისტი აგრესორი საკუთარი ძალაუფლების მაქსიმალურ გამყარებას მოახდენდა. მაგრამ ამ დროს მხვილი ამერიკული კომპანიები აქტიურად ეხმარებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ნაცისტურ რეჟიმს, მათ შორის ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური კომპანიები, როგორებიცაა: Coca-Cola, IBM, Metro Goldwyn Mayer, Dow Chemical, Ford Motor Company, General Motors და ბევრი სხვა. საბჭოთა კავშირის ინიციატივას ერთობლივი ფრონტის ჩამოყალიბების თაობაზე მხარი არ დაუჭირეს იმ სახელმწიფოებმა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს პირდაპირ ან ირიბად საბჭოთა კავშირზე ცდილობენ ისრების გადატანას.

Coca-Cola-ს რეკლამა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადიდან
ამერიკელი ისტორიკოსის, ედვინ ბლეკის წიგნის გარეკანი – ”სტრატეგიული ალიანსი ნაცისტურ გერმანიას და აშშ-ის ყველაზე მძლავრ კორპორაციას შორის”

1938 წლის სექტემბერში გაფორმებულმა ”მიუნხენის შეთანხმებამ’‘ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მეთაურების მიერ საბოლოოდ შეცვალა ძალთა ბალანსი გერმანიის სასარგებლოდ – გერმანულ და პოლონურ ჯარებს საშუალება მიეცათ ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსირება მოეხდინათ (სუდეტები, ტეშინის ოლქი). მთლიანი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1939 წელს წამყვანი დასავლური ქვეყნების პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი იყო, რამაც ნაცისტების და მათი სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ჩემბერლენი, დელადიე, ჰიტლერი, მუსოლინი და ჩიანო

გარდა ამისა 1939 წლის აგვისტომდე ჰიტლერთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები უკვე ხელმოწერილი ჰქონდათ პოლონეთს, (1934 წლის ”პილსუდსკი-ჰიტლერის პაქტი”) დიდ ბრიტანეთს, (ანგლო-ამერიკული საზღვაო შეთანხმება 1935 წ, ჰიტლერის და ჩემბერლენის მიერ ხელმოწერილი ანგლო-ამერიკული თავდაუსხმელობის დეკლარაცია 1938 წ. ) იტალიას, („ფოლადისებრი პაქტი” 1939 წ.) დანიას, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ.) საფრანგეთს, (”თავდაუსხმელობის დეკლარაცია’1938 წ, ”ბონე-რიბენტროპის პაქტი”) ესტონეთს, (”თავდაუსხმელობის შეთანხმება’1939 წ) ლიტვა, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ, ამ ხელშეკრულებით ასევე ლიტვა მესამე რაიხს უთმობდა კლაიპედას რაიონს, რაც 1945 წელს კვლავ საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა ლიტვის სსრ-ს)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლატვიას და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება – 1939 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა ”მუნტერს-რიბენტროპის პაქტს”. აღნიშნული პაქტში არსებობდა საიდუმლო დანართი, რომლის თანახმადაც ლატვია ვალდებულებას იღებდა ნაცისტური გერმანიის თანახმობით მიეღო ყველა საჭირო ზომა სამხედრო უსაფრთხოების კუთხით საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, რაც რეალურად მესამე რეიხის გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ბალტიისპირეთში საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის პლაცდარმის შესაქმნელად.

საბჭოთა-ფრანგულ-ბრიტანული მოლაპარაკებების კრახით დამთავრებამ მოსკოვში ურთიერთდახმარების შეთანხმებასთან დაკავშირებით მეტწილად ბრიტანეთის და საფრანგეთის გამო, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლებს შესაბამისი უფლებამოსილებაც კი არ დააკისრეს და ორ ფრონტზე ომის რეალურმა საშიშროებამ – დასავლეთში გერმანიასთან და აღმოსავლეთში იაპონიასთან (მდინარე ხალხინ-გოლზე უკვე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა) საბჭოთა კავშირს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ასე რომ საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც გერმანიასთან მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ფაქტის აღიარებას რატომღაც გაურბიან დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და მათი ადგილობრივი მსახურები, რომლებიც უფრო გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენას. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დამსახურებით გერმანული გავლენის ზონას ტოვებდა დასავლეთ უკრაინის და ბელარუსის სოლიდური ტერიოტორიები, რაც პოლონეთმა დაიპყრო 1921 წ, და ასევე ბალტიისპირეთიც. საბჭოთა კავშირმა ამ ტერიტორიების მოსახლეობა განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ მაინც დაიცვა გერმანული ოკუპაციის საშინელებებისგან და ნაცისტების «ახალი წესრიგისგან», მათ შორის ჰოლოკოსტისგან. ამ ქვეყნების უამრავი მოქალაქე წითელი არმიის რიგებში იბრძოდა და საერთო საკაცობრიო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეჰქონდა. მხოლოდ ლიეტუვაში (ყოფ. ლიტვა) ნაცისტების და მათი მოკავშირეების მიხერ ებრაული მოსახლეობის 96% იქნა განადგურებული.

აშშ-ის, ევროპული ქვეყნების და ევროპარლამენტის მცდელობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ პასუხისმგებლობა II მსოფლიო ომის გაღვივების პროცესში წინააღდეგობაში მოდის ისტორიულ ფაქტებთან და საღ აზრთან. ეს ასევე ეწინააღმდეგა ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ”მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტის დიპლომატიური მნიშვნელობა:

  • საჭირო იყო გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების თარიღის მაქსიმალური გადავადება
  • საბჭოთა კავშირი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ცდილობდა, რათა ასობით ათასი ადამიანური სიცოცხლე გადაერჩინა
  • ის ევროპა გაეთავისუფლებინა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტებისგან, რომლის ქვეყნების უმრავლესობაც რეკორდულად სწრაფად დანებდა ნაცისტურ გერმანიას

1941 წლის 3 ივლისს იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მიმართა და საჭიროდ ჩათვალა აეხსნა თავდაუსხმელობის პაქტის მნიშვნელობა ნაცისტურ გერმანიასთან:

«შეიძლება იკითხონ: როგორ მოხდა, რომ საბჭოთა მთავრობა თავდაუსხმელობის პაქტის დადებაზე წავიდა ისეთ დაუნდობელ და მტარვალ ხალხთან, როგორიც ჰიტლერი და რიბენტროპი იყო? საბჭოთა კავშირის მხრიდან რაიმე შეცდომა ხომ არ იქნა დაშვებული? რა თქმა უნდა, არა! თავდაუსხმელობის პაქტი არის სამშვიდობო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. ზუსტად ასეთი პაქტი შემოგვთავაზა ჩვენ გერმანიამ 1939 წელს. შეეძლო თუ არა საბჭოთა მთავრობას უარი ეთქვა ამ წინადადებაზე? მე მგონია, რომ არცერთ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს არ შეუძლია უარი თქვას მეზობელ სუპერსახელმწიფოსთან (держава) სამშვიდობო შეთანხმებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ ამ სახლემწიფოს სათავეში ისეთი მტარვალები და კაციჭამიები არიან, როგორც ჰიტლერი და რიბენტროპია. რა მოვიგეთ ჩვენ გერმანიასთან გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტით? ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობით ორწლინახევრის განმავლობაში და საკუთარი ძალების მომზადების შესაძლებლობით წინააღმდეგობის გასაწევად, თუ ფაშისტური გერმანია გარისკავდა და პაქტის მიუხედავად ჩვენს ქვეყანას თავს დაესხმებოდა. ეს გარკვეული უპირატესობაა ჩვენთვის და წარუმატებლობა გერმანიისთვის».

რეზუმირების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესოდენ რადიკალური, ფსევდოისტორიული კონცეფციების წინა პლანზე წამოწევა ნეონაცისტური მოძრაობების თავის ნებაზე მიშვების ფონზე, საბჭოთა ჯარისკაცების და მონუმენტების ნგრევის პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უკრაინასა და საქართველოში პირველ რიგში II მსოფლიო ომის მრავალმილიონიანი მსხვერპლის უპატივცემლობაა, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ევროპის და მთელი მსოფლიოს გათავისუფლებას ნაციზმისგან.

ვინ ვის აჭმევდა საბჭოთა კავშირში?

გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას, სადაც ნაჩვენებია საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები.

ზედა ციფრი არის წარმოება, ხოლო ქვედა ციფრი მშპ-ს მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე (ათას ამერიკულ დოლარში)

როგორც ცხრილიდან ჩანს, საბჭოთა კავშირში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ თანხას მოიხმარდა. მინიმუმ 3-ჯერ მეტს ვიდრე საბჭოთა რუსეთი.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რიგითი ქართველი საბჭოთა დროს 3-ჯერ უფრო უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე რიგითი რუსი.

აშშ ატომური იარაღით თბილისის დაბომბვას აპირებდა

აშშ-ში არსებობდა სამხედრო გეგმები საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის შესახებ.

ჰარი ტრუმანი - ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც შვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური იარაღი გამოიყენა

ჰარი ტრუმანი – ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც შვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური იარაღი გამოიყენა

1945 წლის 15 სექტემბერს, მეორე მსოფლიომი ომის დე ფაქტო დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ და ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომვებიდან ერთი თვის მერე, ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ლორის ნორსტედმა გენერალ ლესლი გროუვსს გაუგზავნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, სადაც პირველად გამოჩნდა სამიზნე გეოგრაფიული ადგილები აშშ-ს ატომური თავდასხმის შემთხვევაში საბჭოთა კავშირზე. (ასევე განიხილებოდა ჩინური მანჯურიის ატომური დაბომბვის შესაძლებლობაც)

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამერიკელები მინიმუმ 123 ბომბის გამოყენებას აპირებდნენ, ხოლო ოპტიმალურ სიტუაციაში 466-ის. დასაბომბი ადგილების სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოსკოვი, ბაქო, ნოვოსიბირსკი, გორკი, სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, ომსკი, კუიბიშევი, კაზანი, სარატოვი, მოლოტოვი, მაგნიტოგორსკი, გროზნო, ნოვოკუზნეცკი და ნიჟნი დაგილი.

1946 წელს, ირანის კრიზის დროს გენერალ ეიზენჰაუერის (შემდგომში უკვე აშშ-ს პრეზიდენტი) შტაბმა შეიმუშავა გეგმა სახელად «Totality», რომელიც ითვალისწინებდა 20-30 ატომური ბომბის ჩამოგდებას 20 საბჭოურ ქალაქში: მოსკოვი, გორკი, სვერდლოვკსი, ნოვოსიბირსკი, ომსკი, სარატოვი, კაზანი, ლენინგრადი, ბაქო, ტაშკენტი, თბილისი, ჩელიაბინკსი, ნიჟნი ტაგილი, მაგნიტოგორსკი, გროზნო, ირკუცკი, იაროსლავლი.

დუაიტ ეიზენჰაუერი - აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც თბილისის დაბომბვას აპირებდა

დუაიტ ეიზენჰაუერი – აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც თბილისის დაბომბვას აპირებდა

საბჭოთა ოკუპაცია? მითი და რეალობა

2011 წლიდან საქართველოში, ისივე როგორც იქამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაარსდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც სტუმრები საბჭოთა ბოროტების, რეპრესიების და რეჟიმის მიერ დევნილი მსხვერპლის ამსახველ ისტორიებს ისმენენ, უყურებენ და კითხულობენ. “ცივი ომის” დროსაც კი შეშურდებოდათ იმ პროპაგანდისტული ინსტრუმენტების, რომლის გამოყენებითაც ხდება საბჭოთა წარსულის ზედაპირული და ერთფეროვანი გადააზრება ქართული პოლიტიკური კლასის მიერ დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით. ეს მუზეუმი ჩვენი უახლესი ისტორიის წარმოჩენას მცდელობაა ვიწრო ჭრილში, სიღრმისეული ანალიზის გარეშე.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ქვეყანაში აღიქმება, როგორც საბჭოთა ოკუპაცია, ბოროტების დაწყ

მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ‘’საბჭოთა ოკუპაციის’’ დროს საქართველოში შენდებოდა უმსხვილესი ელექტროსადგურები, მეტრო, ვითარდებოდა ტურიზმი და ცხოვრების დონით საქართველო ლიდერობდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. თქვენ წარმოგიდგენიათ დღესდღეობით მაგალითად, როდესაც თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ქვეყნების რეალურ ოკუპაციას, (თუმცა დასავლური მედია გასაგები მიზეზების გამო ამას ასე არ მიიჩნევს) მაგალითად აშშ-ს მიერ ავღანეთის ოკუპაციას, ავღენეთში ცხოვრების დონე იყოს იგივე ან უფრო მაღალი ვიდრე აშშ-ში? ან თქვენ შეძლებთ წარმოიდგინოთ, რომ ერაყი არ ჩამოუვარდებოდეს ცხოვრების დონით აშშ-ს? დამენათხმებით, რომ ეს ძალიან გაგიჭირდებათ.

საბჭოთა თბილისი

საბჭოთა თბილისი

საქართველოში დღეს არსებული ინფრასტუქტურის, უდიდესი ნაწილი, იქნება ეს კანალიზაცია, ხიდები, სპროტული მოედნები, ბიბლიოთეკები, ნავსადგურები, პარკები, აეროპორტები, სტადიონები, სკოლები, ბაგა-ბაღები, საცურაო აუზები, კურორტები, ეროვნული პარკები, თეატრები – სწორედ საბჭოთა დროსაა აშენებული.  საბჭოთა თბილისი

საბჭოთა თბილისისაბჭოთა საქართველოს საბჭოთა კავშირში გააჩნდა უნიკალური სტატუსი, რაც პირველ რიგში განპირობებული იყო იმით, რომ იოსებ სტალინი საქართველოში დაიბადა და აგრეთვე საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ქართველი იყო; საკმარისია გავიხსენოთ სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტივობით, ხოლო სტალინის კულტი კი არნახულად ძლიერი იყო. საბჭოთა საქართველოში შექმნილი იყო ეკონომიკური კეთილდღეობის ნიადაგი. საქართველო ყოველწლიურად ღებულობდა მსხვილ დოტაციებს საბჭოთა კავშირიდან. ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების დონე 4-ჯერ უფრო მეტი იყო წარმოების მაჩვენებელთან შედარებით.

საბჭოთა თბილისი

საბჭოთა თბილისი

1956 წლის 14 თებერვლის ნიკიტა ხრუშჩოვის ცნობილი გამოსვლის შემდეგ და სტალინის კულტის ბრძოლასთან დაწყების გამოცხადებით თბილისში დაიწყო მასობრივი გამოსვლები, სადაც მოსახლოება ამის წინააღმდეგ გამოვიდა და გამოხატა თავისი პროტესტი. მრავალათასიანი მიტინგები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ მომიტენგეებმა მოსკოვში ტელეგრაფის გაგზავნა გადაწყვიტეს, რა დროსაც დაიწყო არეულობები. 15 ადამიანი მოკლეს, 54 დაჭრეს, 7 ადამიანი უკვე მოგვიანებით გარდაიცვალა სავადმყოფოში და 200-მდე მოქალაქე დააკავეს. საბჭოთა კავშირის სრული მასშტაბით დაიწყო იოსებ სტალინის ძეგლების დემონტაჟი. ერთადერთი მონუმენტი, რომელიც ხელუხლებელი დატოვეს იყო გორში, სტალიანი მშობლიურ ქალაქში. თუმცა უკვე შემდეგომში 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ეს მონუმენტიც აიღეს გორის ქუჩიდან. 0_dcba1_98f0f58e_XXXL                 საქართველო საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო ბევრი რამით, მაგრამ ქართულ ღვინოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბჭოთა ხალხის ცნობიერებაში. ქართული ღვინო სწორედ საბჭოთა კავშირის დროს იქცა საერთაშორისო ბრენდად და ამაში თავისი წვლილი იოსებ სტალინს მიუძღვის. სტალინი იალტის ცნობილ კონფერენციაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს ქართული ‘’ხვანჭკარით’’ გაუმასპინძლდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ქართული ღვინის დიდი მოყვარული გახდა. თვით სტალინის საყვარელი ღვინოები იყო ‘’ქინძმარაული’’ და ‘’ხვანჭკარა’’. 1960 წლისთვის საქართველოში 26 სხვასხვა ღვინის ბრენდი იწარმოებოდა.                        

                                                       ტურიზმი საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ტურისტული მექა.  უნიკალური კლიმატური პირობების გამო მთელი საბჭოთა კავშირი საქართველოსკენ მოისწრაფოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ალპინისტების მთავარი სამწვრთნელო ბაზები სწორედ საქართველოში მდებარეობდა.                                                  

                                                   საბჭოთა ჩაი               საბჭოთა კავშირის დროს მეტისმეტად დიდი ყურადღება ექცეოდა ჩაის წარმოებას და ქართული ჩაი მაშინდელ დროს ერთ-ერთ ყველაზე პრემიუმ ჩაიდ ითვლებოდა. ვილიამ პოხლებნიკის აზრით ქართულ ჩაის ჰქონდა ყველა შანსი გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი.  1948 წელს ქსენია ბახტაძემ  გამოიყვანე ქართული ჩაის ხელოვნური ჰიბრიდული სახეობები ‘’ქართული №1’’ და ‘’ქართული №2’’. ამისთვის ის სტალინის სპეციალური პრემიითაც კი დააჯილდოვეს. სწორედ საბჭოთა დროს ქართულმა ჩაიმ იმდენად მოიხვეჭა სახელი, რომ დიდი რაოდენობით გადიოდა ექსპორტზე ბულგარეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში.

დემოგრაფია

საქართველოს მოსახლეობა 1989 წ. 5 500 000 ადამიანი იყო, ბოლო აღწერით კი სულ რაღაც 3 700 000 ადამიანია

საინტერესოა ის, ფაქტი რომ საქართველო დემოგრაფიულად ყველაზე სწრაფად საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ვითარდებოდა. მაგალითისთვის, საქართველოს მოსახლეობა 1989 წ. 5 500 000 ადამიანი იყო, ბოლო აღწერით კი სულ რაღაც 3 700 000 ადამიანია. ეს პირველ რიგში ალბათ იმით აიხსნება, რომ საბჭოთა კავშირის დროს საშუალო სტატისტიკური ქართველი სოციალურად ბევრად უფრო დაცული იყო, ვიდრე თანამედროვე ეპოქაში.