ჯონ მირშაიმერი – რატომ არის დასავლეთი მთავარი დამშანავე უკრაინულ კრიზისში

პოლიტიკის მეცნიერს სჯერა, რომ ნატო-ს გაუაზრებელმა გაფართოებამ წაახალისა რუსეთი

უდავოა, რომ ვლადიმერ პუტინი ზემოთხსენებული ომის გამჩაღებელია და დამნაშავეა იმაში, თუ როგორ მიმდინარებოს იგი. ამასთანავე, გამომწვევ მიზეზებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. დასავლეთში გავრცელებული აზრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა დაკარგა საღად აზროვნების უნარი; ის რეალობას მოწყვეტილი მოძალადეა, რომელმაც მიზნად დაისახა  წარსულში ჩაბარებულ საბჭოთა კავშირზე დაყრდნობით, შექმნას ახალი, დიდებული რუსეთი [რედ. „greater Russia“]. შედეგად, სწორედ ის არის უკრაინის კრიზისში სრულად და ცალსახად პასუხისმგებელი პირი.

თუმცა, ეს თხრობა არის მცდარი. სწორედ რომ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებია პრინციპულად დამნაშავე ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ახლა იგი სახეცვლილი ომად მოგვევლინა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება განადგურებით, არამედ  შეიძლება გახდეს რუსეთისა და ნატო-ს შორის ბირთვული დაპირისპირების წინაპირობა.

სინამდვილეში უკრაინის ირგვლივ დაპირისპირება დაიწყო 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტისას, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის წახალისებით, სამხედრო ერთობამ  კიევს და თბილისს დაპირება მისცა, რომ ისინი „შემოუერთდებოდნენ“ ბლოკს. რუსეთის ლიდერთა მხრიდან  გამოითქვა მძაფრი აღშფოთება. ეს დაპირება აღქმულ იქნა, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული სასიცოცხლო გამოწვევა. მოსკოვი გულწრფელად დაპირდა, რომ არ დაუშვებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ცნობილი რუსი ჟურნალისტის თანახმად, ბატონი პუტინი „გამწარდა“ და გააფრთხილა, რომ „თუ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, ეს მოხდება ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე. ის უბრალოდ დაიშლება“. თუმცა, ამერიკამ თვალი დახუჭა ამაზე და გააგრძელა უკრაინის სახით რუსეთის საზღვარზე დასავლური ციხე-სიმაგრის [რედ. “Western bulwark”] ჩამოყალიბება. ამ სტრატეგიის ფარგლებში დამატებით ორი მიზანი დაისახეს: უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება და მისგან პრო-ამერიკული დემოკრატიის შექმნა.

ნატოს ბუქარესტის სამიტი, 2008 წლის 3 აპრილი

აღნიშნულმა, საბოლოო ჯამში, გამოიწვია უშუალო დაპირისპირება 2014 წლის თებერვალში; და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყების შემდეგ, პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. საპასუხოდ, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონბასში წააქეზა სამოქალაქო ომი.

შემდეგი, მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მოხდა 2021 წლის დეკემბერში, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა დღევანდელობამდე. სინამდვილეში კიევი დე ფაქტო [რედ. ოფიციალურად არა, თუმცა შინაარსობრივად – დიახ] ხდებოდა ნატო-ს წევრი. პროცესი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში, როდესაც დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა კიევისთვის „თავდაცვითი შეიარაღების“ მიყიდვა. რთული სათქმელია, თუ რა იგულისხმებოდა „თავდაცვითში“, თუმცა ნათელია, რომ მოსკოვისთვის და მისი მოკავშირეებისთვის დონბასში ეს შეიარაღება „თავდასხმითი“ იყო. სამხედრო გაერთიანების სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთნენ პროცესში. დაიწყეს უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა, ქვეყნის სამხედრო გაერთიანებების მომზადება და ნება დართეს უკრაინელ სამხედროებს მონაწილეობა მიეღოთ საერთო საჰაერო და სახმელეთო წვრთნებში. 2021 წლის ივლისში უკრაინამ და აშშ-მ უმასპინძლეს შავ ზღვაში დიდ საზღვაო წვრთნებს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის მეზღვაურები. ოპერაციამ „ზღვის სიო“ [რედ. Sea Breeze] ლამის აიძულა რუსეთი თავს დასხმოდა ბრინატულ საზღვაო გამანადგურებელს, რომელმაც მიზანმიმართულად შეცურა მოსკოვის მიერ საკუთარ ტერიტორიულ წყლებად აღქმულ მონაკვეთში.

უკრაინასა და აშშ-ს შორის კავშირების გაღრმავება ბაიდენის ადმინისტრაციისას გაგრძელდა. ზოგადად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების სულისკვეთება კარგად არის ასახული მნიშვნელოვან საბუთში „აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ [რედ. “US-Ukraine Charter on Strategic Partnership”], რომელსაც ხელი მოეწერა ნოემბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ. მიზანი იყო „ხაზი გაესვა უკრაინის მიერ გაცემულ დაპირებას განახორციელოს ყველა საჭირო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომ მოხდეს მისი ევროპულ და ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვანი გაწევრიანება“. ეს საბუთი ეყრდნობა „ზელენსკისა და ბაიდენის მიერ გაცემულ დაპირებებს, მოახდინონ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება“. აგრეთვე, სახელმწიფოები გამოთქვამენ მზაობას იხელმძღვანელონ „2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით“ [რედ. რომ კიევი და თბილისი გახდებოდნენ ნატო-ს წევრები].

მოსკოვისთვის ეს იყო  მიუღებელი, პასუხი კი, მყისიერი. მან დაიწყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების უკრაინის საზღვარზე მობილიზება, ხოლო ვაშინგტონს შეატყობინა გამოწვევის მოგვარების გზების ძიებისადმი მზაობა. ამ ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა უკრაინასთან დაახლოების პოლიტიკა. შედეგად, დეკემბერში რუსეთმა გამოაცხადა დიპლომატიური ულტიმატუმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ „მათ მიაღწიეს დუღილის წერტილს“.

მოსკოვმა მოითხოვა წერილობითი დაპირება, რომ უკრაინა ვერასდროს გახდებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ხოლო სამხედრო გაერთიანება უკან წაიღებდა ყველა სამხედრო შეიარაღებას, რომელიც მან განათავსა აღმოსავლეთ ევროპაში 1997 წლის შემდეგ. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები ჩაიშალა და ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა: „ცვლილებებს არ აქვს ადგილი. ცვლილებებს ადგილი არ ექნება“. ერთ თვეში ბატონი პუტინის ბრძანებით, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ გაენადგურებინა ის გამოწვევები, რომლებსაც  მისი აზრით, ნატო ქმნიდა.

მოვლენების ასეთი შეფასება სრულ დაპირისპირებაშია დასავლეთში ჩამოყალიბებულ მანტრასთან [რედ. ღთაებრივი, წმინდა ლოცვა; ჩვენს შემთხვევაში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი მოსაზრება], რადგან იგი არ განიხილავს ნატო-ს გაფართოებას, როგორც უკრაინული კრიზისის შემადგენელ ნაწილს. მისთვის სწორედ რომ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის „გაფართოების“ სურვილი არის ომის გამომწვევი ერთადერთი წინაპირობა. ნატო-ს მიერ რუსეთის ლიდერისთვის ახლახანს გადაცემულ საბუთში ვკითხულობთ: „ნატო არის თავდაცვითი გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს.“ საინტერესოა, რომ არსებული სამხილი ამ მტკიცებულებას უგულვებელჰყოფს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ აღიქვამენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ იმაში, თუ როგორ აღიქვამს სამხედრო გაერთიანების ნაბიჯებს უშუალოდ მოსკოვი.

ნათელია, რომ ბატონი პუტინისთვის ცნობილია, თუ რა ფასი დაუჯდება და რაოდენ რთული იქნება რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ტერიტორიების დაპყრობა და მართვა. მან ერთხელ განაცხადა: „ვისაც არ ენატრება საბჭოთა კავშირი არ გააჩნია გული. ვისაც სურს მისი დაბრუნება არ გააჩნია ტვინი“. იმის და მიუხედავად, რომ ბატონ პუტინს მაინც სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კავშირის, მას ესმის, რომ მეზობელი სახელმწიფოს მთლიანად გადაყლაპვა იქნება მისი ქვეყნისთვის ძნელად „მონელებადი“. მეტიც, რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, დიდად არ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ან დიდი რუსეთის შესაქმნელად სურდათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. პირიქით, ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ აქტიურად აცხადებდნენ, რომ განიხილავდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც სასიცოცხლო გამოწვევას, რომლის ჩაშლაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. როგორც ბატონმა ლავროვმა განაცხადა იანვარში: „ყველაფრის გასაღები არის ნატო-ს მიერ გაცემული პირობა, რომ ის არ გაფართოვდება აღმოსავლეთით“.

ცნობისთვის, დასავლელი ლიდერები 2014 წლამდე იშვიათად თუ აღიქვამდნენ რუსეთს, როგორც სამხედრო საფრთხეს. აშშ-ს რუსეთში ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის [რედ. Michael McFaul] განცხადებით, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია არ იყო წლების განმავლობაში დაგეგმარების შედეგი. ეს იყო რეაქცია გადატრიალებაზე, რის შედეგადაც მოხდა უკრაინის პრო-რუსული სახელმწიფო ხელმძღვანელის დამხობა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ამბებამდე ნატო-ს გაფართოების მიზანი იყო გადაექცია ევროპა მშვიდობის ერთ დიდ სივრცედ და არა სახიფათო რუსეთის შეკავება. თუმცა, როგორც კი ეს დაპირისპირება დაიწყო, ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ შეძლეს აღიარება იმის, რომ ომის დაწყების მიზეზი სწორედ რომ მათ მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი უკრაინის დასავლეთში გაწევრიანება გახდა. მათი მტკიცებით, კრიზისი დაიწყო რუსეთის რევანშისტული [რედ. არსებული ვითარების საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქცევის სურვილი] ბუნების გამო; მისი სურვილის, რომ ან ემართა ან დაეპყრო უკრაინა.

უნდა შევაჯამო და ვთქვა, რომ ვიმყოფებით ძალიან სახიფათო ვითარებაში, რომელსაც მხოლოდ აუარესებს დასავლეთის პოლიტიკა. რუსეთის ლიდერებისთვის უკრაინაში არსებულ მოვლენებს არაფერი კავშირი აქვთ მათი იმპერიალისტური მიზნების ჩამოშლასთან. მათთვის ეს არის პრობლემა, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლო გამოწვევას და უკავშირდება რუსეთის მომავალს. ბატონმა პუტინმა შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ შეაფასა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, უკრაინის წინააღმდეგობის უნარი და დასავლეთის მიერ განხორციელებული პასუხის წონა, ზომა და სისწრაფე; თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, თუ რა სასტიკნი შეიძლება იყვნენ დიდი სახელწმიფოები, როდესაც მათ წინაშე უდიდესი გამოწვევა დგას. ამასთანავე, ამერიკა და მისი მოკავშირეები მხოლოდ აძლიერებენ ზეწოლას, აქვთ რა იმედი, რომ შეძლებენ პუტინისთვის სამარცხვინო მარცხის მიყენებას და შესაძლოა მისი ხელისუფლებიდან მოშორებასაც კი. ისინი ზრდიან უკრაინისთვის დახმარებას და ამასთანავე ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ რუსეთის სასტიკ დასჯას, რაც პუტინისთვის უდრის „ომის ღიად გამოცხადებას“.

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება არ მისცენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა სახელმწიფო იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ არა დაშლილი. მეტიც, არსებობს კონფლიქტის უკრაინის მიღმა გაფართოების შესაძლებლობა. სავარაუდო ბირთვულ ომზე უკვე ვისაუბრეთ. თუ დასავლეთი შეძლებს მოსკოვის სამხედრო ველზე დამარცხებას, მისთვის უდიდესი ეკონომიკური ზარალის მიყენებას – ეს გულისხმობს დიდი სახელმწიფოს კუთხეში მიყენებას. ამ შემთხვევაში ბატონმა პუტინმა შეიძლება  მიმართოს ბირთვულ შეიარაღებას.

დღეისთვის შეუძლებელია განვჭვრიტოთ თუ რა სახის ზავით დასრულდება ომი. ამის და მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ომის გამომწვევ ნამდვილ მიზეზებს. სხვა შემთხვევაში უკრაინის განადგურება და ნატო-რუსეთს შორის პირდაპირ საომარი მოქმედებები გარდაუვალია.

ჯონ მირშაიმერი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის რ. ვენდელ ჰარისონის პოლიტიკის მეცნიერების წარჩინებული პროფესორი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ”პოლიტიკური რეალიზმის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა ”The Economist”-ში, 2022 წლის მარტში.

მთარგმნელი არჩილ სიხარულიძე

ნატოს მღვრიე ტყლაპო

თუ ნიანგს თქვენი მტრის შეჭმა სურს, ნუ გგონიათ ის თქვენი მეგობარი

აფრიკული ანდაზა

როგორც ჩანს ტაქტიკურმა კოლაბორაციონიზმის ისტორიამ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს და უკრაინის პატრიოტიზმისთვის მებრძოლი ”გმირები’ ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზეც კი წავიდნენ, არც ჩვენ და არც უკრაინელებსაც დიდად არაფერი გვასწავლა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებში ასეთი ”სამარცხვინო პატრიოტები” უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა ამის ნაკლებობა. ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი გრიგოლ რობაქიძე იყო, ვინც არც მეტი და არც ნაკლები ადოლფ ჰილტერს 1939 წელს წიგნი მიუძღვა და ის გერმანულ ენაზე გამოსცა. იყო ასევე ”ქართული ლეგიონი” (Georgische Legion), რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და საკუთარ თანამოძმეებს ხოცავდა ბოლშევიკებისგან, რომ გაეთავისუფლებინათ საბჭოთა საქართველო. იყო სამარცხვინო შალვა მაღლაკელიძე და ბევრი მისი მსგავსი იდეოლოგიურად დაბინდული გონების და არსის პიროვნება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების მხარეს იყვნენ.

რაც შეეხება უკრაინელების კოლაბორაციონიზმს II მსოფლიო ომის დროს ამაზე ინტერნეტშიც უამრავი მასალა იძებნება. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.

ასეთია ისტორიული პატერნი, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ქართველებსითვისაც ნაციონალური ასპირაციის კრახის გარდა ჯერ-ჯერობით სხვა არაფრით არ დამთავრებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩვენ გვესმის მოსაზრებები ”კეთილი” აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც ეს ორი ქვეყანა ”ბოროტი” აგრესორისგან უნდა დაიცვას. თითქოს რუსეთი ერთადერთი საფრთხეა, რომლის შეცნობაც ამ ქვეყნების მმართველ ელიტებს შეუძლიათ.

ამ ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკა ხშირად მსოფლიო პოლიტიკის პრიმიტივიზაციას ახდენს და სამყაროს ორ უკიდურესობად ჰყოფს: კეთილად და ბოროტად, პროგრესულად და რეგრესულად, ნათელად და ბნელად. თითქოს ასეთ კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ორი პოლუსია. მსგავსი აზროვნება ბავშვებს ახასიეთბთ მათი ნაივურობის, გამოუცდელობის, გაუნათლებლობის და სხვა ფაქტორების გამო. მსგავსი მიდგომა არ არის ზრდასრული ჩამოყალიბებული სუბიექტის რეფლექსია, ამაზე მიუთითებდა თვით გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც.

ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რას წარმოადგენს ნატო, როგორც გაჩნდა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს, რას ემსახურება და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მასთან დაახლოება რისი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნატო 1949 წელს შეიქმნა ომის შემდგომ მსოფლიოში საბჭოთა კავშირთან პაექრობისთვის. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ევროპაში და საბჭოთა კავშირის პოპულარობის ზრდის ფონზე მისი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შესაჩერებლად, რომელიც ”ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო, (ადამიანურ ზარალს თუ გავითვალისწინეთ 27 მლნ. დაღუპული ადამიანის სახით და ეკონომიკურ ზიანს, რაც იმ მომენტისთვის 128$ მლრდ-ს უტოლდებოდა,) აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმდა და კანადამ კიდევ სხვა 9 სახელმწიფო დაიყოლია სამხედრო ბლოკში გაერთიანებულიყვნენ.

ამ 9 სახელმწიფოს შემადგენლობა კოლონიალური იმპერიების თითქის ყველა წარმომადგენელს მოიცავდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ლუქსემბურგი.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გააკეთა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს ინიციატივა ნატომ დაბლოკა. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საკუთარ უარს იმ მოტივით ასაბუთბდნენ, რომ ”შეუძლებელი იქნებოდა ნატოს დემოკრატიული და თავდაცვითი ხასიათის შენარჩუნება”. სხვათა შორის ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ში უმკაცრესი რასობრივი დისკრიმინაცია იყო, ევროპაში კი შავკანიან ბავშვებს ზოოპარკებში ათავსებდნენ.

ნატოსგან მიღებული უარის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ”ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია” შექმნა. ასე დაიწყო ”ცივი ომი” დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დაპირისპირების დასასრული ყველასთვის ცნობილია. ერთის შეხედვით საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, ის ამოცანები, რასაც ნატო ისახავდა უკვე შესრულებული იყო, რადგანაც ”წითელი საფრთხე” განეიტრალებული იყო, ხოლოს სამხედრო ალიანსის აზრი – ამოწურული.

თუმცა, იმის მაგივრად რომ ნატოც მისი აღმოცენების მთავარ მიზეზს უკან გაჰყოლოდა, ნატომ XXI საუკუნეში შეყო თავი, როგორც აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, თვითნებურად თავს დაესხა სუვერენულ ქვეყნებს და საკუთარი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულ სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები გააჩაღა, რასაც იქამდე ვერ ბედავდა. ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არც ”ცივი ომის” დროს იყოს ნატო ბოლომდე უმწიკვლო პაციფისტური ორგანიზაცია. ასე მაგალითად ”ცივი ომის” დროს ევროპულ ქვეყნებში ნატოს ტერორისტული დაჯგუფება “გლადიო” მოქმედებდა. ნატოს ტერორისტული წარსული ევროპაში 90-იან წლებში გასაჯაროვდა. ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და წიგნი დაიწერა.

ნატოს ოფიციალური ლეგენდა 2 იდეოლოგიურ ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში ნატოს თავდაცვითი ხასიათი გააჩნია და მეორეს მხრივ მისი მისია დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ ორივე ასპექტს აბათილებს ნატოს ისტორიული პრაქტიკა.

‘’ცივ ომში’’ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აშშ ჰეგემონი გახდა და მსოფლიოში საკუთარი პოლიტეკონომიური წესრიგის დამყარება დაიწყო. ‘’ვარშავის ხეშლეკრულების’’ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ინტეგრირებულები იქნენ აშშ-ის გავლენის სფეროში. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ‘’საბაზრო რეფორმების’’ კვალდაკვალ ნატო გახდა.

იმის მიუხედავად რომ ჯეიმს ბეიკერმა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, გორბაჩოვს სამჯერ დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ეს დაპირება ჰაერში ნასროლ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ნატომ 9 გეოპოლიტიკური გაფართოება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 5 გაფართოვება მოხდა, ხუთივეჯერ აღმოსავლეთით.

1999 წელს სამხედრო ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი გაწევრიანდა. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასროლილ იქნენ მეზობელ იუგოსლავიასთან ომში, რომელსაც ნატო 78 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდა და სისხლის გუბეებით გაავსო მთელი ქვეყანა.

იმავე წელს ვაშინგტონის სამიტზე ახალი სტრატეგიული კონცეპტი იქნა მიღებული, რომელიც ნატოს უფლებას აძლევდა არამხოლოდ თავი დაეცვა, არამედ თავსდასხმითაც დაკავებულიყო და საკუთარი საზღვრებს მიღმა ჩაეტარებინა ოპერაციები.

2 წლის შემდეგ, 2001 წელს ნატოს ჯარები თავს დაესხა ავღანეთს. რით დამთავრდა ეს დამანგრეველი 20 წლიანი სამხედრო ავანტიურა, სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ამერიკული თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლობით ტოვებდნენ ქვეყანას; ბედის ამარა მიგდებული ავღანელები აეროპორტის ასაფრენ ზოლზე თავგანწირულად მისდევდნენ თვითმფრინავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითმრინავის ფრთებზე აბობღდა და რამდენიმე წამში ტრაგიკულად დაიღუპა.

ნატოს გაფართოება წლების მიხედვით

2004 წელს ნატომ თავის რიგებში ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი მიიღო. მათ მოყვა ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, 2017 წელს ჩერნოგორია, ხოლო 2020-ში ჩრდილოეთ მაკედონია.

2005 წლიდან დაწყებული ნატოს და უკრაინის თანამშრომლობა დაჩქარებული დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა. 2008 წელს ალიანსმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ განევითარებინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ამ მიმართულებით სვლამ ახალი ბიძგი ევრომაიდანის შემდეგ მიიღო. ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული კურსი უკრაინის კონსტიტუციით გამყარდა 2019 წელს და ქვეყანამ მიიღო ‘’გაფართოებული შესაძლებლობების პარტიორის’’ სტატუსი. იგივე სტატუსი გააჩნიათ ავსტრალიას, საქართველოს, იორდანიას, ფინეთს და შვედეთს.

საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაბამიდან დაიწყო. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.

2019 წელს ნატომ საკუთარი ინტერესების ზონაში აფრიკაც შეიყვანა, იქამდე კოლუმბიაში და ლიბიაშიც გაინავარდა, სადაც «ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციის» შემდეგ მონობა დაბრუნდა, ახლო აღმოსავლეთელმა ექსტრემისტებმა იარაღის ქარავანი მიიღეს, ხოლო მიგრაციულმა კრიზისმა ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევებას შეუწყო ხელი.

დღესდღეობით, ნატო 2030 დღის წესრიგის თანახმად სამხედრო ალიანსი აზიაში მიემართება, სადაც აშშ ჩინეთთან შეტაკებისთვის ემზადება, რომლის არნახული ეკონომიკური ზრდა ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულს მოასწავებს აშშ-ის ჰეგემონიური ლიდერობით.

ნატოს გაფართოების პოლიტიკას რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეაქვს, აშშ-ის ოფიციალური პირებიც აღიარებენ. თვით ჯორჯ კენანმა, ამერიკელმა დიპლომატმა და «ცივი ომის ერთ-ერთმა არქიტექტორმა» ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ამერიკული პოლიტიკის «ყველაზე საბედისწერო შეცდომა უწოდა» ცივი ომის შემდეგ და ივარაუდა, რომ ის ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტულ განწყობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს რუსეთში.

ობამას და ბუშის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი აღიარებს, რომ ნატოს გაფართოებამ «რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა». იმავე აზრზეა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. მან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას «აგრესეიული» უწოდა და ნატოს გაფართოება და აშშ-ის მიერ «ფერადი რევოლუციების» მხარდაჭერა გააკრიტიკა.

ნატოს აპოლოგეტები ხშირად იყენებენ ლირიკას დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანების უფლებებზე, რასაც მათი თქმით სამხედრო ალიანსი უზრუნველყოფს საკუთარი წევრების მოქალაქეებისთვის. როგორ ეხამება ეს ავტოკრატიული თურქეთის წევრობას ნატოში, ნავთობის ომებს, რომელთა მსხვეროლი პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამას უკვე აღარ აზუსტებენ ევროატრანტიკური ბლოკის მეხოტბეები.

1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება

ნატო – ეს არაა უფლედამცველი ორგანიზაცია. ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ატომური იარაღით და სხვა გამანადგურებელი ტექნიკითაა აღჭურვილი, ექსპანსიურად მოქმედებს და მთავარი ინვესტორის, აშშ-ის ინტერესებთთან სუბორდინაციაშია. ამ მილიტარისტული გაერთიანების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინტერესები დაიცვას, ამავდროულად იმპერიის სამხედრო ავანტიურებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება აშშ-ის პარტიორებზე ხდება ალიანსის ფარგლებში.

იქედან გამომდინარე, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა წევრზე თავდასხმად, აღნიშნული ბლოკის ექსპანსია კვებავს არა მხოლოდ რეგიონალურ კონფლიქტებს, არამედ მსოფლიოს ომის გლობალურ საფრთხეს. ყოველი ახალი ქვეყნის წევრობასსთან ერთად ნატო საზღვრები ფართოვდება და უახლოვდება კონკურენტების ტერიტორიებს.

სუვერენიტეტის გაგება გულისხმობს, რომ სუვერენულ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს ინტიმურ პოლიტიკურ კავშირს. თუმცა ნებისმიერი მსგავსი გადანაცვლება რეალურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხდება, რაც სხვადასხვა სუბიექტების ინტერესების ერთობლიობაა. ეს ინტერესები ერთმანეთზე მოქმედებს და ვერ იქნება იგნორირებული ფრთოსანი ფრაზების და ლამაზი თეორიების გამო.

სუვერენიტეტის არსის პატივისცემის მიუეხედავად, დასავლეთის ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი თანხმდება იმაზე, რომ მექსიკა მაგილითად სამხედრო ბლოკში ვერ შევა ჩინეთთან ან რუსეთთან, რადგანაც ეს გამოიწვევს კონფლიქტს აშშ-სთან. ანალოგურად უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა ნატოს საკითხთან მიმართებაში.

საერთაშორისო ურთიერთობები არ არის თვითმავალი პროცესი. ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა კი გულისხმობს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. ინტერესების ბალანსი ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რაც სხვადასხვა პირობების წამოყენების საშუალებას იძლევა.

ცხადია, რომ უკრაინისთვის ერთადერთი სცენარი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მას ორ იმპერიას შორის ამყოფებს, უბლოკო სტატუსია, ანუ სხვანაირად სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტმა უკრაინისთვის საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. 2014 წლამდე, მაიდანის ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომლის შემდეგადაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფი სვლა, უკრაინას ტერიტორიები არ დაუკარგავს, უკრაინელები ომში არ დახოცილან.

ბაიდენის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გამძაფრება უკრაინის გამო საშინელი აზრია

რიჩარდ საკვა რუსეთის და ევროპული პოლიტიკის პროფესორია კენტის უნივერსისტეტში. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამორჩეული ინგლისურენოვანი სპეციალისტია და მისი ანალიზის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. მისმა ბოლო წიგნმა უკრაინის საკითხის გარშემო ”უკრაინის ფრონტის ხაზი’ [Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands] საკმაოდ მაღალი შეფასებები მოიპოვა დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში.

რიჩარდ საკვა

დასავლეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღი გააგზავნონ – ეს შეიარაღების გაზრდა მხოლოდ გააღვივებს ისედაც შესაძლო კატასტროფულ დაპირისპირებას. სინამდვილეში ჩვენ გვესაჭიროება რეგიონში მშვიდობის დამყარების სრულფასოვანი გეგმა.

ბოლო კვირებში დასავლური მედია 1930-იანი წლების ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენებს დაუბრუნდა, რომ ახსნას რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო „ცხელი ომის“ შედეგები. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა განმარტებულია საჭიროებით, რომ არ მოხდეს რუსეთის მორიგი „დაშოშმინება“; ხოლო კიევის უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში მიჩნეულია, როგორც ეროვნული გადარჩენის საკითხი.

უკრაინის ფრონტის ხაზი: კონფლიქტი მოსაზღვრე მიწაზე-ს ავტორი, პროფესორი რიჩარდ საკვა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ბევრად უფრო რთულ სურათს ხატავს. მისი აზრით, უკრაინული საზოგადოება დღემდე დაპირისპირებაში იმყოფება ორ ძალას შორის: პლურალისტურ ბანაკს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უფრო კომპლექსურად ხედავს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მოსაზრებების ერთგულნი არიან.

2014 წლის მაიდანის პროტესტები, სამხედრო კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მხოლოდ გააღვივა ეს დაყოფა. თუმცა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მხარე დაუჭირა მინსკის II ხელშეკრულებას და ნორმანდიის ფორმატს, რომელთა მიზანი მაინც კონფლიქტის ჩაცხრობაა; გარდა ამისა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატებს, მათ შორის 2019 წელს საპრეზიდენტო კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის, რომლებიც პროცესების დარეგულირების მომხრენი იყვნენ და არიან. თუმცა, საკვას აზრით, ხმაურიანი ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა აწარმოებს „ტყვედ აყვანის“ პოლიტიკას, რაც აგრეთვე ასაზრდოებს მკაცრი და უხეში პოლიტიკის მიმდევრებს მოსკოვში.

ამერიკული სოციალისტური გამოცამა Jacobin პროფესორ რიჩარდ საკვას უკრაინის კრიზისზე, დაპირისპირების წინაპირობების და მშვიდობიანი პროცესის წარმოების შესახებ გაესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად ქართულ ენაზე.

ჟურნალისტი  | დასავლურ მედიაში უკრაინაში ფაქტიურად წარმოჩენილი, როგორც რუსეთის ანტიპოდი, მასთან სრულად დაპირისპირებული მხარე. გაზეთ Times-ს თანახმად, „უკრაინელები მზად არიან გაგლიჯონ რუსები შიშველი ხელებით“. მეტიც, 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ზოგადად მიღებულია, რომ უკრაინელებს სურთ ამ ალიანსში გაწევრიანება, რასაც ხელს სწორედ რომ რუსეთი უშლის. რა სამხილები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

რიჩარდ საკვა  | ამაზე საუბრისთვის ჩვენ კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა გავეშუროთ, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოც და უკრაინაც დაპატიჟებულნი იყვნენ ალიანსში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იყო განმარტებული უკრაინული პოლიტიკა წლების განმავლობაში მისი ევროპული არჩევანის თვალსაზრისით; არჩევანი, რომელიც მუდამ იყო სადავო არსებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინული საზოგადოება ყოველთვის გაყოფილი იყო. უდავოა, რომ ქვეყნის დასავლეთს, გალიციურ ელემენტს, მართლაც სურს დასავლეთთან შეერთება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა.

პოსტკოლონიალურობა, თუ ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ჰიბრიდულობას, მაგალითად, ლინგვისტურ და კულტურულ დონეებზე; ხოლო, კულტურული სეპარატიზმის თანახმად, ყოფილ მეტროპოლიასთან ყველა კავშირი უნდა იყოს გაწყვეტილი. ამის ფონზე, უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი უფრო მიდრეკილია სწორედ რომ ჰიბრიდულობისკენ და სურთ, რომ ახლო კავშირები შეინარჩუნონ რუსეთთან. აქედან გამომდინარე ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერი არიან კულტურის, ისტორიის, შერეული ქორწინებების და სხვა ფაქტორების თვალსაზრისით არ არის უსაფუძვლო; მას არასდროს უთქვამს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენენ – ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მე ვიმოგზაურე დონბასში 2008 წელს და ყველგან შენობებზე ეწერა „არა ნატოს“. ამ დროს კი ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი 2010-2011 წლების საბუთების თანახმად, ამერიკის ელჩი კიევში აგზავნიდა დეპეშებს შეტყობინებებით, რომ მთელ უკრაინას სასწრაფოდ სურდა ნატო-ში გაწევრიანება; ეს მოსაზრება დასაბამიდანვე იყო მცდარი და ხელოვნური; რუსეთი კი წარმოჩენილი იყო, როგორ მუხრუჭი ამ სურვილების, რაც არღვევდა ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.

დღევანდელი გამოკითხვები ამას ადასტურებს, რომ ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. ჯერარდ ტოლმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა გამაოგნებლად მაღალი რაოდენობა, მოსახლეობის სადღაც 30% ან 40%, გამოთქვამს რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილს; და ეს, ყირიმისა და დონბასის გამოკლებით. ზოგიერთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაც კი სურს. ეს არის ის, რასაც ზბიგნევ ბჟეზინსკი, იქამდე კი სამუელ ჰანტინგტონი უწოდებდა გახლეჩილ, გაყოფილ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ყველა განურჩევლად მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა, ეს მოსაზრება თავს იქნა მოხვეული განსაკუთრებით 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ნეო-ნაციონალისტური მთავრობა მოვიდა.

ჟურნალისტი  | ვლადიმირ იჟჩენკოს ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შემდეგ იგი გაიზარდა და 2014 წლის ომის შემდეგ, ლოგიკურად, მხოლოდ უნდა გამყარებულიყო. თუმცა, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკის არჩევით, რომელიც მხარს უჭერდა მინსკი II-ის ხელშეკრულებას, ომის პარტია დამარცხდა და უნდა მომხდარიყო მოვლენების დაშოშმინება. რატომ ვერ მოხერხდა ეს ცხოვრებაში?

რიჩარდ საკვა  | დიახ, ზელენსკი არჩეულ იქნა, როგორც მშვიდობის კანდიდატი. თუმცა, მე გავბედავ და ვიტყვი, რომ 2014 წელს, როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს – ისიც მშვიდობის კანდიდატი იყო, ოლიგარქი ახლო კავშირებით რუსეთთან და ა.შ. თუმცა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვითარების დაშოშმინება.

2019 წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ გერმანია, უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან იყო ხელშეკრულების იმპლიმენტაციის სურვილი. თუმცა, უკვე ამ მომენტისთვის ხალხმა დაიწყო შეკრება მაიდანზე და იმის გაცხადება, რომ ისინი არ მიიღებდნენ მინსკი II-ის ხელშეკრულების დანერგვის ნებისმიერ ფორმატს, რომელიც იგულისხმებდა დონბასისთვის ფართო უფლებების (ავტონომიის) მინიჭებას.

შესაბამისად, პირველი მიზეზი არის კარგად მობილიზებული ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა, რომელსაც მოსახლეობა ტყვედ ჰყავს აყვანილი (ტყვედ აყვანის პოლიტიკა). მეორე, ეს უმცირესობა მხარდაჭერილია გეოპოლიტიკურად დასავლური ძალების მიერ, რასაც მე ვუწოდებ ატლანტიკური ძალის სისტემას; ამ უმცირესობის ბნელ მხარეებზე, როგორც წესი, დუმან ხოლმე. თუმცა, აქ საუბარია არა მხოლოდ ნატო-ზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც არ მისდევს გაცხადებულ ღირებულებებს.

ზელენსკი პოროშენკოზე უარესი გამოდგა, როდესაც საუბარია რუსულენოვანი კულტურის და მედია ინსტიტუტების დაკნინებაზე; მეტიც, ისტორიის დამახინჯებულ აღქმაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და გარე ფაქტორები შეირწყნენ ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის თხრობა ახლა დომინანტია. თუმცა, უკრაინა დღემდე რჩება გახლეჩილ ერად.

სინამდვილეში, უკრაინელები მეტად მშვიდობიანი ერია. სწორედ ამიტომ არის ეს კატასტროფა, რომ ჩვენ საუბრობთ კონფლიქტსა და ომზე. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო დიდი სურათის – მეორე ”ცივი ომის” ნაწილია. და თუ ეს მართლაც ”ცივი ომია”, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვმართოთ კრიზისი. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ დღეს ნელ-ნელა ვუახლოვდებით კუბის რაკეტების კრიზისს. 1962 წლის ოქტომბერში ის მშვიდობიანი გზით იყო განმუხტული. იუპიტერის რაკეტები მოშორებული იქნა თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმაც წაიღო საკუთარი შეიარაღება და აშშ-მა კუბაში შეჭრისგან თავი შეიკავა.

სწორედ ამას ითხოვს პუტინი, აქამდე ითხოვდა ბორის ელცინი და ამაზე მსჯელობდა მიხეილ გორბაჩოვი, როდესაც ამბობდა, რომ ატლანტიკური სამხედრო უსაფრთხოების სისტემის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ეს თემა უკვე ბოლო 30 წელი აქტუალურია. 2018 წელს პუტინმა ერისადმი მიძღვნილ სიტყვაში, როდესაც სუპერ სწრაფ რაკეტებზე ისაუბრა განაცხადა, რომ „თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ მაშინ, მაშ მოგვისმინეთ ახლა“. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ უკრაინული საზოგადოება არის გახლეჩილი. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მშვიდობის მომხრე უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეზეა დასავლეთის მიერ მოკლევადიანი გეოპოლიტიკურ სარგებლისთვის მხარდაჭერილი უკრაინული საზოგადოების ყველაზე ცუდი ელემენტები. სულ რაღაც ახლახან უკრაინა ნეიტრალიტეტის ერთგული იყო.

თუ ირლანდია არის ნეიტრალური, თუ ავსტრია არის ნეიტრალური, თუ ფინეთი არის ნეიტრალური, რატომ არ შეუძლია უკრაინას იყოს ნეიტრალური, თუ ამის რეალური წინაპირობა უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც არსებობს?! ეს ხომ იყო სახელმწიფო პოლიტიკა 2014 წლამდე, როდესაც ნეო-ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ჟურნალისტი  | მოვლენების გაჟღერებისას ზოგიერთი იყენებს მიხეილ გორბაჩოვის სიტყვებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა განხილული ცივი ომის დასრულებისას. ამით, ისინი ცდილობენ უარყონ რუსეთის მტკიცება, რომ „პირობა იყო დადებული, თუმცა არ შესრულდა“. თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ პოსტ-ცივი ომისეულ გაფართოებაში არ იგულისხმებოდა რუსეთი, რაც აპრიორი მთელ პროცესს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს აღქმული გორბაჩოვის, შემდეგ ელცინისა და პუტინის მიერ გაკეთებული შემოთავაზება „დიდი ევროპის“ შესახებ, რამაც უნდა ჩაანაცვლოს მეორე ”ცივი ომი”?

რიჩარდ საკვა  | ეს არ არის უბრალოდ გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის იდეა; ეს არის გოლისტური [რედ. შარლ დე გოლის სახელიდან] მოსაზრება, რომ ევროპამ საკუთარი ბედი უნდა აკონტროლოს. ფრანსუა მიტერანი აგრეთვე საუბრობდა ევროპის კონფედერაციაზე.

გორბაჩოვმა ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს არგაფართოებაზე დაპირებები არ იყო გაცემული და დღემდე გაუგებარია რატომ იცრუა. 2017 წელს, ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გავიგეთ, რომ ათობით დასავლეთის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა გერმანიის მიღმა. ეს უდავოა. ეს არის არნახული პროპაგანდისტული ომის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულნი; დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირება არ იყო გაცემული.

მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას ჰანს დიტრიხ გენშერთან და ჰელმუტ კოლთან ერთად. რუსეთი, 1990 წელი, 15 ივლისი

ცივი ომის მიწურულს მაგიდაზე ორი მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი იდო და ორივე კარგი იყო. დასავლური „გაერთიანებული და თავისუფალი ევროპა”. მის საპირწონედ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული „საერთო ევროპული სახლი“. პრობლემა ნატო-ს გაფართოებაშიც კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამ პროცესში უგულველყოფილი იყო რუსეთის უსაფრთხოების საკითხები.

„საერთო ევროპული სახლი“ არის ერთადერთი სწორი არჩევანი. ხალხს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე არა. მეტიც, რუსეთშიც კი ბევრი ადამიანია ლიბერალებს შორის და აგრეთვე კონსერვატორებშიც, რომლებიც დაეთანხმებიან ამ იდეას. საკითხავია, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. გორბაჩოვს და სხვებს სურდათ, რომ ეუთო გადაქცეულიყო უსაფრთხოების საკითხებზე მთავარ ორგანოდ, ხოლო უშიშროების საბჭოს რეგიონალურ დონეზე გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მისია შეესრულებინა; ამ ორ ორგანოს უნდა გადაეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. მერე უკვე ნატოს შეეძლო გაფართოება. ბევრის აზრით, ეს კარგი ხედვაა. ნატო შეაფერხებს პატარა ქვეყნებს ერთმანეთში ომის წარმოებისგან და, იმედია, შეაკავებს თურქეთსა და საბერძნეთს.

თუმცა, რუსეთი უნდა გახდეს უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. 1997 წელს ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივი ერთიანი საბჭო და შემდეგში 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მიზანზე ორიენტირებული. უდავოა, რომ 2018 წლიდან პუტინმა და მისმა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „გვეყო! ჩვენ ვეღარ ვენდობით დასავლეთს, ისინი ჩვენს საზღვარს უახლოვდებიან“. და აქ არ იგულისხმება უბრალოდ ნატო, არამედ ანტი-ბალისტიკური დანადგარები რუმინეთსა და პოლონეთში, აგრეთვე MK-41 Aegis Ashore. შესაბამისად, როდესაც ბომბდამშენი B-52, რომელსაც შეუძლია ატომური შეიარაღების გადაზიდვა, საზღვრის გასწვრივ დაფრინავს და უსასრულოდ შავ ზღვაში შედიან სამხედრო გემები, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ყველაზე სახიფათო ამ მეორე ”ცივ ომში” კი ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით დასავლეთში, თუ რაოდენ საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით.

ჟურნალისტი | ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა არარის მონოლითური და ზოგიერთ ძალას სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა, იგივე შეიძლება უშუალოდ რუსეთზეც ითქვას. თუ გვერდზე გადავდებთ ალექსეი ნავალნის მიერ Time-სთვის გაკეთებულ კომენტარებს, რომლებშიც ის აკრიტიკებს დასავლეთს, რომ მან ქვეყანა პუტინს ჩააბარა და რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, არსებობენ სხვა ოპოზიციონერებიც; ისინი უყურებენ ამ საკითხს განსხვავებულად და აგრეთვე აკრიტიკებენ პუტინს უკვე არა ლიბერალური და პრო-დასავლური თვალსაზრისით. როგორ უნდა შევაფასოთ მოსაზრება, რომ პუტინი მიზანმიმართულად იყენებს არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გაზზე ფასების გაზრდით, რომ მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია კონფლიქტის შიშით?

რიჩარდ საკვა  | ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტი არის ის, რომ რუსეთში საკუთარი სისუსტის ფონზე ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. კვლევები არჩვენებს, რომ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას ნავალნის მხარდაჭერა 1-2%-ის ფარგლებში იყო და ახლაც იგივე რეალობაა მისი ცნობადობის მიუხედავად. ადგილობრივი ოპოზიცია გაჭედილია ამ მავნებლურ ჩაკეტილ წრეში, როდესაც მათ მიმართ ცივი ომის პერიოდის ტერმინები გამოიყენება, როგორიც არის „მეხუთე კოლონა“, „დივერსანტები“; და ეს იმ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ითხოვენ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა უფლებებს. ისინი დასავლეთთან სახიფათო თამაშს თამაშობენ.

თუმცა, რუსების აზრი ომისადმი არ არის დადებითი – პირიქით. იგივე ხდება უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ეს ომის წყურვილის შესახებ მოსაზრება მხოლოდ დასავლეთშია გავრცელებული. უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ერია, ისევე, როგორც რუსები.

ყველაზე მცდარი აზრი, რომელიც ეხება პუტინს არის ის, რომ იგი მიზანმიმართულად აწარმოებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომ მოახდინოს მოსახლეობის შიდა კონსოლიდაცია. სინამდვილეში, დიახ, მისი რეიტინგი კი დავარდა, თუმცა იგი დღემდე გამაოგნებელ დონეზეა (65%) იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელი იმყოფება. მე არ მივეკუთვნები ჯონ მირშაიმერის მსგავსად თავდასხმითი რეალიზმის მიმდევარს, რომელსაც მიაჩნია, რომ საშინაო პოლიტიკას არ აქვს ზეგავლენა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების თემებზე, თუმცა ფრიად მესიმპატიურება ასეთი მოსაზრება.

მე ყოველთვის ვიცავდი რუსეთში „დანაწევრიანებული“ პოლიტიკის შეხედულებას: ქვეყანაში განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების არსებობის აზრს, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მმართველ ელიტებში. და როგორც მე მესმის, 2019 წლის გაზაფხულიდან კრემლში არსებულმა მმართველმა ელიტამ და ე.წ. პრაგმატიკოსებმა პოზიციები დაკარგეს. ფაქტიურად ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „მორჩა, გვეყოფა! ჩვენ დასავლეთი მასხრად გვიგდებს და დროა პასუხი გავცეთ.“ სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გასრესა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად, თვითმიყენებული ზიანია. ეს შიდა რეპრესიები არ ამართლებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ უდავოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ უსაფრთხოების პრეტენზიებზე, მაგრამ ამით არ და ვერ მართლდება, მაგალითად, ისეთი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახურვა, როგორიც არის ‘‘მემორიალი”. ჩემთვის მემორიალის მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობა იყო ქვეყანაში პლურალიზმისა და ღიაობის სივრცის არსებობის მაგალითი. თუმცა, 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფომ დახურა ეს მიმართულება.

ჟურნალისტი | ბრიტანული მედია ხშირად ყურადღებას აქცევს ჩვენს ვალდებულებას, რომ არ „დავაკმაყოფილოთ“ პუტინის სურვილები. აგრეთვე, გვაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თხრობა მწვანეთა პარტიიდან ანალენა ბერბოკის განცხადებების სახით, რომ ქვეყანას აქვს „ისტორიული ვალდებულება“ დაიცვას ეს სახელმწიფოები. მოსაზრება, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსს ქვეყნებს უნდა ჰქონდათ არჩევანის უფლება და არ იყვნენ მიტოვებულნი ბედის ანაბარას, რასაც პუტინი ითხოვს, საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თხრობის გამოყენება ქმნის ვითარებას, როდესაც კრიტიკის სივრცე აღარ რჩება; იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ხისტ პოლიტიკას, აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ისე, რომ არ იყვნენ დადანაშაულებულნი პუტინის სურვილების „დაკმაყოფილებაში“.

რიჩარდ საკვა  | რეალობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პირველი ”ცივი ომის” დროს რაიმე სახის კამათი და დებატი მაინც იყო. მე უკვე აღვნიშნე დე გოლის საფრანგეთი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში იყო ოსტპოლიტიკა, რომელიც 1960-იანი წლებიდან მხარს უჭერდა ჩართულობას. ყველაზე გამაოგნებელი დღეს არის ის სიჩუმე, რომელიც არის ჩვენს მხარეს; ოპოზიციური ბანაკიდან მხოლოდ ერთეულების ხმა ისმის. ერთობ კარგია, როდესაც იგი გაერთიანებულია გააზრებული პოლიტიკის ირგვლივ და არა მავნე, გაუაზრებელი წარმოდგენის, რომელიც მსოფლიოს დამახინჯებულად წარადგენს – დაბეჩავებული უკრაინა რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ გერმანია ერთგული საკუთარი ისტორიული ვალდებულების, თუმცა, ძალიან საშიშია ამ მიდგომის მისადაგება სრულად განსხვავებული ვითარებისადმი. დღეისთვის ჩართულობის ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გერმანიის ზოგადი მიდგომაა, მათ შორის ჩრდილოეთ ნაკადი 2, უკვე აპრიორი აღქმულია, როგორც პუტინისთვის „კოჭის გაგორება“.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს დღევანდელი ვითარების რეალური გააზრება. პუტინს არ სურს საბჭოთა იმპერიის აღორძინება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამ კვირას განაცხადა, რომ პუტინი არის ეთნონაციონალისტი. ამაზე დიდი შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია: დღეს რუსეთში ცხოვრობს 150-ზე მეტი ეროვნების ხალხი. პუტინი გამუდმებით გმობს ეთნონაციონალიზმს; ეს ხომ გაანადგურებს თვით რუსეთს. მაშ, თუ ასეთ მარტივ რაღაცებში დასავლელი პოლიტიკოსები უშვებენ ესოდენ დიდ შეცდომას, ისინი ასეთივე დიდ შეცდომას დაუშვებენ გეოპოლიტიკაშიც.

შესაბამისად, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო საშიშია, რადგან მხოლოდ ერთეული მამაცი ადამიანი თუ იტყვის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არის მცდარი. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ განვითარდა ”სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის კვინსის ინსტიტუტი” (Quincy Institute for Responsible Statecraft). ამ მცირე ჯგუფიდან სულ რამდენიმეა ამერიკაში, კიდევ უფრო ცოტა დიდ ბრიტანეთში და ახლა ჩრდილი გერმანიასაც მიადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მწვანეთა პარტია მოვიდა. მწვანეები ხომ ფაქტიურად კლინტონისებრივი ინტერვენციონალისტი ლიბერალები არიან [რედ. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი], რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ცუდი მსოფლიო წესრიგის ძალას – ”ცივი ომის” პერიოდის ქორებს.

საგარეო პოლიტიკა უნდა ყოველთვის იყოს დაბალანსებული ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. რუსეთის რომ უნდოდეს უბრალოდ უკრაინაში შეჭრა და ადგილობრივი დემოკრატიის განადგურება, მე პირველი დავუჭერდი კიევს მხარს. თუმცა, ეს ასე არ არის. პუტინის ე.წ. რევიზიონიზმს არაფერი საერთო არ აქვს ადოლფ ჰიტლერის პერიოდთან. ეს მუდმივი შედარებები ჰიტლერთან არის უაზრობა. როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მან ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წევრი გახდებოდა. რუსეთის ელიტები და მთავრობა რაციონალურები არიან. ისინი არ ცდილობენ იმპერიის აღორძინებას. ისინი უბრალოდ ამბობენ „ახლა, ჩვენ კედელთან ვართ მიმწყვდეულები. მოგვისმინეთ.“

პრობლემის მოგვარება ძალზედ მარტივია: უკრაინის ნეიტრალიტეტი. თუმცა, არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად. პუტინი მხარს უჭერდა მინსკი II ხელშეკრულების იმპლიმენტაციას, რაც გულისხმობს დონბასის უკრაინისთვის დაბრუნებას; მაშ, სად არის აქ იმპერიის აღორძინების იდეა? ახლა, დონბასში განსხვავებული აზრის მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად პუტინმა საკუთარი სამხედრო ნაწილები იმიტომ მოამზადა, რომ უკრაინასაც 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული საზღვარზე; მათ ზურგს უმაგრებს თურქული ”ბაირახტარის” წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომისას. შესაბამისად, მოსკოვს შეეშინდა, რომ უკრაინას შეეძლო გაემეორებინა ხორვატიის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ქარიშხალი, როდესაც იგი თავს დაესხა სერბულ ანკლავებს. ვითარება მძიმეა, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გასაგები.

ჟურნალისტი | ცოტა ხნის წინ თქვენ ეს მდგომარეობა შეადარეთ „კუბის კრიზისს შენელებულ ვარიანტში“. იმ დროს ორივე მხარეს ჰქონდა სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. არსებობს თუ არა ქაც ამის ვარიანტი : ნორმანდიული ფორმატის მორიგი რაუნდი ან მინსკის ხელშეკრულება?

საუბარია ბაიდენ-პუტინის სამიტზე, რომელიც უკვე მომავალ კვირას უნდა ჩატარდეს, რასაც მე მივესალმები. მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერში. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 50-50-ზეა. მგონი ხალხს არ ესმის თუ რაოდენ გაგვიმართლა 1962 წელს, რადგან შეგნებული ლიდერები გვყავდა; ბოლოს და ბოლოს, იქით მხარეს ჯეკ კენედი და რობერტ კენედი იყვნენ, აგრეთვე ურთიერთკავშირები და ა.შ. მგონი დღეს იგივე ვითარება არ არის, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის დაპირისპირებას. დასავლეთი და, რა თქმა უნდა, ბრიტანელები უბრალოდ იქ რაღაცsებს ფათურობენ და ამით უბრალოდ ხელს უწყობენ დაპირისპირებას; გერმანელებიც კი არ აძლევენ ბრიტანელებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას, რომ მიაწოდონ ეკიპირება.

ვფიქრობ ვითარება შეიძლება ორივე მიმართულებით განვითარდეს. რუსებს არ შეუძლიათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედონ, ხოლო დასავლეთი რაიმე გამოსავალს არ სთავაზობს მათ. თუმცა, რაღაც დონის ჩართულობა არის და ეს უკვე კარგია. რაღაც მინიმალური შემოთავაზებების გაკეთებასაც ახერხებენ, რაც აგრეთვე კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა რუსები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გორბაჩოვის პერიოდის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ზოგადად, ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხებს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ 1990-იან წლებში დამყარებულმა წესრიგმა ნათელი გახადა, რომ უსაფრთხოების თემები ამის განუყოფელი ნაწილია. რუსები ამბობენ, „ბიჭებო, სად არის ჩვენი უსაფრთხოება? ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყეს.“

ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ომთან. მე არ მგონია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს არტილერიის, საჰაერო დარტყმების და სხვა ხერხების გამოყენებას, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდეს და მოხდეს დასავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისკენ იძულება. აქამდე იყო მოძრაობა და ახლა უნდა მოხდეს რაიმე სახის განცხადება, ქმედება. კუბის კრიზისი მოგვარდა ისე, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა სახე. დღეს ჩვენ აღარ გვყოფნის სახის შენარჩუნება და გვესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები.

დასავლური ტერორიზმი: ჰიროსიმადან დრონებამდე

დასავლური კოლონიალიზმის სისხლიანი მემკვიდრეობა

2013 წელს 2 ამერიკელმა ინტელექტუალმა, ნოამ ჩომსკიმ და ანდრე ვლჩეკმა გამოაქვეყნეს საინტერესო და ინფორმატიული ნაშრომი დასავლურ ტერორიზმზე ”On Western Terrorism: From Hiroshima to Drone Warfare”. წიგნს დიალოგის სახე აქვს, სადაც ავტორები მიმოიხილავენ დასავლეთის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებს, პროპაგანდის მეთოდებს, იმპერიალიზმის გამოვლინებებს და სხვა თანმდევ ფაქტორებს. წარმოგიდგენთ ამ წიგნის ვრცელ შესავალს ქართულ ენაზე.

ანდრე ვლჩეკი

II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის კოლონიალური და ნეოკოლონიალური პოლიტიკის შედეგად დედამიწაზე სადღაც 50-იდან 55 მილიონამდე ადამიანი დაუღუპა. ამ შედარებით მოკლე დროის მონაკვეთში კაცობრიობის ისტორიაში ადგილი ჰქონდა ყველაზე დიდ ჟლეტვას. წესისამებრ, ეს ხდებოდა მაღალფარდოვანი ღირებულებების სახელით, როგორიც არის თავისუფლება და დემოკრატია. სულ რამდენიმე ევროპული ერი და ძალაუფლებაში მყოფი ევროპული წარმოშობის მქონე ადამიანები იცავდნენ დასავლურ ინტერესებს; იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც ”მნიშვნელობა” ჰქონდათ დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ხარჯზე. მილიონების ჟლეტვა იყო აღქმული, როგორც გარდაუვალი და გამართლებული; და დასავლეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამაოგნებელ უცოდინრობაში იმყოფებოდა.

მ 55 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც დასავლეთის მიერ წამოწყებულ ომებს პირდაპირ ემსხვერპლნენ, დამატებით ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ირიბად იგივე დასავლეთის მიერ წაქეზებული გადატრიალებების და კონფლიქტების შედეგად; ისინი დაიღუპნენ სრულ საცოდაობაში, მდუმარედ. და ასეთ გლობალურ მოცემულობას დასავლეთში იშვიათად თუ ვინმე უძალიანდება; მეტიც, მსოფლიოს დაპყრობილ ნაწილშიც კი მას არ გააჩნია რაიმე წინააღმდეგობა. მსოფლიო რა, გაგიჟდა?

სამწუხაროდ, დასავლეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების სია გრძელია. როდესაც კოლუმბი ეწვია დასავლეთ ნახევარსფეროს, იქ ცხოვრობდა ვაჭრობის, ქალაქების და სხვა მახასიათებლების მქონე 80-დან 100 მილიონამდე განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელი. მალევე ამავე მოსახლეობის 95 % გაუჩინარდა. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ეწოდება ბინადრობდა სავარაუდოდ 10 მილიონი ადგილობრივი ინდიელი ამერიკელი; თუმცა, 1900 წლის საყოველთაო აღრიცხვის თანახმად, მხოლოდ 200 000 დარჩა. ეს ყველაფერი კი უგულვებელყოფილია. ანგლო-ამერიკული სამყაროს წამყვან ინტელექტუალურ, მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთებსა და ჟურნალებში ეს უბრალოდ უარყოფილია. ყოველდღიურად და რაიმე კომენტარის გარეშე.

სამედიცინო ჟურნალ ”ლანცეტის” თანახმად, ყოველწლიურად ექვსი მილიონი ბავშვი იღუპება ელემენტალური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო; მომსახურების, რომლის მიწოდებაც ფაქტიურად არ არის რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული. ეს ნაცნობი რიცხვებია. ცუდი კვება და მარტივად სამკურნალო დაავადებები სამხრეთ აფრიკაში ყოველ დღიურად 8000 ბავშვის გარდაცვალების მიზეზად გვევლინებიან: ეს რუანდის დონეა, მაგრამ საუბარი მიდის თითოეულ დღეზე; მარტივად დასრულებად მოვლენაზე.

და ჩვენ ვუახლოვდებით საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს უდიდესი გენოციდი – გარემოს განადგურება. ეს საკითხი კი იშვიათად თუ არის მსჯელობის საგანი; მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით უკან იხევს. დღეისთვის ქვეყანა სრულ ეიფორიაშია, რომელიც დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობასთან. იგი შესაძლოა გარანტირებული იყოს ამერიკისთვის წიაღისეული საწვავის ამოტუმბვის განვითარებული ტექნოლოგიის მეშვეობით შემდეგი ასი წლის განმავლობაში. ენერგოდამოუკიდებლობა კი შესაძლებელს გახდის მომავალ საუკუნეში ქვეყნის ჰეგემონობის შენარჩუნებას, საუდის არაბეთად ჩამოყალიბებას და ა.შ. პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა ამაზე დიდი ენთუზიაზმით მოსახლეობისადმი მიძღვნილ გამოსვლაში 2012 წელს. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამის შესახებ ძალიან საინტერესო და გამამხნევებელ სტატიებში სხვადასხვა დონის და სახის პრესაში. აგრეთვე, შეიძლება წააწყდეთ რაიმე მცირერიცხოვან ნარკვევებს ამ ტექნოლოგიის ბუნებაზე ზეგავლენის კუთხით, კერძოდ, რომ იგი ანადგურებს წყლის მარაგებს, დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას და ა.შ. თუმცა, ამის მიღმა ფაქტიურად არაფერია დაწერილი იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო ასი წლის შემდეგ, თუ ჩვენ სწორედ რომ ამ პოლიტიკით ვიხელმძღვანელებთ. თემა არ არის განხილული. ეს კიდევ ფუნდამენტური პრობლემაა. პრობლემა, რომელიც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ საზოგადოებებში, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული ის, რასაც ჩვენ გარე ფაქტორებს (externalities) ვუწოდებთ. საკითხები, რომლებიც არ არიან რაიმე კონკრეტული ტრანზაქციის ნაწილი, თუმცა სხვებზე ზეგავლენას ახდენენ; და ეს არარის გათვალისწინებული.

ანდრე ვლჩეკი

მე ოკეანიაში რამდენიმე სახელმწიფოს გაქრობის მოწმე ვარ. სამოაში ვცხოვრობდი და რეგიონში ბევრი ვიმოგზაურე. რამდენიმე სახელმწიფო, როგორიც არის ტუვალუ, კირიბატი და კიდევ მარშალის კუნძულები უკვე ფიქრობენ საკუთარი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის შესახებ. ოკეანიაში უკვე არსებობს დაუსახლებელი კუნძულები და ატოლები [რედ. მრგვალი ფორმის კუნძულები], ისევე როგორც მალდივებზე და სხვაგანაც. კირიბატი შესაძლოა გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც გაქრება. მასმედიის თანახმად, ეს სახელმწიფოები იძირებიან. სინამდვილეში ისინი არ იძირებიან, არამედ მოქცევასთან დაკავშირებული ტალღებით ნადგურდებიან; კერძოდ, ფუჭდება საჭმელი და ბინძურდება წყალი. შესაბამისად, ეს კუნძულები იცლებიან მოსახლეობისგან, რადგან სრულად დამოკიდებულები არიან საჭმლიდან დაწყებული სასმელი წყლით დამთავრებული – იმპორტზე.

საინტერესოა, რომ ტუვალუზე მუშაობის პერიოდში მე არ მინახავს იქ უცხოური პრესა. ვნახე იაპონური ჯგუფი, რომელიც რაღაც უაზრობას იღებდა – ე.წ. საპნის ოპერას ფუნაფუტის ატოლზე. მე კიდევ ამ დროს ვფიქრობდი: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, რომელიც შეიძლება პირველი გაქრეს დედამიწის ზურგიდან, რადგან ზღვის დონე იწევს, მაგრამ ამას არავინ აშუქებს!

ნოამ ჩომსკი

ჯორჯ ორუელს ამისთვის ჰქონდა ტერმინი „არაადამიანები“ (ინგ. unpeople). სამყარო დაყოფილია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ გვგვანან და არაადამიანებზე – უმნიშვნელო ადამიანებზე. ორუელი საუბრობდა მომავალ ტოტალიტარულ საზოგადოებაზე, თუმცა ეს შეფასება ჩვენთვისაც შესაბამისია. არის ერთი კარგი ახალგაზრდა ბრიტანელი დიპლომატიის ისტორიკოსი მარკ კურტისი (ინგ. Mark Curtis), რომელიც იყენებს ამ ტერმინს საკუთარ კვლევაში, რომელიც ეხება ბრიტანეთის იმპერიის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში მძარცველობას. ჩვენ არ გვანაღვლებს ასეთი ადამიანების ბედი.

პარალელებია გავლებული ე.წ. ანგლოსფეროში (ინგლისის განშტოებები: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია) მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ უჩვეულო იმპერიალისტურ საზოგადოებებს, რადგან ისინი უბრალოდ კი არ ბატონობდნენ ადგილობრივებზე, არამედ ანადგურებდნენ მათ. მათ დაიპყრეს ადგილობრივების მიწები და დასახლებები, და ძირითადად, მოკლეს იქ მცხოვრები მოსახლეობა. თუმცა, ჩვენ მათზე არ ვფიქრობთ. ჩვენ არ ვკითხულობთ თუ რა ბედი გაიზიარეს წარსულში. სინამდვილეში, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ.

ანდრე ვლჩეკი

ისტორიულად ასეთი ბედი გაიზიარა თითოეულმა ევროპულმა კოლონიამ მსოფლიოს ყველა კუთხეში, რომელიც იმართებოდა ევროპული კოლონიალური იმპერიების მიერ. პირველი საკონცენტრაციო ბანაკები აშენებული იყო არა ფაშისტური გერმანიის მიერ, არამედ ბრიტანეთის იმპერიის ხელით – კენიასა და სამხრეთ აფრიკაში. და, რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტი, რომელიც განახორციელებს გერმანელებმა ევროპელი ებრაელებისა და ბოშების წინააღმდეგ არ იყო პირველი გერმანული ჰოლოკოსტი; ისინი იყვნენ საშინელი ჟლეტვის მონაწილენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილშიც. მაგ მომენტისთვის გერმანიამ უკვე ფაქტიურად ამოწყვიტა ნამიბიაში ჰერეროს ტომი. ეს ფაქტები იშვიათად თუ განიხილება ამ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში. ამ დანაშაულის მიღმა არანაირი საჭიროება და ლოგიკა არ იდგა; ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი ჩვეულებრივ და სრულფასოვან ზიზღს.

დიდი ბრიტანელების საკონცენტრაციო ბანაკი კენიაში

თუმცა, თუ ყურს დავუგდებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში ძალიან ბევრი ევროპელის ჩივილს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ზოგადად რაციონალური, ფილოსოფიური და მშვიდობისმყოფელი გერმანია ასე გაგიჟდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მიყენებული ეკონომიკური შეურაცხყოფის გამო; მეტიც, რომ არავინ ელოდა ესოდენ კეთილი ერისგან ასეთ აგრესიას. თუმცა, ამ მოსაზრებას შეიძლება დავეთანხმოთ, თუ დავუშვებთ, რომ ჰერეროს მოსახლეობა, სამოელები და მაპუხე ინდიელები არ იყვნენ ადამიანები; თუ დავივიწყებთ გერმანიის კოლონიალურ ისტორიას დანარჩენ აფრიკაში.

ნოამ ჩომსკი

ჰოლოკოსტის პერიოდშიც კი ბოშებს ისევე ეპყრობოდნენ, როგორც ებრაელებს. თუმცა, არც ეს ფაქტია ხშირად გაჟღერებული. არც ბოშების დევნა არის აღიარებული ამ დონეზე. მაგალითად, 2010 საფრანგეთის მთავრობამ მიიღო ადგილობრივი ბოშების რუმინეთში გაძევების გადაწყვეტილება, რამაც ისინი სიღატაკესა და ტერორში ჩააგდო. შეგიძლიათ ამის წარმოდგენა იმ ებრაელების მიმართ, რომლებიც გადაურჩნენ ჰოლოკოსტს? რომ მომხდარიყო მათი გაძევება იქ, სადაც კვლავ წამება და ტერორი ელოდათ? ადგილობრივი საზოგადოება აფეთქდებოდა. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა!

თანამედროვე ჩეხეთის რესპუბლიკაში კედლები იყო აშენებული ბოშებისგან თავის დასაღწევად. მეტიც, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ისინი ქალაქის ცენტრებში მათთვის გეტოებს აშენებდნენ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ როგორ შევიდნენ თანამშრომლობაში ჩეხები ფაშისტურ გერმანიასთან 1930-40-იან წლებში და ეხმარებოდნენ ბოშების ალყაში მოქცევაში. რა თქმა უნდა, 1990-იან წლებში ჩეხები დასავლეთის მეგობრების სიაში შევიდნენ, შესაბამისად ხელშეუხებლები გახდნენ ადგილობრივი მასმედიისთვის. ჩეხეთის მიერ ბოშების მიმართ პოლიტიკა ბევრად ძალადობრივია, ვიდრე მუგაბეს მიერ ზიმბაბვეში თეთრკანიანი ფერმერებისადმი დამოკიდებულება.

თუმცა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ კოლონიალიზმს, ისეთი შეგრძნებაა, რომ იგი არ დასრულებულა მეორე მსოფლიო ომთან ერთად ანუ 1950-60-იან წლებში. და რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ მსოფლიოს ე.წ. მარგინალურ ნაწილში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ კოლონიალიზმმა კიდევ უფრო გაიდგა ფეხი დახვეწილი პროპაგანდის მეშვეობით; უკეთესი ცოდნით, თუ როგორ უნდა მოეპყრო ადგილობრივ მოსახლეობას. ეს უფრო საშინელია, რადგან ადრე არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მტერი, იქნებოდა ეს კოლონიალური ჯარი ან ადმინისტრაცია; ახლა კიდევ ადგილობრივებს სულ უფროდაუფრო უჭირთ სწორი დასკვნების გაკეთება, მოვლენების შეფასება და მტრის აღმოცენება.

ნოამ ჩომსკი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი ბოლო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ კონგოში. სავარაუდოდ, სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული. თუმცა, ვინ დავადანაშაულოთ? რა თქმა უნდა, სამხედროები. მაგრამ მათ უკან დგანან უხილავი მულტინაციონალური კორპორაციები და მთავრობები.

ანდრე ვლტჩეკი

ახლა მე ვამთავრებ მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე რუანდის გამბიტი. მის გადასაღებად სამ წელიწადზე მეტი დავხარჯე. რიცხვები კიდევ უფრო დიდია, ვიდრე თქვენ ახსენეთ: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ექვსიდან ათ მილიონამდე ადამიანი იყო მოკლული. იმდენივე, რამდენიც ემსხვერპლა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბელგიელი მეფის ლეოპოლდ მე-2-ს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ მტკიცებაში, რომ რუანდის, უგანდის და მათი დამქაშების მიერ არიან მოკლულნი უდანაშაულო ადამიანები, თუმცა მათ უკან ყოველთვის დგას დასავლეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.

ნოამ ჩომსკი

თქვენ ვერ ხედავთ მულტინაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც იყენებენ სამხედროებს უდანაშაულო ადამიანების მოსაკლავად და ამ გზით კოლტანის (რომელსაც დასავლეთი იყენებს ტელეფონებში, ან სხვა მნიშვნელოვანი მინერალის) მისაღებად. ეს არის ირიბი მაგალითი, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი. თუმცა, ზოგიერთი დანაშაული არის ღია და პირდაპირი. მაგალითად, ვიეტნამი, რომელიც წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს. 2011 წელს შესრულდა 50 წელი მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ ომის დაწყების ბრძანებას მოაწერა ხელი. წესისამებრ, ასეთი თარიღები გულმოდგინედ აღინიშნება, განსაკუთრებით, თუ საკითხი ეხება მძიმე დანაშაულებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სრულ სიჩუმეს. 1961 წლის ნოემბერში კენედიმ გააგზავნა აშშ-ს საჰაერო ძალები სამხრეთ ვიეტნამის დასაბომბად. მან ნაპალმის და ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა, რომ მომხდარიყო საკვების და მიწის საფარის განადგურება; მეტიც, წამოიწყო პროგრამა, რომელმაც მილიონები საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსა ან ე.წ. ქალაქური ტიპის ღარიბ უბნებში.

ქიმიური ომის შედეგები დღემდე იგრძნობა. თუ ჩვენ ვეწვევით საიგონის საავადმყოფოებს – თქვენ შესაძლოა ისინი ნანახი გაქვთ – შეიძლება კიდევ ნახოთ დამახინჯებული ემბრიონები; ბავშვები, რომლებსაც გააჩნიათ უამრავი უხილავი თუ ხილული ფიზიკური სიმახინჯე, რაც სწორედ რომ ამ საწამლავით სამხრეთ ვიეტნამის მიწის გაჟღენთვით იყო და არის განპირობებული. თუმცა ახლა, როდესაც რამდენიმე თაობა უკვე შეიცვალა, აღარავინ დარდობს ამ საკითხზე.

იგივე შეიძლება ითქვას ლაოსზე და კამბოჯაზე. თქვენ ძალიან ბევრს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა საშინელება იყო პოლ პოტის რეჟიმი. ამასთანავე, არაფერს გაიგებთ იმ მიზეზების შესახებ, რამაც განაპირობა ასეთი წესრიგის დამყარება. 1970-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გადაბომბეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწები ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში. ისინი მისდევდნენ ჰენრი კისინჯერის ბრძანებას კამბოჯის მასობრივი დაბომბვის შესახებ: „ყველაფერი, რაც დაფრინავს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მოძრაობს“. მე ვგულისხმობ, რომ ეს იყო გენოციდისკენ მოწოდება, რაზეც თქვენ უწინ ისაუბრეთ. რთული იქნება ამაზე რაიმე საარქივო მასალების მოძიება. თუმცა, ეს იყო მოკლედ აღნიშნული New York Times-ში ერთი წინადადებით და მორჩა. დაბომბვის მასშტაბის შესახებ არასდროს დაწერილა სადმე, გარდა სამეცნიერო ჟურნალებისა ან მარგინალურ წყაროებში. ეს არის მილიონობით ადამიანის მკვლელობა და ოთხი სახელმწიფოს განადგურება, რომლებმაც ვერ შეძლეს აღდგენა. ამ ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობა საქმის კურსშია, მაგრამ არ იცის რა უყოს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე

როგორ გაკოტრდა ლიბერალიზმი აღმოსავლეთ ევროპაში

კომუნიზმის მარცხის შემდეგ დასავლური ლიბერალიზმის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმირების დანაპირები არასდროს ყოფილა ბოლომდე განხორციელებული; ამან საპირისპირო მოვლენების მოწმენი გაგვხადა.

1990 წლის გაზაფხულზე, 26 წლის ამერიკელმა ჯონ ფეფერმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა იმ იმედით, რომ შეძლებდა ამ რეგიონის პოსტ-კომუნისტური მომავლის საიდუმლოს ამოხსნას და მის თვალწინ მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებს საკუთარ წიგნში ასახავდა. ფეფერი  არ გახლდათ ამ დარგის ექსპერტი და ამიტომ თეორიების გადამოწმების ნაცვლად, უბრალოდ გაესაუბრა ყველა რჯულისა და საქმიანობის ადამიანს, ვისაც კი შეხვდა. მან მიაგნო აღმაფრთოვანებელ და ამასთანავე დამაფიქრებელ ურთიერთწინააღმდეგობას. აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრნი იმედიანად კი იყვნენ, მაგრამ მაინც შფოთავდნენ, რომ შეიძლება რაიმე ცუდი მომხდარიყო. მის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მოელოდა, რომ ხუთი, მაქსიმუმ ათი წლის შემდეგ, ისინი ვენელების ან ლონდონელების მსგავსად იცხოვრებდნენ. თუმცა, ეს მოლოდინები სავსე იყო შესაძლო წარუმატებლობის დარდით. როგორც უნგრელმა სოციოლოგმა ელემერ ჰანკისმა აღნიშნა: „ხალხმა მოულოდნელად გაიაზრა, რომ დამდეგ წლებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება მდიდარი და ვინ ღარიბი; ვის ჩაუვარდება ხელთ ძალაუფლება და ვის არა; ვინ მოექცევა საზოგადოების სათავეში და ვინ მის ბოლოში. და, ბოლოს, ვინ დააფუძნებს დინასტიებს და ვისი შვილები კი უღელქვეშ აღმოჩნდებიან“.

საბოლოო ჯამში, ფეფერმა გამოაქვეყნა წიგნი და აღარ მიბრუნებია ამ საკითხს, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში მისი ყურადღება მიიპყრო. ამასთანავე, ოცდახუთი წლის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო რეგიონში და მოეძებნა ის ადამიანები, რომლებიც 1990 წელს გამოკითხა. ამჯერად აღმოსავლეთ ევროპა უფრო შეძლებული იყო, მაგრამ გაღიზიანებული უსამართლობით. კაპიტალისტურმა მომავალმა დაისადგურა, თუმცა მისგან მიღებული მოგებაც და წნეხიც არა მხოლოდ არათანაბრად, არამედ ბრიყვულადაც კი იყო განაწილებული.

თუ „აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის თაობისთვის კომუნიზმი აღმოჩნდა „წარუმატებელი ღმერთი““, ამჯერად უკვე „რეგიონის ამჟამინდელი თაობისთვის ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა  „წარუმატებელ ღმერთად““.

ამონარიდი ჯონ ფეფერის წიგნიდან

არსებობს 1989 წლის შემდეგ ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების მიერ დასავლეთზე სწორების მცდელობის აღმნიშვნელ ტერმინთა მთელი რიგი –  ამერიკანიზაცია, ევროპეიზაცია, დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, გაფართოება, ინტეგრაცია, ჰარმონიზაცია, გლობალიზაცია და ასე შემდეგ; თუმცა, ძირითადი გზავნილი იყო უცვლელი – მოდერნიზაცია იმიტაციის მეშვეობით, ხოლო ინტეგრაცია ასიმილირების გზით. თანამედროვე ცენტრალური ევროპის პოპულისტების თანახმად, კომუნიზმის ჩამოშლამ განაპირობა ლიბერალური დემოკრატიის ახალ, გარდაუვალ ორთოდოქსიად ჩამოყალიბება. მათი თანმიმდევრული და უწყვეტი ქადაგების (ჩივილის) საგანია დასავლური ღირებულებების, განწყობების, ინსტიტუტებისა და პრაქტიკების იმიტაციის (გამეორების) სასიცოცხლო საჭიროება და ვალდებულება.

ცივი ომის მიწურულს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებული დემოკრატიების უმრავლესობა გარდაიქმნა შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ მაჟორიტარულ (უმრავლესობის) რეჟიმებად. მათში პოლიტიკური ოპოზიცია დემონიზირებულია, არასამთავრობო მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამორთმეული აქვთ გავლენები, ხოლო სუვერენიტეტი განიხილება, როგორც ხელმძღვანელობის სურვილი და უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის მიერ „თავს მოხვეულ“ იდეალებს, როგორებიც არიან პოლიტიკური მრავალფეროვნება, სახელისუფლებო გამჭირვალობა და უცხოელების, დისიდენტებისა და უმცირესობებისადმი შემწყნარებლობა.

ცალკე აღებული ვერცერთი ცვლადი ვერ ახსნის 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ესოდენ ბევრ და განსხვავებულ გარემოში არსებულ სახელმწიფოებში ერთდროულად ავტორიტარული ანტი-ლიბერალიზმის აღმავლობას. თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის კანონიკური სტატუსისა და იმიტაციის პოლიტიკისადმი გაღიზიანებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ, რომ ალტერნატივის არარსებობა ყველაზე უკეთ ხსნის დღევანდელ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებს და არა ავტორიტარული წარსულის „მიზიდულობის ძალა“ ან ლიბერალიზმისადმი ისტორიულად განმტკიცებული მიუღებლობა. ამპარტავნული რწმენა, რომ „სხვა გზა არარსებობს“ ჩამოყალიბდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური ქსენოფობიის და რეაქციური ნატივიზმის (ანტი-საიმიგრაციო მოძრაობა) ტალღის განცალკევებულ მამოძრავებელ ძალად; ტალღა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ბობოქრობს.

ცივი ომის დასრულებისას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის დასავლეთთან შეერთების შეჯიბრი – საერთო მიზანი იყო. უდავოა, რომ უმთავრესი მიზანი გახლდათ დასავლეთისადმი ისეთი მიმსგავსება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო განსხვავების მოძებნა. დასავლური მოდელის დიდი მონდომებით გადმოღება და ამასთანავე საბჭოთა ჯარების რეგიონიდან გაყვანა აღქმულ იქნა, როგორც განთავისუფლება. თუმცა, გამოწვევებით აღსავსე ორი ათწლეულის შემდეგ წარმოუდგენელია იმ უკუშედეგების უარყოფა, რომლებიც იმიტაციის პოლიტიკას თან ახლდა. გაღიზიანებამ მწვერვალს მიაღწია, არალიბერალური პოლიტიკოსები პოპულარულები გახდნენ და უნგრეთსა და პოლონეთში ხელთ ჩაიგდეს ძალაუფლება.

პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ცნობილი ეკონომისტი, ”შოკური თერაპიის” დოქტრინის ავტორი – ლაშეკ ბალცეროვიჩი

1989 წლის შემდეგ, პირველ წლებში, ლიბერალიზმი ზოგადად ასოცირდებოდა ისეთ იდეებთან, როგორიც არის ინდივიდუალური შესაძლებლობები, გადაადგილების და მოგზაურობის თავისუფლება, აზრის დაუსჯელად გამოხატვა, სამართლიანობისადმი წვდომა და ხელისუფლების მზაობა ყური დაუგდოს საჯარო მოთხოვნებს. 2010 წელს კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ლიბერალიზმის ვერსიები განიცდიან ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული ზრდადი სოციალური უსამართლობის, ყოვლისმომცველი კორუფციის და საჯარო სიკეთეების ადამიანების მცირე ჯგუფში მორალურად შერჩევითი გადანაწილების მძიმე წნეხს. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოშვა დიდი უნდობლობა ბიზნეს ელიტებისა და ე.წ. კაზინო კაპიტალიზმის (დასავლური ეკონომიკური სისტემა) მიმართ, რამაც ლამის დაანგრია მსოფლიო ფინანსური წყობა.

რეგიონში ლიბერალიზმის რეპუტაცია 2008 წლის შემდეგ ვეღარ აღდგა. ფინანსურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მოსაზრებას, რომელიც დასავლეთში გავარჯიშებული ეკონომისტების მცირე ჯგუფის მიერ არის ჯერ კიდევ მხარდაჭერილი, რომ ამერიკული ტიპის კაპიტალიზმის იმიტაცია უნდა გაგრძელდეს. ნდობა დასავლური პოლიტიკური ეკონომიკისადმი, როგორც კაცობრიობის მომავალზე ორიენტირებული ხედვისადმი, გამომდინარეობდა რწმენისგან, რომ დასავლურ ელიტებს ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. უეცრად კი აღმოჩნდა, რომ მათ არ ესმოდათ. სწორედ ამიტომ ჰქონდა 2008 წელს ესოდენ დამანგრეველი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური ეფექტი.

დამატებითი მიზეზი, თუ რატომ შეძლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტებმა ევროპული ლიბერალიზმის ბნელი მხარეების წარმატებით გაზვიადება გახლავთ იმაში, რომ დროთა განმავლობაში საერთო (კოლექტიური) მეხსიერებიდან წაიშალა ევროპული ანტი-ლიბერალიზმის კიდევ უფრო ბნელი მხარეები. ამასობაში კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელისუფლებაში მოსული ანტი-ლიბერალური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან სამოქალაქო ალიანსი (Civic Alliance, ქართ. ფიდესი – ინგ. Fidesz) უნგრეთში და კანონისა და სამართლიანობის პარტია პოლონეთში (Law and Justice party, PiS), ეწევიან ლიბერალური პრინციპების და ინსტიტუტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას, რომ გადაფარონ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სამართლიანი ბრალდებები; გაამართლონ დამოუკიდებელი მედიისა და სამართლებრივი ინსტიტუტების ჩამოშლა იმ მიზეზით, რომ ისინი იცავენ ერს უცხო ქვეყნისადმი სიმპათიებით გამსჭვალული (ინგ. foreign-hearted) მტრებისგან.

თუმცა რეგიონში ანტი-ლიბერალური ხელისუფლებების კორუმპირებული და უღირსი ბუნების შესწავლა ვერ დაგვეხმარება მოსახლეობაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერის წყაროების გაგებაში. პოპულიზმის საწყისები უდავოდ მრავალშრიანია, თუმცა ის ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც დაკავშირებული იყო უმძიმეს გამოწვევასთან ჩამოყალიბებულიყო საუკეთესო (მოწინავე) მოდელის (ინგ. superior model), უკეთეს შემთხვევაში, დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ხარისხოვანი ასლი (ინგ. inferior copy). პოსტ-საბჭოთა პერიოდში განხეთქილება რეალობასა და „დემოკრატიაზე გადასვლის“ ხედვას შორის გაძლიერდა მოვლენილი უცხოელი „შემფასებლების“ მიერ, რომლებსაც არ გააჩნდათ ადგილობრივ პროცესებზე არანაირი წარმოდგენა. ამ ერთად თავმოყრილმა ფაქტორებმა გამოიწვიეს ადგილობრივი რეაქცია რეგიონში (ინგ. nativist reaction, რედ. იგულისხმება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით იმიგრანტებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელების წინააღმდეგ); ერთგვარი ადგილობრივი აუთენტური (ჭეშმარიტი) ნაციონალური ტრადიციების ხელმეორედ „განმტკიცება“, რომლების თითქოს და ჩახშობა ხდებოდა შეუსაბამო დასავლური სტანდარტების გამო. პოსტ-ნაციონალურმა ლიბერალიზმმა, რომელიც ასოცირდებოდა ევროკავშირის გაფართოებასთან, მისცა შესაძლებლობა „სულის ჩამდგმელ“ პოპულისტებს მოეხდინათ ეროვნულ ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობაზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება.

ეს გახლდათ რეგიონში ანტი-ლიბერალური ჯანყის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ამასთანავე თანმხლები ცვლადი უდავოდ იყო მტკიცებულება, რომელიც 1989 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ ლიბერალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს არ ჰქონდათ ალტერნატივა. ასეთმა ხედვამ გააჩინა სურვილი, რომ ჯინაზე დამტკიცებულიყო საპირისპირო ანუ რეალური ალტერნატივის არსებობა. მაგალითად, ავიღოთ გერმანული ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (გერ. Alternative fur Deutschland, AfD). სახელიდან გამომდინარე ნათელია, რომ ის შეიქმნა ანგელა მერკელის მტკიცე მონეტარული პოლიტიკის “alternativlos” (უალტერნატივობა) საპირწონედ. მერკელის მიდგომას, რომ მთავრობის პოლიტიკა წარმოადგენს ერთადერთ მართებულს, მოჰყვა ალტერნატივის ძიების მძლავრი და შეუჩერებელი მუხტი. მსგავსი უკუშედეგი მოჰყვა პოსტ-ნაციონალიზმის ნორმალურობის აღქმას, რაც გამოიხატა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ანტი-ლიბერალური, ანტი-გლობალისტური, ანტი-საიმიგრაციო და ევროკავშირის საწინააღმდეგო ჯანყში, რომელიც გამოიყენება და იმართება პოპულისტი დემაგოგების მიერ; იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ „შიდა მტრების“ დემონიზირება სამოქალაქო მხარდაჭერის მოზიდვისთვის.

ჯორჯ ორუელის თანახმად „ყველა რევოლუცია არის მარცხი, თუმცა არა თანაფარდი მარცხი“. საინტერესოა, თუ რა სახის მარცხი იყო 1989 წლის რევოლუცია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზანი დასავლური სტილის ნორმალურობის დანერგვა იყო? რამდენად განაპირობა 1989 წლის ლიბერალურმა რევოლუციამ ორი ათწლეულის მიჯნაზე ანტი-ლიბერალური კონტრ-რევოლუცია?

1989 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ე.წ. ხავერდოვან რევოლუციებს მსგავსი ფუნდამენტური პოლიტიკური აჯანყებებისგან განსხვავებით ძირითადად მსხვერპლი არ მოჰყოლია. წარსულში არასდროს მომხდარა ამდენი „ფესვგადგმული“ რეჟიმის ერთდროული ჩამოგდება და ჩანაცვლება ფაქტიურად მშვიდობიანი ხერხების გამოყენებით. მემარცხენეებმა შეაფასეს ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები, როგორც ადამიანური ძალის (ინგ. popular power) გამოხატვის მაგალითები. მემარჯვენეებმა კი, როგორც თავისუფალი ბაზრის მართვად ეკონომიკაზე და თავისუფალი ხელისუფლების ტოტალიტარულ დიქტატურაზე გამარჯვებად. თავის მხრივ, ამერიკელმა და პრო-ამერიკელმა ლიბერალებმა სიამაყით დაუკავშირეს ლიბერალიზმი ცვლილებისადმი რომანტიზირებულ მისწრაფებას; ლიბერალიზმი, რომელიც მემარცხენეების მიერ წესისამებრ გაშარჟებულია, როგორც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების იდეოლოგია. და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთით ამ რეჟიმების ძირითადად არაძალადობრივი გზით ცვლილება შეფასებულიყო იყო, როგორც ისტორიული, რადგან ცივი ომის დასასრულის აღმნიშვნელი გახდა.

1989 წლის რევოლუციების განსაკუთრებულობა მდგომარეობდა არა მხოლოდ მართ არაძალადობრივ ბუნებაში, არამედ იმაშიც, რომ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კრეატიული და დახვეწილი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც იყვნენ ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიაში და ადამ მიხნიკი პოლონეთში; შესაბამისად, ამ მოვლენებს ხანდახან იხსენებენ, როგორც ინტელექტუალების რევოლუციებს. აღსანიშნია, რომ უტოპიურობისა და პოლიტიკური ექსპერიმენტებისადმი გამჯდარმა მიუღებლობამ განაპირობა რევოლუციების „ხავერდოვანი“ ბუნების შენარჩუნება. თუმცა, რაიმე მართლაც ახლის შექმნის ნაცვლად, ლიდერებმა მიზნად დაისახეს ერთი გადმოღებული სისტემის გაუქმება და უკვე სხვა წყობის პირწმინდად გადმოღება.

ადამ მიხნიკი და ვაცლავ ჰაველი, 2010 წელი

გერმანიის ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი, იურგენ ჰაბერმასი 1989 წლის მოვლენებს უწოდებს „სწორ რევოლუციებს“ (ინგ. “rectifying revolutions”) ან „დაეწიო რევოლუციებს“ (ინგ. “catch-up revolutions”), რადგან მისი აზრით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი რევოლუციების მთავარი მიზანი გახლდათ იმ სიკეთეებისადმი ხელმისაწვდომობა, რომლებსაც უკვე ფლობდნენ დასავლეთ ევროპელები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 1989 წლის პროცესების შემდეგ არსებობდა „ინოვაციური ან მომავალზე ორიენტირებული იდეების ნაკლებობა“.

ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა არ ოცნებობდა ისტორიაში არარსებულ რაიმე იდეალურ სამყაროზე. ადამიანებს უბრალოდ სურდათ  „ნორმალური ცხოვრება“ „ნორმალურ ქვეყანაში“. 1970-ნი წლების მიწურულს უნგრეთს ეწვია ცნობილი გერმანელი პოეტი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელიც შეხვდა იმ დროს კომუნისტური რეჟიმის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსებს. მათ განუცხადეს, რომ „ჩვენ არ ვართ დისიდენტები. ჩვენ წარმოვადგენთ ნორმალურობას“. მიხნიკის პოსტ-კომუნისტური სლოგანი იყო „თავისუფლება. ძმობა. ნორმალურობა“. წლების განმავლობაში უკეთესი მომავლის მოლოდინმა დისიდენტებში აწმყოთი ცხოვრების და ყოველდღიურობისგან სიამოვნების მიღების სურვილი განაპირობა.

ამ მხრივ, ცენტრალური ევროპის ელიტებისთვის დასავლეთის იმიტაცია გახლდათ ნორმალურობის მიღწევის კარგად ნაცნობი გზა. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების იმედებით გამსჭვალულმა რეფორმატორებმა შესაბამისად ვერ შეაფასეს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე არსებული ადგილობრივი შეზღუდვები; მეტიც, ნამეტან ადვილი მოეჩვენათ სრულიად მოქმედი დასავლური მოდელის დანერგვა. დღეისთვის ცენტრალურ ევროპაში აბობოქრებული ანტი-ლიბერალური ტალღა ასახავს გავრცელებულ უსამართლობის განცდას, რომელიც უკავშირდება ეროვნული და პიროვნული ღირსების შებღალვას და გამოწვეულია მართლაც რომ გულწრფელი „რეფორმა იმიტაციის გზით“ მიდგომით (ინგ. reform-by-imitation).

ზოგადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის ჩამოშლისას შექმნილმა ეიფორიამ წარმოშვა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდი გარღვევების იმედი. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კომუნისტების თანამდებობებიდან მოხსნა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას გაეღვიძა განსხვავებულ, უფრო თავისუფალ, უფრო შეძლებულ და, რაც მთავარია, უფრო დასავლურ სახელმწიფოებში. როდესაც კი დასავლეთისკენ სწრაფმა სვლამ (ინგ. westernization) ჯადოსნური გზით ვერ გამოიღო მყისიერი შედეგი, დაიწყო ალტერნატივის ძიება. ოჯახთან ერთად დასავლეთში გადახიზვნა საუკეთესო გამოსავლად წარმოჩინდა.

საინტერესოა, რომ თუ უწინ დისიდენტებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც იყო პოლონეთი,  ემიგრაცია დასავლეთში განიხილებოდა მოღალატეობრივ დანებებად და დეზერტირობად, 1989 წლის შემდეგ ეს მიდგომა უადგილო გახდა. რევოლუციას, რომლის პრინციპული მიზანი იყო დასავლეთისკენ სწრაფვა (ინგ. westernization), არ გააჩნდა დასავლეთში ემიგრაციის საწინააღმდეგო რაიმე წონიანი არგუმენტი. რატომ უნდა დაელოდოს ახალგაზრდა პოლონელი ან უნგრელი იმას, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ქვეყანა გერმანიად, როდესაც მას შეუძლია ხვალვე დაიწყოს მუშაობა და ოჯახის მშენებლობა გერმანიაში? ზოგადად რეგიონში დემოკრატიული გადასვლა (ინგ. democratic transition) დაემსგავსა დასავლეთში ჯგუფური გადაბარგების ნაირსახეობას; ამგვარად, არჩევანი იყო ან ნაადრევი და ინდივიდუალური ემიგრაცია ან გახიზვნა მოგვიანებით, მაგრამ ჯგუფურად.

ვიქტორ ორბანი

რევოლუცია ხშირად აიძულებს ადამიანებს საზღვრები გადაკვეთონ. 1789 წლის ფრანგული რევოლუციისას და 1917 წელს ბოლშევიკების რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლისას სწორედ რომ რევოლუციების მიერ დამარცხებულმა მტრებმა დატოვეს საკუთარი ქვეყნები. გასაკვირია, მაგრამ 1989 წლის შემდეგ, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების გამარჯვებულებმა და არა დამარცხებულებმა ამჯობინეს გადაბარგება. ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ სახელმწიფოებრივ ცვლილებებს და გამოთქვამდნენ მზაობას ჩაფლულიყვნენ თავისუფალი მოქალაქის ცხოვრებაში, პირველები გაემგზავრნენ დასავლეთში სასწავლებლად, სამუშაოდ და საბოლოო ჯამში იქ საცხოვრებლად.

წარმოუდგენელია, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ტროცკის ოქსფორდში ჩაებარებინა სასწავლებლად. თუმცა, სწორედ ასე მოიქცა უნგრეთის მომავალი პრემიერი-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ბევრი სხვა. 1989 წლის რევოლუციონერებს შორის დასავლეთში გამგზავრების დიდი მუხტი სუფევდა, რადგან სურდათ პრაქტიკაში ენახათ ნორმალური საზოგადოების მუშაობა, რომლის მსგავსის აშენებას სახლში აპირებდნენ.

პოსტ-ცივი ომისეულ პერიოდში მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინებას, განსაკუთრებით მონდომებული ახალგაზრდების, მოჰყვა მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შედეგები. როდესაც ექიმი ტოვებს ქვეყანას, მას თან მიაქვს არა მხოლოდ მის განათლებაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსები, არამედ საკუთარი ნიჭიც და ამბიციებიც. მოგება, რომელსაც მისი სამშობლო იღებს ოჯახისთვის შესრულებული ფულადი გზავნილებიდან ვერ შეედრება ის სარგებელს, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა ამ ექიმის უშუალოდ ადგილზე ჩართულობიდან.

ახალგაზრდა და განათლებული ადამიანების გახიზვნამ მნიშვნელოვანი, შესაძლოა გამოუსწორებელი, ზიანი მიაყენა ლიბერალური პარტიების არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაში შეიძლება წავაწყდეთ ბავშვების გარეშე მიტოვებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბავშვებისთვის განკუთვნილ მოწესრიგებულ სათამაშო სივრცეებს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ლიბერალური პარტიები უკეთეს შედეგს აჩვენებენ საზღვარგარეთით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. მაგალითად, 2014 წელს ლიბერალური განწყობების მქონე ეთნიკურად გერმანელი კლაუს იოჰანისი არჩეულ იქნა რუმინეთის პრეზიდენტად იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები 300,000 რუმინელიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას მისცა ხმა. ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობის უმრავლესობა შრომობს, რომ ემიგრაციაში წავიდეს, სამშობლოში უბრალოდ  დარჩენაც კი აღიქმება, როგორც პირადი მარცხი; და ეს მიუხედავად იმისა, თუ ადგილზე კეთილდღეობის რა დონეს მიაღწიეს.

ემიგრაციის და მოსახლეობის მკვეთრი კლების საკითხები პირდაპირ კავშირია ლტოლვილთა კრიზისთან, რომელიც თავს დაატყდა ევროპას 2015-16 წლებში. 2015 წლის 24 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა მერკელმა  გერმანიაში ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის შეშვების გადაწყვეტილება მიიღო. სულ რაღაც 10 დღეში 4 სექტემბერს ვიშეგრადული ჯგუფის (ინგ. Visegrad group) წევრმა სახელმწიფოებმა – ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ლტოლვილთა ევროპაში გადანაწილების კვოტირების სისტემა იყო „მიუღებელი“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები არ წამოეგენ მერკელის ჰუმანიტარულ რიტორიკას. „ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სისულელეა!“ – განაცხადა მარია შმიდტმა, ვიქტორ ორბანის წამყვანმა ინტელექტუალმა.

მარცხნიდან მარჯვნივ; ანგელა მერკელი, ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიჩი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი
სურათი: Dursun Aydemir/Anadolu Agency/Getty

ეს იყო მომენტი, როდესაც ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ბრუსელისგან, არამედ უპირველეს ყოვლისას დასავლური ლიბერალიზმისგან და მისთვის დამახასიათებელი სამყაროსადმი ღია კარის პრინციპის სულისკვეთებისგან. ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა, რომლებიც მოსახლეობაში შიშების დანერგვით არიან დაკავებულნი, წარმოადგინეს ლტოლვილთა კრიზისი, როგორც საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ ლიბერალიზმმა დააკნინა ერის უნარი დაიცვას საკუთარი თავი არამეგობრულად განწყობილი მსოფლიოსგან.

დემოგრაფიული პანიკა, რომელმაც მოიცვა ცენტრალური ევროპა 2015-18 წლებში მინელებას მიეცა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში ემიგრანტები რეალურად არც კი ჩასულან, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რატომ გახდა ეს თემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა.

პირველი მიზეზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ არის ემიგრაცია. იმიგრაციისადმი წუხილები გაღვივებულია შიშით, რომ უცხოელები ვერ გაივლიან საზოგადოებაში ასიმილირების პროცესს, რაც გამოიწვევს ეროვნული იდენტობის აღრევას, შესაბამისად დაასუსტებენ ეროვნულ ერთობას. თავის მხრივ, ეს შიში კი გამძაფრებულია ადგილზე არსებული დემოგრაფიული ჩამოშლით, რაზეც ძირითადად თვალს ხუჭავენ. 1989-2017 წლებში ლატვიამ განიცადა მოსახლეობის 27% კლება, ლიტვამ 22.5%, ხოლო ბულგარეთმა 21%. რუმინეთში 3.4 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა 40 წელზე უმცროსია, რომლის ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც იგი 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიული პანიკის წყარო მოსახლეობის დაბერების, დაბალი შობადობის და ემიგრაციის უწყვეტი ნაკადის ერთობლიობაა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში გაიხიზნა მეტი ადამიანი, ვიდრე სირიის ომისგან გაქცეული ყველა იმიგრანტები ერთად აღებული.

1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან დაწყებულმა ემიგრაციამ გაამძაფრა ერის გაქრობის შიშები, რის გამოც 2015-16 წლების ლტოლვილთა კრიზისი ძირითადად უარყოფითად იყო შეფასებული რეგიონის წევრ სახელმწიფოების მიერ; და ეს იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ამ ქვეყნებში იმიგრანტების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი დარჩა. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვივარაუდოთ, რომ ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა იმ რეგიონში, სადაც იმიგრანტები არარსებობენ არის ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილი ფენომენის – გადატანის (ინგ. displacement) ნათელი მაგალითი; ეს არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინებას და მის ჩანაცვლებას აგრეთვე აქტუალური, მაგრამ უფრო ადვილად გამკლავებადი გამოწვევით. არარსებული იმიგრანტების მიერ სახელმწიფოს დატყვევების შესაძლო ისტერია წარმოადგენს რეალური გამოწვევის (დეპოპულაცია და დემოგრაფიული ჩამოშლა) წარმოსახვითი საფრთხით (იმიგრანტები) ჩანაცვლებას; გამოწვევა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.

ცვლილების და მრავალფეროვნებისადმი შიში, რომელიც ასაზრდოებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოპულიზმს, გაღვივებულია მთელი დასავლეთის საზღვრის გასწვრივ საზოგადოებების გადაკეთების უტოპიური პროექტით. ტრავმამ, რომელიც მიღებულ იქნა მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინების შედეგად, შეიძლება ფარდა ახადოს და ახსნას რეგიონის სახელმწიფოებში არსებული დანაკარგის განცდა; იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც საკმაო სარგებელი მიიღეს პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებისგან. ანალოგიურად, მთელი ევროპის მასშტაბითაც იმ ტერიტორიების მკვიდრნი არიან მიდრეკილნი ულტრა-მემარჯვენე პარტიებისთვის ხმის მიცემისკენ, რომლებსაც მოსახლეობის გადინებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დაარტყა.

დემოგრაფიული ჩამოშლის შიშით მართულნი აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლებები ეძებენ ხელ ჩასაჭიდ მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაეჭვდნენ მათი უგულველყოფილი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დასავლეთ ევროპაში გადაბარგების საჭიროებაში. ორბანის რიტორიკა ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მას სურს მისდიოს დახურული სახელმწიფოს პოლიტიკას (ინგ. closed-country policy), სადაც უმკაცრესად იქნება აღკვეთილი ემიგრაცია და იმიგრაციაც. თუმცა, რადგან არ გააჩნია მსგავსი ბერკეტები, მისი ერთადერთი გამოსავალია მიმართოს ახალგაზრდა უნგრელებს, რომ არ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, როგორ შეიძლება მოხდეს ახალგაზრდა უნგრელების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთით ისინი უკეთეს სამშობლოს ვერ იპოვიან, თუ უშუალოდ ორბანის პოლიტიკაც ანადგურებს ქვეყნაში წარმატებული და კრეატიული ცხოვრების განვლის შესაძლებლობას?

როგორც ჩანს პოპულისტებმა ვარშავასა და ბუდაპეშტში დასავლეთით დატრიალებულ ლტოლვილთა კრიზისში აღმოსავლეთისთვის უნიკალური შესაძლებლობა დაინახეს. მოქალაქეები აღარ გაეშურებიან დასავლეთისკენ, თუ ის დაკარგავს ხიბლს. დასავლეთის დაკნინება და იმის განცხადება, რომ მისი ინსტიტუტები „იმიტაციის ღირსნი არ არიან“ შეიძლება განვიხილოთ უსამართლობისთვის ერთგვარ წარმოსახვით შურისძიებად. თუმცა, ამას აგრეთვე აქვს დამატებითი სარგებელიც – ის ხელს უწყობს რეგიონში არსებულ პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტს – მოსახლეობის ემიგრაციისგან თავშეკავებას. პოპულისტები ეწინააღმდეგებიან იმას, თუ როგორ დახვდა დასავლეთ ევროპა აფრიკელებს და ახლო აღმოსავლეთის მკვიდრ მოსახლეობას. თუმცა, სინამდვილეში მათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, თუ როგორ გაუღო ევროკავშირის დასავლეთ სახელმწიფოებმა კარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს, რითაც სავარაუდოდ ხელი შეუწყო რეგიონის ყველაზე პროდუქტიული ადამიანური რესურსის გადინებას.

ჩვენს განხილვას მივყავართ თანამედროვე ანტი-ლიბერალიზმის საფუძვლებთან. კერძოდ, ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსის მოსაზრების საპირწონედ, პოპულისტების რისხვა ნაკლებად ეხება მულტიკულტურალიზმს, ვიდრე ინდივიდუალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაშვებაა, რადგან აღიარების შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის ქოლგის ქვეშ ვაწარმოოთ პოპულიზმის წინააღმდეგ მულტიკულტურალიზმზე უარის თქმით ბრძოლა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანტი-ლიბერალი დემოკრატებისთვის ევროპაში თეთრი ქრისტიანი უმრავლესობისთვის (ინგ. white Christian majority) უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს დასავლური საზოგადოების უუნარობა დაიცვას საკუთარი თავი. მას არ შეუძლია ამის გაკეთება გაბატონებული ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის გამო, რომლებმაც ის დააბრმავა და ვერ აღიქვამს არსებულ გამოწვევებს.

ანტი-ლიბერალური დემოკრატია გასცემს პირობას, რომ თვალს აუხელს მოქალაქეებს. თუ 1990-იან წლებში ლიბერალური თანხმობა ეხებოდა ინდივიდუალურ ლეგალურ და კონსტიტუციურ უფლებებს, თანამედროვე ანტი-ლიბერალური თანხმობის მიხედვით, თეთრი ქრისტიანი უმრავლესობის უფლებებს კრიტიკული საფრთხე ემუქრებათ. და ამ ბრუსელისა და აფრიკის ბოროტი კავშირის მიერ ალყაში მოქცეული უმრავლესობის მყიფე უპირატესობის შესანარჩუნებლად ევროპელებმა უნდა ჩაანაცვლონ ლიბერალების მიერ თავს მოხვეული წყალწაღებული ინდივიდუალიზმი და უნივერსალიზმი მასკულინური იდენტობის პოლიტიკით ან მათივე ჯგუფური პარტიკულარიზმით. ეს ის ძირითადი გზავნილებია, რომლების გამოყენებითაც ორბანი და კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკი საკუთარ მოქალაქეებში არსებული ქსენოფობიური ნაციონალიზმის გაღვივებას შეეცადნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტების მიერ დასავლურ ლიბერალიზმზე შურისძიების მწვერვალი არის არა დასავლეთის იმიტაციის იდეის უარყოფა, არამედ მისი ამობრუნება. ორბანს და კაჩინსკის არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არიან ნამდვილი ევროპელები; და თუ დასავლეთი საკუთარ თავს გადაარჩენს, ის იძულებული იქნება დაემსგავსოს აღმოსავლეთს. 2017 წლის ივლისში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა განაცხადა:

„ოცდაშვიდი წლის წინ აქ ცენტრალურ ევროპაში ჩვენ გვჯეროდა, რომ ევროპა იყო ჩვენი მომავალი; დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომავალი“.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე

სტატიის ორიგინალი The Guardian-ზე

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის მიმართ

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის მიმართ.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის ერთგულების შენარჩუნებისას, ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური პუბლიკაციების შესწავლაზე, რაც ფინანსებს, სავაჭრო კონკურენციას, სახალხო მეურნეობის დარგების მართვის მეთოდებს ეხება. ამ დაჟინებული შესწავლისას აუციელებელია მარცვლის გარჩევა ღვარძლისგან. არ შეიძლება დასავლური თეორიების კოპირება, რომლებიც კაპიტალიზმის არსს ასახავენ. არ შეიძლება იმ კონცეპტების ათვისება, რაც უცხოა სოციალიზმისთვის.

(სი ძინპინი, იდეოლოგიური ჟურნალი “ჭეშმარიტების ძებნა”)
http://en.qstheory.cn

ალბათ თქვენ გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა: რისთვის ჭირდება სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალისტური სამყაროს ეკონომისტების შესწავლა? ამ კითხვაზე პასუხი რეალურად ზედაპირზე ტივტივებს. ჩინეთში დღესდღეობით დამყარებულია ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა.” აღნიშნული ტერმინი მარქსისტულ მეცნიერებაში ერთობ ახალი ცნებაა, რომელიც ციამ ცზეემინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-14 ეროვნული კონგრესის დროს გამოიყენა ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მიზნებისთვის.

რას წარმოადგენს სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა? ეს არის ეკონომიკა, რომელიც 2 ძირითადი სექტორიდან შედგება: სახელმწიფო და კერძო. სახელმწიფო სექტორი იმართება მთავრობის მიერ პირდაპირი დაგეგმვის მეშვეობით, რაც განვითარების ლოკომოტივია. სახელმწიფოს საკუთრებაში არის მიწა და ბუნებრივი რესურსები, რკინიგზა, საავიაციო ტრანსპორტი, მძიმე მანქანათმშენებლობა. კერძო სექტორს, რომელიც კოოპერატივისგან და ბურჟუაზიული საწარმოებისგან შედგება, დამხმარე ეფექტი გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კერძო სექტორი მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ მმართველ სტრუქტურებში იდეოლოგიური პარტიელების დანერგვით.

30 წლის განმავლობაში ჩინეთმა შეძლო საკუთარი 800 000 თანამოქალაქის ამოყვანა უიმედო სიღარიბიდან, თითქმის ყველა მოქალაქე უზრუნველყო პენისებით და უფასო სამედიცინო მომსახურებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთის მშპ საშუალოწლიურად 10%-ით იზრდება და დიდი ალბათობით ერთ დეკადაში ჩინური ეკონომიკის მოცულობა ამერიკულს გადაასწრებს. ჩინეთი დღესდღეობით ფაქტიურად ციფრული ზესახელმწიფოა და ეს კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც გამოჩნდა. იმის მიუეხედავად რომ ჩინეთი 1.4 მილიარდიანია ქვეყანაა, მან ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და Covid 19-ის გავრცელება შეაჩერა.

ამასთან ერთად მთელი ქვეყნა მოცულია მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელითა. ჩინეთის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ შევადარებთ ლიბერალურ და კაპიტალისტურ ინდოეთს, კაპიტალისტურ ბუტანს ან რუსეთს. ამას წინათ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აღნიშნა, რომ ჩინეტის პოლიტიკური სისტემა არის მსოფლიოში ყველაზე პროგრესული და განაცხადა რომ მსგავსი მოდელის დანერგვა საკუთარ ქვეყანაშიც სურს.

დასავლეთში და იდეოლოგიურად მის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონებში აქსიომის დონეზე გავრცელებულია ის ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ქვეყნების განვითარება და მოდერნიზაცია დასავლეთის გავლენის ზრდასთან და ამ ქვეყნების ვესტერნიზაციასთან  იყო უშუალო კავშირში. როგორც ჩინეთის მაგალითი გვიჩვენებს ეს უფრო ჰიპოთეზაა, ვიდრე ჭეშმარიტებაზე.

განვითარების ჩინური პარადიგმა გარკვეულწილად უნიკალურია და ეს უნიკალურობა პირველ რიგში ძლიერ და ყოვლისმომცველ სახელმწიფოზე დგას. სახელმწიფო ჩინეთში ყველგანაა: ბევრი მსხვილი კომპანია კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო კომპანიებიც კი ისეთები, როგორებიცაა Lenovo და Huawei, დიდწილად სახელმწიფო მფარველობაზე არიან დამოკიდებულები.  ამბიციური ეკონომიკური გეგმები, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების წახალისება, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს  ყველაფერი  ჩინეთში ძლიერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს.  ასე მაგალითად ჩინეთის დიდი არხის მშენებლობა, რომელიც დღემდე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი ინფრასტრუქტურული პროექტია მსოფლიოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში დაიწყო. ეს არხი 1700 კმ-ზე მეტი სიგრძისაა და ისეთ ქალაქებს აკავშირებს ერთანეთთან როგორიცაა შანხაი და პეკინი.

ნეოლიბერალიზმის სიკვდილის ცივილიზაცია

ცივი ომის ბოლოს, პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ თავისი ცნობილი ესე გამოაქვეყნა სახელად «ისტორიის დასასრული». ფუკუიამას მტკიცებით კომუნიზმის კრახმა მთელი მსოფლიო ბოლო წინაღობისგან გაათავისუფლა, რომელიც მას საბოლოო მიზანს აშორებდა – ლიბერალურ დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკას. მაშინ ამერიკელ პროფესორს ბევრი დაეთანხმა.

დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბერალური დღის წესრიგი ნელ-ნელა კარგად თავის ძალაუფლებას, ხოლო ავტორიტარული მმართველები და დემაგოგები მართავენ ქვეყნებს, სადაც მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი ცხოვრობს. შესაბამისად ფუკუიამას იდეები უკვე მოძველებული და გულუბყვრილოა. მაგრამ, ის კვებავდა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში დომინირებდა.

ნეოლიბერალური რწმენის ავტორიტეტი და დაურეგულირებული ბაზრების, როგორც საყოველთაო კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის იმედი უკვე სულს ღაფავს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ნეოლიბერალიზმის და დემოკრატიის მიმართ ნდობის ერთდროული შემცირება არ არის უბრალოდ დამთხვევა ან მარტივი კორელაცია.

ნეოლიბერალიზმი უკვე 40 წლის განმავლობაში ასუსტებს დემოკრატიას.

გლობალიზაციის იმ ფორმის გამო, რომელიც ნეოლიბერალიზმის მიერ იყო ნაკარნახევი, როგორც ცალკე აღებულმა ადამიანებმა, ასევე მთელმა საზოგადოებებმა დაკარგეს საკუთარი ბედის განკარგვის შესაძლებლობა. ამას ძალიან ნათლად ხსნის დენი როდრიკი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცი.

კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაციის შედეგი განსაკუთრებით შემზარავი გამოდგა: თუ განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კარგავდა უოლ-სტრიტის კეთილგანწყობას, ბანკებს შეეძლოთ უბრალოდ თავისი ფული მთლიანად გატანათ ამ ქვეყნიდან. შედეგად, ამომრჩევლები მკაცრი არჩევნის წინაშე დგებოდნენ: დამორჩილებოდნენ უოლ-სტრიტს ან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს შეჯახებოდნენ.

მაგრამ მდიდარ ქვეყნებშიც კი რიგით მოქალაქეებს ეუბნებოდნენ: «თქვენ ვერ შეძლებთ სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას» (იქნება ეს ადეკვატური სოციალური დაცვა, ღირსეული ხელფასები, პროგრესული საგადასახადო სისტემა ან კარგად რეგულირებადი ფინანსური სისტემა), «იმიტომ, რომ ქვეყანა დაკარგავს კონკურენტუნარიანობას, სამუშაო ადგილები დაიკარგება და თქვენ დაზარალდებით»

როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში ელიტა დაპირებას იძლეოდა, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან მიგვიყვანდა, ხოლო ამ ზრდის სარგებელი «ზევიდან ქვევით ჩამოიღვრებოდა» და ღარიბების ჩათვლით, ყველა უკეთ შეძლებდა ცხოვრებას. მაგრამ ამისთვის მშრომელები უნდა დათანხმებულიყვნენ უფრო დაბალ ხელფასებს, ხოლო მოქალაქეები მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შემცირებას.

საკუთარი დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა საკმაოდ შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის თავს გვახვევდა ინტელექტუალურ ორთოდოქსიას, რომლის დამცველებიც უკიდურეს შუწყნარებლობას ავლენდნენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა.

ელიტა აცხადებდა, რომ მისი დანაპირები მეცნიერულ ეკონომიკურ მოდელზეა დაფუძნებული და «კვლევებზე, რომლებიც ფაქტებს ემყარება». და 40 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შემდეგი ციფრები:

  • ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდა
  • ზრდის ნაყოფი მთლიანად ერგო ერთეულებს, რომლებიც «კენწეროში იყვნენ».
  • ხელფასების სტაგნაციის პირობებში საფონდო ბაზრების ინდექსები გამალებით იზრდებოდა, შემოსავლები და სიმდიდრე ზევით მიემართებოდა, ქვევით კი არ ჟონავდა.

როგორ შეიძლება ხელფასების ზრდის შეზღუდვამ (კონკურენტუნარიანობის მიღწევის და შენარჩუნების მიზნით) და სახელმწიფო პროგრამების (ხარჯების) შემცირებამ ხელი შეუწყოს ცხოვრების დონის ზრდას? რიგითი მოქალაქეები გრძობდნენ, რომ მათ გაფუჭებული საქონელი მიყიდეს. ისინი მართლები იყვნენ, როდესაც თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

დღეს ჩვენ ამ დიდი პოლიტიკური სიცრუის შედეგებს ვიმკით: ელიტების და ნეოლიბერალიზმის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ასევე უნდუბლობა გაღრმავდა იმ კორუმპირებული პოლიტიკურის სისტემის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ეს შესაძლებელი გახდა.

რეალობა კი ამგვარია: დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა უკიდურესად შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის ინტელექტუალურ ორთოდოქსიას გვახვევდა თავს, რომლის დამცველებიც უკიდურეს შეუწყნარებლობას ავლენდენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. არაორთოდოქსალური შეხედულებების მქონე ეკონომისტებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ერეტიკოსებს, რომელთაგანაც თავის არიდება სჯობს, საუკეთესო შემთხვევაში კი რამდენიმე განცალკევებულ ინსტიტუტში იზოლირება. ნეოლიბერალიზმი არ გავდა იმ «ღია საზოგადოებას», რომელზეც კარლ პოპერი წერდა. როგორც ჯორჯ სოროსი აღნიშნავს, პოპერი აღიარებდა, რომ ჩვენი საზოგადოება წარმოადენს რთულ, მუდმივად ევოლუციონირებად სისტემას და რაც უფრო მეტს ვგებულობთ, მით უფრო მეტად ცვლის ჩვენი ცოდნა ამ სისტემის ქცევას.

თუ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ვერ გვაიძულა გაგვეგო, რომ დაურეგულირებელი ბაზრები არ მუშაობენ, მაშინ ამას ზუსტად შეძლებს კლიმატის კრიზისი: ნეოლიბერალიზმს ჩვენი ცივილიზაციისთვის სიკვდილი მოაქვს. და როგორც ჩანს, დემოგოგები, რომელთაც სურთ რომ ჩვენ მეცნიერებას და ტოლერანტობას ზურგი ვაქციოთ, მხოლოდ გაართულებენ ჩვენს მდგომარეობას.

ჩვენი პლანეტის და ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა – ესაა ისტორიისთვის ახალი დასაბამის მიცემა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ განმანათლებლობის სული და კვლავ თაყვანი უნდა ვცეთ თავისუფლების ფასეულობებს, ცოდნის პატივისცემას და დემოკრატიას.

კორონა, როგორც ანტიგლობალიზმის გამოძახილი

კორონა და ახალი პოლიტიკური რეალობა:

1. მსგავსი კრიზისების დროს კარგად ჩანს რამდენად დაუცველია ისეთი ეკონომიკები, რომლებიც არაფერს არ აწარმოებენ და მინდობილი არიან ე.წ თავისუფალ ბაზარს. ჩაიკეტა საზღვრები, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს რჩები ელემენტარული რესურსების გარეშე და ფინანსური კაპიტალიზმი ვერაფერში ვერ გშველის. ამიტომ კრიზისი აჩვენებს აუცილებლობას და უპირატესობას თვითკმარი ეკონომიკების.

2. ღია საზოგადოება ესეთ კრიზისების დროს არის საშიში და ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. შესაბამისად ეხლა გადარჩენა არა ღიაობაშია, არამედ პირიქით უფრო ჩაკეტილ საზოგადოებაშია. რაც უფრო ჩაკეტილია საზოგადოება, მით უფრო დაცულია ის.

3. გლობალიზაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების. ანუ გლობალიზაცია, რომდლიც ადრე როგორც სიკეთე იყო წარმოჩენილი, დღეს მოიტანს ვირუსების, დაავადებების ყველაზე მაშტაბურ ეპიდემიებს. შესაბამისად ის ფასი რაც გლობალიზაციისთვის უნდა გადავიხადით აღმოჩნდა იმაზე დიდი, ვიდრე ის სიკეთე რაც მას მოაქვა.

4. ეგოიზმის ეპოქა რომელიც სამომხმარებლო სიხარბეში იყო ჩადებული, აღმოჩნდა დამღუპველი. აღმოჩნდა რომ ბუნების ესეთი დაუნდობელი ექსპლუატაცია თავის პასუხებს იძლევა. თუმცა თანამედროვე მწვანეები ამაზე პასუხი არ არის, საჭიროა ახალი ეკონომიკური პარადიგმები და ახალი სოციალური პრინციპები, სადაც ეგოიზმის დათრგუნვაზე, პასუხისმგებლიბაზე და გარემოს გაფრთხილებაზე იქნება ორიენტირებული.

5. საზოგადოების სოციალური ცვლილება. აღმოჩნდა რომ ამ ეპიდემიას კერძო მიდგომებით ვერ გავუმკლავდებით. ის ვისაც აქვს ფული, მარტო ვერ გადაურჩება ამ ეპიდემიას. ამიტომ კოლექტიური მოქმედების აუცილებლობა არის ერთადერთი გზა გადარჩენის. კოლექტიური მოქმედებები კი შეუძლებელია სოციალურად დაშლილ საზოგადოებებში. საზოგადოება უნდა იყოს უფრო მეტად თანასწორი, რომ ესეთ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ავტორი – ნუკრი შოშიაშვილი

ჯონ ნეში ადამ სმიტის წინააღმდეგ

ადამ სმიტის ”უხილავი ხელის” თეორია ქართული ნელობერალიზმის ყბადაღებულ თემად იქცა. 1980-იანი წლების შემდეგ, რაც ნეოლიბერალური ექსპერიმენტებისთვის მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში ხელსაყარელი ნიადაგი შეიქმნა, ადამ სმიტი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგვარ მოციქულად იქცა.

თუმცა ადამ სმიტის ხედვები რომ არ არის მართებული, ეს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ჯონ ნეშმა დაამტკიცა.

ჯონ ნეში ფართო მასებისთვის ცნობილია, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში 1994 წელს ”თამაშების თეორიის” განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საკუთრივ ”ნეშის წონასწორობის” შექმნის გამო. ის გახლავთ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც ერთდროულად ნობელიის პრემიაც აქვს მიღებული და აბელის პრემიაც (უმაღლესი მათემატიკური ჯილდო).

ადამ სმიტი ცდებოდა

ადამ სმიტი

ნეშის აკადემიურმა ხედვებმა გასული საუკუნის 50-იან წლებში თავდაყირა დააყენა იქამდე არსებული ეკონომიკური პარადიგმები. ასე მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი ადამ სმიტი თვლიდა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ეგოისტურად მოქმედებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებს, რაც საბოლოო ჯანმში საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა. აღნიშნული პრინციპი ეკონომიკაში ”უხილავი ხელის” მეტაფორით შემორჩა. ეს თეორია ლიბერალური ეკონომიკური მოძღვრებების ერთ-ერთ ფუნდამენტად იქცა და ნეოლიბერალიზმის ინსტრუმენტად გვევლინება საქართველოს მსგავს განვითარებ ქვეყნებში. ჯონ ნეშმა ნახევარ საუკენეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ადამ სმიტის თეორია უკვე იმ დროს იყო მოძველებული, რადგანაც თუ საზოგადოების წევრები მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, ეს არ მიგვიყვანს საერთო შედეგების მაქსიმიზაციემდე.

საზოგადოებისთვის ყველაზე ოპტიმალური ის სტრატეგიაა, რომლის დროსაც საზოგადოების/ჯგუფის თითოეული წევრი როგორც საკუთარ, ასევე სხვის ინტერესებს ითვალისწინებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანური ეგოიზმის გამო სხვადასხვა სუბიექტები მხოლოდ მათი გადმოსახედიდან საუკეთესო სტრატეგიას ირჩევენ და სხვა სუბიექტების ინტერესებს არ ითვალისწინებენ, ამას არა საზაგოდოების კეთილდღეობის მაქსიმუმამდე, არამედ ”ნეშის წონასწორობასთან”, მივყავართ, რაც საზოგადოევისთვის არ შეიძლება ოპტიმალურად მივიჩნიოთ.

თამაშების თეორია არის თამაშებში ოპტიმალური სტრატეგიის შესწავლის მათემატიკური მეთოდი. თამაშის ქვეშ იგულისხმება პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. თითოეულ მხარეს აქვს თავისი მიზანი და იყენებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც, სხვა მოთამაშეთა ქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისთვის მოგებიანი ან წაგებიანი იყოს. თამაშთა თეორია გვეხმარება საუკეთესო სტრატეგიის არჩევაში სხვა მონაწილეების, მათი რესურსებისა და შესაძლო ქმედებების გათვალისწინებით.

ჯონ ნეში

ჯონ ნეშის ნამოღვაწევი რეალურად მხოლოდ 80-იან წლებში დაფასდა. დღესდღეობით ”თამაშების თეორია” აქტიურად გამოიყენება როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში და სხვადასხვა მეცნიერებებშიც. ”თამაშების თეორიას” ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნური ინტელექტის და კიბერნეტიკის სფეროებში.

ნეშის მიერ ადამ სმიტის თეორიის სიმცდარე მათემატიკური ფორმულებით დასტურდება და აკედემიური ბაზისი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანელი ეკონომისტის ”უხილავი ხელის” თეორიაზე. ალბათ უამრავ თქვენგანს ნანახი აქვს ფილმი ”ბრწყინვალე გონება”, სადაც რასელ ქროუ ჯონ ნეშის როლს თამაშობს. ფილმში არის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი, როდესაც ჯონ ნეში, 3 მეგობართან ერთად საღამოს ბარში იმყოფება. ამ დროს 5 ლამაზმანი შემოდის, რომელთაგანაც 1 ყველასგან გამორჩეული იყო თავისი გარეგნული მონაცემებით. ადამ სმიტის თანახმად ჯონი სამივე მეგობართან ერთად ყველაზე ლამაზი გოგოს გასაცნობად უნდა მისულიყო და საბოლოოდ ის არავის არ დარჩებოდა, ამის საპირისპიროდ მას თავში რადიკალურად განსხვავებული იდეა მოუვიდა.

ნეშის წონასწორობა

ბევრი მეცნიერის აზრით, ნეშის წვლილი ფასდაუდებელია პირველ რიგში მის მიერ 1950 წელს გამოქვეყნებული სტატიის «წონასწორობა თამაშებში N მოთამაშეებით» «Equilibrium Points in N-person Games» გამო, რაც ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამუშევარია.

სტატიაში ნეშმა მოახდინა აბსტაქტული წონასწორობის ცნების ფორმულირება აბსტრაქტული თამაშის დროს – სტრატეგიული ურთიერთქმედების უმარტივესი მოდელი, როდესაც მოთამაშის მოგება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ რას აკეთებს თვითონ, არამედ იმაზეც თუ რას აკეთებენ სხვა მონაწილეები. მაგალითად თუ დავუშვებთ რომ 1 მოთამაშე მხოლოდ 1 სვლას აკეთებს, საჭიროა მხოლოდ ის რომ საკუთარი სვლის არჩევის შემდეგ, მოთამაშემ არ მოინდომოს სვლის შეცვლა სხვა მოთამაშის არჩევნიდან გამომდინარე. სწორედ ეს წონასწორობა, როგორც ნეშმა აღწერა – ყოველთვის არსებობს, ნებისმიერი სტრატეგიული ურთიერთქმედებისას.

ნეშის წონასწორობა არის სიტუაცია რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური აგენტის მიერ შერჩეული სტრატეგია ცნობილია და აგენტები ერთმანეთთან ურთიერთქმდებენ  საკუთრივ შერჩეული საუკეთესო სტრატეგიებით.

აშშ VS ირანი (1953 წ. აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალება)

”ასე ვაპირებთ ჩვენ მოჰამედ მოსადეყის თავიდან მოშორობეას” – 1953 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფს განუცხადა თავის მზაკვრული გეგმის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხელში ირანის პრემიერ-მინისტრის დამხობის გეგემა ეჭირა, რომელიც CIA-ის თანამშრომლის და აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილის, კერმიტ რუზვლეტის მიერ იყო მომზადებული.

ჯონ ფოსტერ დალესი

თავდაპირველად მოჰამედ მოსადეყის ლიკვიდაციის ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა, რადგანაც პრინციპული ირანელი ლიდერი საპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. ეს იყო ერთადერთი ნავთობის კომპანია, რომელიც ირანში ოპერირებდა. 1951 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი ნაციონალიზაციის შესახებ, ხოლო აპრილში მოჰამედ მოსადეყი პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია.

1 მაისს განხორციელდა ნაციონალიზაცია. როგორც მაშინ ირანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”ირანელმა ხალხმა საუნჯე გახსნა, რომელზეც იქამდე დრაკონი იჯდა”.

მოსადეყის მთავრობამ ბრიტანელებს ნავთობის ოპერაციებიდან 25%-იანი წმინდა მოგების წილი შესთავაზა, რათა ბრიტანელების გული მოეგო. ასევე ბრიტანელი თანამშრომლების უსაფრთხოების და დასაქმების პირობა მისცა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელებმა უგულუბელყვეს ირანელი ხალხის და პარლამენტის გადაწყვეტილება საკუთარ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ და თავისი იმპერიალისტური ზრახვების კვალდაკვალ მოინდომეს მთლიანად ჩაეგდოთ ხელში ნავთობკომპანია. ამისთვის კი მათ მოსადეყის თავი ჭირდებოდათ.

მოჰამედ მოსადეყი (ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში)

ბრიტანელების მიერ ირანის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოხრჩობის მცდელობები ვერ განხორციელდებოდა ამერიკელების აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ ტრუმენის და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ბრიტანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ირანი, მათ ისღა დარჩენოდათ რომ დახმარებისთვის აშშ-ისთვის მიემართათ. 1952 წელს ჩერჩილის მთავრობამ კერმიტ რუზველტთან დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რეალურად CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ჯონ ფოსტერ დალესი გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო და მოსადეყში საფრთხეს ხედავდა, რადგანაც ეს უკანსაკნელი არ ემორჩილებოდა ანგლო-საქსურ დღის წესრიგს და საკუთარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად ცდილობდა. ის შიშობდა, რომ ცივი ომის დროს ირანი ნეიტრალიტეტს დაიკავებდა, ასევე არ მოსწონდა ირანის მიერ მთავრობის სოციალისტური იდეების მხარდაჭერა, რაც მაგალითად ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციაში გამოიხატა.

საქმე ისე შემოტრიალდა, რომ 1953 წელს მოჰამედ მოსადეყის დამხობის და ირანში სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია უფრო ამერიკული იყო, ვიდრე ბრიტანული. 26 წლის შემდეგ კერმიტ რუზვლეტმა წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმა CIA-მ ეს ოპერაცია. მან წიგნს ”კონტრგადატრიალება” დაარქვა, სადაც აღნიშნავდა რომ ეს ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ ირანში კომუნისტურ პარტიას (თუდე) არ ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. თუმცა ეს მტკნარი ტყუილი იყო, რადგანაც მოსადეყი არ იყო კომუნისტი და კომუნისტურ პარტიასთან საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დინ აჩესონი (ტრუმენის სახელმწიფო მდივანი) მას მოიხსენიებდა, როგორც: ”მდიდარი, რეაქციული, ფეოდალურად მოაზროვნე სპარსელი, რომლის კომუნისტური პარტიის მიმართ თაგარძნობა ძნელი წარმოსადგენია”.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი არ იყო სიმპატიით განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმიართ – ის 1951 წელს მკაცრად გაუსწორდა თუდეს (კომუნისტური პარტია) მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. სწორედ ამიტომაც ამერიკული CIA რუზველტის მეთაურობით შაჰს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დუაიტ ეიზნჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი მის მხარეს არიან და მოსადეყის დამხობას აპირებენ. ამერიკელებმა შაჰი დაარწმუნეს იმაში, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოჰამედ მოსადეყს ატოვებინებდნენ თანამდებობას და მის მაგივრად ფაზლოლუ ზაჰედს ნიშნავდა, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბრიტანელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა მოსადეყი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან მისი ჩამოშორობა და უცხოელი აგენტების დახმარებით შაჰი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო შეშინებული შაჰი ქვეყნიდან გაიქცა და რომს შეაფარა თავი.

1953 წელს თეირანში შესრულებული გრაფიტი Yankee go home ”ამერიკელებო გააჯვით”

16 აგვისტოს თეირანში მოსადეყის მხარდასაჭერი და შაჰის და აშშ-ის საწინააღმედეგო მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ნაციონალური ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ყველაფრის შემხედვარე კერმიტ რუზველტმა და CIA-მ მიიღეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოში არსებული ფულის მასობრივი გამოყენებების შესახებ მოსადეყის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად. სხვადასხვა ინფორმაციით აშშ-ს ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 1-დან 19 მლნ. $-მდე დაუჯდა. ხალხის მასობრივი მოსყიდვით, პროვოკაციების წახალისებით და მოსადეყის მხარდამჭერებზე თავსდასხმების მეშვეობით ამერიკელებმა მაინც შეძლეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა.

9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები მოსადეყის ერთგულ ჯარისკაცებს და ამერიკელების მიერ მოსყიდულ მეომრებს შორის. 300 ადამიანამდე დაიღუპა და უამრავი დაშავდა, სანამ შეტაკებები არ შეწყდა.

შემდგომი 25 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ის იმდენად ახლო მოკავშირე იყო, რომ მოსადეყისთვის ეს ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა. შაჰმა საკუთარი ქვეყანა მთლიანად ჩაუგდო ხელში ამერიკელ ჯარისკაცებს და სადაზვერვო ორგანიზაციებს, რათა ის გამოეყენებინათ როგორც პლაცდარმი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღდეგ.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ CIA-მ ყოველწლიურად ირანელი რელიგიური ლიდერების – აიათოლების დაფინანსება დაიწყო, რათა მათი კეთილგანწყობა არ დაეკარგა. 1953 წლიდან 1977 წლამდე ამერიკელები ყოველწლიურად 100-400 მლნ. $-მდე უხდიდნენ აიათოლებს და უმაღლეს რელიგიურ მსახურებს, იქამდე ვიდრე 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ეს ფინანსური დახმარება უეცრად არ შეუწვიტა მათ.

1953 წელს ამერიკელების მიერ ირანში მოწყობილი გადატრიალების შედეგად ირანში დიდი ხნით დასამარდა დემოკრატია. მოჰამედ მოსადეყი საკმაოდ დემოკრატიული მმართველი გახლდათ და პროგრესული რეფორმების გადატრებას ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, თუმცა აშშ-დიდი ბრიტანეთის დუეტმა გადაწყვიტა სამხედრო გადატრიალების მოწყობა. სწორედ CIA-ის მიუძღვის ლომის წვილი ირანში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წახალისებაში, რის შედეგებსაც ირანის მოსახლეობა დღესაც იმკის.