Spiegel: ახლახან აღმოჩენილია 1991 წ. დოკუმენტები ნატოს არგაფართოებაზე

კოლი, გენშერი, გორბაჩოვი – 1990 წ. © REUTERS

ბრიტანულ არქივში აღმოჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დასავლური ქვეყნები 1989-1991 წლების მოლაპარაკებებზე საბჭოთა კავშირს დაპირდნენ ნატოს არგაფართოების შესახებ, აღნიშნავს გერმანულ ჟურნალი Spiegel. გორბაჩოვმა გდრ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები წინააღმდეგობის გარეშე დათმო. სანაცვლოდ ამერიკელები და ევროპელები გეგმავდნენ ნატოს გარდაქმნას სამშვიდობო სტრუქტურად.

რუსეთი ათწლეულობის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასავლეთის მიერ მიცემული დაპირების დარღვევაა, რაც ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ იქნა მიცემული. და ახლა ამოტივტივდა დოკუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

რამდენიმე კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თავი თავდაჯერებულად ეკავა. ნორვეგიელმა დამაჯერებლად უპასუხა Spiegel-ის კითხვას, ჰქონდა თუ არ მიცემული ნატოს დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოებაზე. სტოლტენბერგმა მტკიცდ უპასუხა: ”ეს უბრალოდ ტყუილია”. ასეთი დაპირება არასდროს არ გაცემულა, მსგავს კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ეს უბრალოდ სიყალბეა”.

სტოლტენბერგის მსგავსად სიტუაციას ანალოგიურად ხედავს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი, სამხედრო და ჟურნალისტი. ეს საერთო პოზიციაა: 1999 წელს პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და შემდეგ სხვა აღამოსავლეთევროპული ქვეყნების მიღება ნატოში თითქოს არ ეწინააღდეგებოდა მოსკოვთან შეთანხმებას ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ 1989 წელს. ეს საერთო პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი პუტინი ნებისმიერი საბაბით იმეორებს, რომ დასავლეთმა მისი ქვეყანა მოატყუა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამას ამტკიცებს პუტინი, ვინ მოისურვებს დასავლეთში დაადანაშაულონ იმაში, რომ ის ”პუტინის პროპაგანდის” დამხმარეა?

და მაინც: სტოლტენბერგის პოზიცია შეკითხვებს იწვევს. ამაზე მოწმობს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული დოკუმენტიც. ეს დოკუმენტი ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოშუა შიფრინზონმა გამოჩხრიკა, ამასთან ერთად აღნიშნული საბუთი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში საუბარია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი პირების შეხვედრაზე 1991 წლის 6 მარტს ბონში.

შეხვედრის თემა პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. გდრ და ფრგ გაერთიანდნენ შეხვედრამდე 5 თვით ადრე. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვარშავაში და ბუდაპეშტში პოლიტიკოსები გამოხატავდნენ ინტერესს დასავლურ ქვეყნებთან კავშირის თაობაზე. აღმოჩენილი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ იმ დროს ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები იყვნენ საერთო პოზიციაზე: ნატოში აღმოსავლეთევროპული ქვეყნების წევრობა – ”მიუღებელია”.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გერმანიის წარმომადგენლის იურგენ ჰრობოგის შენიშვნა ზემოთხსენებულ დოკუმენტში:

”ნატო არ გაფართოვდება ელბას მეორე მხარეს. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ნატოს წევრობა შევთავაზოთ.

შეგახსენებთ, რომ 2+4 მოლაპარაკებები გამართული იყო ფრგ-ს და გდრ-ს და II მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 წამყვან ქვეყანას შორის (საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი)

ჯერ კიდევ 1993 წელს, პუტინის რეჟიმის შექმნამდე დიდი ხნით ადრე რუსები აღნიშნავდნენ, რომ უეცრად გაჟღერებული გეგმები ნატოს გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდა 2+4 მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტს. დოკუმენტიდან გამომდინარე, რუსები საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისას 1991 წლისს ოფიციალურ დასტურს ეყრდნობოდნენ ფრგ-ს ხელმძღვენელობისგან – კანცლერ ჰელმუტ კოლისგან და ჰანს-დიტრიხ გენშერისგან.

ამერიკელებიც ანოლოგიურად უყურებდნენ 1991 წლის სიტუაციას, როგორი დამოკიდებულებაც დღეს პუტინს გააჩნია – დაუშვებელია ნატოს გაფართოება. თუ დოკუმენტს დავუჯერებთ აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზაიცი გერმანელ კოლეგას ჰრობოგს დაეთანხმა და თქვა:

”ჩვენ მყარად დავარწმუნეთ საბჭოთა კავშირი 2+4 მოლაპარაკებებზე და სხვა შეხვედრებზე, რომ არ ვაპირებთ არანაირი სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარების უკან დახევით აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით – არც ფორმალურად, არც არაფორმალურად.”

ამის მიუხედავად, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ დასავლეთმა ხელი არ მოაწერა კრემლთან იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნებოდა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავდა. ეტყობა იმ მოლაპარაკებების მონაწილეები კეთილსინდისიერად მოქმედებნენ. გორბაჩოვის დაპირების შემდეგ საბჭოთა კავშირი დემოკრატიულად გარდაესახა, იმპერია აღმოსავლეთით რეფორმებისთვის მზად ჩანდა, გორბაჩოვმა ასევე აღნიშნა მზაობა საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების საკითხი განეხილა. საპასუხოდ კოლს, გენშერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად სურდათ ნატოს რეფორმირება, სამხედრო ბლოკიდან მისი გარდაქმნა პოლიტიკურ ალიანსად და სერიოზულად გაეთვალისწინებინათ კრემლის ინტერესები. ნავარაუდები იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოებით ნატო კონფლიქტამდე არ მივიდოდა.

კლაუს ვიგრეფე (Klaus Wiegrefe)

ბაიდენის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გამძაფრება უკრაინის გამო საშინელი აზრია

რიჩარდ საკვა რუსეთის და ევროპული პოლიტიკის პროფესორია კენტის უნივერსისტეტში. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამორჩეული ინგლისურენოვანი სპეციალისტია და მისი ანალიზის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. მისმა ბოლო წიგნმა უკრაინის საკითხის გარშემო ”უკრაინის ფრონტის ხაზი’ [Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands] საკმაოდ მაღალი შეფასებები მოიპოვა დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში.

რიჩარდ საკვა

დასავლეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღი გააგზავნონ – ეს შეიარაღების გაზრდა მხოლოდ გააღვივებს ისედაც შესაძლო კატასტროფულ დაპირისპირებას. სინამდვილეში ჩვენ გვესაჭიროება რეგიონში მშვიდობის დამყარების სრულფასოვანი გეგმა.

ბოლო კვირებში დასავლური მედია 1930-იანი წლების ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენებს დაუბრუნდა, რომ ახსნას რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო „ცხელი ომის“ შედეგები. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა განმარტებულია საჭიროებით, რომ არ მოხდეს რუსეთის მორიგი „დაშოშმინება“; ხოლო კიევის უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში მიჩნეულია, როგორც ეროვნული გადარჩენის საკითხი.

უკრაინის ფრონტის ხაზი: კონფლიქტი მოსაზღვრე მიწაზე-ს ავტორი, პროფესორი რიჩარდ საკვა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ბევრად უფრო რთულ სურათს ხატავს. მისი აზრით, უკრაინული საზოგადოება დღემდე დაპირისპირებაში იმყოფება ორ ძალას შორის: პლურალისტურ ბანაკს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უფრო კომპლექსურად ხედავს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მოსაზრებების ერთგულნი არიან.

2014 წლის მაიდანის პროტესტები, სამხედრო კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მხოლოდ გააღვივა ეს დაყოფა. თუმცა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მხარე დაუჭირა მინსკის II ხელშეკრულებას და ნორმანდიის ფორმატს, რომელთა მიზანი მაინც კონფლიქტის ჩაცხრობაა; გარდა ამისა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატებს, მათ შორის 2019 წელს საპრეზიდენტო კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის, რომლებიც პროცესების დარეგულირების მომხრენი იყვნენ და არიან. თუმცა, საკვას აზრით, ხმაურიანი ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა აწარმოებს „ტყვედ აყვანის“ პოლიტიკას, რაც აგრეთვე ასაზრდოებს მკაცრი და უხეში პოლიტიკის მიმდევრებს მოსკოვში.

ამერიკული სოციალისტური გამოცამა Jacobin პროფესორ რიჩარდ საკვას უკრაინის კრიზისზე, დაპირისპირების წინაპირობების და მშვიდობიანი პროცესის წარმოების შესახებ გაესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად ქართულ ენაზე.

ჟურნალისტი  | დასავლურ მედიაში უკრაინაში ფაქტიურად წარმოჩენილი, როგორც რუსეთის ანტიპოდი, მასთან სრულად დაპირისპირებული მხარე. გაზეთ Times-ს თანახმად, „უკრაინელები მზად არიან გაგლიჯონ რუსები შიშველი ხელებით“. მეტიც, 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ზოგადად მიღებულია, რომ უკრაინელებს სურთ ამ ალიანსში გაწევრიანება, რასაც ხელს სწორედ რომ რუსეთი უშლის. რა სამხილები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

რიჩარდ საკვა  | ამაზე საუბრისთვის ჩვენ კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა გავეშუროთ, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოც და უკრაინაც დაპატიჟებულნი იყვნენ ალიანსში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იყო განმარტებული უკრაინული პოლიტიკა წლების განმავლობაში მისი ევროპული არჩევანის თვალსაზრისით; არჩევანი, რომელიც მუდამ იყო სადავო არსებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინული საზოგადოება ყოველთვის გაყოფილი იყო. უდავოა, რომ ქვეყნის დასავლეთს, გალიციურ ელემენტს, მართლაც სურს დასავლეთთან შეერთება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა.

პოსტკოლონიალურობა, თუ ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ჰიბრიდულობას, მაგალითად, ლინგვისტურ და კულტურულ დონეებზე; ხოლო, კულტურული სეპარატიზმის თანახმად, ყოფილ მეტროპოლიასთან ყველა კავშირი უნდა იყოს გაწყვეტილი. ამის ფონზე, უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი უფრო მიდრეკილია სწორედ რომ ჰიბრიდულობისკენ და სურთ, რომ ახლო კავშირები შეინარჩუნონ რუსეთთან. აქედან გამომდინარე ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერი არიან კულტურის, ისტორიის, შერეული ქორწინებების და სხვა ფაქტორების თვალსაზრისით არ არის უსაფუძვლო; მას არასდროს უთქვამს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენენ – ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მე ვიმოგზაურე დონბასში 2008 წელს და ყველგან შენობებზე ეწერა „არა ნატოს“. ამ დროს კი ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი 2010-2011 წლების საბუთების თანახმად, ამერიკის ელჩი კიევში აგზავნიდა დეპეშებს შეტყობინებებით, რომ მთელ უკრაინას სასწრაფოდ სურდა ნატო-ში გაწევრიანება; ეს მოსაზრება დასაბამიდანვე იყო მცდარი და ხელოვნური; რუსეთი კი წარმოჩენილი იყო, როგორ მუხრუჭი ამ სურვილების, რაც არღვევდა ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.

დღევანდელი გამოკითხვები ამას ადასტურებს, რომ ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. ჯერარდ ტოლმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა გამაოგნებლად მაღალი რაოდენობა, მოსახლეობის სადღაც 30% ან 40%, გამოთქვამს რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილს; და ეს, ყირიმისა და დონბასის გამოკლებით. ზოგიერთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაც კი სურს. ეს არის ის, რასაც ზბიგნევ ბჟეზინსკი, იქამდე კი სამუელ ჰანტინგტონი უწოდებდა გახლეჩილ, გაყოფილ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ყველა განურჩევლად მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა, ეს მოსაზრება თავს იქნა მოხვეული განსაკუთრებით 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ნეო-ნაციონალისტური მთავრობა მოვიდა.

ჟურნალისტი  | ვლადიმირ იჟჩენკოს ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შემდეგ იგი გაიზარდა და 2014 წლის ომის შემდეგ, ლოგიკურად, მხოლოდ უნდა გამყარებულიყო. თუმცა, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკის არჩევით, რომელიც მხარს უჭერდა მინსკი II-ის ხელშეკრულებას, ომის პარტია დამარცხდა და უნდა მომხდარიყო მოვლენების დაშოშმინება. რატომ ვერ მოხერხდა ეს ცხოვრებაში?

რიჩარდ საკვა  | დიახ, ზელენსკი არჩეულ იქნა, როგორც მშვიდობის კანდიდატი. თუმცა, მე გავბედავ და ვიტყვი, რომ 2014 წელს, როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს – ისიც მშვიდობის კანდიდატი იყო, ოლიგარქი ახლო კავშირებით რუსეთთან და ა.შ. თუმცა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვითარების დაშოშმინება.

2019 წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ გერმანია, უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან იყო ხელშეკრულების იმპლიმენტაციის სურვილი. თუმცა, უკვე ამ მომენტისთვის ხალხმა დაიწყო შეკრება მაიდანზე და იმის გაცხადება, რომ ისინი არ მიიღებდნენ მინსკი II-ის ხელშეკრულების დანერგვის ნებისმიერ ფორმატს, რომელიც იგულისხმებდა დონბასისთვის ფართო უფლებების (ავტონომიის) მინიჭებას.

შესაბამისად, პირველი მიზეზი არის კარგად მობილიზებული ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა, რომელსაც მოსახლეობა ტყვედ ჰყავს აყვანილი (ტყვედ აყვანის პოლიტიკა). მეორე, ეს უმცირესობა მხარდაჭერილია გეოპოლიტიკურად დასავლური ძალების მიერ, რასაც მე ვუწოდებ ატლანტიკური ძალის სისტემას; ამ უმცირესობის ბნელ მხარეებზე, როგორც წესი, დუმან ხოლმე. თუმცა, აქ საუბარია არა მხოლოდ ნატო-ზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც არ მისდევს გაცხადებულ ღირებულებებს.

ზელენსკი პოროშენკოზე უარესი გამოდგა, როდესაც საუბარია რუსულენოვანი კულტურის და მედია ინსტიტუტების დაკნინებაზე; მეტიც, ისტორიის დამახინჯებულ აღქმაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და გარე ფაქტორები შეირწყნენ ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის თხრობა ახლა დომინანტია. თუმცა, უკრაინა დღემდე რჩება გახლეჩილ ერად.

სინამდვილეში, უკრაინელები მეტად მშვიდობიანი ერია. სწორედ ამიტომ არის ეს კატასტროფა, რომ ჩვენ საუბრობთ კონფლიქტსა და ომზე. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო დიდი სურათის – მეორე ”ცივი ომის” ნაწილია. და თუ ეს მართლაც ”ცივი ომია”, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვმართოთ კრიზისი. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ დღეს ნელ-ნელა ვუახლოვდებით კუბის რაკეტების კრიზისს. 1962 წლის ოქტომბერში ის მშვიდობიანი გზით იყო განმუხტული. იუპიტერის რაკეტები მოშორებული იქნა თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმაც წაიღო საკუთარი შეიარაღება და აშშ-მა კუბაში შეჭრისგან თავი შეიკავა.

სწორედ ამას ითხოვს პუტინი, აქამდე ითხოვდა ბორის ელცინი და ამაზე მსჯელობდა მიხეილ გორბაჩოვი, როდესაც ამბობდა, რომ ატლანტიკური სამხედრო უსაფრთხოების სისტემის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ეს თემა უკვე ბოლო 30 წელი აქტუალურია. 2018 წელს პუტინმა ერისადმი მიძღვნილ სიტყვაში, როდესაც სუპერ სწრაფ რაკეტებზე ისაუბრა განაცხადა, რომ „თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ მაშინ, მაშ მოგვისმინეთ ახლა“. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ უკრაინული საზოგადოება არის გახლეჩილი. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მშვიდობის მომხრე უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეზეა დასავლეთის მიერ მოკლევადიანი გეოპოლიტიკურ სარგებლისთვის მხარდაჭერილი უკრაინული საზოგადოების ყველაზე ცუდი ელემენტები. სულ რაღაც ახლახან უკრაინა ნეიტრალიტეტის ერთგული იყო.

თუ ირლანდია არის ნეიტრალური, თუ ავსტრია არის ნეიტრალური, თუ ფინეთი არის ნეიტრალური, რატომ არ შეუძლია უკრაინას იყოს ნეიტრალური, თუ ამის რეალური წინაპირობა უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც არსებობს?! ეს ხომ იყო სახელმწიფო პოლიტიკა 2014 წლამდე, როდესაც ნეო-ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ჟურნალისტი  | მოვლენების გაჟღერებისას ზოგიერთი იყენებს მიხეილ გორბაჩოვის სიტყვებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა განხილული ცივი ომის დასრულებისას. ამით, ისინი ცდილობენ უარყონ რუსეთის მტკიცება, რომ „პირობა იყო დადებული, თუმცა არ შესრულდა“. თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ პოსტ-ცივი ომისეულ გაფართოებაში არ იგულისხმებოდა რუსეთი, რაც აპრიორი მთელ პროცესს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს აღქმული გორბაჩოვის, შემდეგ ელცინისა და პუტინის მიერ გაკეთებული შემოთავაზება „დიდი ევროპის“ შესახებ, რამაც უნდა ჩაანაცვლოს მეორე ”ცივი ომი”?

რიჩარდ საკვა  | ეს არ არის უბრალოდ გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის იდეა; ეს არის გოლისტური [რედ. შარლ დე გოლის სახელიდან] მოსაზრება, რომ ევროპამ საკუთარი ბედი უნდა აკონტროლოს. ფრანსუა მიტერანი აგრეთვე საუბრობდა ევროპის კონფედერაციაზე.

გორბაჩოვმა ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს არგაფართოებაზე დაპირებები არ იყო გაცემული და დღემდე გაუგებარია რატომ იცრუა. 2017 წელს, ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გავიგეთ, რომ ათობით დასავლეთის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა გერმანიის მიღმა. ეს უდავოა. ეს არის არნახული პროპაგანდისტული ომის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულნი; დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირება არ იყო გაცემული.

მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას ჰანს დიტრიხ გენშერთან და ჰელმუტ კოლთან ერთად. რუსეთი, 1990 წელი, 15 ივლისი

ცივი ომის მიწურულს მაგიდაზე ორი მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი იდო და ორივე კარგი იყო. დასავლური „გაერთიანებული და თავისუფალი ევროპა”. მის საპირწონედ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული „საერთო ევროპული სახლი“. პრობლემა ნატო-ს გაფართოებაშიც კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამ პროცესში უგულველყოფილი იყო რუსეთის უსაფრთხოების საკითხები.

„საერთო ევროპული სახლი“ არის ერთადერთი სწორი არჩევანი. ხალხს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე არა. მეტიც, რუსეთშიც კი ბევრი ადამიანია ლიბერალებს შორის და აგრეთვე კონსერვატორებშიც, რომლებიც დაეთანხმებიან ამ იდეას. საკითხავია, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. გორბაჩოვს და სხვებს სურდათ, რომ ეუთო გადაქცეულიყო უსაფრთხოების საკითხებზე მთავარ ორგანოდ, ხოლო უშიშროების საბჭოს რეგიონალურ დონეზე გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მისია შეესრულებინა; ამ ორ ორგანოს უნდა გადაეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. მერე უკვე ნატოს შეეძლო გაფართოება. ბევრის აზრით, ეს კარგი ხედვაა. ნატო შეაფერხებს პატარა ქვეყნებს ერთმანეთში ომის წარმოებისგან და, იმედია, შეაკავებს თურქეთსა და საბერძნეთს.

თუმცა, რუსეთი უნდა გახდეს უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. 1997 წელს ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივი ერთიანი საბჭო და შემდეგში 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მიზანზე ორიენტირებული. უდავოა, რომ 2018 წლიდან პუტინმა და მისმა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „გვეყო! ჩვენ ვეღარ ვენდობით დასავლეთს, ისინი ჩვენს საზღვარს უახლოვდებიან“. და აქ არ იგულისხმება უბრალოდ ნატო, არამედ ანტი-ბალისტიკური დანადგარები რუმინეთსა და პოლონეთში, აგრეთვე MK-41 Aegis Ashore. შესაბამისად, როდესაც ბომბდამშენი B-52, რომელსაც შეუძლია ატომური შეიარაღების გადაზიდვა, საზღვრის გასწვრივ დაფრინავს და უსასრულოდ შავ ზღვაში შედიან სამხედრო გემები, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ყველაზე სახიფათო ამ მეორე ”ცივ ომში” კი ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით დასავლეთში, თუ რაოდენ საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით.

ჟურნალისტი | ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა არარის მონოლითური და ზოგიერთ ძალას სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა, იგივე შეიძლება უშუალოდ რუსეთზეც ითქვას. თუ გვერდზე გადავდებთ ალექსეი ნავალნის მიერ Time-სთვის გაკეთებულ კომენტარებს, რომლებშიც ის აკრიტიკებს დასავლეთს, რომ მან ქვეყანა პუტინს ჩააბარა და რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, არსებობენ სხვა ოპოზიციონერებიც; ისინი უყურებენ ამ საკითხს განსხვავებულად და აგრეთვე აკრიტიკებენ პუტინს უკვე არა ლიბერალური და პრო-დასავლური თვალსაზრისით. როგორ უნდა შევაფასოთ მოსაზრება, რომ პუტინი მიზანმიმართულად იყენებს არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გაზზე ფასების გაზრდით, რომ მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია კონფლიქტის შიშით?

რიჩარდ საკვა  | ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტი არის ის, რომ რუსეთში საკუთარი სისუსტის ფონზე ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. კვლევები არჩვენებს, რომ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას ნავალნის მხარდაჭერა 1-2%-ის ფარგლებში იყო და ახლაც იგივე რეალობაა მისი ცნობადობის მიუხედავად. ადგილობრივი ოპოზიცია გაჭედილია ამ მავნებლურ ჩაკეტილ წრეში, როდესაც მათ მიმართ ცივი ომის პერიოდის ტერმინები გამოიყენება, როგორიც არის „მეხუთე კოლონა“, „დივერსანტები“; და ეს იმ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ითხოვენ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა უფლებებს. ისინი დასავლეთთან სახიფათო თამაშს თამაშობენ.

თუმცა, რუსების აზრი ომისადმი არ არის დადებითი – პირიქით. იგივე ხდება უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ეს ომის წყურვილის შესახებ მოსაზრება მხოლოდ დასავლეთშია გავრცელებული. უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ერია, ისევე, როგორც რუსები.

ყველაზე მცდარი აზრი, რომელიც ეხება პუტინს არის ის, რომ იგი მიზანმიმართულად აწარმოებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომ მოახდინოს მოსახლეობის შიდა კონსოლიდაცია. სინამდვილეში, დიახ, მისი რეიტინგი კი დავარდა, თუმცა იგი დღემდე გამაოგნებელ დონეზეა (65%) იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელი იმყოფება. მე არ მივეკუთვნები ჯონ მირშაიმერის მსგავსად თავდასხმითი რეალიზმის მიმდევარს, რომელსაც მიაჩნია, რომ საშინაო პოლიტიკას არ აქვს ზეგავლენა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების თემებზე, თუმცა ფრიად მესიმპატიურება ასეთი მოსაზრება.

მე ყოველთვის ვიცავდი რუსეთში „დანაწევრიანებული“ პოლიტიკის შეხედულებას: ქვეყანაში განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების არსებობის აზრს, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მმართველ ელიტებში. და როგორც მე მესმის, 2019 წლის გაზაფხულიდან კრემლში არსებულმა მმართველმა ელიტამ და ე.წ. პრაგმატიკოსებმა პოზიციები დაკარგეს. ფაქტიურად ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „მორჩა, გვეყოფა! ჩვენ დასავლეთი მასხრად გვიგდებს და დროა პასუხი გავცეთ.“ სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გასრესა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად, თვითმიყენებული ზიანია. ეს შიდა რეპრესიები არ ამართლებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ უდავოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ უსაფრთხოების პრეტენზიებზე, მაგრამ ამით არ და ვერ მართლდება, მაგალითად, ისეთი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახურვა, როგორიც არის ‘‘მემორიალი”. ჩემთვის მემორიალის მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობა იყო ქვეყანაში პლურალიზმისა და ღიაობის სივრცის არსებობის მაგალითი. თუმცა, 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფომ დახურა ეს მიმართულება.

ჟურნალისტი | ბრიტანული მედია ხშირად ყურადღებას აქცევს ჩვენს ვალდებულებას, რომ არ „დავაკმაყოფილოთ“ პუტინის სურვილები. აგრეთვე, გვაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თხრობა მწვანეთა პარტიიდან ანალენა ბერბოკის განცხადებების სახით, რომ ქვეყანას აქვს „ისტორიული ვალდებულება“ დაიცვას ეს სახელმწიფოები. მოსაზრება, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსს ქვეყნებს უნდა ჰქონდათ არჩევანის უფლება და არ იყვნენ მიტოვებულნი ბედის ანაბარას, რასაც პუტინი ითხოვს, საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თხრობის გამოყენება ქმნის ვითარებას, როდესაც კრიტიკის სივრცე აღარ რჩება; იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ხისტ პოლიტიკას, აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ისე, რომ არ იყვნენ დადანაშაულებულნი პუტინის სურვილების „დაკმაყოფილებაში“.

რიჩარდ საკვა  | რეალობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პირველი ”ცივი ომის” დროს რაიმე სახის კამათი და დებატი მაინც იყო. მე უკვე აღვნიშნე დე გოლის საფრანგეთი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში იყო ოსტპოლიტიკა, რომელიც 1960-იანი წლებიდან მხარს უჭერდა ჩართულობას. ყველაზე გამაოგნებელი დღეს არის ის სიჩუმე, რომელიც არის ჩვენს მხარეს; ოპოზიციური ბანაკიდან მხოლოდ ერთეულების ხმა ისმის. ერთობ კარგია, როდესაც იგი გაერთიანებულია გააზრებული პოლიტიკის ირგვლივ და არა მავნე, გაუაზრებელი წარმოდგენის, რომელიც მსოფლიოს დამახინჯებულად წარადგენს – დაბეჩავებული უკრაინა რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ გერმანია ერთგული საკუთარი ისტორიული ვალდებულების, თუმცა, ძალიან საშიშია ამ მიდგომის მისადაგება სრულად განსხვავებული ვითარებისადმი. დღეისთვის ჩართულობის ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გერმანიის ზოგადი მიდგომაა, მათ შორის ჩრდილოეთ ნაკადი 2, უკვე აპრიორი აღქმულია, როგორც პუტინისთვის „კოჭის გაგორება“.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს დღევანდელი ვითარების რეალური გააზრება. პუტინს არ სურს საბჭოთა იმპერიის აღორძინება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამ კვირას განაცხადა, რომ პუტინი არის ეთნონაციონალისტი. ამაზე დიდი შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია: დღეს რუსეთში ცხოვრობს 150-ზე მეტი ეროვნების ხალხი. პუტინი გამუდმებით გმობს ეთნონაციონალიზმს; ეს ხომ გაანადგურებს თვით რუსეთს. მაშ, თუ ასეთ მარტივ რაღაცებში დასავლელი პოლიტიკოსები უშვებენ ესოდენ დიდ შეცდომას, ისინი ასეთივე დიდ შეცდომას დაუშვებენ გეოპოლიტიკაშიც.

შესაბამისად, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო საშიშია, რადგან მხოლოდ ერთეული მამაცი ადამიანი თუ იტყვის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არის მცდარი. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ განვითარდა ”სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის კვინსის ინსტიტუტი” (Quincy Institute for Responsible Statecraft). ამ მცირე ჯგუფიდან სულ რამდენიმეა ამერიკაში, კიდევ უფრო ცოტა დიდ ბრიტანეთში და ახლა ჩრდილი გერმანიასაც მიადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მწვანეთა პარტია მოვიდა. მწვანეები ხომ ფაქტიურად კლინტონისებრივი ინტერვენციონალისტი ლიბერალები არიან [რედ. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი], რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ცუდი მსოფლიო წესრიგის ძალას – ”ცივი ომის” პერიოდის ქორებს.

საგარეო პოლიტიკა უნდა ყოველთვის იყოს დაბალანსებული ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. რუსეთის რომ უნდოდეს უბრალოდ უკრაინაში შეჭრა და ადგილობრივი დემოკრატიის განადგურება, მე პირველი დავუჭერდი კიევს მხარს. თუმცა, ეს ასე არ არის. პუტინის ე.წ. რევიზიონიზმს არაფერი საერთო არ აქვს ადოლფ ჰიტლერის პერიოდთან. ეს მუდმივი შედარებები ჰიტლერთან არის უაზრობა. როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მან ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წევრი გახდებოდა. რუსეთის ელიტები და მთავრობა რაციონალურები არიან. ისინი არ ცდილობენ იმპერიის აღორძინებას. ისინი უბრალოდ ამბობენ „ახლა, ჩვენ კედელთან ვართ მიმწყვდეულები. მოგვისმინეთ.“

პრობლემის მოგვარება ძალზედ მარტივია: უკრაინის ნეიტრალიტეტი. თუმცა, არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად. პუტინი მხარს უჭერდა მინსკი II ხელშეკრულების იმპლიმენტაციას, რაც გულისხმობს დონბასის უკრაინისთვის დაბრუნებას; მაშ, სად არის აქ იმპერიის აღორძინების იდეა? ახლა, დონბასში განსხვავებული აზრის მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად პუტინმა საკუთარი სამხედრო ნაწილები იმიტომ მოამზადა, რომ უკრაინასაც 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული საზღვარზე; მათ ზურგს უმაგრებს თურქული ”ბაირახტარის” წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომისას. შესაბამისად, მოსკოვს შეეშინდა, რომ უკრაინას შეეძლო გაემეორებინა ხორვატიის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ქარიშხალი, როდესაც იგი თავს დაესხა სერბულ ანკლავებს. ვითარება მძიმეა, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გასაგები.

ჟურნალისტი | ცოტა ხნის წინ თქვენ ეს მდგომარეობა შეადარეთ „კუბის კრიზისს შენელებულ ვარიანტში“. იმ დროს ორივე მხარეს ჰქონდა სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. არსებობს თუ არა ქაც ამის ვარიანტი : ნორმანდიული ფორმატის მორიგი რაუნდი ან მინსკის ხელშეკრულება?

საუბარია ბაიდენ-პუტინის სამიტზე, რომელიც უკვე მომავალ კვირას უნდა ჩატარდეს, რასაც მე მივესალმები. მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერში. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 50-50-ზეა. მგონი ხალხს არ ესმის თუ რაოდენ გაგვიმართლა 1962 წელს, რადგან შეგნებული ლიდერები გვყავდა; ბოლოს და ბოლოს, იქით მხარეს ჯეკ კენედი და რობერტ კენედი იყვნენ, აგრეთვე ურთიერთკავშირები და ა.შ. მგონი დღეს იგივე ვითარება არ არის, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის დაპირისპირებას. დასავლეთი და, რა თქმა უნდა, ბრიტანელები უბრალოდ იქ რაღაცsებს ფათურობენ და ამით უბრალოდ ხელს უწყობენ დაპირისპირებას; გერმანელებიც კი არ აძლევენ ბრიტანელებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას, რომ მიაწოდონ ეკიპირება.

ვფიქრობ ვითარება შეიძლება ორივე მიმართულებით განვითარდეს. რუსებს არ შეუძლიათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედონ, ხოლო დასავლეთი რაიმე გამოსავალს არ სთავაზობს მათ. თუმცა, რაღაც დონის ჩართულობა არის და ეს უკვე კარგია. რაღაც მინიმალური შემოთავაზებების გაკეთებასაც ახერხებენ, რაც აგრეთვე კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა რუსები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გორბაჩოვის პერიოდის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ზოგადად, ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხებს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ 1990-იან წლებში დამყარებულმა წესრიგმა ნათელი გახადა, რომ უსაფრთხოების თემები ამის განუყოფელი ნაწილია. რუსები ამბობენ, „ბიჭებო, სად არის ჩვენი უსაფრთხოება? ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყეს.“

ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ომთან. მე არ მგონია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს არტილერიის, საჰაერო დარტყმების და სხვა ხერხების გამოყენებას, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდეს და მოხდეს დასავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისკენ იძულება. აქამდე იყო მოძრაობა და ახლა უნდა მოხდეს რაიმე სახის განცხადება, ქმედება. კუბის კრიზისი მოგვარდა ისე, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა სახე. დღეს ჩვენ აღარ გვყოფნის სახის შენარჩუნება და გვესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები.

პუტინის რუსეთი მემარცხენეობის დევნაში

თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანალიზისას ზედაპირული განათლების მქონე ლიბერალები ხშირად სვამენ ტოლობის ნიშანს საბჭოთა კავშირს და პუტინის რუსეთს შორის. ეს ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურება, რადგანაც რეალურად ისტორიული წარსულის გარდა თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირთან ძალიან ცოტა რამ თუ აკავშირებს. პუტინის რუსეთი უკიდურესად ანტისოციალისტური, ველური კაპიტალიზმის და ფინანსური ოლიგარქიატის მქონე სახელმწიფოა, შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის ერთგვარი ანტიპოდია. ჩვენი დროის რუსეთს საქართველოსთან უფრო მეტი საერთო აქვს თუნდაც, ვიდრე საბჭოთა კავშირთან. საქართველოს და რუსეთს აერთიანებს არასამართლიანი საგადასახადო სისტემა, როდესაც ყველაზე ღარიბები და მდიდრები ეთნაირი საგასახადო განაკვეთით იბეგრებიან, შემოსავლების და ქონების კატასტროფულად არათანაბარი გადანაწილება – ეკონომიკური უთანასწორობის (ჯინი ინდექსის) მიხედვით საქართველო და რუსეთი რეგიონის ლიდერები არიან.

თანამედროვე რუსეთი და საბჭოთა კავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იდეოლოგიურ დონეზე, არამედ გატარებული პოლიტიკების მიხედვით. თუ საბჭოთა კავშირი დასავლეთის რეალური ალტერნატივა იყო სოციალისტური ეკონომიკური მოწყობის კუთხით, თან საკმაოდ მძლავრი, თანამედროვე რუსეთი დასავლური იმპერიალიზმის დანამატია.

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ის გარემოება, რომ პუტინის რუსეთში ჭეშმარიტი მემარცხენეობის დევნა სხვადასხა ეგიდით ხდება, რადგანაც ხალხის ხარჯზე, სახელმწიფო ქონების მიტაცებით გამდიდრებული ელიტისთვის ჰუმანური, დემოკრატიული და განმათავისუფლებელი იდეების გავრცელება და ტირაჟირება შეიძლება საფრთხედ იქცეს. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა – ვლადისლავ სურკოვმა, 2021 წლის ივნისში Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ: ”თავისუფლებით ზედოზირება სახელმწიფოსთვის სასიკვდილოა. ყველაფერი, რაც წამლის როლს ასრულებს, შეიძლება საწამლავიც აღმოჩნდეს. მთელი საქმე დოზირებაშია”

ამიტომაც პუტინის რუსეთში მმართველ პოლიტიკურ კლასს არ სურს მემარცხენე იდეებით მოსახლეობის ”ზედოზირება”. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან 3 სხვადასხვა იერიში ვიხილეთ მემარცხენე სუბიექტების მიმართ და დღევანდელ პუბლიკაციაში ზუსტად ამაზე გვსურს საუბარი.

DOXA

DOXA – რამდენიმე წლის წინ რუსეთში დაფუძნებული სტუდენტური საგნმანათლებლო პორტალია, სადაც თანამედროვე საუნივერსიტეტო პოლიტიკის კრიტიკული განხილვა ხდება და არამხოლოდ. DOXA-ს რედაქცია ღიად აკრიტიკებს რუსულ საგნმანათლებლო სისტემას, სტუდენტების სამოქალაქო გაერთიენებებს ეხმარება და რადიკალური ფილოსოფიის იდეების პოპულარიზაციას ახდენს: მარქსიზმის, ანარქიზმის და ფენიმინიზმის მიმართულებით. DOXA მემარცხენე დისკურსის წარმომადგენელია, გარკვეული ლიბერალური აქცენტით.

აღნიშნული ჟურნალი რუსეთის მასშტაბით ცნობილი გახდა გამოქვეყნებული მასალებით სტუდენტურ სოლიდარობაზე, აკადამიურ თავისუფლებაზე და გენდერულ პრობლემებზე რუსეთის უნივერსიტეტებში.

დაფუძნებიდან 4 წლისთავზე ჟურანალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, არმენ არამიანმა გამოცემის მთავარი ლოზუნგი გააჟღერა: ”ნაივურობა. სოლიდარობა. პროვოკაცია”. DOXA გამოირჩევა ჰორიზონტალური რედაქციით, იერარქიის არქონით, რაც იმას ნიშნავს რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. გამოცემა მოსკოვის ”ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” (Высшая школа экономики) სტუდენტების ბაზაზე შეიქმნა. რამდენიმე წლის წინ ამ უნივერსიტეტმა მიიღო ეთიკური კოდექსი, რომელიც სტუდენტების და მასწავლებლებს უკრძალავს საკუთარ აფილირებას უნივერსიტეტთან პოლიტიკური თემების განხილვისას. თუმცა DOXA-ს აზრით პოლიტიკა ყველგანაა და მისი გამიჯვნა საუნივერსიტეტო საქმიანობიდან, ისევე როგორც ჩვენი ყოველდღიურობიდან, თითქმის შეუძლებელია.

მათ სპეციალური მაისურები და ჩანთებიც გამოუშვის ამ თემაზე – ”პოლიტიკა ყველგან”

2021 წლის 14 აპრილს, ჟურნალის 4 წლიანი იუბილის აღნიშვნიდან 2 თვეში ჟურნალის 4 რედაქტორის საცხოვრებელ სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ისინი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა დაკავებულთა ადვოკატებს შეატყობინეს, რომ აღძრული იყო საქმე შემდეგი მუხლით – არასრულწლოვნის ჩართვა ისეთ ქმედებაში, რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლეს.

როგორც დაკავების შემდეგ გაირკვა, ჩხრეკა და DOXA-ს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება დაკავშირებულია ვიდეორგოლთან, რომელიც DOXA-ს ჟურნალისტებმა 2021 წლის 23 იანვარს გამოაქვეყნეს. მასში ავტორებმა მიმართეს სტუდენტებს და აუხსნეს, რომ უკანონოა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მუქარა მათი გარიცხვის შესახებ თუ ისინი პოლიტიკურ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. იანვარში „როსკომნადზორის“ მოთხოვნით აღნიშნული ვიდეო YouTube-იდან წაშალეს.

DOXA-ს რედაქტორების დაკავებიდან მალევე 60-მდე მეცნიერმა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან რედაქციის მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე რომ საგნმანათლებლო საქმიანობით დაკავებული ჟურნალის თანამშრომლების დაჭერა იმის ნიშანია, რომ რუსეთში კრიტიკული აზროვნების კანონგარეშედ ქცევა სურთ. ამ წერილის ხელმომწერებს შორის არიან სლოვენიელი კულტუროლოგი და ფილოსოფოსი – სლავოი ჟიჟეკი, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდით ბატლერი და აკადემიური სფეროს ბევრი წარმომადგენელი.

აღმკვეთი ღონისძიების სახით DOXA-ს აქტივისტებს სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. 00:00- 23:59 დროის მონაკვეთში მათ სახლის დატოვების უფლება არ აქვთ, ასევე ინტერნეტის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებაზეც უარი ეთქვათ.

2021 წლის 16 ივნისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ DOXA-ს დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიება 14 სექტემრბამდე გაუხანგრძლივა, შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა მოლოდინის რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის რედაქტორები, ალა გუტნიკოვა და არმენ არამიანი დაკითხვებზე თემატური წიგნებით დადიან, რაც პროტესტის კრეატიულ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. ერთ-ერთ პირველ დაკითხვაზე არმენმა თან წაიღო ფრანგი ინტელექტუალის, მიშელ ფუკოს წიგნი ”ზედამხედველობა და დასჯა”, იმის შესახებ თუ როგორც ახდენს რეპრესიული სახელმწიფო საკუთარი ძალაუფლების რეალიზებას დასჯის და დისციპლინის მეშვეობით. ალა გუტნიკოვა კი ვალტერ ბენიამინის ესეების კრებულით ხელში დააფიქსირეს ფოტოკამერებმა.

როგორც DOXA-ს რედაქტორები აცხადებენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის წნეხი, რასაც ჟურნალისტური საქმიანობა აწყდება პუტინის რუსეთში უპრეცენდენტოა, მაგრამ DOXA-ს დამფუძნებლები ამის გამო საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ.

ოლეგ პლატოშკინი – «ახალი სოციალიზმისთვის»

ოლეგ პლატოშკინი გახლავთ რუსი პოლიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. მან 2 წლის წინ საზოგადოებრივი მოძარობა დააფუძნა სახელად «ახალი სოციალიზმისთვის». მოძრაობის გაცხადებული მიზანი რუსეთში განახლებული სოციალიზმის აღდგენაა კანონიერი გზით – არჩევნების შედეგად. სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პარტიაში უკვე 80 000-მდეა გაწევრიანებული და ის სიდიდით მე-2 მემარცხენე პარტია გამოდის რუსეთის მასშტაბით რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის შემდეგ.

პლატოშკინის წარსულს თუ გავიხსენებთ 2010-იან წლებში ის ხშირად გამოდიოდა რუსეთის ფედერალურ ტელევიზიებზე, სადაც დასავლეთის და ლიბერალიზმის კრიტიკით გამოირჩეოდა.

პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ოლეგ პლატოშკინმა საკუთარ მხარდამჭერებს და Youtube არხის გამომწერებს პოლიტიკური პროგრამა წარუდგინა: «ქვეყანა დემოკრატიის უკმარისობისგან იხრჩობა. ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა» – აღნიშნავდა ის. რუსეთის გადასარჩენად ყოფილი დიპლომატი შემდეგი ნაბიჯების გადადმას მიიჩნევს საჭიროდ: საპენსიო რეფორმის გაუქმება, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება, ერთიანი სახელმწიფო გამოცდის გაუქმება, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დანერგვა, 1991 წელს გაყინული საბანკო ანაბრების კომპენსირება და ა.შ

ასე მაგალითად რუსეთის სახელმწიფო არხების ეთერში პლატოშკინი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ოლიგარქს, 90-იანი წლების რუსეთის პრივატიზაციის ერთ-ერთი ავტორს და ”თავისუფალი ბაზრის” გულმხურვალე ადეპტს, ანატოლი ჩუბაისს. ის ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის გამო. პლატოშკინის მემარცხენე იდეების მხარდამჭერთა რაოდენობა, ისევე როგორც მისი გამომწერებისა დღითიდღე იზრდებოდა. Youtube-ის ოფიციალურ არხზე მისი გამომწერების რაოდენობამ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მომენტისთვის 477 000-ს ადამიანს შეადგენდა, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ 617 000-მდე გაიზარდა.

2020 წლის 4 ივნისს ოლეგ პლატოშკინი მოსკოვში დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტმა რუსი პოლიტიკოსი საკუთარ Youtube არხზე არეულობების ორგანიზებაში და კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც უფრო გამოცხობილ ბრალდებას წააგავდა, ვიდრე რეალურს. მოგვიანებით, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. თითქმის 1 წლის განმავლობაში მას სახლის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, გასეირნების მიზნითაც კი. ამან კი პლატოშკინის ჯანმრთელობის გაურესება გამოიწვია და დაპატიმრებიდან 2 თვეში ის პრეინფარქტული მდგომარეობის გამო საავდმყოფოს რეინიმაციაში მოხვდა. საბედნიეროდ ის გადარჩა. ერთი წლის განმავლობაში საგამოძიებო ჯგუფმა რეკორდულად რაოდენობის მასალა შეაგროვა, რაც 27 ტომს მოიცავდა. 2020 წლის 15 ივნისს Amnesty International-მა პლატოშკინი სინდისის პატიმრად აღიარა.

This image has an empty alt attribute; its file name is kmo_181897_00083_1-1152x768-1.jpg
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოლეგ პლატოშკინს მისი მხარდამჭერები ეგებებიან

2021 წლი 19 მაისს მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ პლატოშკინის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 5 წლიანი პირობითი მიესაჯა და 700 ათასი რუსული რუბლის ოდენობის მსხვილი ფულადი ჯარიმა. ის ვერ შეძლებს 2021 წლის 19 სექტემბერს რუსეთში დაგეგმელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მისი სიტყვებით რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ არასახარბიელო კონკურენტების განიტრალებაა, და საკუთარ თავსაც მათ რიცხვს მიაკუთვნებს, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის.

პაველ გრუდინინი

რუსეთის ხელისუფლების მე-3 სამიზნე მემარცხენე ტალღიდან ცნობილი პოლიტიკოსი და მეწარმე პაველ გრუდინინი გახდა. ის 1995 წლიდან «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» დირექტორი იყო. ეს საწარმო რუსეთში კენკროვანი ხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ზოგადად გრუდინინმა ეს კომპანია საკმაოდ წარმატებულად აქცია.

2018 წელს მემარცხენე ძალებს შორის ჩატარებული ინტერნეტ პრაიმერიზის ფარგლებში პაველ გრუდინინმა გამარჯვება მოიპოვა და ”რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის” სახელით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დასახელდა, იმის მიუხედავად რომ ის იმ მომენტისთვის პარტიის წევრი არ იყო. არჩევნების მასობრივი გაყალბების ფონზე გრუდინინი 11.77%-ით II ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში მან 8 660 000 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია რომ წარსულში, (1997-2011 წლებში) გრუდინინი მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი იყო. 2007-2010 წლებში მან ამჟამინდელი მმართველი პარტიის ”ერთიანი რუსეთის” წევრობაც მოასწრო.

პაველ გრუდინინი

2021 წლის 24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების ფედერალური სიიდან ჩახსნა რუსეთის კომპარტიის კანდიდატი სახელმწიფო დუმაში, პაველ გრუდინინი (КПРФ). აღნიშნული გადაწყვეტილების საბაბი გახდა ის, რომ გრუდინინს უცხოური ბანკის ანგარიშზე აქტივები გააჩნდა.

გრუდინინის ყოფილმა ცოლმა ცესკოს მიმართა და განაცხადა, რომ მის ყოფილ მეუღლეს უცხოურ ოფშორულ კომპანიებში წილები გააჩნია, რაც არ ასახა საკუთარ დეკლარაციაში, როგორც სახელმწიფო დუმის დეპუტატობის კანდიდატმა. მსგავი პრეტენზიები გრუდინინის მიმართ 2018 წელსაც არსებობდა, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობდა, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვერ იპოვეს. როგორც თვით გრუდინინი აცხადებს მან ყველა ანგარიში ოფშორებში ჯერ კიდევ 2018 წელს დახურა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ პაველ გრუდინინი საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლოს რუსეთში და ფაქტიურად ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა გააჩნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ ნავალნისგან განსხვავებით ის მემარცხენე პოლიტიკის დღის წესრიგის მომხრეა. ხელისუფლების მიერ მისი დევნის 2 რეალური მიზეზი იკვეთება: პირველი და უმთავრესი ალბათ მისი, როგორც უხერხული პოლიტიკური ოპონენტის გაინეტრალებაა, ხოლო მეორე – ფინანსური ინტერესი. დეპუტატობის შეთმხვევაში გრუდინი იმუნიტეტს მიიღებდა, რაც მთავრობას მისი კომპანიის და კონკრეტულად მის სამართლებრივ დევნას გაურთულებდა. «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» მიმართ კი ხელისუფლების კლანებს ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაიმე საბაბით პაველ გრუდინინს წაართმევენ “Совхоз имени Ленина”-ის აქციებს, რაც ჯერ კიდევ შერჩა მას.

ქართველ მკითხველს უფრო ფართო წარმოდგენა რომ შეექმნას გრუდინინის პერსონაზე, გთავაზობთ მის ინტერვიუს 2018 წელს, ცნობილ რუს ჟურნალისთან იური დუძთან, სადაც ის საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს იმ ლიბერალურ მითებზე, რითაც რუსეთის მსგავსად საქართველოცაა მოცული როცა ზოგადად მემარცხენეობას ეხება საქმე, საბჭოთა წარსულს, სტალინის პიროვნებას და ა.შ

მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის” რეიტინგი წინასაარჩევნოდ ისტორიულ მინიმუმდეა დაცემული და ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად მათ მხოლოდ გამოკითხულთა 27% უჭერს მხარს. ამ პირობებში რუსეთის მთავრობა ყველა ხერხს მიმართავს მემარცხენე-პატრიოტული ძალების დისკრედიტაციის და თამაშიდან გაყვანის მიზნით.

საქართველოს ენერგეტიკა იმპერიალიზმის საცეცეებში

დამოუკიდებელი საქართველოს ენერგეტიკა კარგი მაგალითია იმის გასაგებად თუ რატომ უნდა გვესმოდეს კაპიტალისტური იმპერიალიზმის რეალური მნიშვნელობა, გვესმოდეს რა გავლენას ახდენს იმპერიალისტური პოლიტიკა ჩვენს სახელმწიფოზე და ხალხის ცნობიერებაზე. განსაკუთრებით საინტერესო ამ მაგალითის შუქზე იმ ყალბი იდეოლოგიის წაკითხვაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. აგვისტოს ომის შემდეგ თავად ომზე არანაკლებ საინტერესო ამბები დატრიალდა. 2009 წლის 12 იანვარს კავკასიის უდიდესი ენერგოსადგური „ენგურჰესი“, რომელიც იმ მომენტისთვის ჩვენი ენერგიის 40%-ს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ გადაეცა, კომპანია აფხაზეთისა და საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაზე გახდა პასუხისმგებელი.

„ინტერ რაო“ არ არის კერძო კომპანია, მისი აქციების 100% რუსული სახელმწიფოს საკუთრებაშია, იმ მომენტისთვის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად რაოს სამეთვალყურეო საბჭოში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკოც შედიოდა. უკვე 2011 წელს ინტერ რაოს ხრამჰესი ერთი და ხრამჰესი ორიც გადაეცა, ანეკდოტს გავს, მაგრამ ობიექტების გაყიდვიდან შემოსული ფულით სახელმწიფომ ქუთაისის პარლამენტი ააშენა.

იგორ სეჩინი – რუსი ოლიგარქი,”ინტერ რაოს” დირექტორთა საბჭოთა თავჯდომარე და ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი პირი

საბოლოოდ რუსულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომპანიები ქართული ენერგეტიკის მსხვილი წილის მფლობელები გახდნენ. რუსული კომპანიების საკუთრებაში მყოფი ობიექტების შესახებ გვიყვება კვლევა სათაურით „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. რა გამოდის? რომ ემბარგოს, ქართველების დეპორტაციის, ომის, დაღუპული ჯარისკაცების და რიგითი მოქალაქეების, დევნილების მორიგი ტალღის მიღების, ოკუპაციის შესახებ კანონის, რუსული არხების აკრძალვის და ლიბერალური ინტელიგენციის მიერ კულტივირებული ანტირუსული ისტერიის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ რუსული სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო სტრატეგიული აქტივები, რომლებიდანაც ელექტროენერგიით მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მარაგდებიან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი იდეოლოგიურ დონეზე? მარტივ რამეს, ჩვენ ერთი იდეოლოგიური მატრიცის უნდა გვჯეროდეს, გატაცებულები უნდა ვიყოთ ანტისაოკუპაციო თეატრით, ეგზალტირებულები ვიქნევდეთ ხელებს და ვრადიკალიზდებოდეთ საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც კაპიტალი და გლობალური ძალები ჩვენს ზურგს უკან წყვეტენ ჩვენს ბედს, გვძარცვავენ და გვასუსტებენ.

ინტერ რაოსთან გაფორმებული ხელშეკრულების გამოთხოვას სხვადასხვა დროს ცდილობდნენ გაზეთი რეზონანსი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თუმცა ეს დოკუმენტი დღემდე საიდუმლოა, მისი მოპოვება ვერც სასამართლოს გზით მოხერხდა და ვერც მთავრობის ცვლილების შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ გარიგებაში მეორე იმპერიული სახელმწიფოს ამერიკის ჩართულობაა, რა რეაქცია ქონდა „თავისუფალ“ ამერიკას, მისი ხელშეწყობით გაკეთდა ეს ამბავი თუ მის ზურგს უკან? რუსულ, ქართულ და ინგლისურ წყაროებში ძიების შემდეგ გარიგების შესახებ ინფორმაცია ვიკილიკსზე აღმოჩნდა. ვიკილიქსის საიტზე, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოჟონილი დოკუმენტები არის თავმოყრილი, ჯულიან ასანჟი, რომელმაც ეს არქივი შექმნა, დღესდღეობით ინგლისის ციხეში იხდის სასჯელს.

2009 წლის 13 იანვარს, ინტერ რაოსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს, ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი ვრცელ რეპორტს აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების დეტალებს, ასევე შესაძლო შედეგებს მიმოიხილავს. https://bit.ly/3DthIDU

ირკვევა რომ ქართული სტრატეგიული ობიექტების ბნელ, პუტინისტურ და „ბოლშევიკურ“ რუსეთზე გადაცემა არც ამერიკისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას:

„საქართველოში ბევრი ადამიანი სვამს კითხვებს რუსი პარტნიორის სანდოობასთან დაკავშირებით ასეთ სტრატეგიულ აქტივსა და სექტორში, აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის გათვალისწინებით. რაოს ინტერესი ამ ინვესტიციაში უეჭველია დაფუძნებულია დიდი თურქული ბაზრის პოტენციალზე საქართველოს ზღურბლთან, ისევე როგორც მზარდ ელექტროენერგიის ბაზარზე თავად რუსეთში. რაოს ისევე როგორც საქართველოს, ელექტროენერგიის გაყიდვა ბევრად მაღალ ფასად თურქეთში შეუძლიათ, იმისათვის რომ ქვეყნის პიკური საზაფხულო მოთხოვნა დააკმაყოფილონ.“

ჯონ ტეფტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა, უკრაინასა და რუსეთში

ასე მუშაობს კაპიტალისტური სისტემა და ის რასაც მარქსისტული თეორიაში კომპრადორულ მმართველობას უწოდებენ. ომიდან ოთხ თვეში, ლიბერალური მთავრობა საქართველოს უმსხვილესი ენერგორესურსს მართვაში გადასცემს საკანონმდებლო დონეზე ოკუპანტად გამოცხადებულ სახელმწიფოს, ამის შესახებ იცის რუსეთმა, იცის ამერიკამ, იცის ჩვენმა კომპრადორულმა მთავრობამ, მაგრამ არ იცის ქართველმა ხალხმა. რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია – ერთი მხრივ ამერიკის ინტერესი განსხვავდება რუსეთის ინტერესისგან, სადღაც ჩვენი კომპრადორული მთავრობების ინტერესებიც განსხვავდება ამ ორივეს ინტერესებისგან, მაგრამ კლასობრივი წაკითხვის დონეზე მათი ინტერესები ხშირად იკვეთება. როდესაც საქმე ასეთ საკითხებს ეხება გლობალური ბურჟუაზიის ინტერესებშია მშვიდად მიყვეს პროცესს და საზოგადოებისგან დაფარულად აკეთებდეს საკუთარ საქმეს.

დასკვნა:

არ ეგზალტირდეთ იმპერიალისტური იდეოლოგიების გავლენით, გლობალური იმპერიები არ იომებენ ჩვენს გამო, მათ ურჩევნიათ რომ ყველა მათგანზე ვიყოთ დამოკიდებული, აშშ იდეოლოგიურ აპარატს და სახელმწიფოს აკონტროლებს, რუსეთი ენერგეტიკას, თურქეთი კიდევ რაღაცას, რაც უფრო მეტი ბერკეტი აქვთ ამ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაზე მით უფრო უკეთესად ახერხებენ ჩვენს დაყოფას და კონტროლს, რაც უფრო მეტად ვართ მათი იდეოლოგიების გავლენის ქვეშ მით უფრო მარტივია ჩვენი ექსპლუატაცია. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ძალებისგან და გლობალური კაპიტალიზმისგან იზოლირებული საქართველოს წარმოდგენა, მაგრამ ფიქრობდე პროგრესზე ნიშნავს არ იყო ამ იდეოლოგიური ისტერიის გავლენის ქვეშ, ცდილობდე იდეოლოგიური ბურუსიდან გამორკვევას და ქართველი ხალხის სამოქმედო არეალის გაფართოვებას ჩვენი ქვეყნის ექსპლუატაციასთან ბრძოლაში.

© გიორგი ღვინჯილია

«ყირიმის პლატფრომა», ზელენსკი და საქართველო

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და პროამერიკული მარიონეტული ადმინისტრაციის მყისიერი დამხობა თალიბების მიერ, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან დაიხია და არსებითად შეასუსტა „ანაკონდას“ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც, რუსეთის საზღვრებს გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნის საშუალებით, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რუსეთის „გაგუდვას“ ანუ მის გრძელვადიან იზოლაციასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ აუტსაიდერად გადაქცევას ისახავს მიზნად. ამიერიდან აშშ-მ იძულებით ამოიკვეთა ფეხი შუა აზიიდან.

ვაშინგტონში აცნობიერებენ, რომ რუსეთი იოლად ასაღები ბასტიონი არ არის და მასთან ბრძოლის გამწვავება არ ღირს. ეს ეხება არა მარტო შუა აზიის რეგიონს, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც, მათ შორის, ყირიმს. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობიულ რეჟიმებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ბაიდენი გაამწვავებდა ვითარებას დონბასში და რუსეთს შეერკინებოდა კიდეც, თუმცა ვაშინგტონში გონიერებამ გაიმარჯვა და ამერიკა არ წავიდა  ვითარების გამწვავებაზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე არ დაძაბა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ აშშ უკრაინის გამო რუსეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის კიდევ გაუარესებას არ აპირებს.

ამ კონტექსტს, როგორც ჩანს, ჯეროვნად ვერ აცნობიერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ჯიუტად განაგრძობს უპერსპექტივო მცდელობებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, კერძოდ, ვითარება დაძაბოს ახლა უკვე ყირიმის საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, ზელენსკის ამ საკითხში მოკავშირეები ამერიკაშიც ჰყავს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აშშ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ აქვთ ხალისი, რუსეთს შეეჯახონ.  ზელენსკისთვის ყირიმის საკითხი უფრო საკუთარი მოქალაქეების ყურადღების გადატანაა საშინაო პრობლემებიდან რუსეთთან კონფრონტაციაზე, უკრაინის პოპულისტი პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ცდილობს, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და თან თავისი მყვირალა რუსოფობი მეზობლების – პოლონეთის, ლატვა-ლიტვიისა და ესტონეთის ხელისუფალთა გულები მოიგოს.

გამომდინარე თავისი უპასუხისმგებლობიდან და რეალობასთან შეუფერებელი ამბიციებიდან, ზელენსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაცხადა ე. წ. „ყირიმის პლატფორმის“ – საერთაშორისო პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას ყირიმის დეოკუპაციის მისაღწევად. 23 აგვისტოს უკრაინაში შედგა ამ პლატფორმის დამფუძნებელი სამიტი, უცხოური დელეგაციების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტის მეხოტბე პროპაგანდისტები აქცენტს უცხოელი დელეგატების რაოდენობაზე აკეთებენ. უკრაინული ოფიციოზის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მდგომარეობით, სამიტზე ელიან 44 საზღვარგარეთელ პარტნიორს, აქედან უმაღლესი რანგით, პრეზიდენტების დონეზე წარმოდგენილნი იქნებიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია, ფინეთი და ასევე ევროსაბჭო. პრემიერ-მინისტრების დონეზე წარმოდგენილები არიან რუმინეთი, საქართველო, ხორვატია, შვედეთი. სამიტს ასევე დაესწრება ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელი. ამ სამიტზე მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ შედარებით დაბალი რანგის პოლიტიკოსები მიავლინა უკრაინაში, საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები.

«ყირიმის პლატფრომის» მონაწილეები კიევში, 2021 წ. 23 აგვისტო

სამიტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ეს ზელენსკის სურდა. და, მართლაც, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მთელმა მსოფლიომ ბუნდოვან პროექტს, რომელშიც მონაწილეობა დიდი ალბათობით გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას? რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით ვის შეიძლება აძლევდეს ეს ხელს, თავად ზელენსკის გარდა? როგორც თვითონ განაწყენებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ტელეარხ ”უკრაინასთან” აღნიშნა ინტერვიუში, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი არ ჩავიდა კიევში, იმიტომ რომ მათ რუსეთის ეშინიათ.

მან ასევე დასძინა, რომ:

”ჩვენ ყველა ევროპელი ლიდერი დავპატიჟეთ. მათ რუსეთის ეშინიათ. ეს სიმართლეა, ევროპას რუსეთის ეშინია”

ვლადიმერ ზელენსკი

ნათქვამი დასტურდება იმით, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) საინტერესოა ასევე აშშ-ის მხრიდან დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობაც. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება ენერგეტიკის მინისტრის, ჯენიფერ გრენჰოლმის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება ბოლო წამს იქნა მიღებული, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ტრანსპორტის მინისტრი იქნებოდა. იქნება ეს ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მინისტრი, არცერთი ამ ჩინოვნიკის თანამდებობა არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ეს უფრო მეტად შეიძლება აშშ-ის ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდებოდეს უკრაინაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის რომ ენერგეტიკის მინისტრი არ არის ის პოლიტიკოსი, ვინც აშშ-ში საგარეო პოლიტიკურ დისკურსს განსაზღვრავს.

სამიტზე მონაწილეობას თავი ასევე აარიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის „რუსულ სტატუსს“. თურქეთის ლიდერის მონაწილეობა არც კიევის მიერ 1944 წელს დეპორტირებული ყირიმელი თათრების საკითხის დემაგოგიური წინ წამოწევით მოხერხდა – სამიტს ყირიმელი მომღერალი ქალი „ჯამალა“ გახსნის სიმღერით „1944“. დიდი კითხვის ქვეშ არის თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუს მონაწილეობაც.

გერმანიის ჯერ  კიდევ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი პუტნთან გამართული აუდიენციის შემდეგ 22 აგვისტოს კიევში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. იგი მოწვეული იყო „ყირიმის პლატფორმაზეც“, მაგრამ მერკელმა 23 აგვისტოს გასამართ სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა. გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი და სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები, მიზანშეუწონლად მიირჩნევენ აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების დუბლირებას . ისინი საკითხს ასე უდგებიან – რა საჭიროა „ყირიმის პლატფორმა“, თუკი ყირიმის საკითხი ისედაც განიხილება გაეროში, ევროსაბჭოში და ა. შ.?

ასე რომ, ზელენსკის სამიტში ძირითად მონაწილეებად ყბადაღებული „დიპკორპუსი“ რჩება – კიევში აკრედიტებული უცხოელი ელჩები. ისინი იქნებიან მონაწილეთა „მასა“. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ზელენსკი, რომ მან „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მცდელობით საქმე უფრო გაიფუჭა, ვიდრე რამეს მიაღწია, მაგრამ მას ეს გაცნობიერებულიც რომ ჰქონდეს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს – იმხელა მასშტაბის ფინანსური, დიპლომატიური, საინფორმაციო ღონისძიებებია უკვე გატარებული ამ პროექტის განსახორციელებლად.

წამყვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების ნაკლებობის დეფიციტის შევსებას სამიტზე კიევი ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე ცდილობს, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისა და, კერძოდ, უკრაინის მიმართ, არ გააჩნიათ. ეს ქვეყნები ასევე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიოს დღის წესრიგსა და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ვინაიდან ახლა კიევისთვის ხარისხი მიუღწეველია, იგი რაოდენობით ცდილობს ფონს გასვლას. ეს არის უკრაინის პოლიტიკისა და პირადად ზელენსკისა და მისი მრჩევლების მარცხი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა ზელენსკის ხრიკებში არ გარეულიყო, მით უმეტეს, ზელენსკისა და მთელ უკრაინულ ხელისუფლებას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ. მხარდამჭერი განცხადებები ერთია – ამას საქართველოც არ აკლებს უკრაინას, მაგრამ რეალური საქმეებით უნდა იზომებოდეს მეგობრობა. რეალური საქმეებით თუ ვიმსეჯელებთ, ამჟამინდელმა და მისმა წინამორებდმა უკრაინულმა მთავრობამ, ჯერ პოროშენკოს, ხოლო შემდეგ ზელენსკის თაოსნობით პოლიტიკურ გვამად ქცეული მიხეილ სააკაშვილის და მისი კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის რეინიმაციას ცდა არა დააკლო. საქართველოს ყველა მოქალაქე ნათლად ხედავს, რომ ზელენსკი ხელს აფარებს ოდიოზურ სააკაშვილს, რომლის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს და, უფრო მეტად, ქართულ საზოგადოებას, უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ზელენსკი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემენ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმური სტრუქტურების სურვილს. რას უნდა მოველოდოთ ასეთი „მეგობარსგან“ ძნელი სათქმელია, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ფორმალურად შეეძლო აღნიშნულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიევლინა, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა დიპლომატიურად სხვა გზავნის შემცველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს «ყირიმის პლატფრომის» სამიტის მონაწილეებთან მიმართებაში.

საქართველოს მშპ-ის 11.23% რუსეთზე მოდის

15267382115b002d23d12e29.76010345.jpg

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ეკონომიკის ”განვითარება”, სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავება და გარკვეული სახელმწიფო კონცეფციის შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა. ეს იმ ნეოლიბერალური ექსპერიმენტების დამსახურებაა, რასაც უკვე მე-3 ათწლეული ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა გასაკვირია რომ ამ ყველაფრის გათვალსწინებით დღეს ტურიზმს საკმაოდ სოლიდური წილი უჭირავს ქართულ ეკონომიკაში. ტურიზმი ვერასდროს ვერ იქნება ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი, მაგრამ საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, მასში არსებული მცირე ბიზნესისთვის, თვითდასაქმებულებისთვის ის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროს შეადგენს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულების თანახმად საქართველო-რუსეთს შორის რუსულ და ქართული კომპანიებს ავიამიმოსვლა აეკრძლათ, ასევე რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს საქართველოში ტურების გაყიდვა. ერთი სიტყვით რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო რუსი ტურისტების სეგმენტის გარეშე დატოვა.

ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვითავლოთ საქართველო მშპ-ის რა ნაწილს შეადგენს ”რუსეთის ფაქტორი” და ეკონომიკურად რა გავლენა გააჩნია რუსეთს საქართველოზე, რადგანაც რუსეთმა შესაძლოა სხვა ეკონომიკური ბერკეტებიც აამოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ.

რუსეთის ფაქტორი 3 ძირითად ასპექტს მოიცავს: 1. საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალი. 2. რუსეთში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულება 3. რუსეთიდან საქართველოში მომავალი ფულადი გზავნილები.

რუსი ტურისტები

2018 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ. დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმ მომენტისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2018-ში საქართველოში 4 756 820 ტურისტი შემოვიდა, ამ რაოდენობუდან 1 404 757 რუსეთზე მოდიოდა. ტურისტების ნაკადიდან 29.5% რუსეთის მოქალაქე იყო. პროპორციულად რომ გამოვიანგარიშოთ მათ წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში 940 მლნ. $-ს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსი ტურისტები საშუალოდ ბევრად უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ანუ რეალური ციფრი ბევრად მეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

blogerebiacharashi.jpg

რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი

2018 წლის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულმა პროდუქციის ღირებულებამ  3.354 მლრდ. $ შეადგინა. ამ კატეგორიაშიც ისევე, როგორც ტურიზმში ექსპორტის 13% სწორედ რუსეთზე მოდის, რაც პროპორციულად ნახევარ მილიარდ დოლარს უტოლდება. (437 მლნ.$)

cms-image-000013668.jpg

ფულადი გზავნილები რუსეთიდან

ფულადი გზავნილები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მწირ ქართულ ეკონომიკაში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1 576 508 500 აშშ დოლარი შემოვიდა. ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში 457 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.

2018 წელი საქართველოსთვის მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდის მიხედვით და ზრდის მაჩვენებელმა 5%-ს მიაღწია. ეს ძირითადად გაზრდილმა ტურიზმმა, ექსპორტმა და საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა განაპირობა. ყველა ამ სეგმენტში ლომის წილი სწორედ რუსეთზე მოდის. ზოგადად დრამატული დამოკიდებულება ერთ სუბიექტზე ეკონომიკური აქტივობისას საკმაოდ სახიფათოა, რადგანაც სხვადასხვა სანქციების ან სავაჭრო ომის შედეგად ქვეყანამ შეიძლება საკმაოდ სოლიდური ზიანი განიცადოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიცირება სხვადასხვა მოთამაშეებზე, რათა ერთ ქვეყანას არ ჰქონდის ეკონომიკური შანტაჟის საშუალება. მაგრამ რაც 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ძნელი წარმოასდგენია რომ უახლოვესი რამდენიმე წლის განმავლობაში რეალური იქნება.

მაშ ასე დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს მშპ-ის რა ნაწილს უზრუნველყოფს რუსეთის ფაქტორი?

2018 წლის მონაცემებით საქართველოს მშპ-მ 16.324 მლრდ.$ შეადგინა, საიდანაც რუსეთის ფაქტორზე 1.834 მლრდ. $ მოდის (940 მლნ. $ – ტურიზმით, 437 მლნ. $ ექსპორტით და 457 მლნ. $ – ფულადი გზავნილებით)

მარტივი არითმეტიკით გამოდის რომ საქართველოს მშპ-ის 11.23%-ს სწორედ რუსეთის ფაქტორის განაპირობებს. 

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება, როგორც სუიციდური პოლიტიკა

download.jpg

საზღვრის გადმოწევაზე წუწუნი არის თანამედროვე საქართველოს მდგომარეობის კარგი ასახვა. ისტერიულად მიიწევ ნატოში, მაშინ როცა მთავარ მტრად რუსეთი მას მიიჩნევს. ამის გამო შემხვედრ ნაბიჯებს დგამს და პასუხი არის პანიკა. თუ გადავწყვიტეთ ასეთი კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთთან, მაშინ უნდა ვთქვათ რომ ვართ საომარ მდგომარეობაში. თუ საომარ მდგომარეობაში ვართ უნდა მომზადებული ვიყოთ და სათანადო პასუხიც გავცეთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის არც საშუალება და არც გამბედაობა არ გაგვაჩნია (და რომ ზოგადად ირაციონალურია ეს მიდგომა). ამიტომ ყოველთვის რუსეთის ამგვარ ქმედებას, რაც როგორც ზემოთ ვთქვი ცალმხრივი არაა, მოჰყვება მხოლოდ პანიკა. პანიკა კი, საომარ მდგომარეობაში წაგების ტოლფასია. ესეიგი, რა გამოდის? ჩვენივე საგარეო პოლიტიკით ვქმნით მდგომარეობას, საიდანაც წინასწარ ვიცით, რომ წაგებული გამოვალთ.

download.png

ადრეც დამიწერია რომ ეს არის სუიციდური პოლიტიკა, ყოვლად ირაციონალური და აბსურდული. მე მიმაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის რეგიონში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარება და კონფრონტაციული რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც პირველ რიგში ნატოში (არა აუცილებლად ევროკავშირში) მისწრაფებაზე უარის თქმას ნიშნავს.

მიმდინარე გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, ის დრო როდესაც კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნას და ამერიკასთან უპირობო ალიანსს საქართველოსთვის განვითარების მოტანა შეეძლო გასულია და შანსი დაკარგულია. ასეთი მდგომარეობა კარგად გამოიყენეს აზიის ვეფხვებმა (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი) 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკა მათ იყენებდა, როგორც დასაყრდენს კომუნისტური საფრთხის გავრცელების წინააღმდეგ, აძლევდა უზარმაზარ რესურსებს, მაგრამ სათანადოდ ვერ აკონტროლებდა ამ რესურსების გამოყენებას ეკონომიკაში. ამ ქვეყნებმა კი აღნიშნული რესურსები ეროვნული ეკონომიკების გასაძლიერებლად გამოიყენეს – შექმნეს უძლიერესი ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული ბაზა. ჩვენ ეს შანსი სააკაშვილის პერიოდში ხელიდან გავუშვით. ფული ჩაიდო მახინჯი საბანკო-საფინანსო სისტემის შექმნაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, სპეკულაციურ მშენებლობაში, საწარმოო სიმძლავრეების ფიზიკურ და ინტელექტუალურ განადგურებაში. აზიური ინდუსტრიალიზაციისგან განსხვავებით ეს ზომები არ გამოდგა ეკონომიკისთვის გრძელვადიან სტიმულად.

დღეს საერთაშორისო მდგომარეობა შეცვლილია და რაც დროზე ვაღიარებთ ამას მით უკეთესი. ჩემი აზრით დღეს უპირობო ალიანსების ძიების მაგიერ საქართველო უნდა გადავიდეს რაციონალურ საგარეო პოლიტიკაზე, სადაც ხდება სხვადასხვა ძალის ინტერესების გათვალისწინება და შეჯერება. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ფინეთი, რომელსაც რუსეთი პირდაპირ უკრძალავს ნატოში შესვლას, მაგრამ ამით ფინეთი მხოლოდ სარგებლობს.

© ლევან ასაბაშვილი

დასავლეთს მკვდარი ნემცოვი უფრო აწყობდა, ვიდრე ცოცხალი

დღეს რუსეთის დედაქალაქში ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნემცოვის მკვლელობა ყველა პოლიტიკური ნიუსის მთავარი ამბავია. ბორის ნემცოვის სიკვდილმა ქართული საზოგადოების ნაწილიც კი ძალიან დაამწუხრა, მიუხედავიდ იმისა იცნობდნენ თუ არა მის პიროვნებას.

Boris-Nemtsov.-Otkrovenie

ბორის ნემცოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ძალიან ადვილად დავინახავთ რომ ის თავის პოლიტიკურ ზენიტში 90-იან წლებში იმყოფებოდა, როდესაც ბორის ელცინის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. ის შორეულ 90-იან წლებში, როდესაც რუსეთში კორუფცია და კრიმინალი ყვაოდა ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ერთ დროს იყო ასევე რუსეთის ვიცე-პრემიერი. რუსი პოლიტიკოსი გამოირჩეოდა თავის პოპულისტური სვლებით, ორატორობით, სპორტული ცხოვრებით. ქართველი მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქქტი, რომ 2008 წელს ნემცოვი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე იყო.

დროა უშუალოდ ბორის ნემცოვის მკვლელობაზე გადავიდეთ და ეს ფაქტი პოლიტიკური კუთხით განვიხილოთ. 28 თებერვალს, ოპიზიციური მარშის წინა დღეს მოსკოვში, კრემლის კედლებთან, მაცხოვრის საკათედრო ტაძრის პირდაპირ, კლავენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. დამეთანხმებით ალბათ და ფაქტიურად კინემატოგრაფიული კადრია. გაისმის ლოგიკური კითხვა – მოტივი დანაშაულისა? ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო მსგავსი დარტყმა რუსეთის და პუტინის იმიჯის წინააღმდეგ?

ნემცოვის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება მედია თავდასხმა პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინული მედია საშუალებები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ ხეშტეგს #ПутинУбийца უკრაინულ მედიას არც დასავლური ჩამორჩება. ყველა მსხვილი დასავლური გამოცემა Telegraph-დან დაწყებული და New York Times-ით დამთავრებული შემდეგი სათაური მქონე სტატიებს აქვეყნებენ: ”მოსკოვში პუტინი მთავარი მტერი ჩაცხრილეს”, ”კრემლთან პუტინის მთავარი ოპოზიციუნერი მოკლეს” და ა.შ. ალბათ ამ ყველაფრის პათოსს უკვე მიხვდით. მაგრამ საიდან ესეთი თავდაჯერებულობა დასავლელი და უკრაინული ჟურნალისტებისა, რომ ნემცოვის პუტინის მთავარი მტერია და ოპოზიციონერი იყო?!

ლევადა ცენტრის მიერ ჩატარბეული ბოლო კვლევის თანახმად მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას

ლევადა ცენტრის მიერ ჩატარბეული ბოლო კვლევის თანახმად მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას

გადავიდეთ უშუალოდ ფაქტებზე. რუსეთში ჩატარებული ბოლოს საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის 86% უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ბორის ნემცოვი მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხუეთეულშიც კი ვერ ხვდება და მე-6 ადგილზეა 2%-ით.

ოპოზოციონერი პოლიტიკოსების რეიტინგში, 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ბორის ნემცოვი ხუთეულშიც ვერ ხვდება.

ოპოზოციონერი პოლიტიკოსების რეიტინგში, 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ბორის ნემცოვი ხუთეულშიც ვერ ხვდება.

მაშ რატომ მაინდამაინც ნემცოვი თუ ის არ არის მთავარი ოპოზოციონერი? იმიტომ რომ მას ძალიან მაღალი ცნობადობა გააჩნდა და იცნობდა ძალიან ბევრ პოლიტიკოსს დასავლეთში. ის თავისი პოპულარობით ყველა სხვა ოპოზიციონერზე მაღლა იდგა, უბრალოდ მას ხალხის ნდობა არ გააჩნდა. ანუ კითხვას თუ შემდეგნაირად დავსვავთ – რომელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობა ინებოდა რუსეთში ყველაზე რეზონანსული? პასუხი ცალსახად ერთია – ბორის ნემცოვი. ვის ინტერებშია ეს? პასუხი თქვენ თვითონ გაეცით.

პუტინის მორიგი მშვიდობიანი გამარჯვება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინსკის მოლაპარაკების შედეგად მორიგი მშვიდობიანი გამარჯვება მოიპოვა, სირიის კრიზის მოგვარების მსგავსად.

ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა, დონალდ ჯექსონმა ერთ-ერთი ამერიკული ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ ეს მინსკში ჩვენ ვიხილეთ პუტინის აშკარა ტაქტიკური გამარჯვება. მისი აზრით აშშ-ის ხელისუფლება იმედგაცრუებულია მინსკის წარმატებული მოლაპარაკების შედეგად.

ასევე ყველასთვის ნათელი ხდება, რომ აღნიშნული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები აშკარად შესუსტდება და პირველ რიგში ეს არის ამერიკელების გაღიზიანების მიზეზი. 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის ანალიზს თუ გავაკეთებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არა მარტო რუსეთის, არამედ მთლიანად ევროპის გამარჯვებაა, რადგანაც აშშ-მ ვერ მოახერხა ევროპაში მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება.

მინსკის შეთანხმების დოკუმენტში, რუსეთი არ არის ნახსენები, როგორც კონფლიქტის მხარე. რუსეთის პრეზიდენტმა, გერმანიის და საფრანგეთის პირველი პირების მსგავსად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რადგანაც პირველ რიგში მის ინტერესებშია უკრაინის ტერიტორიაში მშვიდობის დამკვიდრება. ასევე აღსანიშნავლია, რომ დოკუმენტში არის ჩადებული შემდეგი პუნქტი: უკრაინის სახელმწიფო საზღვრების სრული კონტროლის აღდგენა მოხდება მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, დონეცკის და ლუგანსკის წარმომადგენლობის თანხმობის შედეგად, ანუ არასდროს.

მორალი: პოროშენკომ სააკაშვილის მსგავსად სამარცხვინო პოლიტიკური მარცხი განიცადა, პუტინმა კი მორიგ შთამეჭდავ გამარჯვებას მიაღწია. დღესდღეობით რუსეთს შეუძლია გაყინოს კონფლიქტი, შეუძლია პირდაპირ უკარნახოს თავის პირობები უკრაინას დონბასში მარიონეტული რეჟიმის ფორმირების შედეგად.

ამიტომ სააკაშვილის არ იყოს, პოროშენკოს და უკრაინის ახალ ხელისუფლებასაც თავის დროზე უნდა ეფიქრათ, რომ პოლიტიკაში ყოველთვის მაკიაველიზმი იმარჯვებს.

ევროპა რუსული გაზის გარეშე ვერ გაძლებს

სლოვაკური გაზის სანტრანსპორტო კომპანიის Eustream-ის გენერალური დირექტორი რატისლავ ლუკიჩი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების პრობლემების გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ ევროპის უახლოვესი მომავალი რუსული გაზის გარეშე წარმოუდგენელია.

gaz'

არც თუ ისე დიდი ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ მას სურს უკრაინის ტერიტორიაზე შექმნას ”გაზის კვანძი” სკოვაკეთის, პოლოთენის და უნგრეთის მონაწილეობით. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილის გაზის სანტრანსპორტო კომპანიის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ამ იდეას უახლოვეს მომავალში არ უწერია სისრულეში მოყვანა, რადგანაც ევროპა ვერ შეძლებს თავის გატანას რუსული გაზის გარეშე.

ზოგადად ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხი ამჟამად ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკვილის საგანს წარმოდგენს. ნებისმიერი მსხვილი ფორუმი, იქნება ეს დავოსი თუ სხვა, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტური ენერგოკავშირის შექმნის შესაძლებლოების განხილვა, თუმცა ჯერ-ჯერობით პრობლემის კონკრეტულ მოგვარებამდე ვერ მივიდნენ.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამერიკელები ამ საკითხშიც საკმაოდ აქტიურად ერევიან და ”აიმედებენ” ევროპელებს, რომ ისინი რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას თავისუფლად შეძლებენ. ასე მაგალითად 2014 წლის სექტემბერში, ამერიკელმა დიპლომატმა დაწერა სტატია Financial Times-ისთვის, სადაც აღნიშნა რომ ევროპა რუსული გაზის გარეშეც იარსებებს.

საინტერესოა განვიხილოთ თუ რეალურად რა ხდება ევროპაში. ევროპის მთლიანი ენერგომოხმარების 30%-ს რუსული გაზი შეადგენს, ასე რომ ამ რაოდენობის გაზის სხვა წყაროთი ჩანაცვლება შეუძლებელია. ევროპელების სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ევროპაში გაზის მოპოვება მჩირდება. გიგანტური ტემპებით მცირდება გაზის მოპოვება დიდ ბრიტანეთში და ნორვეგიაში.

b27be8

სხისტოლითური აირის (сланцеый газ) მოპოვოება, რომელზეც დღესდღეობით ამდენი ლაპარაკია ჯერ-ჯერობით ვერ გახდება რეალური ალტერნატივა. აქ გასათვალისწინებელია, ის რომ ევროპული კანონმდებლობა არსებითადან განსხვავდება ამერიკულისგან, რაც ართულებს ამ პროცესს.

უფრო მეტიც, ექსპერტებმა და სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ გერმანია რუსული გაზის გარეშე 80 დღეზეე მეტს ვერ გაძლებს. გერმანიის გაზმომმარაგების 40%-ს სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს.

ამერიკელები ევროპელებს ეუბნებიან, რომ რუსული გაზის გარეშე ისინი უპრობლემოდ შეძლებენ ცხოვრებას. როდესაც ევროპელები ეკითხებიან როგორაა ეს შესაძლებელი, ამერიკელები მათ სთავაზობენ თავის, უფრო დაბალი ხარისხის ბუნებრივ აირს, რომელიც რუსულ გაზთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო მეტი დაუჯდებათ ბებერი კონტინენტის ბინადრებს. აქ უკვე საქმე გვაქვს ენერგეტიკის პოლიტიზაციასთან და სხვა არაფერთან.