ვინ იყო ალენ დალესი?

ალენ დალესი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მესამე დირექტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მკვეთრად ანტიკომუნისტური განწყობის ადამიანი და ცივი ომის იდეოლოგი იყო. ”დალესის დოქტრინა”, როგორც დოკუმენტი, არასდროს არ გამოქვეყნებულა და არც მისი ორიგინალი არსებობს. ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა და ალენ დალესს მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. 

dallisosntsru

რუსულ პროპაგანდაში ხშირად გვხვდება ”დალესის გეგმის’‘ სახელით ცნობილი დოკუმენტი, რომლის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია. ”დალესის გეგმა” მედიაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, უკვე თანამედროვე რუსეთის საინფორმაციო ომში იკავებს აქტიურ ადგილს და შეგვიძლია დასავაკვნათ რომ ის დეზინფორმაციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან. თუმცა დალესის ბიოგრაფიას და მოღვაწეობას თუ გადავავლებთ თვალს საკმაოდ უხვ მასალას წავაწდებით იმის გასააზრებლად რას ემსახურებოდა თვითონ ალენ დალესი, პროგრესს – როგორც ლიბერალები გვარწმუნებენ, თუ ბოროტებას – რასაც მას მემარცხენეები აბრალებენ.

ჰიტლერის და მუსოლონის მეგობარი

დალესი პირდად იცნობდა XX საუკუნის მსოფლიოს პოლიტიკის უამრავ ლიდერს.

ის საკმაოდ კარგ ურთიერთობში იყო ადოლფ ჰიტლერთან – მათი პირველი შეხვედრა 1932 წლის 4 იანვარს შედგა ბანკირის, კურტ ფონ შრედერის ვილაზე კიოლნში. შეხვედრის მთავარი საგანი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დაფინანსება იყო, რომელიც იმხანად არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. 

აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ წარმატებულად დასრულდა. ჰიტლერმა მიიღო საჭირო ფინანსური დახმარება და უკვე შემდგომ წელს ნაცისტებმა პოლიტიკური ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ამაში გარკვეული როლი ასევე დალესის უფროსს ძმასაც მიუძღვის, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. ამერიკელებმა ნაცისტებისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყეს.

ფიურერს, ისევე როგორც ბენიტო მუსოლინის ალენ დალესი საკმაოდ თბილად იხსენებდა, და მათ «შესანიშნავ ხალხს» უწოდებდა.

საერთაშორისო დამნაშავე

2015 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა დევიდ ტალბოტმა გამოსცა წიგნი – ”ეშკამის ჭადრაკის დაფა, ალენ დალესი და CIA”

ავტორი ალენ დალესს აშშ-ის ისტორიის ბნელი მხარის წარმომადგენელს უწოდებს და იმ აზრს ანვითარებს, რომ სწორედ ალენ დალესის აქტიური ჩართულობით და ხელმძღვანელობით ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, პოლიტიკოსების ლიკვიდაცია, წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის დანერგვა და ა.შ

უფრო მეტიც, დევიდ ტალბოტი ალენ დალესს ბრალს დებს XX საუკუნის 2 გამორჩეული პოლიტიკოსის – საფრანგეთის პრეზიდენტის, შარლ დე გოლის და აშშ-ის პრეზიდენტის, კონ კენედის მკვლელობების ორგანიზებაში. შარლ დე გოლი ცოცხალი გადარჩა, ხოლო კენედი კი როგორც მოგეხსენებათ – ვერა.

ირანი

1953 წელს CIA-ის ახლადანიშნულმა ხელმძღვანელმა, ალენ დალესმა და მისმა უფროსმა ძმამ, ჯონ ფოსტერ დალესმა ირანში სისხლიანი გადატრიალება მოაწყვეს და დემოკრატიულად არჩეული პროგრესული პრემიერი მოჰამედ მოსადეყი დაამხეს.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა.

გვატემალა

1954 წელს ამერიკელები მათზე 100-ჯერ უფრო მცირე, ცენტრალური ამერიკის ქვეყანას დაესხნენ თავს. ალენ დალესის ხელმძღვანელობით CIA-მ გვატემელას დაბობმვა დაიწყო, რომლის მიზანიც მემარცხენე პრეზიდენტის, ხაკობო არბენსის დამხობა იყო.

1944 წლის რევოლუციის შემდეგ, გვატემელას ხელისუფლება აშშ-ისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ცდილობდა. ხაკობო არბენსმა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო, რაც ამერიკელებს არ მოწონდათ. გვატემალას ოკუპაციის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი დალესი იყო, აშშ-მა იქ პროამერიკულად განწყობილი კასტილიო არმასი დანიშნა.

კუბა

1961 წელს აშშ-მა კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს ლიკვიდაციის და კუნძულოვანი ქვეყნის დაპყრობის ოპერაცია დაგეგმეს, რომელიც ისტორიოგრაფიას ”ღორების ყურის ოპერაციის” სახელით შემორჩა. CIA-მ, ალენ დალესის თაოსნობით კუბელი კონტრევოლუციონერები გაწვრთნა, რათა მათ სანაპიროზე გადმოსხმის შემდეგ კუბაში გადატრიალება მოეწყოთ.

აღნიშნული ოპერაცია სრული კრახით დამთავრდა, რასაც საერთაშორისო მასშტაბით დიდი რეზონანსი მოყვა. გაეროს სხდომაზე 40 ქვეყნის წარმომადგენელმა დაგმო აშშ-ის ძალადობა. მოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეებმა აშშ-ის დიპლომატიური მისიების შტურმი დაიწყეს.

საფრანგეთის ლეგენდარული მმართველი, მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტი, შარლ დე გოლი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ ზუსტად ის ხალხი, ვინც მისი ლიკვიდაცია დაგეგმა, ასევე იდგნენ კენედის მკვლელობის უკან. გენერალი დე გოლი მიანიშნებდა ალენ დალესის დანაშაულზე კენედის მკვლელობაში. 1961 წელს კუბაზე განცდილი მარცხის შემდეგ, რასაც საერთაშორისო მასშტაბით აშშ-ის იმიჯის გაუარესება მოჰყვა, ალენ დალესს თანამდებობა დაატოვებინეს. იმ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი კენედი დალესის მონაწილეობით მოკლეს ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს სამართლებრივად დადასტურებული არ არის.

შარლ დე გოლის ლიკვიდაცია ამერიკულმა ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ 30-ჯერ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამ მცდელობებიდან ხშირ შემთხვევაში ალენ დალესი იყო დანაშაულის მცდელობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

შარლ დე გოლი ამერიკულ სპეცსამსახურებს და CIA-ის ხელმძღვანელს, ალენ დალესს გულზე ბევრი მიზეზის გამო არ ეხატებოდა. პირველ რიგში აღსანიშნავია გენერალი დე გოლის დამოუკიდებელი პოლიტიკა, როდესაც მან უარი თქვა ამერიკელების პაიკის როლზე და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყო მოქმედება, საქმე იქამდე მივიდა, რომ საფრანგეთმა ნატოც კი დატოვა. 1965 წელს მანვე უარი განაცხადა საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის გამოყენებაზე. გენერალი დე გოლის პრეზიდენტობისის საფრაგეთმა აშშ-ს უარი უთხრა ატომური ბომბების განთავსებაზე. თუ კენედის მკვლელობაში დალესის კვალი სამართლებრივად ვერ მტკიცდება, შარლ დე გოლის ლიკვიდაციის მცდელობებში ეს დასასტურებულია.

2 thoughts on “ვინ იყო ალენ დალესი?

  1. თუ ეგ მართალია – მაშინ ყველა “ძველი” თუ “კაი ბიჭი” ალან დალესის პირდაპირი აგენტი ყოფილა .. ზუსტად მაგენმა დაარწმუნეს ახალი თაობა რომ ნარკომანობა, უსაქმურობა, ძალადობა და გაიძვერობა არისო ვაჟაკოცბა.. წესიერება კი გოიმობაო 🙂

    Like

  2. ქართულ ზნეობრიობას, ქართულ სულს და მართლმადიდებლობას ვერ მოერევა დალესი. ის ვინც სუსტია და ცდუნდება გამორიცხული არ
    არის, ის აღმოცნდება ისტორიის სანაგვეში.

    Like

Leave a comment