ხშირად დასმადი შეკითხვები და ჩვენი ხედვა

რატომ არ ვაკრიტიკებთ რუსეთს არ ვდებთ ანტირუსულ პუბლიკაციებს?

1

რუსეთის “საგმირო საქმეებზე” ისედაც ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ კარგად იცის. ჩვენი პორტალის კონცეფცია ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ გავარღვიოთ ის ინფორმაციული ვაკუუმი, რაც დღესდღეობით საქართველოში არსებობს. პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების შეფასება ხდება ტენდეციურად, სუბიექტურად და შედეგად ბევრი ინფორმაცია ქართული მედია საშუალებების მიერ იბლოკება (მაგალითად ნატოს კრიმინალური წარსული, ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკური წარმატების ისტორია, “აზიური ვეფხვების” გაკვეთილები, ევროპის და ევროკავშირის ისტორიის შავი ფურცხლები და ა.შ) სწორედ ამიტომაც ჩვენ ქართველ მკითხველს გვსურს ის მასალები მივაწოდოთ, რასაც ტრადიციული ქართული მედია საშუალებები ბლოკავენ საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის გამო.

ჩვენ ასევე არ ვწერთ რელიგიურ თემებზე, იმიტომ რომ “რუსეთის საგმირო საქმეების” არ იყოს ეს საკითხებიც საკმაოდ ფართოდ შუქდება სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ.

რუსული პროპაგანდა?

img_thumb.jpg

ერთი წამით თუ დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ”რუსული პროპაგანდა”? ევროცენტრისტების და დასავლური პოლიტიკის ელიტების მიერ ეს ტერმინი თავის დროზე იმისთვის იყო მოფიქრებული, რომ  ყველა იმ ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის, დისკრედაცია  და მარგინალიზირება მოეხდინათ, რომლებიც მათთვის არასასიამოვნო ფაქტებს და მასალებს აშუქებენ. რელურად გამოდის რომ ”რუსული პროპაგანდის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არა რუსები, არამედ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, რეჟისორები და გამოჩენილი ადამიანები არიან – ნოამ ხომსკი, მაიკ მანი, ოლივერ სტოუნი,  მაიკლ მური, ჯოზეფ სტიგლიცი, ულიამ ბლუმი, ჰოვარდ ზინი, ჯიმ მორისონი რადგანაც სწორედ ეს ხალხი იყვნენ და არიან აშშ-ს და ევროკავშირის იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე კონცეპტუალური და გამორჩეული კრიტიკოსები. ის რომ “რუსული პროპაგანდა” არის პროპაგანდისტული ტერმინი ნათლად გამოჩნდა ბრექსიტის და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც უამრავი მცდელობის მიუხედავად მოეხდინათ ბრექსიტის მომხრეების და ტრამპის მარგინალიზირება და მათთვის “რუსული პროპაგანდის” იარლიყი მიებათ სრული კრახით დამთავრდა.

რატომ ვაკრიტიკებთ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას და ამერიკულ იმპერიალიზმს?

3

როგორც პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე ჩვენც მიგვაჩნია რომ დღესდღეობით ამერიკული იმპერიალიზმი არის მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხე. “აბა რუსეთი?” – ვიღაცას შეიძლება ეს კითხვა გაუჩნდეს. რუსეთის და აშშ-ს გამანადგურებელი მასშტაბები ისევე განსხვავდება, როგორც მათი სამხედრო ბიუჯეტი. უხეშად 600$ მილიარდი აშშ-ს, 60$ მილიარდი რუსეთის საპირწონედ.

კაპიტალიზმი ხომ უალტერნატივოა? თავისუფალი ბაზრის პრინციპების და საბაზრო ეკონომიკის მოდელის გარეშე განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

კაპიტალიზმის იმპერიალისტურ, გამანადგურებელ მასშტაბებს, არაადამიანურ ხასიათს და მორალურ შემადგენელს რომ თავი დავანებოთ ელემენტარულად ეს ეკონომიკური მოდელი ქვეყნის მატერიალურ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს. არ უნდა დაგვავწიყდეს რომ კაპიტალიზმს, ისევე როგორც სოციალიზმს აქვს მრავალი ნაირსახეობა. ჩვენ აქ საუბარი გვაქვს “თავისუფალი ბაზრის”, “უხილავი ხელის” კონცეფციებზე, რომლის თანახმადაც სახალმწიფო ფაქტიურად არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში, (ეროვნული ვალუტის გამოშვებას თუ არ ჩავთლით) და მისი, როლი მხოლოდ იქამდე დადის რომ უზრუნველყოფს კერძო საკუთრების უფლება ყველასთვის. თქვენ რომ ეკონომიკურ ისტორიას გადაავლოთ თვალი ვერ ნახავთ ვერცერთ ღარიბ ქვეყანას, რომელიც”თავისუფალი ბაზრის” პრინციპებით გამდიდრდა. დღესდღეობით მსოფლიოს ყველა მსხვილი ეკონომიკა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, სინგაპური) ყველაზე დიდ ზრდას განიცდიდა მაშინ, როდესაც ეკონომიკური იზოლაციონიზმის, სატარიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სუბსიდირების და ზოგადად პროტექციონიზმის ელემენტებს იყენებდნენ. მაშ რატომ არ გვაქვს ჩვენი იგივეს გამეორების უფლება. რატომ მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში იმ გამოცდილებასთან, რაც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს გააჩნიათ?

რატომ ვართ საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგები?

500px-Anti-NATO_sign.svg.png

ნატო თავის დროზე შეიქმნა, როგორც ანტისაბჭოთა სამხედრო ბლოკი, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო. ნატოში წევრობა საქართველოს უახლოვეს მომავალში პრინციპში არც ”ემუქრება”,  მაგრამ ჩვენ მაინც ხაზს ვუსმევთ საქართველოს  ნატოში ინტეგრაციის სიმცდარეს – მაშინ როდესაც საქართველოს დაკარგული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობიანი განვითარების გზა, ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული მოდელის გამოყენებით, რომლის რეალიზების შედეგად მშვიდობიანად შევძლებთ აფხახ და ოს ძმებთან ურთიერთობის აღდგენას. საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს რუსეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების პოლიგონად, რადგანაც ეს შეიძლება საქართველოს განვითარებისთვის საკმაოდ შემაფერხებელი აღმოჩნდეს. საქართველოსთვის ძალიან რელევანტური მაგალითია “ფინლანდიზაცია” – ისევე როგორც ჩვენ რუსეთთან, ფინეთსაც თავის დროზე საბჭოთა კავშირთან გააჩნდა ტერიტორიული პრეტენზია კარელიის ოლქის გამო. ამის მიუხედავად ფინეთმა უარი განაცხადა ნატოს ბლოკში გაწევრიანებაზე და მდგრადი განვითარების მშვიდობიანი გზა აირჩია. როგორც ისტორიამ გვიჩვენმა ფინეთმა განვითარების არნახულ მასშტაბებს მიაღწია და დღესდღეობით ფინეთი ბევრი პარამეტრით მსოფლიოს საუკეთესი ქვეყნების წამყვან პოზიციებზეა. (ცხოვრების დონე, მშპ ერთ სულ მოსახლზე, განათლების ხარისხი, მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობა)

images

რაც შეეხება ევროკავშირს, პირველ რიგში გვინდა ავღნიშნოთ ის რომ ევროპა≠ევროკავშირს. ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნები სერთოდ არ არიან ევროკავშირის წევრები. (მაგალითად ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია). ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს გაწევრიანება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მეტწილად არ გვექნება დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის საშუალება. მაგალითად ჩვენ ვერ შევძლებთ სატარიფო პოლიტიკის გამოყენებას, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მოთხოვნებს, რაც შესაძლებელია წინააღმდეგობაშიც კი მოვიდეს სახელმწიფო ინტერესებთან. ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ ბულგარეთის და რუმინეთის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ევროკავშირს არ ძალუძს ისეთ პრობლემებთან ბრძოლა როგორიცაა სიღარიბის შემრცირება, ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევა, ქვეყნის ინდუსტრიული განვითარება, ამიტომაც ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები ძირითად ფინანსური და პოლიტიკური ელიტები არიან; პირველნი ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებენ საკუთარი კაპიტალის განკარგვას, ხოლო მეორე ჯგუფს ქვეყნის სტანდრტული მართვის იმედი აქვს ბრიუსელში მიღებული დავალაბების მიხედვით.

რა არის ჩვენი ცინიკური დამოკიდებულების მიზეზი “ევროპული ფასეულობების” მიმართ?

imp1.jpg

დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ დისკურსში “ევროპული ფასეულობები” მიიჩნევა უნივერსალურ და უალტერნატივო არჩევენად, მაგრამ მოდით გავიხსენოთ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ “ევროპულ ფასეულობებში” რა მოიაზრებოდა? ნაციზმი, რასიზმი, კოლონიალიზმი – ესეც ხომ წმინდა წყლის “ევროპული ფასეულობების” აქტიური შემადგენელი ელემენტი იყო, რაზეც დასავლეთში დღეს საუბარი ერიდებათ.

“ევროპული ფასეულობების” ისტორიული ტრანსფორმაცია იქეთ იყოს და ვინ მისცა ევროპულ კონტინენტს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მისაკუთრების და  მითვისების უფლება? ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლაში ევროპელებს აქვთ ყველაზე დიდი წვლილი შეტანელი თუ რატომ? ნელსონ მანდელა, მაჰათმა განდი, ჩე გევარა, პატრის ლუმუმბა, მარტინ ლუთერ კინგი – რომელი მათგანი იყო ევროპელი? არცერთი. განა ლათინო-ამერიკელებისთვის არ არის დამახასიათებელი თანასწორობისკენ და სოლიდარობისკენ სრაფვა, თუ ამ ღირებულებებზე ევროპელებს აქვთ ექსკლუზიური უფლება? მსგავსი მიდგომა ფაშიზმს უფრო წააგავს, ვიდრე რაციონალურ მსჯელობას.

ევროპულმა კოლონიალიზმმა, ნაციზმმა და იმპერიალიზმმა ათეული მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ქვეყნის განვითარება ათწლეულებით შეაჩერა (არ ღირს დაკონკრეტება, იმიტომ რომ ტექსტის მოცულობა ძალიან გაიზრდება) და დღეს გამოდის რომ ამაღლებული ტონით გველაპარაკებიან იმ ღირებულებებზე, რასაც პირველ რიგში ისინი უქმნიდნენ საფრთხეს საუკუნეების განმავლობაში.

დაფიქრდით ამ ყველაფერზე…

Leave a comment