რამდენად ცივილიზებული იყო ევროპა?

დღესდღეობით ევროპელებს პრივატიზირებული აქვთ ზოგადსაკაცობრიო ადამიანური ფასეულობები და იმდენი იკადრეს რომ ამას “ევროპული ფასეულობების” სახელით მოიხსენიებენ. მედია საშულებები, დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ევროცენტრისტი პოლიტიკოსები ყოველდღიურად ავრცელებენ მითებს “ევროპული აღმატებულების” შესახებ, რათა მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვის პროცესი შეუქცევადი გახდეს.

დღე არ გავა ყურში რომ არ მოგვხვდეს შემდეგი ფრაზები: “ევროპული ფასეულობები”, “ევროპული არჩევანი”, “ცივილიზებული ევროპა” თუ სხვა. მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობით გავაანალიზოთ კიდევ ერთხელ ცივილიზებული იყო კი ისტორიული ევროპა? რა მაგალითს აძლევდა ბებერი კონტინენტი დანარჩენ მსოფლიოს?

ისტორიულად შუა საუკუნეების ევროპა გამოირჩეოდა სიველურით, ანტისანიტარიით და მასობრივი სიბინძურით. სწორედ ამიტომაც ასე ხშირად ვრცელდებოდა სხვადასხვა დაავადება მთელი ევროპის მასშტაბით. ყველაზე მომაკვდინებელი შედეგები კი ევროპაში შავი ჭირის მოდების შედეეგად დადგა, როდესაც ქალაქები მთლიანად დაცარიელდა.

მრავალმილიონიანი მსხვერპლის შემდეგ ადამიანთა ძვლებით იყო სავსე ნებსიმიერი ადგილი, იქნებოდა ეს ორმო, სასაფლაო თუ სხვა რამ. ამ ყველაფრის ისტორიული გამოძახილი შეგვიძლია ვიხილოთ ევროპულ ეკლესიებსა და კატაკომბებში, სადაც ადამიანების ძვლებს საშენ მასალად ან სხვადასხვა სამკაულის საკეთებლად იყენებდნენ.

100.jpg

იმხანად საკუთარ ჰიგიენაზე და სისფუთავეზე ზრუნვა ევროპული ლოგიკით ცოდვად ითვლებოდა. ევროპული სამღვდელოება მოსახლეობას მოუწოდებდა ძონძები ცმოდათ და არ დაებანათ, რადგანაც მათი აზრით მხოლოდ ესე შეიძლებოდა სულიერი განბანა. ბანაობა არ შეიძლებოდა კიდევ ერთი საბაბით, რათა ნათლობის დროს მიღებული წმინდა წყლის ჩამობანვა არ მომხდარიყო. შედეგად ევროპის მკვიდრი მოსახლეობით წლობით არ ბანაობდა და საერთოდ არ იცოდა თუ რა იყო წყალი.

101.jpg

102.jpg

სიბინძურე და ტილები სიწმინდის განსაკუთრებულ ნიშნებად ითვლებოდა. სისუფთავეს ზიზღით უყურებდნენ. ტილებს “ღვთიურ მარგალიტებს” ეძახდნენ და სიწმინდის ნიშნად მიიჩნეოდა. ევროპელები იმდენად შორს იყვნენ ჰიგიენის ელემენტარული ნორმებისგან, რომ XIX საუკუნის მედიცინის სახელმძღვანელოებში მოსახლეობას არწმუნებდნენ დაბანვის აუცილებლობაში.

მაგალითად მნიშვნელოვანი ევროპული გამოგონება – სუნამო, სამყაროს მოევლინა როგორც რეაქცია აბანოების არარსებობაზე და ამისგან გამოწვეულ საშინელ სუნზე. ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იმ აყროლებული, მძიმე სუნის განეიტრალებაში მდგომარეობდა, რასაც წლობით დაუბანელი სხეული იწვევდა.

bV1LBtq76DtFHqY3dRWOPGL-KOFesum8oW9yWzYf_RcAfd2Q7Ptoc7zcqYuvOgo9X3NtV7EsfzbPuPjcKiH54e-sdQIYP7RMtARn3iIcLmWHFWLdDeZQEIQassUz6LgW.jpg

103.jpg

ევროპაში რელიგიური სწავლებების პოპულარიზაციასთან ერთად, შემდგომმა თაობებმა მრავალი საუკუნის განმავლობაში ტუალეტის შესახებ სრულად დაივიწყეს. დავიწყებული კანალიზაციის როლს ქუჩაში არსებული თხრილები ასრულებდა, სადაც ფეკალიების ნაკადული მიედინებოდა. ანტიკური ცივილიზაციის დავიწყების შედეგად ხალხი იქ იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებებს, სადაც მოუხდებოდათ. ქუჩებში ისეთი სიბინძურე სუფევდა, რომ სავალ ნაწილზეც კი შეუძლებელი იყო სიარული.

104.jpg

105.jpg

ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყარობის თანახმად, ბევრ გერმანულ ქალაქში გამოჩნდა ”სასიარულო ჯოხები”, რომლის გარეშეც ქუჩაში გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

100

ზოგიერთი ისტორიკოსი გაკვირვებული იყო თუ რა ადვილად პოულობდნენ სალაჰ ად-დინის ჯარისკაცები ქრისტიანულ ბანაკებს. ძალიან მარტივად – სუნით. შუა სუაკუნეებში ქალები თმებზე ნიორს ისმევდნენ, რათა ტილებისგან თავი დაეღწიათ, ხოლო თმების ფერის შესაცვლელად საღლის შარდს იყნებდნენ.

სიფილისი იმ დროს ისე გავრცელებული იყო, რომ მოდაზეც კი ახდენდა გავლენას. საკუთარი ჯანმრთელობის დასამტკიცებლად მამაკაცები თმებს და წვერებს იზრდნენ. სიფილისით დაავდებულები კი აქტიურად იყენებდნენ პარიკებს.

კათოლიკური ეკლესია უფრო შორს წავიდა და მათგან განსხვავებულ აზრზე მყოფის ადამიანების დასასჯელად ინკვიზიცია მოიფიქრა, რაც ხშირ შემთხვევაში სასტიკ წამებას გულისხმობდა.

0001.jpg

სასაფლაობები დაავადების გავრცელბის ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენდა, რადგანაც არანაირი სანიტარული ნორმები არ არსებობდა. სასაფლაოები არც თუ ისე ღრმა იყო, ამიტომაც ცხოველები მიწის ამოთხრას და გვამების შეჭმას ახერხებდნენ. ამასთანავე სასაფლაოებისთვის ადგილები საკმარისი არ იყო და შესაბამისად ერთი და იმავე საფლავს რამდენიმეჯერ იყენებდნენ. მოსახლეობას ქალაქებში და სოფლებში გვამების ლაბირინთში უწევდათ სიარული.

ევროპის მკვიდრი მოსახლეობის ზოგადი კულტურა და თვითშეგნება იმდენად დაბალ დონეზე იყო რომ მთელი ნაგვის, ჭუჭყის გუბეების და ფეკალიების გადმოყრა-გადმოღვრა პირდაპირ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან ხდებოდა. რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე მასობრივად ანადგურებდნენ კატებს, ხოლო თაგვები კი უამრავი დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები იყვნენ. 

შავი ჭირისგან იღუპებოდა უამრავი ადამიანი, ამიტომ ხშირად საერთო, დიდ საფლავებს თხრიდნენ. ამის მიუხედავად საერთო საფლავებიც მალე ივსებოდა და ბევრი გარდაცვლილის გვამი პირდაპირ ქუჩებში იხრწნებოდა.

100

102.jpg

შავი ჭირის ეპიდემია იტალიაში, 1348 წ.

ჰიგიენის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფა ევროპას ძვირად დაუჯდა: XIV საუკუნეში შავი ჭირის შედეგად საფრანგეთმა მოსახლეობის მესამედი დაკარგა, ხოლო ინგლისმა და იტალიამ – ნახევარი.

105444.jpg

ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ინგლისში ცოლებს

ალბათ ბევრ თქვნთაგანს ძნელად წარმოუდგენია, რომ თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია რომ ეს შუა საუკუნეებში ან ანტიკურ პერიოდში კი არ ხდებოდა, არამედ XVIII და XIX საუკუნეებში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს დიდ ბრიტანეთში ცოლებით ვაჭრობის შესახებ.

100

ცოლის გაყიდვა. ტომას როულენდსონი 1812-1814 წწ.

ცოლის გაყიდვის ფაქტები არა მარტო ინგლისურ მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაშიც ფიქსირდება. ასე მაგალითად თომას ჰარდის ნაწარმოებში ”კესტერბრიჯის მერი” მთავარმა გმირმა ცოლი გაყიდა, ხოლო შემდეგ სინდისის ქენჯნამ სიკვდილამდე მიიყვანა.

101.jpg

1820 წლის ფრანგული გრავიურა ცოლის გაყიდვაზე ინგლისურად

ცოლების გაყიდვის ყოველი პროცედურა სტანდარტულად მიმდინარეობდა – მეუღლეს ცოლი მოედანზე მიყავდა, რომელიც მის ყელზე გამობმული ჯაჭვით ეჭირა. ამის შემდგომ ცოლი მისთვის განკუთვნილ ადგილას ადიოდა და ვაჭრობაც იწყებოდა. ცოლი იმას ერგებოდა, ვინც ყველაზე მსხვილ თანხას გადაიხდიდა.

102.jpg
ვინც გირტყავს, მას უყვარხარ

იმდროინდელ გაზეთებში მსგავსი ფაქტები აქტიურად შეუქდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცოლის გაყიდვის ფაქტი 1733 წლით თარიღდება. ჩანაწერის თანახმად ვინმე სამუელ ვაითჰაუსს თავისი ცოლი მერი უაითჰაუსი ტომას გრიფითსისთვის ერთ ფუნტ სტერლინგად მიუყიდია.  კიდევ ერთი ქალბატონი გასაყიდად იქნა გაყვანილი და მასზე საწყისი ფასი ერთი პენი იყო. მარტოხელა ფერმერებს ძალიან უნდოდათ ამ ქალბატონის ყიდვა. საბოლოოდ ის 5 შილინგად და 6 პენსად გაიყიდა. 

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ცოლების გაყიდვა ხდებოდა ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ცოლს მისივე საყვარელი ყიდულობდა სიმბოლურ ფასად. ხანდახან ხდებოდა ისეც რომ ყოფილი ქმარი, ცოლი და მისი ახალი მფლობელი ერთად მიდიოდნენ ხოლმე ტავერნაში ვაჭრობის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად.

103

ინგლისელი აზნაური სმიტფილდის ბაზარზე მიემართება ცოლის გასაყიდად

ყველაზე პოპულარული ცოლებით ვაჭრობა 1780 – 1850 წლებში იყო. დღევანდელ დღემდე მოღწეული დოკუმენტებით მინიმუმ 300 ასეთი ფაქტი დასტურდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1753 წელს ინგლისში ქორწინების კანონი მიიღეს. იქამდე ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა. ქალები ფაქტიურად კაცების სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. განქორწინება კი საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურას წარმოადგენდა. მოედანზე ცოლების გაყიდვა იქცა განქორწინების ერთგვარ ფორმად. მთავრობა ამ პრაქტიკას არ მიესალმებოდა და უბრალოდ არ იმჩნევდა. 

1830 წელს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მეუღლემ ცოლის გაყიდვის პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეაჩერა და ყველაფრის ძველებურად დატოვება მოინდომა. ამის საპასუხოდ კი ცოლი მეუღლეს ლოყაზე შეეხო სადავეთი და განაცხადა: “მე უნდა გავიყიდო, იმიტომ რომ ცვლილებები მინდა”

ცოლით ვაჭრობის ბოლო ფაქტი 1913 წელს ფიქსირდება. ქალბატონი, რომელიც ლიდსის სასამართლოში ჩვენებას აძლევდა აღნიშნავდა, რომ მისმა ქმარმა ის კოლეგას 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდა.

ცივილიზებული ევროპა: შავკანიანების ზოოპარკი

ბოლო რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიუსელისადმია მიპყრობილი. 2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქში რამდენიმე ტერორისტული აქტი განცორციელდა და შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 ადამიანზე მეტი სერიოზულად დაშავდა. დღეს ბრიუსელი ევროლიბერალების დედაქალაქია, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ამ ლიბერალების ბაბუები ისე სამარცხვინოდ იქცეოდნენ, რომ ძნელია ამის წარმოდგენა. დღეს ევროპის ეს სამარცხვინო ისტორიის ფურცლები ბევრს მივიწყებული აქვს.

100

მაგრამ ჩვენ შევეცდებით დღეს გაგახსენოთ ის, რაც ნებსით თუ უნებლიეთ ევროპაში დავწიყებას მიეცა. 1935 წლამდე ევროპაში არსებობდა შავკანიანების ზოოპარაკი, სადაც ცხოველებთან ერთად შავკანიანი მოსახლეობა ყავდათ დამწყვდეული ”ცივილიზებულ ევროპელებს”. ბოლო ესეთი ზოოპარაკი ბაზელში 1935 წელს დახურეს, ხოლო ტურინში 1936 წელს.

მაგრამ ბრიუსელში შავკანიანების (კონგოს მკვიდრი მოსახლეობის) ექსპოზიცია 1958 წელსაც გაიმართა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მათ ისე ეპყრობოდა, როგორც ცხოველებს.

6b7e930abd26e7ecadc662b7616_prev

1930 წელი, ზოოპარკი ბაზელში, სადაც ცხოველებთან ერთად სომალის მვიდრნი ჰყავთ წარმოდგენილი

3

გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II ჰამბურგის ზოოპარკში შავკანიანებს ათვალიერებს, 1909 წელი.

XX საუკუნის დასაწყისში ცხოველებთან ერთად შავკანიანი ადამიანები წარმოდგენილი ჰყავდათ ლონდონის, ანტვერპენის, ბერლინის, ბაზელის  და ბევრი სხვა განვითარებული ქალაქის ზოოპარკში. ლონდონის ზოოპარკში მაგალითად აფრიკელების გალია 800 000 ადამიანმა ინახულა.

4

ყველაზე ხშირად აფრიკელ მოსახლეობას ვოლიერებში ათავსებდნენ, სადაც ”ეთნოგრაფიული სოფლის” მინი ვერსიას უქმნიდნენ. ისინი ნაციონალური ტანსაცმლით მოძრაობდნენ, პრიმიტიული იარაღებით მიწას ამუშავედნენ და სადილს კოცონზე ამზადებდნენ. მკაცრი ევროპული ზამთრის ფონზე შავკანიენები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. მაგალითად ჰამბურგის ზოოპარკში 1908-1912 წლებში 27 აფრიკელი დაიღუპა.

5

6

8