აშშ VS ირანი (1953 წ. აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალება)

”ასე ვაპირებთ ჩვენ მოჰამედ მოსადეყის თავიდან მოშორობეას” – 1953 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფს განუცხადა თავის მზაკვრული გეგმის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხელში ირანის პრემიერ-მინისტრის დამხობის გეგემა ეჭირა, რომელიც CIA-ის თანამშრომლის და აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილის, კერმიტ რუზვლეტის მიერ იყო მომზადებული.

ჯონ ფოსტერ დალესი

თავდაპირველად მოჰამედ მოსადეყის ლიკვიდაციის ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა, რადგანაც პრინციპული ირანელი ლიდერი საპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. ეს იყო ერთადერთი ნავთობის კომპანია, რომელიც ირანში ოპერირებდა. 1951 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი ნაციონალიზაციის შესახებ, ხოლო აპრილში მოჰამედ მოსადეყი პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია.

1 მაისს განხორციელდა ნაციონალიზაცია. როგორც მაშინ ირანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”ირანელმა ხალხმა საუნჯე გახსნა, რომელზეც იქამდე დრაკონი იჯდა”.

მოსადეყის მთავრობამ ბრიტანელებს ნავთობის ოპერაციებიდან 25%-იანი წმინდა მოგების წილი შესთავაზა, რათა ბრიტანელების გული მოეგო. ასევე ბრიტანელი თანამშრომლების უსაფრთხოების და დასაქმების პირობა მისცა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელებმა უგულუბელყვეს ირანელი ხალხის და პარლამენტის გადაწყვეტილება საკუთარ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ და თავისი იმპერიალისტური ზრახვების კვალდაკვალ მოინდომეს მთლიანად ჩაეგდოთ ხელში ნავთობკომპანია. ამისთვის კი მათ მოსადეყის თავი ჭირდებოდათ.

მოჰამედ მოსადეყი (ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში)

ბრიტანელების მიერ ირანის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოხრჩობის მცდელობები ვერ განხორციელდებოდა ამერიკელების აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ ტრუმენის და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ბრიტანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ირანი, მათ ისღა დარჩენოდათ რომ დახმარებისთვის აშშ-ისთვის მიემართათ. 1952 წელს ჩერჩილის მთავრობამ კერმიტ რუზველტთან დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რეალურად CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ჯონ ფოსტერ დალესი გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო და მოსადეყში საფრთხეს ხედავდა, რადგანაც ეს უკანსაკნელი არ ემორჩილებოდა ანგლო-საქსურ დღის წესრიგს და საკუთარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად ცდილობდა. ის შიშობდა, რომ ცივი ომის დროს ირანი ნეიტრალიტეტს დაიკავებდა, ასევე არ მოსწონდა ირანის მიერ მთავრობის სოციალისტური იდეების მხარდაჭერა, რაც მაგალითად ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციაში გამოიხატა.

საქმე ისე შემოტრიალდა, რომ 1953 წელს მოჰამედ მოსადეყის დამხობის და ირანში სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია უფრო ამერიკული იყო, ვიდრე ბრიტანული. 26 წლის შემდეგ კერმიტ რუზვლეტმა წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმა CIA-მ ეს ოპერაცია. მან წიგნს ”კონტრგადატრიალება” დაარქვა, სადაც აღნიშნავდა რომ ეს ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ ირანში კომუნისტურ პარტიას (თუდე) არ ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. თუმცა ეს მტკნარი ტყუილი იყო, რადგანაც მოსადეყი არ იყო კომუნისტი და კომუნისტურ პარტიასთან საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დინ აჩესონი (ტრუმენის სახელმწიფო მდივანი) მას მოიხსენიებდა, როგორც: ”მდიდარი, რეაქციული, ფეოდალურად მოაზროვნე სპარსელი, რომლის კომუნისტური პარტიის მიმართ თაგარძნობა ძნელი წარმოსადგენია”.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი არ იყო სიმპატიით განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმიართ – ის 1951 წელს მკაცრად გაუსწორდა თუდეს (კომუნისტური პარტია) მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. სწორედ ამიტომაც ამერიკული CIA რუზველტის მეთაურობით შაჰს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დუაიტ ეიზნჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი მის მხარეს არიან და მოსადეყის დამხობას აპირებენ. ამერიკელებმა შაჰი დაარწმუნეს იმაში, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოჰამედ მოსადეყს ატოვებინებდნენ თანამდებობას და მის მაგივრად ფაზლოლუ ზაჰედს ნიშნავდა, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბრიტანელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა მოსადეყი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან მისი ჩამოშორობა და უცხოელი აგენტების დახმარებით შაჰი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო შეშინებული შაჰი ქვეყნიდან გაიქცა და რომს შეაფარა თავი.

1953 წელს თეირანში შესრულებული გრაფიტი Yankee go home ”ამერიკელებო გააჯვით”

16 აგვისტოს თეირანში მოსადეყის მხარდასაჭერი და შაჰის და აშშ-ის საწინააღმედეგო მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ნაციონალური ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ყველაფრის შემხედვარე კერმიტ რუზველტმა და CIA-მ მიიღეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოში არსებული ფულის მასობრივი გამოყენებების შესახებ მოსადეყის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად. სხვადასხვა ინფორმაციით აშშ-ს ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 1-დან 19 მლნ. $-მდე დაუჯდა. ხალხის მასობრივი მოსყიდვით, პროვოკაციების წახალისებით და მოსადეყის მხარდამჭერებზე თავსდასხმების მეშვეობით ამერიკელებმა მაინც შეძლეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა.

9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები მოსადეყის ერთგულ ჯარისკაცებს და ამერიკელების მიერ მოსყიდულ მეომრებს შორის. 300 ადამიანამდე დაიღუპა და უამრავი დაშავდა, სანამ შეტაკებები არ შეწყდა.

შემდგომი 25 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ის იმდენად ახლო მოკავშირე იყო, რომ მოსადეყისთვის ეს ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა. შაჰმა საკუთარი ქვეყანა მთლიანად ჩაუგდო ხელში ამერიკელ ჯარისკაცებს და სადაზვერვო ორგანიზაციებს, რათა ის გამოეყენებინათ როგორც პლაცდარმი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღდეგ.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ CIA-მ ყოველწლიურად ირანელი რელიგიური ლიდერების – აიათოლების დაფინანსება დაიწყო, რათა მათი კეთილგანწყობა არ დაეკარგა. 1953 წლიდან 1977 წლამდე ამერიკელები ყოველწლიურად 100-400 მლნ. $-მდე უხდიდნენ აიათოლებს და უმაღლეს რელიგიურ მსახურებს, იქამდე ვიდრე 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ეს ფინანსური დახმარება უეცრად არ შეუწვიტა მათ.

1953 წელს ამერიკელების მიერ ირანში მოწყობილი გადატრიალების შედეგად ირანში დიდი ხნით დასამარდა დემოკრატია. მოჰამედ მოსადეყი საკმაოდ დემოკრატიული მმართველი გახლდათ და პროგრესული რეფორმების გადატრებას ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, თუმცა აშშ-დიდი ბრიტანეთის დუეტმა გადაწყვიტა სამხედრო გადატრიალების მოწყობა. სწორედ CIA-ის მიუძღვის ლომის წვილი ირანში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წახალისებაში, რის შედეგებსაც ირანის მოსახლეობა დღესაც იმკის.

როგორ მოპარა დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 45$ ტრლნ.

znfdixsgtx9uvaloeugj.jpg

დიდი ბრიტანეთში და დასავლურ ლიბერალურ წრეებში ხშირად შეხვდებით იმ მოსაზრებას, რომ ინდოეთის კოლონიზაცია, რა საშინელიც ის არ უნდა ყოფილიყო, თავად ბრიტანეთისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ ყოფილა. ასე რომ ამ ნარატივის თანახმად, ის ფაქტი რომ იმპერია დიდ ხნის განმავლობაში არსებობდა ბრიტანული მადლიერების ჟესტად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ცნობილი ეკონომისტის, უცა პატნაიკის (Utsa Patnaik) ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Columbia University Press-ში გამოქვეყნდა, გამანადგურებელ დარყმას აყენებს მსგავს იმპერიალისტურ მითს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა ბრიტანეთის კოლონიალისტური იმიჯის გასაუმჯობესებლად.

ორსაუკუნოვანი მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, რომელიც სხვადასხვა გადასახადების და ვაჭრობის სტატისტიკას მოიცავს, პატნაიკმა გამოითვალა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1765-1938 წლებში ინდოეთეიდან საერთოდ ჯამში 45 $ ტრლნ. მოიპარა.

ეს მართლაც შოკისმომგვრელი თანხაა. ასე მაგალითად 45$ ტრლნ. 17-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის მთლიან წლიურ შიდა პროდუქტს დღესდღეობით. 

როგორ გაძარცვეს ინგლისელებმა ინდოეთი?

3a4683d7f99349baa4791de15b662965_18.jpg

აი როგორი სქემით ხდებოდა ეს ყველაფერი. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ინდოეთში გადასახადების შეგროვება დაიწყო და შემდგომში შეგროვილი თანხის ნაწილს (მიახლოვებით 1/3-ს) ინდური პროდუქციის შესაძენად იყენებდა, რაც დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, იმის მაგვირად რომ ინდოეთში სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად ინგლისელებს საკუთარი ჯიბიდან გადაეხადათ, ისინი ამ ყველაფერს უფასოდ ყიდულობდნენ, ანუ ინდოელი გლეხებისგან და ფეიქრებისგან სხვადასხვა ნაწარმის შესაძენად ისინი მათგანვე აკრეფილ ფულს იხდიდნენ.

ეს იყო კლასიკური თაღლითობის სქემა – ძარცვა დიდ მასშტაბებში. საინტერესო ისაა, რომ ინდოელების უმრავლესობას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რადგანაც აგენტი, ვინც მათგან გადასახადებს იღებდა, შემდგომში სხვა პიროვნებით იცვლებოდა, ვინც ადგილობრივებისგან პროდუქციას ყიდულობდა. ეს რომ ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო, ინდოელები მარტივად მიხვდებოდნენ რომ მათ ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ.

მოპარული პროდუქციის ნაწილი პირდაპირ დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა, ხოლო დანარჩენი რეექსპორტზე მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. რეექსპორტის სისტემამ და მისგან მიღებულმა შემოსავალმა დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაეფინანსებინა იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან, ისეთი სტრატეგიული ნედლეულის შესაძენად როგორიც იყო რკინა, კუპრი და ხე-ტყე, რაც საჭირო იყო ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციისთვის.

ინდუსტრიული რევოლუცია დიდწილად იყო დამოკიდებული ინდოეთის სისტემატურ ძარცვაზე და შედეგად მიღებულ აურაბელ დოვლათზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელები რეექსპორტზე გატანილ პროდუქციას ბევრად უფრო მაღალი ფასებში ყიდდნენ, იმასთან შედარებით რაც ეს პროდუქტი ინდოეთში ღირდა. ანუ პროდუქტის თავდაპირველ ღირებულებას ანგლო-საქსები საკმაოდ მაღალ მარჟასაც უმატებდნენ. 

ამერიკელების მიერ ორგანიზებული ფილიპინელების გენოციდი

Philippines-genocide-3-million-killed

ფილიპინების კუნძულებზე მომხდარი გენოციდი ისტორიამ უკვე მიივიწყა. ამერიკულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თქვენ შეხვდებით ინფორმაციას 1899-1902 წლების აშშ-ფილიპინების ომზე, მაგრამ იქ ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები ამერიკელების მიერ მოწყობილი გენოციდი ფილიპინელი ხალხის წინააღმდეგ.

აკადემიურ წყაროებშიც კი გაგიჭრდებათ ამ გენოციდის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება. ყველაზე დიდი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ თვით ფილიპინელებსაც კი არ ასწავლიან სათანადოდ ამ გენოციდის შესახებ და არც თუ ისე ბევრ ფილიპინების მოქალაქეს სმენია დღესდღეობით ამ ფაქტის შესახებ.

ალბათ დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს ნებსით თუ უნებლიეთ რატომ მიივიწყა ყველამ ამ გენოციდის შესახებ? ისტორიას ხომ გამარჯვებულები წერენ და რა გასაკვირია, რომ მათ ამ მეტისტეტად საშინელი ფაქტის დამალვა სცადეს ისტორიის ფურცლებიდან.

ე. აჰმედი ავტორია ნაშრომისა «თეორია და ცდომილება ამბოხებულების წინააღმდეგ», «The Nation», 1971 წლის 2 აგვისტო. «ყველაზე სისხლიანი კოლონიური ომი (მოსახლეობის პროპორციულად) რომელიც აზიაში იყო წარმოებული [თეთრი ძალის] მიერ. ეს 3 000 000 ფილიპინელს სიცოხლის ფასად დაუჯდა.”

ფილიპინელმა ისტორიკოსმა ლუზვიმინდა ფრანცისკომ (Luzviminda Francisco) ფილიპინებზე მომხდარი გენოციდის დეტალური გამოძიება ჩაატარა და ამის დოკუმენტირება მოახდინა. მისი გამოძიება  1.4 მლნ. მოკლულ ფილიპინელამდე მივიდა “The End of An Illusion” (London, 1973). მისი კვლევა მხოლოდ 1899 – 1905 წლების პერიოდს მოიცავს და აშშ-ის კოლონიური მმართველობის პირველი 2 ათწლეული აქ გამოტოვებულია, როდესაც მკვლელობები შეიძლება შემცირებულიყო, მაგრამ მაინც ხდებოდა. ამ კვლევაში ასევე არაა შესული ათასობით მუსლიმი ფილიპინელი (მოროსი), რომლებსაც ველურად, ცხოველებივით კლავდნენ.

gen3.jpg

სასაკლაო

1901 წლის ნოემბერში «The Philadelphia Ledger»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კორესპონდენტი შემდეგს წერდა: ” ჩვენი მამაკაცები დაუნდობლები იყვნენ, კლავდნენ, რათა ამოეწყვიტათ კაცები, ქალები, ბავშვები, ტყვეები, აქტიური მეამბოხეები. დომინირებდა იდეა, რომლის თანახმადაც ფილიპინელები როგორც ასეთი ოდნავ უფრო უკეთესები იყვნენ, ვიდრე ძაღლები.”

«ჩვენი ჯარისკაცები ადამიანებს მარილიან წყალს ასხამდნენ, რათა ისინი აელაპარაკებინათ, ხოლო ტყვედ აყავდათ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად ჩაბარდნენ. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ ისინი მეამბოხეები იყვნენ, ყველა მათგანი ხიდზე დააყენეს და ჩაცხრილეს. ერთმანეთის მიყოლებით ისინი წყალში ვარდებოდნენ, რათა წყალში მოტივტივე მათი გვამები სხვებისთვის მკაცრი მაგალითი ყოფილიყო.”

აი რაც წერდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი მწერალი მარტ ტვენი «ნიუ-იორკ თაიმსის» 1900 წლის 15 ოქტომბრის ნომერში:

«მე ვხედავდი, რომ ჩვენ ფილიპინელი ხალხი გათავისუფლებას კი არ ვაპირებდით, არამედ დაპყრობას. ჩვენ დასაპყრობად წავედით და არა დასახსნელად. ამიტომაც მე ანტიიმპერიალისტი ვარ. მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ამერიკულმა არწივმა სხვა მიწას ჩაასოს თავის ბრჭყალები. »

”ჩვენ, ამერიკელებმა ათასობით კუნძულზე მცხოვრები ფილიპინელი ცოცხლად დავმარხეთ. გავანადგურეთ მათი მინდვრები. ჩვენ გადავწვით მათი სოფლები და ისინი უსახლკარო ქვრივებად და ობლებად ვაქციეთ. ნებაყოფლობითმა ასიმილაციამ, რომელიც მუშკეტის ახალი ღვთისმოსავი სახელია, დანარჩენი 10 მილიონი ადამიანი დაიპყრო. ჩვენ შევიძინეთ საკუთრება 300-მდე ხარჭისგან და ჩვენი ბიზნეს პარტნიორის სხვა მონებისგან, მაგალითად სულუს სულთნისგან და ამ ნადავლზე ჩვენი დროშა ავაფრიალეთ. სწორედ მსგავსი მეთოდებით გავხდით ჩვენი მსოფლიო ძალა.” – მარკ ტვენი

ამერიკელ ჯარისკაცებს ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ რაც შეიძლება მეტი ფილიპინელი მკვიდრი მოეკლათ. ისინი მიწებს წვავდნენ, სოფლებს ანადგურებდნენ, სადაც საკონცენტრაციო ბანაკებს აყალიბებდნენ. ამერიკელი სამხედროები სამეთვალყურეო კოშკებსაც აშენებდნენ, რათა ფილიპინელი ტყვეები გაქცევის შემთხვევაში ადგილზე ჩაეცხრილათ. ისინი ამ საკოცენტრაციო ბანაკებს სადაზვერვო ბანაკებს ეძახნდნენ. ამერიკელების მიერ ფილიპინელებისთვის ორგანიზებული საკონცენტრაციო ბანაკები დაავადებებით იყო სავსე, ამიტომაც სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა (20%). ერთ-ერთი ესეთი ბანაკი სიგრძეში 2 მილი იყო, ხოლო სიგანეში 1 მილი, სადაც 8000 ფილიპინელი ჰყავდათ დატყვევებული. მათ აწამებდნენ საჭირო ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ იმის მიუხედავად ამერიკელები იღებდნენ თუ არა სააჭირო ინფორმაციას, ადგილობრივებს მაინც კლავდნენ.

ფილიპინელების გენოციდის თვიმხილველი ბრიტანელი იხსენებდა: ”ეს არ იყო ომი, ეს იყო სასაკლაო, სისხლიანი სასაკლაო”

იმდოინდელი ამერიკული მედია ფილიპინების მკვიდრ მოსახლეობას აბუჩად იგდებდა, ცხოველებთან აიგივებდა და სისხლიან გენოციდს ადგილობრივების გაცივილურების საბურველში ფუთავდა.

Boston-Philippines-genocide.jpg

რატომ მოხდა ფილიპინელების გენოციდი?

როგორ აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკინლი აღნიშნავდა ის თეთრ სახლში ლოცულიბდა, როდესაც მის გონებამდე დავიდა, რომ მას ფილიპინები ესპანეთისთვის არ უნდა დაებრუნებინა, რადგანაც ეს შეიძლება სხვების თვალში მშიშრულად გამოჩენილიყო.

მაკინლის სიტყვებით ერთხელ ღამე ის მუხლებზე დაეცა და ღმერთს ლოცვა დაუწყო, როდესაც მას თავში მოუვიდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაებრუნება ფილიპინები ესპანეთისთვის.  ასევე არ შეეძლო საფრანგეთისთვის და გერმანიისთვის მიეცა იმის საშუელება, რომ მათ ხელში ჩაეგდოთ, რადგანაც ეს ამერიკელების ბიზნესისთვის  ცუდი იქნებოდა.

აშშ-ის XXV პრეზიდენტი ასევე ფილიპინების დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო, რადგანაც მისი აზრით ისინი უუნაროები იყვნენ და ამას ვერ შეძლებდნენ.

აშშ-მა გადაწყვიტა მარტო მანილათი (ფილიპინების დედაქალაქი) არ დაკმაყოფილებულიყო და ფილიპინები მთლიანად ჩაეგდო ხელში, მოსახლეობა გაექრისტიანებინა, გაენათლებინა, რასაც ესპანელები აკეთებდნენ ძალიან ხშირად.

1899 წელს აშშ-მა ფილიპინებს ომი გამოუცხადა მოსახლეობის განათლების, ცივილიზაციის შეტანის და გაქრისტიანების საბაბით და ადგილობრივების სასტიკი გენოციდიც დაიწყო.

Philippines-Genocide-1024x512.jpg

დასკვნა

ჩვენ არ შეგვიძლია მტკიცებით ფორმაში განვაცხადოთ 3-მილიონიანი მსხვერპლის შესახებ, როგორც ამას ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ 1899-1905 წლებში გენოციდის შედეგად მინიმუმ 1.4 მილ. ადამიანი დაიღუპა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მკვლელობი მომენტალურად არ შეწყდებოდა. ფილიპინებში დატრიალებული გენოციდის დროს გამოჩენილი სისასტიკე არ გვაძლევს იმის დაშვების საშუალებას, რომ სასტიკი მკვლელები უცბად მშვიდობიან მოქალაქეებად იქცნენ. 

gen4

ლეოპოლდ II – კაციჭამია, კაპიტალისტი ჯალათი, რომელიც ბელგიაში გმირადაა შერაცხული – დიდი ევროპული ბოროტების ისტორია

აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა დღესდღეობით წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში არიან. ნეოლიბერალების მხრიდან ამას ხშირად ის ახსნა აქვს, რომ ისინი უბრალოდ ვერ ვითარდებიან და ამას ერთგვარი კანონზმოიერებითაც კი ხსნიან, რეალურად კი საუკუნეების მანძილზე მთელი აფრიკის კონტინენტი ევროპელ იმპერიალისტებს ფეხქვეშ ჰქონდათ გაგდებული.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ აფრიკის მკვიდრ მოსახლეობას ცოცხლად წვავდნენ, ხელფეხს აჭრიდნენ, სხვადასხვა ერებს გენოციდებს უწყობდნენ ბინძური კაპიტალისტური ინტერესების გამო.

წამება, ხოცვა-ჟლეტვა, ბავშვებისთვის ხელების მოკვეთა ევროკავშირის დღევანდელი დედაქალაქის, ბრიუსელის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო აფრიკულ კონტინენტზე.

უბედური მამა უყურებს თავი გოგოს მოკვეთილ ხელ-ფეხს ბელგიელი კოლონიზატორების მიერ

უბედური მამა უყურებს თავი გოგოს მოკვეთილ ხელ-ფეხს ბელგიელი კოლონიზატორების მიერ

ის რაც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა და დღემდე ხდება აფრიკაში, მასმედიის დიდ ინტერესს არასდროს იწვევდა. ჩვენ ყველას გვსმენია ჰოლოკოსტზე და სომხების გენოციდზე, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გაუგია იმ საშინელებების შესახებ რასაც აფრიკის კონტინენტზე ჰქონდა ადგილი? მაქსიმუმ რაც შეიძლება თქვენ იცოდეთ ალბათ რუანდაში მომხდარი გენოციდია, მაგრამ ამ გენოციდის სრული სურათი ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. დღეს ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და არაადამიანურ რეჟიმზე ”კონგოს თავისუფალ სახელმწიფოზე” მოგიყვებით, რომლის შესახებაც თითქმის ყველამ დაივიწყა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარი დასამახსოვრებელი იყო ევროპული ქვეყნების მიერ აფრიკის კონტინენტის სრული კოლონიზაციის პროცესით. ევროპული ქვეყნები უკვე იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თუ ვის უფრო მეტი კოლონია ეყოლებოდა. ლიბერია და ეთიოპია ორად ორი აფრიკული ქვეყანაა, რომელთა დამონებაც ევროპელებმა ვერ შეძლეს. 1884 წელს ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ევროპული ქვეყნები კოლონიების გაფართოვების გეგმებს ადგენდნენ.  ბერლინის კონფერენციაზე ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ დააფუძნა ”კონგოს საზოგადოება”, სადაც ცნობილი მკვლევარები (მაგ. ჰენრი სტენლი) მიიწვია. ”კონგოს საზოგადოებას” კი გადაეცა კონგოს სახელმწიფო.

_39897199_victim01

ხელმოკვეთილი გოგონა

მას შემდეგ, რაც ბელგიის მონარქმა ლეოპოლდ II-მ კონგო მიიღო კერძო საკუთრებად, მას ამ ქვეყნაში ყველაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა და არაფერში არ იყო შეზღუდული. გამოდის რომ საწყალი კონგოელების ბედი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა. ბელგიელი მეფის სიმდიდრის მთავარ წყაროს კაუჩუკის და სპილოს ძვლის ექსპორტი წარმოადგენდა.

ლეოპოლდმა მთელი კონგო საკუთარ შრომის ბანაკად აქცია და თითქმის ყველას, პატარა ბავშვების ჩათვლით კაუჩუკის პლანტაციებზე ამუშავებდა, რადაგანაც იმ დროს ევროპაში კაუჩუკზე მოთხოვნა მეტისმეტად იზრდებოდა; ეს პროდქუტი ბევრი მასობრივი მოხმარების პროდუქტის საწარმოებლად გამოიყენებოდა. (ველოსიპედების ბორბლების, საავტომობილო ტრანსპორტი, ფეხსაცმელი) ბელგიელი მეფის მიერ დამონებული აფრიკელები დღეში 16 საათს მუშაობდნენ.

ევროპელი ოკუპანტები გეგმის ვერშესრულების შემთხვევაში კონგოელებს ხელის მტევანს აჭრიდნენ და მცირეწლოვან ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ. იმისთვის, რომ მოსახლეობაში შიში დაეთესათ, ბელგიელი მონარქის ბრძანებით კონგოელებს საჯაროდ აწამებდნენ, ჯვარზე აკრავდნენ, თოკებით აბავდნენ და მზეზე ხრუკავდნენ, მშობლების თანდასწრებით შვილებს ხელ-ფეხს აჭრიდნენ და პლანტატორები მათ ცოცხლად ჭამდნენ.

ლეოპოლდ II-ის მმართველობის მსხვერპლი კონგოში

ლეოპოლდ II-ის მმართველობის მსხვერპლი კონგოში

ჯაჭვებით დაბმული კონგოელები

ჯაჭვებით დაბმული კონგოელები

კონგოში დატრიალებული ტრაგედია და ევროპელების კანიბალიზმი მართლაც შთამეჭდავი იყო, რის შედეგადაც მიახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ანუ გამოდის, რომ ყოველი მეორე კონგოელი გარდაიცვალა. ”სტალინურ რეპრესიებზე” ან თუნდაც ”უკრაინულ ჰოლოდომორზე” ვინც საუბრობს ყველაზე მეტად, მათგან კონგოელების გენოციდის შესახებ ერთი სიტყვა თუ მაინც გსმენიათ?  კონგოში ევროპელების ველური და არაადამიანური საქციელი ევროკავშირს დღემდე არ უღიარებია და ოფიციალურად რეპარაციების გადახდის ვალდებულებაც კი არ აუღია.

უფრო მეტიც, თითქმის ყველა ბელგიურ ქალაქში ლეოპოლდ II-ს, კაციჭამია, არაადამიან მმართველს ძეგლი აქვს აღმართული.

monument-to-king-leopold

ლეოპოლდ II-ის ძეგლი ევროკავშირის დედაქალაქში

ეს უკვე ცინიზმის და აბუჩად აგდების პიკია, როდესაც ლეოპოლდ II-ისნაირ  კრიმინალს  ბელგიის უამრავლ ქალაქში, მათ შორის ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში ძეგლი უდგას. 

ბელგიის ქალაქ არლონში ლეოპოლდ II-ის ძეგლზე გაკეთებული წარწერა '' მე კონგოში მუშაობა დავიწყე ცივილიზაციის და ბეგლიის ინტერესების გამო''

ბელგიის ქალაქ არლონში ლეოპოლდ II-ის ძეგლზე გაკეთებული წარწერა ” მე კონგოში მუშაობა დავიწყე ცივილიზაციის და ბეგლიის ინტერესების გამო”