უთანასწორობა და დემოკრატია

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი წუხილი გამოითქვა დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის აღზევების შესახებ. ეს წუხილი არც თუ უმიზეზოა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრით ვიქტორ ორბანით დაწყებული, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტით ჟაირ ბოლსონარუთი გაგრძელებული და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი პირით დონალდ ტრამპით დამთავრებული ჩვენ გავხდით ავტორიტარული და ავტოკრატიული შეხედულებების მქონე ლიდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მოწმენი. ეს პირები საკმაოდ საინტერესო და უცნაური ულტრამემარჯვენე პოპულისტური შეხედულებების გავრცელებით დაგვამახსოვრდნენ. რიგითი მოქალაქეებისა და ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვის დაპირების და მიუხედავად, ისინი სინამდვილეში იცავდნენ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს და ანადგურებნდნენ წლების განმავლობაში დანერგილ და მიღებულ წესებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ იძულებული გაგვხადეს გვემარჩიელა, თუ რა აზრი იდგა მათი ქმედებების მიღმა.

ასეთი პოლიტიკური უთანასწორობა არის თვითმყოფადი, რაც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას. საგადასახადო პოლიტიკა აქეზებს მდიდრებს, განათლების სისტემა მხარს უჭერს უკვე პრივილეგირებულებს, ხოლო კარტერული გარიგებების წინააღმდეგ არსებული კანონი [რედ. Antitrust regulations] კორპორაციების მიერ აქტიურად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკაში არსებული შესაძლებლობების ხელში ჩასაგდებად და სამართავად. მეტიც, რადგანაც მედია ძირითადად იმართება კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ისეთ პლუტოკრატებს ეკუთვნით, როგორიც არის რუპერტ მერდოკი [რედ. Rupert Murdoch], ძირითადი საინფორმაციო წყაროებიც ჩართულნი არიან არსებული მწარე რეალობის გაღრმავებაში. შედეგად, მაყურებელ-მსმენელებს უკვე  დიდი ხანია არწმუნებენ, რომ მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღება ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს; რომ, მემკვიდრეობის გადასახადი [რედ. თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს ადამიანმა მემკვიდორებით რაიმე ფულის ან კერძო საკუთრების მიღების შემთხვევაში] არის გადასახადი სიკვდილზე და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემდიდრების მიერ მართულ ტრადიციულ მედიას ახლა უკვე შეუერთდა სოციალური მედიაც, რომელიც აგრეთვე იმართება ძალიან შეძლებული პიროვნებების მიერ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბოლონი კიდევ უფრო თავისუფალნი არიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. 1996 წელს მიღებული ტელეკომუნიკაციის კეთილსინდისიერების კანონის [რედ. Communications Decency Act] 230-ე თავის მიხედვით, ამერიკაში განთავსებული კომპანიები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მესამე პირების მიერ მათ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არც იმ სოციალურ ზარალზე აგებენ პასუხს, რაც შეიძლება ცრუ ამბავს მოჰყვეს (განსაკუთრებით, მოზარდი გოგონების შემთხვევაში).

ასეთი უპასუხიმგებლო კაპიტალიზმის რეალობაში არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბევრი ადამიანი დიდი სიმდიდრის ერთეულების ხელში მოკალათებას ეჭვის თვალით უყურებს; ან ის, რომ მათთვის ასეთი განლაგება შეიძლება იყოს ყალბი. დემოკრატიის მიერ წარმოებული შედეგებისადმი იმედგაცრუებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამავე დემოკრატიას და დაარწმუნა ზოგიერთი იმაში, რომ მმართველობის სხვა სისტემებმა შეიძლება სულ სხვა, უკეთესი შედეგები დადონ.

ეს საკმაოდ ძველი თემაა. სამოცდათხუთმეტი წლის წინ ბევრს აიტნერესებდა თუ შეეძლო დემოკრატიულ სახელმწიფოს ისეთივე სისწრაფით განვითარებულიყო, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს?! ახლა ბევრს აინტერესებს, თუ რომელ სისტემას შეუძლია მეტი სამართლიანობის „წარმოება“. და ეს კამათი მიმდინარეობს სამყაროში, რომელშიც ზემდიდარ ადამიანებს ეროვნული და გლობალური მოსაზრებების ჩამოყალიბებისთვის გააჩნიათ ყველა ბერკეტი. მოსაზრებები, რომლებიც ხშირად ეყრდნობიან ტყუილს (მათ შორის ის, რომ „არჩევნები იყო მოპარული!“ ან „ხმის მისაცემი მანქანები გაუმართავი იყო!“. ეს ტყუილები Fox News [რედ. ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხი ამერიკაში] 787 მილიონი დოლარი დაუჯდა) [რედ. აქ ავტორი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს].

ასეთი მწარე რეალობის ერთ-ერთი შედეგი არის დაპირისპირების [რედ. შიდა] ზრდა, რაც ხელს უშლის დემოკრატიას გამართულ მუშაობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც არჩევნები იმართება „გამარჯვებულს ყველაფერი“-ს წესით. 2016 წელს, როდესაც ტრამპმა ხმათა მცირე რაოდენობით გაიმარჯვა, ამერიკული პოლიტიკა, რომელიც წესისამებრ ეყრდნობოდა პრობლემის დიალოგისა და პოლიტიკური დათმობის გზით გადაჭრის წეს-ჩვეულებას, უკვე გადაიქცა ღია პარტიზანულ დაპირისპირებად ძალაუფლებისთვის; დაპირისპირებად, რომელიც უფრო ჭიდაობას ჰგავდა და მინიმუმ ერთ მხარეს მაინც მიაჩნდა, რომ ეს იყო წესების გარეშე შერკინება.

როდესაც დაპირისპირებამ უკვე მიაღწია ასეთ დონეს, ფსონი იმდენად დიდია, რომ დათმობის და დაფიქრების დრო აღარ რჩება. საერთო ინტერესების და გამოსავლის ძიების ნაცვლად, თითოეული მოთამაშე იყენებს ხელთ არსებულს შესაძლებლობებს, რომ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები. სწორედ ასე მოიქცა რესპუბლიკური პარტია, როდესაც მიზანმიმართულ გაყალბებებს და სხვა ხერხებს მიმართა, რომ შეემცირებინა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

ამერიკას დიდხანს ეკავა დემოკრატიის შუქურის თანამდებობა. ეს იმის და მიუხედავად, რომ სიყალბის ელემენტებს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. შეიძლება გავიხსენოთ რონალდ რეიგანის ძმაკაცობა აუგუსტო პინოჩეტთან, ჯო ბაიდენის ახლო კავშირები საუდის არაბეთთან ან მისი უუნარობა დაგმოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ანტი-მუსლიმური განწყობები. თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი მაინც განასახიერებდა საერთო პოლიტიკური ღირებულებების მქონე ერთობას.

სამწუხაროდ ახლა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა უთანასწორობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ბევრი უარყოფს დემოკრატიას. ეს კიდევ ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის იმ ტიპის ავტორიტარიზმს, რომელსაც განასახიერებენ ისეთი ულტრამემარჯვენე პოპულისტები, როგორიცაა ტრამპი, ბოლსონარო და სხვები. თუმცა, ამ სახის ლიდერებმა გვიჩვენეს, რომ გზააბნეული ამომრჩევლისთვის პასუხები არ აქვთ. მეტიც, ძალაუფლებაში მოსვლისას ისინი მხოლოდ აუარესებენ ვითარებას.

გარეთ ალტერნატიული პასუხების მოძიების ნაცვლად ჯობია მეტი ყურადღება მივაქციოთ შიდა პროცესებს, დავაკვირდეთ ჩვენს საკუთარ სისტემას. სწორი პოლიტიკური რეფორმების გზით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეიძლება მეტი თანამოქალაქის ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ იზრუნონ მათ საჭიროებებზე. ეს კი, თავის მხრივ, დიდი კაპიტალის მქონე კორპორაციებსა და შეძლებულ ადამიანებზე ნაკლებ ზრუნვას გულისხმობს. თუმცა, დემოკრატიის გადარჩენა აგრეთვე მოითხოვს დროში გაწელილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თითოეული თანამოქალაქისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი, რითაც პოპულისტებს ულუკმაპუროდ დავტოვებთ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს წარსულში დავტოვებთ და ბოლოს და ბოლოს სინამდვილეში შევუდგებით ჩვენს მიერ ესოდენ ნაქები საერთო კეთილდღეობის აღმშენებლობას.

ჯოზეფ (სტიგლიცი) არის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1997-2000წწ. ეკავა მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის თანამდებობა.

სოციალური მობილობა – ნამდვილი დემოკრატიის ინდიკატორი

ლიბერტარიანელები მათთვის დამახასიათებელი ბრიყვული დამაჯერებლობით ყოველთვის დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ადამიანის წარმატება პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული, რომ თუ ადამიანი ღარიბია, ეს პირველ რიგში მისი ”დამსახურებაა” და არა საზოგადოებრივი მოწყობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის.

თუ ადამიანს საღი აზრი ოდნავ მაიცნ შერჩა, მისთვის გასაგებია იქნება, რომ თავისუფლება თანასწორობის გარეშე აზრს კარგავს, ისევე როგორც პირიქით. თანასწორობა კი უბრალოდ ფარატინა ქაღალდზე კი არ უნდა იყოს გაწერილი, არამედ შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას უნდა გულისხმობდეს მოქალაქეებისთვის, იმის მიუხედავად ისინი მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები არიან, თუ ღარიბის. ესაა ჭეშმარიტი დემოკრატია. ამისთვის კი საჭიროა სოციალური ლიფტები, რომლის მეშვეობითაც ამა თუ ადამიანის შეუძლია ერთი ფენიდან მეორაში გადავიდეს, სოციალური სტატუსი შეიცვალოს, საზოგადოებრივ იერარქიაში დაწინაურდეს და ერთი სიტყვით საკუთარი შრომით, მონდომებით და ნიჭით უკეთესი ცხოვრებით იცხოვროს, ვიდრე ამას მისი მშობლები ახერხებდნენ.

სოციალური მობილობა – მიუთითებს იმაზე ექნებათ თუ არა შვილებს მშობლებზე უკეთესი ცხოვრება ან შეინარჩუნებენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.

სოციალური მობილობა უკუკავშირშია უთანასწორობასთან. რაც უფრო მეტია უთანასწორობა, მით უფრო დაბალ ნიშნულზეა სოციალური მობილობა, და პირიქით – რაც უფრო ნაკლებია უთანასწორობა, მით უფრო სოციალურად მობილურია საზოგადოება.

ამიტომაც სოციალურ მობილობაში აბსოლუტური ჩემპიონები სკანდინავიური ქვეყნები არიან, სადაც მეტი დოზითაა სოციალ-დემოკრატია, სადაც ადამიანების წარმატება დრამატულად არაა დამოკიდებული მშობლების ქონებაზე თუ სტატუსზე, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, არც თუ ისე შესაშურ პოზიციებზე არიან. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მედიცინა, სოციალური დაცვა, ღირსეული სამუშაო პირობები, სამართლიანი ანაზღაურება – სოციალური მობილობის შეფასებია ძირითად კომპონენტებია.

იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ყველას მაინც არ აქვს წარმატების მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობები და ძალიან ბევრი ადამიანი დაბადებიდანვე განწირულია მძიმე ცხოვრებისთვის, თუ რაიმე ფენომენალური უნარები არ აღმოაჩნდა.

მსოფლიო ეკონომიური ფორუმის კვლევაში 82 ქვეყნის მონაცემებია შედარებული.

82 სახელმწიფოში არსებული სოციალური მობილობის მაჩვენებელი ეყრდნობა 5 ძირითად მახასიათებელს: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებისადმი წვდომა, სამსახურის ხელმისაწვდომობა და სოციალური დაცვა.

სამწუხაროა, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები შეიძლება ნაწილობრივ შეიზღუდოს იმ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, რომელიც ბავშვის დაბადებისას მის ოჯახს გააჩნდა.

„დაბადების ლატარეა“ სამომავლოდაც განაპირობებს შემდეგი თაობების ცხოვრებასაც, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ ზევით აძრომა მაინც შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა კი განპირობებულია იმ პირობებით, რომელსაც ადამიანს სთავაზობს მისი სახელმწიფო.

აღნიშნული ჩამონათვალი ეყრდნობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ წარდგენილ გლობალური სოციალური მობილობის კვლევას. იგი იძლევა 82 სახელწიფოში არსებული ვითარების ანალიზს და მათ დახარისხებას ხუთ ძირითად მახასიათებელზე დაყრდნობით: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებზე წვდომა, შრომითი პირობები [რედ. პირველად გამოყენებული იყო ტერმინი work opportunities, რაც შეიძლება ითარგმნოს ქართ., როგორც სამსახურის ხელმისაწვდომობა, თუმცა აქ უკვე მითითებულია working conditions, რაც ქართ. ითარგმნება, როგორც შრომითი პირობები] და სოციალური დაცვა.

ყველა სახელმწიფო ცდილობს შესაბამისი „სათამაშო მოედნის“ შექმნას, თუმცა საინტერესოა თუ რომელი ქვეყნები უკეთესად უმკლავდებიან ამ მართლაც რომ მძიმედ დასაძლევ გამოწვევას?

სოციალური მობილობის სპექტრი

სოციალური მობილობა გულისხმობს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ დაწინაურებას, დაქვეითებას ან იმავე სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახი, რომელიც შემდეგში ხდება საშუალო კლასის წარმომადგენელი.

უფრო მაღალი სოციალური მობილობის მქონე სახელმწიფოებში შეინიშნება ნაკლები საშემოსავლო უთანასწორობა; მეტიც, მოქალაქეებს ყველა ხუთივე მახასიათებელში მეტი თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

სიაში მოცემული სახელმწიფოთა ჯგუფი არის სოციალური მობილობის კარგი მაგალითი, რომელსაც შეიძლება სხვებმა მისდიონ.

ყველაზე მაღალი სოციალური მობილობის ქვეყნები

პირველ ათეულში ყველა სახელმწიფო არის ევროპული, თუმცა მათ შორისაც ურყევი მოწინავე პოზიციები სკანდინავიურ ქვეყნებს უკავიათ.

დანია 85.2-ი ქულით არის ყველაზე სოციალურად მობილური სახელმწიფო. შესაბამისად, თუ ადამიანი დაბალ შემოსავლიან ოჯახში იბადება მას დასჭირდება ორი თაობა, რომ საშუალო შემოსავალს მიაღწიოს. საპირწონედ, მაგალითად, ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკაში არსებული მიმდინარე მონაცემებით, ამას დასჭირდება ცხრა თაობა.

დანია, კოპენჰაგენი

კანადას, როგორც პირველ ოცეულში შემავალ არაევროპულ სახელმწიფოს, აგრეთვე კარგი შედეგები აქვს ყველა ძირითად მახასიათებელში; თუმცა, დანიის მსგავსად მას შეუძლია გააუმჯობესოს ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით არსებული ვითარება, რაც გულისხმობს უმუშევრებისთვის მხარდაჭერას და კომპიუტერული უნარების შესწავლას.

საქართველო ყველაზე ნაკლებად სოციალურად მობილური სახელმწიფოები

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 53-ე პოზიციაზე იმყოფება, საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებში, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია. ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით (37 ქულა 100-დან) და სოციალური დაცვის კუთხით აქვს (33 ქულა 100-დან).

განვითარებადი სახელმწიფო კოტ-დ ‘ივუარი სულ რაღაც 34.5 ქულით არის სიის ბოლოში. ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც გაცამტვერებული იყო შიდა კონფლიქტებით და ეკონომიკური ცვალებადობით, სიღარიბის მაჩვენებელი აღწევს 46.3%-ს.

მთავრობამ გააუმჯობესა წვდომა საბაზისო სოციალურ მომსახურებებზე, მაგრამ გამოწვევად რჩება განათლებასა და სამართლიან ხელფასებზე წვდომა; აგრეთვე, შეინიშნება მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ინდოეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის მიღმა ცხოვრობს. ამის და მიუხედავად, მას მაინც უკავია საკმაოდ დაბალი 76-ე ადგილი. შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოში საჭიროა ყველა სფეროში სტრუქტურული რეფორმები; ეს განსაკუთრებით ეხება სამართლიან ხელფასებს და განათლებას.

რატომ უნდა დავაბანდოთ სოციალურ მობილობაში?

კვლევის თანახმად, ეკონომიკების უმრავლესობა ძალზედ შორს არის თითოეული მოქალაქის განვითარებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნისგან; და ეს განპირობებულია მთელი რიგი გამოწვევებით, დაწყებული სოციალური დაცვის ნაკლებობით და დაბალი შემოსავლებით და დამთავრებული ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაკლოვანებით.

სოციალური მობილობის ძირითად მაჩვენებლებში დაბანდების არარსებობამ შესაძლოა მთავრობას და მოქალაქეებს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი:

  • არასაიმედობა (უსაფრთხო შრომითი პირობების და კარგი ანაზღაურების არარსებობით გამოწვეული არამდგრადობა);
  • იდენტობისა და ღირსების დაკარგვის შეგრძნება;
  • დასუსტებული საზოგადოებრივი კავშირები [რედ. social fabric – გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის ისეთ ურთიერთობებს და კავშირებს, რომლებიც განამტკიცებენ მის მდგრადობას და ერთობას];
  • ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკნინება;
  • პოლიტიკური პროცესისგან ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.

სოციალური სარგებლის გარდა, სოციალური მობილობის მახასიათებლებში დაბანდებას გააჩნია აგრეთვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება.

ნამდვილი საფასურის დათვლა

ზემოთ ხსენებულ კვლევაში აგრეთვე არის მოცემული ის ეკონომიკური საფასური, რომელიც თან ახლავს დაბალ სოციალურ მობილობას; მაგალითად, დათვლილ იქნა, რომ თითოეული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ქულის 10 ერთეულით გაზრდის შემთხვევაში ეს 2030 წლისთვის გამოიწვევდა გლობალური ეკონომიკის მშპ-ს 4.41%-იან ზრდას, რაც უდრის $5.1 ტრილიონ დოლარს.

საკუთარი ქულის 10 ერთეული გაზრდისას მხოლოდ ერთ ჩინეთს შეუძლია 2030 წლისთვის $1 ტრილიონი დოლარის მშპ-ს გამომუშავება.

სოციალური მობილობის ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ბევრი სახელმწიფო მაინც ვერ ახერხებს მოქალაქეებისთვის განვითარების მუხტის მისაცემად შესაბამისი პირობების შექმნას. ასეთი ქვეყნებისთვის გლობალიზაცია და ტექნოლოგიური წინსვლა შეიძლება მომავალშიც დარჩეს საშემოსავლო უთანასწორობის განმაპირობებელი ფაქტორები.

თუ სახელმწიფოები ვერ იპოვიან სოციალური მობილობის ისეთ გზებს, რომლებიც წაახალისებენ ჩართულობაზე ორიენტირებულ ეკონომიკას [inclusive economies], მათ წინაშე შეიძლება ღრმად გამჯდარი უთანასწორობის პერსპექტივა გადაიშალოს; და ისტორია, როგორც წესი, მეორდება.

როგორ გაკოტრდა ლიბერალიზმი აღმოსავლეთ ევროპაში

კომუნიზმის მარცხის შემდეგ დასავლური ლიბერალიზმის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმირების დანაპირები არასდროს ყოფილა ბოლომდე განხორციელებული; ამან საპირისპირო მოვლენების მოწმენი გაგვხადა.

1990 წლის გაზაფხულზე, 26 წლის ამერიკელმა ჯონ ფეფერმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა იმ იმედით, რომ შეძლებდა ამ რეგიონის პოსტ-კომუნისტური მომავლის საიდუმლოს ამოხსნას და მის თვალწინ მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებს საკუთარ წიგნში ასახავდა. ფეფერი  არ გახლდათ ამ დარგის ექსპერტი და ამიტომ თეორიების გადამოწმების ნაცვლად, უბრალოდ გაესაუბრა ყველა რჯულისა და საქმიანობის ადამიანს, ვისაც კი შეხვდა. მან მიაგნო აღმაფრთოვანებელ და ამასთანავე დამაფიქრებელ ურთიერთწინააღმდეგობას. აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრნი იმედიანად კი იყვნენ, მაგრამ მაინც შფოთავდნენ, რომ შეიძლება რაიმე ცუდი მომხდარიყო. მის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მოელოდა, რომ ხუთი, მაქსიმუმ ათი წლის შემდეგ, ისინი ვენელების ან ლონდონელების მსგავსად იცხოვრებდნენ. თუმცა, ეს მოლოდინები სავსე იყო შესაძლო წარუმატებლობის დარდით. როგორც უნგრელმა სოციოლოგმა ელემერ ჰანკისმა აღნიშნა: „ხალხმა მოულოდნელად გაიაზრა, რომ დამდეგ წლებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება მდიდარი და ვინ ღარიბი; ვის ჩაუვარდება ხელთ ძალაუფლება და ვის არა; ვინ მოექცევა საზოგადოების სათავეში და ვინ მის ბოლოში. და, ბოლოს, ვინ დააფუძნებს დინასტიებს და ვისი შვილები კი უღელქვეშ აღმოჩნდებიან“.

საბოლოო ჯამში, ფეფერმა გამოაქვეყნა წიგნი და აღარ მიბრუნებია ამ საკითხს, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში მისი ყურადღება მიიპყრო. ამასთანავე, ოცდახუთი წლის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო რეგიონში და მოეძებნა ის ადამიანები, რომლებიც 1990 წელს გამოკითხა. ამჯერად აღმოსავლეთ ევროპა უფრო შეძლებული იყო, მაგრამ გაღიზიანებული უსამართლობით. კაპიტალისტურმა მომავალმა დაისადგურა, თუმცა მისგან მიღებული მოგებაც და წნეხიც არა მხოლოდ არათანაბრად, არამედ ბრიყვულადაც კი იყო განაწილებული.

თუ „აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის თაობისთვის კომუნიზმი აღმოჩნდა „წარუმატებელი ღმერთი““, ამჯერად უკვე „რეგიონის ამჟამინდელი თაობისთვის ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა  „წარუმატებელ ღმერთად““.

ამონარიდი ჯონ ფეფერის წიგნიდან

არსებობს 1989 წლის შემდეგ ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების მიერ დასავლეთზე სწორების მცდელობის აღმნიშვნელ ტერმინთა მთელი რიგი –  ამერიკანიზაცია, ევროპეიზაცია, დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, გაფართოება, ინტეგრაცია, ჰარმონიზაცია, გლობალიზაცია და ასე შემდეგ; თუმცა, ძირითადი გზავნილი იყო უცვლელი – მოდერნიზაცია იმიტაციის მეშვეობით, ხოლო ინტეგრაცია ასიმილირების გზით. თანამედროვე ცენტრალური ევროპის პოპულისტების თანახმად, კომუნიზმის ჩამოშლამ განაპირობა ლიბერალური დემოკრატიის ახალ, გარდაუვალ ორთოდოქსიად ჩამოყალიბება. მათი თანმიმდევრული და უწყვეტი ქადაგების (ჩივილის) საგანია დასავლური ღირებულებების, განწყობების, ინსტიტუტებისა და პრაქტიკების იმიტაციის (გამეორების) სასიცოცხლო საჭიროება და ვალდებულება.

ცივი ომის მიწურულს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებული დემოკრატიების უმრავლესობა გარდაიქმნა შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ მაჟორიტარულ (უმრავლესობის) რეჟიმებად. მათში პოლიტიკური ოპოზიცია დემონიზირებულია, არასამთავრობო მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამორთმეული აქვთ გავლენები, ხოლო სუვერენიტეტი განიხილება, როგორც ხელმძღვანელობის სურვილი და უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის მიერ „თავს მოხვეულ“ იდეალებს, როგორებიც არიან პოლიტიკური მრავალფეროვნება, სახელისუფლებო გამჭირვალობა და უცხოელების, დისიდენტებისა და უმცირესობებისადმი შემწყნარებლობა.

ცალკე აღებული ვერცერთი ცვლადი ვერ ახსნის 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ესოდენ ბევრ და განსხვავებულ გარემოში არსებულ სახელმწიფოებში ერთდროულად ავტორიტარული ანტი-ლიბერალიზმის აღმავლობას. თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის კანონიკური სტატუსისა და იმიტაციის პოლიტიკისადმი გაღიზიანებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ, რომ ალტერნატივის არარსებობა ყველაზე უკეთ ხსნის დღევანდელ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებს და არა ავტორიტარული წარსულის „მიზიდულობის ძალა“ ან ლიბერალიზმისადმი ისტორიულად განმტკიცებული მიუღებლობა. ამპარტავნული რწმენა, რომ „სხვა გზა არარსებობს“ ჩამოყალიბდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური ქსენოფობიის და რეაქციური ნატივიზმის (ანტი-საიმიგრაციო მოძრაობა) ტალღის განცალკევებულ მამოძრავებელ ძალად; ტალღა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ბობოქრობს.

ცივი ომის დასრულებისას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის დასავლეთთან შეერთების შეჯიბრი – საერთო მიზანი იყო. უდავოა, რომ უმთავრესი მიზანი გახლდათ დასავლეთისადმი ისეთი მიმსგავსება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო განსხვავების მოძებნა. დასავლური მოდელის დიდი მონდომებით გადმოღება და ამასთანავე საბჭოთა ჯარების რეგიონიდან გაყვანა აღქმულ იქნა, როგორც განთავისუფლება. თუმცა, გამოწვევებით აღსავსე ორი ათწლეულის შემდეგ წარმოუდგენელია იმ უკუშედეგების უარყოფა, რომლებიც იმიტაციის პოლიტიკას თან ახლდა. გაღიზიანებამ მწვერვალს მიაღწია, არალიბერალური პოლიტიკოსები პოპულარულები გახდნენ და უნგრეთსა და პოლონეთში ხელთ ჩაიგდეს ძალაუფლება.

პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ცნობილი ეკონომისტი, ”შოკური თერაპიის” დოქტრინის ავტორი – ლაშეკ ბალცეროვიჩი

1989 წლის შემდეგ, პირველ წლებში, ლიბერალიზმი ზოგადად ასოცირდებოდა ისეთ იდეებთან, როგორიც არის ინდივიდუალური შესაძლებლობები, გადაადგილების და მოგზაურობის თავისუფლება, აზრის დაუსჯელად გამოხატვა, სამართლიანობისადმი წვდომა და ხელისუფლების მზაობა ყური დაუგდოს საჯარო მოთხოვნებს. 2010 წელს კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ლიბერალიზმის ვერსიები განიცდიან ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული ზრდადი სოციალური უსამართლობის, ყოვლისმომცველი კორუფციის და საჯარო სიკეთეების ადამიანების მცირე ჯგუფში მორალურად შერჩევითი გადანაწილების მძიმე წნეხს. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოშვა დიდი უნდობლობა ბიზნეს ელიტებისა და ე.წ. კაზინო კაპიტალიზმის (დასავლური ეკონომიკური სისტემა) მიმართ, რამაც ლამის დაანგრია მსოფლიო ფინანსური წყობა.

რეგიონში ლიბერალიზმის რეპუტაცია 2008 წლის შემდეგ ვეღარ აღდგა. ფინანსურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მოსაზრებას, რომელიც დასავლეთში გავარჯიშებული ეკონომისტების მცირე ჯგუფის მიერ არის ჯერ კიდევ მხარდაჭერილი, რომ ამერიკული ტიპის კაპიტალიზმის იმიტაცია უნდა გაგრძელდეს. ნდობა დასავლური პოლიტიკური ეკონომიკისადმი, როგორც კაცობრიობის მომავალზე ორიენტირებული ხედვისადმი, გამომდინარეობდა რწმენისგან, რომ დასავლურ ელიტებს ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. უეცრად კი აღმოჩნდა, რომ მათ არ ესმოდათ. სწორედ ამიტომ ჰქონდა 2008 წელს ესოდენ დამანგრეველი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური ეფექტი.

დამატებითი მიზეზი, თუ რატომ შეძლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტებმა ევროპული ლიბერალიზმის ბნელი მხარეების წარმატებით გაზვიადება გახლავთ იმაში, რომ დროთა განმავლობაში საერთო (კოლექტიური) მეხსიერებიდან წაიშალა ევროპული ანტი-ლიბერალიზმის კიდევ უფრო ბნელი მხარეები. ამასობაში კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელისუფლებაში მოსული ანტი-ლიბერალური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან სამოქალაქო ალიანსი (Civic Alliance, ქართ. ფიდესი – ინგ. Fidesz) უნგრეთში და კანონისა და სამართლიანობის პარტია პოლონეთში (Law and Justice party, PiS), ეწევიან ლიბერალური პრინციპების და ინსტიტუტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას, რომ გადაფარონ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სამართლიანი ბრალდებები; გაამართლონ დამოუკიდებელი მედიისა და სამართლებრივი ინსტიტუტების ჩამოშლა იმ მიზეზით, რომ ისინი იცავენ ერს უცხო ქვეყნისადმი სიმპათიებით გამსჭვალული (ინგ. foreign-hearted) მტრებისგან.

თუმცა რეგიონში ანტი-ლიბერალური ხელისუფლებების კორუმპირებული და უღირსი ბუნების შესწავლა ვერ დაგვეხმარება მოსახლეობაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერის წყაროების გაგებაში. პოპულიზმის საწყისები უდავოდ მრავალშრიანია, თუმცა ის ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც დაკავშირებული იყო უმძიმეს გამოწვევასთან ჩამოყალიბებულიყო საუკეთესო (მოწინავე) მოდელის (ინგ. superior model), უკეთეს შემთხვევაში, დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ხარისხოვანი ასლი (ინგ. inferior copy). პოსტ-საბჭოთა პერიოდში განხეთქილება რეალობასა და „დემოკრატიაზე გადასვლის“ ხედვას შორის გაძლიერდა მოვლენილი უცხოელი „შემფასებლების“ მიერ, რომლებსაც არ გააჩნდათ ადგილობრივ პროცესებზე არანაირი წარმოდგენა. ამ ერთად თავმოყრილმა ფაქტორებმა გამოიწვიეს ადგილობრივი რეაქცია რეგიონში (ინგ. nativist reaction, რედ. იგულისხმება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით იმიგრანტებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელების წინააღმდეგ); ერთგვარი ადგილობრივი აუთენტური (ჭეშმარიტი) ნაციონალური ტრადიციების ხელმეორედ „განმტკიცება“, რომლების თითქოს და ჩახშობა ხდებოდა შეუსაბამო დასავლური სტანდარტების გამო. პოსტ-ნაციონალურმა ლიბერალიზმმა, რომელიც ასოცირდებოდა ევროკავშირის გაფართოებასთან, მისცა შესაძლებლობა „სულის ჩამდგმელ“ პოპულისტებს მოეხდინათ ეროვნულ ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობაზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება.

ეს გახლდათ რეგიონში ანტი-ლიბერალური ჯანყის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ამასთანავე თანმხლები ცვლადი უდავოდ იყო მტკიცებულება, რომელიც 1989 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ ლიბერალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს არ ჰქონდათ ალტერნატივა. ასეთმა ხედვამ გააჩინა სურვილი, რომ ჯინაზე დამტკიცებულიყო საპირისპირო ანუ რეალური ალტერნატივის არსებობა. მაგალითად, ავიღოთ გერმანული ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (გერ. Alternative fur Deutschland, AfD). სახელიდან გამომდინარე ნათელია, რომ ის შეიქმნა ანგელა მერკელის მტკიცე მონეტარული პოლიტიკის “alternativlos” (უალტერნატივობა) საპირწონედ. მერკელის მიდგომას, რომ მთავრობის პოლიტიკა წარმოადგენს ერთადერთ მართებულს, მოჰყვა ალტერნატივის ძიების მძლავრი და შეუჩერებელი მუხტი. მსგავსი უკუშედეგი მოჰყვა პოსტ-ნაციონალიზმის ნორმალურობის აღქმას, რაც გამოიხატა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ანტი-ლიბერალური, ანტი-გლობალისტური, ანტი-საიმიგრაციო და ევროკავშირის საწინააღმდეგო ჯანყში, რომელიც გამოიყენება და იმართება პოპულისტი დემაგოგების მიერ; იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ „შიდა მტრების“ დემონიზირება სამოქალაქო მხარდაჭერის მოზიდვისთვის.

ჯორჯ ორუელის თანახმად „ყველა რევოლუცია არის მარცხი, თუმცა არა თანაფარდი მარცხი“. საინტერესოა, თუ რა სახის მარცხი იყო 1989 წლის რევოლუცია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზანი დასავლური სტილის ნორმალურობის დანერგვა იყო? რამდენად განაპირობა 1989 წლის ლიბერალურმა რევოლუციამ ორი ათწლეულის მიჯნაზე ანტი-ლიბერალური კონტრ-რევოლუცია?

1989 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ე.წ. ხავერდოვან რევოლუციებს მსგავსი ფუნდამენტური პოლიტიკური აჯანყებებისგან განსხვავებით ძირითადად მსხვერპლი არ მოჰყოლია. წარსულში არასდროს მომხდარა ამდენი „ფესვგადგმული“ რეჟიმის ერთდროული ჩამოგდება და ჩანაცვლება ფაქტიურად მშვიდობიანი ხერხების გამოყენებით. მემარცხენეებმა შეაფასეს ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები, როგორც ადამიანური ძალის (ინგ. popular power) გამოხატვის მაგალითები. მემარჯვენეებმა კი, როგორც თავისუფალი ბაზრის მართვად ეკონომიკაზე და თავისუფალი ხელისუფლების ტოტალიტარულ დიქტატურაზე გამარჯვებად. თავის მხრივ, ამერიკელმა და პრო-ამერიკელმა ლიბერალებმა სიამაყით დაუკავშირეს ლიბერალიზმი ცვლილებისადმი რომანტიზირებულ მისწრაფებას; ლიბერალიზმი, რომელიც მემარცხენეების მიერ წესისამებრ გაშარჟებულია, როგორც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების იდეოლოგია. და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთით ამ რეჟიმების ძირითადად არაძალადობრივი გზით ცვლილება შეფასებულიყო იყო, როგორც ისტორიული, რადგან ცივი ომის დასასრულის აღმნიშვნელი გახდა.

1989 წლის რევოლუციების განსაკუთრებულობა მდგომარეობდა არა მხოლოდ მართ არაძალადობრივ ბუნებაში, არამედ იმაშიც, რომ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კრეატიული და დახვეწილი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც იყვნენ ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიაში და ადამ მიხნიკი პოლონეთში; შესაბამისად, ამ მოვლენებს ხანდახან იხსენებენ, როგორც ინტელექტუალების რევოლუციებს. აღსანიშნია, რომ უტოპიურობისა და პოლიტიკური ექსპერიმენტებისადმი გამჯდარმა მიუღებლობამ განაპირობა რევოლუციების „ხავერდოვანი“ ბუნების შენარჩუნება. თუმცა, რაიმე მართლაც ახლის შექმნის ნაცვლად, ლიდერებმა მიზნად დაისახეს ერთი გადმოღებული სისტემის გაუქმება და უკვე სხვა წყობის პირწმინდად გადმოღება.

ადამ მიხნიკი და ვაცლავ ჰაველი, 2010 წელი

გერმანიის ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი, იურგენ ჰაბერმასი 1989 წლის მოვლენებს უწოდებს „სწორ რევოლუციებს“ (ინგ. “rectifying revolutions”) ან „დაეწიო რევოლუციებს“ (ინგ. “catch-up revolutions”), რადგან მისი აზრით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი რევოლუციების მთავარი მიზანი გახლდათ იმ სიკეთეებისადმი ხელმისაწვდომობა, რომლებსაც უკვე ფლობდნენ დასავლეთ ევროპელები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 1989 წლის პროცესების შემდეგ არსებობდა „ინოვაციური ან მომავალზე ორიენტირებული იდეების ნაკლებობა“.

ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა არ ოცნებობდა ისტორიაში არარსებულ რაიმე იდეალურ სამყაროზე. ადამიანებს უბრალოდ სურდათ  „ნორმალური ცხოვრება“ „ნორმალურ ქვეყანაში“. 1970-ნი წლების მიწურულს უნგრეთს ეწვია ცნობილი გერმანელი პოეტი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელიც შეხვდა იმ დროს კომუნისტური რეჟიმის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსებს. მათ განუცხადეს, რომ „ჩვენ არ ვართ დისიდენტები. ჩვენ წარმოვადგენთ ნორმალურობას“. მიხნიკის პოსტ-კომუნისტური სლოგანი იყო „თავისუფლება. ძმობა. ნორმალურობა“. წლების განმავლობაში უკეთესი მომავლის მოლოდინმა დისიდენტებში აწმყოთი ცხოვრების და ყოველდღიურობისგან სიამოვნების მიღების სურვილი განაპირობა.

ამ მხრივ, ცენტრალური ევროპის ელიტებისთვის დასავლეთის იმიტაცია გახლდათ ნორმალურობის მიღწევის კარგად ნაცნობი გზა. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების იმედებით გამსჭვალულმა რეფორმატორებმა შესაბამისად ვერ შეაფასეს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე არსებული ადგილობრივი შეზღუდვები; მეტიც, ნამეტან ადვილი მოეჩვენათ სრულიად მოქმედი დასავლური მოდელის დანერგვა. დღეისთვის ცენტრალურ ევროპაში აბობოქრებული ანტი-ლიბერალური ტალღა ასახავს გავრცელებულ უსამართლობის განცდას, რომელიც უკავშირდება ეროვნული და პიროვნული ღირსების შებღალვას და გამოწვეულია მართლაც რომ გულწრფელი „რეფორმა იმიტაციის გზით“ მიდგომით (ინგ. reform-by-imitation).

ზოგადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის ჩამოშლისას შექმნილმა ეიფორიამ წარმოშვა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდი გარღვევების იმედი. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კომუნისტების თანამდებობებიდან მოხსნა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას გაეღვიძა განსხვავებულ, უფრო თავისუფალ, უფრო შეძლებულ და, რაც მთავარია, უფრო დასავლურ სახელმწიფოებში. როდესაც კი დასავლეთისკენ სწრაფმა სვლამ (ინგ. westernization) ჯადოსნური გზით ვერ გამოიღო მყისიერი შედეგი, დაიწყო ალტერნატივის ძიება. ოჯახთან ერთად დასავლეთში გადახიზვნა საუკეთესო გამოსავლად წარმოჩინდა.

საინტერესოა, რომ თუ უწინ დისიდენტებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც იყო პოლონეთი,  ემიგრაცია დასავლეთში განიხილებოდა მოღალატეობრივ დანებებად და დეზერტირობად, 1989 წლის შემდეგ ეს მიდგომა უადგილო გახდა. რევოლუციას, რომლის პრინციპული მიზანი იყო დასავლეთისკენ სწრაფვა (ინგ. westernization), არ გააჩნდა დასავლეთში ემიგრაციის საწინააღმდეგო რაიმე წონიანი არგუმენტი. რატომ უნდა დაელოდოს ახალგაზრდა პოლონელი ან უნგრელი იმას, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ქვეყანა გერმანიად, როდესაც მას შეუძლია ხვალვე დაიწყოს მუშაობა და ოჯახის მშენებლობა გერმანიაში? ზოგადად რეგიონში დემოკრატიული გადასვლა (ინგ. democratic transition) დაემსგავსა დასავლეთში ჯგუფური გადაბარგების ნაირსახეობას; ამგვარად, არჩევანი იყო ან ნაადრევი და ინდივიდუალური ემიგრაცია ან გახიზვნა მოგვიანებით, მაგრამ ჯგუფურად.

ვიქტორ ორბანი

რევოლუცია ხშირად აიძულებს ადამიანებს საზღვრები გადაკვეთონ. 1789 წლის ფრანგული რევოლუციისას და 1917 წელს ბოლშევიკების რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლისას სწორედ რომ რევოლუციების მიერ დამარცხებულმა მტრებმა დატოვეს საკუთარი ქვეყნები. გასაკვირია, მაგრამ 1989 წლის შემდეგ, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების გამარჯვებულებმა და არა დამარცხებულებმა ამჯობინეს გადაბარგება. ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ სახელმწიფოებრივ ცვლილებებს და გამოთქვამდნენ მზაობას ჩაფლულიყვნენ თავისუფალი მოქალაქის ცხოვრებაში, პირველები გაემგზავრნენ დასავლეთში სასწავლებლად, სამუშაოდ და საბოლოო ჯამში იქ საცხოვრებლად.

წარმოუდგენელია, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ტროცკის ოქსფორდში ჩაებარებინა სასწავლებლად. თუმცა, სწორედ ასე მოიქცა უნგრეთის მომავალი პრემიერი-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ბევრი სხვა. 1989 წლის რევოლუციონერებს შორის დასავლეთში გამგზავრების დიდი მუხტი სუფევდა, რადგან სურდათ პრაქტიკაში ენახათ ნორმალური საზოგადოების მუშაობა, რომლის მსგავსის აშენებას სახლში აპირებდნენ.

პოსტ-ცივი ომისეულ პერიოდში მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინებას, განსაკუთრებით მონდომებული ახალგაზრდების, მოჰყვა მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შედეგები. როდესაც ექიმი ტოვებს ქვეყანას, მას თან მიაქვს არა მხოლოდ მის განათლებაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსები, არამედ საკუთარი ნიჭიც და ამბიციებიც. მოგება, რომელსაც მისი სამშობლო იღებს ოჯახისთვის შესრულებული ფულადი გზავნილებიდან ვერ შეედრება ის სარგებელს, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა ამ ექიმის უშუალოდ ადგილზე ჩართულობიდან.

ახალგაზრდა და განათლებული ადამიანების გახიზვნამ მნიშვნელოვანი, შესაძლოა გამოუსწორებელი, ზიანი მიაყენა ლიბერალური პარტიების არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაში შეიძლება წავაწყდეთ ბავშვების გარეშე მიტოვებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბავშვებისთვის განკუთვნილ მოწესრიგებულ სათამაშო სივრცეებს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ლიბერალური პარტიები უკეთეს შედეგს აჩვენებენ საზღვარგარეთით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. მაგალითად, 2014 წელს ლიბერალური განწყობების მქონე ეთნიკურად გერმანელი კლაუს იოჰანისი არჩეულ იქნა რუმინეთის პრეზიდენტად იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები 300,000 რუმინელიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას მისცა ხმა. ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობის უმრავლესობა შრომობს, რომ ემიგრაციაში წავიდეს, სამშობლოში უბრალოდ  დარჩენაც კი აღიქმება, როგორც პირადი მარცხი; და ეს მიუხედავად იმისა, თუ ადგილზე კეთილდღეობის რა დონეს მიაღწიეს.

ემიგრაციის და მოსახლეობის მკვეთრი კლების საკითხები პირდაპირ კავშირია ლტოლვილთა კრიზისთან, რომელიც თავს დაატყდა ევროპას 2015-16 წლებში. 2015 წლის 24 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა მერკელმა  გერმანიაში ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის შეშვების გადაწყვეტილება მიიღო. სულ რაღაც 10 დღეში 4 სექტემბერს ვიშეგრადული ჯგუფის (ინგ. Visegrad group) წევრმა სახელმწიფოებმა – ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ლტოლვილთა ევროპაში გადანაწილების კვოტირების სისტემა იყო „მიუღებელი“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები არ წამოეგენ მერკელის ჰუმანიტარულ რიტორიკას. „ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სისულელეა!“ – განაცხადა მარია შმიდტმა, ვიქტორ ორბანის წამყვანმა ინტელექტუალმა.

მარცხნიდან მარჯვნივ; ანგელა მერკელი, ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიჩი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი
სურათი: Dursun Aydemir/Anadolu Agency/Getty

ეს იყო მომენტი, როდესაც ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ბრუსელისგან, არამედ უპირველეს ყოვლისას დასავლური ლიბერალიზმისგან და მისთვის დამახასიათებელი სამყაროსადმი ღია კარის პრინციპის სულისკვეთებისგან. ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა, რომლებიც მოსახლეობაში შიშების დანერგვით არიან დაკავებულნი, წარმოადგინეს ლტოლვილთა კრიზისი, როგორც საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ ლიბერალიზმმა დააკნინა ერის უნარი დაიცვას საკუთარი თავი არამეგობრულად განწყობილი მსოფლიოსგან.

დემოგრაფიული პანიკა, რომელმაც მოიცვა ცენტრალური ევროპა 2015-18 წლებში მინელებას მიეცა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში ემიგრანტები რეალურად არც კი ჩასულან, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რატომ გახდა ეს თემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა.

პირველი მიზეზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ არის ემიგრაცია. იმიგრაციისადმი წუხილები გაღვივებულია შიშით, რომ უცხოელები ვერ გაივლიან საზოგადოებაში ასიმილირების პროცესს, რაც გამოიწვევს ეროვნული იდენტობის აღრევას, შესაბამისად დაასუსტებენ ეროვნულ ერთობას. თავის მხრივ, ეს შიში კი გამძაფრებულია ადგილზე არსებული დემოგრაფიული ჩამოშლით, რაზეც ძირითადად თვალს ხუჭავენ. 1989-2017 წლებში ლატვიამ განიცადა მოსახლეობის 27% კლება, ლიტვამ 22.5%, ხოლო ბულგარეთმა 21%. რუმინეთში 3.4 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა 40 წელზე უმცროსია, რომლის ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც იგი 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიული პანიკის წყარო მოსახლეობის დაბერების, დაბალი შობადობის და ემიგრაციის უწყვეტი ნაკადის ერთობლიობაა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში გაიხიზნა მეტი ადამიანი, ვიდრე სირიის ომისგან გაქცეული ყველა იმიგრანტები ერთად აღებული.

1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან დაწყებულმა ემიგრაციამ გაამძაფრა ერის გაქრობის შიშები, რის გამოც 2015-16 წლების ლტოლვილთა კრიზისი ძირითადად უარყოფითად იყო შეფასებული რეგიონის წევრ სახელმწიფოების მიერ; და ეს იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ამ ქვეყნებში იმიგრანტების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი დარჩა. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვივარაუდოთ, რომ ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა იმ რეგიონში, სადაც იმიგრანტები არარსებობენ არის ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილი ფენომენის – გადატანის (ინგ. displacement) ნათელი მაგალითი; ეს არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინებას და მის ჩანაცვლებას აგრეთვე აქტუალური, მაგრამ უფრო ადვილად გამკლავებადი გამოწვევით. არარსებული იმიგრანტების მიერ სახელმწიფოს დატყვევების შესაძლო ისტერია წარმოადგენს რეალური გამოწვევის (დეპოპულაცია და დემოგრაფიული ჩამოშლა) წარმოსახვითი საფრთხით (იმიგრანტები) ჩანაცვლებას; გამოწვევა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.

ცვლილების და მრავალფეროვნებისადმი შიში, რომელიც ასაზრდოებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოპულიზმს, გაღვივებულია მთელი დასავლეთის საზღვრის გასწვრივ საზოგადოებების გადაკეთების უტოპიური პროექტით. ტრავმამ, რომელიც მიღებულ იქნა მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინების შედეგად, შეიძლება ფარდა ახადოს და ახსნას რეგიონის სახელმწიფოებში არსებული დანაკარგის განცდა; იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც საკმაო სარგებელი მიიღეს პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებისგან. ანალოგიურად, მთელი ევროპის მასშტაბითაც იმ ტერიტორიების მკვიდრნი არიან მიდრეკილნი ულტრა-მემარჯვენე პარტიებისთვის ხმის მიცემისკენ, რომლებსაც მოსახლეობის გადინებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დაარტყა.

დემოგრაფიული ჩამოშლის შიშით მართულნი აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლებები ეძებენ ხელ ჩასაჭიდ მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაეჭვდნენ მათი უგულველყოფილი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დასავლეთ ევროპაში გადაბარგების საჭიროებაში. ორბანის რიტორიკა ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მას სურს მისდიოს დახურული სახელმწიფოს პოლიტიკას (ინგ. closed-country policy), სადაც უმკაცრესად იქნება აღკვეთილი ემიგრაცია და იმიგრაციაც. თუმცა, რადგან არ გააჩნია მსგავსი ბერკეტები, მისი ერთადერთი გამოსავალია მიმართოს ახალგაზრდა უნგრელებს, რომ არ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, როგორ შეიძლება მოხდეს ახალგაზრდა უნგრელების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთით ისინი უკეთეს სამშობლოს ვერ იპოვიან, თუ უშუალოდ ორბანის პოლიტიკაც ანადგურებს ქვეყნაში წარმატებული და კრეატიული ცხოვრების განვლის შესაძლებლობას?

როგორც ჩანს პოპულისტებმა ვარშავასა და ბუდაპეშტში დასავლეთით დატრიალებულ ლტოლვილთა კრიზისში აღმოსავლეთისთვის უნიკალური შესაძლებლობა დაინახეს. მოქალაქეები აღარ გაეშურებიან დასავლეთისკენ, თუ ის დაკარგავს ხიბლს. დასავლეთის დაკნინება და იმის განცხადება, რომ მისი ინსტიტუტები „იმიტაციის ღირსნი არ არიან“ შეიძლება განვიხილოთ უსამართლობისთვის ერთგვარ წარმოსახვით შურისძიებად. თუმცა, ამას აგრეთვე აქვს დამატებითი სარგებელიც – ის ხელს უწყობს რეგიონში არსებულ პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტს – მოსახლეობის ემიგრაციისგან თავშეკავებას. პოპულისტები ეწინააღმდეგებიან იმას, თუ როგორ დახვდა დასავლეთ ევროპა აფრიკელებს და ახლო აღმოსავლეთის მკვიდრ მოსახლეობას. თუმცა, სინამდვილეში მათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, თუ როგორ გაუღო ევროკავშირის დასავლეთ სახელმწიფოებმა კარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს, რითაც სავარაუდოდ ხელი შეუწყო რეგიონის ყველაზე პროდუქტიული ადამიანური რესურსის გადინებას.

ჩვენს განხილვას მივყავართ თანამედროვე ანტი-ლიბერალიზმის საფუძვლებთან. კერძოდ, ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსის მოსაზრების საპირწონედ, პოპულისტების რისხვა ნაკლებად ეხება მულტიკულტურალიზმს, ვიდრე ინდივიდუალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაშვებაა, რადგან აღიარების შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის ქოლგის ქვეშ ვაწარმოოთ პოპულიზმის წინააღმდეგ მულტიკულტურალიზმზე უარის თქმით ბრძოლა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანტი-ლიბერალი დემოკრატებისთვის ევროპაში თეთრი ქრისტიანი უმრავლესობისთვის (ინგ. white Christian majority) უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს დასავლური საზოგადოების უუნარობა დაიცვას საკუთარი თავი. მას არ შეუძლია ამის გაკეთება გაბატონებული ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის გამო, რომლებმაც ის დააბრმავა და ვერ აღიქვამს არსებულ გამოწვევებს.

ანტი-ლიბერალური დემოკრატია გასცემს პირობას, რომ თვალს აუხელს მოქალაქეებს. თუ 1990-იან წლებში ლიბერალური თანხმობა ეხებოდა ინდივიდუალურ ლეგალურ და კონსტიტუციურ უფლებებს, თანამედროვე ანტი-ლიბერალური თანხმობის მიხედვით, თეთრი ქრისტიანი უმრავლესობის უფლებებს კრიტიკული საფრთხე ემუქრებათ. და ამ ბრუსელისა და აფრიკის ბოროტი კავშირის მიერ ალყაში მოქცეული უმრავლესობის მყიფე უპირატესობის შესანარჩუნებლად ევროპელებმა უნდა ჩაანაცვლონ ლიბერალების მიერ თავს მოხვეული წყალწაღებული ინდივიდუალიზმი და უნივერსალიზმი მასკულინური იდენტობის პოლიტიკით ან მათივე ჯგუფური პარტიკულარიზმით. ეს ის ძირითადი გზავნილებია, რომლების გამოყენებითაც ორბანი და კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკი საკუთარ მოქალაქეებში არსებული ქსენოფობიური ნაციონალიზმის გაღვივებას შეეცადნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტების მიერ დასავლურ ლიბერალიზმზე შურისძიების მწვერვალი არის არა დასავლეთის იმიტაციის იდეის უარყოფა, არამედ მისი ამობრუნება. ორბანს და კაჩინსკის არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არიან ნამდვილი ევროპელები; და თუ დასავლეთი საკუთარ თავს გადაარჩენს, ის იძულებული იქნება დაემსგავსოს აღმოსავლეთს. 2017 წლის ივლისში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა განაცხადა:

„ოცდაშვიდი წლის წინ აქ ცენტრალურ ევროპაში ჩვენ გვჯეროდა, რომ ევროპა იყო ჩვენი მომავალი; დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომავალი“.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე

სტატიის ორიგინალი The Guardian-ზე

აშშ VS ირანი (1953 წ. აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალება)

”ასე ვაპირებთ ჩვენ მოჰამედ მოსადეყის თავიდან მოშორობეას” – 1953 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფს განუცხადა თავის მზაკვრული გეგმის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხელში ირანის პრემიერ-მინისტრის დამხობის გეგემა ეჭირა, რომელიც CIA-ის თანამშრომლის და აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილის, კერმიტ რუზვლეტის მიერ იყო მომზადებული.

ჯონ ფოსტერ დალესი

თავდაპირველად მოჰამედ მოსადეყის ლიკვიდაციის ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა, რადგანაც პრინციპული ირანელი ლიდერი საპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. ეს იყო ერთადერთი ნავთობის კომპანია, რომელიც ირანში ოპერირებდა. 1951 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი ნაციონალიზაციის შესახებ, ხოლო აპრილში მოჰამედ მოსადეყი პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია.

1 მაისს განხორციელდა ნაციონალიზაცია. როგორც მაშინ ირანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”ირანელმა ხალხმა საუნჯე გახსნა, რომელზეც იქამდე დრაკონი იჯდა”.

მოსადეყის მთავრობამ ბრიტანელებს ნავთობის ოპერაციებიდან 25%-იანი წმინდა მოგების წილი შესთავაზა, რათა ბრიტანელების გული მოეგო. ასევე ბრიტანელი თანამშრომლების უსაფრთხოების და დასაქმების პირობა მისცა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელებმა უგულუბელყვეს ირანელი ხალხის და პარლამენტის გადაწყვეტილება საკუთარ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ და თავისი იმპერიალისტური ზრახვების კვალდაკვალ მოინდომეს მთლიანად ჩაეგდოთ ხელში ნავთობკომპანია. ამისთვის კი მათ მოსადეყის თავი ჭირდებოდათ.

მოჰამედ მოსადეყი (ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში)

ბრიტანელების მიერ ირანის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოხრჩობის მცდელობები ვერ განხორციელდებოდა ამერიკელების აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ ტრუმენის და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ბრიტანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ირანი, მათ ისღა დარჩენოდათ რომ დახმარებისთვის აშშ-ისთვის მიემართათ. 1952 წელს ჩერჩილის მთავრობამ კერმიტ რუზველტთან დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რეალურად CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ჯონ ფოსტერ დალესი გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო და მოსადეყში საფრთხეს ხედავდა, რადგანაც ეს უკანსაკნელი არ ემორჩილებოდა ანგლო-საქსურ დღის წესრიგს და საკუთარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად ცდილობდა. ის შიშობდა, რომ ცივი ომის დროს ირანი ნეიტრალიტეტს დაიკავებდა, ასევე არ მოსწონდა ირანის მიერ მთავრობის სოციალისტური იდეების მხარდაჭერა, რაც მაგალითად ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციაში გამოიხატა.

საქმე ისე შემოტრიალდა, რომ 1953 წელს მოჰამედ მოსადეყის დამხობის და ირანში სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია უფრო ამერიკული იყო, ვიდრე ბრიტანული. 26 წლის შემდეგ კერმიტ რუზვლეტმა წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმა CIA-მ ეს ოპერაცია. მან წიგნს ”კონტრგადატრიალება” დაარქვა, სადაც აღნიშნავდა რომ ეს ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ ირანში კომუნისტურ პარტიას (თუდე) არ ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. თუმცა ეს მტკნარი ტყუილი იყო, რადგანაც მოსადეყი არ იყო კომუნისტი და კომუნისტურ პარტიასთან საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დინ აჩესონი (ტრუმენის სახელმწიფო მდივანი) მას მოიხსენიებდა, როგორც: ”მდიდარი, რეაქციული, ფეოდალურად მოაზროვნე სპარსელი, რომლის კომუნისტური პარტიის მიმართ თაგარძნობა ძნელი წარმოსადგენია”.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი არ იყო სიმპატიით განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმიართ – ის 1951 წელს მკაცრად გაუსწორდა თუდეს (კომუნისტური პარტია) მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. სწორედ ამიტომაც ამერიკული CIA რუზველტის მეთაურობით შაჰს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დუაიტ ეიზნჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი მის მხარეს არიან და მოსადეყის დამხობას აპირებენ. ამერიკელებმა შაჰი დაარწმუნეს იმაში, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოჰამედ მოსადეყს ატოვებინებდნენ თანამდებობას და მის მაგივრად ფაზლოლუ ზაჰედს ნიშნავდა, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბრიტანელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა მოსადეყი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან მისი ჩამოშორობა და უცხოელი აგენტების დახმარებით შაჰი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო შეშინებული შაჰი ქვეყნიდან გაიქცა და რომს შეაფარა თავი.

1953 წელს თეირანში შესრულებული გრაფიტი Yankee go home ”ამერიკელებო გააჯვით”

16 აგვისტოს თეირანში მოსადეყის მხარდასაჭერი და შაჰის და აშშ-ის საწინააღმედეგო მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ნაციონალური ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ყველაფრის შემხედვარე კერმიტ რუზველტმა და CIA-მ მიიღეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოში არსებული ფულის მასობრივი გამოყენებების შესახებ მოსადეყის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად. სხვადასხვა ინფორმაციით აშშ-ს ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 1-დან 19 მლნ. $-მდე დაუჯდა. ხალხის მასობრივი მოსყიდვით, პროვოკაციების წახალისებით და მოსადეყის მხარდამჭერებზე თავსდასხმების მეშვეობით ამერიკელებმა მაინც შეძლეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა.

9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები მოსადეყის ერთგულ ჯარისკაცებს და ამერიკელების მიერ მოსყიდულ მეომრებს შორის. 300 ადამიანამდე დაიღუპა და უამრავი დაშავდა, სანამ შეტაკებები არ შეწყდა.

შემდგომი 25 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ის იმდენად ახლო მოკავშირე იყო, რომ მოსადეყისთვის ეს ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა. შაჰმა საკუთარი ქვეყანა მთლიანად ჩაუგდო ხელში ამერიკელ ჯარისკაცებს და სადაზვერვო ორგანიზაციებს, რათა ის გამოეყენებინათ როგორც პლაცდარმი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღდეგ.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ CIA-მ ყოველწლიურად ირანელი რელიგიური ლიდერების – აიათოლების დაფინანსება დაიწყო, რათა მათი კეთილგანწყობა არ დაეკარგა. 1953 წლიდან 1977 წლამდე ამერიკელები ყოველწლიურად 100-400 მლნ. $-მდე უხდიდნენ აიათოლებს და უმაღლეს რელიგიურ მსახურებს, იქამდე ვიდრე 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ეს ფინანსური დახმარება უეცრად არ შეუწვიტა მათ.

1953 წელს ამერიკელების მიერ ირანში მოწყობილი გადატრიალების შედეგად ირანში დიდი ხნით დასამარდა დემოკრატია. მოჰამედ მოსადეყი საკმაოდ დემოკრატიული მმართველი გახლდათ და პროგრესული რეფორმების გადატრებას ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, თუმცა აშშ-დიდი ბრიტანეთის დუეტმა გადაწყვიტა სამხედრო გადატრიალების მოწყობა. სწორედ CIA-ის მიუძღვის ლომის წვილი ირანში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წახალისებაში, რის შედეგებსაც ირანის მოსახლეობა დღესაც იმკის.

ჩილეს სოციალისტური პროტესტი – ნეოლიბერალიზმის სიკვდილი

ჩილეში საყოველთაო საპროტესტო აქციები მძვინვარებს უკვე 2 კვირაზე მეტია. 2019 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტ სებასტიან პინიერის გადადგომის მოთხვონით ჩილეს სხვადასხვა ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია.

პროტესტების პირველადი გამომწვევი მიზეზი სანტიაგოს მეტროს ბილეთებზე გამოცხადებული ფასების ზრდა იყო. საპროტესტო მუხტი მალევე გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტები მეტროს ბილეთებზე ფასების ზრდის გაუქმების გარდა, ხელფასების და პენსიების მომატებასაც ითხოვდნენ, ასევე წამლებზე ფასების შემცირებას და საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას აყენებდნენ დღის წესრიგში.

პირველი რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრაციები გადაიზარდა ძარცვაში და სხვადასხვა ობიექტებზე ცეცხლის წაკიდებაში. დაძაბულობის მატების შედეგად პრეზიდენტმა პინიერმა მეტროს ბილეთებზე ფასის მომატების გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ დემონტრაციები არ შეწყდა. არეულობების დროს 19 ადამიანამდე დაიღუპა. ადგილობრივი უფლედამცველების მონაცებით 585 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2840 მოქალაქე დაპატიმრებულ იქნა. სანტიაგოში და რამდენიმე სხვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერმა ის ცვლილებები დააანონსა, რამაც სოციალური პრობლემების მოგვარების უნდა შეუწყოს ხელი. ესაა პირველ რიგში პენსიონერების მხადაჭერა, მინიმალური სახელფასო გარანტირებული ანაზღაურების დაწესება, წამლებზე ფასების დაწევა, მაღალ შემოსავლებზე (8 მილიონ პესოზე მეტი) 40%-იანი გადასახადის დაწესება, ელექტროენერგიაზე ტარიფების სტაბილიზაცია და 9,2%-იანი ფასების ზრდის გაუქმენა, და ა.შ

ნეოლიბერალიზმის დაბადება და სიკვდილი

ჩილეში მიმდინარე მოვლენების განხილვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეს არ მხოლოდ ანტისახელისუფლებო გამოვსლებია, არამედ ბევრად ცდება ამ საზღვრებს. ეს პირველ რიგში ანტიკაპიტალისტური, ”თავისუფლი ბაზრის” პრინციპების წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო მუხტია.

შეგახსენებთ, რომ ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

სწორედ ამიტომაც ამჟამინდელი პოლიტიკური დემონსტრაციების ერთი-ერთი მთავარი ლოზუნგი, რაც ჩილელებმა დანარჩენი მსოფლიოსთვის მოამზადეს შემდეგნაირად ჟღერდა: ”ნეოლიბერალიზმი ჩილეში დაიბადა და ჩილეშივე მოკვდება”

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ. ეს კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჩილეს ბუნებრივი რესურსების არაკეთილსინდისიერი ექსპლუატაციის და ჩილელი მუშების სასაცილო ხელფასების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანიები მათ მიერ მოპოვებულ სპილენძს ჩილელებს ბევრად უფრო ძვირ ფასად ყიდნენ. XX საუკუნის დასაწყისიდან ჩილეში მემარცხენე მოძრაობები მოითხოვდნენ სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. ალიენდეს წინამორბედმა მთავრობებმა დაიწყეს ნაციონალიზაციის პროცესი, ხოლო ალინდეს ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა კომპენსაციების გადახდაზე.

სალვადორ ალიენდეს ძეგლი

დამარცხებული ალიენდეს სოციალისტური პოლიტიკის მაგივრად, ამერიკელების დანიშნულმა პონოჩეტმა მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ფაქტიურად მილტონ ფრიდმანს მიანიჭა, რომლის თაოსნობითაც შეიქმენა ”ჩიკაგოელი ბიჭების” გუნდი (Chicago boys). ”ჩიკაგოელი ბიჭები” იყო 25-მდე ჩილელი ეკონომისტი, რომელთაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს განათლება მილტონ ფრიდმანის თაოსნობით. მათი მიზანი ნებისმიერი გზით, თუნდაც ძალადობით და ადამიანური უფლებების გათელვის ფონზე ქვეყანაში ”თავისუფალი ბაზარის” პრინციპების დანერგვა იყო. ისინი ჩილეში აბსოლუტურ მარგინალებად ითვლებოდნენ, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა სოციალისტურ იდეებს იზიარებდა, მაგრამ დიქტატორ პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სასათბურე პირობები შეექმნათ. აღნიშნულმა პირებმა ჩილეში ულტრამემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყეს.

როდესაც პინოჩეტის რეჟიმი 1990 წელს ჩამოიშალა, ჩილე ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, სადაც სოციალური უთანასწორობა ყველაზე მაღალ დონეზე იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990 წლეს ჩილეს მოსახლეობის 40% უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა და ამავდროულად ქვეყანაში ოლიგარქების მცირე ფენა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.

ამიტომაც ჩილეში მიმდინარე მოვლენები ყველა იმ ქვეყნისთვისა და მათ შორის საქართველოსთვისაცაა მნიშვნელოვანი, სადაც მოსახლეობა ნეოლიბერალიზმის ტყვეობაშია.

Facebook მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უკანონოდ უსმენდა

Facebook-ის თანამშრომლები მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უსმენდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ასობით თანამშრომელი, რომლებიც მესენჯერში გაგზავნილი აუდიო შეტყობინებების ტრანსკრიპტს აკეთებდნენ.

ამერიკული კომპანიები მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას უკანონოდ უზგავნიან სხვადასხვა კომპანიებს

BBC-ს ცნობით, წარსულში მსგავსი პრაქტიკს Google, Apple, Microsoft და Amazon-იც მიმართავდნენ.

Facebook-ის განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკა “ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ” შეწყვიტეს.

როგორც BBC Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, მომხმარებლების საუბრის აუდიო ჩანაწერებს თანამშრომლებს გადასცემდნენ, თუმცა აღწერილი არაა მათი მოპოვება როგორ ხდებოდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ იმ მოწყობილობების მონაცემებს, რომლებიც მომხმარებლებს სრულად ავტომატიზირებული ჰგონიათ სხვადასხვა ქვეკონტრაქტორი კომპანიები უკანონოდ იღებდნენ, მაგალითად Samsung-ის ტელევიზორებიდან, Amazon-ის ჭკვიანი კარის ზარიდან და სავარაუდოდ ამერიკული სპეცსამსახურებს გადასაცემდნენ. ამაზე ბოლო დროს ვრცლად წერდა WikiLeaks.

გლობალიზაცია მოკვდა, საჭიროა გამოვიგონოთ ახალი მსოფლიო წესრიგი

გახდა თუ არა მსოფლიო ”დემოკრატიის პიკის” მოწმე? არის თუ არა მომავალი იმგვარი, როდესაც თავისუფალი ბაზრის ღია საზოგადოებები მეტოქეობას გაუწევენ ავტორიტარულ ქვეყნებს სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის მოსაპოვებლად. მაიკლ ოსალივანის, ყოფილი საინვესტიციო ბანკირის და პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტის აზრით უფრო სასარგებლო იქნება მომავალის განხილვა.

მაიკლ ოსალივანი

მაიკლ ოსალივანის წინგი ”გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation] გარკვეულ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს. ავტორი მულტიპოლარული სამყაროს ფორმირების მომხრეა, თუმცა იმასაც ათვიცნობიერებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ის შეშფოთებულია დაბალი ზრდით და ჭარბვალიანობით, ამიტომაც მოუწოდებს ყველას «რისკის შესახებ მსოფლიო შეთანხმებას», რათა ცენტრალურმა ბანკებმა მხოლოდ რაოდენობრივი შემცირების მეთოდებს მიმართონ შეთანხმებული პირობების დროს.

ჩვენ უკვე უკან მოვიტოვეთ გლობალიზაცია. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მას და მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ახალ მსოფლიოში მინიმუმ 3 დომინანტი რეგიონი იქნება: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთის ცენტრალური აზია. ისინი სულ უფრო ხშირად სრულიად განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებენ პოლიტიკის, თავისუფლების, ომის, ტექნოლოგიების და საზოგადოების მიმართ. საშუალო მასშტაბის ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია ყველანაირად მოინდომებენ საკუთარი ადგილის პოვნას მსოფლიოში, იმ დროს როდესაც პატარა და განვითარებული ქვეყნების ახალი კოალიციები ჩამოყალიბდება სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მსგავსად. XX საუკუნის ინსტიტუციები – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარსულს ჩაბარდება.

20190629_OPP503.jpg

გავლენიანმა დასავლურმა გამოცემა The Economist-მა ოსალივანთან ინტერვიუ ჩაწერა და ჩვენ ამ ინტერვიუს ქართულ  ვერსიას გათავაზობთ:

The Economist: რამ მოკლა გლობალიზაცია?

მაიკლ ოსალივანი: მინიმუმ 2 რაღაცამ მოუღო ბოლო გლობალიზაციას. პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და შედეგად ზრდა გახდა ”ფინანსური”. ვალი გაიზარდა და უფრო მეტი ”მონეტარული აქტივიზმი” დაფიქსირდა, ანუ ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში ფულის ჩაშვებას ობლიგაციების და აქციების შეძენის მეშვეობით ახდენენ – საერთაშორისო ექსპანსიის შესანარჩუნებლად. მეორე, გვერდითი ეფექტები ან გლობალიზაციის მოსალოდნელი გვერდით რეაქციები უფრო აშკარაა: ქონების უთანასწორობა, ტრანსნაციონალური კორპორაციების დომინირება და გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაბნევა, რაც აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებად იქცა.

The Economist: გარდაუვალი იყო თუ არა გლობალიზაციის სიკვდილი თუ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება? 

მაიკლ ოსალივანი: ერთ-ერთი პრობლემური ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ცენტრალური ორგანო ან ოფიცაილური ინსტიტუტი გლობალიზაციის ფორმირებისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და შესაძლოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გარდა. ბევრი თვალსაზრისით გლობალიზაციის დასასრული ხაზგასმულია სუსტი და არადამაჯერებელი რეაქციით მსოფლიოს ფინანსურ კრიზისზე. საერთო ჯამში პასუხი კაპიტალის ღირებულების შემცირება იყო და არა კრიზის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ასე რომ,  ვალებით დატვირთული და ცენტრალური ბანკებისგან იოლი ფულის მოპოვების იმედით შეპრყობილი მსოფლიო ეკონომიკა მოიკოჭლებს.

The Economist: თქვენ განჭვრიტეთ, რომ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაანაცვლებენ XX საუკუნის არქაულ ინსტიტუტებს, რომლებიც სხვა ეპოქას უფრო უხდება. როგორ იმუშავებენ ისინი? და შეძლებენ თუ არა სხვადასხვა ფასეულობის მქონე ქვეყნები თანამშრომლებას (ანუ დემოკრატიული საბაზრო საზოგადოებები ”Levellers” და სახელმწიფოს მიერ მართული საზოგადოებები და ეკონომიკები ”Leviathans”?

მაიკლ ოსალივანი: ბევრი იყო გაკეთებული ცივი ომისდროინდელი კონკურენციისას კომუნისტურ რუსეთს და აშშ-ს შორის და დღეს ზოგ-ზოგიერთებს სურთ ცივილიზაციების შეჯახების ხილვა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ”გამოთანაბრება” ახასიათებს მომავალს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 2 სხვადასხვა მიდგომაა.

ყველაზე სახასიათო მიდგომა იმის შესახებ, რომ ხალხები თავისებურად მოინდომებენ რაღაცეების კეთებას, იმაში გამოიხატება, რომ ”ლეველერები” [Levellers ] ამას «თავისუფალი ხალხის უფლებას» დაარქმევენ ან ღია საზოგადოების იდეებს. ”ლეველერების” კოდექსი ძალიან ცხად პოლიტიკურ ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც ევროპელები და ამერიკელები აღიარებენ მისი ფასეულობების გამო.

418-l5ozg5L._SX321_BO1,204,203,200_.jpg

გთავაზობთ ნაწყვეტს მაიკლს ოსალივანის წიგნიდან გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation]:

“უკეთესი იქნება, თუ ის ხალხი ვინც გლობალიზაციით არიან გატაცებულები, მას გადალახავენ, გაათვიცნობიერებენ მისი გასვლის ფაქტს და ახალ რეალობასთან მორგებას შეეცდებიან. ბევრი ამას შეენიწააღდეგება, საგარეო პოლიტიკის იმ 35 ექსპერტის მსგავსად, რომელთაც 2018 წლის 26 ივლისს «ნიუ-იორკ თაიმსში» რეკლამა გამოაქვეყნეს შემდეგ სათაურით ”რატომ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტები და წესრიგი”, იგრძნობენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი და მისი ინსტიტუტები შენარჩუნებული უნდა იქნეს. მე ამას არ ვეთანხმები. გლობალიზაცია, როგორც მინიმუმ იმ ფორმით, რასაც ხალხი მიეჩვია, განსვენებულია. აქედან გამომდინარე გლობალიზაციიდან გადასვლამ შეიძლება მიიღოს 2 ახალი ფორმა. ერთი სახიფათო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიხილავთ გლობალიზაციის სრულ დასასრულს იმის მსგავსად, როგორც პირველი გლობალიზაციის პერიოდის დასასრულს 1913 წელს. 

მეორე სცენარი ახალი მსოფლიო წესრიგის ევოლუცია იქნება – სრულიად მრავალპოლარული სამყაროსი, სადაც 3 მსხვილი ან უფრო მეტი ცენტრი იქნება წარმოდგენილი (იმის მიხევდით თუ როგორ განვითარდება ინდოეთი). ამ ცენტრებს ერთმანეთისგან განსხვავებული ეკონომიკები, კანონები და უსაფრთოხების ქსელები ექნება. ჩემი აღქმა იმგვარია, რომ 2018 წლამდე მრავალპოლარულობა უფრო თეორიული კონცეფცია იყო – რაზეც უფრო მეტს წერდნენ, ვიდრე მას ცდიდნენ. მაგრამ სიტუაცია სწრაფად იცვლება: სავაჭრო დაძაბულობა, ტექნოლოგიების პროგრესი და მათი რეგულირება – რამდენიმე ბზარია, რომლის გარშემოც მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებად იმსხვრევა. მრავალპოლარულობა ძალას იკრებს, რასაც 2 მსხვილი ღერძი ექნება:

პირველ რიგში მრავალპოლარულ სამყაროში პოლუსები უნდა იყოს საკმაოდ დიდი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ძალაუფლების კუთხით. მეორე, მარავალპოლარულობის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოლუსები იყოს დიდი და მძლავრი, არამედ იმაშიც რომ პოლუსებმა უნდა განავითარონ მკაფიო, საქმეების კეთების კულტურულად თავსებადი გზები. მრავალპოლარულობა ესაა როდესაც რეგიონები სხვადასხვანაირად აკეთებენ რაღაცეებს და არ უნდა აგვერიოს მულტილატერალიზმი, როდესაც ისინი უბრალოდ ერთად აკეთებენ რაღაცეებს.”

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად აშშ მსოფლიოს №1 საფრთხეა

რუსული აგრესია საქართველოსთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის უმთავრეს გამოწვევად გვევლინება და თითოეული მოქალაქისთვის საკმაოდ მტკივნეულია, რამეთუ ეს პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასობით ათას დევნილთან და უამრავ ადამიანურ ტრაგედიასთან. 

თვითონ დასავლეთში დღესდღეობით ერთის მხრივ რუსეთის მიერ საერთაშორისო დღის წესრიგის ტრანსფორმაცია და ერთპოლარული მსოფლიოს ბიპოლარულად გადაქცევის მცდელობა და მეორეს მხრივ ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი დიდ შეშფოთებას იწვევს. თუმცა დავანებოთ თავი გეოპოლიტიკას და გადავხედოთ იმას თუ რას ფიქრობს სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობა აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის როლზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

აფდ.jpg

მსხვილი დასავლური კვლევითი ორგანიზაციის (Pew Research Center) მიერ 38 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა შემდეგი, რომ:

რესპოდენტების 39%-ის აზრით აშშ-ის გავლენა და ძალაუფლება მათი ქვეყნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის და ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს.

წინა კვლევებთან შედარებით მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. (კვლევის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – https://pewrsr.ch/2TMsCBA)

2017 წლის იანვარში კიდევ ერთი ცნობილი ორგანიზაციის, Gallup-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ჩანს, რომ აშშ-ის გლობალური ლიდერობა 30%-მდეა შემცირებული. ამ მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერობს (31%) და მესამე ადგილზე რუსეთია 27%. 

სგფაწგ

აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობა მკვეთრად დაეცა, განსაკუთრებით მისი საკვანძო მოკავშირეების თვალში, როგორებიც არიან მექსიკა, კანადა და გერმანია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომამდე და ირანისთვის გამოცხადებულ ბლოკამდე იყო, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ აშშ-ის მიმართ მხადაჭერა კიდევ უფრო შემცირდებოდა.

აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს თამაშობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი შესაძლო საფრთხის და ჩინეთის ზრდის შესაჩერებლად. გასაკვირი არაა, რომ ამ ორივე ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთს უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევენ, მაგრამ პარადოქსალურია რომ აშშ-იც თითქმის იგივე ნიშნულზეა, ანუ იაპონიის და სამხრეთ კორეის მოსახლეობა აშშ-ის სახით მოიაზრებს არამხოლოდ სავაჭრო პარტნიორს, არამედ უმთავრეს საფრთხესაც.

აშშ უმთავრეს საფრთხედ მიაჩნიათ ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს. გერმანელების 35%-ის აზრით ძირითად საფთხეს აშშ წარმოადგენს, ხოლო 33% მეორე უმთავრეს საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

დასკვნის სახით შეგვიძლია შეგვიძლია ერთი აფრიკული ანდაზა მოვიშველიოთ: ”თუ ნიანგს შენი მტრის შეჭმა სურს, არ დაიჯერო რომ ნიანგი შენი მეგობარია”.

ოსკარდ უაილდი – ადამიანის სული სოციალიზმის პირობებში


ოსკარ უაილდი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება სოციალიზმის მოპოვებით და მის პრინციპებზე უნდა მოეწყოს. ის მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი აღადგენს საზოგადოების ჯანსაღი ორგანიზმის სრულყოფილ მდგომარეობას.

ოსკარ უაილდი საზოგადოებისთვის მეტწილად ცნობილია, როგორც “დორიან გრეის პორტრეტის” ავტორი. ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ იგი წმინდა წყლის მემარცხენე იყო. ცნობილი მწერლის აზრით თუ კაპიტალიზმის დროს მოსახლეობა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალიზმის პირობებში ხალხი  ერთმანეთთან ითანამშრომლებს. უაილდი მხარს უჭერდა სოციალისტურ საზოგადოებას, სადაც  არ არსებობს ავტორიტარიზმი.

1891 წელს ცნობილმა ინგლისლმა მწერლმა გამოსცა ესე ”ადამიანის სული სოციალიზმის პირობებში“, [The Soul of Man under Socialism], რომელიც ჟურნალ The Fortnightly Review-ში გამოქვეყნდა. 

გთავაზობთ აღნიშნული ესეს არასრულ თარგმანს:

218-14-81-wilde.jpg

სოციალიზმის დამყარების შემდეგ მისი უმნიშვნელოვანესი მიღწევა უდაოდ ის გახდება, რომ ის გაგვათავისუფლებს ამ საზიზღარი აუცილებლობისგან სხვებისთვის რომ ვიცხოვროთ, როგორც ეს დღევანდელი გარემოებების დროს თითქმის ყველას აქვს თავს მოხვეული. უაღრესად იშვიათად გამოსდის ჩვენგან ვინმეს ამ ტვირთს დააღწიოს თავი.

ჩვენს საუკენეში ხდებოდა, რომ ისეთმა გამორჩეულმა სწავლულებმა როგორიცაა დარვინი, ისეთი ცნობილმა პოეტებმა, როგორიცაა კიტსი, ისეთმა განუმეორებელმა მხატვრებმა, როგორიცაა ფლობერი, შეძლეს საკუთარი თავის დაცვა, როგორც პლატონმა თქვა “კედლის საფარქვეშ” და მათთვის დამახასიათებელი შემოქმედებით ნიჭს ხორცი შეასხეს საკუთარი უმაღლესი იდეალების სახელით.

მაგრამ ვაი, რომ ეს გამონაკლისია. ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ცხოვრებას ისახიჩრებს სახიფათო და გადამეტებული ალტრუიზმით – ისახიჩრებს საკუთრივ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. კაცობრიობა გარშემო საშინელ სიღარიბეს, შემზარავ სისაძაგლეს და საზარელ შიმშილს ხედავს. რა თქმა უნდა ამას არ შეუძლია არ შეგარყიოს სიღრმისეულად. ადამიანი ემოციურად ბევრად უფრო მობილურია, ვიდრე ინტელექტუალურად, როგორც კრიტიკის ამოცანებზე ამასწინათ გამოსულ ჩემს სტატიაში ავღნიშნავდი, ტანჯვა ბევრად უფრო სწრაფად ჰპოვებს გამოძახილს ადამიანებში, ვიდრე ნებისმიერი აზრი.

სოციალიზმი ღირებული გახდება გამორჩეულად იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმამდე მიგვიყვანს.

სოციალიზმი, კომუნიზმი  – როგორც გინდათ ისე უწოდეთ – კერძო საკუთრების საზოგადოებრივ ქონებაში გარდაქმნის მეშვეობით და კონკურენციის მაგივრად კოოპერაციის წინ წამოწევით საზოგადოებას ნორმალურ სახეს დაუბრუნებს და მის ტრანსფორმირებას მოახდენს სრულად ჯანმრთელ ორგანიზმად, სადაც თითოეულის მატერიალური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება.

s-l640

არსებითად თუ ვილაპარაკებთ სოციალიზმი ნორმალურ საფუძველს და გარემოს ქმნის ცხოვრებისთვის. მაგრამ ცხოვრების სრუყოფილი განვითარებისთვის უმაღლესი სრულყოფილების გზაზე ოდნავ მეტია საჭირო. ეს კი ინდივიდუალიზმია.

თუ სოციალიზმი ავტორიტარული გახდება, თუ შემდგომი მმართველობა ეკონომიკური ძალაუფლებით აღიჭურვება, როგორც დღესდღეობით ისინი პოლიტიკური ძალაუფლებით არიან აღჭურვილები, ანუ თუ ჩვენ ინდუსტრიული ავტოკრატია დაგვემუქრება – მაშინ კაცობრიობის მომავალი უფრო საშინელი გახდება, ვიდრე აწმყო.

დღესდღეობით, კერძო საკუთრების პირობებში არც თუ ისე ბევრ ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალიზმის განვითარების საშუალება. ეს ძირითადად ისინი არიან, ვისაც არ აქვთ იმის აუცილებლობა რომ ”პური ჩვენი არსობისა” გამოიმუშავონ, ვისაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოღვაწეობის სფეროს არჩევა შეუძლიათ საკუთარი უნარებითურთ, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს.

ესენი არიან პოეტები, ფილოსოფები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები – ერთი სიტყვით ნამდვილი პიროვნებები, რომელთაც საკუთარი თავის გამოხატვა შეძლეს, რომელთა მეშვეობითაც კაცობრიობაც გამოხატავს საკუთარ თავს ნაწილობრივ. მეორეს მხრივ, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთაც არ გააჩნიათ კერძო საკუთრება, მუმდივად ღატაკური არსებობის ზღვარზე იმყოფებიან და იძულებულები არიან იშრომონ, როგორც საკიდარიანმა ცხოველებმა და ის სამუშაო შეასრულონ, რაც მათ უნარებს არ შეესაბამება.

ამაზე ხელს კი მათ მბრძანებლური, სულელური დამამცირებელი მოთხოვნილებების დესპოტია უბიძგებს. ესენი არიანი ღატაკები, რომელთა გარემოშიც მოხდენილი მანერების, მეტყველების სინატიფის, ცივილიზაციის და კულტურის ნიშნების, გემოვნების სიფაქიზის და ცხოვრების ბედნიერების უქუნლობა შეიმჩნევა. უამრავი მატერიალური სიკეთე კაცობრიობის მიერ ამ ადამიანების ერთობლივი შრომის შედეგად იხაპება. მაგრამ ამ ღატაკების წვლილის შედეგი ყოველთვის მატერიალურია, გაჭირვებული ადამიანის პიროვნება ოდნავ ინტერესსაც კი არ იწვევს. ის მხოლოდ და მხოლოდ უსასრულოდ მცირე ნაწილია იმ ძალის, რომელიც მისი არსებობის შესახებ არც კი ჩაფიქრდება და მას წურავს; და ასე უფრო წყნარადაა ყველაფერი, რადგანაც დათრგუნული ღატაკი ბევრად უფრო მორჩილია.

5727282498_9b1a140866_b.jpg

რა თქმა უნდა საჭიროა დავსძინოთ, რომ ინდივიდუალიზმი, რომელიც კერძო საკუთრების პირობებშია გამოზრდილი, ყოველთვის ვერ მოგვევლინება როგორც ღირსეული და უნაკლო მაგალითი. ასე მაგალითად ღატაკისთვის, რომელიც თუნდაც განათლებას და მომიხბვლელობასაა მოკლებული, უცხო არაა სხვადასხვა ღირსებები. კერძო საკუთრების ფლობა საკმაოდ ხშირდად მოქმედებს დამღუპველად, ამიტომ სოციალიზმმა ის უნდა ამოძირკვოს.

ქონების დევნაში ადამიანი მზადაა ბოლო ამოსუნთქვამდე იშრომოს. ეს არაა გასაკვირი, იმ კოლოსალურ კეთილდღეობას თუ გავითვალისწინებთ, რაც საკუთრებას მოაქვს. სამწუხარო ისაა თუ რატომაა იძულებული საზოგადოება ამ პრინციპებზე აშენდეს, რომ ადამიანი ძალაუნებურად თავისუფლებას კარგავს და არ აქვს საშუალება განავითაროს ყველაფერი ის არაჩვულებრივი, განსაკუთრებული, აღტაცების გამომწვევი, რაც მასშია ჩადებული ასეთნაირად არ ძალუძს განიცადოს ნამდვილი სიამოვნება და ყოფიერების სიხარული. ამასთან ერთად მისი მდგომარეობა მეტისმეტად არასტაბილურია. 

შეიძლება ისეც მოხდეს,  რომ ზღაპრულად მდიდარი მოვაჭრე ნებისმიერ მომენტში გარემოებების მმართველი და ბატონ-პატრონი გახდება. ქარი თუ უფრო ძლიერად დაუბერავს, ამინდი თუ უცბად შეიცვლება, და ა.შ – გემი ფსკერისკენ წავა, გარიგება ჩაიშლება, მდიდარი გაღარიბდება, და შესაშური მდგომარეობიდან მოგონებებიც კი არ დარჩება. მაგრამ არ არსებობს არანაირი ძალა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს, მის გარდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ადამიანს იმას წაართმევს, რაც მას გააჩნია. მთელი მისი სიმდიდრე სწორედ მასშია თავმოყრილი. რაც ადამიანს მიღმაა მასზე არ უნდა ზემოქმედებდეს.

კერძო საკუთრების გაუქმებასთან ერთად ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტ და ჯანსაღ ინდივიდუალიზმს. არავინ არ გაფლანგავს ცხოვრებას ნივთების და სიმბოლოების დაგროვებაზე. ადამიანს დაიწყებს ცხოვრებას.

ცხოვრების ცოდნა ჩვენი დროის უიშვიათესი უნარია. ბევრნი არსებობენ, მაგრამ არაუმეტეს.

individualism-nationalism.jpg

ოდესაც ადამიანი ბედნიერია, ის ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. სოციალიზმი ახალი ინდივიდუალიზმის სახით გააბედნიერებს ადამიანს და იდეალური იქნება ჰარმონიისთვის. ეს იქნება ის რისთვისაც ძველი ბერძნები იღწვოდნენ, მაგრამ ვერ მიაღწიეს.

თანამედროვე მეხუთე კოლონა ანუ ნაყიდი დემოკრატია

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით საქართველოში, ეტაპობრივად მრავლდებოდნენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, ისინი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე და განსაკუთრებით პოლიტიკურზე. მათი წარმომადგენელების მიერ, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: მათ მიზანს წარმოადგენს, პოსტსაბჭოთა სივრცის საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია და ამ უკანასკნელების გარდაქმნა, დასავლურ, კათოლიკურ-პროტესტანტულ მოდელის ფარგლებში. ამიტომ, დღეს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლეოსობა,  ნებისმიერი სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციის მსგავსად, ეფუძნებიან კონკრეტულ იდეოლოგიურ პლატფორმას.

იდეოლოგიურ საკითხებში გარკვეული ადამიანისათვის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელ იდეოლოგიურ თუ მსოფლმხედველობრივ მიდმინარეობაზეა საუბარი. კერძოდ, ეს გახლავთ ინდივიდის თავისუფლების პრიმატზე დაფუძნებული ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც თავის მხრივ, ფრანგმა ფილოსოფოსმა ალენ დე ბენუამ ადამიანის უფლებების იდეოლოგია უწოდა.

ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ უნდა იყოს დასაძრახი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, თუ ის ადამიანის უფლებებს იცავს? ერთი შეხედვით, აღნიშნულ საკითხებში გაურკვეველი ადამიანისათვის კითხვა შეიძლება ჩანდეს ჩამჭრელად და ჰუმანური პრინციპებიდან მოაზროვნე პიროვნების მხრიდან, მასზე კონტრ პასუხის გაცემის სურვილის მცდელობაც ნულამდე დაჰყავდეს.

ამიტომ აღნიშნული საკითხში გარკვევისათვის, პირველ რიგში ჩვენთვის აუცილებელია შემდეგი  კითხვის დასმა: ზოგადად, სამოქალაქო სექტორის  და არასამთავრობო  ორგანიაზციების დამფინანსებლებისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვა პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაბამისად საქართველოში, თუ მათ მიზანს წარმოადგენს გლობალური გეოპოლიტიკური აქტორის ინტერესების დაცვა და გატარება?

ზემოთ ფორმულირებულ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, აუცილებელია გადვახედოთ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის მეთოდებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც მე ვიტყოდი ყველაზე კარგად ჩანს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე.

საინფორმაციო ეპოქის დადგომის პერიოდში, როდესაც ინფორმაციული ნაკადები ურთიერთგადახლართულია და ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, ძალიან ადვილია შენი ფინანსური კონტროლის ქვეშ არსებული პროპაგანდისტული საშუალებების მეშვეობით გაავრცელო ისე იდეები, რომელიც უკეთ მოემსახურება დამფინანსებელი  ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს. სწორედ აღნიშნული  მიზნის მიღწევისათვის და კონკრეტულად, შეერთებულ შტატების პოლიტიკური ინტერესების გატარებისათვის, ამავე ქვეყნის ინტელექტუალურ წრეებში დამუშავდა ე.წ. (soft power)-ის ანუ რბილი ძალის  კონცეფცია, რომლის ფუძებდებელი გახლავთ ამერიკელი ინტელექტუალი ჯოზეფ ნაი და რომელმაც შემდეგნაირად განმარტა აღნიშნული კონცეფციის არსი- „ ეს არის ნიჭი, როდესაც სხვა ქვეყნებს სურთ ის, რაც შენს ქვეყანას უნდა…“

ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეიძლება ძალიან რთლად მოჩანდეს, ვინაიდან დამოუკიდებელი სახელმწიოები, ხომ თავის თავში მოიცავენ საგარეო პოლიტიკაში მოქმედებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და იქ მოღვაწე პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტებიც, ხომ ამავე პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოქმდებედნენ და მოღვაწეობდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში. თუმცა,  წამყვან ამერიკულ ინტელქეტუალებს თუ დავეყრდნობით, ამის მიღწევა სრულებითაც არ წამორმოადგენს დიდ სირთულეს. ამ შემთხვევაში მთავარია, მოახდინო ისეთი ადამიანთა ჯგუფის ფორმირება პატარა ქვეყნებში, მათი ხელშეწყობა და დახმარება, რომლებიც მხოლოდ შეერთებული შტატების ნაციონალური ინეტერსებიდან გამომდიანრე იმოქმედებენ. ასეთი ტიპის ადამიანებს, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და სამხედრო სტრატეგმა სტივენ მანმა ვირუსები უწოდა. მისი აზრით, როგორც კომპიუტერული პროგრამის პერეფორმატირება შესაძლებელია კომპიუტერული ვირუსის საშუალებით, ისევე შესაძლებელია იდეოლოგიური ვირუსის საშუალებით საზოგადოების აზროვნების შეცვლა შეერთებული შტატების ინეტერესების შესაბამისად: „როგორც გვიჩვენებენ ჰაკერები, ყველაზე აგრესიული მეთოდი პროგრამების შეცვლის, დაკავშირებულია ვირუსთან, მაგრამ არსებობს კი იდეოლოგია სხვა დასახელებით ადამიანის პროგრამული ვირუსის გარდა?

23994-4-8-2ab97  როგორც ჩვენი იარაღი, ამ იდეოლოგიური ვირუსით, აშშ შეძლებს აწარმოოს მძლავრი ბიოლოგიური ომი და ამოირჩიოს, ნაციონალური სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელი მიზანი-ერები უნდა დააინფიციროს დემოკრატიული პლურალიზმის  და ადამიანის ინდივიდუალური უფლებების იდეოლოგიით… ამიტომ ჩვენს ნაციონალურ  უსაფრთხოებას ექნება საუკეთესო გარანტიები, თუ ჩვენ მიუძღვნით ჩვენს ძალისხმევას, იმ  ქვეყნების გონის და კულტურების გადმობირების საქმეში, რომლებიც განხსვავდებიან ჩვენგან. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის, რომელსაც ექნება გრძელი პერიოდი და გლობალურად ჩვენთვის მისაღები.“

მართალია, სტივენ მანი დემოკრატიული  პლურალიზმის დამკვიდრების და ადამიანის უფლებების  პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, ცდილობს ამერიკის გლობალური ინტერესების ფარგლებში მოაქციოს მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილი სახელმწიფოები, მაგრამ ამერიკის პოლიტიკური ნაბიჯების შემხედვარე ძალიან რთულია მთლიანობაში დაეთანხმო ავტორს.  შეერთებული შტატების ხელში ადამაინის უფლებების დაცვის მოტივი, მხოლოდ იდეოლოგიურ ნიღაბს, რომ წარმოადგენს ამაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე უმსხვილესი ნიუ-იორკული გეოპოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ერიკ დრაიცერი: „ აშშ და მათი მოკავშირეები, გადავიდნენ სტანდარტულ დემაგოგიაზე „ადამიანის უფლებების“, „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების“ და „დემოკრატიის“ შესახებ.“  რთულია ერიკ დრაიცერს არ დავეთანხმოთ, ვინაიდან არც ერთ ქვეყანაში, სადაც კი ცხვირი შეჰყვეს, არა თუ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის კონტურები გამოჩნდა, არამედ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით დაეყრნენ ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პოლიტიკურ ფიგურებს. შორს რომ არ წავიდეთ, ეს პოლიტიკა საქაღთველოში ნათლად აისახა, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მართველობის დროს. შეუძლებელია  სპეციალისტმა და პოლიტიკური სისტემების ფუნქციონირებაში გარკვეულმა ადამიანმა, სააკაშვილის მიერ შექმნილ სისტემას, დემოკრატიასთან რამენაირად მიახლოებულიც კი უწოდოს.

მაგრამ ამერიკელები რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, პირველ რიგში ეყდრნობიან არა პოლიტიკურ ძალებს არამედ, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არასამათვარობო ორგანიზაციების სახით, რომლებსაც პოლიტოლოგიურ  წრეებში, ზოგჯერ „გავლენის აგენტურით“, ხოლო ზოგჯერ „ მეხუთე კოლონით“ მოიხსენიებენ. ამერიკელების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე დაკვივრვებით, ჯერ მათ გამოზრდა ხდება, არასამთოვრობო ორგანიზაციების წიაღში, ხოლო შემდგომ ახდენენ მათ რეკრუტირებას ანუ გადანაცვლებას პოლიტიკურ ელიტაში. ეს პროცესიც ძალიან კარგად ჩანს საქართველოს მაგალითზე. დაუკვირდით, დღეს საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პოლიტიკოსების უმრავლესობა NGO- დან გახლავთ გადმოსული პოლიტიკაში. იმავე მიდგომას ჰქონდა ადგილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროსაც. აქვე მინდა დავამატო, რომ პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის შევსება ხდება, ისევ ახალი „ლიბერალური ვირუსების“ მეშვეობით. ამერიკელების მიერ შექმნილი, ეს სისტემური წრე მანამ გრძლედება ვიდრე, შეერთებული შტატები არ ამოწურავს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილ სახელმწიფოებში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად სამოქალაქო სექტორს, ამერიკელები თავიანთი ნაციონალური ინტერესების გატარებისათვის, რომ აფინანსებენ და იყენებენ, ამას არც პრეზიდენტი ბარაკ ობამა უარყოფს. მაგალითად, ფორუმზე „კლინტონის გლობალური ინიციატივების შესახებ“, ბარაკ ობამამ თავის მოხსენებაში ერთი საინტერესო პასაჟი გააჟღერა, რომლითაც არაპირდაპირ მიუთითა, სამოაქლაქო სექტორის „მეხუთე კოლონის“ ბუნებაზე – „სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უცხოეთში, წარმოადგენს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხს და ვაშინგტონი ყოველთვის მხარს დაუჭერს სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებათა დამცველებს მთელ მსოფლიოში“. როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდმინარე მოქმედებს, მას პირდაპირ, ყოველგავრი მორიდების გარეშე, შეიძლება უწოდო თანამედროვე ტიპის „მეხუთე კოლონა“. ახალ „მეხუთე კოლონას“, ძველისგან მხოლოდ ის განასხავავებს, რომ მის წევრებს არც აქვთ გაცნობიერებული, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ისინი  მათ მიერ გადადგმულ პროპაგანდისტულ ნაბიჯებს, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარედ განიხილავენ.

თუმცა, ლიბერალურ-კაპიტალისტური საზოგადოებრივ სისტემებში, მოქმედებს შემდეგი დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვით, დამფინანსებელი გასნაზღვრავს დაფინანსებულის მოქმედებას და მის ქმდებებში თავისუფლების ხარისხს. მოქმედებს პრინციპი: „ვინც იხდის, ის უკვეთავს“. თან უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ დაფინასების წყაროების მოძიება, სხვადასხვა გრანტის სახით, ხდება ერთი და იგივე სქემით ყველა ქვეყნისთვის. კერძოდ, „მეხუთე კოლონის“დაფინანსების წყაროდ მიიჩნევა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით ახდენს აშშ-ს ინტერესების სფეროში მოხვედრილი სახელმწიფოებში მოქმედი არასამათავრობოების დაფინანსებას.  პირველ რიგში, დეპარტამენტიდან თანხის გადარიხცვა ხდება (USAID)-ის- აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო ამის შემდეგ, USAID-ი აფინანსებს დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს (NED), ხოლო ამ უკანასკნელიდან კი, ფინანსური უზრუველყოფა ხდება, ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და დემოკრატიის ნაციონალური ინსტიტუტი (NDI). IRI-ის და  NDI-ის აქტიურობის ხარისხი პატარა ქვეყნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ვაშინგტონში ხელისუფლების სათავეში. მაგალითად, თუ რესპუბლიკელები არიან ხელისუფლებაში, აქტიურობით გამოირჩვა IRI-ი, ხოლო დემოკრატების ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი შესაბამისად NDI-ი. აგრეთვე USAID-ი და NED-ი სრული თავისუფლებიც არიან, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუ რაში სჭირდებათ ამერიკელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასება და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა განვითარებად ქვეყნებში, კარგად აქვს ახსნილი და გადმოცემული, ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნახსენებ ერიკ დრაიცერს: „  მათ დაფინასებაში ახალი არაფერია, იმიტომ რომ, აშშ- სამაქალაქო საზოგადოებას და NGO-ს იყენებს მთელს მსოფლიოში, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს საკუთარი მიზნების მიღწევისათვის, რათა მათი მეშვეობით განახორციელოს ხელისუფლების ცვლილება ან აიძულოს არსებული ხელისუფლება შეასრულოს მათი დავალება.“

ჩემი ბლოგი სპეცილაურად არ გადავტვირთე ფაქტობრივი მასალებით, რადგან მოაზროვნე მკითხველისთვის მიმეცა შესაძლებლობა, ამერიკელი თეორეტიკოსების მიერ გადმოცემული სტრატეგიების მეშვეობით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, დამოუკიდებლად გამოეტანა დასკვნები.

ირაკლი ბენუა