ჯონ მირშაიმერი – რატომ არის დასავლეთი მთავარი დამშანავე უკრაინულ კრიზისში

პოლიტიკის მეცნიერს სჯერა, რომ ნატო-ს გაუაზრებელმა გაფართოებამ წაახალისა რუსეთი

უდავოა, რომ ვლადიმერ პუტინი ზემოთხსენებული ომის გამჩაღებელია და დამნაშავეა იმაში, თუ როგორ მიმდინარებოს იგი. ამასთანავე, გამომწვევ მიზეზებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. დასავლეთში გავრცელებული აზრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა დაკარგა საღად აზროვნების უნარი; ის რეალობას მოწყვეტილი მოძალადეა, რომელმაც მიზნად დაისახა  წარსულში ჩაბარებულ საბჭოთა კავშირზე დაყრდნობით, შექმნას ახალი, დიდებული რუსეთი [რედ. „greater Russia“]. შედეგად, სწორედ ის არის უკრაინის კრიზისში სრულად და ცალსახად პასუხისმგებელი პირი.

თუმცა, ეს თხრობა არის მცდარი. სწორედ რომ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებია პრინციპულად დამნაშავე ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ახლა იგი სახეცვლილი ომად მოგვევლინა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება განადგურებით, არამედ  შეიძლება გახდეს რუსეთისა და ნატო-ს შორის ბირთვული დაპირისპირების წინაპირობა.

სინამდვილეში უკრაინის ირგვლივ დაპირისპირება დაიწყო 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტისას, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის წახალისებით, სამხედრო ერთობამ  კიევს და თბილისს დაპირება მისცა, რომ ისინი „შემოუერთდებოდნენ“ ბლოკს. რუსეთის ლიდერთა მხრიდან  გამოითქვა მძაფრი აღშფოთება. ეს დაპირება აღქმულ იქნა, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული სასიცოცხლო გამოწვევა. მოსკოვი გულწრფელად დაპირდა, რომ არ დაუშვებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ცნობილი რუსი ჟურნალისტის თანახმად, ბატონი პუტინი „გამწარდა“ და გააფრთხილა, რომ „თუ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, ეს მოხდება ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე. ის უბრალოდ დაიშლება“. თუმცა, ამერიკამ თვალი დახუჭა ამაზე და გააგრძელა უკრაინის სახით რუსეთის საზღვარზე დასავლური ციხე-სიმაგრის [რედ. “Western bulwark”] ჩამოყალიბება. ამ სტრატეგიის ფარგლებში დამატებით ორი მიზანი დაისახეს: უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება და მისგან პრო-ამერიკული დემოკრატიის შექმნა.

ნატოს ბუქარესტის სამიტი, 2008 წლის 3 აპრილი

აღნიშნულმა, საბოლოო ჯამში, გამოიწვია უშუალო დაპირისპირება 2014 წლის თებერვალში; და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყების შემდეგ, პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. საპასუხოდ, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონბასში წააქეზა სამოქალაქო ომი.

შემდეგი, მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მოხდა 2021 წლის დეკემბერში, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა დღევანდელობამდე. სინამდვილეში კიევი დე ფაქტო [რედ. ოფიციალურად არა, თუმცა შინაარსობრივად – დიახ] ხდებოდა ნატო-ს წევრი. პროცესი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში, როდესაც დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა კიევისთვის „თავდაცვითი შეიარაღების“ მიყიდვა. რთული სათქმელია, თუ რა იგულისხმებოდა „თავდაცვითში“, თუმცა ნათელია, რომ მოსკოვისთვის და მისი მოკავშირეებისთვის დონბასში ეს შეიარაღება „თავდასხმითი“ იყო. სამხედრო გაერთიანების სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთნენ პროცესში. დაიწყეს უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა, ქვეყნის სამხედრო გაერთიანებების მომზადება და ნება დართეს უკრაინელ სამხედროებს მონაწილეობა მიეღოთ საერთო საჰაერო და სახმელეთო წვრთნებში. 2021 წლის ივლისში უკრაინამ და აშშ-მ უმასპინძლეს შავ ზღვაში დიდ საზღვაო წვრთნებს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის მეზღვაურები. ოპერაციამ „ზღვის სიო“ [რედ. Sea Breeze] ლამის აიძულა რუსეთი თავს დასხმოდა ბრინატულ საზღვაო გამანადგურებელს, რომელმაც მიზანმიმართულად შეცურა მოსკოვის მიერ საკუთარ ტერიტორიულ წყლებად აღქმულ მონაკვეთში.

უკრაინასა და აშშ-ს შორის კავშირების გაღრმავება ბაიდენის ადმინისტრაციისას გაგრძელდა. ზოგადად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების სულისკვეთება კარგად არის ასახული მნიშვნელოვან საბუთში „აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ [რედ. “US-Ukraine Charter on Strategic Partnership”], რომელსაც ხელი მოეწერა ნოემბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ. მიზანი იყო „ხაზი გაესვა უკრაინის მიერ გაცემულ დაპირებას განახორციელოს ყველა საჭირო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომ მოხდეს მისი ევროპულ და ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვანი გაწევრიანება“. ეს საბუთი ეყრდნობა „ზელენსკისა და ბაიდენის მიერ გაცემულ დაპირებებს, მოახდინონ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება“. აგრეთვე, სახელმწიფოები გამოთქვამენ მზაობას იხელმძღვანელონ „2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით“ [რედ. რომ კიევი და თბილისი გახდებოდნენ ნატო-ს წევრები].

მოსკოვისთვის ეს იყო  მიუღებელი, პასუხი კი, მყისიერი. მან დაიწყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების უკრაინის საზღვარზე მობილიზება, ხოლო ვაშინგტონს შეატყობინა გამოწვევის მოგვარების გზების ძიებისადმი მზაობა. ამ ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა უკრაინასთან დაახლოების პოლიტიკა. შედეგად, დეკემბერში რუსეთმა გამოაცხადა დიპლომატიური ულტიმატუმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ „მათ მიაღწიეს დუღილის წერტილს“.

მოსკოვმა მოითხოვა წერილობითი დაპირება, რომ უკრაინა ვერასდროს გახდებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ხოლო სამხედრო გაერთიანება უკან წაიღებდა ყველა სამხედრო შეიარაღებას, რომელიც მან განათავსა აღმოსავლეთ ევროპაში 1997 წლის შემდეგ. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები ჩაიშალა და ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა: „ცვლილებებს არ აქვს ადგილი. ცვლილებებს ადგილი არ ექნება“. ერთ თვეში ბატონი პუტინის ბრძანებით, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ გაენადგურებინა ის გამოწვევები, რომლებსაც  მისი აზრით, ნატო ქმნიდა.

მოვლენების ასეთი შეფასება სრულ დაპირისპირებაშია დასავლეთში ჩამოყალიბებულ მანტრასთან [რედ. ღთაებრივი, წმინდა ლოცვა; ჩვენს შემთხვევაში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი მოსაზრება], რადგან იგი არ განიხილავს ნატო-ს გაფართოებას, როგორც უკრაინული კრიზისის შემადგენელ ნაწილს. მისთვის სწორედ რომ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის „გაფართოების“ სურვილი არის ომის გამომწვევი ერთადერთი წინაპირობა. ნატო-ს მიერ რუსეთის ლიდერისთვის ახლახანს გადაცემულ საბუთში ვკითხულობთ: „ნატო არის თავდაცვითი გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს.“ საინტერესოა, რომ არსებული სამხილი ამ მტკიცებულებას უგულვებელჰყოფს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ აღიქვამენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ იმაში, თუ როგორ აღიქვამს სამხედრო გაერთიანების ნაბიჯებს უშუალოდ მოსკოვი.

ნათელია, რომ ბატონი პუტინისთვის ცნობილია, თუ რა ფასი დაუჯდება და რაოდენ რთული იქნება რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ტერიტორიების დაპყრობა და მართვა. მან ერთხელ განაცხადა: „ვისაც არ ენატრება საბჭოთა კავშირი არ გააჩნია გული. ვისაც სურს მისი დაბრუნება არ გააჩნია ტვინი“. იმის და მიუხედავად, რომ ბატონ პუტინს მაინც სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კავშირის, მას ესმის, რომ მეზობელი სახელმწიფოს მთლიანად გადაყლაპვა იქნება მისი ქვეყნისთვის ძნელად „მონელებადი“. მეტიც, რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, დიდად არ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ან დიდი რუსეთის შესაქმნელად სურდათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. პირიქით, ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ აქტიურად აცხადებდნენ, რომ განიხილავდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც სასიცოცხლო გამოწვევას, რომლის ჩაშლაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. როგორც ბატონმა ლავროვმა განაცხადა იანვარში: „ყველაფრის გასაღები არის ნატო-ს მიერ გაცემული პირობა, რომ ის არ გაფართოვდება აღმოსავლეთით“.

ცნობისთვის, დასავლელი ლიდერები 2014 წლამდე იშვიათად თუ აღიქვამდნენ რუსეთს, როგორც სამხედრო საფრთხეს. აშშ-ს რუსეთში ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის [რედ. Michael McFaul] განცხადებით, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია არ იყო წლების განმავლობაში დაგეგმარების შედეგი. ეს იყო რეაქცია გადატრიალებაზე, რის შედეგადაც მოხდა უკრაინის პრო-რუსული სახელმწიფო ხელმძღვანელის დამხობა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ამბებამდე ნატო-ს გაფართოების მიზანი იყო გადაექცია ევროპა მშვიდობის ერთ დიდ სივრცედ და არა სახიფათო რუსეთის შეკავება. თუმცა, როგორც კი ეს დაპირისპირება დაიწყო, ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ შეძლეს აღიარება იმის, რომ ომის დაწყების მიზეზი სწორედ რომ მათ მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი უკრაინის დასავლეთში გაწევრიანება გახდა. მათი მტკიცებით, კრიზისი დაიწყო რუსეთის რევანშისტული [რედ. არსებული ვითარების საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქცევის სურვილი] ბუნების გამო; მისი სურვილის, რომ ან ემართა ან დაეპყრო უკრაინა.

უნდა შევაჯამო და ვთქვა, რომ ვიმყოფებით ძალიან სახიფათო ვითარებაში, რომელსაც მხოლოდ აუარესებს დასავლეთის პოლიტიკა. რუსეთის ლიდერებისთვის უკრაინაში არსებულ მოვლენებს არაფერი კავშირი აქვთ მათი იმპერიალისტური მიზნების ჩამოშლასთან. მათთვის ეს არის პრობლემა, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლო გამოწვევას და უკავშირდება რუსეთის მომავალს. ბატონმა პუტინმა შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ შეაფასა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, უკრაინის წინააღმდეგობის უნარი და დასავლეთის მიერ განხორციელებული პასუხის წონა, ზომა და სისწრაფე; თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, თუ რა სასტიკნი შეიძლება იყვნენ დიდი სახელწმიფოები, როდესაც მათ წინაშე უდიდესი გამოწვევა დგას. ამასთანავე, ამერიკა და მისი მოკავშირეები მხოლოდ აძლიერებენ ზეწოლას, აქვთ რა იმედი, რომ შეძლებენ პუტინისთვის სამარცხვინო მარცხის მიყენებას და შესაძლოა მისი ხელისუფლებიდან მოშორებასაც კი. ისინი ზრდიან უკრაინისთვის დახმარებას და ამასთანავე ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ რუსეთის სასტიკ დასჯას, რაც პუტინისთვის უდრის „ომის ღიად გამოცხადებას“.

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება არ მისცენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა სახელმწიფო იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ არა დაშლილი. მეტიც, არსებობს კონფლიქტის უკრაინის მიღმა გაფართოების შესაძლებლობა. სავარაუდო ბირთვულ ომზე უკვე ვისაუბრეთ. თუ დასავლეთი შეძლებს მოსკოვის სამხედრო ველზე დამარცხებას, მისთვის უდიდესი ეკონომიკური ზარალის მიყენებას – ეს გულისხმობს დიდი სახელმწიფოს კუთხეში მიყენებას. ამ შემთხვევაში ბატონმა პუტინმა შეიძლება  მიმართოს ბირთვულ შეიარაღებას.

დღეისთვის შეუძლებელია განვჭვრიტოთ თუ რა სახის ზავით დასრულდება ომი. ამის და მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ომის გამომწვევ ნამდვილ მიზეზებს. სხვა შემთხვევაში უკრაინის განადგურება და ნატო-რუსეთს შორის პირდაპირ საომარი მოქმედებები გარდაუვალია.

ჯონ მირშაიმერი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის რ. ვენდელ ჰარისონის პოლიტიკის მეცნიერების წარჩინებული პროფესორი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ”პოლიტიკური რეალიზმის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა ”The Economist”-ში, 2022 წლის მარტში.

მთარგმნელი არჩილ სიხარულიძე

ბაიდენის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გამძაფრება უკრაინის გამო საშინელი აზრია

რიჩარდ საკვა რუსეთის და ევროპული პოლიტიკის პროფესორია კენტის უნივერსისტეტში. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამორჩეული ინგლისურენოვანი სპეციალისტია და მისი ანალიზის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. მისმა ბოლო წიგნმა უკრაინის საკითხის გარშემო ”უკრაინის ფრონტის ხაზი’ [Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands] საკმაოდ მაღალი შეფასებები მოიპოვა დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში.

რიჩარდ საკვა

დასავლეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღი გააგზავნონ – ეს შეიარაღების გაზრდა მხოლოდ გააღვივებს ისედაც შესაძლო კატასტროფულ დაპირისპირებას. სინამდვილეში ჩვენ გვესაჭიროება რეგიონში მშვიდობის დამყარების სრულფასოვანი გეგმა.

ბოლო კვირებში დასავლური მედია 1930-იანი წლების ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენებს დაუბრუნდა, რომ ახსნას რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო „ცხელი ომის“ შედეგები. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა განმარტებულია საჭიროებით, რომ არ მოხდეს რუსეთის მორიგი „დაშოშმინება“; ხოლო კიევის უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში მიჩნეულია, როგორც ეროვნული გადარჩენის საკითხი.

უკრაინის ფრონტის ხაზი: კონფლიქტი მოსაზღვრე მიწაზე-ს ავტორი, პროფესორი რიჩარდ საკვა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ბევრად უფრო რთულ სურათს ხატავს. მისი აზრით, უკრაინული საზოგადოება დღემდე დაპირისპირებაში იმყოფება ორ ძალას შორის: პლურალისტურ ბანაკს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უფრო კომპლექსურად ხედავს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მოსაზრებების ერთგულნი არიან.

2014 წლის მაიდანის პროტესტები, სამხედრო კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მხოლოდ გააღვივა ეს დაყოფა. თუმცა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მხარე დაუჭირა მინსკის II ხელშეკრულებას და ნორმანდიის ფორმატს, რომელთა მიზანი მაინც კონფლიქტის ჩაცხრობაა; გარდა ამისა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატებს, მათ შორის 2019 წელს საპრეზიდენტო კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის, რომლებიც პროცესების დარეგულირების მომხრენი იყვნენ და არიან. თუმცა, საკვას აზრით, ხმაურიანი ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა აწარმოებს „ტყვედ აყვანის“ პოლიტიკას, რაც აგრეთვე ასაზრდოებს მკაცრი და უხეში პოლიტიკის მიმდევრებს მოსკოვში.

ამერიკული სოციალისტური გამოცამა Jacobin პროფესორ რიჩარდ საკვას უკრაინის კრიზისზე, დაპირისპირების წინაპირობების და მშვიდობიანი პროცესის წარმოების შესახებ გაესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად ქართულ ენაზე.

ჟურნალისტი  | დასავლურ მედიაში უკრაინაში ფაქტიურად წარმოჩენილი, როგორც რუსეთის ანტიპოდი, მასთან სრულად დაპირისპირებული მხარე. გაზეთ Times-ს თანახმად, „უკრაინელები მზად არიან გაგლიჯონ რუსები შიშველი ხელებით“. მეტიც, 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ზოგადად მიღებულია, რომ უკრაინელებს სურთ ამ ალიანსში გაწევრიანება, რასაც ხელს სწორედ რომ რუსეთი უშლის. რა სამხილები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

რიჩარდ საკვა  | ამაზე საუბრისთვის ჩვენ კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა გავეშუროთ, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოც და უკრაინაც დაპატიჟებულნი იყვნენ ალიანსში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იყო განმარტებული უკრაინული პოლიტიკა წლების განმავლობაში მისი ევროპული არჩევანის თვალსაზრისით; არჩევანი, რომელიც მუდამ იყო სადავო არსებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინული საზოგადოება ყოველთვის გაყოფილი იყო. უდავოა, რომ ქვეყნის დასავლეთს, გალიციურ ელემენტს, მართლაც სურს დასავლეთთან შეერთება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა.

პოსტკოლონიალურობა, თუ ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ჰიბრიდულობას, მაგალითად, ლინგვისტურ და კულტურულ დონეებზე; ხოლო, კულტურული სეპარატიზმის თანახმად, ყოფილ მეტროპოლიასთან ყველა კავშირი უნდა იყოს გაწყვეტილი. ამის ფონზე, უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი უფრო მიდრეკილია სწორედ რომ ჰიბრიდულობისკენ და სურთ, რომ ახლო კავშირები შეინარჩუნონ რუსეთთან. აქედან გამომდინარე ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერი არიან კულტურის, ისტორიის, შერეული ქორწინებების და სხვა ფაქტორების თვალსაზრისით არ არის უსაფუძვლო; მას არასდროს უთქვამს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენენ – ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მე ვიმოგზაურე დონბასში 2008 წელს და ყველგან შენობებზე ეწერა „არა ნატოს“. ამ დროს კი ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი 2010-2011 წლების საბუთების თანახმად, ამერიკის ელჩი კიევში აგზავნიდა დეპეშებს შეტყობინებებით, რომ მთელ უკრაინას სასწრაფოდ სურდა ნატო-ში გაწევრიანება; ეს მოსაზრება დასაბამიდანვე იყო მცდარი და ხელოვნური; რუსეთი კი წარმოჩენილი იყო, როგორ მუხრუჭი ამ სურვილების, რაც არღვევდა ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.

დღევანდელი გამოკითხვები ამას ადასტურებს, რომ ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. ჯერარდ ტოლმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა გამაოგნებლად მაღალი რაოდენობა, მოსახლეობის სადღაც 30% ან 40%, გამოთქვამს რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილს; და ეს, ყირიმისა და დონბასის გამოკლებით. ზოგიერთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაც კი სურს. ეს არის ის, რასაც ზბიგნევ ბჟეზინსკი, იქამდე კი სამუელ ჰანტინგტონი უწოდებდა გახლეჩილ, გაყოფილ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ყველა განურჩევლად მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა, ეს მოსაზრება თავს იქნა მოხვეული განსაკუთრებით 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ნეო-ნაციონალისტური მთავრობა მოვიდა.

ჟურნალისტი  | ვლადიმირ იჟჩენკოს ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შემდეგ იგი გაიზარდა და 2014 წლის ომის შემდეგ, ლოგიკურად, მხოლოდ უნდა გამყარებულიყო. თუმცა, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკის არჩევით, რომელიც მხარს უჭერდა მინსკი II-ის ხელშეკრულებას, ომის პარტია დამარცხდა და უნდა მომხდარიყო მოვლენების დაშოშმინება. რატომ ვერ მოხერხდა ეს ცხოვრებაში?

რიჩარდ საკვა  | დიახ, ზელენსკი არჩეულ იქნა, როგორც მშვიდობის კანდიდატი. თუმცა, მე გავბედავ და ვიტყვი, რომ 2014 წელს, როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს – ისიც მშვიდობის კანდიდატი იყო, ოლიგარქი ახლო კავშირებით რუსეთთან და ა.შ. თუმცა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვითარების დაშოშმინება.

2019 წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ გერმანია, უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან იყო ხელშეკრულების იმპლიმენტაციის სურვილი. თუმცა, უკვე ამ მომენტისთვის ხალხმა დაიწყო შეკრება მაიდანზე და იმის გაცხადება, რომ ისინი არ მიიღებდნენ მინსკი II-ის ხელშეკრულების დანერგვის ნებისმიერ ფორმატს, რომელიც იგულისხმებდა დონბასისთვის ფართო უფლებების (ავტონომიის) მინიჭებას.

შესაბამისად, პირველი მიზეზი არის კარგად მობილიზებული ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა, რომელსაც მოსახლეობა ტყვედ ჰყავს აყვანილი (ტყვედ აყვანის პოლიტიკა). მეორე, ეს უმცირესობა მხარდაჭერილია გეოპოლიტიკურად დასავლური ძალების მიერ, რასაც მე ვუწოდებ ატლანტიკური ძალის სისტემას; ამ უმცირესობის ბნელ მხარეებზე, როგორც წესი, დუმან ხოლმე. თუმცა, აქ საუბარია არა მხოლოდ ნატო-ზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც არ მისდევს გაცხადებულ ღირებულებებს.

ზელენსკი პოროშენკოზე უარესი გამოდგა, როდესაც საუბარია რუსულენოვანი კულტურის და მედია ინსტიტუტების დაკნინებაზე; მეტიც, ისტორიის დამახინჯებულ აღქმაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და გარე ფაქტორები შეირწყნენ ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის თხრობა ახლა დომინანტია. თუმცა, უკრაინა დღემდე რჩება გახლეჩილ ერად.

სინამდვილეში, უკრაინელები მეტად მშვიდობიანი ერია. სწორედ ამიტომ არის ეს კატასტროფა, რომ ჩვენ საუბრობთ კონფლიქტსა და ომზე. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო დიდი სურათის – მეორე ”ცივი ომის” ნაწილია. და თუ ეს მართლაც ”ცივი ომია”, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვმართოთ კრიზისი. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ დღეს ნელ-ნელა ვუახლოვდებით კუბის რაკეტების კრიზისს. 1962 წლის ოქტომბერში ის მშვიდობიანი გზით იყო განმუხტული. იუპიტერის რაკეტები მოშორებული იქნა თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმაც წაიღო საკუთარი შეიარაღება და აშშ-მა კუბაში შეჭრისგან თავი შეიკავა.

სწორედ ამას ითხოვს პუტინი, აქამდე ითხოვდა ბორის ელცინი და ამაზე მსჯელობდა მიხეილ გორბაჩოვი, როდესაც ამბობდა, რომ ატლანტიკური სამხედრო უსაფრთხოების სისტემის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ეს თემა უკვე ბოლო 30 წელი აქტუალურია. 2018 წელს პუტინმა ერისადმი მიძღვნილ სიტყვაში, როდესაც სუპერ სწრაფ რაკეტებზე ისაუბრა განაცხადა, რომ „თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ მაშინ, მაშ მოგვისმინეთ ახლა“. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ უკრაინული საზოგადოება არის გახლეჩილი. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მშვიდობის მომხრე უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეზეა დასავლეთის მიერ მოკლევადიანი გეოპოლიტიკურ სარგებლისთვის მხარდაჭერილი უკრაინული საზოგადოების ყველაზე ცუდი ელემენტები. სულ რაღაც ახლახან უკრაინა ნეიტრალიტეტის ერთგული იყო.

თუ ირლანდია არის ნეიტრალური, თუ ავსტრია არის ნეიტრალური, თუ ფინეთი არის ნეიტრალური, რატომ არ შეუძლია უკრაინას იყოს ნეიტრალური, თუ ამის რეალური წინაპირობა უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც არსებობს?! ეს ხომ იყო სახელმწიფო პოლიტიკა 2014 წლამდე, როდესაც ნეო-ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ჟურნალისტი  | მოვლენების გაჟღერებისას ზოგიერთი იყენებს მიხეილ გორბაჩოვის სიტყვებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა განხილული ცივი ომის დასრულებისას. ამით, ისინი ცდილობენ უარყონ რუსეთის მტკიცება, რომ „პირობა იყო დადებული, თუმცა არ შესრულდა“. თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ პოსტ-ცივი ომისეულ გაფართოებაში არ იგულისხმებოდა რუსეთი, რაც აპრიორი მთელ პროცესს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს აღქმული გორბაჩოვის, შემდეგ ელცინისა და პუტინის მიერ გაკეთებული შემოთავაზება „დიდი ევროპის“ შესახებ, რამაც უნდა ჩაანაცვლოს მეორე ”ცივი ომი”?

რიჩარდ საკვა  | ეს არ არის უბრალოდ გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის იდეა; ეს არის გოლისტური [რედ. შარლ დე გოლის სახელიდან] მოსაზრება, რომ ევროპამ საკუთარი ბედი უნდა აკონტროლოს. ფრანსუა მიტერანი აგრეთვე საუბრობდა ევროპის კონფედერაციაზე.

გორბაჩოვმა ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს არგაფართოებაზე დაპირებები არ იყო გაცემული და დღემდე გაუგებარია რატომ იცრუა. 2017 წელს, ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გავიგეთ, რომ ათობით დასავლეთის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა გერმანიის მიღმა. ეს უდავოა. ეს არის არნახული პროპაგანდისტული ომის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულნი; დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირება არ იყო გაცემული.

მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას ჰანს დიტრიხ გენშერთან და ჰელმუტ კოლთან ერთად. რუსეთი, 1990 წელი, 15 ივლისი

ცივი ომის მიწურულს მაგიდაზე ორი მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი იდო და ორივე კარგი იყო. დასავლური „გაერთიანებული და თავისუფალი ევროპა”. მის საპირწონედ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული „საერთო ევროპული სახლი“. პრობლემა ნატო-ს გაფართოებაშიც კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამ პროცესში უგულველყოფილი იყო რუსეთის უსაფრთხოების საკითხები.

„საერთო ევროპული სახლი“ არის ერთადერთი სწორი არჩევანი. ხალხს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე არა. მეტიც, რუსეთშიც კი ბევრი ადამიანია ლიბერალებს შორის და აგრეთვე კონსერვატორებშიც, რომლებიც დაეთანხმებიან ამ იდეას. საკითხავია, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. გორბაჩოვს და სხვებს სურდათ, რომ ეუთო გადაქცეულიყო უსაფრთხოების საკითხებზე მთავარ ორგანოდ, ხოლო უშიშროების საბჭოს რეგიონალურ დონეზე გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მისია შეესრულებინა; ამ ორ ორგანოს უნდა გადაეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. მერე უკვე ნატოს შეეძლო გაფართოება. ბევრის აზრით, ეს კარგი ხედვაა. ნატო შეაფერხებს პატარა ქვეყნებს ერთმანეთში ომის წარმოებისგან და, იმედია, შეაკავებს თურქეთსა და საბერძნეთს.

თუმცა, რუსეთი უნდა გახდეს უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. 1997 წელს ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივი ერთიანი საბჭო და შემდეგში 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მიზანზე ორიენტირებული. უდავოა, რომ 2018 წლიდან პუტინმა და მისმა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „გვეყო! ჩვენ ვეღარ ვენდობით დასავლეთს, ისინი ჩვენს საზღვარს უახლოვდებიან“. და აქ არ იგულისხმება უბრალოდ ნატო, არამედ ანტი-ბალისტიკური დანადგარები რუმინეთსა და პოლონეთში, აგრეთვე MK-41 Aegis Ashore. შესაბამისად, როდესაც ბომბდამშენი B-52, რომელსაც შეუძლია ატომური შეიარაღების გადაზიდვა, საზღვრის გასწვრივ დაფრინავს და უსასრულოდ შავ ზღვაში შედიან სამხედრო გემები, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ყველაზე სახიფათო ამ მეორე ”ცივ ომში” კი ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით დასავლეთში, თუ რაოდენ საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით.

ჟურნალისტი | ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა არარის მონოლითური და ზოგიერთ ძალას სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა, იგივე შეიძლება უშუალოდ რუსეთზეც ითქვას. თუ გვერდზე გადავდებთ ალექსეი ნავალნის მიერ Time-სთვის გაკეთებულ კომენტარებს, რომლებშიც ის აკრიტიკებს დასავლეთს, რომ მან ქვეყანა პუტინს ჩააბარა და რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, არსებობენ სხვა ოპოზიციონერებიც; ისინი უყურებენ ამ საკითხს განსხვავებულად და აგრეთვე აკრიტიკებენ პუტინს უკვე არა ლიბერალური და პრო-დასავლური თვალსაზრისით. როგორ უნდა შევაფასოთ მოსაზრება, რომ პუტინი მიზანმიმართულად იყენებს არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გაზზე ფასების გაზრდით, რომ მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია კონფლიქტის შიშით?

რიჩარდ საკვა  | ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტი არის ის, რომ რუსეთში საკუთარი სისუსტის ფონზე ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. კვლევები არჩვენებს, რომ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას ნავალნის მხარდაჭერა 1-2%-ის ფარგლებში იყო და ახლაც იგივე რეალობაა მისი ცნობადობის მიუხედავად. ადგილობრივი ოპოზიცია გაჭედილია ამ მავნებლურ ჩაკეტილ წრეში, როდესაც მათ მიმართ ცივი ომის პერიოდის ტერმინები გამოიყენება, როგორიც არის „მეხუთე კოლონა“, „დივერსანტები“; და ეს იმ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ითხოვენ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა უფლებებს. ისინი დასავლეთთან სახიფათო თამაშს თამაშობენ.

თუმცა, რუსების აზრი ომისადმი არ არის დადებითი – პირიქით. იგივე ხდება უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ეს ომის წყურვილის შესახებ მოსაზრება მხოლოდ დასავლეთშია გავრცელებული. უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ერია, ისევე, როგორც რუსები.

ყველაზე მცდარი აზრი, რომელიც ეხება პუტინს არის ის, რომ იგი მიზანმიმართულად აწარმოებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომ მოახდინოს მოსახლეობის შიდა კონსოლიდაცია. სინამდვილეში, დიახ, მისი რეიტინგი კი დავარდა, თუმცა იგი დღემდე გამაოგნებელ დონეზეა (65%) იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელი იმყოფება. მე არ მივეკუთვნები ჯონ მირშაიმერის მსგავსად თავდასხმითი რეალიზმის მიმდევარს, რომელსაც მიაჩნია, რომ საშინაო პოლიტიკას არ აქვს ზეგავლენა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების თემებზე, თუმცა ფრიად მესიმპატიურება ასეთი მოსაზრება.

მე ყოველთვის ვიცავდი რუსეთში „დანაწევრიანებული“ პოლიტიკის შეხედულებას: ქვეყანაში განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების არსებობის აზრს, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მმართველ ელიტებში. და როგორც მე მესმის, 2019 წლის გაზაფხულიდან კრემლში არსებულმა მმართველმა ელიტამ და ე.წ. პრაგმატიკოსებმა პოზიციები დაკარგეს. ფაქტიურად ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „მორჩა, გვეყოფა! ჩვენ დასავლეთი მასხრად გვიგდებს და დროა პასუხი გავცეთ.“ სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გასრესა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად, თვითმიყენებული ზიანია. ეს შიდა რეპრესიები არ ამართლებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ უდავოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ უსაფრთხოების პრეტენზიებზე, მაგრამ ამით არ და ვერ მართლდება, მაგალითად, ისეთი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახურვა, როგორიც არის ‘‘მემორიალი”. ჩემთვის მემორიალის მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობა იყო ქვეყანაში პლურალიზმისა და ღიაობის სივრცის არსებობის მაგალითი. თუმცა, 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფომ დახურა ეს მიმართულება.

ჟურნალისტი | ბრიტანული მედია ხშირად ყურადღებას აქცევს ჩვენს ვალდებულებას, რომ არ „დავაკმაყოფილოთ“ პუტინის სურვილები. აგრეთვე, გვაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თხრობა მწვანეთა პარტიიდან ანალენა ბერბოკის განცხადებების სახით, რომ ქვეყანას აქვს „ისტორიული ვალდებულება“ დაიცვას ეს სახელმწიფოები. მოსაზრება, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსს ქვეყნებს უნდა ჰქონდათ არჩევანის უფლება და არ იყვნენ მიტოვებულნი ბედის ანაბარას, რასაც პუტინი ითხოვს, საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თხრობის გამოყენება ქმნის ვითარებას, როდესაც კრიტიკის სივრცე აღარ რჩება; იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ხისტ პოლიტიკას, აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ისე, რომ არ იყვნენ დადანაშაულებულნი პუტინის სურვილების „დაკმაყოფილებაში“.

რიჩარდ საკვა  | რეალობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პირველი ”ცივი ომის” დროს რაიმე სახის კამათი და დებატი მაინც იყო. მე უკვე აღვნიშნე დე გოლის საფრანგეთი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში იყო ოსტპოლიტიკა, რომელიც 1960-იანი წლებიდან მხარს უჭერდა ჩართულობას. ყველაზე გამაოგნებელი დღეს არის ის სიჩუმე, რომელიც არის ჩვენს მხარეს; ოპოზიციური ბანაკიდან მხოლოდ ერთეულების ხმა ისმის. ერთობ კარგია, როდესაც იგი გაერთიანებულია გააზრებული პოლიტიკის ირგვლივ და არა მავნე, გაუაზრებელი წარმოდგენის, რომელიც მსოფლიოს დამახინჯებულად წარადგენს – დაბეჩავებული უკრაინა რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ გერმანია ერთგული საკუთარი ისტორიული ვალდებულების, თუმცა, ძალიან საშიშია ამ მიდგომის მისადაგება სრულად განსხვავებული ვითარებისადმი. დღეისთვის ჩართულობის ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გერმანიის ზოგადი მიდგომაა, მათ შორის ჩრდილოეთ ნაკადი 2, უკვე აპრიორი აღქმულია, როგორც პუტინისთვის „კოჭის გაგორება“.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს დღევანდელი ვითარების რეალური გააზრება. პუტინს არ სურს საბჭოთა იმპერიის აღორძინება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამ კვირას განაცხადა, რომ პუტინი არის ეთნონაციონალისტი. ამაზე დიდი შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია: დღეს რუსეთში ცხოვრობს 150-ზე მეტი ეროვნების ხალხი. პუტინი გამუდმებით გმობს ეთნონაციონალიზმს; ეს ხომ გაანადგურებს თვით რუსეთს. მაშ, თუ ასეთ მარტივ რაღაცებში დასავლელი პოლიტიკოსები უშვებენ ესოდენ დიდ შეცდომას, ისინი ასეთივე დიდ შეცდომას დაუშვებენ გეოპოლიტიკაშიც.

შესაბამისად, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო საშიშია, რადგან მხოლოდ ერთეული მამაცი ადამიანი თუ იტყვის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არის მცდარი. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ განვითარდა ”სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის კვინსის ინსტიტუტი” (Quincy Institute for Responsible Statecraft). ამ მცირე ჯგუფიდან სულ რამდენიმეა ამერიკაში, კიდევ უფრო ცოტა დიდ ბრიტანეთში და ახლა ჩრდილი გერმანიასაც მიადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მწვანეთა პარტია მოვიდა. მწვანეები ხომ ფაქტიურად კლინტონისებრივი ინტერვენციონალისტი ლიბერალები არიან [რედ. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი], რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ცუდი მსოფლიო წესრიგის ძალას – ”ცივი ომის” პერიოდის ქორებს.

საგარეო პოლიტიკა უნდა ყოველთვის იყოს დაბალანსებული ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. რუსეთის რომ უნდოდეს უბრალოდ უკრაინაში შეჭრა და ადგილობრივი დემოკრატიის განადგურება, მე პირველი დავუჭერდი კიევს მხარს. თუმცა, ეს ასე არ არის. პუტინის ე.წ. რევიზიონიზმს არაფერი საერთო არ აქვს ადოლფ ჰიტლერის პერიოდთან. ეს მუდმივი შედარებები ჰიტლერთან არის უაზრობა. როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მან ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წევრი გახდებოდა. რუსეთის ელიტები და მთავრობა რაციონალურები არიან. ისინი არ ცდილობენ იმპერიის აღორძინებას. ისინი უბრალოდ ამბობენ „ახლა, ჩვენ კედელთან ვართ მიმწყვდეულები. მოგვისმინეთ.“

პრობლემის მოგვარება ძალზედ მარტივია: უკრაინის ნეიტრალიტეტი. თუმცა, არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად. პუტინი მხარს უჭერდა მინსკი II ხელშეკრულების იმპლიმენტაციას, რაც გულისხმობს დონბასის უკრაინისთვის დაბრუნებას; მაშ, სად არის აქ იმპერიის აღორძინების იდეა? ახლა, დონბასში განსხვავებული აზრის მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად პუტინმა საკუთარი სამხედრო ნაწილები იმიტომ მოამზადა, რომ უკრაინასაც 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული საზღვარზე; მათ ზურგს უმაგრებს თურქული ”ბაირახტარის” წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომისას. შესაბამისად, მოსკოვს შეეშინდა, რომ უკრაინას შეეძლო გაემეორებინა ხორვატიის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ქარიშხალი, როდესაც იგი თავს დაესხა სერბულ ანკლავებს. ვითარება მძიმეა, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გასაგები.

ჟურნალისტი | ცოტა ხნის წინ თქვენ ეს მდგომარეობა შეადარეთ „კუბის კრიზისს შენელებულ ვარიანტში“. იმ დროს ორივე მხარეს ჰქონდა სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. არსებობს თუ არა ქაც ამის ვარიანტი : ნორმანდიული ფორმატის მორიგი რაუნდი ან მინსკის ხელშეკრულება?

საუბარია ბაიდენ-პუტინის სამიტზე, რომელიც უკვე მომავალ კვირას უნდა ჩატარდეს, რასაც მე მივესალმები. მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერში. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 50-50-ზეა. მგონი ხალხს არ ესმის თუ რაოდენ გაგვიმართლა 1962 წელს, რადგან შეგნებული ლიდერები გვყავდა; ბოლოს და ბოლოს, იქით მხარეს ჯეკ კენედი და რობერტ კენედი იყვნენ, აგრეთვე ურთიერთკავშირები და ა.შ. მგონი დღეს იგივე ვითარება არ არის, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის დაპირისპირებას. დასავლეთი და, რა თქმა უნდა, ბრიტანელები უბრალოდ იქ რაღაცsებს ფათურობენ და ამით უბრალოდ ხელს უწყობენ დაპირისპირებას; გერმანელებიც კი არ აძლევენ ბრიტანელებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას, რომ მიაწოდონ ეკიპირება.

ვფიქრობ ვითარება შეიძლება ორივე მიმართულებით განვითარდეს. რუსებს არ შეუძლიათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედონ, ხოლო დასავლეთი რაიმე გამოსავალს არ სთავაზობს მათ. თუმცა, რაღაც დონის ჩართულობა არის და ეს უკვე კარგია. რაღაც მინიმალური შემოთავაზებების გაკეთებასაც ახერხებენ, რაც აგრეთვე კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა რუსები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გორბაჩოვის პერიოდის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ზოგადად, ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხებს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ 1990-იან წლებში დამყარებულმა წესრიგმა ნათელი გახადა, რომ უსაფრთხოების თემები ამის განუყოფელი ნაწილია. რუსები ამბობენ, „ბიჭებო, სად არის ჩვენი უსაფრთხოება? ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყეს.“

ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ომთან. მე არ მგონია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს არტილერიის, საჰაერო დარტყმების და სხვა ხერხების გამოყენებას, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდეს და მოხდეს დასავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისკენ იძულება. აქამდე იყო მოძრაობა და ახლა უნდა მოხდეს რაიმე სახის განცხადება, ქმედება. კუბის კრიზისი მოგვარდა ისე, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა სახე. დღეს ჩვენ აღარ გვყოფნის სახის შენარჩუნება და გვესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები.

Amazon გადასახადებისგან თავს ირიდებს

ამაზონის მიერ წარმატებულად წარმოებული ბრძოლა აშშ-ს საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ დაუბრკოლებლად გრძელდება. საცალო ვაჭრობით დაკავებულმა გიგანტმა 2020 წელს მიღწეული არნახული გაყიდვების და შემოსავლების შესახებ განცხადება გააკეთა; ამასთანავე, მისთვის ეფექტურმა ფედერალურმა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა მხოლოდ 9.4% პროცენტი შეადგინა, რაც სავალდებულო კორპორატიული გადასახადის – 21% – ნახევარზე ნაკლებია.

ყველა არსებული მონაცემით, პანდემიისას ამაზონის ზრდამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით წინა დასაბეგრმა შემოსავალმა (რედ. ინგ. pretax income ) 2020 წელს $24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 73%-იან ზრდას წარმოადგენს პანდემიის წლამდე შემოსულ მოგებასთან შედარებით – $14 მლრდ დოლარი. მისი გაყიდვები წინა წელთან შედარებით პანდემიისას 38%-ით გაიზარდა. აშშ-ში კომპანიის შემოსავალი 2020 წელს $20 მლრდ დოლარი იყო. Amazon-ს რომ გადაეხადა მოგების სავალდებულო 21%-იანი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი ის შეადგენდა $4.1 მლრდ დოლარს. თუმცა, ამაზონმა განაცხადა $1.8 მლრდ დოლარის გადასახადის გადახდის შესახებ, რაც ნახევარზე ნაკლებია; ანუ, მან თავიდან აირიდა $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადი.

მას შემდეგ, რაც ტრამპის GOP-საგადასახადო კანონი (რედ. GOP – “Grand Old Party” – დიადი ძველი პარტია ანუ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია) ძალაში შევიდა, რომელმაც სავალდებულო კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი 21%-მდე დაწია, ამაზონმა აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. 2018-2020 წლებში ამაზონმა $7.2 მლრდ დოლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო; ეს ის სხვაობაა, რომლის გადახდაც კომპანიას მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე დაფარავდა 21%-იან განაკვეთს.

ტრამპის საგადასახადო კანონმდებლობის (რედ. GOP Tax Law) ფარგლებში Amazon-ის მიერ კორპორატიული გადასახადის თავიდან აცილების მონაცემები.
 
 2020201920183 წელი, 2018-2020
აშშ-ს წინა-საგადასახადო შემოსავალი (pretax income)$20.2 მლრდ$13.3 მლრდ$11.2 მლრდ$44.7 მლრდ
მიმდინარე ფედერალური საშემოსავლო გადასახადი$1.8 მლრდ$162 მლნ$-129 მლნ$1.9 მლრდ
ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი  9.4%  1.2%  -1.2%  4.3%

მეთოდები, რომლებსაც ორგანიზაცია იყენებს ეფექტური საგადასახადო განაკვეთის დასაწევად ძირითადად უცვლელი რჩება: კომპანიამ $1.8 მლრდ დოლარი დაზოგა საფონდო გარიგებებისთვის (რედ. stock options) მიღებულ საგადასახადო შეღავათებზე და დამატებით $639 მილიონი დოლარი შემოინახა სხვადასხვა საგადასახდო კრედიტების გამოყენებით.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი

2018-2020 წლებში ამაზონმა აგრეთვე მიიღო გაუფასურების შეღავათები (რედ. depreciation breaks); თუმცა, ამან რაიმე ზეგავლენა კომპანიის მიერ 2020 წელს გადასახადების სახით გადახდილ საბოლოო ჯამზე ვერ მოახდინა. გაუფასურების შეღავათები აძლევს შესაძლებლობას კომპანიას შეამციროს აღჭურვილობაზე საჭირო თანხები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს აღჭურვილობა უვარგისობაში მოვა. ამ მიდგომის მომხრეებს კონგრესში მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს ინვესტიციებს და ზოგადად ეკონომიკას; თუმცა, სავარაუდოდ, იგი უფრო აჯილდოებს კომპანიებს იმ ფინანსური დაბანდებებისთვის, რომლებსაც ისინი ისედაც გააკეთებდნენ.

გაუფასურების შეღავათები საკმაოდ რთული თემაა და კომპლექსურ ზეგავლენას ახდენს. ერთ-ერთია ის, რომ ხდება გადასახადის გადახდის მომავალში გადატანა იმის და მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში, პერსპექტივაში, ეს ამცირებს კომპანიების მიერ შემოტანილი გადასახადების რაოდენობას. ამაზონის მსგავს კორპორაციებზე დაკვირვება კი ნათელს ხდის, რომ ეროვნული საგადასახადო კოდექსი ამ მიმართულებით საერთოდ ვერ უძალიანდება ამაზონს.

ამაზონის მიერ გადასახადებისგან თავის არიდება არის თანმიმდევრული. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი, ამაზონის მიერ წინა-საგადასახადო მოგებაზე, რომელიც შეადგენდა $57 მლრდ დოლარს, ეფექტურმა ფედერალურმა საგადასახადო განაკვეთმა შეადგინა 4.7%-ი; ეს განსაკუთრებით გამაოგნებელია იმ ფონზე, რომ იმ დროისთვის კანონით დადგენილი განაკვეთი ძირითადად იყო 35%.

ნებისმიერი სხვა კომპანიისთვის $1.8 მლრდ დოლარის ოდენობის გადახდილი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ორგანიზაციის ბუღალტრებმა უსაქმურად გაატარეს განვლილი წელი. თუმცა, ამაზონისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბოლო საანგარიშო წელს $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადს აარიდეს თავი. მსგავსი ვითარება შემაშფოთებელია, რადგან ამაზონის პანდემიური გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სასიცოცხლო საფრთხეებისგან, რომლებსაც განიცდის დანარჩენი ინდუსტრია; 2020 წლის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი იყო კომპანიების მიერ გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება და ნულოვანი მოგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგადასახადო სისტემამ უნდა შეასრულოს დაპირებული მოვალეობები; მეტიც, როდესაც ამაზონს ძალუძს საკუთარი მოგების ნახევარზე მეტის გადასახადისგან გადამალვა, ეს იმის ნიშანია, რომ საგადასახადო სისტემა უდაოდ საჭიროებს ცვლილებას.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ მაშინ როდესაც Amazon-ის თანამშრომლების შრომის პირობები შემაშფოთებელია, მისი დამფუძნებლის – ჯეფ ბეზოსის ქონება რეკორდულად იზრდება. Amazon-ის თანამშრომლები 10 საათი მუშაობენ, გონებას კარგავენ დაუძლურებისგან. 4000 მათგანი საჭიროებს პროდუქტების ტალონებს; ზოგიერთი მათგანი პარკინგზე ცხოვრობს სამსახურთან ახლოს. შემოდგომას ისინი წუწუნუბდნენ, რომ მათ ნიღბებს არ აძლევენ. შემოდგომას კი 20000-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

Amazon თვალთვალის პრაქტიკას იყენებს არამარტო საკუთარი თანამშრომლების, არამედ ასევე ეკოლოგების და აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელებშიც, რადგანაც მათ პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს.

ვაქცინების ომი / ბრიტანულ-ამერიკული სირცხვილი

იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე დასავლური გლობალური სამყარო საჯარო სიკეთეების, საქონლის და ნებისმიერი საჭირო პროდუქტის სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას პირდებოდა მთელ მსოფლიოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილებამ სრულიად საწინააღმდეგ რამ დაგვანახა. სწორედ ასეთი მასობრივი პანდემიები და კრიზისები გვევლინებიან ლაკმუსის ინდიკატორის როლში, სხვადასხვა იდეების, პოლიტიკების და ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის სინამდვილის და მართებულობის შესაფასებლად.

მდიდარი ქვეყნების სიხარბე

რაც ჩვენ ვაქცინების გადანაწილების დროს ვიხილეთ, იმის სიტყვიერად აღწერა საკმაოდ ძნელია. მდიდარმა ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა და ა.შ) ფაქტიურად დაივიწყეს ყოველგვარი სოლიდარობა, სამართლიანობა და ჰუმანურობა, თავისთვის რეკორდული რაოდენობის ვაქცინები მიიღეს, დანარჩენი მსოფლიო კი ბედის ანაბარა დატოვეს.

ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში საერთაშორისო უფლედამცველმა ორგანიზაციამ «Amnesty International»-მა ვაქცინების არასამართლიან გადანაწილებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მათი მონაცემებით 2021 წელს მსოფლიოს 70 უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 10% შეძლებდა ვაქცინაციას, თუ ფარმაცევტული წარმოებები და მთავრობები უფრო მეტი დოზის წარმოებას არ უზრუნველყოფდნენ. სიხარბის და გაუმაძღრობის სათავეში კანადა მოგვევლინა და მათ 150 მლნ ვაქცინის ყიდვა დააანონსეს, მაშინ როდესაც მათი მოსახლეობა 38 მლნ.-ია.

მიმდინარე წლის მარტში ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ:

„ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია“


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი
©Christopher Black/WHO/Handout via REUTERS

2021 წლის ივნისის ბოლოს, მსოფლიოს წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა – «The Lancet»-მა თავისი მორიგი ნომერი მდიდარი ქვეყნების უსაქციელობას მიუძღვნა:

“COVAX შესანიშნავი იდეა იყო, რაც სოლიდარობისგან დაიბადა. სამწუხაროდ, ამას ხორცი ვერ შეესხა. მდიდარი ქვეყნები იმაზე საშინლად მოიქცნენ, ვიდრე ყველზე საშინელ კოშმარში იყო შესაძლებელი”

აშშ – პოლიტიკური ანტიგმირი

აშშ ვაქცინების ექსპორტისთვის მზადებას იწყებს, მხოლოდ მას შემდეგ რაც შიდა მოთხოვნა მეტწილად დაკმაყოფილებული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ ”მოდერნას”, ფაიზერის” და ”ჯონსონ ენდ ჯონსონის” 20 მილიონ დოზას შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს უწილადებს. ამერიკელებმა ასევე აიღეს ვალდებულება, რომ 60 მილიონი დოზა ასტრაზენეკას ექსპორტირებას მოახდენენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება ნებადართული იქნება აშშ-ში, უსაფრთოხების შემოწმება კი ნებართვის გაცემას აფერხხებს.

Airfinity-ის მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ს მხოლოდ 3 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს ექსპორტირებული, რაც მიახლოვებით აშშ-ში წარმოებული ვაქცინების 1%-ს ტოლფასია. სხვა დიდმა ქვეყნებმა გაცილებეთ დიდი რაოდენობის ვაქცინების ექსპორტი შეძლეს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთმა – (42%), ინდოეთმა – (35%), რუსეთმა – (37%), ევროკავშირმა – (28%).

აშშ სუპერსახელმწიფოებს შორის ყველაზე არასამართლიანად და დაუნდობლად მოიქცა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ამაზე ციფრებიც მოწმობენ. ოფიციალურად ვაშინგტონს ვაქცინების ექსპორტი სხვა ქვეყნებში არ აუკრძალავს, მაგრამ ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე ფედერალური საომარი თავდაცვითი კანონი აამოქმედა {Defense Production Act}, რაც 1950 წლიდან იღებს სათავეს. ეს აქტი ნაციონალიზმის ნიშნებს ტოვებს და ლიბერალური ღირებულებების მოტრფიალე დემოკრატებისგან ბევრი შეიძლება არც კი ელოდა მსგავს ნაბიჯს, მაგრამ როდესაც საქმე ამერიკულ ჰეგემონიას ეხება, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის სხვაობა მინიმუმდე დადის. აღნიშნული კანონი/აქტი ამერიკულ კომპანიებს ავალდებულებს პირველ რიგში შიდა მოთხოვნა და კონტრაქტები უზრუნველყოს სრულად და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს ვაქცინები სხვა ქვეყნებში. ადამიანურ ენაზე კი ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ აშშ-ში ახალგაზრდების ჩათვლით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ იქნება ვაქცინირებული, სხვა ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებული მოხუცები სიკვდილით გარდაიცვლებიან ამ ვაქცინების ხელმიუწვდომლობის გამო. ეს გარკვეულწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ”ჰუმანიტარულ ემბარგოდ”, რადგანაც ამ აქტის თანახმად არამარტო ვაქცინების, არამედ სხვა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტის შეფერხებაც ხდება. ასე მაგალითად ინდოეთის Serum Institute ჩიოდა, რომ სამედიცინო შპრიცების და ნემსების იმპორტს ვეღარ ახდენდა აშშ-დან. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით შშ შპრიცების და ნემსების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში.

აშშ-ის მსგავსად, დიდ ბრიტანეთსაც ფაქტიურად არ მოუხდენია ვაქცინების ექსპორტი, სიმბოლურ რაოდენობას (1 მლნ) თუ არ ჩავთვლით, მაშინ როდესაც ევროკავშირიდან მილიონობით დოზის იმპორტერება შეძლო. ამის წყალობით ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ვაქცინაციის კამპანია გაჩაღდა. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაიძაბა. საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ევროკავშირიდან ვაქცინების ექსპორტის აკრძალვაც კი განიხილებოდა. სხვადასხვა სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ამ დაძაბულობის გამძაფრება და შეზღუდვების ოფიციალური დაწესება «ვაქცინების ნაციონალიზმამდე» მიგვიყვანდა.

რამდენიმე თვის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენიც აღნიშნავდა, რომ AstraZeneca-მა 2021 წლის I კვარტალში ევროპულ ქვეყნებს ვაქცინების დაგეგმილი მოცულობის მხოლოდ 30% მიაწოდა. ის პირადად ემუქრებოდა ბრიტანულ-შვედურ ფარმაკომპანიას, რომ თუ ეს უკანასკნელი არ შეასრულებდა თავის ვალდებულებებს, მაშინ ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ექსპორტს აკრძალავდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირი ვაქცინების ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ მწარმოებლად რჩება და იმედოვნებს, რომ მისი ახალი საექსპორტო პოლიტიკა ნაცვალგების და პროპორციულობის პრინციპზე იქნება დამყარებული.

სოლიდარობის და თანადგომის მაგალითად და მსოფლიო ჩემპიონად კი სამხრეთ კორეა იქცა. სამრეთ კორეა გლობალური ჰუმანიტარული პლატფორმა COVAX-სთვის (ჯანმოს მიერ შექმნილი პლატფრომა ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად) ”ასტრაზენეკას” ვაქცინას აწარმოებდა და საკუთარ ქვეყანაში დამზადებული ვაქცინების 90%-ს სხვა ქვეყნებში გააგზავნა, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია.

საკუთარი თავის იმედად დარჩენილი საქართველო

წლების განმავლობაში დასავლური ნეოლიბერალური ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკიდან დაწყებული საერთაშორისო სავალუტო ფონდით დამთავრებული საქართველოს მმართველ პოლიტიკურ კლასს და მოსახლეობას ტვინს ურეცხავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის მაქსიმალური ლიბერალიზაცია მომხდარიყო. ისინი ეკონომიკური ნაციონიალიზმის, პროტექციონიზმის და სატარიფო პოლიტიკის საშინელ მოწინააღდეგებად გვევლინებოდნენ და ამას არც მალავდნენ.

მაგრამ რა ვიხილეთ როდესაც ბოლო პერიოდის ყველაზე გარდამტეხი მომენტი დადგა? როგორ მოიქცნენ თვით აშშ და სხვა მდიდარი ქვეყნები გლობალური პანდემიის პირობებში? დარჩნენ თუ არა ისინი იმ პოლიტიკის და იდეოლოგიის ერთგულნი, რასაც ასე აქტიურად გვტენიან ამდენი ხანი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არა.

მათ აქტიურად დაიწყეს ეკონომიკური ნაციონალიზმის პრინციპის გამოყენება, რასაც საქართველოს და სხვა განვითარებად ქვეყნებს არ ურჩევენ და კიცხავენ კიდეც. სად იყვნენ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები, როდესაც საქართველოს ჰაერივით ჭირდებოდა ვაქცინები დამძიმებული კოვიდვითარების ფონზე? პირველი მსხვილი დახმარება ვაქცინაციის კუთხით საქართველომ არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან მიიღო. 2021 წლის აპრილის ბოლო საქართველოს ჩინეთის მთავრობამ, მმართველი კომუნისტური პარტიის თაოსნობით 100 000 დოზა ”სინოვაკი” გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ, მაისში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 15 000 ვაქცინას გამოაგზავნიდა საჩუქრად საქართველოში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი მწარმოებლის ვაქცინა იქნებოდა.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და გლობალურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალიზაციის მთელი სიყალბე და კაპიტალიზმის სისასტიკე. ერთადერთი საკუთარი თავის იმედი შეიძლება გვქონდეს, ამისთვის კი სუვერენული, ერვნული ეკონომიკის მშენებლობაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მაჩანჩალა აუტსაიდერების როლში ვიქნებით.

ჯულიან ასანჟი | დასავლეთის მიერ დევნილი თანამედროვეობის გმირი

თანამედროვეობის გმირი

2020 წლის 4 იანვარს ლონდონის სასამართლომ უარი განაცხადა ჯულიან ასანჟის ექსტრადირებაზე აშშ-ში, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აშშ დიდი ბრიტანეთისგან 49 წლის ავსტრალიელის ექსტრადირებას ითხოვს. ამის საბაბად ოფიციალური ვაშინგტონი იმას ასახელბს, რომ ასანჟი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს ბრედლი მენინგს (შემდგომში მან სქესი შეიცვალა და ჩელსი მენინგი გახდა) დაეხმარა საიდუმლო მასალების წვდომის მიღებაში, რაც ერაყში და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ეხებოდა. WikiLeaks-ზე აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებისთვის ამერიკელების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გახდა ცნობილი ახლო აღმოსავლეთში.

ჯულიან ასანჟმა WikiLeaks 2006 წელს შექმნა, მაგრამ პლატფორმამ სერიოზულ წარამატებას 4 წლის შემდეგ მიაღწია. 2010 წლის აპრილში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ვიდეო ”თანმხლები მკვლელობა” (Collateral Murder), სადაც აღბეჭდილია აშშ-ის არმიის 2 ვერტმფრენის თავდასხმის შედეგად როგორ დაიღუპა ბაღდადის მშვიდობიანი მოსახლეობა.

ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლია იხილოთ 2010 წელს WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ამერიკელების დანაშაულია ასახული.

ჯულიან ასანჟმა 2012 წლიდან თავი ლონდონში განთავსებულ ეკვადორის საელჩოს შეაფარა, რადგანაც ევროპული ორდერით დაკავების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, შვედეთში მის წინააღმდეგ აღძრული გაუპატიურების საქმის საფუძველზე. ასანჟის სიტყვების თანახმად ეს საქმე იყო მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ნიმუში. ასანჟის მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ შვედეთის პროკურატურამ არასკმარისი მტკიცებულებების გამო ეს საქმე 2019 წელს დახურა.

მაგრამ 2012 წელს WikiLeaks-ის დამფუძნებელი მიიჩნევდა, რომ შვედეთი მის ექსტრადირებას მოახდენდა აშშ-ში, სადაც მისი გასამართლება სურთ ასობით ათასობით საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების პუბლიკაციის გამო აშშ-ის ოპერაციებზე ერაყსა და ავღანეთში.

2012 წლიდან ჯულიან ასანჟი 7 წლის განმავლობაში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა. ეს 7 წელი მან 20 კვადრატულ მეტრში გაატარა. ინტერიერის მთავარი ნივთები სარბენი ბილიკი და ულტრაიისფერი სანათი იყო, რაც მზის სხივებს უცვლიდა. ასანჟს ამ ხნის განმავლობაში ყავდა ასევე კატა. სიმბოლურია, რომ დასავლეთის მიერ დევნილი ასანჟი თავს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი მცირე ქვეყნის საელჩოში აფარებდა. როგორც მოგეხსნებათ სხვადასხვა ქვეყნენის საელჩოები, მიიჩნევა ამავე ქვეყნების ტერიტორიად და მათ ფარგლებში ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს.

ასანჟის კატა ეკვადორის საელჩოში

თუმცა 2019 წელს ბრიტანეთის პოლიციამ ასანჟი ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა. პოლიციელებმა წარმოადგინეს ორდერი, რომელიც 2012 წელს იყო გაცემული სასამართლო სხდომაზე არგამოცხადების გამო. სამხრეთ ამერიკულმა სახელმწიფომ WikiLeaks-ის დამაარსებელს თავშესაფარი ჩამოართვა საერთაშორისო კონვენციების დარღვევის საბაბით.

ბრიტანელებმა ასანჟი ლონდონის მახლობლად არსებულ ბელმარშის საპყრობილეში მოათავსეს, სადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. 2020 წელს მსოფლიოს წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა გამოთქვა შეშფოთება ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც 8 სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ექიმი იტყობინებოდა, ავსტრალიელი ვერ იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას და ასევე ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია. მათ დიდი ბრიტანეთის შინაგარ საქმეთა მინისტრს, პრიტი პატელს მიმართეს აღნიშნული თხოვნით.

ასანჟის ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაზე სურათებიც მეტყველებენ

ასანჟის თანამებრძოლი და WikiLeaks-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და ინფორმატორი, ბაღდადთან მომსახურე უფროსი ეფრეიტორი ბრედლი მენინგი იყო. მან სამხედრო კომპიუტერებიდან 700 000-მდე კონფიდენციალური დოკუმენტი ატვირთა, სადაც იდენტიფიცირებულია აშშ-ის სამხედრო დანაშაულები ერაყში და ავღანეთში.

ამერიკელებმა ის 2010 წელს დააპატიმრეს, ხოლო 2013 წლის აგვისტოში 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში ყოფნისას ბრედლი მენინგმა სქესი შეიცვალა. 2017 წელს ის პრეზიდენტმა ბარაკმ ობამამ შეიწყალა. 2019 წელს ჩელსი კვლავ დააპატიმრეს WikiLeaks-ზე გამოძიებაში მონაწილეობაზე უარის გამო. 2020 წლის მარტში ჩელსი მენინგმა საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა.

ბრედლი მენინგი სქესის შევლამდე და სქესის შეცვლის შემდეგ

WikiLeaks-ის მასალები

Wikileaks-ის წყალობით ბევრი მნიშვნელოვანი საიდუმლო გამოაშკარავდა, ფარულად დაგეგმილ პოლიტიკურ ფარსებს ფარდა აეხადა, ფართო მასებმა შეიტყვას ის დეტალები, რამაც მათ აშშ-ის რეალური სახე დაანახა. აი რამდენიმე მათგანი:

2008 წლიდან WikiLeaks-მა ათასობით ფაილი გამოაქვეყნა გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, სადაც ამერიკელი ოფიციალური პირები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. გუანტანამოს ციხე 2002 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას გაიხსნა. ამ სკანდალმა მნიშვნელოვნად შეარყია აშშ-ის იმიჯი საერთაშორისო არენაზე.

”ავღანეთის ომის დღიურები’‘ და ”ერაყის დოსიე” ფართო საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგანაც ამერიკული იმპერიალიზმი გამოაშკარავა, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის კარგად დაქოქილი პროპაგანდის მანქანა დიდი ხნის განმავლობაში გულდასმით მალავდა.

”ავღანეთის ომის დღიურები’– ეს არის პოლიტიკური დოსიე, სადაც თავმოყრილია პენტაგონის საიდუმლო მასალები 2004-2009 წლებში მიმდინარე სამხედრო კამპანიის შესახებ, რაც WikiLeaks-მა 2010 წლის 26 ივლისს გამოაქვეყნა. ის 75 000 დოკუმენტისგან შედგება, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საომარი ოპერაციების წარმოების, ტერაქტების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.

ერაყის დოსიე” – ეს 391 832 დოკუმენტის საერთო სახელია, რაც WikiLeaks-ის მიერ 2010 წლის 22 ოქტომბერს იქნა გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტებში ასახულია ერაყში ომის წარმოების და ამერიკული ჯარების მიერ მისი ოკუპაციის საიდუმლო ცნობები. აღნიშნული დოსიე ნათელს ჰფენს ბევრ გარემოებას, რასაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში მაქსიმალურად მალავდა.

2011 წელს Wikileaks-მა ამერიკელი ელჩების 250 000 საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც ამერიკული დიპლომატიის შიდა სამზარეულო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) ჯაშუშობდა ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს, მათ შორის ანგელა მერკელს. WikiLeaks-ის ცნობით ამერიკის სადაზვერვო სამსახურები 2006-2012 წლების განმავლობაში ჯაშუშობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და მის ორ წინამორბედს.

2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნ0 კამაპანიის დროს WikiLeaks-მა ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული 20 000-მდე ელექტრონი წერილი გამოაქვეყნა. ამ წერილებით ცნობილი გახდა, რომ ჰილარი ბევრ თანაპერტიელს გაურიგდა შიდაპრატიული კონკურენტის, ბერნი სანდერსის ჩამოსაშორებლად. აშშ-ის ხელისუფლება ჯულიან ასანჟს ელექტრონული სისტემების გატეხვას და ჰაკარეობაში ადანაშაულებდა, თუმცა როგორც ავსტრალიელმა მოგვიანებით ტვიტერში აღნიშნა: ”WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული ათასობით ელექტრონული წერილი მათ მოიოვეს სახელწმიფო დეპარტამენტიდან ”ინფორმაციის თავისუფლების კანონის” საფუძველზე.

ამ სკანდალმა ყველას დაანახა თუ რა კრიზისშია ჩაფლული დემოკრატიული პარტია და ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სამართლიანი კონკურენციის წყალობით შერჩევის მაგივრად, გარიგებებით და წინასწარი შეთანხმებებით შეარჩიეს. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავჯდომარემ დები ვასერმან-შულცმა და სხვა გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ამ ამბის შემდეგ საკუთარი თანამდებობები დატოვეს.

დასავლეთის დისიდენტი

ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ ასანჟის წინააღმდეგ წარმოუდგენელი სისასტიკის და დევნის მომსწრენი გავხდით. ჯულიან ასანჟი არის თანამედროვე დასავლეთის ყველაზე ჩაგრული დისიდენტი, იმიტომ რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ყალბ სისტემას, რასაც დასავლური პროპაგანდის მანქანა, საკუთარი მედია საშუალებებით, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით და ნატოს ინტერვნეციებით თავს ახვევს მთელ მსოფლიოს.

პარადოქსალურია, მაგრამ საბჭოთა დისიდენტები ქვეყნის დატოვების შემდეგ მაინც ახერხებდნენ თავისუფლების ნანატრი ჰაერის ჩასუნთქვას, იქნებოდა ეს ალექსანდრე სოლჟენიცინი, ვლადიმერ ბუკოვსკი თუ სხვები ქვეყნის დატოვების ან ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ისინი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ , მაგრამ ასანჟს გასაქცევიც არსად არ აქვს. აშშ-ის მეთაურობით მას ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი დასავლეთი დაუპირისპირდა იმის გამო, რომ მან ფართო მასებისთვის გამოამჟღავნა ის, რასაც კორპორატიული დასავლური მედია ასე გამალებით უმალავდა ყველას.

ჯულიან ასანჟი აშშ-ში სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს და მის მკვლელობას მოუწოდებდნენ. როგორც სხვადასხვა გამოცემები იუწყებოდნენ, ამერიკელი ჯაშუშები მის მკვლელობასაც კი განიხილავდნენ და უბედური შემთხვევის ინსცენირების გეგმავდნენ.

WikiLeaks-ს უარი ეთქვა Amazon-ზე ჰოსტინგზე. Paypal-მა, Mastercard-მა и Visa-მ დაბლოკა WikiLeaks-ისთვის თანხის გადარიცხვის და მხარდამჭერების შემოწირულობბის დარიცხვის შესაძლებლობა. ამერიკელი პოლიტიკოსები WikiLeaks-ს ”ტერორისტულ ორგანიზაციად” მოიხსენიებენ. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2010 წელს მას ”ტექნოლოგიურ ტერორისტად” მოიხსენიებდა.

იტალიელი არტისტის დავიდ დორმინოს მიერ 2015 წელს ბერლინის ალექსანდრპლაცზე აღმართული ბრინჯაოს სკულტურა და მხატვრული ინსტალაცია სახელად – Anything to Say? სკულპტურაზე გამოსახულები არიან ედვარდ სნოუდენი, ჯულიან ასანჟი და ჩელსი მენინგი.

უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაწყებულია მოძრაობა Free Assange (გაათავისუფლეთ ასანჟი). ჟურნალისტები, ექსპერტები, ინტელექტუალები სხვადასხვა კონტინენტებიდან მოითხოვენ ავსტრალიელის გათავისუფლებას.

სიმართლე არ შეიძლება იყოს დანაშაული, WikiLeaks-ს კი სიმართლის გავრცელების მეტი არაფერი არ გაუკეთებია.

დიდება ჩვენი დროის ნამდვილ გმირებს!

გამძლეობა ჯულიან ასანჟს ამ მძიმე ბრძოლაში!

აშშ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ხმების დათვლის პროცესი, ფლორიდაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და სხვა მნიშვნელოვან შტატებში არამარტო საარჩევნო რბოლის, არამედ იმ მდგომარეობის კვინტენსაციაც იყო, სადაც დღესდღეობით აშშ იმყოფება. წარმოუდგენლად დაძაბული წინაასარჩევნო კამპანია, ლიდერის არაერთგზის ცვლილება მინიმალური სხვაობის ფონზე – იმ ქვეყნის სახასიათო სიმბოლოა, რომელიც ორად გაიყო.

ვერმონტის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა ფილ სკოტმა განაცხადა, რომ საკუთარი ხმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატს მისცა. ეს მან იმით ახსნა, რომ ტრამპს ”4 წელი ჰქონდა ქვეყნის გასაერთიანებლად, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა”. მაგრამ პოლიტიკოსს სწამს, რომ ჯო ბაედენს ეს ძალუძს: ”მე მგონია ის შეძლებს ჩვენს გაერთიანებას’‘ – აღნიშნა მან.

ვერმონტის ხელმძღვანელმა საკუთარ ქვეყანას იგივე დიაგნოზი დაუსვა – განხეთქილება. აი რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ესაა ფილ სკოტის იმედების უშედეგობა არჩევნების საბოლოო რეზულტატის მიუხედავად.

ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს მაღაზიების ვიტრინებს ისეთი დამცავი აღჭურვილობა დაუყენეს, თითქოს მე-3 მსოფლიო ომი იწყება – გამვლელი იფიქრებს. არადა სუპერდემოკრატიული ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს ფეშენებელური მაღაზიების მფლობელებს ალბათ დარბევის და განუკითხაობის ეშინიათ, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ შეიძლება ვიხილოთ.

აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლნებმა გააშიშვლა, რომ ქვეყანას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიის მაგალითი იყო, რეალურად საკმაოდ სავალალოდ აქვს საქმე შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის ძიების კუთხით.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ის აღნიშნავს: “მან მოიგო მხოლოდ ფეიკ მედიის თვალში. მა არაფერს არ ვაღიარებ. ყველაფერი წინაა. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო”

(Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

რაც დღესდღეობით აშშ-ში ხდება რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. დემოკრატიის აკვანში დემოკრატიის აშკარა კრიზისი შეინიშნება, რასაც რა თქმა უნდა დანარჩენ მსოფლიოზეც ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა.

ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა, სანამ ამერიკული საზოგადოება უმრავლესობის ინტერესებით ხელმძღვანელობდა იმის შესახებ რა იყო სწორი და რა არასწორი. 100 წლის წინ ამერიკული ოცნება – ”შექმენი შენი თავი” [Make Yourself], რაც კაპიტალიზმს და ტრადიციულ ფასეულობებს ეყრდნობოდა, არამხოლოდ იმ დროს პრივილეგირებულ მოსახლეობას შთააგონებდა, არამედ დისკრიმინირებულ შავკანიან მოსახლეობასაც, არაფერი რომ ვთქვათ ოკეანის გაღმა მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე.

ძირძველი ამერიკული პრინციპებისგან თანდათანობითმა დაშორებამ ლიბერალიზმის მიმართულებით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა – მედიური და პოლიტიკური მეინსტრიმის მიერ დახატული სურათის მიხედვით ეს ტრანსფორმაცია საკმაოდ გამართულად ხდებოდა. ყველაფერი ტრამპის შოკისმომგვრელმა გამარჯვებამ შეცვალა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირ ბუნებრივ ტრანსფრომაციას ადგილი არ ჰქონია: რეალურად აშშ-ში მომწიფდა ორი პრინციპულად განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმის ჯახი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის მხოლოდ ორი მოხუცი პოლიტიკოსის ბრძოლა ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსის თანამდებობაზე, ეს ასევე 2 რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიური მოდელის ჭიდილია, ნაციონალ-სოციალიზმისა და ლიბერალური გლობალიზმისა. ეს დაპირისპირება იღებს სოციალური, ეკონომიკური, რასობრივი და გენდერული კონფლიქტის იერსახეს.

ყველაზე დიდი ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ საკმაოდ ერთსულოვანი და შემჭიდროებული იყო საბჭოთა კავშირის არსებობისას და ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ცნობილი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა თავის გახმაურებულ სტატიაში ”ისტორიის დასასრული” წერდა ლიბერალური ტრიუმფის მომსწრენი გავხდით. ლიბერალური ტრიუმფი ასევე გულისხმობდა აშშ-ის აღზევებას, რადგანაც სწორედ ამერიკელები განსაზღვრავდნენ მსოფლიო წესრიგს ერთპიროვნულად. თუმცა როგორც განვლილმა ათწლეულებმა გვაჩვენა აშშ-მა ეს როლი არც თუ ისე დიდი წარმატებით მოირგო, რადგანაც მეორე სიმძიმის ცენტრის გამოცლამ, რის როლსაც საბჭოთა კავშირი ირგებდა, მსოფლიო წესრიგის ძალთა ბალანსი დაარღვია.

აშშ-ის დიდი გზის გავლა მოუწევს მსოფლიო ქვეყნების მაცხოვრებლებში ის ნდობა რომ დაიბრუნოს, რაც მას 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა. დღესდღეობით აშშ-ის მიმართ კეთილიგაწყობა ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლებს შორის რეკორდულად დაბალ დონეზეა – გერმანელების მხოლოდ 26% აფასებს პოზიტიურად აშშ-ის, ბელგიელების – 24%, ფრანგების 31% და ბრიტანელების 41%.

საუკუნე-ნახევრის წინამერიკელ საზოგადოებაში არსებული კონფლიქტი, რომლის მონაწილეებსაც ერთმანეთთან მოლაპარაკება არ სურდათ აშშ-ში სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარე პროცესების გააზრებისას ჩნდება ლოგიკური კითხვა – შეძლებენ თუ არა აშშ-ში დღესდღეობით მსგავსი სცენარისგან თავის დაღწევას?

ამერიკელების დიქტატორები

დღესდღეობით მეინსტრიმული მედიის დამსახურებით და აშშ-ის არასამთავრობო და ფედერალური სააგენტოების წყალობით ხდება იმ აზრის ტირაჟირება, რომ აშშ დემოკრატიის მხარესაა და ცდილობს არადემოკრატიული მმართველების, სხვადასხვა ქვეყნების დიქტატორების ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, რათა დემოკრატიული ფასეულობების და თავისუფლების გავრცელებას შეუწყოს ხელი მთელს მსოფლიოში.

თუმცა ისტორია სრულიად სხვა რამეს მოგვითხრობს. ცივი ომის დროს ამერიკელები და მათი პარტნიორები ყველა მეთოდს იყნებდნენ, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დანაშაულების და ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვის წყალობით, რათა კომუნისტური და სოციალისტური იდეების და მთავრობების წინსვლა გლობალურად ჩაეხშოთ.

ამერიკული ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტო (CIA) სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებასაც კი არ ერიდებოდა, მათთვის სასურველი და მათ მიერ მართვადი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსასვლელად. ხშირად მათ მიერ მხადაჭერილი დიქტატორები ათასობით და ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავდნენ, მაგრამ მათ ეს დიდათ არ ადარდებდათ.

თუ ვინმე უწყობდა დიქტატორების ხელისუფლებაში მოსვლას და მათი ძალაუფლების გამყარებას XX საუკუნეში, ეს პირველ რიგში ამერიკელები იყვნენ.

ბრაზილია

1960-იან წლებში კუბის რევოლუციის შემდეგ ბრაზილიაში მემარცხენე პარტიების არნახული რაოდენობის ზრდა და პოპულარობა შეიმჩნეოდა. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟოაო გულარტი, რომელიც მდიდარი მიწათმფლობელი იყო, ცდილობდა ცივი ომის დროს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური აზრთა სხვადასხვოაბის დაშოშმინება მან მიწის რეფორმის ფართო პაკეტით გადაწვიტა. ამან ბრაზილიური პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ამერიკულ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) მიმართეს. აშშ-მ არ დააყოვნა და 1964 წელს ჟოაო გულარტის მთავრობა დაამხო და იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველა სასტიკი გადატრიალება მოაწყო.

კასტელო ბრანკო, რომელიც გულარტის მემკვიდრე იყო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) იღებდა ფულად სახსრებს და ასევე მათთან იწრთობოდა. 1964 წლის გადატრიალების შემდეგ, მან სამხედრო დიქტატურა დაამყარა ქვეყანაში, ამერიკული მულტინაციონალური კომპანიებისთვის განსაკუთრებული პირობები შექმნა, უხვად დაიწყო კრედიტების მიღება მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

გენერალი კასტელო ბრანკო

ჩილე

ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა ნეოლიბერალიზმის პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ. ჩილეს პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

ავგუსტო პინოჩეტი

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ.

სწორედ CIA-ის და ამერიკელების დახმარებით ჩილეში სისხლიანი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

პარაგვაი

ალფრედო სტროსნერი პარაგვაის პრეზიდენტი 1954-1989 წლებში იყო. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც CIA-ის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას ჩაუდგა სათავეში. მისი 35-წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა ამერიკელების მიმართ ლოალურობით და რეპრესიების არნახული მასშტაბით.

ალფრედო სტროსნერი

ლიბერია

2006 წელს ჰააგის ტრიბუნალმა ლიბერალიის ყოფილი პრეზიდენტს, ჩარლზ ტეილორს 11 ბრალდება წარუდგინა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადილი დანაშაულებების გამო, რომელთა შორის იყო, მკვლელობები, გაუპატიურებები, სექსუალური მონობა, ბავშვების გამოყენება ჯარისკაცების როლში, მაროდიორობა, ადამიანური ღირსების შელახვა და უამრავი სხვა. ტეოლორის ყოფილმა თანამოსაგრემ, სამხედრო დანაყოფის მეთაურმა, ე.წ სიკვდილის ესკადრონის ხელმძღვანემა, ჯოზეფ მარხაზმა მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ტეილორი მის ერთგულ ბოევიკებს კანიბალიზმით ასაქმებდა ადამიანების შეშინების მოტივით.

ჩარლს ტეილორი ჰააგის სასამართლოზე

გამოძიების განმავლობაში გამომჟღავნდა სხვა საინტერესო დეტალები ტეოლორის ბიოგრაფიიდან, რომლის თანამხადაც ის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA-ის) მჭიდროდ თანამშრომლობდა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ტეილორი ამერიკელების მიერ გამოყენებული იქნა, როგორც მათთვის არასასურველი ლიბერიის პრეზიდენტის, სემუელ დოუს გასანეიტრალებლად. ამერიკელების ტეილორთან თანამშრომლობაზე ასევე მოწმობს სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ფართო მასებისთვის გასაჯაროვდა.

ინდონეზია

1965 წელს არმიის უფროსმა ოფიცერმა, სუჰარტომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მან სუკარნოს ადგილი დაიკავა და CIA-ის აქტიური დახმარებით დაიწყო კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები, რომლის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1967 წელს მან ძალაუფლება მთლიანად ჩაიგდო ხელში, ხოლო 1968 წელს პრეზიდენტი გახდა.

სუჰარტო

ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხელახლად ირჩეოდა პრეზიდენტად, სანამ 1998 წელს იძულებთ არ მოუწია თანამდებობის დატოვება. მას აკრიტიკებდნენ რეპრესიული მმართველობის და ასევე ინდონეზიის შეჭრის გამო აღმოსავლეთ ტიმორში 1975 წელს, რომლის შედეგადაც 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ომებით და სხვადასხვა დაავადებებით.

ესპანეთი

ფრანცისკო ფრანკო გახლდათ ესპანელი ნაციონალისტი, გენერალი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ესპანეთის მთავრობის და მემარცხენე პარტიების წინააღმდეგ. 30-იან წლებში, ტრაგიკულად ცნობილ ესპანეთის სამოქალაქო ომში მან იტალიელი და გერმანელი ნაცისტების დახმარებით გამარჯვება მოიპოვა.

დიქტატორი ფრანკო

50-იან, 60-იან და 70-იან წლებში ნატოს დიდად გულზე არ ეხატებოდა ფრანკო მისი ავტოკრატიული მართვის სტილიდან გამომდინარე, მაგრამ სამხედრო ბლოკი მაინც თანხმობაში იყო ცნობილ ესპანელ გენერალთან, რადგანაც მას გამორჩეულად ანტიკომუნისტური ხედვა გააჩნდა.

ფრანკო და რონალდ რეიგანი

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.ა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.

შედეგად ფრანკომ ამერიკელ ჯარისკაცებს პირენეს ნახევარკუნძულზე შეუზღუდავი თავისუფლება მიანიჭა.

პორტუგალია

ფრანცისკო ფრანკოს მსგავსად პორტუგალიელი დიქტატორი ანტონიუ სალაზარიც ნაციონალისტი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ისიც ანტიკომუნისტური განწყობებით გამოირჩეოდა და კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა.

ანტონიუ სალაზარი

ეს არ არის სრული ჩამონათვალი ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი დიქტატორებისა, ეს მხოლოდ მცირე სიაა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ხშირად ეყრდნობოდა და დღესაც არ ერიდება დიქტატორების მხარდაჭერას, თუ ეს მათი ქვეყნის სამხედრო მიზნებთან თანხვედრაშია.

”ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი” – ეს ფრთოსანი ფრაზა ამერიკის 32-ე პრეზიდენტ, ფრანკლინ დელანო რუზველტს ეკუთვნის, რომლითაც მან ნიკარაგუის ცნობილი დიქტატორი ანასტასიო სამოსა შეამკო 1939 წელს. ეს ფრაზა საკმაოდ ზუსტად აღწერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებს XX საუკუნის განმავლობაში.

ნიკარაგუელი დიქტატორი სამოსა და აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

ევროპას და აშშ-ის შორის განხათქილება შეინიშნება

დონალდ ტრამპის ქმედებებმა (გერმანიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის ბრძანება და ტარიფების დაწესების მცდელობა თითქმის ყველაფერზე, თვითმფრინავის დეტალებიდან დაწყებული ვისკით დამთავრებული) ეჭვქვეშ დააყენა 75 წლიანი ერთობლივი წარსული აშშ-სა და ევროპას შორის. რამდენად სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს ეს განხეთქილება?

Bloomberg ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად ენ ეფლბაუმს (Anne Applebaum) გაესაუბრა, რომლის ბოლო წიგნმა ”დემოკრატიის ბინდი: ავტორიტარიზმის მიმზიდველი სატყუარა” დიდი რეზონანსი გამოიწვია და მაღალი შეფასებები მიიღო.

«იდეა იმის შესახებ, რომ აშშ ყოველთვის იქნება დემოკრატიის და თავისუფლების ხმა, იდეა იმის შესახებ, რომ აშშ ყოველთვის იქნება ევროპელების და აზიელების სანდო პარტნიორი, სავარაუდოდ წარსულს ჩაბარდა» – განაცხადა პულიცერიის პრემიის მფლობელმა ჟურნალისტმა, ენ ეფლბაუმმა.

ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ევროპასთან კავშირში ორპარტიულ კონსესუსს ემყარებოდა. თუ რესპუბლიკური პარტია აღარ არის დაინტერესებული ალიანსში, მაშინ ევროპელელები მსოფლიო წესრიგის დაგეგმვას აშშ-ის გარეშე დაიწყებენ.

BBC-კორონავირუსი და ველური დასავლეთი: ბერლინმა აშშ თანამედროვე მეკობრეობაში დაადანაშაულა

ველური დასავლეთი

ბერლინის მთავრობამ აშშ ”თანამედროვე მეკობრეობაში” დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც 200 000 სამედიცინო ნიღაბი, რომლებიც გერმანიისთვის იყო გადადებული, აშშ-ში იქნა გადაგზავნილი.

ბერლინის საშინაო საქმეების მართვის დეპრტამენტის, ანდრეას გიზელის კომენტარის თანახმად, ამერიკული წარმოების FFP2 ნიღბები, რომელიც განკუთვნილი იყო ბერლინის პოლიციისთის, ბანკონგში იქნა კონფიცირებული და აშშ-ში გადაგზავნილი.

ამერიკულ კორპორაციას 3M, რომელიც აღნიშნული ნიღბების წარმოებითაა დაკავებული, კორეული ომის დროს მიღებული კანონის თანახმად აეკრძალა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებში. სწორედ ნახევარ საუკუნეზე დიდი ხნის წინ მიღებული კანონი გამოიყენა დონალდ ტრამპმა მსგავსი არაჰუმანური ნაბიჯის გადასდგმელად.

პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვითი პროდუქციის წარმოების კანონის თანახმად ის ამერიკული კომპანიებისგან სამედიცინო პროდუციის მიწოდების გაზრდას ითხოვს ქვეყანაში არსებული მოთხვონის დასაკმაყოფილებლად.

ანდრეას გიზელმა განაცხადა, რომ იმ ნიღბების წართმევა, რაც ბერლინისთვის იყოს გათვალისწინებული ”თანამედროვე მეკობრეობის აქტია” და ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა საერთაშორისო ვაჭრობის ნორმების მიხედვით მოქმედება.

‘ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს ასე არ ექცევიან, გლობალური კრიზისების დროსაც კი არ შეიძლება ველური დასავლეთის მეთოდების გამოყენება” – განცხადა განაწყენებულმა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

ნიღბებზე ნადირობა

გერმანელების მსგავსად, ამერიკელების აგრესიული მოქმედებით უკმაყოფილონი არიან სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც. მაგალითად საფრანგეთის რეგიონალური ხელმძღვანელები ჩივიან, რომ ამერიკელები მათ ნიღბებს აცლიან.

ილ-დე-ფრანსის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი პეკრესემ სამედიცინო ნიღბების გარშემო ატეხილი ამბავი განძებზე ნადირობას შეადარა.

”მე ვიპოვე ნიღბების პარტია, მაგრამ ამერიკელებმა მომწოდებელს 3-ჯერ მეტი თანხა შეთავაზეს და თან წინასწარ გადაუხადეს ფული” – წუწუნებს ფრანგი პოლიტიკოსი.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ჩინოვნიკმა Reuters-ს ანონომურად შეატყობინა, რომ ამერიკული კომპანიები და ხელისუფლება სამედიცინო პროდუქციაში საბაზრო ფასთან შედარებით ბევრად უფრო მაღალ თანხებს იხდიან.

ჰუმანიტარული კრიზი

კომპანია 3M, რომლის ნიღბებმაც ვერ ჩააღწია ბერლინში, იტყობინება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასცა განკარგულება შეეწყვიტა N95 რესპირატორების ექსპორტი კანადაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

3M საშუალოდ თვეში 100 მლნ. N95 ნიღაბს აწარმოებს, რომლის მესამედიც აშშ-ში მზადდება, დანარჩენს კი სხვა ქვეყნებში უშვებენ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოიყენა თავდაცვითი პროდუქციის წარმოების კანონი, რათა მკაცრად შეეტია 3M-სთვის. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს სხვა ქვეყნების მიერ უკვე შეძენილი პროდუქციის არაკეთილსინდისიერ მითვისებას.

აშშ VS ირანი (1953 წ. აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალება)

”ასე ვაპირებთ ჩვენ მოჰამედ მოსადეყის თავიდან მოშორობეას” – 1953 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფს განუცხადა თავის მზაკვრული გეგმის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხელში ირანის პრემიერ-მინისტრის დამხობის გეგემა ეჭირა, რომელიც CIA-ის თანამშრომლის და აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილის, კერმიტ რუზვლეტის მიერ იყო მომზადებული.

ჯონ ფოსტერ დალესი

თავდაპირველად მოჰამედ მოსადეყის ლიკვიდაციის ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა, რადგანაც პრინციპული ირანელი ლიდერი საპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. ეს იყო ერთადერთი ნავთობის კომპანია, რომელიც ირანში ოპერირებდა. 1951 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი ნაციონალიზაციის შესახებ, ხოლო აპრილში მოჰამედ მოსადეყი პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია.

1 მაისს განხორციელდა ნაციონალიზაცია. როგორც მაშინ ირანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”ირანელმა ხალხმა საუნჯე გახსნა, რომელზეც იქამდე დრაკონი იჯდა”.

მოსადეყის მთავრობამ ბრიტანელებს ნავთობის ოპერაციებიდან 25%-იანი წმინდა მოგების წილი შესთავაზა, რათა ბრიტანელების გული მოეგო. ასევე ბრიტანელი თანამშრომლების უსაფრთხოების და დასაქმების პირობა მისცა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელებმა უგულუბელყვეს ირანელი ხალხის და პარლამენტის გადაწყვეტილება საკუთარ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ და თავისი იმპერიალისტური ზრახვების კვალდაკვალ მოინდომეს მთლიანად ჩაეგდოთ ხელში ნავთობკომპანია. ამისთვის კი მათ მოსადეყის თავი ჭირდებოდათ.

მოჰამედ მოსადეყი (ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში)

ბრიტანელების მიერ ირანის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოხრჩობის მცდელობები ვერ განხორციელდებოდა ამერიკელების აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ ტრუმენის და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ბრიტანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ირანი, მათ ისღა დარჩენოდათ რომ დახმარებისთვის აშშ-ისთვის მიემართათ. 1952 წელს ჩერჩილის მთავრობამ კერმიტ რუზველტთან დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რეალურად CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ჯონ ფოსტერ დალესი გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო და მოსადეყში საფრთხეს ხედავდა, რადგანაც ეს უკანსაკნელი არ ემორჩილებოდა ანგლო-საქსურ დღის წესრიგს და საკუთარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად ცდილობდა. ის შიშობდა, რომ ცივი ომის დროს ირანი ნეიტრალიტეტს დაიკავებდა, ასევე არ მოსწონდა ირანის მიერ მთავრობის სოციალისტური იდეების მხარდაჭერა, რაც მაგალითად ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციაში გამოიხატა.

საქმე ისე შემოტრიალდა, რომ 1953 წელს მოჰამედ მოსადეყის დამხობის და ირანში სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია უფრო ამერიკული იყო, ვიდრე ბრიტანული. 26 წლის შემდეგ კერმიტ რუზვლეტმა წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმა CIA-მ ეს ოპერაცია. მან წიგნს ”კონტრგადატრიალება” დაარქვა, სადაც აღნიშნავდა რომ ეს ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ ირანში კომუნისტურ პარტიას (თუდე) არ ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. თუმცა ეს მტკნარი ტყუილი იყო, რადგანაც მოსადეყი არ იყო კომუნისტი და კომუნისტურ პარტიასთან საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დინ აჩესონი (ტრუმენის სახელმწიფო მდივანი) მას მოიხსენიებდა, როგორც: ”მდიდარი, რეაქციული, ფეოდალურად მოაზროვნე სპარსელი, რომლის კომუნისტური პარტიის მიმართ თაგარძნობა ძნელი წარმოსადგენია”.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი არ იყო სიმპატიით განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმიართ – ის 1951 წელს მკაცრად გაუსწორდა თუდეს (კომუნისტური პარტია) მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. სწორედ ამიტომაც ამერიკული CIA რუზველტის მეთაურობით შაჰს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დუაიტ ეიზნჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი მის მხარეს არიან და მოსადეყის დამხობას აპირებენ. ამერიკელებმა შაჰი დაარწმუნეს იმაში, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოჰამედ მოსადეყს ატოვებინებდნენ თანამდებობას და მის მაგივრად ფაზლოლუ ზაჰედს ნიშნავდა, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბრიტანელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა მოსადეყი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან მისი ჩამოშორობა და უცხოელი აგენტების დახმარებით შაჰი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო შეშინებული შაჰი ქვეყნიდან გაიქცა და რომს შეაფარა თავი.

1953 წელს თეირანში შესრულებული გრაფიტი Yankee go home ”ამერიკელებო გააჯვით”

16 აგვისტოს თეირანში მოსადეყის მხარდასაჭერი და შაჰის და აშშ-ის საწინააღმედეგო მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ნაციონალური ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ყველაფრის შემხედვარე კერმიტ რუზველტმა და CIA-მ მიიღეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოში არსებული ფულის მასობრივი გამოყენებების შესახებ მოსადეყის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად. სხვადასხვა ინფორმაციით აშშ-ს ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 1-დან 19 მლნ. $-მდე დაუჯდა. ხალხის მასობრივი მოსყიდვით, პროვოკაციების წახალისებით და მოსადეყის მხარდამჭერებზე თავსდასხმების მეშვეობით ამერიკელებმა მაინც შეძლეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა.

9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები მოსადეყის ერთგულ ჯარისკაცებს და ამერიკელების მიერ მოსყიდულ მეომრებს შორის. 300 ადამიანამდე დაიღუპა და უამრავი დაშავდა, სანამ შეტაკებები არ შეწყდა.

შემდგომი 25 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ის იმდენად ახლო მოკავშირე იყო, რომ მოსადეყისთვის ეს ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა. შაჰმა საკუთარი ქვეყანა მთლიანად ჩაუგდო ხელში ამერიკელ ჯარისკაცებს და სადაზვერვო ორგანიზაციებს, რათა ის გამოეყენებინათ როგორც პლაცდარმი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღდეგ.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ CIA-მ ყოველწლიურად ირანელი რელიგიური ლიდერების – აიათოლების დაფინანსება დაიწყო, რათა მათი კეთილგანწყობა არ დაეკარგა. 1953 წლიდან 1977 წლამდე ამერიკელები ყოველწლიურად 100-400 მლნ. $-მდე უხდიდნენ აიათოლებს და უმაღლეს რელიგიურ მსახურებს, იქამდე ვიდრე 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ეს ფინანსური დახმარება უეცრად არ შეუწვიტა მათ.

1953 წელს ამერიკელების მიერ ირანში მოწყობილი გადატრიალების შედეგად ირანში დიდი ხნით დასამარდა დემოკრატია. მოჰამედ მოსადეყი საკმაოდ დემოკრატიული მმართველი გახლდათ და პროგრესული რეფორმების გადატრებას ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, თუმცა აშშ-დიდი ბრიტანეთის დუეტმა გადაწყვიტა სამხედრო გადატრიალების მოწყობა. სწორედ CIA-ის მიუძღვის ლომის წვილი ირანში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წახალისებაში, რის შედეგებსაც ირანის მოსახლეობა დღესაც იმკის.