რატომ მოითხოვს დასავლეთი ჩვენს გარდაქმნას? კონსტანტინე გამსახურდიას პასუხი

20171129122829164.png

კეთილო ფრაუ, 
თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. 

თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანსი გვერქვას.

თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ.

თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.

© კონსტანტინე გამსახურდია “მთვარის მოტაცება”

 

დასავლეთი და ლიბერალები მართადიდებლობის წინააღმდეგ

თქვენ ხედავთ, როგორ აყენებენ ისინი თქვენს რწმენას შეურაცხყოფას.
თქვენ ხედავთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ვიღაც გაქსუებული მამაოების ან საერთოდ მღვდელმსახურების შეურაცხყოფა, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ პირდაპირ თქვენს წმინდანებსაც.
თქვენ ხედავთ, რომ ამ ბრძოლას მიზანმიმართული, მასიური ხასიათი აქვს.
რომ ამ ბინძური ბრძოლის მონაწილეთა 99% მკაფიოდ პროდასავლური პოზიციის მქონე ლიბერალები არიან, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებში მუშაობს.
იცოდეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული, ორგანიზებული, დაფინანსებული ბრძოლა თქვენი რწმენის წინააღმდეგ! დაფინანსებული დასავლეთის მიერ.
და გახსოვდეთ, რომ მორწმუნისთვის ყველაფერზე დიდი ფასეულობა მისი რწმენა უნდა იყოს! ყველაფერზე განუზომლად დიდი ფასეულობა!
იცოდეთ, რომ დასავლური გზა ცალხასად ნიშნავს თქვენი რელიგიის დასუსტებას და საბოლოო ჯამში მის გაქრობას! დასავლეთი მაგას ნიშნავს.
და თუ თქვენ ამ გზას მხარს დაუჭერთ, თქვენ მხარს დაუჭერთ თქვენივე რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას! თქვენივე წმნიდანების შეურაცხყოფას!
გახსოვდეთ, რომ მათ, პროდასავლელ ლიბერალებს, მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული, რა უნდათ და რას უნდა ებრძოლონ! ერთ-ერთი, რაზეც მკაფიოდ იციან, რომ უნდა ებრძოლონ, თქვენი რელიგიაა.
მემგონი, დროა, თქვენც მკაფიოდ გააცნობიეროთ, ვინ არის თქვენი რწმენის მტერი და რა მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოთ!
ნუ იქნებით ფარისევლები! უბრალოდ ეცადეთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნეები და დაიცვათ თქვენი რელიგია!
გააცნოებიერეთ, ვინ არის თქვენი რელიგიის მთავარი მტერი!

1999 წელს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ნატოს მიერ დაბომბილი მართმადიდებლური ეკლესიები სერბეთში

1999 წელს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ნატოს მიერ დაბომბილი მართმადიდებლური ეკლესიები სერბეთში

2004 წელს ამერიკელების მიერ მიერ დასმულმა ნაციონალებმა გლდანის ეკლესია დაანგრიეს, ხოლო მრევლი სასტიკად დაარბიეს

2004 წელს ამერიკელების მიერ მიერ დასმულმა ნაციონალებმა გლდანის ეკლესია დაანგრიეს, ხოლო მრევლი სასტიკად დაარბიეს

 ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა, კი მაგრამ რას ერჩის დასავლეთი მართმადიდებლობას? ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგითხრობთ – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველმა და ზოგადად საკმაოდ ავტორიტეტულმა პოლიტოლოგმა ბზიგნევ ბზეჟინსკიმ განაცხადა: ”ახლა ჩვენი მთავარი მტერი მართმადიდებლობაა

ფემინისტური ორგანიზაცია Pussy Riot, რომელთაც რუსეთის ყველაზე დიდ მართმადიდებლურ ეკლესიაში აღვირახსნილი შოუ მოაწყვეს

ფემინისტური ორგანიზაცია Pussy Riot, რომელთაც რუსეთის ყველაზე დიდ მართმადიდებლურ ეკლესიაში აღვირახსნილი შოუ მოაწყვეს

დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში ყველას ნათლად აქვს გააზრებული, რომ იქ სადაც მართმადიდებლობა მყარად იქნება ყოველთვის იარსებებს ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ ქვეყანას ნიშნავს. ბევრი ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო კი ალბათ თქვენც დამეთანხმებით, სულ არ შედის აშშ-ს ინტერესებში.

მაგალითისთვის ავიღოთ რუსული ჯგუფი Pussy Riot. ერთ-ერთი დასავლური გამოცემა ArtReview-ს მიხედვით ისინი რუსული კულტურის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები არიან, არადა რელურად არაფერი ღირებული მათ არ შეუქმნიათ ეკლესიაში გაშიშვლების და ღრიალის გარდა. თუმცა სტინგი და მადონა მაგალითად აქტიურად უჭერენ ამ ჯგუფს მხარს, რადგანაც დასავლეთში მათ ”ტოტალიტარული რუსეთის” და პუტინის მსხვერპლად მოაჩვენებენ. აი ესე მუშაობს დასავლური პროპაგანდა.