უთანასწორობა და დემოკრატია

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი წუხილი გამოითქვა დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის აღზევების შესახებ. ეს წუხილი არც თუ უმიზეზოა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრით ვიქტორ ორბანით დაწყებული, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტით ჟაირ ბოლსონარუთი გაგრძელებული და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი პირით დონალდ ტრამპით დამთავრებული ჩვენ გავხდით ავტორიტარული და ავტოკრატიული შეხედულებების მქონე ლიდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მოწმენი. ეს პირები საკმაოდ საინტერესო და უცნაური ულტრამემარჯვენე პოპულისტური შეხედულებების გავრცელებით დაგვამახსოვრდნენ. რიგითი მოქალაქეებისა და ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვის დაპირების და მიუხედავად, ისინი სინამდვილეში იცავდნენ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს და ანადგურებნდნენ წლების განმავლობაში დანერგილ და მიღებულ წესებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ იძულებული გაგვხადეს გვემარჩიელა, თუ რა აზრი იდგა მათი ქმედებების მიღმა.

ასეთი პოლიტიკური უთანასწორობა არის თვითმყოფადი, რაც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას. საგადასახადო პოლიტიკა აქეზებს მდიდრებს, განათლების სისტემა მხარს უჭერს უკვე პრივილეგირებულებს, ხოლო კარტერული გარიგებების წინააღმდეგ არსებული კანონი [რედ. Antitrust regulations] კორპორაციების მიერ აქტიურად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკაში არსებული შესაძლებლობების ხელში ჩასაგდებად და სამართავად. მეტიც, რადგანაც მედია ძირითადად იმართება კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ისეთ პლუტოკრატებს ეკუთვნით, როგორიც არის რუპერტ მერდოკი [რედ. Rupert Murdoch], ძირითადი საინფორმაციო წყაროებიც ჩართულნი არიან არსებული მწარე რეალობის გაღრმავებაში. შედეგად, მაყურებელ-მსმენელებს უკვე  დიდი ხანია არწმუნებენ, რომ მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღება ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს; რომ, მემკვიდრეობის გადასახადი [რედ. თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს ადამიანმა მემკვიდორებით რაიმე ფულის ან კერძო საკუთრების მიღების შემთხვევაში] არის გადასახადი სიკვდილზე და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემდიდრების მიერ მართულ ტრადიციულ მედიას ახლა უკვე შეუერთდა სოციალური მედიაც, რომელიც აგრეთვე იმართება ძალიან შეძლებული პიროვნებების მიერ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბოლონი კიდევ უფრო თავისუფალნი არიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. 1996 წელს მიღებული ტელეკომუნიკაციის კეთილსინდისიერების კანონის [რედ. Communications Decency Act] 230-ე თავის მიხედვით, ამერიკაში განთავსებული კომპანიები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მესამე პირების მიერ მათ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არც იმ სოციალურ ზარალზე აგებენ პასუხს, რაც შეიძლება ცრუ ამბავს მოჰყვეს (განსაკუთრებით, მოზარდი გოგონების შემთხვევაში).

ასეთი უპასუხიმგებლო კაპიტალიზმის რეალობაში არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბევრი ადამიანი დიდი სიმდიდრის ერთეულების ხელში მოკალათებას ეჭვის თვალით უყურებს; ან ის, რომ მათთვის ასეთი განლაგება შეიძლება იყოს ყალბი. დემოკრატიის მიერ წარმოებული შედეგებისადმი იმედგაცრუებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამავე დემოკრატიას და დაარწმუნა ზოგიერთი იმაში, რომ მმართველობის სხვა სისტემებმა შეიძლება სულ სხვა, უკეთესი შედეგები დადონ.

ეს საკმაოდ ძველი თემაა. სამოცდათხუთმეტი წლის წინ ბევრს აიტნერესებდა თუ შეეძლო დემოკრატიულ სახელმწიფოს ისეთივე სისწრაფით განვითარებულიყო, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს?! ახლა ბევრს აინტერესებს, თუ რომელ სისტემას შეუძლია მეტი სამართლიანობის „წარმოება“. და ეს კამათი მიმდინარეობს სამყაროში, რომელშიც ზემდიდარ ადამიანებს ეროვნული და გლობალური მოსაზრებების ჩამოყალიბებისთვის გააჩნიათ ყველა ბერკეტი. მოსაზრებები, რომლებიც ხშირად ეყრდნობიან ტყუილს (მათ შორის ის, რომ „არჩევნები იყო მოპარული!“ ან „ხმის მისაცემი მანქანები გაუმართავი იყო!“. ეს ტყუილები Fox News [რედ. ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხი ამერიკაში] 787 მილიონი დოლარი დაუჯდა) [რედ. აქ ავტორი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს].

ასეთი მწარე რეალობის ერთ-ერთი შედეგი არის დაპირისპირების [რედ. შიდა] ზრდა, რაც ხელს უშლის დემოკრატიას გამართულ მუშაობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც არჩევნები იმართება „გამარჯვებულს ყველაფერი“-ს წესით. 2016 წელს, როდესაც ტრამპმა ხმათა მცირე რაოდენობით გაიმარჯვა, ამერიკული პოლიტიკა, რომელიც წესისამებრ ეყრდნობოდა პრობლემის დიალოგისა და პოლიტიკური დათმობის გზით გადაჭრის წეს-ჩვეულებას, უკვე გადაიქცა ღია პარტიზანულ დაპირისპირებად ძალაუფლებისთვის; დაპირისპირებად, რომელიც უფრო ჭიდაობას ჰგავდა და მინიმუმ ერთ მხარეს მაინც მიაჩნდა, რომ ეს იყო წესების გარეშე შერკინება.

როდესაც დაპირისპირებამ უკვე მიაღწია ასეთ დონეს, ფსონი იმდენად დიდია, რომ დათმობის და დაფიქრების დრო აღარ რჩება. საერთო ინტერესების და გამოსავლის ძიების ნაცვლად, თითოეული მოთამაშე იყენებს ხელთ არსებულს შესაძლებლობებს, რომ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები. სწორედ ასე მოიქცა რესპუბლიკური პარტია, როდესაც მიზანმიმართულ გაყალბებებს და სხვა ხერხებს მიმართა, რომ შეემცირებინა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

ამერიკას დიდხანს ეკავა დემოკრატიის შუქურის თანამდებობა. ეს იმის და მიუხედავად, რომ სიყალბის ელემენტებს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. შეიძლება გავიხსენოთ რონალდ რეიგანის ძმაკაცობა აუგუსტო პინოჩეტთან, ჯო ბაიდენის ახლო კავშირები საუდის არაბეთთან ან მისი უუნარობა დაგმოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ანტი-მუსლიმური განწყობები. თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი მაინც განასახიერებდა საერთო პოლიტიკური ღირებულებების მქონე ერთობას.

სამწუხაროდ ახლა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა უთანასწორობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ბევრი უარყოფს დემოკრატიას. ეს კიდევ ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის იმ ტიპის ავტორიტარიზმს, რომელსაც განასახიერებენ ისეთი ულტრამემარჯვენე პოპულისტები, როგორიცაა ტრამპი, ბოლსონარო და სხვები. თუმცა, ამ სახის ლიდერებმა გვიჩვენეს, რომ გზააბნეული ამომრჩევლისთვის პასუხები არ აქვთ. მეტიც, ძალაუფლებაში მოსვლისას ისინი მხოლოდ აუარესებენ ვითარებას.

გარეთ ალტერნატიული პასუხების მოძიების ნაცვლად ჯობია მეტი ყურადღება მივაქციოთ შიდა პროცესებს, დავაკვირდეთ ჩვენს საკუთარ სისტემას. სწორი პოლიტიკური რეფორმების გზით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეიძლება მეტი თანამოქალაქის ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ იზრუნონ მათ საჭიროებებზე. ეს კი, თავის მხრივ, დიდი კაპიტალის მქონე კორპორაციებსა და შეძლებულ ადამიანებზე ნაკლებ ზრუნვას გულისხმობს. თუმცა, დემოკრატიის გადარჩენა აგრეთვე მოითხოვს დროში გაწელილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თითოეული თანამოქალაქისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი, რითაც პოპულისტებს ულუკმაპუროდ დავტოვებთ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს წარსულში დავტოვებთ და ბოლოს და ბოლოს სინამდვილეში შევუდგებით ჩვენს მიერ ესოდენ ნაქები საერთო კეთილდღეობის აღმშენებლობას.

ჯოზეფ (სტიგლიცი) არის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1997-2000წწ. ეკავა მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის თანამდებობა.

”Squid Game” – დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის კრიტიკა

2021 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა Netflix-ის ახალი სერიალი ”Squid Game”. ეს პირველი სამხრეთკორეული შოუა, რომელიც სტრიმინგის მსოფლიოს რეიტინგი სათავეში მოექცა. აღნიშნულმა სერიალმა 90 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია.

Netflix-ის ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა აღნიშნა, რომ ”Squid Game” – სტრიმინგის ყველაზე ყურებადი არაინგლისურენოვანი პროექტია. უფრო მეტიც სერიალს ყველა შანსი გააჩნია Netflix-ის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცეს. აშკარაა, რომ თვითონ შემქნელებიც კი არ მოელოდნენ ასეთ წარმატებას და ეს მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

Squid Game”-მა 100%-იანი შეფასება მიიღო Rotten Tomatoes-ზე და 8.3/10 IMD-ზე. ჰენრი ვონგი The Guardian-დან სერიალს ოსკაროსან «პარაზიტებს» ადარებს. ორივე პროექტის ფუნდამენტური საკითხი სამხრეთ კორეაში არსებული კლასობრივი უთანასწორობაა. როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, სამსახიობო შემადგენლობა და სერიალის გმირები ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელთა დამსახურებით მაყურებელს მოუთმენლად სურს ნამუშევრის ბოლომდე ნახვა, იმის მიუხედავად რომ საკმაოდ ბევრი სისხლიანი და მძიმე სცენაა.

ჩვენ სერიალის დრამატურგიის, სცენარის და წარმოუდგნლად მაღალი პოპულარობის გარჩევას კინემატოგრაფის კუთხით არ ვაპირებთ, ეს საქმე თავისი საქმის პროფესიონალებს დავუტოვოთ. ჩვენ ამ სერიალის საბაზისო საკითხზე – სოციალურ უთანასწორობაზე, კლასობრივ ბრძოლაზე და ჭარბვალიანობაზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

ეკონომიკური უთანასწორობა და კლასობრივი ბრძოლა

ჭარბი მუშაობა, მინიმალური ანაზღაურება და არასტაბილური დასაქმება – ეს ყველაფერი გვიანდელი კაპიტალიზმის ქრონიკული დაავადებებია სამხრეთ კორეაში და არამარტო. ეს სოციალური პრობლემები საკმაოდ ავთენტურად არის ასახული ”კალმარის თამაშში”. სერიალის მთავარი გმირი და სასიკვდილო თამაშების სხვა მონაწილეები ვალებში ჩაფულული პრეკარიატის წარმოადგენლები არიან. პრეკარიატი არამუდმივად დასაქმებული არასტაბილური პროლეტარიატია, სამხრეთკორეული მშრომელების 40%-ზე მეტს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

სამხრეთკორეული ეკონომიკის დირიჟორები კორპორატიული კონგლომერატები არიან, კორეელები მათ Chaebol-ს ეძახიან, ანუ «პლუტოკრატებს». მშრომელების ექსპლუატაცია და სახიფათო შრომითი პირობები ამ მსხვილი კორპორაციების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ეს სერიალშიც ხაზგასმულია, როდესაც პაკისტანური ეთნიკური წარმომავლობის გმირს, ალის, ქარხნის უფრო მის კუთვნილ ხელფასს არ უხდის.

სამხრეთ კორეა წლიური სამუშაო საათების მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე იმყოფება და ასევე მე-3 ადგილზეა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობით.

ერთ-ერთ სერიაში ადგილობრივი ტელევიზიით ვიგებთ, რომ „კორეა მეორე ყველაზე დაკრედიტებული ქვეყანაა მსოფლიოში“, ნიშანდობლივია რომ უშუალოდ თამაშების მონაწილეების უმრავლესობა საკუთარი ნებით თუ გარემოებათა დამთხვევის შედეგად იმდენად არიან ვალებში ჩაძირულები, რომ ნორმალურ ყოფა-ცხოვრებაზე უკვე გადაწურული აქვთ იმედი და მზად არიან გარისკონ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გააჩნიათ, საკუთარი სიცოცხლე.

2016 წელს სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე 10%-ზე საერთო შემოსავლების 45% მოდიოდა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა სპეკულაციებმა საბინაო კრიზისი გამოიწვია, ხოლო სამედიცინო სფეროს და განათლების პრივატიზაციამ სამხრეთ კორეაში სოციალური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძააფრა. ეს კარგად ჩანს სერიალის დასაწყისშიც, როდესაც მთავარი გმირი სონ-გი ხუნის დედა საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ დაზღვევის და შესაბამისი ფულადი სახსრების არქონის გამო სიკვდილის პირას მყოფმა ქალბატონმა საავადმყოფო დატოვა.

1980-იან წლებში სამხრეთ კორეაში ნეოლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივი ბაზრის დაცულობა და ფაქტიურად პროტექციონიზმი განზე გააგდო. ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზარი და რესურსები გაიხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის მუშათა კლასის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. 1990-იან წლების შუახანებში ქვეყანამ 100$ მლრდ.-მდე ოდენობის უცხოური ვალები მიიღო. 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს სამხრეთკორეული ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგანაც უცხოურმა კაპიტალმა ქვეყანა დატოვა. მოსალოდნელი დეფოლტის შიშით სამხრეთ კორეა იძულებული შექმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) მიემართა სესხების მისაღებად.

ერთის შეხედვით სამხრეთ კორეა განვითარებული, მდიდარი ქვეყანაა თუმცა ამის მიღმა ჩაგრული და ექსპლუატირებული მრავალმილიონიანი პროლეტარიატი იმალება. მშრომელების პირობები ხშირად შემზარავი და სავალალოა, როდესაც ისინი იძულებულები არიან 2X2მ-ის ფართობის ოთახები იქირაონ და უფრო უარეს პირობებში იცხოვრონ, ვიდრე ციხეში – დამნაშავეებმა. უფრო მეტი სიცხადისთვის შეგიძლიათ სამხრეთ კორეელი რეჟისორის ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი” იხილეთ, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი “სოციალური უთანასწორობის” თემატიკა.

ეს ვრცელი შესავალი სამხრეთ კორეის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მკითხველს დაეხმარება სერიალის წინაპირობის გასაგებად. ზოგადად სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თემა კორეულ კინემატოგრაფში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის რეალური სახე

პირველი თამაშისთანავე მოთმაშეები იგებენ, რომ სასიკვდილო მახეში მოხვდნენ და მათ ნახევრად სათამაშო სოციუმში მომენტალურად კონსენსუსამდე მისვლის საკითხი დგება დღის წესრგიში – წესების მიხედვით თამაშის დატოვება მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, სულ კი 456 მოთამაშეა. აი სწორედ აქაა დამალული დემოკრატიის მთავარი მახე: ურთიერთსაწინააღმდეგო განზრახვები მოთამაშეების სამკვდრო-სასიცოცხლოდ აპირისპირებს. ადამიანები, ვისაც თამაშის დატოვება სურთ, მათ წინააღმდეგ იწყებენ გააფთრებულ ბრძოლას, ვისაც თამაშში დარჩენა სურს. ეს სიტუაცია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კარგი გამოძახილია, სხვადასხვა იდოლოგიების მატარებლებს ერთმანეთთან ნებსით თუ უნებლიეთ აპირისპირებენ და ხანდახან ეს დაპირისპირებები უკიდურესად მძაფრდება და საქმე სამოქალაქო ომებამდე მიდის.

ამის შემდგომ ყველაზე საინტერესო იწყება: როგორც სერიალიდან ვიგებთ, არჩევანი – ილუზიაა. მაყურებლებს აჩვენებენ, რომ ღარიბების გადარჩენისთვის საბედისწერო თამაში, რეალურად მდიდრების რეალითი შოუა. თამაშის განმკარგულებელი შავ სახასიათო ნიღაბში მოთამაშეებს ატყობინებს, რომ მათ თანასწორი უფლებები აქვთ და გამრჯვების შანსი ნებისმიერ მათგანს გააჩნია. ესაა სწორედ კაპიტალიზმის მთავარი მაქსიმა: თავისუფალი ბაზარი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს წარმატების შანსს, მთავარია სურვილი, უნარები და აზარტი. სწორედ ამ აზრის კულტივირება ხდება დაურეგულირებელი კაპიტალიზმის აპოლოგეტების მიერ ტელევიზიით, რადიოთი, კინოთი თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, რომ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს გამდიდრების და დიდძალი ქონების დაგროვების შანსი აქვთ, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შანსები წარმოუდგენლად მცირეა გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ხალხი თანასწორი არ იბადება, ჩვენი საზოგადოება პრივილეგიების და მკაცრი იერარქიის მანკიერი პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რისი გადალახვაც ძალიან ხშირად ურთულესია.

თამაშის მასპინძელი ხმამაღლა აცხადებს, რომ ყველა ყველა მოთამაშე თანასწორია, მაგრამ ისეთ პირობებს ქმნის, როდესაც მათი უპირატესობა უბრალო შეთხვევაზეა დამოკიდებული. არცერთმა მოთამაშემ წინასწარ არ იცის, თუ რისი თამაში მოუწევს და საშუალებებს ალალბედზე არჩევს. პირველი თუ ბოლო სათამაშო ნომერით ასპარეზობა, ქალებით თუ ძლიერი მამაკაცებით დაკომპლექტებული გუნდი – რა იქნება უმჯობესი წანასწარ არავინ არ იცის. შეთხვევის დამარცხება შეუძლებელია, არჩევნის ილუზია კი მოთამაშეების უმრავლესობას ადამიანურობას უკარგავს, მთავარი გმირის სონ-გი ხუნის გარდა. თავის გადასარჩენად ისინი მზად არიან კონკურენტები სიცოცხლეს გამოასალმონ და ყველაზე სუსტებს იშორებენ თავიდან. რაიმე სამართლიანობაზე საუბარიც კი ზედმეტია, თამაშიც ისეთივე სასტიკია, როგორც რეალობა, უბრალოდ იქ ბევრად უფრო სწრაფად კვდებიან.

ცინიზმის პიკი

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ცინიკური და კომიკურია, როდესაც ეკონომიკური უთანასწორობის და კაპიტალიზმის კრიტიკა ამერიკული კორპორაციის, Netflix-ის მიერ შექმნილ პროდუქტშია გაჟღერებული. Netflix საკუთრივ ამ ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაში საკუთარ აქტიურ როლს თამაშობს. ასე მაგალითად 2020 წელს კომპანიამ რეკორდული მოგება მიიღო, ხოლო ეფექტური საგადასახო განაკვეთის სახით მხოლოდ 0.9% გადაიხადა, $2.8 მლრდიანი მოგების პირობებში, $24 მლნ.

გიორგი მდივანი

სოციალური მობილობა – ნამდვილი დემოკრატიის ინდიკატორი

ლიბერტარიანელები მათთვის დამახასიათებელი ბრიყვული დამაჯერებლობით ყოველთვის დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ადამიანის წარმატება პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული, რომ თუ ადამიანი ღარიბია, ეს პირველ რიგში მისი ”დამსახურებაა” და არა საზოგადოებრივი მოწყობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის.

თუ ადამიანს საღი აზრი ოდნავ მაიცნ შერჩა, მისთვის გასაგებია იქნება, რომ თავისუფლება თანასწორობის გარეშე აზრს კარგავს, ისევე როგორც პირიქით. თანასწორობა კი უბრალოდ ფარატინა ქაღალდზე კი არ უნდა იყოს გაწერილი, არამედ შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას უნდა გულისხმობდეს მოქალაქეებისთვის, იმის მიუხედავად ისინი მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები არიან, თუ ღარიბის. ესაა ჭეშმარიტი დემოკრატია. ამისთვის კი საჭიროა სოციალური ლიფტები, რომლის მეშვეობითაც ამა თუ ადამიანის შეუძლია ერთი ფენიდან მეორაში გადავიდეს, სოციალური სტატუსი შეიცვალოს, საზოგადოებრივ იერარქიაში დაწინაურდეს და ერთი სიტყვით საკუთარი შრომით, მონდომებით და ნიჭით უკეთესი ცხოვრებით იცხოვროს, ვიდრე ამას მისი მშობლები ახერხებდნენ.

სოციალური მობილობა – მიუთითებს იმაზე ექნებათ თუ არა შვილებს მშობლებზე უკეთესი ცხოვრება ან შეინარჩუნებენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.

სოციალური მობილობა უკუკავშირშია უთანასწორობასთან. რაც უფრო მეტია უთანასწორობა, მით უფრო დაბალ ნიშნულზეა სოციალური მობილობა, და პირიქით – რაც უფრო ნაკლებია უთანასწორობა, მით უფრო სოციალურად მობილურია საზოგადოება.

ამიტომაც სოციალურ მობილობაში აბსოლუტური ჩემპიონები სკანდინავიური ქვეყნები არიან, სადაც მეტი დოზითაა სოციალ-დემოკრატია, სადაც ადამიანების წარმატება დრამატულად არაა დამოკიდებული მშობლების ქონებაზე თუ სტატუსზე, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, არც თუ ისე შესაშურ პოზიციებზე არიან. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მედიცინა, სოციალური დაცვა, ღირსეული სამუშაო პირობები, სამართლიანი ანაზღაურება – სოციალური მობილობის შეფასებია ძირითად კომპონენტებია.

იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ყველას მაინც არ აქვს წარმატების მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობები და ძალიან ბევრი ადამიანი დაბადებიდანვე განწირულია მძიმე ცხოვრებისთვის, თუ რაიმე ფენომენალური უნარები არ აღმოაჩნდა.

მსოფლიო ეკონომიური ფორუმის კვლევაში 82 ქვეყნის მონაცემებია შედარებული.

82 სახელმწიფოში არსებული სოციალური მობილობის მაჩვენებელი ეყრდნობა 5 ძირითად მახასიათებელს: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებისადმი წვდომა, სამსახურის ხელმისაწვდომობა და სოციალური დაცვა.

სამწუხაროა, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები შეიძლება ნაწილობრივ შეიზღუდოს იმ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, რომელიც ბავშვის დაბადებისას მის ოჯახს გააჩნდა.

„დაბადების ლატარეა“ სამომავლოდაც განაპირობებს შემდეგი თაობების ცხოვრებასაც, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ ზევით აძრომა მაინც შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა კი განპირობებულია იმ პირობებით, რომელსაც ადამიანს სთავაზობს მისი სახელმწიფო.

აღნიშნული ჩამონათვალი ეყრდნობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ წარდგენილ გლობალური სოციალური მობილობის კვლევას. იგი იძლევა 82 სახელწიფოში არსებული ვითარების ანალიზს და მათ დახარისხებას ხუთ ძირითად მახასიათებელზე დაყრდნობით: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებზე წვდომა, შრომითი პირობები [რედ. პირველად გამოყენებული იყო ტერმინი work opportunities, რაც შეიძლება ითარგმნოს ქართ., როგორც სამსახურის ხელმისაწვდომობა, თუმცა აქ უკვე მითითებულია working conditions, რაც ქართ. ითარგმნება, როგორც შრომითი პირობები] და სოციალური დაცვა.

ყველა სახელმწიფო ცდილობს შესაბამისი „სათამაშო მოედნის“ შექმნას, თუმცა საინტერესოა თუ რომელი ქვეყნები უკეთესად უმკლავდებიან ამ მართლაც რომ მძიმედ დასაძლევ გამოწვევას?

სოციალური მობილობის სპექტრი

სოციალური მობილობა გულისხმობს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ დაწინაურებას, დაქვეითებას ან იმავე სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახი, რომელიც შემდეგში ხდება საშუალო კლასის წარმომადგენელი.

უფრო მაღალი სოციალური მობილობის მქონე სახელმწიფოებში შეინიშნება ნაკლები საშემოსავლო უთანასწორობა; მეტიც, მოქალაქეებს ყველა ხუთივე მახასიათებელში მეტი თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

სიაში მოცემული სახელმწიფოთა ჯგუფი არის სოციალური მობილობის კარგი მაგალითი, რომელსაც შეიძლება სხვებმა მისდიონ.

ყველაზე მაღალი სოციალური მობილობის ქვეყნები

პირველ ათეულში ყველა სახელმწიფო არის ევროპული, თუმცა მათ შორისაც ურყევი მოწინავე პოზიციები სკანდინავიურ ქვეყნებს უკავიათ.

დანია 85.2-ი ქულით არის ყველაზე სოციალურად მობილური სახელმწიფო. შესაბამისად, თუ ადამიანი დაბალ შემოსავლიან ოჯახში იბადება მას დასჭირდება ორი თაობა, რომ საშუალო შემოსავალს მიაღწიოს. საპირწონედ, მაგალითად, ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკაში არსებული მიმდინარე მონაცემებით, ამას დასჭირდება ცხრა თაობა.

დანია, კოპენჰაგენი

კანადას, როგორც პირველ ოცეულში შემავალ არაევროპულ სახელმწიფოს, აგრეთვე კარგი შედეგები აქვს ყველა ძირითად მახასიათებელში; თუმცა, დანიის მსგავსად მას შეუძლია გააუმჯობესოს ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით არსებული ვითარება, რაც გულისხმობს უმუშევრებისთვის მხარდაჭერას და კომპიუტერული უნარების შესწავლას.

საქართველო ყველაზე ნაკლებად სოციალურად მობილური სახელმწიფოები

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 53-ე პოზიციაზე იმყოფება, საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებში, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია. ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით (37 ქულა 100-დან) და სოციალური დაცვის კუთხით აქვს (33 ქულა 100-დან).

განვითარებადი სახელმწიფო კოტ-დ ‘ივუარი სულ რაღაც 34.5 ქულით არის სიის ბოლოში. ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც გაცამტვერებული იყო შიდა კონფლიქტებით და ეკონომიკური ცვალებადობით, სიღარიბის მაჩვენებელი აღწევს 46.3%-ს.

მთავრობამ გააუმჯობესა წვდომა საბაზისო სოციალურ მომსახურებებზე, მაგრამ გამოწვევად რჩება განათლებასა და სამართლიან ხელფასებზე წვდომა; აგრეთვე, შეინიშნება მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ინდოეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის მიღმა ცხოვრობს. ამის და მიუხედავად, მას მაინც უკავია საკმაოდ დაბალი 76-ე ადგილი. შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოში საჭიროა ყველა სფეროში სტრუქტურული რეფორმები; ეს განსაკუთრებით ეხება სამართლიან ხელფასებს და განათლებას.

რატომ უნდა დავაბანდოთ სოციალურ მობილობაში?

კვლევის თანახმად, ეკონომიკების უმრავლესობა ძალზედ შორს არის თითოეული მოქალაქის განვითარებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნისგან; და ეს განპირობებულია მთელი რიგი გამოწვევებით, დაწყებული სოციალური დაცვის ნაკლებობით და დაბალი შემოსავლებით და დამთავრებული ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაკლოვანებით.

სოციალური მობილობის ძირითად მაჩვენებლებში დაბანდების არარსებობამ შესაძლოა მთავრობას და მოქალაქეებს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი:

  • არასაიმედობა (უსაფრთხო შრომითი პირობების და კარგი ანაზღაურების არარსებობით გამოწვეული არამდგრადობა);
  • იდენტობისა და ღირსების დაკარგვის შეგრძნება;
  • დასუსტებული საზოგადოებრივი კავშირები [რედ. social fabric – გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის ისეთ ურთიერთობებს და კავშირებს, რომლებიც განამტკიცებენ მის მდგრადობას და ერთობას];
  • ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკნინება;
  • პოლიტიკური პროცესისგან ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.

სოციალური სარგებლის გარდა, სოციალური მობილობის მახასიათებლებში დაბანდებას გააჩნია აგრეთვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება.

ნამდვილი საფასურის დათვლა

ზემოთ ხსენებულ კვლევაში აგრეთვე არის მოცემული ის ეკონომიკური საფასური, რომელიც თან ახლავს დაბალ სოციალურ მობილობას; მაგალითად, დათვლილ იქნა, რომ თითოეული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ქულის 10 ერთეულით გაზრდის შემთხვევაში ეს 2030 წლისთვის გამოიწვევდა გლობალური ეკონომიკის მშპ-ს 4.41%-იან ზრდას, რაც უდრის $5.1 ტრილიონ დოლარს.

საკუთარი ქულის 10 ერთეული გაზრდისას მხოლოდ ერთ ჩინეთს შეუძლია 2030 წლისთვის $1 ტრილიონი დოლარის მშპ-ს გამომუშავება.

სოციალური მობილობის ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ბევრი სახელმწიფო მაინც ვერ ახერხებს მოქალაქეებისთვის განვითარების მუხტის მისაცემად შესაბამისი პირობების შექმნას. ასეთი ქვეყნებისთვის გლობალიზაცია და ტექნოლოგიური წინსვლა შეიძლება მომავალშიც დარჩეს საშემოსავლო უთანასწორობის განმაპირობებელი ფაქტორები.

თუ სახელმწიფოები ვერ იპოვიან სოციალური მობილობის ისეთ გზებს, რომლებიც წაახალისებენ ჩართულობაზე ორიენტირებულ ეკონომიკას [inclusive economies], მათ წინაშე შეიძლება ღრმად გამჯდარი უთანასწორობის პერსპექტივა გადაიშალოს; და ისტორია, როგორც წესი, მეორდება.

ვაქცინების ომი / ბრიტანულ-ამერიკული სირცხვილი

იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე დასავლური გლობალური სამყარო საჯარო სიკეთეების, საქონლის და ნებისმიერი საჭირო პროდუქტის სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას პირდებოდა მთელ მსოფლიოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილებამ სრულიად საწინააღმდეგ რამ დაგვანახა. სწორედ ასეთი მასობრივი პანდემიები და კრიზისები გვევლინებიან ლაკმუსის ინდიკატორის როლში, სხვადასხვა იდეების, პოლიტიკების და ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის სინამდვილის და მართებულობის შესაფასებლად.

მდიდარი ქვეყნების სიხარბე

რაც ჩვენ ვაქცინების გადანაწილების დროს ვიხილეთ, იმის სიტყვიერად აღწერა საკმაოდ ძნელია. მდიდარმა ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა და ა.შ) ფაქტიურად დაივიწყეს ყოველგვარი სოლიდარობა, სამართლიანობა და ჰუმანურობა, თავისთვის რეკორდული რაოდენობის ვაქცინები მიიღეს, დანარჩენი მსოფლიო კი ბედის ანაბარა დატოვეს.

ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში საერთაშორისო უფლედამცველმა ორგანიზაციამ «Amnesty International»-მა ვაქცინების არასამართლიან გადანაწილებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მათი მონაცემებით 2021 წელს მსოფლიოს 70 უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 10% შეძლებდა ვაქცინაციას, თუ ფარმაცევტული წარმოებები და მთავრობები უფრო მეტი დოზის წარმოებას არ უზრუნველყოფდნენ. სიხარბის და გაუმაძღრობის სათავეში კანადა მოგვევლინა და მათ 150 მლნ ვაქცინის ყიდვა დააანონსეს, მაშინ როდესაც მათი მოსახლეობა 38 მლნ.-ია.

მიმდინარე წლის მარტში ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ:

„ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია“


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი
©Christopher Black/WHO/Handout via REUTERS

2021 წლის ივნისის ბოლოს, მსოფლიოს წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა – «The Lancet»-მა თავისი მორიგი ნომერი მდიდარი ქვეყნების უსაქციელობას მიუძღვნა:

“COVAX შესანიშნავი იდეა იყო, რაც სოლიდარობისგან დაიბადა. სამწუხაროდ, ამას ხორცი ვერ შეესხა. მდიდარი ქვეყნები იმაზე საშინლად მოიქცნენ, ვიდრე ყველზე საშინელ კოშმარში იყო შესაძლებელი”

აშშ – პოლიტიკური ანტიგმირი

აშშ ვაქცინების ექსპორტისთვის მზადებას იწყებს, მხოლოდ მას შემდეგ რაც შიდა მოთხოვნა მეტწილად დაკმაყოფილებული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ ”მოდერნას”, ფაიზერის” და ”ჯონსონ ენდ ჯონსონის” 20 მილიონ დოზას შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს უწილადებს. ამერიკელებმა ასევე აიღეს ვალდებულება, რომ 60 მილიონი დოზა ასტრაზენეკას ექსპორტირებას მოახდენენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება ნებადართული იქნება აშშ-ში, უსაფრთოხების შემოწმება კი ნებართვის გაცემას აფერხხებს.

Airfinity-ის მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ს მხოლოდ 3 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს ექსპორტირებული, რაც მიახლოვებით აშშ-ში წარმოებული ვაქცინების 1%-ს ტოლფასია. სხვა დიდმა ქვეყნებმა გაცილებეთ დიდი რაოდენობის ვაქცინების ექსპორტი შეძლეს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთმა – (42%), ინდოეთმა – (35%), რუსეთმა – (37%), ევროკავშირმა – (28%).

აშშ სუპერსახელმწიფოებს შორის ყველაზე არასამართლიანად და დაუნდობლად მოიქცა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ამაზე ციფრებიც მოწმობენ. ოფიციალურად ვაშინგტონს ვაქცინების ექსპორტი სხვა ქვეყნებში არ აუკრძალავს, მაგრამ ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე ფედერალური საომარი თავდაცვითი კანონი აამოქმედა {Defense Production Act}, რაც 1950 წლიდან იღებს სათავეს. ეს აქტი ნაციონალიზმის ნიშნებს ტოვებს და ლიბერალური ღირებულებების მოტრფიალე დემოკრატებისგან ბევრი შეიძლება არც კი ელოდა მსგავს ნაბიჯს, მაგრამ როდესაც საქმე ამერიკულ ჰეგემონიას ეხება, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის სხვაობა მინიმუმდე დადის. აღნიშნული კანონი/აქტი ამერიკულ კომპანიებს ავალდებულებს პირველ რიგში შიდა მოთხოვნა და კონტრაქტები უზრუნველყოს სრულად და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს ვაქცინები სხვა ქვეყნებში. ადამიანურ ენაზე კი ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ აშშ-ში ახალგაზრდების ჩათვლით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ იქნება ვაქცინირებული, სხვა ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებული მოხუცები სიკვდილით გარდაიცვლებიან ამ ვაქცინების ხელმიუწვდომლობის გამო. ეს გარკვეულწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ”ჰუმანიტარულ ემბარგოდ”, რადგანაც ამ აქტის თანახმად არამარტო ვაქცინების, არამედ სხვა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტის შეფერხებაც ხდება. ასე მაგალითად ინდოეთის Serum Institute ჩიოდა, რომ სამედიცინო შპრიცების და ნემსების იმპორტს ვეღარ ახდენდა აშშ-დან. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით შშ შპრიცების და ნემსების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში.

აშშ-ის მსგავსად, დიდ ბრიტანეთსაც ფაქტიურად არ მოუხდენია ვაქცინების ექსპორტი, სიმბოლურ რაოდენობას (1 მლნ) თუ არ ჩავთვლით, მაშინ როდესაც ევროკავშირიდან მილიონობით დოზის იმპორტერება შეძლო. ამის წყალობით ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ვაქცინაციის კამპანია გაჩაღდა. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაიძაბა. საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ევროკავშირიდან ვაქცინების ექსპორტის აკრძალვაც კი განიხილებოდა. სხვადასხვა სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ამ დაძაბულობის გამძაფრება და შეზღუდვების ოფიციალური დაწესება «ვაქცინების ნაციონალიზმამდე» მიგვიყვანდა.

რამდენიმე თვის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენიც აღნიშნავდა, რომ AstraZeneca-მა 2021 წლის I კვარტალში ევროპულ ქვეყნებს ვაქცინების დაგეგმილი მოცულობის მხოლოდ 30% მიაწოდა. ის პირადად ემუქრებოდა ბრიტანულ-შვედურ ფარმაკომპანიას, რომ თუ ეს უკანასკნელი არ შეასრულებდა თავის ვალდებულებებს, მაშინ ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ექსპორტს აკრძალავდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირი ვაქცინების ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ მწარმოებლად რჩება და იმედოვნებს, რომ მისი ახალი საექსპორტო პოლიტიკა ნაცვალგების და პროპორციულობის პრინციპზე იქნება დამყარებული.

სოლიდარობის და თანადგომის მაგალითად და მსოფლიო ჩემპიონად კი სამხრეთ კორეა იქცა. სამრეთ კორეა გლობალური ჰუმანიტარული პლატფორმა COVAX-სთვის (ჯანმოს მიერ შექმნილი პლატფრომა ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად) ”ასტრაზენეკას” ვაქცინას აწარმოებდა და საკუთარ ქვეყანაში დამზადებული ვაქცინების 90%-ს სხვა ქვეყნებში გააგზავნა, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია.

საკუთარი თავის იმედად დარჩენილი საქართველო

წლების განმავლობაში დასავლური ნეოლიბერალური ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკიდან დაწყებული საერთაშორისო სავალუტო ფონდით დამთავრებული საქართველოს მმართველ პოლიტიკურ კლასს და მოსახლეობას ტვინს ურეცხავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის მაქსიმალური ლიბერალიზაცია მომხდარიყო. ისინი ეკონომიკური ნაციონიალიზმის, პროტექციონიზმის და სატარიფო პოლიტიკის საშინელ მოწინააღდეგებად გვევლინებოდნენ და ამას არც მალავდნენ.

მაგრამ რა ვიხილეთ როდესაც ბოლო პერიოდის ყველაზე გარდამტეხი მომენტი დადგა? როგორ მოიქცნენ თვით აშშ და სხვა მდიდარი ქვეყნები გლობალური პანდემიის პირობებში? დარჩნენ თუ არა ისინი იმ პოლიტიკის და იდეოლოგიის ერთგულნი, რასაც ასე აქტიურად გვტენიან ამდენი ხანი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არა.

მათ აქტიურად დაიწყეს ეკონომიკური ნაციონალიზმის პრინციპის გამოყენება, რასაც საქართველოს და სხვა განვითარებად ქვეყნებს არ ურჩევენ და კიცხავენ კიდეც. სად იყვნენ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები, როდესაც საქართველოს ჰაერივით ჭირდებოდა ვაქცინები დამძიმებული კოვიდვითარების ფონზე? პირველი მსხვილი დახმარება ვაქცინაციის კუთხით საქართველომ არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან მიიღო. 2021 წლის აპრილის ბოლო საქართველოს ჩინეთის მთავრობამ, მმართველი კომუნისტური პარტიის თაოსნობით 100 000 დოზა ”სინოვაკი” გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ, მაისში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 15 000 ვაქცინას გამოაგზავნიდა საჩუქრად საქართველოში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი მწარმოებლის ვაქცინა იქნებოდა.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და გლობალურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალიზაციის მთელი სიყალბე და კაპიტალიზმის სისასტიკე. ერთადერთი საკუთარი თავის იმედი შეიძლება გვქონდეს, ამისთვის კი სუვერენული, ერვნული ეკონომიკის მშენებლობაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მაჩანჩალა აუტსაიდერების როლში ვიქნებით.

G7-ის ქვეყნები კორპორაციებს 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგრავენ

G7-ის ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტრანსნაციონალური კოორპორაციებისთვის მოგების მინიმალური გადასახადი შემოიღონ, რაც 15%-ის ტოლი იქნება. ლონდონში შეკრებილმა ფინანსთა მინისტრებმა გადაწყვიტეს მსხვილი კომპანიების მხრიდან გადასახადის დამალვის და გადასახადის გადახდის არიდების მცდელობას მოგების გადასახადის ერთობლივი განაკვეთით ებრძოლონ.

G7-ის მინისტრების შეხვედრა ლონდონში

კორპორაციების ჩამონათვალი, რომლებიც ახალ საკანონმდებლო ცვლილებას უნდა დაემორჩილონ, საკმაოდ ვრცელია – მათ შორის არიან Amazon, Apple, Google და ბევრი სხვა. ამ პრობლემის მთელი სიმძიმის გასაანალიზებლად საკმარისია მაგალითად Microsoft-ის ამბავი განვიხილოთ. წინა წელს კომპანიამ ირლანდიაში კორპორატიული მოგების გადასახადი საერთოდ არ გადაიხადა, მაშინ როდესაც მისი მოგება 315 $ მლრდ-ს შეადგენდა, ფორმალურად იმიტომ რომ ბერმუდაში იყო რეგისტრირებული.

“G-7-ის ფინანსთა მინისტრებმა, მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ, ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ გლობალური საგადასახადო სისტემის შესახებ, რათა ის გლობალური ციფრული ეპოქის პირობებში გამოსადეგი იყოს – და, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სამართლიანი, რათა კომპანიები სწორ გადასახადებს იხდიდნენ საჭირო ადგილებში” – განაცახადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა.

შეთანხმება, რასაც G7-ის წევრებმა მიაღწიეს ასევე უფრო ფართო ფორმატის G20-ის შეხვედრაზეც განიხილება, სადაც რუსეთიც შედის.

აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერდა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ”სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არსებობს ბევრი ქვეყანა, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ და ფულს {საგადასახადო სამოთხეებში} აგზავნიან.” – აღნიშნავდა IMF-ის მთავარი ეკონომისტი, გიტა გოპინატი. – ეს ამცირებს საგადასახადო ბაზას, საიდანაც მთავრობებს გადასახადების შეგროვება შეუძლიათ საჭირო სოციალური და ეკონომიკური ხარჯებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოლფიო ბანკის აღშფოთება ამ საკითხზე ნიანგის ცრემლებს წააგავს, რადგანაც სწორედ მათი ნეოლიბერალური ეკონომიკის შედეგია ის ეკონომიკური უთანასწორობა და ტრანსნაციონალური კორპორაციების განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც ჩვენ ამჟამად ვიმკით. სწორედ ამ დასავლურმა ინსტიტუტებმა, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა (რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი) და მათი გავლენის აგენტებმა შექმნეს ის ფინანსური ფრანკენშტეინი, რის სიხარბესაც საზღვარი არ გააჩნია.

ოფშორები

ის რომ ტრანსანიცონალური კორპორაციები, ოლიგარქები და მსხვილი კაპიტალის მფოლობელები საკუთარ ქონებას და აქტივებს მალავენ, რათა გადასახადები არ გადაიხადონ ეს თემა არახალია, მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე (დავოსი, სანკტ-პეტერბურგი) თუ კორპორატიული მედიაში ამ თემას არ ეძღვნება საკმარისი დრო.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და ტომას პიკეტის პროტეჟე, ეკონომისტმა გაბრიელ ცუკმანმა 2013 წელს მცირე ზომის წიგნი გამოსცა სახელად 【ერების დაკარგული სიმდიდრე】The Hidden Wealth of Nations


ცუკმანმა გამოითვალა, რომ 7.6 ტრლ. $ ოდენობის თანხა (მსოფლიო სიმდიდრის 8%) ოფშორულ ზონებში იკარგება. ეს ფული გადასახადით რომ დაბეგრლიყო, მაშინ მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით შევიდოდა 200 მლრდ. $.

ცუკმანმა ეს საკითხი დეტალურად გამოიკვლია და დაადგინა, რომ მთლიანი მოგების 20%-ს ამერიკული კომპანიები ოფშორულ ზონებში მიმართავენ. ეს მათ საშუალებას აძლევს ან საერთოდ არ გადაიხადონ გადასახადი, ან ძალიან მცირე პროცენტით დაიგებგრონ. აშშ-ში კორპორატიული მოგების გადასახადი 35%-ს შეადგენს, (მისი წიგნის გამოცემის დროისთვის) ამიტომაც ამერიკული მულტინაციონალური კომპანიები მოგების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს არ ერიდებიან. ამერიკულმა კომპანიებმა საზღვარგარეთ 1.95 ტრლ. $-ის კონცენტრირება მოახდინეს.

კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი საქართველოში 20 ლარია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ამის შესახებ გამოცემა Europetime იტყობინება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელის გიგა ბექაურის ცნობით 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი – 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, – აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა.

მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი.

„საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, – აღნიშნავს გიგა ბექაური.

როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს?

ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, – აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის.

მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას

შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს)

„პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა.

პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა.

პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, – განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა.

მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით.

„ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, – განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა.

მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა.

„ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული – 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი.

რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი”, – განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

მდიდრდები კიდევ უფრო მდიდრდებიან Covid 19-ის დროს. განსაკუთრებით ამერიკელი მილიარდერები.

2020 წელი პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა პანდემიის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო.

იმ დროს როდესაც ამერიკის მოქალაქეები, ვინც საათში 20$-ზე უფრო მცირე თანხაზე ირჯებიან ყოველდღიურად კარგავენ სამსახურს, ამერიკელი მილიარდერები სულაც არ უჩივიან შემოსავლების პროპორციულ შემცირებას და პირიქით კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მათი ქონება რეკორდულად იზრდება.

ილონ მასკი

ყველაზე მეტად SpaceX-ის დამფუძნებელს და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ”გაუმართლა” და მისი ქონება 188,5$ მლრდ-ს გაუტოლდა. მასკის ქონება 2020 წლის დასაწყისში დაახლოებით 29$ მლრდ-ს შეადგენდა იყო. ანუ 2020 წლის განმავლობაში, ფაქტიურად გაგანია კრიზისის პირობებში ილონ მასკმა საკუთარი სიმდიდრე 548%-ით გაიზარდა.

2020 წლის მარტის შემდეგ საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციები 1030%-ით გაიზარდა და 816$-მდე ავიდა ერთი აქციის ღირებულება. როგორც აღმოჩნდა ილონ მასკი 241 მლნ. მსგავს აქციას ფლობს, რამაც მისი ქონება რეკორდულად გაზარდა.

სადაა კაპიტალისტისტური ლოგიკა ამ დროს?

კაპიტალისტური ლოგიკის თანახმად მეწარმეს თავისი ცოდნის, უნარების და გაწეული რისკების მიხედვით აჯილდოვებს ბაზარი. ალბათ ილონ მასკმა იმდენი იშრომა მიმდინარე წელს და ისეთი სამეწარმეო ნიჭი გამოავლინა, რომ 160$ მლრდ. ”დაიმსახურა”.

ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსი მეორე ადგილზეა 2020 წელს ქონების 67$ მლრდ-იანი ზრდით და მისი ქონება დღესდღეობით 184$ მლრდ-ს შეადგენს. 2020 წლის განმავლობაში ბეზოსის ამაზონის აქციების ფასი 69%-ით გაიზრდა. Amazon-ის გარდა ონლაინ გაყიდვების რეკორდული ზრდა ასევე Nike-მაც დააფიქსირა.

ჯეფ ბეზოსი და მაკენზი სკოტი

2019 წელს Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი და მისი ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი განქორწინდნენ. განქორწინების შედეგად მაკენზი სკოტმა ბეზოსისგან Amazon-ის აქციების 4%-ის მიიღო, რაც 38$ მლრდ-ის ტოლფასია. მაკენზი სკოტი უმალვე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. რა მარტივია ყველაფერი კაპიტალისტურ სამყაროში, არა?

უმუშევრობა და შიმშილი

2020 წლის განმავლობაში აშშ-ის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ეს კორონავირუსამდე ხდებოდა S&P 500 ინდექსის მიხედვით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცებით მხოლოდ აშშ-ში 2020 წლის ნოემბერში 9.8 მლნ-ით ნაკლები ადამიანი იყო დასაქმებული ვიდრე 2020 წლის თებერვალში.

The Guardian-ის ინფორმაციით 2020 წლის განმავლობაში აშშ-ში შესაძლოა 50 მლნ-მდე ადამიანს მოუწიოს შიმშილთან ბრძოლა, მათ შორის 17 მლნ ბავშვს.

და ამ დროს ამერიკელი მილიარდერები რეკორდულ მოგებაზე გადიან.

ნეოლიბერალიზმის სიკვდილის ცივილიზაცია

ცივი ომის ბოლოს, პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ თავისი ცნობილი ესე გამოაქვეყნა სახელად «ისტორიის დასასრული». ფუკუიამას მტკიცებით კომუნიზმის კრახმა მთელი მსოფლიო ბოლო წინაღობისგან გაათავისუფლა, რომელიც მას საბოლოო მიზანს აშორებდა – ლიბერალურ დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკას. მაშინ ამერიკელ პროფესორს ბევრი დაეთანხმა.

დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბერალური დღის წესრიგი ნელ-ნელა კარგად თავის ძალაუფლებას, ხოლო ავტორიტარული მმართველები და დემაგოგები მართავენ ქვეყნებს, სადაც მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი ცხოვრობს. შესაბამისად ფუკუიამას იდეები უკვე მოძველებული და გულუბყვრილოა. მაგრამ, ის კვებავდა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში დომინირებდა.

ნეოლიბერალური რწმენის ავტორიტეტი და დაურეგულირებული ბაზრების, როგორც საყოველთაო კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის იმედი უკვე სულს ღაფავს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ნეოლიბერალიზმის და დემოკრატიის მიმართ ნდობის ერთდროული შემცირება არ არის უბრალოდ დამთხვევა ან მარტივი კორელაცია.

ნეოლიბერალიზმი უკვე 40 წლის განმავლობაში ასუსტებს დემოკრატიას.

გლობალიზაციის იმ ფორმის გამო, რომელიც ნეოლიბერალიზმის მიერ იყო ნაკარნახევი, როგორც ცალკე აღებულმა ადამიანებმა, ასევე მთელმა საზოგადოებებმა დაკარგეს საკუთარი ბედის განკარგვის შესაძლებლობა. ამას ძალიან ნათლად ხსნის დენი როდრიკი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცი.

კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაციის შედეგი განსაკუთრებით შემზარავი გამოდგა: თუ განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კარგავდა უოლ-სტრიტის კეთილგანწყობას, ბანკებს შეეძლოთ უბრალოდ თავისი ფული მთლიანად გატანათ ამ ქვეყნიდან. შედეგად, ამომრჩევლები მკაცრი არჩევნის წინაშე დგებოდნენ: დამორჩილებოდნენ უოლ-სტრიტს ან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს შეჯახებოდნენ.

მაგრამ მდიდარ ქვეყნებშიც კი რიგით მოქალაქეებს ეუბნებოდნენ: «თქვენ ვერ შეძლებთ სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას» (იქნება ეს ადეკვატური სოციალური დაცვა, ღირსეული ხელფასები, პროგრესული საგადასახადო სისტემა ან კარგად რეგულირებადი ფინანსური სისტემა), «იმიტომ, რომ ქვეყანა დაკარგავს კონკურენტუნარიანობას, სამუშაო ადგილები დაიკარგება და თქვენ დაზარალდებით»

როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში ელიტა დაპირებას იძლეოდა, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან მიგვიყვანდა, ხოლო ამ ზრდის სარგებელი «ზევიდან ქვევით ჩამოიღვრებოდა» და ღარიბების ჩათვლით, ყველა უკეთ შეძლებდა ცხოვრებას. მაგრამ ამისთვის მშრომელები უნდა დათანხმებულიყვნენ უფრო დაბალ ხელფასებს, ხოლო მოქალაქეები მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შემცირებას.

საკუთარი დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა საკმაოდ შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის თავს გვახვევდა ინტელექტუალურ ორთოდოქსიას, რომლის დამცველებიც უკიდურეს შუწყნარებლობას ავლენდნენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა.

ელიტა აცხადებდა, რომ მისი დანაპირები მეცნიერულ ეკონომიკურ მოდელზეა დაფუძნებული და «კვლევებზე, რომლებიც ფაქტებს ემყარება». და 40 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შემდეგი ციფრები:

  • ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდა
  • ზრდის ნაყოფი მთლიანად ერგო ერთეულებს, რომლებიც «კენწეროში იყვნენ».
  • ხელფასების სტაგნაციის პირობებში საფონდო ბაზრების ინდექსები გამალებით იზრდებოდა, შემოსავლები და სიმდიდრე ზევით მიემართებოდა, ქვევით კი არ ჟონავდა.

როგორ შეიძლება ხელფასების ზრდის შეზღუდვამ (კონკურენტუნარიანობის მიღწევის და შენარჩუნების მიზნით) და სახელმწიფო პროგრამების (ხარჯების) შემცირებამ ხელი შეუწყოს ცხოვრების დონის ზრდას? რიგითი მოქალაქეები გრძობდნენ, რომ მათ გაფუჭებული საქონელი მიყიდეს. ისინი მართლები იყვნენ, როდესაც თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

დღეს ჩვენ ამ დიდი პოლიტიკური სიცრუის შედეგებს ვიმკით: ელიტების და ნეოლიბერალიზმის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ასევე უნდუბლობა გაღრმავდა იმ კორუმპირებული პოლიტიკურის სისტემის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ეს შესაძლებელი გახდა.

რეალობა კი ამგვარია: დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა უკიდურესად შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის ინტელექტუალურ ორთოდოქსიას გვახვევდა თავს, რომლის დამცველებიც უკიდურეს შეუწყნარებლობას ავლენდენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. არაორთოდოქსალური შეხედულებების მქონე ეკონომისტებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ერეტიკოსებს, რომელთაგანაც თავის არიდება სჯობს, საუკეთესო შემთხვევაში კი რამდენიმე განცალკევებულ ინსტიტუტში იზოლირება. ნეოლიბერალიზმი არ გავდა იმ «ღია საზოგადოებას», რომელზეც კარლ პოპერი წერდა. როგორც ჯორჯ სოროსი აღნიშნავს, პოპერი აღიარებდა, რომ ჩვენი საზოგადოება წარმოადენს რთულ, მუდმივად ევოლუციონირებად სისტემას და რაც უფრო მეტს ვგებულობთ, მით უფრო მეტად ცვლის ჩვენი ცოდნა ამ სისტემის ქცევას.

თუ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ვერ გვაიძულა გაგვეგო, რომ დაურეგულირებელი ბაზრები არ მუშაობენ, მაშინ ამას ზუსტად შეძლებს კლიმატის კრიზისი: ნეოლიბერალიზმს ჩვენი ცივილიზაციისთვის სიკვდილი მოაქვს. და როგორც ჩანს, დემოგოგები, რომელთაც სურთ რომ ჩვენ მეცნიერებას და ტოლერანტობას ზურგი ვაქციოთ, მხოლოდ გაართულებენ ჩვენს მდგომარეობას.

ჩვენი პლანეტის და ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა – ესაა ისტორიისთვის ახალი დასაბამის მიცემა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ განმანათლებლობის სული და კვლავ თაყვანი უნდა ვცეთ თავისუფლების ფასეულობებს, ცოდნის პატივისცემას და დემოკრატიას.

გლობალიზაცია მოკვდა, საჭიროა გამოვიგონოთ ახალი მსოფლიო წესრიგი

გახდა თუ არა მსოფლიო ”დემოკრატიის პიკის” მოწმე? არის თუ არა მომავალი იმგვარი, როდესაც თავისუფალი ბაზრის ღია საზოგადოებები მეტოქეობას გაუწევენ ავტორიტარულ ქვეყნებს სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის მოსაპოვებლად. მაიკლ ოსალივანის, ყოფილი საინვესტიციო ბანკირის და პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტის აზრით უფრო სასარგებლო იქნება მომავალის განხილვა.

მაიკლ ოსალივანი

მაიკლ ოსალივანის წინგი ”გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation] გარკვეულ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს. ავტორი მულტიპოლარული სამყაროს ფორმირების მომხრეა, თუმცა იმასაც ათვიცნობიერებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ის შეშფოთებულია დაბალი ზრდით და ჭარბვალიანობით, ამიტომაც მოუწოდებს ყველას «რისკის შესახებ მსოფლიო შეთანხმებას», რათა ცენტრალურმა ბანკებმა მხოლოდ რაოდენობრივი შემცირების მეთოდებს მიმართონ შეთანხმებული პირობების დროს.

ჩვენ უკვე უკან მოვიტოვეთ გლობალიზაცია. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მას და მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ახალ მსოფლიოში მინიმუმ 3 დომინანტი რეგიონი იქნება: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთის ცენტრალური აზია. ისინი სულ უფრო ხშირად სრულიად განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებენ პოლიტიკის, თავისუფლების, ომის, ტექნოლოგიების და საზოგადოების მიმართ. საშუალო მასშტაბის ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია ყველანაირად მოინდომებენ საკუთარი ადგილის პოვნას მსოფლიოში, იმ დროს როდესაც პატარა და განვითარებული ქვეყნების ახალი კოალიციები ჩამოყალიბდება სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მსგავსად. XX საუკუნის ინსტიტუციები – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარსულს ჩაბარდება.

20190629_OPP503.jpg

გავლენიანმა დასავლურმა გამოცემა The Economist-მა ოსალივანთან ინტერვიუ ჩაწერა და ჩვენ ამ ინტერვიუს ქართულ  ვერსიას გათავაზობთ:

The Economist: რამ მოკლა გლობალიზაცია?

მაიკლ ოსალივანი: მინიმუმ 2 რაღაცამ მოუღო ბოლო გლობალიზაციას. პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და შედეგად ზრდა გახდა ”ფინანსური”. ვალი გაიზარდა და უფრო მეტი ”მონეტარული აქტივიზმი” დაფიქსირდა, ანუ ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში ფულის ჩაშვებას ობლიგაციების და აქციების შეძენის მეშვეობით ახდენენ – საერთაშორისო ექსპანსიის შესანარჩუნებლად. მეორე, გვერდითი ეფექტები ან გლობალიზაციის მოსალოდნელი გვერდით რეაქციები უფრო აშკარაა: ქონების უთანასწორობა, ტრანსნაციონალური კორპორაციების დომინირება და გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაბნევა, რაც აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებად იქცა.

The Economist: გარდაუვალი იყო თუ არა გლობალიზაციის სიკვდილი თუ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება? 

მაიკლ ოსალივანი: ერთ-ერთი პრობლემური ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ცენტრალური ორგანო ან ოფიცაილური ინსტიტუტი გლობალიზაციის ფორმირებისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და შესაძლოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გარდა. ბევრი თვალსაზრისით გლობალიზაციის დასასრული ხაზგასმულია სუსტი და არადამაჯერებელი რეაქციით მსოფლიოს ფინანსურ კრიზისზე. საერთო ჯამში პასუხი კაპიტალის ღირებულების შემცირება იყო და არა კრიზის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ასე რომ,  ვალებით დატვირთული და ცენტრალური ბანკებისგან იოლი ფულის მოპოვების იმედით შეპრყობილი მსოფლიო ეკონომიკა მოიკოჭლებს.

The Economist: თქვენ განჭვრიტეთ, რომ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაანაცვლებენ XX საუკუნის არქაულ ინსტიტუტებს, რომლებიც სხვა ეპოქას უფრო უხდება. როგორ იმუშავებენ ისინი? და შეძლებენ თუ არა სხვადასხვა ფასეულობის მქონე ქვეყნები თანამშრომლებას (ანუ დემოკრატიული საბაზრო საზოგადოებები ”Levellers” და სახელმწიფოს მიერ მართული საზოგადოებები და ეკონომიკები ”Leviathans”?

მაიკლ ოსალივანი: ბევრი იყო გაკეთებული ცივი ომისდროინდელი კონკურენციისას კომუნისტურ რუსეთს და აშშ-ს შორის და დღეს ზოგ-ზოგიერთებს სურთ ცივილიზაციების შეჯახების ხილვა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ”გამოთანაბრება” ახასიათებს მომავალს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 2 სხვადასხვა მიდგომაა.

ყველაზე სახასიათო მიდგომა იმის შესახებ, რომ ხალხები თავისებურად მოინდომებენ რაღაცეების კეთებას, იმაში გამოიხატება, რომ ”ლეველერები” [Levellers ] ამას «თავისუფალი ხალხის უფლებას» დაარქმევენ ან ღია საზოგადოების იდეებს. ”ლეველერების” კოდექსი ძალიან ცხად პოლიტიკურ ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც ევროპელები და ამერიკელები აღიარებენ მისი ფასეულობების გამო.

418-l5ozg5L._SX321_BO1,204,203,200_.jpg

გთავაზობთ ნაწყვეტს მაიკლს ოსალივანის წიგნიდან გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation]:

“უკეთესი იქნება, თუ ის ხალხი ვინც გლობალიზაციით არიან გატაცებულები, მას გადალახავენ, გაათვიცნობიერებენ მისი გასვლის ფაქტს და ახალ რეალობასთან მორგებას შეეცდებიან. ბევრი ამას შეენიწააღდეგება, საგარეო პოლიტიკის იმ 35 ექსპერტის მსგავსად, რომელთაც 2018 წლის 26 ივლისს «ნიუ-იორკ თაიმსში» რეკლამა გამოაქვეყნეს შემდეგ სათაურით ”რატომ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტები და წესრიგი”, იგრძნობენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი და მისი ინსტიტუტები შენარჩუნებული უნდა იქნეს. მე ამას არ ვეთანხმები. გლობალიზაცია, როგორც მინიმუმ იმ ფორმით, რასაც ხალხი მიეჩვია, განსვენებულია. აქედან გამომდინარე გლობალიზაციიდან გადასვლამ შეიძლება მიიღოს 2 ახალი ფორმა. ერთი სახიფათო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიხილავთ გლობალიზაციის სრულ დასასრულს იმის მსგავსად, როგორც პირველი გლობალიზაციის პერიოდის დასასრულს 1913 წელს. 

მეორე სცენარი ახალი მსოფლიო წესრიგის ევოლუცია იქნება – სრულიად მრავალპოლარული სამყაროსი, სადაც 3 მსხვილი ან უფრო მეტი ცენტრი იქნება წარმოდგენილი (იმის მიხევდით თუ როგორ განვითარდება ინდოეთი). ამ ცენტრებს ერთმანეთისგან განსხვავებული ეკონომიკები, კანონები და უსაფრთოხების ქსელები ექნება. ჩემი აღქმა იმგვარია, რომ 2018 წლამდე მრავალპოლარულობა უფრო თეორიული კონცეფცია იყო – რაზეც უფრო მეტს წერდნენ, ვიდრე მას ცდიდნენ. მაგრამ სიტუაცია სწრაფად იცვლება: სავაჭრო დაძაბულობა, ტექნოლოგიების პროგრესი და მათი რეგულირება – რამდენიმე ბზარია, რომლის გარშემოც მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებად იმსხვრევა. მრავალპოლარულობა ძალას იკრებს, რასაც 2 მსხვილი ღერძი ექნება:

პირველ რიგში მრავალპოლარულ სამყაროში პოლუსები უნდა იყოს საკმაოდ დიდი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ძალაუფლების კუთხით. მეორე, მარავალპოლარულობის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოლუსები იყოს დიდი და მძლავრი, არამედ იმაშიც რომ პოლუსებმა უნდა განავითარონ მკაფიო, საქმეების კეთების კულტურულად თავსებადი გზები. მრავალპოლარულობა ესაა როდესაც რეგიონები სხვადასხვანაირად აკეთებენ რაღაცეებს და არ უნდა აგვერიოს მულტილატერალიზმი, როდესაც ისინი უბრალოდ ერთად აკეთებენ რაღაცეებს.”

➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

cb75f4fa7bb60b16f934b733333258bb.2-1-super.1.jpg

წარმოდგიდგენთ იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნის, მარიანა მაცუკატოს პუბლიკაციის თარგმანს, რომელიც  Project Syndicate-ზე გამოქვეყნდა.

2008 წლის მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გაჩნდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სახელმწიფო სექტორი ვალდებულია აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში და გადაარჩინოს სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკები და ასევე მოახდინოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. მაგრამ ამ კონსენსუსს დიდხანს არ უარსებია. მალევე სახელმწიფო სექტორის ეკონომიკური ჩარევის აქტიური დისკრედიცაცია მოხდა ნეოლიბერალების მხრიდან და უფრო მეტიც, ზოგიერთი დაქირავებული ექსპერტის მხრიდან სახელმწიფო ჩარევა მიჩნეულ იქნა კრიზისების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. როგორც შემდგომში გაირკვა ეს ძალიან დიდი შეცდომა და ერთგვარი პარაზიტობა იყო.

მარიანა მაცუკატო

კერძოდ, ევროპული ქვეყნების მთავრობები სერიოზული კრიტიკის ობიექტები გახდნენ მაღალი სახელმწიფო ვალის გამო, თუმცა ბევრს დაავიწყდა, რომ ფინანსური კოლაპსის მთავარი მიზეზი იყო კერძო ვალი და არა სახელმწიფო. სწორედ აღნიშნული წნეხის გამო, რაც პირველ რიგში წამყვანი დასავლური ინსტიტუტების მიერ მომდინარეობდა (ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) უამრავი ქვეყნის მთავრობას მოუწია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება (სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკა) ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მაგივრად. ამავდროულად მოსალოდნელი იყო, რომ სხვადასხვა მთავრობები ფინანსურ სექტორში რეფორმების გატარებას დაიწყებდნენ, რაც ინვესტიციების და მრეწველობის გამოცოცხლებასთან ერთად კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად იქნებოდა მიმართული.

ეკონომიკური ზრდა გამართულად ფუნქციონირებად ფინანსურ სექტორს საჭიროებს, რომელიც მოკლევადიანი ინვესტიციების მაგივრად გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისებას ახდენს. მაგრამ ევროპაში ფინანსურ ტრანსაქციებზე გადასახადი მხოლოდ 2016 წელს დაწესდა. ”მომთმენი კაპიტალის” [Patient capital კაპიტალი, რომელიც გრძელვადიან ინვესტიციაზეა გათვლილი და არა სწრაფი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული] მოცულობა არაადეკვატურად მცირეა თითქმის ყველა ქვეყანაში. შედეგად, ფული რომლის ჩაშვებაც ხდება ეკონომიკაში მონატარული პოლიტიკის შერბილების შედეგად ისევ ბანკების ხელში ხვდება. 

economic-growth.jpg

ეკონომიკაში მოკლევადიანი აზროვნების დომინირება გვევლინება, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური როლის სრული ვერ გაგების შედეგი. დღესდღეობით მხვილი ბიზნესის, მათ მიერ დაქირავებული ფსევდო ექსპერტების და ლიბერალური ელიტების მიერ მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოს როლის დისკრედიტაცია.

თუმცა ეკონომიკური ისტორია აბსოლუტურად სხვა აზრზეა: ყველა მსხვილი ტექნოლოგიური რევოლუცია, იქნებოდა ეს მედიცინა, კომპიუტერები თუ ენერგეტიკა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო პირველი ინსტანციის ინვესტორის როლში მოგვევლინა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მეინსტრიმული მედია და მერკანტილურად დაინტერესებული სხვა სუბიექტბი ინოვაციურ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების განდიდებით არიან დაკავებულები მხოლოდ. ავიღოთ ილონ მასკის მაგალითი, რომელმაც $5 მლრდ. დოლარის სუბსიდია მიიღო აშშ-ის მთავრობისგან, რის გარეშეც წარმატების მიღწევა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მასკის კომპანიები – SpaceX და Tesla იმ ფუნდამენტზე შეიქმნა, რასაც NASA-ს და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ჩაყრილი.

ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლების ერთადერთი მეთოდი სახელმწიფო სექტორისადმი დაბრუნება და მისი როგორც საკვანძო როლის განსაზღვრაა სტრატეგიული, გრძელვადიანი და კონცეპტუალური ინვესტიციის პროცესში. ამისთვის კი საჭიროა იმ მცდარი წარმოდგენების და მითების გამოაშკარავება იმის შესახებ თუ როგორც იქმნება ღირებულება და სიმდიდრე.

პოპულარული მოსაზრების თანამხად, რასაც მეინსტრიმული მედია, სხვადასხვა პირადი ინტერესის მქონე პოლიტიკოსები და მსხვილი ბიზნესის მიერ დაქირავებული ეკონომისტები და ექსპერტები აჟღერებენ სახელმწიფო მხოლოდ ეხმარება სიმდიდრის შექმნაში კერძო სუბიექტებს და შემდგომში შექმნილი სიმდიდრის გადანაწილებას ახდენს, მაგრამ თვითონ არანაირად არ ქმნის ამ სიმდიდრეს. ხოლო ბიზნესმენები და მეწარმეები, პირიქით პროდუქტიულ მოთამაშეებად ითვლებიან ეკონომიკაში. ამ იდეებს ზოგიერთი ზრდადი უთანასწორობის გასამართლებლად იყენებს. იქედან გამომდინარე რომ ბიზნეს აქტივობა ქმნის სიმდიდრეს, ანუ სამუშაო ადგილებს, მისი მფლობელები უფრო მაღალ შემოსავლებს იმსახურებენ. მსგავს წარმოდგენას მოაქვს ასევე პატენტების ბოროტად გამოყენების მცდელობა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინოვაციების ბლოკირებას ახდენენ და არა სტიმულირებას: სასამართლოები, რომლებიც საპატენტო სისტემას ადგენენ, პატენტის გამოყენების უფლებას საკმაოდ ფართო ასპარეზზე იძლევიან, კვლევის ინსტრუმენტების და არა უბრალოდ საბოლოო პროდუქციის პრივატიზების მეშვოებით. 

მსგავსი მოსაზრებები მართებული რომ ყოფილიყო, საგადასახადო სტიმულები ბიზნესის მიერ ინვესტიციის ზრდას შეუწყობდა ხელს. მაგრამ ამის მაგივრად აღნიშნულ სტიმულებს (მაგალითად 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში კორპორაციების მოგების გადასახადი შემცირდა) სახელმწიფო შემოსავლების შემცირება და კომპანიების რეკორდულად მაღალი მოგება მოაქვთ, რომლებიც კერძო ინვესტიციებს დიდად არ ზრდიან.

ეს გასაკვირი სულაც არაა. ჯერ კიდევ 2011 წელს ცნობილმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ მოგებაზე გადასახადები ხელს არ უშლის ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორცილებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

“ასე მაგალითად 1980-2000 წლებში, მაშინ როდესაც მოგებაზე საკმაოდ მაღალი გადასახადები მოქმედებდა 40 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგლი შეიქმნა. იცით რა მოხდა ამის შემდეგ?  გადასახადების განაკვეთები შემცირდა, მაგრამ უფრო მეტად შემცირდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი” – აღნიშნავს ბაფეტი.

მგავსი გამოცდილება ეწინააღმდეგება იმ ეკონომიკურ მრწამსს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში მარჟინალური რევოლუციის დროს დაინერგა, როდესაც კლასიკური შრომის ღირებულების თეორია თანამედროვე სუბიექტური ღირებულების თეორიით ჩანაცვლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჯერა რომ იქამდე, სანამ ორგანიზაციას და საქმიანობს გააჩნია ფასი, ისინი ქმნიან ღირებულებას.

ეს ყველაფერი ერთგვარად უთანასწორობის იდეის ნორმალიზების ახდენს: ისინი, ვინც ბევრს გამოიმუშავებენ დიდ ღირებულებას ქმნიან. სწორედ ამიტომ Goldman Sachs-ის გენდირექტორ, ლოიდ ბლანკფეინს თავხედობა ეყო 2009 წელს გამოეცხადებინა (ფინანსური კრიზისიდან სულ რაღაც 1 წელში, რომლის დადგომასაც სხვათაშორის მისმა ბანკმა შეუწყო ხელი) რომ მისი თანამშრომლები ”ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულები” არიან მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც ახერხებენ ფარმაცევტული კომპანიები დაუსჯელეად გამოიყენონ ”სუბიექტური ღირებულების თეორია” ფასწარმოქმნისას და წამლებზე ასტრონომიული ფასები ”გააპრავონ”, თუმცა აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად $32 მლრდ.-ს ხარჯავს მაღალი რისკის მქონე კვლევებზე, რომელთან დახმარებითაც იქმენა ეს მედიკამენტები.

BusinessTransformationMaze02.jpg

როდესაც ღირებულება განისაზღვრება არა კონკრეტული მაჩვენებლებით, არამედ მოთხოვნის და მიწოდების საბაზრო მექანიზმებით, მაშინ ის სრულიად სუბიექტური ხდება, ხოლო რენტას (გამოუმუშავებელი შემოსავლი) ურევენ მოგებაში (გამომუშავებული შემოსავალი); უთანასწორობა იზრდება; რეალურ ეკონომიკაში ინვესტიციის მოცულობა მცირდება. როცა მცდარი იდეოლოგიური წარმოდგენები იმის შესახებ თუ როგორ იქმნება ღირებულება ეკონომიკაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენენ, შედეგად ვიღებთ იმას რომ სისტემა უნებლიედ მოკლევადიან სტიმულებს ახალისებს და არა ინოვაციურ საქმიანობას.

გლობალური კრიზისიდან 10 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ეკონომიკის გახანგრძლივებული სისუსტის ლიკვიდაციის საჭიროება. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ უნდა ვაღიაროთ შემდეგი: ღირებულება იქმნება კოლექტიურად – ბიზნესის, მუშაკების და სახელმწიფოს სტრატეგიული ინსტიტუტების მიერ და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცების დახმარებით. ამ სხვადასხვა მოთამაშეების ურთიერთქმედებაზე დამოკიდებული არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპი, არამედ აგრეთვე ისიც თუ რამდენად ინოვაციური, ინკლუზიური და მდგრადი იქნება ეს ზრდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს დაკავებული ბაზრების ფორმირებით და არა მხოლოდ შეცდომები აღმოფხვრით, შესაძლებელი გახდა კრიზისი საბოლოო დაძლევა.