ამერიკელების დიქტატორები

დღესდღეობით მეინსტრიმული მედიის დამსახურებით და აშშ-ის არასამთავრობო და ფედერალური სააგენტოების წყალობით ხდება იმ აზრის ტირაჟირება, რომ აშშ დემოკრატიის მხარესაა და ცდილობს არადემოკრატიული მმართველების, სხვადასხვა ქვეყნების დიქტატორების ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, რათა დემოკრატიული ფასეულობების და თავისუფლების გავრცელებას შეუწყოს ხელი მთელს მსოფლიოში.

თუმცა ისტორია სრულიად სხვა რამეს მოგვითხრობს. ცივი ომის დროს ამერიკელები და მათი პარტნიორები ყველა მეთოდს იყნებდნენ, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დანაშაულების და ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვის წყალობით, რათა კომუნისტური და სოციალისტური იდეების და მთავრობების წინსვლა გლობალურად ჩაეხშოთ.

ამერიკული ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტო (CIA) სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებასაც კი არ ერიდებოდა, მათთვის სასურველი და მათ მიერ მართვადი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსასვლელად. ხშირად მათ მიერ მხადაჭერილი დიქტატორები ათასობით და ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავდნენ, მაგრამ მათ ეს დიდათ არ ადარდებდათ.

თუ ვინმე უწყობდა დიქტატორების ხელისუფლებაში მოსვლას და მათი ძალაუფლების გამყარებას XX საუკუნეში, ეს პირველ რიგში ამერიკელები იყვნენ.

ბრაზილია

1960-იან წლებში კუბის რევოლუციის შემდეგ ბრაზილიაში მემარცხენე პარტიების არნახული რაოდენობის ზრდა და პოპულარობა შეიმჩნეოდა. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟოაო გულარტი, რომელიც მდიდარი მიწათმფლობელი იყო, ცდილობდა ცივი ომის დროს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური აზრთა სხვადასხვოაბის დაშოშმინება მან მიწის რეფორმის ფართო პაკეტით გადაწვიტა. ამან ბრაზილიური პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ამერიკულ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) მიმართეს. აშშ-მ არ დააყოვნა და 1964 წელს ჟოაო გულარტის მთავრობა დაამხო და იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველა სასტიკი გადატრიალება მოაწყო.

კასტელო ბრანკო, რომელიც გულარტის მემკვიდრე იყო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) იღებდა ფულად სახსრებს და ასევე მათთან იწრთობოდა. 1964 წლის გადატრიალების შემდეგ, მან სამხედრო დიქტატურა დაამყარა ქვეყანაში, ამერიკული მულტინაციონალური კომპანიებისთვის განსაკუთრებული პირობები შექმნა, უხვად დაიწყო კრედიტების მიღება მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

გენერალი კასტელო ბრანკო

ჩილე

ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა ნეოლიბერალიზმის პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ. ჩილეს პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

ავგუსტო პინოჩეტი

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ.

სწორედ CIA-ის და ამერიკელების დახმარებით ჩილეში სისხლიანი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

პარაგვაი

ალფრედო სტროსნერი პარაგვაის პრეზიდენტი 1954-1989 წლებში იყო. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც CIA-ის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას ჩაუდგა სათავეში. მისი 35-წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა ამერიკელების მიმართ ლოალურობით და რეპრესიების არნახული მასშტაბით.

ალფრედო სტროსნერი

ლიბერია

2006 წელს ჰააგის ტრიბუნალმა ლიბერალიის ყოფილი პრეზიდენტს, ჩარლზ ტეილორს 11 ბრალდება წარუდგინა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადილი დანაშაულებების გამო, რომელთა შორის იყო, მკვლელობები, გაუპატიურებები, სექსუალური მონობა, ბავშვების გამოყენება ჯარისკაცების როლში, მაროდიორობა, ადამიანური ღირსების შელახვა და უამრავი სხვა. ტეოლორის ყოფილმა თანამოსაგრემ, სამხედრო დანაყოფის მეთაურმა, ე.წ სიკვდილის ესკადრონის ხელმძღვანემა, ჯოზეფ მარხაზმა მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ტეილორი მის ერთგულ ბოევიკებს კანიბალიზმით ასაქმებდა ადამიანების შეშინების მოტივით.

ჩარლს ტეილორი ჰააგის სასამართლოზე

გამოძიების განმავლობაში გამომჟღავნდა სხვა საინტერესო დეტალები ტეოლორის ბიოგრაფიიდან, რომლის თანამხადაც ის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA-ის) მჭიდროდ თანამშრომლობდა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ტეილორი ამერიკელების მიერ გამოყენებული იქნა, როგორც მათთვის არასასურველი ლიბერიის პრეზიდენტის, სემუელ დოუს გასანეიტრალებლად. ამერიკელების ტეილორთან თანამშრომლობაზე ასევე მოწმობს სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ფართო მასებისთვის გასაჯაროვდა.

ინდონეზია

1965 წელს არმიის უფროსმა ოფიცერმა, სუჰარტომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მან სუკარნოს ადგილი დაიკავა და CIA-ის აქტიური დახმარებით დაიწყო კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები, რომლის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1967 წელს მან ძალაუფლება მთლიანად ჩაიგდო ხელში, ხოლო 1968 წელს პრეზიდენტი გახდა.

სუჰარტო

ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხელახლად ირჩეოდა პრეზიდენტად, სანამ 1998 წელს იძულებთ არ მოუწია თანამდებობის დატოვება. მას აკრიტიკებდნენ რეპრესიული მმართველობის და ასევე ინდონეზიის შეჭრის გამო აღმოსავლეთ ტიმორში 1975 წელს, რომლის შედეგადაც 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ომებით და სხვადასხვა დაავადებებით.

ესპანეთი

ფრანცისკო ფრანკო გახლდათ ესპანელი ნაციონალისტი, გენერალი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ესპანეთის მთავრობის და მემარცხენე პარტიების წინააღმდეგ. 30-იან წლებში, ტრაგიკულად ცნობილ ესპანეთის სამოქალაქო ომში მან იტალიელი და გერმანელი ნაცისტების დახმარებით გამარჯვება მოიპოვა.

დიქტატორი ფრანკო

50-იან, 60-იან და 70-იან წლებში ნატოს დიდად გულზე არ ეხატებოდა ფრანკო მისი ავტოკრატიული მართვის სტილიდან გამომდინარე, მაგრამ სამხედრო ბლოკი მაინც თანხმობაში იყო ცნობილ ესპანელ გენერალთან, რადგანაც მას გამორჩეულად ანტიკომუნისტური ხედვა გააჩნდა.

ფრანკო და რონალდ რეიგანი

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.ა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.

შედეგად ფრანკომ ამერიკელ ჯარისკაცებს პირენეს ნახევარკუნძულზე შეუზღუდავი თავისუფლება მიანიჭა.

პორტუგალია

ფრანცისკო ფრანკოს მსგავსად პორტუგალიელი დიქტატორი ანტონიუ სალაზარიც ნაციონალისტი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ისიც ანტიკომუნისტური განწყობებით გამოირჩეოდა და კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა.

ანტონიუ სალაზარი

ეს არ არის სრული ჩამონათვალი ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი დიქტატორებისა, ეს მხოლოდ მცირე სიაა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ხშირად ეყრდნობოდა და დღესაც არ ერიდება დიქტატორების მხარდაჭერას, თუ ეს მათი ქვეყნის სამხედრო მიზნებთან თანხვედრაშია.

”ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი” – ეს ფრთოსანი ფრაზა ამერიკის 32-ე პრეზიდენტ, ფრანკლინ დელანო რუზველტს ეკუთვნის, რომლითაც მან ნიკარაგუის ცნობილი დიქტატორი ანასტასიო სამოსა შეამკო 1939 წელს. ეს ფრაზა საკმაოდ ზუსტად აღწერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებს XX საუკუნის განმავლობაში.

ნიკარაგუელი დიქტატორი სამოსა და აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

ჩილეს სოციალისტური პროტესტი – ნეოლიბერალიზმის სიკვდილი

ჩილეში საყოველთაო საპროტესტო აქციები მძვინვარებს უკვე 2 კვირაზე მეტია. 2019 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტ სებასტიან პინიერის გადადგომის მოთხვონით ჩილეს სხვადასხვა ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია.

პროტესტების პირველადი გამომწვევი მიზეზი სანტიაგოს მეტროს ბილეთებზე გამოცხადებული ფასების ზრდა იყო. საპროტესტო მუხტი მალევე გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტები მეტროს ბილეთებზე ფასების ზრდის გაუქმების გარდა, ხელფასების და პენსიების მომატებასაც ითხოვდნენ, ასევე წამლებზე ფასების შემცირებას და საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას აყენებდნენ დღის წესრიგში.

პირველი რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრაციები გადაიზარდა ძარცვაში და სხვადასხვა ობიექტებზე ცეცხლის წაკიდებაში. დაძაბულობის მატების შედეგად პრეზიდენტმა პინიერმა მეტროს ბილეთებზე ფასის მომატების გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ დემონტრაციები არ შეწყდა. არეულობების დროს 19 ადამიანამდე დაიღუპა. ადგილობრივი უფლედამცველების მონაცებით 585 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2840 მოქალაქე დაპატიმრებულ იქნა. სანტიაგოში და რამდენიმე სხვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერმა ის ცვლილებები დააანონსა, რამაც სოციალური პრობლემების მოგვარების უნდა შეუწყოს ხელი. ესაა პირველ რიგში პენსიონერების მხადაჭერა, მინიმალური სახელფასო გარანტირებული ანაზღაურების დაწესება, წამლებზე ფასების დაწევა, მაღალ შემოსავლებზე (8 მილიონ პესოზე მეტი) 40%-იანი გადასახადის დაწესება, ელექტროენერგიაზე ტარიფების სტაბილიზაცია და 9,2%-იანი ფასების ზრდის გაუქმენა, და ა.შ

ნეოლიბერალიზმის დაბადება და სიკვდილი

ჩილეში მიმდინარე მოვლენების განხილვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეს არ მხოლოდ ანტისახელისუფლებო გამოვსლებია, არამედ ბევრად ცდება ამ საზღვრებს. ეს პირველ რიგში ანტიკაპიტალისტური, ”თავისუფლი ბაზრის” პრინციპების წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო მუხტია.

შეგახსენებთ, რომ ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

სწორედ ამიტომაც ამჟამინდელი პოლიტიკური დემონსტრაციების ერთი-ერთი მთავარი ლოზუნგი, რაც ჩილელებმა დანარჩენი მსოფლიოსთვის მოამზადეს შემდეგნაირად ჟღერდა: ”ნეოლიბერალიზმი ჩილეში დაიბადა და ჩილეშივე მოკვდება”

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ. ეს კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჩილეს ბუნებრივი რესურსების არაკეთილსინდისიერი ექსპლუატაციის და ჩილელი მუშების სასაცილო ხელფასების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანიები მათ მიერ მოპოვებულ სპილენძს ჩილელებს ბევრად უფრო ძვირ ფასად ყიდნენ. XX საუკუნის დასაწყისიდან ჩილეში მემარცხენე მოძრაობები მოითხოვდნენ სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. ალიენდეს წინამორბედმა მთავრობებმა დაიწყეს ნაციონალიზაციის პროცესი, ხოლო ალინდეს ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა კომპენსაციების გადახდაზე.

სალვადორ ალიენდეს ძეგლი

დამარცხებული ალიენდეს სოციალისტური პოლიტიკის მაგივრად, ამერიკელების დანიშნულმა პონოჩეტმა მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ფაქტიურად მილტონ ფრიდმანს მიანიჭა, რომლის თაოსნობითაც შეიქმენა ”ჩიკაგოელი ბიჭების” გუნდი (Chicago boys). ”ჩიკაგოელი ბიჭები” იყო 25-მდე ჩილელი ეკონომისტი, რომელთაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს განათლება მილტონ ფრიდმანის თაოსნობით. მათი მიზანი ნებისმიერი გზით, თუნდაც ძალადობით და ადამიანური უფლებების გათელვის ფონზე ქვეყანაში ”თავისუფალი ბაზარის” პრინციპების დანერგვა იყო. ისინი ჩილეში აბსოლუტურ მარგინალებად ითვლებოდნენ, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა სოციალისტურ იდეებს იზიარებდა, მაგრამ დიქტატორ პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სასათბურე პირობები შეექმნათ. აღნიშნულმა პირებმა ჩილეში ულტრამემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყეს.

როდესაც პინოჩეტის რეჟიმი 1990 წელს ჩამოიშალა, ჩილე ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, სადაც სოციალური უთანასწორობა ყველაზე მაღალ დონეზე იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990 წლეს ჩილეს მოსახლეობის 40% უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა და ამავდროულად ქვეყანაში ოლიგარქების მცირე ფენა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.

ამიტომაც ჩილეში მიმდინარე მოვლენები ყველა იმ ქვეყნისთვისა და მათ შორის საქართველოსთვისაცაა მნიშვნელოვანი, სადაც მოსახლეობა ნეოლიბერალიზმის ტყვეობაშია.

რატომ მოკლეს ჩაუშესკუ?

009.jpg1989 წლის 25 დეკემბერს ტირგოვიშტეში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნიკოლაე და ელენე ჩაუშესკუები დახვრიტეს.

ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, 1965 წლიდან რუმინული კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, 1974-1989 წლებში კი ქვეყნის პრეზიდენტი.

1970-იან წლებში და 1980-იანი წლების პირველ ნახევარში თითქმის ყველა დასავლური ქვეყანა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ტრანსნაციონალური ფინანსური სტრუქტურები ყველანაირად მხარს უჭერდნენ რუმინეთის მმართველს და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. რუმინეთი შეღავათიან სესხებს იღებდა, რუმინულ საქონელს დასავლეთის ბაზარებზე ჰქონდა იოლი წვდომა, ”დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან ვაჭრობაში რუმენეთს საკმაოდ კეთილდღეობრივი რეჟიმი გააჩნდა. მსაგვს პრივილეგიებს ”ვარშავის ხელშეკრულების” და ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” (СЭВარცერთი ქვეყანა არ ფლობდა.

ჩნდება კითხვა, რატომ?

იმიტომ რომ ნიკოლაე ჩაუშესკუ ხშირ შემთხვევაში გმობდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკურ აქციებს (მაგალითად ჩაუშესკუ სოციალისტური ბანაკის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც სასტიკად გაკიცხა 1968 წელს საბჭოთა ტანკების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში) და საერთაშორისო საკითხებში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა.

0d7b578f8be64456c23bfbad413_prev

ნიკოლაე ჩაუშესკუს და მისი მეუღლის დახვრეტა

რუმინულ-საბჭოთა ურთიერთობის ზრდადი დაძაბულობა ხელს უწყობდა იმას, რომ რუმინეთის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები რისკის ქვეშ დამდგარიყო. თან ბრეჟნევი და სუსლოვი ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” სხვა წევრებს (ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია) აიძულებდნენ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუმინეთთან შეემცირებინათ. ასევე ზემოქმედების სხვა მეთოდებიც გამოიყენებოდა.

ამ პირობებში რუმინეთი იძულებული იყო დასავლეთის ქვეყნებისთვის და მათი სტრუქტურებისთვის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარებისთვის მიემართა. რუმინული წყაროების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებების მიხედვით ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” ქვეყნებთან ურთიერთობის გართულების შედეგად რუმინეთის დანაკარგები 1980-1985 წლებში 3 მლრდ. დოლარზე მეტს შეადგენდა.

შედეგად, ყბადაღებული “პერესტროიკის” დასაწყისისთვის რუმინეთი დასავლეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა. 1975-1985 წლებში რუმინეთს 22 მლრდ. დოლარის ოდენობის დასავლური კრედიტი მიეცა, მათ შორის 10 მლრდ. უშუალოდ აშშ-სგან. მათი დაფარვის ვადა 1990-1996 წლებზე მოდიოდა. მაგრამ როგორც დასავლურ პრესაში აღნიშნავდნენ დასავლური ქვეყნების ლიდერები ბუქარესტს ვალის გადახდას პოლიტიკურად სთავაზობდნენ: მაგალითად გადაკვრით ურჩევდნენ ჩაუშესკუს ”ვარშავის ხელშეკრულების” და ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” დატოვებას, ანუ რუმინეთს საბჭოთა კავშირთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებდნენ.

მაგრამ ჩაუჩესკუ მსგავს რჩევებს და მოწოდებებს თავის დასავლელი პარტნიორებისგან არ იღებდა და აცხადებდა, რომ რუმინეთი თავის ვალებს გათვალისწინებულ დროზე ადრე დაფარავდა. 

საბჭოთა ”პერესტროიკამდე” დასავლეთი ჩაუშესკუს ”დიქტატორს” და “სტალინისტს” არ უწოდებდა, არც ”რუმინელი ხალხის ჯალათის” სახელით მოიხსენიებდა, მაგრამ 1985 წლის შემდეგ დასავლურმა პრესამ აქიურად დაიწყო რუმინელი ლიდერის შემკობა მსგავი ეპითეტებით.

ცოტა ხანში ”დიდი შვიდეულის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ლიდერებმაც ანალოგიური რიტორიკით დაიწყეს ჩაუშესკუს წინააღმდეგ საუბარი. უფრო მეტიც, 1986 წლამდე რუმინეთი აშშ-ის ქვანახშირისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სფეროს აქციებსაც კი ფლობდა, ხოლო ჩაუშესკუს ვიზიტები აშშ-ში და დასავლეთის ქვეყნებში 1985 წლამდე გრანდიოზულ მიტინგებში გარდაიქმნებოდა ხოლმე და რუმინელი ლიდერი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

1987 წ. რუმინეთს აშშ-ის ქვანახშირისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სფეროს აქციები ჩამოართვეს, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში მისი მიპატიჟებები იმ წელსვე შეწყდა. 1987 წელს რუმინეთს დასავლური კრედიტების მიღებაზე შეზღუდვა დაუწესეს და 1987-1988 წლებში ”დიდი შვიდეულის” წევრებთან ვაჭრობაც მაქსიმალურად გაურთულეს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დასავლეთმა ჩაუშესკუ ბლოკადაში მოაქცია. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ რომ რუმინელმა ლიდერმა ”პერესტროიკის” კონცეფცია არ გაიზიარა და მას მხარი არ დაუჭირა. 1985 წლის შემდეგ რუმინეთმა გაააქტიურა კავშირები კუბასთან, ჩინეთთან, ალბანეთთან, ირანთან, ლიბიასთან და კორეის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩაუშესკუ აღნიშნავდა რომ ”პერესტროიკას” სოციალიზმი და სოციალისტური სახელმწიფო კრახთან და კომპარტიის შემდგომ ჩამოშლასთან მიყავდა.

1988-1999 ამერიკულ და ბრიტანულ პრესაში აღნიშნავდნენ, რომ ჩაუშესკუ ”დასავლეთის და გორბაჩოვის პრობლემა” ხდებოდა და რუმინეთს შეეძლო ”პერესტროიკის” მოწინააღმდეგე სოციალისტური ქვეყნების მედიატორის და შემაკავშირებელის როლი ეთამაშა.

რუმინეთმა თითქის შეუძლებელი შეძლო და ძალიან მალე დაფარა საკუთარი დავალიენება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ზოგადად დასავლეთის მიმართ.

პირველად ომისშედგომი პერიოდის განმავლობაში რუმინეთის ექსპორტმა 5 მრლდ. დოლარით გადააჭარბა იმპორტს. ამან ქვეყანას საშუალება მისცა ბევრი ეკონომიკური სირთულე გადაელახა, რაც გამოიწვეული იყო დასავლეთის პოლიტიკის ბლოკადით და გორბაჩოვის საბჭოთა კავშირთან მიმართებაში არსებული პრობლემებით. 

რუმინული და უნგრული პრესის თანახმად (რაც რუმინეთში მხოლოდ 1995 წელს გამოქვეყნდა)  1987 წლიდან რუმინეთში შეაღწიეს სპეციალურად მომზადებულმა აგენტებმა საბჭოთა კავშირიდან, უნგრეთდან, ისრეალიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მათ ”სამსახური” ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებდა. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მათი რაოდენობა 1989 წლისთვის 500-ს აღწევდა.

რუმინეთის სიტუაცია იმითაც იყო უნიკალური, რომ ამერიკულმა და საბჭოთა სპეცსამსახურება ერთობლივი ძალებით დაიწყეს ჩაუშესკუს წინააღმდეგ სხვადასხვა სცენარების დაგეგმვა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით რუმინული თემა 1988 წელს იყო ერთ-ერთი უმთავრესი  გორბაჩოვის, შევარდნაძის, გრომიკოს და იაკოვლევის დასავლეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის ბზეჟინსკითან და კისინჯერთან მოლაპარაკებებისას.

1989 წელს რუმინეთმა სრულად გაისტურმა დასავლეთის ვალი 22 მლრდ. დოლარის ოდენობით, რაც იმ დროისთვისაც და შემდგომაც უნიკალურ მოვლენად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამის შემდგომ ჩაუშესკუმ განაცხადა რომ დასავლური ფინანსური ინსტიტუბისგან კრედიტის აღებას აღარ აპირებდა.

1989 წლის დეკემბერში მალტაზე აშშ-ის პრედენტის, ჯორჯ ბუშის შეხვედრა შედგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელ, მიხელ გარბაჩოთან, სადაც ირანული, ამერიკული, ლიბიური და ჩინური წყაროების მიხედვით რუმინეთის ლიდერს საბიდისწორი განაჩენი გამოუტანეს. სწორედ მალტაზე იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის და ჩაუშესკუს ლიკვიდაციის შესახებ. 

მალტის სამიტი 1989 წელს

1989 წლის 21 დეკემბერს რუმინეთში სისხლიანი გადატრიალება მოხდა. ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენა ყოველგვარი გამოძიების და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით ცხოველებივით ამოწყვიტეს. მათ სხეულში 120-მდე ტყვია იპოვეს დახვრეტის შემდეგ.

რუმინელი ლიდერის უკანასკნელი სიტყვები ესე ჟღერდა: “გაუმარჯოს რუმინეთის სოციალისტურ რესპუბლიკას და დამოუკიდებლობას”

ჩაუშესკუს ლიკვიდაციიდან 20 ათეული წლის შემდეგ, მასმედიის მიერ მისი ჯალათად და უსასტიკეს ტირანად შერაცხვის მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევები გვაჩვენებს რომ რუმინეთის მოსახლეობის 40-50% მას ხელახლად აირჩევდა ქვეყნის ლიდერად და მათი აზრით ჩაუშესკუს დროს ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე დღეს. (https://bit.ly/2AlsP2h, https://bit.ly/2QgPbf1)

ანასტასიო სამოსა – ამერიკელთა რჩეული დიქტატორი, ნიკარაგუელი „ტაჩო“

ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს, როდესაც რომელიმე პატარა სახელწმიფოზე სურს გავლენის მოპოვება, რამოდენიმე ხერხს იყენებს. ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს, იდეოლოგიურ ნიღაბს ამოფარებული დიქტატორის ხელისუფლებაში მოყვანა და მისთვის მორალური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა.

ამ მეთოდს, როგორც ნებისმიერი იმპერია, იყენებდა და დღესაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. მას ისტორიის არც თუ დიდი ხნის მანძილზე, დემოკრატიულ ნიღაბს ამოფარებული არა ერთი დიქტატორისთვის შეუწყვია ხელი ხელისუფლებაში აღსაზევებლად. ეს მიდგომა, მათ ძალიან კარგად ჰქონდათ აპრობირებული ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამიტომ, აუცილებელია  ამერიკული „რბილი ძალის“ სტრატეგიის არს რომ ჩავწდეთ, სათითაოდ მიმოვიხილოთ ლათინური ამერიკის ქვეყნებში, მათ მიერ ხელდასმული დიქტატორების პოლიტიკური მოღვაწეობა. ჩვენს ამ ბლოგში,  პირველ რიგში შევეხებით ნიკარაგუის დიქტატორის ანასტასიო სამოსას და მისი ოჯახური კლანის პოლიტიკურ მოღვაწეობას.

ანასტასიო სამოსა

ანასტასიო სამოსა

“ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ზოგიერთები ამ სიტყვებს  მიაკუთვნებენ ფრანკლინ დელანო რუზველტს, რომლითაც დაახასიათა ანასტასიო სამოსა. თუმცა რეალობაში ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერც ერთმა ისტორიკოსმა, თუ პრეზიდენტის ბიბლიოთეკის  თანამშრომლებმა  ვერ აღმოაჩინეს  ვერც ერთ არქივში. მაგრამ ბევრი აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები იმ პოლიტიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს, რომელსაც ატარებდნენ ამერიკელები ლათინურ ამერიკაში.

ამ მხრივ, ამერიკელების საზიზღრული პოლიტიკის გამტარებელი გახლდათ ანასტასიო სამოსა. ანასტასიო სამოსა, როგორც მისი ბიოგრაფები იუწყებიან კრიმინალური მიდრეკილებების ადამიანი გახლდათ, რომელსაც თავისი კრიმინალური საქმიანობიდან გამომდინარე, ვერც სასჯელ აღსრულების დაწესებულებას აარიდა თავი. მისი არაადმინური და კრიმინალური მიდრეკილებების გამო, ნიკარაგუაში მას „ტაჩო“ უწოდეს ანუ გარეწარი. მაგრამ იმ ხანად, ამერიკელებს ისე უნდოდათ მთლიან ამერიკის კონტინეტზე გეოპოლიტიკური კონტროლის დამყარება, რომ ნებისმიერ გარეწართან მზად იყვნენ ეთანამშრომლად, იგივე მიდგომა ვრცელდებოდა ანასტასიო სამოსაზეც.

როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ტაჩოს წარამტება ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი იმან, რომ ის შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, ცოლად შეირთო ნიკარაგუას პრზიდენტის ხუან ბატისტა საკასას დისშვილი. იგი მისი ცოლის ნათესავების მეშვეობით, 1926 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

დიქტატორი სამოსა აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტთან ერთად

დიქტატორი სამოსა აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტთან ერთად

თუმცა  მეცნიერები, მის პოლიტიკური წარმატების მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ მისდამი ამერიკელების მხარდაჭერას. როგორც ირკვევა, მის გაპრეზიდენტებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკელმა გენერალმა კალვინ ბ. მეტიუსმა, რომელიც იმ პერიოდისთვის გახლდათ ნიკარაგუის ეროვნული გვარდიის შეფ დირექტორი. მათი დაახლოება მოხდა, ამერიკის საქსპედიციო კორპუსში, რომელსაც 1912 წლიდან იყო დისლოცირებული ნიკარაგუაში და სადაც მუშაობდა თარჯიმნად.

1932 წელს, როდესაც ამერიკულმა საექსპედიციო კორპუსმა დატოვა ნიკარაგუას ტერიტორია, გენერალ მეტიუსის რეკომენდაციით ტაჩო დაინიშნა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად.  ეროვნული გვარდიის შეფობის შემდეგ, იგი ამერიკელების დავალებას ისე პირნათლად ასრულებდა, რომ მზად იყო ამერიკული პოლიტიკის მოწინააღმდეგე ფიზიკურად გაენადგურებინა. ანასტასიო სამოსამ პირველი რაც გააკეთა, ეს გახლდათ პოლიტიკური ოპონენეტების, ანუ ნიკარაგუელი ხალხის თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამაინების ფიზიკური ლიკვიდაცია. ისტორიკოსები ტაჩოს მსხვერპლთაგან, რამოდენიმე ათასს ადამიანს ითვლიან. სამოსას ლათინური ამერიკელი დიტქტორებში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ადამიანად მიიჩნევა. როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ, იგი საპატიმროს ბინადრებს კვებავდა, მის მიერ დახვრეტილი ოპონენტების ხორცით.

ამერიკელების მიერ ტაჩოსადმი მიცემული  პირველი შავი დავალება გახლდათ, „თავისუფალი ადამიანების“  გენერალ სანდინოს მეტსახელი)გენერლის ვერაგული მკველობა, რომელიც უშუალოდ შეუკვეთა ამერიკის ელჩმა ნიკარაგუაში.

ამერიკელების მიერ მიცემული დავალებების პირნათლად შესრულებისთვის, იგი მისმა ჩრდილოელმა პატრონებმა აღაზევეს პრეზიდენტის სკამზე, რომელზეც „იჯდა“ 1936-1947 წლებში და რამოდენიმე წლიანი შუალედის გამოტოვებით, უკვე 1950-1956 წლებში.

გაპრეზიდენტების შემდეგ, მისი დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარული პატრონების დავალებით, მან კონსტიტუცია შეცვალა და თავის თავს მოარგო, ხოლო პარტიული სისტემის რეფორმირებით, (საქართველოს ექსპრეზიდენტის ქმედებებს ხომ არ გაგონებთ?) ყველა პარტია გააუქმა გარდა ლიბერალური პარტიისა. რაც შეეხება „ეროვნულ გვარდიას“, რომელიც რეპრესიული მანქანა გახლდათ ნიკარაგუაში, მასზე კონტროლი დაუთმო ამერიკელებს.

სხვათა შორის ეროვნული გვარდიის ბაზაზე, ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ მებრძოლებს და ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ პატრიოტული ძალების საწინააღმდეგოდ. მაგალითად 1948 წელს, ტაჩომ ამერიკელების დავალებით თავისი ჯარები გააგზავნა კოსტა-რიკაში, სადაც მათი დახმარებით ხელი შეუწყვეს ამერიკის მარიონეტის ხელისუფლებაში მოსვლას. ექვსი წლის შემდეგ, ნიკარაგუა ამერიკელებთან ერთად მონაწილეობდა გვატემალაში შეიარაღებულ ინტერვენციაში. იმავე 1954 წელს სამოსამ ხელშეკრულება გააფორმა აშშ-თან, რომლის ძალით ნიკარაგუის სამხედრო ძალები დაუქვემდებარა ამერიკელების კონტროლს.

ნიკარაგუელი ხალხი კი არ ეპუებოდა, სამოსას ამერიკელებისადმი მონურ, ხოლო ქვეყნის შიგნით კი ტირანულ პოლიტიკას, რომლებიც პარტიზანულ ომებს აწარმოებდნენ დამპყობელი ამერიკელების და მისი მარიონეტის წინააღმდეგ.

1956 წელს ახალგარზდა პოეტებმა მოაწყვეს შეთქმულება სამოსას მოსაკლავად და ამავე წლის 21 სექტემბერს ახალგაზრდა ბოევიკმა რიგობერტო ლოპეს პერესმა რამდენიმე ტყვიით დაჭრა ტაჩო, რომელიც ამერიკელი ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად შვიდი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ტაჩოს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები ჩაუდგნენ ნიკარაგუას სათავეში, თუმცა სამოსების კლანი 1979 წელს  რევოლუციის შედეგად იყვნენ დამხობილნი, ხოლო სამოსას ვაჟები გაიქცნენ ნიკარაგუიდან ისე, რომ საფლავებიდან წინაპრების ძვლები ამოთხარეს და თან წაიღეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა ისინი აღარ მიიღეს (საერთაშორისო არენაზე იმიჯის შელახვა არ ისურვეს), რის გამოც იძულებულნი გახდნენ გახიზნულიყვნენ და სხვა პორმარიკული დიქტატორის, პარაგვაის ლიდერ სტრესნერის სამფლობელოსთვის შეეფარათ თავი. 1980 წლის 17 სექტემბერს კი ქალაქ ასუნსიონში მომხდარი ტერაქტით მოკლული იქნა, სამოსების კლანის უკანასკნელი წარმომადგენელი ლუის სამოსა, რომელიც განახორციელა რევოლუციური სახალხო არმიის არგენტინელი ამბოხებულების ჯგუფმა, რომელსაც ენრიკე გორიანა მერლო ხელმძღვანელობდა.

 ირაკლი ბენუა

ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი

”ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი” – ეს ფრთოსანი ფრაზა ამერიკის 32-ე პრეზიდენტ, ფრანკლინ დელანი რუზველტს ეკუთვნის, რომლითაც მან ნიკარაგუის ცნობილი დიქტატორი ანასტასიო სამოსა შეამკო.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა საუკუნეზე მეტ ხნის წინ იყო წარმოთქმული, საკმაოდ ზუსტი და დროული იქნებოდა დღესაც მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ს ხელისფულების დღევანდელი ურთიერთობას დასახასიათებლად.  საერთოდ ამერიკელები და დიქტატორები ცალკე სასაუბრო, საკმაოდ ვრცელი თემაა. საკმაირისია გავიხსენოთ ის, თუ როგორ მოაწყვეს ამერიკელებმა სახელმწიფო გადატრიალება ჩილეში და ხელისფულებაში ცნობილი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი მოიყვანეს. მაგრამ დღესდღეობით XXI საუკუნეში ისინი თავისას არ იშლიან და ყველას დასანახად, საჯაროდ ”აპრავებენ” თავის მორიგ ნაბიჭვარ სააკაშვილს, და უფრო მეტიც საერაშორისო სამართლის ნორმებსაც არღვევენ, კერძოდ:

saak

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აშშ-ის კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა მოუწოდა ინტერპოლს, არ დაკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ ინტერპოლის მიერ შესაძლოა მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა გამოიწვიოს.

მაიკლ ტერნერის წერილი

მაიკლ ტერნერის წერილი

აშკარაა რომ დასავლეთი უარს ამბობს დამოუკიდებელ სახელმწიფოს გადმოსცეს მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი მოქალაქე და მეტიც, ცინიკურად ამ ადამიანს საპასუხისმგებლო პოსტებზე ნიშნავენ და მიესალმებიან; ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და ისეთ ორგანიზაციაზე ახდნენ ზეწოლას, როგორიც ინტერპოლია.

დასავლეთის პოზიცია შეიძლება პირდაპირ განხილულ იქნას როგორც საქართველოს სუვერენინეტის, კანონის უზენაესობის და სხვა დეკლარირებული ე.წ. “ფუნდამენტური” პრინციპების შელახვა. უფრო მეტიც ეს ნეოკოლონიალიზმის პირდაპირი გამოხატულებაა, როდესაც სახელმწიფოები თანასწორნი არიან, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია?

ეს ფაქტი ალბათ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.