Spiegel: ახლახან აღმოჩენილია 1991 წ. დოკუმენტები ნატოს არგაფართოებაზე

კოლი, გენშერი, გორბაჩოვი – 1990 წ. © REUTERS

ბრიტანულ არქივში აღმოჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დასავლური ქვეყნები 1989-1991 წლების მოლაპარაკებებზე საბჭოთა კავშირს დაპირდნენ ნატოს არგაფართოების შესახებ, აღნიშნავს გერმანულ ჟურნალი Spiegel. გორბაჩოვმა გდრ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები წინააღმდეგობის გარეშე დათმო. სანაცვლოდ ამერიკელები და ევროპელები გეგმავდნენ ნატოს გარდაქმნას სამშვიდობო სტრუქტურად.

რუსეთი ათწლეულობის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასავლეთის მიერ მიცემული დაპირების დარღვევაა, რაც ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ იქნა მიცემული. და ახლა ამოტივტივდა დოკუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

რამდენიმე კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თავი თავდაჯერებულად ეკავა. ნორვეგიელმა დამაჯერებლად უპასუხა Spiegel-ის კითხვას, ჰქონდა თუ არ მიცემული ნატოს დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოებაზე. სტოლტენბერგმა მტკიცდ უპასუხა: ”ეს უბრალოდ ტყუილია”. ასეთი დაპირება არასდროს არ გაცემულა, მსგავს კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ეს უბრალოდ სიყალბეა”.

სტოლტენბერგის მსგავსად სიტუაციას ანალოგიურად ხედავს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი, სამხედრო და ჟურნალისტი. ეს საერთო პოზიციაა: 1999 წელს პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და შემდეგ სხვა აღამოსავლეთევროპული ქვეყნების მიღება ნატოში თითქოს არ ეწინააღდეგებოდა მოსკოვთან შეთანხმებას ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ 1989 წელს. ეს საერთო პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი პუტინი ნებისმიერი საბაბით იმეორებს, რომ დასავლეთმა მისი ქვეყანა მოატყუა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამას ამტკიცებს პუტინი, ვინ მოისურვებს დასავლეთში დაადანაშაულონ იმაში, რომ ის ”პუტინის პროპაგანდის” დამხმარეა?

და მაინც: სტოლტენბერგის პოზიცია შეკითხვებს იწვევს. ამაზე მოწმობს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული დოკუმენტიც. ეს დოკუმენტი ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოშუა შიფრინზონმა გამოჩხრიკა, ამასთან ერთად აღნიშნული საბუთი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში საუბარია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი პირების შეხვედრაზე 1991 წლის 6 მარტს ბონში.

შეხვედრის თემა პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. გდრ და ფრგ გაერთიანდნენ შეხვედრამდე 5 თვით ადრე. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვარშავაში და ბუდაპეშტში პოლიტიკოსები გამოხატავდნენ ინტერესს დასავლურ ქვეყნებთან კავშირის თაობაზე. აღმოჩენილი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ იმ დროს ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები იყვნენ საერთო პოზიციაზე: ნატოში აღმოსავლეთევროპული ქვეყნების წევრობა – ”მიუღებელია”.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გერმანიის წარმომადგენლის იურგენ ჰრობოგის შენიშვნა ზემოთხსენებულ დოკუმენტში:

”ნატო არ გაფართოვდება ელბას მეორე მხარეს. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ნატოს წევრობა შევთავაზოთ.

შეგახსენებთ, რომ 2+4 მოლაპარაკებები გამართული იყო ფრგ-ს და გდრ-ს და II მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 წამყვან ქვეყანას შორის (საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი)

ჯერ კიდევ 1993 წელს, პუტინის რეჟიმის შექმნამდე დიდი ხნით ადრე რუსები აღნიშნავდნენ, რომ უეცრად გაჟღერებული გეგმები ნატოს გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდა 2+4 მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტს. დოკუმენტიდან გამომდინარე, რუსები საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისას 1991 წლისს ოფიციალურ დასტურს ეყრდნობოდნენ ფრგ-ს ხელმძღვენელობისგან – კანცლერ ჰელმუტ კოლისგან და ჰანს-დიტრიხ გენშერისგან.

ამერიკელებიც ანოლოგიურად უყურებდნენ 1991 წლის სიტუაციას, როგორი დამოკიდებულებაც დღეს პუტინს გააჩნია – დაუშვებელია ნატოს გაფართოება. თუ დოკუმენტს დავუჯერებთ აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზაიცი გერმანელ კოლეგას ჰრობოგს დაეთანხმა და თქვა:

”ჩვენ მყარად დავარწმუნეთ საბჭოთა კავშირი 2+4 მოლაპარაკებებზე და სხვა შეხვედრებზე, რომ არ ვაპირებთ არანაირი სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარების უკან დახევით აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით – არც ფორმალურად, არც არაფორმალურად.”

ამის მიუხედავად, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ დასავლეთმა ხელი არ მოაწერა კრემლთან იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნებოდა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავდა. ეტყობა იმ მოლაპარაკებების მონაწილეები კეთილსინდისიერად მოქმედებნენ. გორბაჩოვის დაპირების შემდეგ საბჭოთა კავშირი დემოკრატიულად გარდაესახა, იმპერია აღმოსავლეთით რეფორმებისთვის მზად ჩანდა, გორბაჩოვმა ასევე აღნიშნა მზაობა საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების საკითხი განეხილა. საპასუხოდ კოლს, გენშერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად სურდათ ნატოს რეფორმირება, სამხედრო ბლოკიდან მისი გარდაქმნა პოლიტიკურ ალიანსად და სერიოზულად გაეთვალისწინებინათ კრემლის ინტერესები. ნავარაუდები იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოებით ნატო კონფლიქტამდე არ მივიდოდა.

კლაუს ვიგრეფე (Klaus Wiegrefe)

Spiegel: ობამა დასავლეთის ბოლო პრეზიდენტი იყო

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანულმა გამოცემა “შპიგელმა” ბოლო წინა ნომერში აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა არ დაინდო და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.

 

009

ბარაკ ობამა იყო გერმანელების ერთგვარი იმედი უკეთესი ამერიკის მოლოდინში. მაგრამ მსოფლიო უკეთესობისკენ არ შეცვლილა. აშშ-ს პირველმა აფროამერიკელმა პრეზიდენტმა გერმანელებს იმედი გაუცრუა.

ბარაკ ობამა თავის დასამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში გერმანიაში იმროფებოდა. მას თავის დროზე მესიასაც კი ადარებდნენ, როდესაც 2008 წლის ივლისში ბერლინის გამარჯვების კოლონასთან მას 200 000 ადამიანი შეეგება. არასდროს იქამდე და იმის მერე ობამა ესეთი მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე არ გამოსულა. მესია მაშინ იწვევს ხალხის ნდობას სანამ გამოჩნდება, საკმარისია ის გამოჩნდეს თავისი რეალური სახით, რომ დაკარგოს თავისი მომხიბვლელობა. ობამაც ასეთ  იმედგაცრუებად იქცა.

აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი საზეიმო სიტყვების კორიანტელი იყო, რასაც რეალური ”საქმენი საგმირონი” არ მოყვა.

გაზეთ Bild-თან ინტერვიუში მან შეაქო გემრანიის კანცლერი, ანგელა მერკელის პოლიტიკა დევნილებთან მიმართებაში. მან აღნიშნა: “მსოფლიომ იხილა ანგელა მერკელის მამაცი პოზიცია, როდესაც უამრავმა მიგრანტმა მიაშურა ევროპას. ჩვენ არ შეგვეძლო მათთვის კარის დახურვა, როდესაც ისინი ესეთ გასაჭირში იმყოფებიან. ეს ჩვენი ფასეულობების ღალატი იქნებოდა.”

და ამას იძახის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც მხოლოდ 2500 ლტოლვილი მიიღო. ობამამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმაბლობაში ისინი კიდევ 10 000 მიგრანტს მიიღებენ. ამას ობამა იმ ქვეყნის მოსახლოებას უცხადებს, რომელმაც გასულ წელს 1 მილიონი სირიელი მიგრანტი შეიაფარა საკუთარი პოლიტიკური რისკის ფასად.

ფასეულობა, ფასეულობა, ფასეულობა. ჰამლეტი კი იტყოდა: “ლაყბობა, ლაყბობა და ლაყბობა”. თუ მორალი იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალი არის ის, რასაც სახელწმიფო განკარგავს, მაშინ აშშ – ბანკროტია. აშშ-ს გაბანკროტებაში ლომის წვლილი ჯორჯ ბუშს უმცროსს მიუძღვის, მაგრამ ობამამ ამ პროცესს ხელი ვერ შეუშალა და თავისი ქმედებებით გარკვეულწილად დააჩქარა კიდეც. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ობამას მცირერიცხოვანი გამარჯვებებიც: ირანთან ბირთვული შეთანხმება, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზება. მაგრამ მას დამარცხებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ჰქონდა: გუანტანამოს ციხე არ დახურულა, საომარ მოქმედებებში დრონების აქტიური გამოყენება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს, აშშ დანარჩენი მსოფლიოს ტოტალურ კონტროლს ახორციელებს. ობამამ მსოფლიო უკეთესობისკენ ვერ შეცვალა.

სიტყვა დასავლეთს თავის დროზე საკმაოდ პოზიტიური დატვრითვა გააჩნდა. ის ნიშნავდა უკეთესი სამყაროს მიზნებს და ფასეულობებს. დასავლეთი მოაზრებდა დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირისპირდებოდა ტირანიას და ადამიანების ჩაგვრას. მაგრამ რაც აშშ-მ დასავლეთს დამართა ძალიან კარგად გამოჩნდა 2013 წელს, როდესაც რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უარი განუცხადა ბოლივიის პრეზიდენტს, ევო მორალესს თვითმფრინავის დაჯდომაზე, რადგანაც ეჭვი ქონდათ რომ თვითმფრინავის ბორტზე XXI საუკუნის ყველაზე დიდი დისიდენტი, ედვარდ სნოუდენი იმყოფებოდა.  ყველა ეს ქვეყანა აშშ-ს შესაძლო რისხვამ დააშინა, ქვეყნის რომელიც მსოფლიოს ჰეგემონი და ჟანდარმია.

ობამამ ვერ მოახერხა და ვერ გახდა ავრაამ ლინკოლნის მასშტაბის პრეზიდენტი. არადა სწორედ ავრაამ ლინკოლნმა დაიწყო მონობის წინააღმდეგ ბრძოლა საუკენახევრის წინ. ბარაკ ობამა დასავლეთის ბოლო პრეზიდენტია, ყველა მის შემდგომი მხოლოდ შეერთებული შტატების მეთაური იქნება და არაფერი მეტი. თვითონ აშშ გაუცხოვდა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ.