ბორელი: ”ევროპა აყვავებული ბაღია, დანარჩენი მსოფლიო – ჯუნგლები”‘

რამდენიმე თვის წინ, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც ევროცენტრიზმით, ქედმაღლობით და საკმაოდ იმპერიალისტური ქვეტექსტითაა განმსჭვალული.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური იდეის ახსნისას, ბორელმა ევროპა ბაღს შეადარა, ხოლო დანარჩენი მსოფლიო – ჯუნგლებს, რომელთაც ამ ბაღში შეჭრა შეუძლიათ, თუ ევროკავშირი მათთან დიალოგის რეჟიმს არ შეინარჩუნებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ბრიუგეში ევროპული დიპლომატიური აკადემიის გახსნისას ისაუბრა.

”ევროპა ბაღია. ჩვენ ავაშენეთ ბაღი, სადაც ყველაფერი მუშაობს. ეს ადამიანის მიერ შექმნილი პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური აყვავების და სოციალური გაერთიანების საუკეთესო კომბინაციაა. დანარჩენი მსოფლიო, სხვა ქვეყნების დიდი ნაწილი ჯუნგლებია. ჯუნგლებს კი ბაღში შეჭრა შეუძლიათ. მებაღეებმა ბაღზე უნდა იზრუნონ, მაგრამ ისინი კედლების აშენებით არ დაიცავენ.”– განაცხადა ბორელმა.

დიპლომატის აზრით ”მებაღეები” უნდა გაეხსნან დანარჩენ მსოფლიოს და ურთიერთმოქმედაბაში შევიდნენ.

”ევროპელი უფრო მეტ ურთიერთქმედაბაში უნდა შევიდეს დანარჩენ სამყაროსთან, თორემ დანარჩენი მსოფლიო სხვადასხვა გზებით და მეთოდებით შემოიჭრება ჩვენში” ამბობს ბორელი.

ევროპული დიპლომატიის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანამეგობორობა ვერ შეძლებს გადარჩენას და მსოფლიოსგან იზოლირებას, როგორც ”გამონაკლისი”. მისი სიტყვებით ევროპა უნდა დაეხმაროს სხვა ქვეყნებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

რას უმალავს ქართულ საზოგადოებას ევროკავშირის დიპლომატი კაუპო კანდი?

დიპლომატიურ პრაქტიკაში იშვიათობაა, რომ უცხოელმა დიპლომატმა ადგილსამყოფელ ქვეყანაში 3 წელიწადზე მეტი ხანი დაჰყოს, ვინაიდან მოქმედებს როტაციის პრინციპი, რომელიც დიპლომატიური კადრების შეცვლას ითვალისწინებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს პერიოდი კი, როგორც წესი, 3-წლიან ვადას შეადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, თანაც საკმაოდ ბევრი. მაგრამ, ძალიან დიდი იშვიათობაა, რომ ერთი და იგივე უცხოელი დიპლომატი ადგილსამყოფელ ქვეყანაში 15 წელიწადი და მეტიც მუშაობდეს, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის რანგში.

კაუპო კანდი

სწორედ ასეთი იშვიათი გამონაკლისია წარმოშობით ესტონელი კაუპო კანდი (Kaupo Känd), რომელიც საქართველოში ადრეული 2000-იანი წლებიდან არის მოვლინებული, როგორც ევროკავშირის დიპლომატი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც ასრულებდა ანალიტიკოსის და პროპაგანდისტის ფუნქციებს, ჩართული იყო შიდა ქართლში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, ასევე გახდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – პიტერ სემნების პოლიტიკური მრჩეველი და ა. შ.   2016 წლიდან არის ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ამ სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, ადმინისტრაციულ დახმარებას აღმოუჩენდა 2008 წლის აგვისტოს ომის ცალკეული ეპიზოდების გამოძიებაში.

პარალელურად, ბ-ნი კენდი ბოლო დრომდე კითხულობს საჯარო ლექციებს.

ძირითადი, ფილოსოფოსის განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სადოქტორო ნაშრომი ინგლისში მოამზადა, აქვს სამეცნიერო ხარისხი. არის დახვეწილი, ინტელიგენტი ადამიანი.

კაუპო კანდი

ასეთი დიპლომატის „ჩარჩენა“ საქართველოში ცოტა უცნაურია. როგორც ვთქვით, ეს დიდი გამონაკლისია და გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ასე მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ან საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ენთუზიასტებს შეუძლიათ მუშაობა, თუმცა მათთვისაც ბევრია 15 წელი. მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერია შესაძლებელი!

ბ-ნი კაუპოს „აგენტობას“ არ ვამტკიცებთ, მაგრამ გონივრულ ეჭვს გამოვხატავთ, მით უმეტეს, რომ ესტონელმა რადიო „თავისუფალი ევროპის“ და „თავისუფლების“ ჟურნალისტობაც მოასწრო – ვისია ეს რადიოსადგურები, ადრე თუ არ ვიცოდით, ახლა მაინც ვიცით.

კაუპო კანდის კავშირები აშშ და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან დიდი არაფერი ბედენაა თავისთავად, ვინაიდან საქართველო ისედაც გადავსებულია ათასი ჯურის მზვერავითა და ჯაშუშით, მაგრამ საქმე ეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)-ს, რომელსაც აშშ არ აღიარებს და ამერიკელი მზვერავებისა და ჯაშუშების ყოფილმა თავკაცმა, უკვე სახელმწიფო მდივნის რანგში, მაიკ პომპეომ, ამ ორგანიზაციაზე და, კერძოდ, მის პროკურორზე, ფატუ ბენსუდაზე, გააფთრებული დიპლომატიური იერიში მიიტანა. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ თავისი ბატონი, ამერიკა, ასე მძაფრად დაუპირისპირდებოდა ჰააგის სასამართლოსა და მის ჩინოვნიკებს (არადა, ეს გასაგებია, რადგან ამერიკელი სამხედროები უხვად სჩადიან არაადამიანურ დანაშაულებებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და ჰააგა მათთვის შესაფერისი „წამალი“ იქნებოდა), თორემ ალბათ საერთოდ უარს იტყოდა ამ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე.

2020 წელს აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდასა და იურისდიქციების განყოფილების ხელმძღვანელს, ფაკისო მოჩოჩოკოს პერსონალური სანქციები დაუწესა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სანქციების იმ პირებისათვის დაწესებას, რომლებიც ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ომის შესაძლო დანაშაულის გამოძიებაში არიან ჩართულნი.

ბუნებრივია, ამერიკელებსაც აქვთ თავიანთი ხელი ჩაყოფილი ეგრეთ წოდებულ გამოძიებაში, რომელსაც კაუპო კანდისნაირი ხალხი აწარმოებს. შესაბამისად, ეს ხალხი ამერიკის ინტერესებს განახორციელებს და არა ობიექტურობის ინტერესებს (საქართველოს ინტერესებზე ხომ ისედაც ზედმეტია საუბარი).

ამერიკელებს არ აძლევთ ხელს ICC-ის მიერ ნეიტრალურად და წარმატებით ჩატარებული გამოძიება, რადგან სასამართლოს წარმატება მათ ინტერესებს აყენებს ზიანს. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, გამოძიება დასრულდეს წარუმატებლად. ჩვენთვის უკეთეს შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო თავის დასკვნაში წყალ-წყალა ფორმულირებებით დაკმაყოფილდება და შეეცდება, ჯოხი უმნიშვნელო პირებზე გადატეხოს, უარეს შემთხვევაში კი ახალი გამწვავების პროვოცირებას მოახდენს საქართველოსა და რუსეთს შორის, სკანდალის ასაგორებლად.

როგორ გაკოტრდა ლიბერალიზმი აღმოსავლეთ ევროპაში

კომუნიზმის მარცხის შემდეგ დასავლური ლიბერალიზმის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმირების დანაპირები არასდროს ყოფილა ბოლომდე განხორციელებული; ამან საპირისპირო მოვლენების მოწმენი გაგვხადა.

1990 წლის გაზაფხულზე, 26 წლის ამერიკელმა ჯონ ფეფერმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა იმ იმედით, რომ შეძლებდა ამ რეგიონის პოსტ-კომუნისტური მომავლის საიდუმლოს ამოხსნას და მის თვალწინ მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებს საკუთარ წიგნში ასახავდა. ფეფერი  არ გახლდათ ამ დარგის ექსპერტი და ამიტომ თეორიების გადამოწმების ნაცვლად, უბრალოდ გაესაუბრა ყველა რჯულისა და საქმიანობის ადამიანს, ვისაც კი შეხვდა. მან მიაგნო აღმაფრთოვანებელ და ამასთანავე დამაფიქრებელ ურთიერთწინააღმდეგობას. აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრნი იმედიანად კი იყვნენ, მაგრამ მაინც შფოთავდნენ, რომ შეიძლება რაიმე ცუდი მომხდარიყო. მის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მოელოდა, რომ ხუთი, მაქსიმუმ ათი წლის შემდეგ, ისინი ვენელების ან ლონდონელების მსგავსად იცხოვრებდნენ. თუმცა, ეს მოლოდინები სავსე იყო შესაძლო წარუმატებლობის დარდით. როგორც უნგრელმა სოციოლოგმა ელემერ ჰანკისმა აღნიშნა: „ხალხმა მოულოდნელად გაიაზრა, რომ დამდეგ წლებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება მდიდარი და ვინ ღარიბი; ვის ჩაუვარდება ხელთ ძალაუფლება და ვის არა; ვინ მოექცევა საზოგადოების სათავეში და ვინ მის ბოლოში. და, ბოლოს, ვინ დააფუძნებს დინასტიებს და ვისი შვილები კი უღელქვეშ აღმოჩნდებიან“.

საბოლოო ჯამში, ფეფერმა გამოაქვეყნა წიგნი და აღარ მიბრუნებია ამ საკითხს, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში მისი ყურადღება მიიპყრო. ამასთანავე, ოცდახუთი წლის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო რეგიონში და მოეძებნა ის ადამიანები, რომლებიც 1990 წელს გამოკითხა. ამჯერად აღმოსავლეთ ევროპა უფრო შეძლებული იყო, მაგრამ გაღიზიანებული უსამართლობით. კაპიტალისტურმა მომავალმა დაისადგურა, თუმცა მისგან მიღებული მოგებაც და წნეხიც არა მხოლოდ არათანაბრად, არამედ ბრიყვულადაც კი იყო განაწილებული.

თუ „აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის თაობისთვის კომუნიზმი აღმოჩნდა „წარუმატებელი ღმერთი““, ამჯერად უკვე „რეგიონის ამჟამინდელი თაობისთვის ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა  „წარუმატებელ ღმერთად““.

ამონარიდი ჯონ ფეფერის წიგნიდან

არსებობს 1989 წლის შემდეგ ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების მიერ დასავლეთზე სწორების მცდელობის აღმნიშვნელ ტერმინთა მთელი რიგი –  ამერიკანიზაცია, ევროპეიზაცია, დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, გაფართოება, ინტეგრაცია, ჰარმონიზაცია, გლობალიზაცია და ასე შემდეგ; თუმცა, ძირითადი გზავნილი იყო უცვლელი – მოდერნიზაცია იმიტაციის მეშვეობით, ხოლო ინტეგრაცია ასიმილირების გზით. თანამედროვე ცენტრალური ევროპის პოპულისტების თანახმად, კომუნიზმის ჩამოშლამ განაპირობა ლიბერალური დემოკრატიის ახალ, გარდაუვალ ორთოდოქსიად ჩამოყალიბება. მათი თანმიმდევრული და უწყვეტი ქადაგების (ჩივილის) საგანია დასავლური ღირებულებების, განწყობების, ინსტიტუტებისა და პრაქტიკების იმიტაციის (გამეორების) სასიცოცხლო საჭიროება და ვალდებულება.

ცივი ომის მიწურულს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებული დემოკრატიების უმრავლესობა გარდაიქმნა შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ მაჟორიტარულ (უმრავლესობის) რეჟიმებად. მათში პოლიტიკური ოპოზიცია დემონიზირებულია, არასამთავრობო მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამორთმეული აქვთ გავლენები, ხოლო სუვერენიტეტი განიხილება, როგორც ხელმძღვანელობის სურვილი და უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის მიერ „თავს მოხვეულ“ იდეალებს, როგორებიც არიან პოლიტიკური მრავალფეროვნება, სახელისუფლებო გამჭირვალობა და უცხოელების, დისიდენტებისა და უმცირესობებისადმი შემწყნარებლობა.

ცალკე აღებული ვერცერთი ცვლადი ვერ ახსნის 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ესოდენ ბევრ და განსხვავებულ გარემოში არსებულ სახელმწიფოებში ერთდროულად ავტორიტარული ანტი-ლიბერალიზმის აღმავლობას. თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის კანონიკური სტატუსისა და იმიტაციის პოლიტიკისადმი გაღიზიანებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ, რომ ალტერნატივის არარსებობა ყველაზე უკეთ ხსნის დღევანდელ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებს და არა ავტორიტარული წარსულის „მიზიდულობის ძალა“ ან ლიბერალიზმისადმი ისტორიულად განმტკიცებული მიუღებლობა. ამპარტავნული რწმენა, რომ „სხვა გზა არარსებობს“ ჩამოყალიბდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური ქსენოფობიის და რეაქციური ნატივიზმის (ანტი-საიმიგრაციო მოძრაობა) ტალღის განცალკევებულ მამოძრავებელ ძალად; ტალღა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ბობოქრობს.

ცივი ომის დასრულებისას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის დასავლეთთან შეერთების შეჯიბრი – საერთო მიზანი იყო. უდავოა, რომ უმთავრესი მიზანი გახლდათ დასავლეთისადმი ისეთი მიმსგავსება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო განსხვავების მოძებნა. დასავლური მოდელის დიდი მონდომებით გადმოღება და ამასთანავე საბჭოთა ჯარების რეგიონიდან გაყვანა აღქმულ იქნა, როგორც განთავისუფლება. თუმცა, გამოწვევებით აღსავსე ორი ათწლეულის შემდეგ წარმოუდგენელია იმ უკუშედეგების უარყოფა, რომლებიც იმიტაციის პოლიტიკას თან ახლდა. გაღიზიანებამ მწვერვალს მიაღწია, არალიბერალური პოლიტიკოსები პოპულარულები გახდნენ და უნგრეთსა და პოლონეთში ხელთ ჩაიგდეს ძალაუფლება.

პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ცნობილი ეკონომისტი, ”შოკური თერაპიის” დოქტრინის ავტორი – ლაშეკ ბალცეროვიჩი

1989 წლის შემდეგ, პირველ წლებში, ლიბერალიზმი ზოგადად ასოცირდებოდა ისეთ იდეებთან, როგორიც არის ინდივიდუალური შესაძლებლობები, გადაადგილების და მოგზაურობის თავისუფლება, აზრის დაუსჯელად გამოხატვა, სამართლიანობისადმი წვდომა და ხელისუფლების მზაობა ყური დაუგდოს საჯარო მოთხოვნებს. 2010 წელს კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ლიბერალიზმის ვერსიები განიცდიან ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული ზრდადი სოციალური უსამართლობის, ყოვლისმომცველი კორუფციის და საჯარო სიკეთეების ადამიანების მცირე ჯგუფში მორალურად შერჩევითი გადანაწილების მძიმე წნეხს. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოშვა დიდი უნდობლობა ბიზნეს ელიტებისა და ე.წ. კაზინო კაპიტალიზმის (დასავლური ეკონომიკური სისტემა) მიმართ, რამაც ლამის დაანგრია მსოფლიო ფინანსური წყობა.

რეგიონში ლიბერალიზმის რეპუტაცია 2008 წლის შემდეგ ვეღარ აღდგა. ფინანსურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მოსაზრებას, რომელიც დასავლეთში გავარჯიშებული ეკონომისტების მცირე ჯგუფის მიერ არის ჯერ კიდევ მხარდაჭერილი, რომ ამერიკული ტიპის კაპიტალიზმის იმიტაცია უნდა გაგრძელდეს. ნდობა დასავლური პოლიტიკური ეკონომიკისადმი, როგორც კაცობრიობის მომავალზე ორიენტირებული ხედვისადმი, გამომდინარეობდა რწმენისგან, რომ დასავლურ ელიტებს ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. უეცრად კი აღმოჩნდა, რომ მათ არ ესმოდათ. სწორედ ამიტომ ჰქონდა 2008 წელს ესოდენ დამანგრეველი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური ეფექტი.

დამატებითი მიზეზი, თუ რატომ შეძლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტებმა ევროპული ლიბერალიზმის ბნელი მხარეების წარმატებით გაზვიადება გახლავთ იმაში, რომ დროთა განმავლობაში საერთო (კოლექტიური) მეხსიერებიდან წაიშალა ევროპული ანტი-ლიბერალიზმის კიდევ უფრო ბნელი მხარეები. ამასობაში კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელისუფლებაში მოსული ანტი-ლიბერალური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან სამოქალაქო ალიანსი (Civic Alliance, ქართ. ფიდესი – ინგ. Fidesz) უნგრეთში და კანონისა და სამართლიანობის პარტია პოლონეთში (Law and Justice party, PiS), ეწევიან ლიბერალური პრინციპების და ინსტიტუტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას, რომ გადაფარონ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სამართლიანი ბრალდებები; გაამართლონ დამოუკიდებელი მედიისა და სამართლებრივი ინსტიტუტების ჩამოშლა იმ მიზეზით, რომ ისინი იცავენ ერს უცხო ქვეყნისადმი სიმპათიებით გამსჭვალული (ინგ. foreign-hearted) მტრებისგან.

თუმცა რეგიონში ანტი-ლიბერალური ხელისუფლებების კორუმპირებული და უღირსი ბუნების შესწავლა ვერ დაგვეხმარება მოსახლეობაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერის წყაროების გაგებაში. პოპულიზმის საწყისები უდავოდ მრავალშრიანია, თუმცა ის ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც დაკავშირებული იყო უმძიმეს გამოწვევასთან ჩამოყალიბებულიყო საუკეთესო (მოწინავე) მოდელის (ინგ. superior model), უკეთეს შემთხვევაში, დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ხარისხოვანი ასლი (ინგ. inferior copy). პოსტ-საბჭოთა პერიოდში განხეთქილება რეალობასა და „დემოკრატიაზე გადასვლის“ ხედვას შორის გაძლიერდა მოვლენილი უცხოელი „შემფასებლების“ მიერ, რომლებსაც არ გააჩნდათ ადგილობრივ პროცესებზე არანაირი წარმოდგენა. ამ ერთად თავმოყრილმა ფაქტორებმა გამოიწვიეს ადგილობრივი რეაქცია რეგიონში (ინგ. nativist reaction, რედ. იგულისხმება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით იმიგრანტებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელების წინააღმდეგ); ერთგვარი ადგილობრივი აუთენტური (ჭეშმარიტი) ნაციონალური ტრადიციების ხელმეორედ „განმტკიცება“, რომლების თითქოს და ჩახშობა ხდებოდა შეუსაბამო დასავლური სტანდარტების გამო. პოსტ-ნაციონალურმა ლიბერალიზმმა, რომელიც ასოცირდებოდა ევროკავშირის გაფართოებასთან, მისცა შესაძლებლობა „სულის ჩამდგმელ“ პოპულისტებს მოეხდინათ ეროვნულ ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობაზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება.

ეს გახლდათ რეგიონში ანტი-ლიბერალური ჯანყის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ამასთანავე თანმხლები ცვლადი უდავოდ იყო მტკიცებულება, რომელიც 1989 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ ლიბერალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს არ ჰქონდათ ალტერნატივა. ასეთმა ხედვამ გააჩინა სურვილი, რომ ჯინაზე დამტკიცებულიყო საპირისპირო ანუ რეალური ალტერნატივის არსებობა. მაგალითად, ავიღოთ გერმანული ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (გერ. Alternative fur Deutschland, AfD). სახელიდან გამომდინარე ნათელია, რომ ის შეიქმნა ანგელა მერკელის მტკიცე მონეტარული პოლიტიკის “alternativlos” (უალტერნატივობა) საპირწონედ. მერკელის მიდგომას, რომ მთავრობის პოლიტიკა წარმოადგენს ერთადერთ მართებულს, მოჰყვა ალტერნატივის ძიების მძლავრი და შეუჩერებელი მუხტი. მსგავსი უკუშედეგი მოჰყვა პოსტ-ნაციონალიზმის ნორმალურობის აღქმას, რაც გამოიხატა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ანტი-ლიბერალური, ანტი-გლობალისტური, ანტი-საიმიგრაციო და ევროკავშირის საწინააღმდეგო ჯანყში, რომელიც გამოიყენება და იმართება პოპულისტი დემაგოგების მიერ; იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ „შიდა მტრების“ დემონიზირება სამოქალაქო მხარდაჭერის მოზიდვისთვის.

ჯორჯ ორუელის თანახმად „ყველა რევოლუცია არის მარცხი, თუმცა არა თანაფარდი მარცხი“. საინტერესოა, თუ რა სახის მარცხი იყო 1989 წლის რევოლუცია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზანი დასავლური სტილის ნორმალურობის დანერგვა იყო? რამდენად განაპირობა 1989 წლის ლიბერალურმა რევოლუციამ ორი ათწლეულის მიჯნაზე ანტი-ლიბერალური კონტრ-რევოლუცია?

1989 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ე.წ. ხავერდოვან რევოლუციებს მსგავსი ფუნდამენტური პოლიტიკური აჯანყებებისგან განსხვავებით ძირითადად მსხვერპლი არ მოჰყოლია. წარსულში არასდროს მომხდარა ამდენი „ფესვგადგმული“ რეჟიმის ერთდროული ჩამოგდება და ჩანაცვლება ფაქტიურად მშვიდობიანი ხერხების გამოყენებით. მემარცხენეებმა შეაფასეს ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები, როგორც ადამიანური ძალის (ინგ. popular power) გამოხატვის მაგალითები. მემარჯვენეებმა კი, როგორც თავისუფალი ბაზრის მართვად ეკონომიკაზე და თავისუფალი ხელისუფლების ტოტალიტარულ დიქტატურაზე გამარჯვებად. თავის მხრივ, ამერიკელმა და პრო-ამერიკელმა ლიბერალებმა სიამაყით დაუკავშირეს ლიბერალიზმი ცვლილებისადმი რომანტიზირებულ მისწრაფებას; ლიბერალიზმი, რომელიც მემარცხენეების მიერ წესისამებრ გაშარჟებულია, როგორც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების იდეოლოგია. და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთით ამ რეჟიმების ძირითადად არაძალადობრივი გზით ცვლილება შეფასებულიყო იყო, როგორც ისტორიული, რადგან ცივი ომის დასასრულის აღმნიშვნელი გახდა.

1989 წლის რევოლუციების განსაკუთრებულობა მდგომარეობდა არა მხოლოდ მართ არაძალადობრივ ბუნებაში, არამედ იმაშიც, რომ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კრეატიული და დახვეწილი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც იყვნენ ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიაში და ადამ მიხნიკი პოლონეთში; შესაბამისად, ამ მოვლენებს ხანდახან იხსენებენ, როგორც ინტელექტუალების რევოლუციებს. აღსანიშნია, რომ უტოპიურობისა და პოლიტიკური ექსპერიმენტებისადმი გამჯდარმა მიუღებლობამ განაპირობა რევოლუციების „ხავერდოვანი“ ბუნების შენარჩუნება. თუმცა, რაიმე მართლაც ახლის შექმნის ნაცვლად, ლიდერებმა მიზნად დაისახეს ერთი გადმოღებული სისტემის გაუქმება და უკვე სხვა წყობის პირწმინდად გადმოღება.

ადამ მიხნიკი და ვაცლავ ჰაველი, 2010 წელი

გერმანიის ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი, იურგენ ჰაბერმასი 1989 წლის მოვლენებს უწოდებს „სწორ რევოლუციებს“ (ინგ. “rectifying revolutions”) ან „დაეწიო რევოლუციებს“ (ინგ. “catch-up revolutions”), რადგან მისი აზრით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი რევოლუციების მთავარი მიზანი გახლდათ იმ სიკეთეებისადმი ხელმისაწვდომობა, რომლებსაც უკვე ფლობდნენ დასავლეთ ევროპელები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 1989 წლის პროცესების შემდეგ არსებობდა „ინოვაციური ან მომავალზე ორიენტირებული იდეების ნაკლებობა“.

ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა არ ოცნებობდა ისტორიაში არარსებულ რაიმე იდეალურ სამყაროზე. ადამიანებს უბრალოდ სურდათ  „ნორმალური ცხოვრება“ „ნორმალურ ქვეყანაში“. 1970-ნი წლების მიწურულს უნგრეთს ეწვია ცნობილი გერმანელი პოეტი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელიც შეხვდა იმ დროს კომუნისტური რეჟიმის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსებს. მათ განუცხადეს, რომ „ჩვენ არ ვართ დისიდენტები. ჩვენ წარმოვადგენთ ნორმალურობას“. მიხნიკის პოსტ-კომუნისტური სლოგანი იყო „თავისუფლება. ძმობა. ნორმალურობა“. წლების განმავლობაში უკეთესი მომავლის მოლოდინმა დისიდენტებში აწმყოთი ცხოვრების და ყოველდღიურობისგან სიამოვნების მიღების სურვილი განაპირობა.

ამ მხრივ, ცენტრალური ევროპის ელიტებისთვის დასავლეთის იმიტაცია გახლდათ ნორმალურობის მიღწევის კარგად ნაცნობი გზა. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების იმედებით გამსჭვალულმა რეფორმატორებმა შესაბამისად ვერ შეაფასეს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე არსებული ადგილობრივი შეზღუდვები; მეტიც, ნამეტან ადვილი მოეჩვენათ სრულიად მოქმედი დასავლური მოდელის დანერგვა. დღეისთვის ცენტრალურ ევროპაში აბობოქრებული ანტი-ლიბერალური ტალღა ასახავს გავრცელებულ უსამართლობის განცდას, რომელიც უკავშირდება ეროვნული და პიროვნული ღირსების შებღალვას და გამოწვეულია მართლაც რომ გულწრფელი „რეფორმა იმიტაციის გზით“ მიდგომით (ინგ. reform-by-imitation).

ზოგადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის ჩამოშლისას შექმნილმა ეიფორიამ წარმოშვა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდი გარღვევების იმედი. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კომუნისტების თანამდებობებიდან მოხსნა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას გაეღვიძა განსხვავებულ, უფრო თავისუფალ, უფრო შეძლებულ და, რაც მთავარია, უფრო დასავლურ სახელმწიფოებში. როდესაც კი დასავლეთისკენ სწრაფმა სვლამ (ინგ. westernization) ჯადოსნური გზით ვერ გამოიღო მყისიერი შედეგი, დაიწყო ალტერნატივის ძიება. ოჯახთან ერთად დასავლეთში გადახიზვნა საუკეთესო გამოსავლად წარმოჩინდა.

საინტერესოა, რომ თუ უწინ დისიდენტებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც იყო პოლონეთი,  ემიგრაცია დასავლეთში განიხილებოდა მოღალატეობრივ დანებებად და დეზერტირობად, 1989 წლის შემდეგ ეს მიდგომა უადგილო გახდა. რევოლუციას, რომლის პრინციპული მიზანი იყო დასავლეთისკენ სწრაფვა (ინგ. westernization), არ გააჩნდა დასავლეთში ემიგრაციის საწინააღმდეგო რაიმე წონიანი არგუმენტი. რატომ უნდა დაელოდოს ახალგაზრდა პოლონელი ან უნგრელი იმას, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ქვეყანა გერმანიად, როდესაც მას შეუძლია ხვალვე დაიწყოს მუშაობა და ოჯახის მშენებლობა გერმანიაში? ზოგადად რეგიონში დემოკრატიული გადასვლა (ინგ. democratic transition) დაემსგავსა დასავლეთში ჯგუფური გადაბარგების ნაირსახეობას; ამგვარად, არჩევანი იყო ან ნაადრევი და ინდივიდუალური ემიგრაცია ან გახიზვნა მოგვიანებით, მაგრამ ჯგუფურად.

ვიქტორ ორბანი

რევოლუცია ხშირად აიძულებს ადამიანებს საზღვრები გადაკვეთონ. 1789 წლის ფრანგული რევოლუციისას და 1917 წელს ბოლშევიკების რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლისას სწორედ რომ რევოლუციების მიერ დამარცხებულმა მტრებმა დატოვეს საკუთარი ქვეყნები. გასაკვირია, მაგრამ 1989 წლის შემდეგ, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების გამარჯვებულებმა და არა დამარცხებულებმა ამჯობინეს გადაბარგება. ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ სახელმწიფოებრივ ცვლილებებს და გამოთქვამდნენ მზაობას ჩაფლულიყვნენ თავისუფალი მოქალაქის ცხოვრებაში, პირველები გაემგზავრნენ დასავლეთში სასწავლებლად, სამუშაოდ და საბოლოო ჯამში იქ საცხოვრებლად.

წარმოუდგენელია, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ტროცკის ოქსფორდში ჩაებარებინა სასწავლებლად. თუმცა, სწორედ ასე მოიქცა უნგრეთის მომავალი პრემიერი-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ბევრი სხვა. 1989 წლის რევოლუციონერებს შორის დასავლეთში გამგზავრების დიდი მუხტი სუფევდა, რადგან სურდათ პრაქტიკაში ენახათ ნორმალური საზოგადოების მუშაობა, რომლის მსგავსის აშენებას სახლში აპირებდნენ.

პოსტ-ცივი ომისეულ პერიოდში მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინებას, განსაკუთრებით მონდომებული ახალგაზრდების, მოჰყვა მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შედეგები. როდესაც ექიმი ტოვებს ქვეყანას, მას თან მიაქვს არა მხოლოდ მის განათლებაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსები, არამედ საკუთარი ნიჭიც და ამბიციებიც. მოგება, რომელსაც მისი სამშობლო იღებს ოჯახისთვის შესრულებული ფულადი გზავნილებიდან ვერ შეედრება ის სარგებელს, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა ამ ექიმის უშუალოდ ადგილზე ჩართულობიდან.

ახალგაზრდა და განათლებული ადამიანების გახიზვნამ მნიშვნელოვანი, შესაძლოა გამოუსწორებელი, ზიანი მიაყენა ლიბერალური პარტიების არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაში შეიძლება წავაწყდეთ ბავშვების გარეშე მიტოვებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბავშვებისთვის განკუთვნილ მოწესრიგებულ სათამაშო სივრცეებს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ლიბერალური პარტიები უკეთეს შედეგს აჩვენებენ საზღვარგარეთით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. მაგალითად, 2014 წელს ლიბერალური განწყობების მქონე ეთნიკურად გერმანელი კლაუს იოჰანისი არჩეულ იქნა რუმინეთის პრეზიდენტად იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები 300,000 რუმინელიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას მისცა ხმა. ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობის უმრავლესობა შრომობს, რომ ემიგრაციაში წავიდეს, სამშობლოში უბრალოდ  დარჩენაც კი აღიქმება, როგორც პირადი მარცხი; და ეს მიუხედავად იმისა, თუ ადგილზე კეთილდღეობის რა დონეს მიაღწიეს.

ემიგრაციის და მოსახლეობის მკვეთრი კლების საკითხები პირდაპირ კავშირია ლტოლვილთა კრიზისთან, რომელიც თავს დაატყდა ევროპას 2015-16 წლებში. 2015 წლის 24 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა მერკელმა  გერმანიაში ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის შეშვების გადაწყვეტილება მიიღო. სულ რაღაც 10 დღეში 4 სექტემბერს ვიშეგრადული ჯგუფის (ინგ. Visegrad group) წევრმა სახელმწიფოებმა – ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ლტოლვილთა ევროპაში გადანაწილების კვოტირების სისტემა იყო „მიუღებელი“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები არ წამოეგენ მერკელის ჰუმანიტარულ რიტორიკას. „ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სისულელეა!“ – განაცხადა მარია შმიდტმა, ვიქტორ ორბანის წამყვანმა ინტელექტუალმა.

მარცხნიდან მარჯვნივ; ანგელა მერკელი, ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიჩი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი
სურათი: Dursun Aydemir/Anadolu Agency/Getty

ეს იყო მომენტი, როდესაც ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ბრუსელისგან, არამედ უპირველეს ყოვლისას დასავლური ლიბერალიზმისგან და მისთვის დამახასიათებელი სამყაროსადმი ღია კარის პრინციპის სულისკვეთებისგან. ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა, რომლებიც მოსახლეობაში შიშების დანერგვით არიან დაკავებულნი, წარმოადგინეს ლტოლვილთა კრიზისი, როგორც საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ ლიბერალიზმმა დააკნინა ერის უნარი დაიცვას საკუთარი თავი არამეგობრულად განწყობილი მსოფლიოსგან.

დემოგრაფიული პანიკა, რომელმაც მოიცვა ცენტრალური ევროპა 2015-18 წლებში მინელებას მიეცა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში ემიგრანტები რეალურად არც კი ჩასულან, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რატომ გახდა ეს თემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა.

პირველი მიზეზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ არის ემიგრაცია. იმიგრაციისადმი წუხილები გაღვივებულია შიშით, რომ უცხოელები ვერ გაივლიან საზოგადოებაში ასიმილირების პროცესს, რაც გამოიწვევს ეროვნული იდენტობის აღრევას, შესაბამისად დაასუსტებენ ეროვნულ ერთობას. თავის მხრივ, ეს შიში კი გამძაფრებულია ადგილზე არსებული დემოგრაფიული ჩამოშლით, რაზეც ძირითადად თვალს ხუჭავენ. 1989-2017 წლებში ლატვიამ განიცადა მოსახლეობის 27% კლება, ლიტვამ 22.5%, ხოლო ბულგარეთმა 21%. რუმინეთში 3.4 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა 40 წელზე უმცროსია, რომლის ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც იგი 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიული პანიკის წყარო მოსახლეობის დაბერების, დაბალი შობადობის და ემიგრაციის უწყვეტი ნაკადის ერთობლიობაა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში გაიხიზნა მეტი ადამიანი, ვიდრე სირიის ომისგან გაქცეული ყველა იმიგრანტები ერთად აღებული.

1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან დაწყებულმა ემიგრაციამ გაამძაფრა ერის გაქრობის შიშები, რის გამოც 2015-16 წლების ლტოლვილთა კრიზისი ძირითადად უარყოფითად იყო შეფასებული რეგიონის წევრ სახელმწიფოების მიერ; და ეს იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ამ ქვეყნებში იმიგრანტების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი დარჩა. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვივარაუდოთ, რომ ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა იმ რეგიონში, სადაც იმიგრანტები არარსებობენ არის ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილი ფენომენის – გადატანის (ინგ. displacement) ნათელი მაგალითი; ეს არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინებას და მის ჩანაცვლებას აგრეთვე აქტუალური, მაგრამ უფრო ადვილად გამკლავებადი გამოწვევით. არარსებული იმიგრანტების მიერ სახელმწიფოს დატყვევების შესაძლო ისტერია წარმოადგენს რეალური გამოწვევის (დეპოპულაცია და დემოგრაფიული ჩამოშლა) წარმოსახვითი საფრთხით (იმიგრანტები) ჩანაცვლებას; გამოწვევა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.

ცვლილების და მრავალფეროვნებისადმი შიში, რომელიც ასაზრდოებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოპულიზმს, გაღვივებულია მთელი დასავლეთის საზღვრის გასწვრივ საზოგადოებების გადაკეთების უტოპიური პროექტით. ტრავმამ, რომელიც მიღებულ იქნა მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინების შედეგად, შეიძლება ფარდა ახადოს და ახსნას რეგიონის სახელმწიფოებში არსებული დანაკარგის განცდა; იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც საკმაო სარგებელი მიიღეს პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებისგან. ანალოგიურად, მთელი ევროპის მასშტაბითაც იმ ტერიტორიების მკვიდრნი არიან მიდრეკილნი ულტრა-მემარჯვენე პარტიებისთვის ხმის მიცემისკენ, რომლებსაც მოსახლეობის გადინებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დაარტყა.

დემოგრაფიული ჩამოშლის შიშით მართულნი აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლებები ეძებენ ხელ ჩასაჭიდ მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაეჭვდნენ მათი უგულველყოფილი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დასავლეთ ევროპაში გადაბარგების საჭიროებაში. ორბანის რიტორიკა ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მას სურს მისდიოს დახურული სახელმწიფოს პოლიტიკას (ინგ. closed-country policy), სადაც უმკაცრესად იქნება აღკვეთილი ემიგრაცია და იმიგრაციაც. თუმცა, რადგან არ გააჩნია მსგავსი ბერკეტები, მისი ერთადერთი გამოსავალია მიმართოს ახალგაზრდა უნგრელებს, რომ არ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, როგორ შეიძლება მოხდეს ახალგაზრდა უნგრელების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთით ისინი უკეთეს სამშობლოს ვერ იპოვიან, თუ უშუალოდ ორბანის პოლიტიკაც ანადგურებს ქვეყნაში წარმატებული და კრეატიული ცხოვრების განვლის შესაძლებლობას?

როგორც ჩანს პოპულისტებმა ვარშავასა და ბუდაპეშტში დასავლეთით დატრიალებულ ლტოლვილთა კრიზისში აღმოსავლეთისთვის უნიკალური შესაძლებლობა დაინახეს. მოქალაქეები აღარ გაეშურებიან დასავლეთისკენ, თუ ის დაკარგავს ხიბლს. დასავლეთის დაკნინება და იმის განცხადება, რომ მისი ინსტიტუტები „იმიტაციის ღირსნი არ არიან“ შეიძლება განვიხილოთ უსამართლობისთვის ერთგვარ წარმოსახვით შურისძიებად. თუმცა, ამას აგრეთვე აქვს დამატებითი სარგებელიც – ის ხელს უწყობს რეგიონში არსებულ პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტს – მოსახლეობის ემიგრაციისგან თავშეკავებას. პოპულისტები ეწინააღმდეგებიან იმას, თუ როგორ დახვდა დასავლეთ ევროპა აფრიკელებს და ახლო აღმოსავლეთის მკვიდრ მოსახლეობას. თუმცა, სინამდვილეში მათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, თუ როგორ გაუღო ევროკავშირის დასავლეთ სახელმწიფოებმა კარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს, რითაც სავარაუდოდ ხელი შეუწყო რეგიონის ყველაზე პროდუქტიული ადამიანური რესურსის გადინებას.

ჩვენს განხილვას მივყავართ თანამედროვე ანტი-ლიბერალიზმის საფუძვლებთან. კერძოდ, ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსის მოსაზრების საპირწონედ, პოპულისტების რისხვა ნაკლებად ეხება მულტიკულტურალიზმს, ვიდრე ინდივიდუალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაშვებაა, რადგან აღიარების შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის ქოლგის ქვეშ ვაწარმოოთ პოპულიზმის წინააღმდეგ მულტიკულტურალიზმზე უარის თქმით ბრძოლა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანტი-ლიბერალი დემოკრატებისთვის ევროპაში თეთრი ქრისტიანი უმრავლესობისთვის (ინგ. white Christian majority) უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს დასავლური საზოგადოების უუნარობა დაიცვას საკუთარი თავი. მას არ შეუძლია ამის გაკეთება გაბატონებული ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის გამო, რომლებმაც ის დააბრმავა და ვერ აღიქვამს არსებულ გამოწვევებს.

ანტი-ლიბერალური დემოკრატია გასცემს პირობას, რომ თვალს აუხელს მოქალაქეებს. თუ 1990-იან წლებში ლიბერალური თანხმობა ეხებოდა ინდივიდუალურ ლეგალურ და კონსტიტუციურ უფლებებს, თანამედროვე ანტი-ლიბერალური თანხმობის მიხედვით, თეთრი ქრისტიანი უმრავლესობის უფლებებს კრიტიკული საფრთხე ემუქრებათ. და ამ ბრუსელისა და აფრიკის ბოროტი კავშირის მიერ ალყაში მოქცეული უმრავლესობის მყიფე უპირატესობის შესანარჩუნებლად ევროპელებმა უნდა ჩაანაცვლონ ლიბერალების მიერ თავს მოხვეული წყალწაღებული ინდივიდუალიზმი და უნივერსალიზმი მასკულინური იდენტობის პოლიტიკით ან მათივე ჯგუფური პარტიკულარიზმით. ეს ის ძირითადი გზავნილებია, რომლების გამოყენებითაც ორბანი და კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკი საკუთარ მოქალაქეებში არსებული ქსენოფობიური ნაციონალიზმის გაღვივებას შეეცადნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტების მიერ დასავლურ ლიბერალიზმზე შურისძიების მწვერვალი არის არა დასავლეთის იმიტაციის იდეის უარყოფა, არამედ მისი ამობრუნება. ორბანს და კაჩინსკის არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არიან ნამდვილი ევროპელები; და თუ დასავლეთი საკუთარ თავს გადაარჩენს, ის იძულებული იქნება დაემსგავსოს აღმოსავლეთს. 2017 წლის ივლისში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა განაცხადა:

„ოცდაშვიდი წლის წინ აქ ცენტრალურ ევროპაში ჩვენ გვჯეროდა, რომ ევროპა იყო ჩვენი მომავალი; დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომავალი“.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე

სტატიის ორიგინალი The Guardian-ზე

ერიკ რეინერტი: ”ნუ აკეთებთ იმას, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ”

ერიკ რეინერტი გახლავთ ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი, ჰარვარდისა და კორნელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, ეკონომიკური ბესტსელერის ”როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში” ავტორი. მისი ეპოქალური ნაშრომი შარშან ქართულ ენაზეც გამოიცა, რაც ეკონომიკით და პოლიტიკით დაინტერესებული ქართველი მითხველისთვის უფრო სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს, რადგანაც მსგავსი ლიტერატურა ქართულად იშვიათად გამოდის. აღნიშნული ნაშრომი მსოფლიო ეკონომისტების ასოციაციამ ბოლო ასწლეულის 50 უმნიშვნელოვანესი წიგნის სიაში შეიყვანა.

რეინერტის წიგნის მთავარი იდეა, რასაც ავტორი უხვი არგუმენტირებული მასალით ანვითარებს იმაში მდგომარეობს, რომ მდიდარი ქვეყნები სახელმწიფო ჩარევის, პროტექციონიზმის და სტრატეგიული ინვესტიციების კომბინირების წყალობით გამდიდრდნენ და არა თავისუფლი ვაჭრობის წყალობით.

რამდენიმე წლის წინ რეინერტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რამდენიმე უკრაინულ გამოცემებს zn.ua-ს, day.kyiv.ua-ს, სადაც უკრაინის და საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზეც საუბრობს. ბევრი აქცენტი საკმაოდ სწორედაა დასმული და ამიტომაც ძირითად მომენტებზე გავამახვილეთ ყურადღება, რაც ქართველი მკითხველისთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.

უცნაურია, რომ ის ორი ქვეყანა, რომლებიც ყველაზე რეაქტიულები აღმოჩნდნენ საბაზრო რეფორმების დანერგვის კუთხით და რადიკალურად გაუხსნეს საკუთარი ბაზრები მსოფლიოს – უკრაინა და საქართველო, დღესდღეობით იმ ქვეყნებად გვევლინებიან, სადაც საზოგადოების ყველა ფენა (საქართველოში თითქმის ყველა ფენა) უფრო ღარიბია, ვიდრე 1989 წელს, როდესაც კომუნიზმი დაეცა. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მასალები მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა ბრანკო მილანოვიჩმა შეაგროვა. (ბრანკო მილანოვიჩი ტომას პიკეტისთან ერთად უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია. 2016 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სახელად ‘Global Inequality – A New Approach for the Age of Globalization’.)

1989 წელს ვინმეს რომ ეთქვა, მიახლოვებით 30 წელში ზოგიერთი ყოფილი კომუნისტური ქვეყნები უფრო ღარიბები იქნებიან, ვიდრე კომუნიზმის დროს, მე ვეტყოდი: ”ეს შეუძლებელია”. კომუნიზმი ხომ არ იყო ძალიან დინამიური სისტემა. მაგრამ ერთის მხრივ ჩინეთი და ბელარუსი, და მეორეს მხრივ რუსეთი და უკრაინა რომ შევადაროთ, შევამჩნევთ რომ მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი ცნება, როგოროცაა გადასვლის ოპტიმალური სიჩქარე.

«ევროპული ბაზარი მკაცრად იცავს საკუთარ მწარმოებლებს. მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ»

იცით თუ არ როდის შეამცირა ევროკავშირმა ბოლოს ტარიფები იაპონურ ავტომობილებზე? ბოლო 10%? ეს ტარიფი ევროკავშირში იაპონურ ავტომობილებზე 2019 წელს მოხსნეს. მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ. არავინ არ აღიარებს იმას, რომ ევროპული ბაზარი მკაცრად იცავს თავის მწარმოებლებს.

ის რაც ჩვენ ყველამ – დასავლური სამყაროს მეცნიერებმა ვერ შევძელით რომ გაგვეგო, ის არის რომ კომუნიზმი და ნეოლიბერალიზმი ერთდროულად კოსმოპოლიტური იდეოლოგიები იყო. იმ გაგებით, რომ ამ იდეოლოგიების თანახმად ნაციონალურ სახელმწიფოს არ აქვს მნიშვნელობა.

მე მგონია, რომ უკრაინამ და საქართველომ ვერ გაიარეს ის ეტაპი, რომელსაც მე «ჯანსაღ ნაციონალიზმს» დავარქმევდი. ჯანსაღი ნაციონალიზმია, როდესაც თქვენ ცდილობთ თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მაგრამ ამავდროულად თქვენ სხვა ქვეყნებსაც აძლევთ იგივეს კეთების საშუალებას. XIX საუკუნის ნაციონალიზმი ჩრდილოეთ ევროპაში ზუსტად ასეთი იყო. ფუნქციონირებადი ნაციონალიზმი უნდა იყოს სიმეტრიული იდეა: ”მე ვიცავ ჩემს ინტერესებს, მაგრამ ჩვენს მაინც შეგვიძლია საერთო ენა გამოვნახოთ.

თავისუფალი ვაჭრობა ყოველთვის ხელსაყრელია ჰეგემონი ქვეყნებისთვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში ჰეგემონის როლში ინგლისი იყო, ამის შემდგომ XX საუკუნეში ეს სტატუსი აშშ-მა მოირგო.

რეალურად ე.წ ”კლასიკური” ეკონომიკური თეორია მდიდარი ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს და შესაბამისად მათ მიერ იქმნება. დევიდ რიკარდოს თეორია 1817 წ. ვაჭრობის სარგებლიანობის შესახებ შექმნილი იყო სამუშაობის საათების ბარტერის საფუძველზე, ანუ საუბარია არა საქონლის გაცვლაზე, არამედ სამუშაო საათების გაცვლაზე. ამერიკელები არ ”დაგოიმდნენ” ამ თეორიით. მათ განაცხადეს, რომ ნებისმიერი პროდუქტი ინგლისიდან მხოლოდ ექსპორტისთვისაა ვარგისი, ამიტომაც ინგლისმა, როგორც ყველაზე ინდუსტრიულმა ქვეყანამ (იმ მომენტისთვის) შექმნა ეს თეორია საკუთარი ხეირისთვის. ანუ იმ მომენტისთვის ეს ნიშნავდა იმას, რომ ინგლისი სამრეწველო პროდუქტებს აწარმოებს, ხოლო სხვა ქვეყნები – ნედლეულს. ამერიკელებმა ფაქტიურად განაცხადეს, რომ ეს იყო ”ბლეფი” და აღნიშნული თეორია მათთვის შესაფერისი არ იყო. მაგრამ შინაარსობრივად მსგავსი მიდგომაა დღესაც, როდესაც ევროკავშირი უკრაინას სთავაზობს რომ ნედლეული აწარმოოს, ხოლო თვითონ ამ ნედლეულის გამოყენებით მზა პროდუქტების დამზადება სურს. რა თქმა უნდა ესეც ”ბლეფია”.

ისტორია ხშირად გვკარნახობს რაღაცეებს. 1930-იან წლებში ორმა ახალმა და მნიშვნელოვანმა ევროპულმა ერმა, იტალიის და გერმანიის სახით მოირსროლა კოსმოპოლიტიზმი – როგორც კომუნიზმი, ასევე დასავლური ლიბერალიზმი. დღესდღეობით რაღაც მსგავსი ხდება აშშ-ში, ლიბერტარიანიზმი კვდება, მაგრამ ახალი ტიპის კაპიტალიზმი გამოდის ასპარეზზე, არც თუ ისე ლამაზი ფორმით.

ამიტომაც როდესაც თქვენს მომავალს ამ პერსპექტივიდან შეხედავთ, დაინახავთ, რატომ არის საჭირო დასავლეთის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ უნდა იყოთ ნაციონალისტური. თქვენ ერთ უტოპიურ რწმენას გაექეცით, იმიტომ რომ მეორე, ლიბერტარიანული უტოპია დაიჯეროთ? ისტორიამ დაგვანახა, რომ ისიც არასწორია. თუ ერთი პოლიტიკური ექსტრიმი შეცდომაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე პოლიტიკური უკიდურესობა სწორია.

უკრაინის და საქართველოს ბევრი პრობლემა «არასამართლიანი ხელშეკრულებებით» არის განპირობებული. «არასამართლიანი ხელშეკრულებების» იდეა ძალიან კარგად ჩანს ჩინეთის და იაპონიის ისტორიაში. ის ხელშეკრულებები, რაც ამ ქვეყნებმა დადეს, არ უნდა გაეკეთებინათ.

იაპონიის ეკონომიკური აღმოჩენა 1853-54 წლებში მოხდა, როდესაც ამერიკელი ადმირალი პერი იაპონიას მიადგდა და შემდეგი რამ განაცცხადა: «მე მინდა, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას; მე ერთი წლის შემდეგ დავბრუნდები და თუ თქვენ ხელს არ მოაწერთ, მე თქვენ დაგბომბავთ» როდესაც ის დაბრუნდა, იაპონელებმა იმ მხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რაც არ უნდა ექნათ. იმ დროს შეერთებული შტატები მეტისმეტად იცავდნენ საკუთარ მწარმოებლებს, მაგრამ იაპონიისგან თავისუფლ ვაჭრობას ითხოვნდნენ.

ჩინეთსან მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ, რასაც ისინი «არასამართლიან ხელშეკრულებებს» უწოდებენ. ევროპელებმა ”ოპიუმის ომების” წყალობით ისინი აიძულეს დათანხმებოდნენ თავისუფალ ვაჭრობას. შედეგად ჩინელები ძლიერ დაზარალდნენ.

იაპონელებმა და ჩინელებმა დაკარგეს ის, რასაც თავის დროზე «სატარიფო ავტონომია» ეწოდებოდა, მათ აღარ შეეძლოთ საკუთარი სავაჭრო პოლიტიკის გადაწყვეტა. ეს ისაა, რაც მოხდა უკრაინაში (ანალოგიურად საქართველოში – რედ. შენიშვნა) – თქვენ ხელი მოაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რასაც სხვა პირობებში ალბათ ხელს არ მოაწერებდით. უკრაინელი პოლიტიკოსები მეუბნებიან, რომ საეჭვოა ვინმემ უკრაინაში წაიკითხოს ის, რასაც ხელი მოეწერა.

ძალიან ბევრი ადამიანი იდეოლოგიების ზედაპარზე ტივტივებს და ძალიან ცოტა ინტერესდება რეალობით. ეს ნაწილობრივ თანამედროვე ეკონომიკის აბსტრაქტული სწავლების მეთოდის შედეგია.

უკრაინას ჰქონდა A სტრატეგია, რომელის არსიც მდგომარეოდა შემდეგში – «ჩვენ გავაკეთებთ ისე, როგორც დასავლეთი გვეუბნება და ყველაფერი წესრიგში იქნება». ეს იყო გეგმა «А». ამ გეგმამ არ იმუშავა.

ახლა თქვენ უნდა გადახვდით გეგმა B-ზე. გაგაჩნიათ თქვენ ეს გეგმა? მე გირჩევთ, რომ არ უსმინოთ თქვენზე მდიდრებს, უბრალოდ შეისწავლეთ მათი გამოცდილება. საბოლოო ჯამში თქვენ უნდა მიიღოთ გეგმა B, რომელიც იქნება ერთგვარი ნაციონალური კონსენსუსი.

ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად უკრაინა უნდა მიუბრუნდეს დასავლეთს და უთხრას: ”გამარჯობა! ღარიბი უკრაინა თქვენს ინტერესებში არაა. თუ თვქენ გსურთ, რომ ჩვენი ვიყოთ თქვენი ბუფერი რუსეთისგან, თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენ ვაჭრობის ხელშეკრულებებით მოგვახრჩოთ, რაც უკრაინულ პენსიას ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზე აჩერებს, ვიდრე მისი რუსული ანალოგია. თქვენ დასავლეთში, ეტყობა ვერც კი ხვდებით, რომ ჩვენ ისე გვაღარიბებთ, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებაც კი არ გვაქვს”

კომუნიზმის შიშით დასავლეთმა «მარშალის გეგმა» შექმნა. ეს მდიდარი ქვეყნების შექმნის განსაკუთრებით წარმატებული ისტორია იყო.

‘რუსეთის ჩარევის და გავლენის შეჩერების საუკეთესო საშუალებაა მისი მეზობლების გამდიდრება, რუსეთზე მეტად. ”

ერიკ რეინერტი

აი ამიტომაც მე თქვენ გეუბნებით: ”ნუ გააკეთებთ იმას, რასაც თქვენ ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ისე, როგორც ამერიკელები აკეთებენ. სწორედ ასე ამბობდნენ ამერიკელები 1820-იან წლებში: ”ნუ გააკეთებთ იმას, რასაც ინგლისელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ინგლისელები თვითონ აკეთებდნენ”

ერიკ რეინერტი

კორონა, როგორც ანტიგლობალიზმის გამოძახილი

კორონა და ახალი პოლიტიკური რეალობა:

1. მსგავსი კრიზისების დროს კარგად ჩანს რამდენად დაუცველია ისეთი ეკონომიკები, რომლებიც არაფერს არ აწარმოებენ და მინდობილი არიან ე.წ თავისუფალ ბაზარს. ჩაიკეტა საზღვრები, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს რჩები ელემენტარული რესურსების გარეშე და ფინანსური კაპიტალიზმი ვერაფერში ვერ გშველის. ამიტომ კრიზისი აჩვენებს აუცილებლობას და უპირატესობას თვითკმარი ეკონომიკების.

2. ღია საზოგადოება ესეთ კრიზისების დროს არის საშიში და ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. შესაბამისად ეხლა გადარჩენა არა ღიაობაშია, არამედ პირიქით უფრო ჩაკეტილ საზოგადოებაშია. რაც უფრო ჩაკეტილია საზოგადოება, მით უფრო დაცულია ის.

3. გლობალიზაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების. ანუ გლობალიზაცია, რომდლიც ადრე როგორც სიკეთე იყო წარმოჩენილი, დღეს მოიტანს ვირუსების, დაავადებების ყველაზე მაშტაბურ ეპიდემიებს. შესაბამისად ის ფასი რაც გლობალიზაციისთვის უნდა გადავიხადით აღმოჩნდა იმაზე დიდი, ვიდრე ის სიკეთე რაც მას მოაქვა.

4. ეგოიზმის ეპოქა რომელიც სამომხმარებლო სიხარბეში იყო ჩადებული, აღმოჩნდა დამღუპველი. აღმოჩნდა რომ ბუნების ესეთი დაუნდობელი ექსპლუატაცია თავის პასუხებს იძლევა. თუმცა თანამედროვე მწვანეები ამაზე პასუხი არ არის, საჭიროა ახალი ეკონომიკური პარადიგმები და ახალი სოციალური პრინციპები, სადაც ეგოიზმის დათრგუნვაზე, პასუხისმგებლიბაზე და გარემოს გაფრთხილებაზე იქნება ორიენტირებული.

5. საზოგადოების სოციალური ცვლილება. აღმოჩნდა რომ ამ ეპიდემიას კერძო მიდგომებით ვერ გავუმკლავდებით. ის ვისაც აქვს ფული, მარტო ვერ გადაურჩება ამ ეპიდემიას. ამიტომ კოლექტიური მოქმედების აუცილებლობა არის ერთადერთი გზა გადარჩენის. კოლექტიური მოქმედებები კი შეუძლებელია სოციალურად დაშლილ საზოგადოებებში. საზოგადოება უნდა იყოს უფრო მეტად თანასწორი, რომ ესეთ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ავტორი – ნუკრი შოშიაშვილი

ავსტრიის პრეზიდენტი: ”ნატოს ტვინი მოკვდა”

ავტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას ეთანხმება ნატოს ტვინის სიკვდილის თაობაზე. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკშაენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდგომ ბრიფინგზე.

ვან დერ ბელენმა ჟურნალისტებს შეახსენა რომ რაიმე სახის ინიციატივისთვის ევრკავშირში ყველა 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, და არა მაგალითად კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის ან საგარეო საქმეთა მინისტრის.

”კონსენსუსის მიღწევა ხშირად დიდი დრო ჭირდება. დროდადრო ირონიული ვხდებოდი, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკურ სტრუქტურას ვუყურებდი – გასაოცარია არა იმდენად ის თუ რამდენი დრო ჭირდება გადაწყვეტილების მიღებას, არამედ თვითონ ევროკავშირის არსებობის ფაქტი. თქვენ ალბათ გაეცანით პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას, რომელიც მან ბრიტანულ The Economist-თან ინტერვიუს დროს გამოთქვა. მე მგონი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მართალია ნატოს დიაგნოზის თაობაზე. ალბათ დიდხანს მოგვიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან” – განაცხადა ვან დერ ბელენმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია, სხვა განვითარებული ევროპული ქვეყნების მსგავსად, რომელთა რიცხვშია შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი და ირლანდია თავის დროზე ნეიტრალიტეტის გზას დაადგა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ გადაუხვევია ”მიუმხრობლობის” პოლიტიკიდან. ნატოს მესვეურები ყველანაირად ცდილობდნენ როგორც შვედეთის და ფინეთის, ასევე ავსტრიის დარწმუნებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნებს ნაკლებად იზიდავს აგრესიულ სამხედრო ბლოკში მონაწილეობის პერსპექტივა.

ევროკავშირის ჩამოყალიბების გეგმა ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა

დღევანდელ დღეს ევროკავშირი დემოკრატიის, ლიბერალიზმის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტად არის მიჩნეული. იმის მიუხედავად რომ ლიბერალიზმთან მიმართებაში ევროკავშირში ყველაფერი წესრიგშია, ზედმეტი არ იქნება თუ ვიტყვით რომ ევროკავშირი ლიბერალიზმის ერთგვარ სიჭარბესაც კი განიცდის, ცხადია რომ ამავდროულად არსებობს დემოკრატიის ნაკლებობა. ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურა საკმაოდ რთულია და არ არსებობს მექანიზმი, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წამყვანი ლიდერები ანგარიშვალდებულნი არიან წევრ ქვეყნებთან მიმართებაში.

ევროკავშირის ერთადერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ევროპარლამენტია, რომელსაც ძირითადად საკონსულტაციო სტატუსი გააჩნია და ვერ ასრულებს საკანონმდებლო ორგანოს რეალურ ფუნქციებს.

ფაქტიურად ევროკავშირში ძალაუფლება ადამიანების ვიწრო წრეშია კონცეტრირებული.

Brexit-ის დროს ბრიტანულმა მედია საშუალებებმა და პოლიტიკოსებმა ფარდა ახადეს ევროკავშირის წარსულს, კერძოდ კი იმას თუ როგორ იქმნებოდა ის «ამერიკული ცენტრალური საზვერვო სააგენტოს» (CIA) კოორდინირებით. მაგრამ «ცენტრალურ საზვერვო სააგენტოს» (CIA) ევროკავშირი ნულიდან არ შეუქმნია. ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის შექმნაში გერმანელმა ნაცისტებმა შეიტანეს.

EU-NAZI.png

აღნიშნული საკითხის გარშემო თვითონ ევროპარლამენტშიც მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები, რაც რა თქმა არცერთ ქართულ მედია საშუალებას არ გაუშუქებია.

მაგალითად ევროპარლამენტის ბრიტანელი წევრის მტკიცებით ევროკავშირის შექმნის გეგმა ნაცისტებს ეკუთვნით ათწლეულებით იმაზე ადრე, ვიდრე რეალურად ევროკავშირი ჩამოყელიბდებოდა. 

ჯერარდ ბატენმა ამგვარად დაუჭირი მხარი დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს, რომელმაც თავის დროზე ევროკავშირის მიზნები ადოლფ ჰიტლერის მიზნებს შეადარა. მსგავსმა შედარებამ ევროცენტრისტების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ინტერნეტში უამრავი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, სადაც ევროკავშირის ნაცისტურ ფესვებზეა საუბარი. ეს შეთქმულების თეორიას სულაც არ წააგავს და სხვადასხვა რეალურ ფაქტზებზეა დაფუძნებული.

აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი პუბლიკაცია ამ თემაზე (http://katehon.com/article/nazi-roots-european-unionევროკავშირის ნაცისტური ფესვები)

hitler-hulton-getty.jpg

მაგალითსთვის ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი, ვოლტერ ჰალშტეინი სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი და ჰიტლერის არმიის მსახური იყო. 1942 წელს, მაშინ როდესაც გერმანელებს ჯერ კიდევ ეგონოთ რომ გაიმარჯვებდნენ II მსოფლიო ომში, მათ მოამზადეს სპეციალური დოკუმენტი სახელწოდებით Europaische Wirtschafts Gemeinschaft, რაც ითარგმნება როგორც ევროპული ეკონომიკური კავშირი.

dfdfdfd.jpg

აღნიშნული რეპორტი სხვადასხვა ბანკირების და მეცნიერების მიერ იყო შედგენილი, სადაც გადმოცემული იყო ის გეგმა თუ როგორ შეძლებდნენ გერმანელები სხვადასხვა დაპყრობილი ქვეყნების მართვას გამარჯვების შემდეგ. რეპორტის შედგენას ხელმძღავნელობდა მესამე რაიხის ეკონომიკის მინისტრი და რაიხსბანკის პრეზიდენტი, ვოლტერ ფანკი.

ზემოთხსენებული დოკუმენტი შეიცავდა სხვადასხვა განყოფილებებს სოფლის მეოურნეობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ეკონომიკური ხელშეკრულებების და ვალუტის შესახებ. ამ რეპორტში შემოთავაზებული იყო ევროპული ვალუტების და სავალუტო სისტემის ჰარმონიზაცია. 

1942 წელს ნაცისტურ გერმანიაში შემუშავებული «ევროპული ეკონომიკური კავშირის» ძირითადი გეგმა ძალიან წააგავდა რომის ხელშეკრულებას, სადაც 1957 წელს ხელი მოეწერა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულებას. 

ის, რაც 1957 წელს შეიქმნა «ევროპის ეკონომიკური გაერთიანების» სახელწოდებით იმ ხალხის მიერ იყო პროექტირებული, რომლებიც ევროპის მართვის სადვეებთან იქნებოდნენ II მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში.

johnson-burqas.jpg

ბორის ჯონსონი

ასე მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაზეთ Sunday Telegraph-ის განუცხადა რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული ევროპის რომაული იმპერიის აღდგენის მცდელობა. მისი სიტყვებით ნაპოლეონმა, ჰიტლერმა და სხვადასხვა ლიდერებმა ამის გაკეთება სცადეს, მაგრამ ეს ყოველთვის ტრაგიკულად მთავრდებოდა.

2014 წელს დენიელ ბედოუსის და ფავიო ჩიპოლინის ავტორობით გამოიცა წიგნი ევროკავშირის ნაცისტური საფუძვლების შესახებ. გთავაზობთ ფრანგმენტს ამ ნაშრომიდან: 

“ვის ჭირდება ევროკავშირი? ვინ ხეირობს მისი არსებობით ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა – გერმანია. შემთხვევითი არაა რომ მაშინ როდესაც ევოკავშირი ღარიბდება, გერმანია მდიდრდება. ეს იმის საფუძველს გვაძლევს რომ ვიფიქროთ თითქოს გერმანელებმა კი არ წააგეს II მსოფლიო ომი, არამედ პირიქით მოიგეს. ისინი ვინც მხარს უჭერენ და იცავენ ევროკავშირს, იცავენ ნაცისტურ მემკვიდრეობას”

9780953506125-uk-300.jpg

წიგნის ბოლო ნაწილს ეწოდება “73 things you ought to know about the EU (Facts the BBC forgot to tell you)”- “73 რამ, რაც ევროკავშირზე უნდა იცოდეთ (BBC-ის დაავიწყდა თქვენთვის მოეყოლა)

ავტორების მტკიცებით “ევროკავშირს სურს DIY არაკანონიერი გახდეს. (DIY ინგლისური აბრევიატურაა – Do It Yourself – შენით გააკეთე) “, “ევროკავშირის კანონმდებლობა ღორების მფლობელებს აიძულებს მათ გასასეირნებლად ლიცენზია შეიძინონ” ასევე “ევროკავშირს სურს იმ მუსიკის კონტროლირება, რასაც თქვენ უსმენთ”

ასევე აღნიშნულია რომ “ევროკავშირმა ჩვენ გვაიძულა ისეთი ნათურების გამოყენება, რომლებიც ბევრად უფრო სახიფათო და ძვირია ძველ ნათურებთან შედარებით”.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვით გერმანელმა ისტორიკოსებმა არაერთი დოკუმენტი გამოიტანეს სააშკარაოზე, სადაც ნაცისტების მიერ ევროპული ინტეგრაციის გეგმებზეა საუბარი. ასე მაგალითად 1972 წელს გერჰარდ ჰაასის და ვოლფგან შუმანის მიერ აღმოსავლეთ გერმანიაში გამოქვეყნდა დოკუმენტების კრებული სახელად [The Anatomy of Aggression: New documents concerning the military goals of German imperialism during the Second World War] “აგრესიის ანატომია: ახალი დოკუმენტები, რომელიც გერმანული იმპერიალიზმის სამხედრო გეგმებს ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს”. აღნიშნულ წიგნში წარმოდგენილია მტკიცებულებები ნაცისტური გერმანიის ხელმძვანელობით ევროპული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

ისტორიკოსების მტკიცებით ისეთი ლინგვისტური კონსტრუქციები, როგორიცაა «ევროკავშირი», «ევროპული კონფედერაცია», «ევროპული ეკონომიკური გაერთიანება» მესამე რაიხის სახელმწიფო პოლიტიკის ოფიციალურ ელემენტებად იყო გამოცხადებული.

რა თქმა უნდა ევროპის უნიფიკაციის გეგმები II მსოფლიო ომამდეც არსებობდა და ნაცისტებს არაფერი ახალი არ გამოუგონებიათ. მაგრამ მათმა ორგანიზაციულმა ძალისხმევამ და პროპაგანდისტულმა აქტიურობამ ხორცი შეასხა იმ იდეას, რომ გაერთიენებული ევროპა სულაც არაა მითი, არამედ სავსებით რეალიზებადი პოლიტიკური და ეკონომიკურ პროექტი. ნაცისტების ნამუშევარმა საფუძველი ჩაუყარა ევროპული ინტეგრაციის ლიბერალურ ვერსიას, ისევე როგორც “ყოფილი ნაცისტები” “ევროპულის იდეის” აქტიური მხადამჭერების როლში მოგვევლინენ. იმ ცნმობილმა გერმანელმა მეწარმეებმა, რომელთაც ხელისუფლებაში მოიყავნეს ნაცისტები (ტისენის და კრუპის ოჯახები) მოგვიანებით, 1951 წელს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების ინიცირება მოახდინეს.

საერთო ჯამში ევროკავშირის ნაცისტური მემკვიდრეობა შთანთქმული იქნა ლიბერალური ევროკავშირის მიერ, რაც შემდგომში გამოიხატება:

  • ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში არსებულ ჰიპერცენტრალიზმს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური სუვერენიტეტის ჩამოშლასთან მივყვავართ
  • მიზნად ისახავს ნაციონალური სახელმწიფო სუვერენიტეტის განადგურებას
  • ევროპის უნიფიკაცია საერთო იდეოლოგიური სტანდარტით (ნაცისტური ან ლიბერალური) და ნაციონალური იდეების დაქვემდებარება ამ აბსტრაქტული იდეს გარშემო (იქნება ეს ნაცისტური თუ ლიბერალური)
  • ევროპული ინსტიტუტების პრინციპულად არადემოკრატიული ხასიათი, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ევროპული ფინანსური და საწარმოო ელიტების და არა ევროპული ქვეყნების ხალხების მიმართ
  • სუსტი პერიფერიული ქვეყნების ექსპლუატაცია (საბერძნეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) დასავლეთევროპული განვითარებული ქვეყნების მიერ (გერმანია)
  • ანტირუსული გეოპოლიტიკური ორიენტაცია

რატომ არის ბულგარეთი ევროპის ყველაზე უბედური ქვეყანა?

ახალი კვლევის შედეგად ბედნიერების მაჩვენებლით ბულგარეთი ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

photo_verybig_107867.jpg

http://ec.europa.eu/eurostat/documents/2995521/6750366/3-19032015-CP-EN.pdf/bbf302b1-597d-4bf0-96c4-9876e49b5b9d

ბულგარეთი არის ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა. კვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა მთელს ევროკავშირში ბულგარეთის მოსახლეობის ბედნიერების მაჩვენებელი განისაზღვრება 4.8, მაქსიმალურად შესაძლებელი 10-დან. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს წინა ადგილზე მყოფი პორტუგალიის მაჩვენებელი არის 6.2, რაც ნათლად გვიჩვენებს რამხელა სხვაობაა ამ ორ მაჩვენებელს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ბედნიერად ევროკავშირში სკანდინავიელები გრძნობენ თავს და საშუალოდ აღწევენ 8/10 მაჩვენებელს.

ბულგარეთი არა მარტო ბედნიერების, არამედ მშპ-ს მიხედვითაც ევროპის აუტსაიდერთა სიაშია. უმუშევრობის მაჩვენებელი არის 10.8 %. ბულგარეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2013 წლის მაჩვენებლით არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი 7498$. ბულგარეთს ჰქონდა აღმავლობის პერიოდი 2004-2008 წლებში, მაგრამ ევროკავშირმა ვერ დაიცვა ის 2008 წლის კრიზისისგან, რამაც გამოიწვია ასეთივე სწრაფი ცხოვრების დონის ვარდნა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, 2000-იან წლებში ბულგარეთის მშპ-ს ზრდა გამოწვეული იყო არა რეალური ეკონომიკური პროგრესით, არამედ სახელმწიფო აქტივების მასობრივი პრივატიზებით.

მკითხველის ყურადღება გვინდა რამდენიმე მომენტზე გავამახვილოთ:

  • დღესდღეობით ბულგარეთში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე იქამდე სანამ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდებოდა.

  • ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბულგარეთში გაიზარდა სიღარიბის ზღვარს მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა (თუ 2005 წელს მოსახლოების 18.4% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ,  2014 წელს ეს მაჩვენებელი 22%-მდე გაიზარდა)

    photo_verybig_130469.jpg

დიმიტარ ბეჩევი, რომელიც ლონდონის ეკონომიკის სკოლის წამყვანი ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ამბობს: „ევროკავშირში გაწევრიანებამ არ მოუტანა ბულგარეთს ბედნიერება, ეს უფრო გვესახება, როგორ აუცილებელი ბოროტება, მოლოდინები დიდად აჭარბებდა შედეგებს, სინამდვილეში კი რეალური კრიზისის პირობებში ის იყო განწირული.“

„ბულგარელებს არ მოწონდათ მთავრობა და ევროკავშირში ისინი ხედავდნენ მხარდაჭერას და დახმარებას. ევროკავშირი მართლაც ეხმარება წევრ ქვეყნებს მათი სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში და ევროკავშირის სტანდარტებში მოქცევაში, მაგრამ, როდესაც ბულგარეთი აღმოჩნდა ეკონომიკური გამოწვევის წინაში, ევროკავშირმა ფაქტობრივად უღალატა მას. დღეს ბულგარეთში სუფევს ნიჰილიზმი და უნდობლობა ყველაფრის მიმართ. ერთის მხრივ მათ არ სურთ იგივე მთავრობის ხელებში დაბრუნება, მეორე მხრივ არც ევროკავშირი ესახებათ ისეთ მარჩენალად, როგორც დასაწყისში, ისინი სასოწარკვეთილებაში არიან.“

„პოზიტივის გამონათებები საზოგადოებაში ჩანს მხოლოდ ევროსკეპტიკოსთა საპროტესტო გამოსვლების მომენტებში“

„ბულგარეთი ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლების მოქმედებების მეტის გამჭვირვალობას და კანონის უზენაესობას და მიიღო ბრუსელის მიერ ვიწრო ჩარჩოში ჩასმული ნაკარნახევი პოლიტიკა, რომელმაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა ქვეყანა.“

„გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება განვიხილავდეთ კანონის უზენაესობასაც, გამჭვირვალეობასაც და მეტ დემოკრატიულობასაც, მაგრამ დღეს ფაქტია, რომე ყველაფერი მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.“

ბულგარელი ელენა გეორგიევა (https://twitter.com/ElleGeorgieva), 33 წლის მუშაობს PR-კონსულტანტად გაერთიანებულ სამეფოში და ამბობს რომ მიგრაციულმა პროცესებმა და გაყოფილმა ოჯახებმა განაპირობეს ასეთი სავალალო შედეგი ქვეყანაში.

„როდესაც ბულგარეთში დამარცხდა კომუნისტური რეჟიმი, უფულობა და შიმშილი გახდა ბულგარელების განაჩენი. ბულგარელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინი არ ისწრაფვიან დიდი დოვლათის დაგროვებისკენ და არ ხარჯავენ დიდ თანხებს წამიერ სიამოვნებაზე, ფეშენებელურ რესტორნებში, ან კუნძულებზე დასასვენებლად. მათთვის საკმარისია ჰქონდეთ იმდენი, რომ საშუალო, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ. დღეს ადამიანები იქ შიშობენ სამუშაო ადგილის დაკარგვას, რადგან ახალი სამუშაოს პოვნა თითქმის წარმოუდგენელია და ეს სამუშაო ძლივს ჰყოფნით ხოლმე, რომ გადაიხადონ გადასახადები და საკვები იყიდონ. ხოლო პენსიონერები ხშირად დგებიან არჩევნის წინაშე,  წამლები იყიდონ თუ კომუნალური გადასახადები გადაიხადონ, რაც ხშირად მათ გაზის, ან შუქის მიწოდების გარეშე ტოვებს.“

ივაილო დიტჩევი (http://www.quotes.euronews.com/people/ivailo-ditchev-wWLrXL5J), ბულგარელი მკვლევარი, მეცნიერი, სოფიის უნივერსიტეტიდან შემდეგნაირად ეხმაურება ამ კვლევას:

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი მაჩვენებელი ჩვენ ქვეყანაში არ არის რაიმე ფაქტის, ან მოვლენის შედეგი, ეს არ არის დებულება, ეს არის პროცესი. ჩვენ არ ვართ ბედნიერები, იმიტომ რომ არ ვვითარდებით, ეს იგივეა, რაც ორბორბლიან ველოსიპედზე ჯდომა, ბორბლები თუ არ ტრიალებს და ის თუ არ მოძრაობს შენ დაეცემი. ჩვენ გვსურს წინ ვმოძრაობდეთ, გვერდი ავუაროთ დაბრკოლებებს, დავსახოთ მიზნები და შევქნათ გეგმები. დღეს ეს არ ხდება.“

„ჩვენ არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მთავრობა, შეიძლება ეს თაობათა ცვლის პროცესის ბრალიც არის, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანამ არ იცის რა კურსი უკავია მას.“

„მეორე ფაქტორი არის საერთოდ ბედნიერების განსაზღვრა: ბედნიერება მოდის მაშინ, როდესაც შენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხარ. ისეთი საზოგადოების ნაწილი, სადაც შენ გაფასებენ. შეიძლება ზუსტად წევრი ქვეყნების არათანაბარი დაფასება განსაზღვრავს ამ ქვეყნების მოსახლეობის ბედნიერებას.

10 მითი ევროკავშირის შესახებ

ამასწინათ სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს მეტისმეტად  პოპულისტურ პოსტს წავაწყდით ისტორიულ კონტექსტში. ამ პუბლიკაციაში ბევრი სიცრუე და მითია იმის შესახებ, თუ რატომ უყვართ ევროცენტრისტებს ევროკავშირი.

eu.jpg

ათვლის წერტილად ავირჩიოთ 1949 წ 5 მაისი, ევროპის საბჭოს და „ევროპის გაერთიანების“ დასაწყისი. განვიხილოთ თითოეული წინადადება, დასკვნების გაკეთება კი მკითხველს მივანდოთ.
 1. Because we love to live in peace
 ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობაში

ევროცენტრისტები ხშირად იმეორებენ ამ ფრაზას, რომ ევროკავშირმა ევროპაში მშვიდობა დაამყარა და 70 წლის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონია. მაგრამ ეს არის ბინძური ტყუილი, იმდენად რამდენადაც ევროკავშირის შექმნის შემდეგ ევროპაში უმარავ სამხედრო კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:

– გაგახსენებთ, კონფლიქტს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩრდილოეთ ირლანდიისათვის. დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უკვე იყვნენ ევროპის საბჭოს წევრები დაარსებიდანვე, ანუ 1949 წ 5 მაისიდან. კონფლიქტი დაიწყო XX ს დასაწყისში და შეიძლება ითქვას სხვადასხვა ფორმებში მიმდინარეობდა 1998 წლამდე. კონფლიქტს შეეწირა 7000 ადამიანის სიცოცხლე ორივე მხრიდან.

გიბრალტარის კონფლიქტი XVII ს მოყოლებული მიმდინარეობს. ტერიტორია ვერ გაინაწილეს ესპანეთმა და ბრიტანეთმა. კონფლიქტი მიმდინარეობდა ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1967 წ გიბრალტარმა ჩაატარა რეფერენდუმი და ესპანეთის სუვერენიტეტზე თქვეს უარი, რასაც მოყვა ეკონომიკური ბლოკადა ესპანეთის მხრიდან.

იუგოსლავიის კონფლიქტი 1991-2001. რომელშიც შედის სლოვენიის 10 წლიანი ომი, ხორვატიის ომი, ბოსნიის ომი, ნატოს აგრესია,  კოსოვოს ომი, პრეშევის კონფლიქტი, მაკედონიის კონფლიქტი, სრებრენიცას ანკლავი, სადაც მხოლოდ 7000-8000 უდანაშაულო მამაკაცი მოკლეს. მთლიანად კონფლიქტს შეეწირა 115 000 ადამიანი.

bjfhsr5cmae0nvn

1999 წელს ნატოს და ევროკვშირის ქვეყნების მიერ მიწასთან გასწორებული სერბეთი

ეგეოსის კრიზისი თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ვერ გაიყვეს აკვატორიული წყლები. რასაც 1987-1996 წლებში თითქმის მოყვა ღია შეტაკება.

საბერძნეთ-თურქეთის კონფლიქტი კვიპროსში 1960-1975 წლებში. ამას შედეგად მოჰყვა დღესაც საერთაშორისოდ არ აღიარებული თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის ჩამოყალიბება.

ასევე ესპანეთის და კატალონიის შეიარაღებული კონფლიქტი, ბრიტანეთის და შოტლანდიის პოლიტიკურ კონფლიქტი, მოლდოვას კონფლიქტი და უკრაინის კონფლიქტი. ამ და რამდენიმე სხვა მოვლენებს კიდევ შეიძლება მოვუძებნოთ არგუმენტი, რატომ არ უნდა ჩაითვალოს ამ გრაფაში.
2. Because we love to be united in diversity 
 ჩვენ გვიყვარს ერთინობა მრავალფეროვნებაში.
– 2016 წ Brexit-ის რეფერენდუმი, პოლონეთმა, ლატვიამ და საფრანგეთმა დახურეს საზღვრები სირიელი მიგრანტებისათვის. (აშშ-ს 22 შტატმა ასევე განაცხადა, რომ არ მიიღებენ მიგრანტებს სირიიდან). როგორც ჩანს ყველა არ არის ამ იდეის მიმართ ლოიალური.

o-BREXIT-facebook.jpg

 

3. Because we love to travel freely
ჩვენ გვიყვარს თავისუფალი გადაადგილება
– ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ 2007 წელს, მაგრამ მიგრაციული კრიზისის ასაცილებლად, რამდენიმე ევროპის ქვეყანამ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესა, ხოლო დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უნდა შეიქმნას გამკაცრებული კონტროლი. იგივე მიზეზის გამო ისინი არ არიან შენგენის ზონის წევრები. ასე, რომ ამ პუნქტის მართებულობა მათ უნდა ვკითხოთ.
4. Because we love having the choice to work and live in another EU country
 ჩვენ გვიყვარს  ევროპის სხვა ქვეყანებში მუშაობა და ცხოვრება
– ზუსტად იმიტომ, რომ თურქეთის მოქალაქეებს უყვართ  ევროპის სხვადასხვა ქვეყანებში მუშაობა და ცხოვრება, ამიტომაც 1963 წლიდან მოყოლებული გერმანია ბლოკავს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების კენჭისყრას,  გავითვალისწინოთ ისიც, რომ თურქეთი ევროსაბჭოს დამაარსებელთა სიაშია.
5. Because of Erasmus
Erasmus პროგრამის გამო
– მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტებისათვის შექმნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც კარგი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვისაა. (რაღაც დადებითი ყევლაფერშია)
6. Because we can receive medical attention abroad with our EU Health Card
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ „ევროკავშირის ჯანმრთელობის ბარათით“
-ერთის მხრივ, რომ შევხედოთ საკმაოდ დადებითი პროცესია. მაგრამ ხომ არავის აუკრძალავს ადამიანებისათვის პრივილეგიის ბოროტად გამოყენება? ამიტომაც გამოვლენილია მრავალი თაღლითობის სქემა, სადაც გარკვეულ მოქალაქეებს, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს ჰქონდათ უფრო მაღალი რანგის „ჯანმრთელობის ბარათი“, ვიდრე იმათ ვინც იხდის. ამის ფონზე ეცემა ეროვნული მედიცინა, რადგან ყველას სურს შვეიცარიასა, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში სამედიცინო მომსახურების მიღება. ამ გაუთვალისწინებელი დისბალანსით დიდი თავსატკივარი გაიჩინეს ევროპაში.
7. Because the EU is the biggest humanitarian donor in the world
ევროპა არის სულ ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დონორი მსოფლიოში
– განცხადება შეესაბამება სიმართლეს. მაგრამ ევროპის ყოფილი წამყვანი კოლონიზატორები, დღესაც აგზავნიან ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს თავის ყოფილ კოლონიებში, რათა მათი მხარდაჭერა ჰქონდეთ საერთაშორისო არენაზე. ასე დიდი ბრიტანეთი აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ბანგლადეშში, კენიაში, ჰონდურასში, ინდოეთში, მალაიზიაში, ნიგერიაში. საფრანგეთი დომინიკაში, მარტინიკაში, გრენადაში, ალჟირში, ლიბიაში, სენეგალში, გაბონში, ნიგერში, ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, მადაგასკარში. ესპანეთი ფილიპინებში, მაროკოში და ა. შ.

ევროპულ კოლონიალიზმს მილიონობით ადამიანი ყავს დაღუპული და ჰუმანიტარული დახმარებით ნამდვილად ვერ გამოისყიდიან საკუთარ დანაშაულს კაცობირიობის წინაშე.

ხოლო ურჩი ყოფილი კოლონიები, რომლებსაც არ სურთად/სურთ, ყოფილი კოლონიზატორების ჰუმანიტარული დახმარება და საერთაშორისო ვითარების ცვლილებაში აქტიური მონაწილეობის მიღება სურდათ, დასავლეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების მაგივრად ჰუმანიტარულ ბომბებს იღებდნენ.

Colonialism_1914.jpg

8. Because we love solidarity
ჩვენ გვიყვარს სოლიდარობა
– გერმანია იღებს მიგრანტების ყველაზე დიდ რაოდენობას და საერთო ჯამში მხოლოდ სირიიდან აპირებს 500 000 დევნილის მიღებას, დიდ ბრიტანეთში 2014 წ. ყველაზე პოპულარული სახელი ახალშობილი ბავშვებისთვის იყო მუჰამედი. მაგრამ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არის სოლიდარობის მაგალითი და პირიქით იზოლაციონიზმის პოლიტიკას ატარებენ. მაგალითად უნგრეთმა და პოლონეთმა საერთდ უარი განაცხადეს მიგრანტების მიღებაზე, უფრო მეტიც – უნგრეთმა სერბეთის საზღვარზე კედლის მშენებლობაც კი დაიწყო.

1255774794

უნგრეთმა სერბეთის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო მიგრანტებისგან თავის დასაცავად

 

9. Because we love when we get our Bachelor Degree in France and it is also valid in Romania
საფრანგეთში მიღებული ბაკალვრის დიპლომი, რუმინეთშიც კი ვალიდურია.

– რუმინეთის ადგილას შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძნობდით თავს? რუმინულ ან ბულგარულ  დიპლომს თუ თვლიან რამედ გერმანიაში ან საფრანგეთში? საკითხავი აი ეს არის!

10. Because the toys for our kids are safe
იმიტომ რომ ბავშვების სათამაშოები უსაფრთხოა
– ბოლო დროს ბევრი ითქვა და დაიწერა სათამაშოების შემადგენლობაზე  და მათ უსაფრთხოებაზე. კარგია, რომ ასე ზრუნავენ ბავშვების ჯანმრთელობაზე, მაგრამ საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყეს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ფონზე, ჩინური პროდუქციის ბაზარზე შევიწროების სურვილის გამო! ისე სათამაშოების უსაფრთხოებას საბჭოთა კავშირშიც არანაკლებ ყურადღებას აქცევდნენ!

მასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით © Janus Club Media-ს

“ტროიკის“ როლი ევროპული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში

„პოლიტიკურად შეუძლებელი რომ შესაძლებელი გავხადოთ, ამისათვის კრიზისია საჭირო“ჯორჯ სოროსი.

“ტროიკა“, მოგეხსენებათ, რუსული სიტყვაა და ტრიოს, სამთა კავშირს ნიშნავს. მაგრამ ვინც არა მარტო რუსული ენა იცის, არამედ რუსეთის ისტორიაც, გაახსენდება, რომ “ტროიკა“ საბჭოთა კავშირში, 20-იან და 30-იან წლებში სამი პირისგან შემდგარ კომისიას ერქვა, რომელიც სასამართლო პროცესის გარეშე ხალხს მასობრივად აგზავნიდა გულაგებში, ან ასევე მასობრივად ხვრეტდა. ამ ფონზე ცინიკურად ჩანს, რომ ევრო-კრიზისის პირობებში შექმნილი “ტროიკა“ მთელი სახელმწიფოების და ეკონომიკების ბედს წყვეტს.

paresh-troika

“ტროიკა“ არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისაგან შედგება და ევროკავშირის წევრ კრიზისულ ქვეყნებთან ფინანსური დახმარების თაობაზე და პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეცბ-ს “ტროიკაში ნომინალურად მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია აკისრია, ხოლო ხელშეკრულებებს ევროკომისია და სსფ აწერენ ხელს, თუმცა პრაქტიკაში სწორედ რომ “მრჩეველი“ეცბ გვევლინება “ტროიკას“ პოლიტიკის მთავარ წარმმართველ ძალად. (Hulverscheidt 05.03.2013).

6a00d8341d417153ef0120a8754440970b-800wi

2008-9  წლების ფინანსურმა კრიზისმა მრავალი სახელმწიფოს დავალიანების გაზრდა გამოიწვია, რაც სახელმწიფო დავალიანების კრიზისში გადაიზარდა. ეს კრიზისი ევროპაში განსაკუთრებით ე.წ. PIGS- ქვეყნებს შეეხო (პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ PIGS ინგლისურად ღორებს ნიშნავს. რაოდენ ცინიკურია, რომ დასავლეთის მეინსტრიულმა მედიამ ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანას „ღორები“ უწოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მსოფლიო ფინანსური კრიზისის  და თავსმოხვეული ნეოლიბერალური პოლიტიკის „წყალობით“ ეკონომიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ და ევროკავშირისგან დახმარება ითხოვეს. შედეგად  ამ ქვეყნების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა მაშველი რგოლის სახით ე.წ. “ევროპარაშუტი “, დამხმარე ფონდი შექმნა. მაგრამ მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად დაუშვებელი იყო ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას პასუხი ეგო სხვა ქვეყნის დავალიანებაზე. ამიტომაც სახელმწიფო დავალიანების კრიზისი “ევროკრიზისად“ მოინათლა და მისი დაძლევის მენეჯმენტი ევროპის ცენტრალურ ბანკს დაევალა, რომელიც ნომინალურად ევროს გადასარჩენად იღწვის. გამოდის, რომ სახელმწიფოთა გაკოტრების რისკები ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აიღო თავის თავზე.

საერთაშორისო სააგენტოების (მსოფლიოში სამი დიდი სარეიტინგო სააგენტო არსებობს და სამივე ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე მდებარეობს. ესენია: Standard&Poor’s, Moody’s und Fitch) მიერ ევროზონის წევრი ქვეყნების კრედიტუნარიანობის ინდექსის და შესაბამისად, ამ ქვეყნების ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციების) ჩამოქვეითება ევროპის ცენტრალურ ბანკს ყოველთვის დილემის წინაშე აყენებს. საკუთარი წესების მიხედვით ევროპის ცენტრალურ ბანკს უფლება აქვს მხოლოდ მაღალი ხარისხის სახელმწიფო ობლიგაციები მიიღოს გარანტიად. კრედიტუნარიანობის ჩამოქვეითება სახელმწიფოებისთვის ართულებს მათი ობლიგაციების თავისუფალ ბაზარზე განთავსებას, და ხშირად ახალი კრედიტების და ინვესტიციების მიღებას შეუძლებელს ხდის, რაც ევროპის ცენტრალურ ბანკს აიძულებს, ევროს გადარჩენის ეგიდით და პაროლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთაგან დიდი რაოდენობით “დაბალხარისხიანი“ობლიგაციები შეისყიდოს. ამ ქმედებით იგი ფაქტიურად არღვევს სახელმწიფო ბიუჯეტის თვითკმარობის პრინციპს და საკუთარ წესებსაც უგულვებელჰყოფს. დღეისათვის ევროპის ცენტრალური ბანკი ნებისმიერი სახის და რაოდენობის სახალმწიფო ფასიან ქარალდებს შეისყიდის, ისე რომ რეიტინგის სააგენტოების შეფასებებს მნიშვნელობას აღარც კი ანიჭებს. რადგანაც თავისუფალ ბაზარზე ეს ობლიგაციები არ გაიყიდებოდა, მათი შესყიდვა ე.ც.ბ.-ს მიერ შეფარულ სახელმწიფოთა დაფინანსებას ნიშნავს, რისი უფლებაც ე.ც.ბ.-ს არა აქვს. (Schachtschneider 2011, S. 140142).

დღეისათვის “ტროიკა“ აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს დახმარების პაკეტებს საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიის და კვიპროსის ეკონომიკებისათვის. და არც ერთი ინსტიტუცია არაა სამხრეთ ევროპაში ისეთი არაპოპულარული და რბილად რომ ვთქვათ, დაბალრეიტინგიანი, როგორც ევრო-ტროიკა. მას ბრალად სდებენ რომ ის მოქმედებს, როგორც ნეოლიბერალური ინკვიზიცია და ევროპულ ქვეყნებს თავს ახვევს დრაკონულ შეზღუდვების პროგრამებს და აიძულებს მათ მასობრივი შემცირებების განხორციელებას, რითიც ისინი საბოლოოდ სოციოეკნომიკურ კატასტროფას ღებულობენ. ეს ბრალდება მთლად უსაფუძვლოც არაა, რადგანაც „ქამრების შემოჭერის“ დიქტატის წნეხის ქვეშ აღმოჩენილი ქვეყნები კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან რეცესიაში და უმუშევრობაც მატულობს, მაშინ როცა სახელმწიფო ვალი არამცდაარამც არ იკლებს (Konicz 20.06.2013).

troika-triada
ჯერ კიდევ 2012 წლის მიწურულს აღიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომ კრიზისული ქვეყნები “ტროიკის“ მოთხოვნათა განხორციელების პირობებში მეტ შემოსავლებს კარგავენ, ვიდრე დანახარჯების დაზოგვა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, სსფ დღემდე იგნორირებას უკეთებს საკუთარ დასკვნებს და დაზოგვის და შემცირებების მოთხოვნის პილიტიკას აგრძელებს.

“ტროიკის“ უდიდესი პრობლემა კომპეტენციათა გადანაწილების არასრულფასოვნებაშია. არც ერთი ამ სამი ინსტიტუციიდან ცალკე აღებული  არ ატარებს კონკრეტულ პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე არც ერთს არ ეთხოვება პასუხი შესაძლო შეცდომების დაშვების შემთხვევაში. “ტროიკას“ იგივე ემართება, რაც სხვა ცნობილ სამეულს – გედს, კიბორჩხალასა და ქაშაყს კრილოვის იგავიდან, რომელნიც ასევე ნაკლებად წარმატებული იყვნენ, რადგანაც თითოეული მათგანი ურიკას თავის მხარეს ექაჩებოდა. ასევე, ევრო-ტროიკის ხელოვნურად შექმნის გარემოებაში  არცერთს ამ სამი ორგანიზაციიდან არ აქვს ლიდერის როლი, რითაც უთანხმოებანი და კონფლიქტები გარდაუვალი და წინასწარ დაპროგრამებული ჩანს. უთანხმოების საბაბი სწორედ მცდარ გადაწყვეტილებათა მთელი კასკადი გახდა. ასე მაგალითად, “ტროიკამ“ 2009-2013 წლებში ბერძნული მშპ-ს 3,5 %-ით კლება იწინასწარმეტყველა. შედეგად მივიღეთ 22.5%! ასევე უმუშევრობაც 14,8%-ით ძალიან დაბალ დონეზე იყო ნავარაუდევი, ნაცვლად 27%-ისა. ეს ციფრები ცხადჰყოფენ, რომ “ტროიკა“ მაინცდააინც ეფექტიურად არ მუშაობს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ “ტროიკის“ წევრები მასმედიაში ერთმანეთზე გადაბრალებასაც აღარ ერიდებიან. ასე მაგალითად, სსფ-მ არიარა, რომ ეკ-ს და ეცბ-სთან ერთობლივად “შეალამაზა“ ეკონომიკური პროგნოზები საბერძნეთისთვის, თუმცა თავიდანვე მშვენივრად უწყოდა, რომ საბერძნეთის დავალიანება ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის სშუალებას არ იძლეოდა. ეცბ-მ თავის მხრივ კომენტარი გააკეთა სსფ-ს ამ განცხადებაზე, და მას “შეცდომაში შემყვანი“ უწოდა. (Deutsche Wirtschaftsnachrichten 12.06.2013).

999

გრაფიკი> საბერძნეთის მშპ-ს პროგნოზები და რეალობა, წყარო http://deutsche-wirtschafts-nachrichten.de/2013/06/12/insider-troika-ist-zerstritten-zerfall-droht/

როდესაც “ტროიკის“ დამკვირვებლები 2010 წელს პირველად ეწვივნენ საბერძნეთს, ისინი შოკირებულნი იყვნენ სახელმწიფო და სასამართლო აპარატის არაეფექტურობით და ეკონომიკის ჰიპერრეგულირებით. ექვსი შეზღუდვის და დაზოგვის პაკეტის გატარების შემდეგ სახელმწიფო დეფიციტი შემცირდა, მაგრამ ამ შედეგისთვის საბერძნეთმა, და განსაკუთრებით მშრომელა ხალხმა, დიდი ფასი გადაიხადა. ოჯახების შემოსავლები კრიზისის დაწყებიდან დღემდე 40% ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობამ ახალგაზრდებში 64% ს მიაღწია. გაპარტახებულია ჯანდაცვის და განათლების სისტემები.

„ქამრების შემოჭერისა“ და მომჭირნეობის პოლიტიკამ (Austerity Policy) გააჩანაგა არა მარტო საბერძნეთი, არამედ ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, იტალია, კვიპროსი… ამ ქვეყნებში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობამ 50 %-ს მიაღწია და ამ თაობას სოციოლოგები “დაკარგულ თაობას” უწოდებენ, ისევე როგორც ეს უწოდეს ახალგაზრდებს 1 მსოფლიო ომის შემდეგ. „ტროიკის“ და გერმანიის კანცლერის,  მერკელის პოლიტიკაზე საბერძნეთთან და ზოგადად ევროპასთან მიმართებაში საინტერესო სტატია მიუძღვნა “Spiegel”-მა 2015 წლის ივნისის ბოლო გამოცემაში, სადაც მერკელი “ევროპის მესაფლავედაა” მოხსენიებული და პირდაპირ წერია, რომ ქნ. მერკელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში “დიდაქტიკური იმპერიალიზმის” პოლიტიკას ატარებდა და ატარებს, ხოლო ამ პოლიტიკის “აღმზრდელობითი” მეთოდები ბიუჯეტის დისციპლინირება, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და პრივატიზებაა.

2007 წლის საბანკო კრიზისი, რომელიც ამერიკიდან წამოვიდა, მთელს მსოფლიოს მოედო და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები აზარალა. ბანკების გადასარჩენად ევროკავშირის ქვეყნებმა უზარმაზარი თანხები გამოყვეს ბიუჯეტებიდან, ის ფული, გადასახადების გადამხდელებმა რომ შეიტანეს თავიანთი ქვეყნების (და არა ბანკების) საკეთილდღეოთ. შედეგად  ქვეყნები აღმოჩნდნენ გაკოტრების საფრთხის წინაშე, მაგრამ მათ გადასარჩენად ბანკებმა ფული კი არ გაიღეს, არამედ გაასესხეს მათთვის მომგებიანი ნიხრით. ჯოზეფ სტიგლიცმა, ნობელის პრემიის ლაურიატმა და მსოფლიო ბანკის ყოფილმა შეფმა თავის ერთ ერთ ინტერვიუში გერმანულ გამოცემასთან განაცხადა, რომ დაუშვებელია საბერძნეთის გაწირვა, ხოლო კითხვაზე, ჩვენ ხომ ამდენი ხანია საბერძნეთს ვეხმარებოდითო, პირდაპირ მიუგო, ეს ფული ბერძნების კი არა, გერმანული და ფრანგული ბანკების გადასარჩენად იყო მიმართულიო(!)

„ტროიკის“ ქმედებებს აკრიტიკებს ასევე ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი, ისევე როგორც გერმანიის ქმედებას და გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს ხისტ პოზიციას საბერძნეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე 2015 წლის ზაფხულში. შოიბლე საბერძნეთის ახლადარჩეულ, მემარცხენე მთავრობას პირდაპირ დაემუქრა, რომ თუკი იგი ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეასრულებდა და Austerity პოლიტიკას და პრივატიზებას არ გააგრძელებდა, საბერძნეთს დეფოლტი და ევროზონიდან გარიცხვა არ ასცდებოდა. მიუხედავად ასეთი წნეხისა, საბერძნეთის ხელისულებამ 2015 წლის ივლისის დასაწყისში რეფერენდუმი ჩაატარა თემაზე, უნდა მიეღო თუ არა საბერძნეთს „ტროიკის“ პირობები. რეფერენდუმს წინ უძღოდა დიდი ზეწოლა ბერძნულ ბანკებზე ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან. საბერძნეთის მოქალაქეებს დღეში მაქსიმუმ 50 ევროს ანგარიშიდან მოხსნა შეეძლოთ. მიუხედავად ამ ზეწოლისა და ფსიქოლოგიური წნეხისა, რეფერენდუმზე 60 % ზე მეტმა ხმა რეფორმების და შემდგომი შეკვეცების წინააღმდეგ მისცა. ამის შემდეგ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ კიდევ უფრო გაზარდეს თავიანთი მოთხოვნები საბერძნეთის ხელისუფლებისადმი და საბოლოოდ, რეფერენდუმზე მიღებული უარის მიუხედავად, მათ ბერძნული მთავრობისაგან სრული კაპიტულაცია და ახალი მომჭირნეობის პაკეტის უპირობო გარანტიები მიიღეს. მოხდა უპრეცედენტო რამ, როცა ევროპულ დემოკრატიებიდან ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამავე ქვეყნის ბედი გადაწყვიტა არა რეფრენდუმმა, ანუ პირდაპირი დემოკრატიის გამომხატველმა მექანიზმმა, არამედ ბანკებისა და „ტროიკის“ დიქტატმა.

აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა შეიძლება თავისი წევრი ქვეყანა გაწიროს დეფოლტისთვის, თუკი იგი ბრიუსელის ტექნოკრატების დიქტატს არ დაემორჩილება და ამგვარად შანტაჟი მოუწყოს  მას. „დახმარების“ ახალი პაკეტის მიღების შემდეგ საბერძნეთი აიძულეს კიდევ უფრო მეტი, სახელმწიფო ბალანსზე არსებული სტრატეგიული ობიექტი გამოეტანათ გასაყიდად „პრივატიზაციის“ და „ვალების შემცირების“ ეგიდით. სკანდალური აღმოჩნდა საბერძნეთის რეგიონული აეროპორტების შესყიდვა გერმანული „ფრაპორტის“ მიერ, რაც გერმანული მემარცხენე პარტიის ლიდერის, გრეგორ გიზის ბუნდესტაგში გაკეთებული შეფასებით ნეოკოლონიალიზმის დაუშვებელი გამოვლინებაა.

“ტროიკას” დღეს  სახელი იმდენად აქვს გატეხილი, რომ გერმანული მედიები “ტროიკად” აღარ მოიხსენიებენ და ახლა უბრალოდ ტერმინ “ინსტიტუციებს” იყენებენ. სხვათა შორის, ამ სამ ინსტიტუციას საბერძნეთისთვის მინიჭებული ახალი „დახმარების პაკეტის“ შემდეგ მეოთხე ინსტიტუციაც, ESM (European Stability Mechanism) „ევროპული სტაბილურობის მექანიზმი“ დაემატა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ „ტროიკა“ 2015 წლიდან „კვადრიგად“ გადაიქცა. „ევროპული სტაბილურობის მექანიზმი“ როგორც ხელშეკრულება, ჯერ კიდევ 2012 წლის 27 სექტემბერს შევიდა ძალაში და მიზნად ისახავდა დეფოლტის (გაკოტრების) საფრთხის წინაშე მდგომი ევროზონის წევრი ქვეყნების კრედიტებით და გარანტიებით უზრუნველყოფას მათი გადახდისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით. შეიქმნა აქტიურად ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის შტაბ-ბინა ლუქსემბურგში მდებარეობს და რომლის პირველი აღმასრულებელი დირაქტორიც კლაუს რეგლინგი გახდა. 2015 წლის 19 აგვისტოს ESM- მა საბერძნეთისთვის ახალი, 85 მილიარდიანი „დახმარების პაკეტის“ გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე, 2016 წელი ევროკავშირისთვის ყველაზე კრიზისული აღმოჩნდა. ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გაძლიერდა რუსეთთან დაპირისპირების და სანქციების ომის ფონზე, დაემატა სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული ლტოლვილების მილიონიანი ნაკადი, რამაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მორიგი განხეთქილების ვაშლის როლი ითამაშა. მერკელის გერმანიამ ერთპიროვნულად დაარღვია ლტოლვილთა განაწილების მარეგულირებელი ევროპული ხელშეკრულება „დუბლინ 2“, რამაც უნგრეთის, სლოვენიის, ჩეხეთის და მრავალი სხვა ევროპული ქვეყნის აღშფოთება გამოიწვია. ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ, 2016 წლის იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ ევროზონა მნიშვნელოვანი ფინანსური თუ საიმიგრაციო კრიზისების დასაძლევად მზად არ აღმოჩნდა. ჯერჯერობით ამ პროცესების კულმინაცია ბრიტანული რეფერენდუმით, „ბრექსიტით“ დაფიქსირდა, სადაც ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საბერძნეთის რეფერენდუმისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების იგნორირება ელიტას უკვე აღარ ხელეწიფება. დამდეგი, 2017 წელი კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს უმზადებს ევროკავშირის ერთიანობას. მემარჯვენე და ევროსკეპტიკური ძალების გამარჯვებაა მოსალოდნელი ნიდერლანდების, საფრანგეთის,  ავსტრიის და რიგი სხვა ქვეყნების არჩევნებზე.

მანამდე კი, სულ რამდენიმე დღეში, კერძოდ, ა.წ. 4 დეკემბერს იტალიაში დაგეგმილ რეფერენდუმზე გადაწყდება, დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს მატეო რენცის მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციის რეფორმას. თუ შედეგი უარყოფითი დადგა, წნეხის ქვეშ მოექცევა არა მარტო იტალიის სახ. ობლიგაციების კურსი, არამედ თვით ევროც, როგორც საერთო ევროპული ვალუტა. (http://www.zeit.de/2016/49/italien-verfassungsreform-matteo-renzi)

რა გამოსავალი არსებობს ევროპული ფინანსურ-ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებიდან? შეუძლიათ კი ევროპელ ერ-სახელმწიფოებს „ხალხთა ციხედ“ ქცეული ევროკავშირის ბრიუსელურ ტექნოკრატიისგან და სუპერანაციონალური ფინანსური ოლიგარქიის დიქტატისგან თავის დაღწევა? შეუძლიათ! და ამისი საუკეთესო მაგალითი უკვე აჩვენა ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მცირერიცხოვანმა ერმა- ისლანდიამ. ეს კუნძულოვანი სახელმწიფო საბანკო „კრიზისის“ პირობებში გაკოტრების პირას აღმოჩნდა. ევრო-ტროიკამ მისგანაც იგივე მოითხოვა, რაც ე.წ. „ღორებისგან“, კერძოთ, საბანკო ვალების სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, საჯარო ქონების მაქსიმალური პრივატიზება და მომჭირნეობის პოლიტიკა. ამ ვალდებულებების თავის თავზე აღების პირობებში ისლანდია კაბალურ მდგომარეობაში, ისლანდიელი ხალხი კი ათწლეულობით ნეოკოლონიალურ მონობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ ამაყი და მოხერხებული ისლანდიელი ხალხის ერთიანი ძალისხმევით გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგებით ისლანდიამ საბანკო ვალები ბათილად ცნო, კორუფციულ და აფიორულ სქემებში მხილებული ბანკირები დააპატიმრა, ხოლო ვინაც ქვეყნიდან გაასწრო, ინტერპოლის საშუალებით ძებნილად გამოაცხადა, მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც ისლანდიის მთელი წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები მთლიანად საზოგადოების საერთო საკუთრებად გამოცხადდა და მოხდა კრიზისული ბანკების ნაციონალიზაცია. (https://newstopaktuell.wordpress.com/2015/05/29/von-den-lugenmedien-totgeschwiegen-island-setzte-korrupte-regierung-ab/) აღსანიშნავია, რომ ისლანდიის ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში მთელმა კუნძულის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა „ვიკიპედიას“ პრინციპით, ანუ მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, კომენტარების და შესწორებების შეტანით და გათვალისწინებით ინტერნეტ-ფორუმების მეშვეობით. სკანდალური და ცინიკურია ის, რომ ისლანდიის პრეცენდენტი დესავლური მედია საშუალებების მიერ სრულიადაა იგნორირებული და ამ ფაქტზე ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ინტერნეტ-წყაროებითაა შესაძლებელი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეინსტრიმული მედია მთლიანად საბანკო ოლიგარქიის (გნებავთ, ფინანსური მაფიის) მიერ კონტროლირდება, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სწორედ პატარა ისლანდიის პრეცენდენტი შეიძლება გადაიქცეს მისაბაძ მაგალითად ევროკავშირის უფრო მსხვილი ქვეყნებისთვის, რამაც შეიძლება დომინოს ეფექტი და არსებული სისტემის სრული კოლაფსი გამოიწვიოს.

კობა კუბრაშვილი, პოლიტოლოგი