ჯონ მირშაიმერი – რატომ არის დასავლეთი მთავარი დამშანავე უკრაინულ კრიზისში

პოლიტიკის მეცნიერს სჯერა, რომ ნატო-ს გაუაზრებელმა გაფართოებამ წაახალისა რუსეთი

უდავოა, რომ ვლადიმერ პუტინი ზემოთხსენებული ომის გამჩაღებელია და დამნაშავეა იმაში, თუ როგორ მიმდინარებოს იგი. ამასთანავე, გამომწვევ მიზეზებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. დასავლეთში გავრცელებული აზრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა დაკარგა საღად აზროვნების უნარი; ის რეალობას მოწყვეტილი მოძალადეა, რომელმაც მიზნად დაისახა  წარსულში ჩაბარებულ საბჭოთა კავშირზე დაყრდნობით, შექმნას ახალი, დიდებული რუსეთი [რედ. „greater Russia“]. შედეგად, სწორედ ის არის უკრაინის კრიზისში სრულად და ცალსახად პასუხისმგებელი პირი.

თუმცა, ეს თხრობა არის მცდარი. სწორედ რომ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებია პრინციპულად დამნაშავე ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ახლა იგი სახეცვლილი ომად მოგვევლინა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება განადგურებით, არამედ  შეიძლება გახდეს რუსეთისა და ნატო-ს შორის ბირთვული დაპირისპირების წინაპირობა.

სინამდვილეში უკრაინის ირგვლივ დაპირისპირება დაიწყო 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტისას, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის წახალისებით, სამხედრო ერთობამ  კიევს და თბილისს დაპირება მისცა, რომ ისინი „შემოუერთდებოდნენ“ ბლოკს. რუსეთის ლიდერთა მხრიდან  გამოითქვა მძაფრი აღშფოთება. ეს დაპირება აღქმულ იქნა, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული სასიცოცხლო გამოწვევა. მოსკოვი გულწრფელად დაპირდა, რომ არ დაუშვებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ცნობილი რუსი ჟურნალისტის თანახმად, ბატონი პუტინი „გამწარდა“ და გააფრთხილა, რომ „თუ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, ეს მოხდება ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე. ის უბრალოდ დაიშლება“. თუმცა, ამერიკამ თვალი დახუჭა ამაზე და გააგრძელა უკრაინის სახით რუსეთის საზღვარზე დასავლური ციხე-სიმაგრის [რედ. “Western bulwark”] ჩამოყალიბება. ამ სტრატეგიის ფარგლებში დამატებით ორი მიზანი დაისახეს: უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება და მისგან პრო-ამერიკული დემოკრატიის შექმნა.

ნატოს ბუქარესტის სამიტი, 2008 წლის 3 აპრილი

აღნიშნულმა, საბოლოო ჯამში, გამოიწვია უშუალო დაპირისპირება 2014 წლის თებერვალში; და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყების შემდეგ, პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. საპასუხოდ, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონბასში წააქეზა სამოქალაქო ომი.

შემდეგი, მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მოხდა 2021 წლის დეკემბერში, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა დღევანდელობამდე. სინამდვილეში კიევი დე ფაქტო [რედ. ოფიციალურად არა, თუმცა შინაარსობრივად – დიახ] ხდებოდა ნატო-ს წევრი. პროცესი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში, როდესაც დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა კიევისთვის „თავდაცვითი შეიარაღების“ მიყიდვა. რთული სათქმელია, თუ რა იგულისხმებოდა „თავდაცვითში“, თუმცა ნათელია, რომ მოსკოვისთვის და მისი მოკავშირეებისთვის დონბასში ეს შეიარაღება „თავდასხმითი“ იყო. სამხედრო გაერთიანების სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთნენ პროცესში. დაიწყეს უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა, ქვეყნის სამხედრო გაერთიანებების მომზადება და ნება დართეს უკრაინელ სამხედროებს მონაწილეობა მიეღოთ საერთო საჰაერო და სახმელეთო წვრთნებში. 2021 წლის ივლისში უკრაინამ და აშშ-მ უმასპინძლეს შავ ზღვაში დიდ საზღვაო წვრთნებს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის მეზღვაურები. ოპერაციამ „ზღვის სიო“ [რედ. Sea Breeze] ლამის აიძულა რუსეთი თავს დასხმოდა ბრინატულ საზღვაო გამანადგურებელს, რომელმაც მიზანმიმართულად შეცურა მოსკოვის მიერ საკუთარ ტერიტორიულ წყლებად აღქმულ მონაკვეთში.

უკრაინასა და აშშ-ს შორის კავშირების გაღრმავება ბაიდენის ადმინისტრაციისას გაგრძელდა. ზოგადად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების სულისკვეთება კარგად არის ასახული მნიშვნელოვან საბუთში „აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ [რედ. “US-Ukraine Charter on Strategic Partnership”], რომელსაც ხელი მოეწერა ნოემბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ. მიზანი იყო „ხაზი გაესვა უკრაინის მიერ გაცემულ დაპირებას განახორციელოს ყველა საჭირო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომ მოხდეს მისი ევროპულ და ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვანი გაწევრიანება“. ეს საბუთი ეყრდნობა „ზელენსკისა და ბაიდენის მიერ გაცემულ დაპირებებს, მოახდინონ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება“. აგრეთვე, სახელმწიფოები გამოთქვამენ მზაობას იხელმძღვანელონ „2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით“ [რედ. რომ კიევი და თბილისი გახდებოდნენ ნატო-ს წევრები].

მოსკოვისთვის ეს იყო  მიუღებელი, პასუხი კი, მყისიერი. მან დაიწყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების უკრაინის საზღვარზე მობილიზება, ხოლო ვაშინგტონს შეატყობინა გამოწვევის მოგვარების გზების ძიებისადმი მზაობა. ამ ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა უკრაინასთან დაახლოების პოლიტიკა. შედეგად, დეკემბერში რუსეთმა გამოაცხადა დიპლომატიური ულტიმატუმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ „მათ მიაღწიეს დუღილის წერტილს“.

მოსკოვმა მოითხოვა წერილობითი დაპირება, რომ უკრაინა ვერასდროს გახდებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ხოლო სამხედრო გაერთიანება უკან წაიღებდა ყველა სამხედრო შეიარაღებას, რომელიც მან განათავსა აღმოსავლეთ ევროპაში 1997 წლის შემდეგ. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები ჩაიშალა და ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა: „ცვლილებებს არ აქვს ადგილი. ცვლილებებს ადგილი არ ექნება“. ერთ თვეში ბატონი პუტინის ბრძანებით, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ გაენადგურებინა ის გამოწვევები, რომლებსაც  მისი აზრით, ნატო ქმნიდა.

მოვლენების ასეთი შეფასება სრულ დაპირისპირებაშია დასავლეთში ჩამოყალიბებულ მანტრასთან [რედ. ღთაებრივი, წმინდა ლოცვა; ჩვენს შემთხვევაში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი მოსაზრება], რადგან იგი არ განიხილავს ნატო-ს გაფართოებას, როგორც უკრაინული კრიზისის შემადგენელ ნაწილს. მისთვის სწორედ რომ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის „გაფართოების“ სურვილი არის ომის გამომწვევი ერთადერთი წინაპირობა. ნატო-ს მიერ რუსეთის ლიდერისთვის ახლახანს გადაცემულ საბუთში ვკითხულობთ: „ნატო არის თავდაცვითი გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს.“ საინტერესოა, რომ არსებული სამხილი ამ მტკიცებულებას უგულვებელჰყოფს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ აღიქვამენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ იმაში, თუ როგორ აღიქვამს სამხედრო გაერთიანების ნაბიჯებს უშუალოდ მოსკოვი.

ნათელია, რომ ბატონი პუტინისთვის ცნობილია, თუ რა ფასი დაუჯდება და რაოდენ რთული იქნება რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ტერიტორიების დაპყრობა და მართვა. მან ერთხელ განაცხადა: „ვისაც არ ენატრება საბჭოთა კავშირი არ გააჩნია გული. ვისაც სურს მისი დაბრუნება არ გააჩნია ტვინი“. იმის და მიუხედავად, რომ ბატონ პუტინს მაინც სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კავშირის, მას ესმის, რომ მეზობელი სახელმწიფოს მთლიანად გადაყლაპვა იქნება მისი ქვეყნისთვის ძნელად „მონელებადი“. მეტიც, რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, დიდად არ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ან დიდი რუსეთის შესაქმნელად სურდათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. პირიქით, ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ აქტიურად აცხადებდნენ, რომ განიხილავდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც სასიცოცხლო გამოწვევას, რომლის ჩაშლაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. როგორც ბატონმა ლავროვმა განაცხადა იანვარში: „ყველაფრის გასაღები არის ნატო-ს მიერ გაცემული პირობა, რომ ის არ გაფართოვდება აღმოსავლეთით“.

ცნობისთვის, დასავლელი ლიდერები 2014 წლამდე იშვიათად თუ აღიქვამდნენ რუსეთს, როგორც სამხედრო საფრთხეს. აშშ-ს რუსეთში ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის [რედ. Michael McFaul] განცხადებით, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია არ იყო წლების განმავლობაში დაგეგმარების შედეგი. ეს იყო რეაქცია გადატრიალებაზე, რის შედეგადაც მოხდა უკრაინის პრო-რუსული სახელმწიფო ხელმძღვანელის დამხობა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ამბებამდე ნატო-ს გაფართოების მიზანი იყო გადაექცია ევროპა მშვიდობის ერთ დიდ სივრცედ და არა სახიფათო რუსეთის შეკავება. თუმცა, როგორც კი ეს დაპირისპირება დაიწყო, ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ შეძლეს აღიარება იმის, რომ ომის დაწყების მიზეზი სწორედ რომ მათ მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი უკრაინის დასავლეთში გაწევრიანება გახდა. მათი მტკიცებით, კრიზისი დაიწყო რუსეთის რევანშისტული [რედ. არსებული ვითარების საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქცევის სურვილი] ბუნების გამო; მისი სურვილის, რომ ან ემართა ან დაეპყრო უკრაინა.

უნდა შევაჯამო და ვთქვა, რომ ვიმყოფებით ძალიან სახიფათო ვითარებაში, რომელსაც მხოლოდ აუარესებს დასავლეთის პოლიტიკა. რუსეთის ლიდერებისთვის უკრაინაში არსებულ მოვლენებს არაფერი კავშირი აქვთ მათი იმპერიალისტური მიზნების ჩამოშლასთან. მათთვის ეს არის პრობლემა, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლო გამოწვევას და უკავშირდება რუსეთის მომავალს. ბატონმა პუტინმა შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ შეაფასა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, უკრაინის წინააღმდეგობის უნარი და დასავლეთის მიერ განხორციელებული პასუხის წონა, ზომა და სისწრაფე; თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, თუ რა სასტიკნი შეიძლება იყვნენ დიდი სახელწმიფოები, როდესაც მათ წინაშე უდიდესი გამოწვევა დგას. ამასთანავე, ამერიკა და მისი მოკავშირეები მხოლოდ აძლიერებენ ზეწოლას, აქვთ რა იმედი, რომ შეძლებენ პუტინისთვის სამარცხვინო მარცხის მიყენებას და შესაძლოა მისი ხელისუფლებიდან მოშორებასაც კი. ისინი ზრდიან უკრაინისთვის დახმარებას და ამასთანავე ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ რუსეთის სასტიკ დასჯას, რაც პუტინისთვის უდრის „ომის ღიად გამოცხადებას“.

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება არ მისცენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა სახელმწიფო იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ არა დაშლილი. მეტიც, არსებობს კონფლიქტის უკრაინის მიღმა გაფართოების შესაძლებლობა. სავარაუდო ბირთვულ ომზე უკვე ვისაუბრეთ. თუ დასავლეთი შეძლებს მოსკოვის სამხედრო ველზე დამარცხებას, მისთვის უდიდესი ეკონომიკური ზარალის მიყენებას – ეს გულისხმობს დიდი სახელმწიფოს კუთხეში მიყენებას. ამ შემთხვევაში ბატონმა პუტინმა შეიძლება  მიმართოს ბირთვულ შეიარაღებას.

დღეისთვის შეუძლებელია განვჭვრიტოთ თუ რა სახის ზავით დასრულდება ომი. ამის და მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ომის გამომწვევ ნამდვილ მიზეზებს. სხვა შემთხვევაში უკრაინის განადგურება და ნატო-რუსეთს შორის პირდაპირ საომარი მოქმედებები გარდაუვალია.

ჯონ მირშაიმერი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის რ. ვენდელ ჰარისონის პოლიტიკის მეცნიერების წარჩინებული პროფესორი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ”პოლიტიკური რეალიზმის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა ”The Economist”-ში, 2022 წლის მარტში.

მთარგმნელი არჩილ სიხარულიძე

ნატოს მღვრიე ტყლაპო

თუ ნიანგს თქვენი მტრის შეჭმა სურს, ნუ გგონიათ ის თქვენი მეგობარი

აფრიკული ანდაზა

როგორც ჩანს ტაქტიკურმა კოლაბორაციონიზმის ისტორიამ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს და უკრაინის პატრიოტიზმისთვის მებრძოლი ”გმირები’ ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზეც კი წავიდნენ, არც ჩვენ და არც უკრაინელებსაც დიდად არაფერი გვასწავლა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებში ასეთი ”სამარცხვინო პატრიოტები” უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა ამის ნაკლებობა. ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი გრიგოლ რობაქიძე იყო, ვინც არც მეტი და არც ნაკლები ადოლფ ჰილტერს 1939 წელს წიგნი მიუძღვა და ის გერმანულ ენაზე გამოსცა. იყო ასევე ”ქართული ლეგიონი” (Georgische Legion), რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და საკუთარ თანამოძმეებს ხოცავდა ბოლშევიკებისგან, რომ გაეთავისუფლებინათ საბჭოთა საქართველო. იყო სამარცხვინო შალვა მაღლაკელიძე და ბევრი მისი მსგავსი იდეოლოგიურად დაბინდული გონების და არსის პიროვნება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების მხარეს იყვნენ.

რაც შეეხება უკრაინელების კოლაბორაციონიზმს II მსოფლიო ომის დროს ამაზე ინტერნეტშიც უამრავი მასალა იძებნება. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.

ასეთია ისტორიული პატერნი, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ქართველებსითვისაც ნაციონალური ასპირაციის კრახის გარდა ჯერ-ჯერობით სხვა არაფრით არ დამთავრებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩვენ გვესმის მოსაზრებები ”კეთილი” აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც ეს ორი ქვეყანა ”ბოროტი” აგრესორისგან უნდა დაიცვას. თითქოს რუსეთი ერთადერთი საფრთხეა, რომლის შეცნობაც ამ ქვეყნების მმართველ ელიტებს შეუძლიათ.

ამ ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკა ხშირად მსოფლიო პოლიტიკის პრიმიტივიზაციას ახდენს და სამყაროს ორ უკიდურესობად ჰყოფს: კეთილად და ბოროტად, პროგრესულად და რეგრესულად, ნათელად და ბნელად. თითქოს ასეთ კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ორი პოლუსია. მსგავსი აზროვნება ბავშვებს ახასიეთბთ მათი ნაივურობის, გამოუცდელობის, გაუნათლებლობის და სხვა ფაქტორების გამო. მსგავსი მიდგომა არ არის ზრდასრული ჩამოყალიბებული სუბიექტის რეფლექსია, ამაზე მიუთითებდა თვით გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც.

ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რას წარმოადგენს ნატო, როგორც გაჩნდა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს, რას ემსახურება და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მასთან დაახლოება რისი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნატო 1949 წელს შეიქმნა ომის შემდგომ მსოფლიოში საბჭოთა კავშირთან პაექრობისთვის. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ევროპაში და საბჭოთა კავშირის პოპულარობის ზრდის ფონზე მისი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შესაჩერებლად, რომელიც ”ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო, (ადამიანურ ზარალს თუ გავითვალისწინეთ 27 მლნ. დაღუპული ადამიანის სახით და ეკონომიკურ ზიანს, რაც იმ მომენტისთვის 128$ მლრდ-ს უტოლდებოდა,) აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმდა და კანადამ კიდევ სხვა 9 სახელმწიფო დაიყოლია სამხედრო ბლოკში გაერთიანებულიყვნენ.

ამ 9 სახელმწიფოს შემადგენლობა კოლონიალური იმპერიების თითქის ყველა წარმომადგენელს მოიცავდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ლუქსემბურგი.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გააკეთა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს ინიციატივა ნატომ დაბლოკა. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საკუთარ უარს იმ მოტივით ასაბუთბდნენ, რომ ”შეუძლებელი იქნებოდა ნატოს დემოკრატიული და თავდაცვითი ხასიათის შენარჩუნება”. სხვათა შორის ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ში უმკაცრესი რასობრივი დისკრიმინაცია იყო, ევროპაში კი შავკანიან ბავშვებს ზოოპარკებში ათავსებდნენ.

ნატოსგან მიღებული უარის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ”ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია” შექმნა. ასე დაიწყო ”ცივი ომი” დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დაპირისპირების დასასრული ყველასთვის ცნობილია. ერთის შეხედვით საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, ის ამოცანები, რასაც ნატო ისახავდა უკვე შესრულებული იყო, რადგანაც ”წითელი საფრთხე” განეიტრალებული იყო, ხოლოს სამხედრო ალიანსის აზრი – ამოწურული.

თუმცა, იმის მაგივრად რომ ნატოც მისი აღმოცენების მთავარ მიზეზს უკან გაჰყოლოდა, ნატომ XXI საუკუნეში შეყო თავი, როგორც აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, თვითნებურად თავს დაესხა სუვერენულ ქვეყნებს და საკუთარი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულ სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები გააჩაღა, რასაც იქამდე ვერ ბედავდა. ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არც ”ცივი ომის” დროს იყოს ნატო ბოლომდე უმწიკვლო პაციფისტური ორგანიზაცია. ასე მაგალითად ”ცივი ომის” დროს ევროპულ ქვეყნებში ნატოს ტერორისტული დაჯგუფება “გლადიო” მოქმედებდა. ნატოს ტერორისტული წარსული ევროპაში 90-იან წლებში გასაჯაროვდა. ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და წიგნი დაიწერა.

ნატოს ოფიციალური ლეგენდა 2 იდეოლოგიურ ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში ნატოს თავდაცვითი ხასიათი გააჩნია და მეორეს მხრივ მისი მისია დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ ორივე ასპექტს აბათილებს ნატოს ისტორიული პრაქტიკა.

‘’ცივ ომში’’ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აშშ ჰეგემონი გახდა და მსოფლიოში საკუთარი პოლიტეკონომიური წესრიგის დამყარება დაიწყო. ‘’ვარშავის ხეშლეკრულების’’ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ინტეგრირებულები იქნენ აშშ-ის გავლენის სფეროში. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ‘’საბაზრო რეფორმების’’ კვალდაკვალ ნატო გახდა.

იმის მიუხედავად რომ ჯეიმს ბეიკერმა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, გორბაჩოვს სამჯერ დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ეს დაპირება ჰაერში ნასროლ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ნატომ 9 გეოპოლიტიკური გაფართოება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 5 გაფართოვება მოხდა, ხუთივეჯერ აღმოსავლეთით.

1999 წელს სამხედრო ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი გაწევრიანდა. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასროლილ იქნენ მეზობელ იუგოსლავიასთან ომში, რომელსაც ნატო 78 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდა და სისხლის გუბეებით გაავსო მთელი ქვეყანა.

იმავე წელს ვაშინგტონის სამიტზე ახალი სტრატეგიული კონცეპტი იქნა მიღებული, რომელიც ნატოს უფლებას აძლევდა არამხოლოდ თავი დაეცვა, არამედ თავსდასხმითაც დაკავებულიყო და საკუთარი საზღვრებს მიღმა ჩაეტარებინა ოპერაციები.

2 წლის შემდეგ, 2001 წელს ნატოს ჯარები თავს დაესხა ავღანეთს. რით დამთავრდა ეს დამანგრეველი 20 წლიანი სამხედრო ავანტიურა, სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ამერიკული თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლობით ტოვებდნენ ქვეყანას; ბედის ამარა მიგდებული ავღანელები აეროპორტის ასაფრენ ზოლზე თავგანწირულად მისდევდნენ თვითმფრინავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითმრინავის ფრთებზე აბობღდა და რამდენიმე წამში ტრაგიკულად დაიღუპა.

ნატოს გაფართოება წლების მიხედვით

2004 წელს ნატომ თავის რიგებში ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი მიიღო. მათ მოყვა ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, 2017 წელს ჩერნოგორია, ხოლო 2020-ში ჩრდილოეთ მაკედონია.

2005 წლიდან დაწყებული ნატოს და უკრაინის თანამშრომლობა დაჩქარებული დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა. 2008 წელს ალიანსმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ განევითარებინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ამ მიმართულებით სვლამ ახალი ბიძგი ევრომაიდანის შემდეგ მიიღო. ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული კურსი უკრაინის კონსტიტუციით გამყარდა 2019 წელს და ქვეყანამ მიიღო ‘’გაფართოებული შესაძლებლობების პარტიორის’’ სტატუსი. იგივე სტატუსი გააჩნიათ ავსტრალიას, საქართველოს, იორდანიას, ფინეთს და შვედეთს.

საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაბამიდან დაიწყო. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.

2019 წელს ნატომ საკუთარი ინტერესების ზონაში აფრიკაც შეიყვანა, იქამდე კოლუმბიაში და ლიბიაშიც გაინავარდა, სადაც «ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციის» შემდეგ მონობა დაბრუნდა, ახლო აღმოსავლეთელმა ექსტრემისტებმა იარაღის ქარავანი მიიღეს, ხოლო მიგრაციულმა კრიზისმა ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევებას შეუწყო ხელი.

დღესდღეობით, ნატო 2030 დღის წესრიგის თანახმად სამხედრო ალიანსი აზიაში მიემართება, სადაც აშშ ჩინეთთან შეტაკებისთვის ემზადება, რომლის არნახული ეკონომიკური ზრდა ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულს მოასწავებს აშშ-ის ჰეგემონიური ლიდერობით.

ნატოს გაფართოების პოლიტიკას რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეაქვს, აშშ-ის ოფიციალური პირებიც აღიარებენ. თვით ჯორჯ კენანმა, ამერიკელმა დიპლომატმა და «ცივი ომის ერთ-ერთმა არქიტექტორმა» ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ამერიკული პოლიტიკის «ყველაზე საბედისწერო შეცდომა უწოდა» ცივი ომის შემდეგ და ივარაუდა, რომ ის ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტულ განწყობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს რუსეთში.

ობამას და ბუშის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი აღიარებს, რომ ნატოს გაფართოებამ «რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა». იმავე აზრზეა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. მან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას «აგრესეიული» უწოდა და ნატოს გაფართოება და აშშ-ის მიერ «ფერადი რევოლუციების» მხარდაჭერა გააკრიტიკა.

ნატოს აპოლოგეტები ხშირად იყენებენ ლირიკას დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანების უფლებებზე, რასაც მათი თქმით სამხედრო ალიანსი უზრუნველყოფს საკუთარი წევრების მოქალაქეებისთვის. როგორ ეხამება ეს ავტოკრატიული თურქეთის წევრობას ნატოში, ნავთობის ომებს, რომელთა მსხვეროლი პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამას უკვე აღარ აზუსტებენ ევროატრანტიკური ბლოკის მეხოტბეები.

1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება

ნატო – ეს არაა უფლედამცველი ორგანიზაცია. ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ატომური იარაღით და სხვა გამანადგურებელი ტექნიკითაა აღჭურვილი, ექსპანსიურად მოქმედებს და მთავარი ინვესტორის, აშშ-ის ინტერესებთთან სუბორდინაციაშია. ამ მილიტარისტული გაერთიანების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინტერესები დაიცვას, ამავდროულად იმპერიის სამხედრო ავანტიურებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება აშშ-ის პარტიორებზე ხდება ალიანსის ფარგლებში.

იქედან გამომდინარე, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა წევრზე თავდასხმად, აღნიშნული ბლოკის ექსპანსია კვებავს არა მხოლოდ რეგიონალურ კონფლიქტებს, არამედ მსოფლიოს ომის გლობალურ საფრთხეს. ყოველი ახალი ქვეყნის წევრობასსთან ერთად ნატო საზღვრები ფართოვდება და უახლოვდება კონკურენტების ტერიტორიებს.

სუვერენიტეტის გაგება გულისხმობს, რომ სუვერენულ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს ინტიმურ პოლიტიკურ კავშირს. თუმცა ნებისმიერი მსგავსი გადანაცვლება რეალურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხდება, რაც სხვადასხვა სუბიექტების ინტერესების ერთობლიობაა. ეს ინტერესები ერთმანეთზე მოქმედებს და ვერ იქნება იგნორირებული ფრთოსანი ფრაზების და ლამაზი თეორიების გამო.

სუვერენიტეტის არსის პატივისცემის მიუეხედავად, დასავლეთის ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი თანხმდება იმაზე, რომ მექსიკა მაგილითად სამხედრო ბლოკში ვერ შევა ჩინეთთან ან რუსეთთან, რადგანაც ეს გამოიწვევს კონფლიქტს აშშ-სთან. ანალოგურად უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა ნატოს საკითხთან მიმართებაში.

საერთაშორისო ურთიერთობები არ არის თვითმავალი პროცესი. ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა კი გულისხმობს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. ინტერესების ბალანსი ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რაც სხვადასხვა პირობების წამოყენების საშუალებას იძლევა.

ცხადია, რომ უკრაინისთვის ერთადერთი სცენარი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მას ორ იმპერიას შორის ამყოფებს, უბლოკო სტატუსია, ანუ სხვანაირად სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტმა უკრაინისთვის საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. 2014 წლამდე, მაიდანის ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომლის შემდეგადაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფი სვლა, უკრაინას ტერიტორიები არ დაუკარგავს, უკრაინელები ომში არ დახოცილან.

Spiegel: ახლახან აღმოჩენილია 1991 წ. დოკუმენტები ნატოს არგაფართოებაზე

კოლი, გენშერი, გორბაჩოვი – 1990 წ. © REUTERS

ბრიტანულ არქივში აღმოჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დასავლური ქვეყნები 1989-1991 წლების მოლაპარაკებებზე საბჭოთა კავშირს დაპირდნენ ნატოს არგაფართოების შესახებ, აღნიშნავს გერმანულ ჟურნალი Spiegel. გორბაჩოვმა გდრ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები წინააღმდეგობის გარეშე დათმო. სანაცვლოდ ამერიკელები და ევროპელები გეგმავდნენ ნატოს გარდაქმნას სამშვიდობო სტრუქტურად.

რუსეთი ათწლეულობის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასავლეთის მიერ მიცემული დაპირების დარღვევაა, რაც ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ იქნა მიცემული. და ახლა ამოტივტივდა დოკუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

რამდენიმე კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თავი თავდაჯერებულად ეკავა. ნორვეგიელმა დამაჯერებლად უპასუხა Spiegel-ის კითხვას, ჰქონდა თუ არ მიცემული ნატოს დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოებაზე. სტოლტენბერგმა მტკიცდ უპასუხა: ”ეს უბრალოდ ტყუილია”. ასეთი დაპირება არასდროს არ გაცემულა, მსგავს კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ეს უბრალოდ სიყალბეა”.

სტოლტენბერგის მსგავსად სიტუაციას ანალოგიურად ხედავს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი, სამხედრო და ჟურნალისტი. ეს საერთო პოზიციაა: 1999 წელს პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და შემდეგ სხვა აღამოსავლეთევროპული ქვეყნების მიღება ნატოში თითქოს არ ეწინააღდეგებოდა მოსკოვთან შეთანხმებას ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ 1989 წელს. ეს საერთო პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი პუტინი ნებისმიერი საბაბით იმეორებს, რომ დასავლეთმა მისი ქვეყანა მოატყუა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამას ამტკიცებს პუტინი, ვინ მოისურვებს დასავლეთში დაადანაშაულონ იმაში, რომ ის ”პუტინის პროპაგანდის” დამხმარეა?

და მაინც: სტოლტენბერგის პოზიცია შეკითხვებს იწვევს. ამაზე მოწმობს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული დოკუმენტიც. ეს დოკუმენტი ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოშუა შიფრინზონმა გამოჩხრიკა, ამასთან ერთად აღნიშნული საბუთი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში საუბარია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი პირების შეხვედრაზე 1991 წლის 6 მარტს ბონში.

შეხვედრის თემა პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. გდრ და ფრგ გაერთიანდნენ შეხვედრამდე 5 თვით ადრე. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვარშავაში და ბუდაპეშტში პოლიტიკოსები გამოხატავდნენ ინტერესს დასავლურ ქვეყნებთან კავშირის თაობაზე. აღმოჩენილი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ იმ დროს ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები იყვნენ საერთო პოზიციაზე: ნატოში აღმოსავლეთევროპული ქვეყნების წევრობა – ”მიუღებელია”.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გერმანიის წარმომადგენლის იურგენ ჰრობოგის შენიშვნა ზემოთხსენებულ დოკუმენტში:

”ნატო არ გაფართოვდება ელბას მეორე მხარეს. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ნატოს წევრობა შევთავაზოთ.

შეგახსენებთ, რომ 2+4 მოლაპარაკებები გამართული იყო ფრგ-ს და გდრ-ს და II მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 წამყვან ქვეყანას შორის (საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი)

ჯერ კიდევ 1993 წელს, პუტინის რეჟიმის შექმნამდე დიდი ხნით ადრე რუსები აღნიშნავდნენ, რომ უეცრად გაჟღერებული გეგმები ნატოს გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდა 2+4 მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტს. დოკუმენტიდან გამომდინარე, რუსები საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისას 1991 წლისს ოფიციალურ დასტურს ეყრდნობოდნენ ფრგ-ს ხელმძღვენელობისგან – კანცლერ ჰელმუტ კოლისგან და ჰანს-დიტრიხ გენშერისგან.

ამერიკელებიც ანოლოგიურად უყურებდნენ 1991 წლის სიტუაციას, როგორი დამოკიდებულებაც დღეს პუტინს გააჩნია – დაუშვებელია ნატოს გაფართოება. თუ დოკუმენტს დავუჯერებთ აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზაიცი გერმანელ კოლეგას ჰრობოგს დაეთანხმა და თქვა:

”ჩვენ მყარად დავარწმუნეთ საბჭოთა კავშირი 2+4 მოლაპარაკებებზე და სხვა შეხვედრებზე, რომ არ ვაპირებთ არანაირი სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარების უკან დახევით აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით – არც ფორმალურად, არც არაფორმალურად.”

ამის მიუხედავად, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ დასავლეთმა ხელი არ მოაწერა კრემლთან იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნებოდა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავდა. ეტყობა იმ მოლაპარაკებების მონაწილეები კეთილსინდისიერად მოქმედებნენ. გორბაჩოვის დაპირების შემდეგ საბჭოთა კავშირი დემოკრატიულად გარდაესახა, იმპერია აღმოსავლეთით რეფორმებისთვის მზად ჩანდა, გორბაჩოვმა ასევე აღნიშნა მზაობა საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების საკითხი განეხილა. საპასუხოდ კოლს, გენშერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად სურდათ ნატოს რეფორმირება, სამხედრო ბლოკიდან მისი გარდაქმნა პოლიტიკურ ალიანსად და სერიოზულად გაეთვალისწინებინათ კრემლის ინტერესები. ნავარაუდები იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოებით ნატო კონფლიქტამდე არ მივიდოდა.

კლაუს ვიგრეფე (Klaus Wiegrefe)

ბაიდენის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გამძაფრება უკრაინის გამო საშინელი აზრია

რიჩარდ საკვა რუსეთის და ევროპული პოლიტიკის პროფესორია კენტის უნივერსისტეტში. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამორჩეული ინგლისურენოვანი სპეციალისტია და მისი ანალიზის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. მისმა ბოლო წიგნმა უკრაინის საკითხის გარშემო ”უკრაინის ფრონტის ხაზი’ [Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands] საკმაოდ მაღალი შეფასებები მოიპოვა დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში.

რიჩარდ საკვა

დასავლეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღი გააგზავნონ – ეს შეიარაღების გაზრდა მხოლოდ გააღვივებს ისედაც შესაძლო კატასტროფულ დაპირისპირებას. სინამდვილეში ჩვენ გვესაჭიროება რეგიონში მშვიდობის დამყარების სრულფასოვანი გეგმა.

ბოლო კვირებში დასავლური მედია 1930-იანი წლების ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენებს დაუბრუნდა, რომ ახსნას რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო „ცხელი ომის“ შედეგები. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა განმარტებულია საჭიროებით, რომ არ მოხდეს რუსეთის მორიგი „დაშოშმინება“; ხოლო კიევის უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში მიჩნეულია, როგორც ეროვნული გადარჩენის საკითხი.

უკრაინის ფრონტის ხაზი: კონფლიქტი მოსაზღვრე მიწაზე-ს ავტორი, პროფესორი რიჩარდ საკვა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ბევრად უფრო რთულ სურათს ხატავს. მისი აზრით, უკრაინული საზოგადოება დღემდე დაპირისპირებაში იმყოფება ორ ძალას შორის: პლურალისტურ ბანაკს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უფრო კომპლექსურად ხედავს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მოსაზრებების ერთგულნი არიან.

2014 წლის მაიდანის პროტესტები, სამხედრო კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მხოლოდ გააღვივა ეს დაყოფა. თუმცა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მხარე დაუჭირა მინსკის II ხელშეკრულებას და ნორმანდიის ფორმატს, რომელთა მიზანი მაინც კონფლიქტის ჩაცხრობაა; გარდა ამისა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატებს, მათ შორის 2019 წელს საპრეზიდენტო კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის, რომლებიც პროცესების დარეგულირების მომხრენი იყვნენ და არიან. თუმცა, საკვას აზრით, ხმაურიანი ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა აწარმოებს „ტყვედ აყვანის“ პოლიტიკას, რაც აგრეთვე ასაზრდოებს მკაცრი და უხეში პოლიტიკის მიმდევრებს მოსკოვში.

ამერიკული სოციალისტური გამოცამა Jacobin პროფესორ რიჩარდ საკვას უკრაინის კრიზისზე, დაპირისპირების წინაპირობების და მშვიდობიანი პროცესის წარმოების შესახებ გაესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად ქართულ ენაზე.

ჟურნალისტი  | დასავლურ მედიაში უკრაინაში ფაქტიურად წარმოჩენილი, როგორც რუსეთის ანტიპოდი, მასთან სრულად დაპირისპირებული მხარე. გაზეთ Times-ს თანახმად, „უკრაინელები მზად არიან გაგლიჯონ რუსები შიშველი ხელებით“. მეტიც, 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ზოგადად მიღებულია, რომ უკრაინელებს სურთ ამ ალიანსში გაწევრიანება, რასაც ხელს სწორედ რომ რუსეთი უშლის. რა სამხილები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

რიჩარდ საკვა  | ამაზე საუბრისთვის ჩვენ კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა გავეშუროთ, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოც და უკრაინაც დაპატიჟებულნი იყვნენ ალიანსში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იყო განმარტებული უკრაინული პოლიტიკა წლების განმავლობაში მისი ევროპული არჩევანის თვალსაზრისით; არჩევანი, რომელიც მუდამ იყო სადავო არსებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინული საზოგადოება ყოველთვის გაყოფილი იყო. უდავოა, რომ ქვეყნის დასავლეთს, გალიციურ ელემენტს, მართლაც სურს დასავლეთთან შეერთება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა.

პოსტკოლონიალურობა, თუ ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ჰიბრიდულობას, მაგალითად, ლინგვისტურ და კულტურულ დონეებზე; ხოლო, კულტურული სეპარატიზმის თანახმად, ყოფილ მეტროპოლიასთან ყველა კავშირი უნდა იყოს გაწყვეტილი. ამის ფონზე, უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი უფრო მიდრეკილია სწორედ რომ ჰიბრიდულობისკენ და სურთ, რომ ახლო კავშირები შეინარჩუნონ რუსეთთან. აქედან გამომდინარე ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერი არიან კულტურის, ისტორიის, შერეული ქორწინებების და სხვა ფაქტორების თვალსაზრისით არ არის უსაფუძვლო; მას არასდროს უთქვამს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენენ – ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მე ვიმოგზაურე დონბასში 2008 წელს და ყველგან შენობებზე ეწერა „არა ნატოს“. ამ დროს კი ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი 2010-2011 წლების საბუთების თანახმად, ამერიკის ელჩი კიევში აგზავნიდა დეპეშებს შეტყობინებებით, რომ მთელ უკრაინას სასწრაფოდ სურდა ნატო-ში გაწევრიანება; ეს მოსაზრება დასაბამიდანვე იყო მცდარი და ხელოვნური; რუსეთი კი წარმოჩენილი იყო, როგორ მუხრუჭი ამ სურვილების, რაც არღვევდა ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.

დღევანდელი გამოკითხვები ამას ადასტურებს, რომ ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. ჯერარდ ტოლმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა გამაოგნებლად მაღალი რაოდენობა, მოსახლეობის სადღაც 30% ან 40%, გამოთქვამს რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილს; და ეს, ყირიმისა და დონბასის გამოკლებით. ზოგიერთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაც კი სურს. ეს არის ის, რასაც ზბიგნევ ბჟეზინსკი, იქამდე კი სამუელ ჰანტინგტონი უწოდებდა გახლეჩილ, გაყოფილ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ყველა განურჩევლად მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა, ეს მოსაზრება თავს იქნა მოხვეული განსაკუთრებით 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ნეო-ნაციონალისტური მთავრობა მოვიდა.

ჟურნალისტი  | ვლადიმირ იჟჩენკოს ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შემდეგ იგი გაიზარდა და 2014 წლის ომის შემდეგ, ლოგიკურად, მხოლოდ უნდა გამყარებულიყო. თუმცა, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკის არჩევით, რომელიც მხარს უჭერდა მინსკი II-ის ხელშეკრულებას, ომის პარტია დამარცხდა და უნდა მომხდარიყო მოვლენების დაშოშმინება. რატომ ვერ მოხერხდა ეს ცხოვრებაში?

რიჩარდ საკვა  | დიახ, ზელენსკი არჩეულ იქნა, როგორც მშვიდობის კანდიდატი. თუმცა, მე გავბედავ და ვიტყვი, რომ 2014 წელს, როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს – ისიც მშვიდობის კანდიდატი იყო, ოლიგარქი ახლო კავშირებით რუსეთთან და ა.შ. თუმცა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვითარების დაშოშმინება.

2019 წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ გერმანია, უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან იყო ხელშეკრულების იმპლიმენტაციის სურვილი. თუმცა, უკვე ამ მომენტისთვის ხალხმა დაიწყო შეკრება მაიდანზე და იმის გაცხადება, რომ ისინი არ მიიღებდნენ მინსკი II-ის ხელშეკრულების დანერგვის ნებისმიერ ფორმატს, რომელიც იგულისხმებდა დონბასისთვის ფართო უფლებების (ავტონომიის) მინიჭებას.

შესაბამისად, პირველი მიზეზი არის კარგად მობილიზებული ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა, რომელსაც მოსახლეობა ტყვედ ჰყავს აყვანილი (ტყვედ აყვანის პოლიტიკა). მეორე, ეს უმცირესობა მხარდაჭერილია გეოპოლიტიკურად დასავლური ძალების მიერ, რასაც მე ვუწოდებ ატლანტიკური ძალის სისტემას; ამ უმცირესობის ბნელ მხარეებზე, როგორც წესი, დუმან ხოლმე. თუმცა, აქ საუბარია არა მხოლოდ ნატო-ზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც არ მისდევს გაცხადებულ ღირებულებებს.

ზელენსკი პოროშენკოზე უარესი გამოდგა, როდესაც საუბარია რუსულენოვანი კულტურის და მედია ინსტიტუტების დაკნინებაზე; მეტიც, ისტორიის დამახინჯებულ აღქმაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და გარე ფაქტორები შეირწყნენ ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის თხრობა ახლა დომინანტია. თუმცა, უკრაინა დღემდე რჩება გახლეჩილ ერად.

სინამდვილეში, უკრაინელები მეტად მშვიდობიანი ერია. სწორედ ამიტომ არის ეს კატასტროფა, რომ ჩვენ საუბრობთ კონფლიქტსა და ომზე. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო დიდი სურათის – მეორე ”ცივი ომის” ნაწილია. და თუ ეს მართლაც ”ცივი ომია”, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვმართოთ კრიზისი. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ დღეს ნელ-ნელა ვუახლოვდებით კუბის რაკეტების კრიზისს. 1962 წლის ოქტომბერში ის მშვიდობიანი გზით იყო განმუხტული. იუპიტერის რაკეტები მოშორებული იქნა თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმაც წაიღო საკუთარი შეიარაღება და აშშ-მა კუბაში შეჭრისგან თავი შეიკავა.

სწორედ ამას ითხოვს პუტინი, აქამდე ითხოვდა ბორის ელცინი და ამაზე მსჯელობდა მიხეილ გორბაჩოვი, როდესაც ამბობდა, რომ ატლანტიკური სამხედრო უსაფრთხოების სისტემის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ეს თემა უკვე ბოლო 30 წელი აქტუალურია. 2018 წელს პუტინმა ერისადმი მიძღვნილ სიტყვაში, როდესაც სუპერ სწრაფ რაკეტებზე ისაუბრა განაცხადა, რომ „თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ მაშინ, მაშ მოგვისმინეთ ახლა“. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ უკრაინული საზოგადოება არის გახლეჩილი. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მშვიდობის მომხრე უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეზეა დასავლეთის მიერ მოკლევადიანი გეოპოლიტიკურ სარგებლისთვის მხარდაჭერილი უკრაინული საზოგადოების ყველაზე ცუდი ელემენტები. სულ რაღაც ახლახან უკრაინა ნეიტრალიტეტის ერთგული იყო.

თუ ირლანდია არის ნეიტრალური, თუ ავსტრია არის ნეიტრალური, თუ ფინეთი არის ნეიტრალური, რატომ არ შეუძლია უკრაინას იყოს ნეიტრალური, თუ ამის რეალური წინაპირობა უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც არსებობს?! ეს ხომ იყო სახელმწიფო პოლიტიკა 2014 წლამდე, როდესაც ნეო-ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ჟურნალისტი  | მოვლენების გაჟღერებისას ზოგიერთი იყენებს მიხეილ გორბაჩოვის სიტყვებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა განხილული ცივი ომის დასრულებისას. ამით, ისინი ცდილობენ უარყონ რუსეთის მტკიცება, რომ „პირობა იყო დადებული, თუმცა არ შესრულდა“. თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ პოსტ-ცივი ომისეულ გაფართოებაში არ იგულისხმებოდა რუსეთი, რაც აპრიორი მთელ პროცესს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს აღქმული გორბაჩოვის, შემდეგ ელცინისა და პუტინის მიერ გაკეთებული შემოთავაზება „დიდი ევროპის“ შესახებ, რამაც უნდა ჩაანაცვლოს მეორე ”ცივი ომი”?

რიჩარდ საკვა  | ეს არ არის უბრალოდ გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის იდეა; ეს არის გოლისტური [რედ. შარლ დე გოლის სახელიდან] მოსაზრება, რომ ევროპამ საკუთარი ბედი უნდა აკონტროლოს. ფრანსუა მიტერანი აგრეთვე საუბრობდა ევროპის კონფედერაციაზე.

გორბაჩოვმა ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს არგაფართოებაზე დაპირებები არ იყო გაცემული და დღემდე გაუგებარია რატომ იცრუა. 2017 წელს, ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გავიგეთ, რომ ათობით დასავლეთის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა გერმანიის მიღმა. ეს უდავოა. ეს არის არნახული პროპაგანდისტული ომის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულნი; დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირება არ იყო გაცემული.

მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას ჰანს დიტრიხ გენშერთან და ჰელმუტ კოლთან ერთად. რუსეთი, 1990 წელი, 15 ივლისი

ცივი ომის მიწურულს მაგიდაზე ორი მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი იდო და ორივე კარგი იყო. დასავლური „გაერთიანებული და თავისუფალი ევროპა”. მის საპირწონედ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული „საერთო ევროპული სახლი“. პრობლემა ნატო-ს გაფართოებაშიც კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამ პროცესში უგულველყოფილი იყო რუსეთის უსაფრთხოების საკითხები.

„საერთო ევროპული სახლი“ არის ერთადერთი სწორი არჩევანი. ხალხს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე არა. მეტიც, რუსეთშიც კი ბევრი ადამიანია ლიბერალებს შორის და აგრეთვე კონსერვატორებშიც, რომლებიც დაეთანხმებიან ამ იდეას. საკითხავია, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. გორბაჩოვს და სხვებს სურდათ, რომ ეუთო გადაქცეულიყო უსაფრთხოების საკითხებზე მთავარ ორგანოდ, ხოლო უშიშროების საბჭოს რეგიონალურ დონეზე გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მისია შეესრულებინა; ამ ორ ორგანოს უნდა გადაეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. მერე უკვე ნატოს შეეძლო გაფართოება. ბევრის აზრით, ეს კარგი ხედვაა. ნატო შეაფერხებს პატარა ქვეყნებს ერთმანეთში ომის წარმოებისგან და, იმედია, შეაკავებს თურქეთსა და საბერძნეთს.

თუმცა, რუსეთი უნდა გახდეს უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. 1997 წელს ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივი ერთიანი საბჭო და შემდეგში 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მიზანზე ორიენტირებული. უდავოა, რომ 2018 წლიდან პუტინმა და მისმა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „გვეყო! ჩვენ ვეღარ ვენდობით დასავლეთს, ისინი ჩვენს საზღვარს უახლოვდებიან“. და აქ არ იგულისხმება უბრალოდ ნატო, არამედ ანტი-ბალისტიკური დანადგარები რუმინეთსა და პოლონეთში, აგრეთვე MK-41 Aegis Ashore. შესაბამისად, როდესაც ბომბდამშენი B-52, რომელსაც შეუძლია ატომური შეიარაღების გადაზიდვა, საზღვრის გასწვრივ დაფრინავს და უსასრულოდ შავ ზღვაში შედიან სამხედრო გემები, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ყველაზე სახიფათო ამ მეორე ”ცივ ომში” კი ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით დასავლეთში, თუ რაოდენ საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით.

ჟურნალისტი | ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა არარის მონოლითური და ზოგიერთ ძალას სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა, იგივე შეიძლება უშუალოდ რუსეთზეც ითქვას. თუ გვერდზე გადავდებთ ალექსეი ნავალნის მიერ Time-სთვის გაკეთებულ კომენტარებს, რომლებშიც ის აკრიტიკებს დასავლეთს, რომ მან ქვეყანა პუტინს ჩააბარა და რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, არსებობენ სხვა ოპოზიციონერებიც; ისინი უყურებენ ამ საკითხს განსხვავებულად და აგრეთვე აკრიტიკებენ პუტინს უკვე არა ლიბერალური და პრო-დასავლური თვალსაზრისით. როგორ უნდა შევაფასოთ მოსაზრება, რომ პუტინი მიზანმიმართულად იყენებს არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გაზზე ფასების გაზრდით, რომ მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია კონფლიქტის შიშით?

რიჩარდ საკვა  | ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტი არის ის, რომ რუსეთში საკუთარი სისუსტის ფონზე ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. კვლევები არჩვენებს, რომ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას ნავალნის მხარდაჭერა 1-2%-ის ფარგლებში იყო და ახლაც იგივე რეალობაა მისი ცნობადობის მიუხედავად. ადგილობრივი ოპოზიცია გაჭედილია ამ მავნებლურ ჩაკეტილ წრეში, როდესაც მათ მიმართ ცივი ომის პერიოდის ტერმინები გამოიყენება, როგორიც არის „მეხუთე კოლონა“, „დივერსანტები“; და ეს იმ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ითხოვენ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა უფლებებს. ისინი დასავლეთთან სახიფათო თამაშს თამაშობენ.

თუმცა, რუსების აზრი ომისადმი არ არის დადებითი – პირიქით. იგივე ხდება უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ეს ომის წყურვილის შესახებ მოსაზრება მხოლოდ დასავლეთშია გავრცელებული. უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ერია, ისევე, როგორც რუსები.

ყველაზე მცდარი აზრი, რომელიც ეხება პუტინს არის ის, რომ იგი მიზანმიმართულად აწარმოებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომ მოახდინოს მოსახლეობის შიდა კონსოლიდაცია. სინამდვილეში, დიახ, მისი რეიტინგი კი დავარდა, თუმცა იგი დღემდე გამაოგნებელ დონეზეა (65%) იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელი იმყოფება. მე არ მივეკუთვნები ჯონ მირშაიმერის მსგავსად თავდასხმითი რეალიზმის მიმდევარს, რომელსაც მიაჩნია, რომ საშინაო პოლიტიკას არ აქვს ზეგავლენა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების თემებზე, თუმცა ფრიად მესიმპატიურება ასეთი მოსაზრება.

მე ყოველთვის ვიცავდი რუსეთში „დანაწევრიანებული“ პოლიტიკის შეხედულებას: ქვეყანაში განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების არსებობის აზრს, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მმართველ ელიტებში. და როგორც მე მესმის, 2019 წლის გაზაფხულიდან კრემლში არსებულმა მმართველმა ელიტამ და ე.წ. პრაგმატიკოსებმა პოზიციები დაკარგეს. ფაქტიურად ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „მორჩა, გვეყოფა! ჩვენ დასავლეთი მასხრად გვიგდებს და დროა პასუხი გავცეთ.“ სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გასრესა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად, თვითმიყენებული ზიანია. ეს შიდა რეპრესიები არ ამართლებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ უდავოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ უსაფრთხოების პრეტენზიებზე, მაგრამ ამით არ და ვერ მართლდება, მაგალითად, ისეთი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახურვა, როგორიც არის ‘‘მემორიალი”. ჩემთვის მემორიალის მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობა იყო ქვეყანაში პლურალიზმისა და ღიაობის სივრცის არსებობის მაგალითი. თუმცა, 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფომ დახურა ეს მიმართულება.

ჟურნალისტი | ბრიტანული მედია ხშირად ყურადღებას აქცევს ჩვენს ვალდებულებას, რომ არ „დავაკმაყოფილოთ“ პუტინის სურვილები. აგრეთვე, გვაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თხრობა მწვანეთა პარტიიდან ანალენა ბერბოკის განცხადებების სახით, რომ ქვეყანას აქვს „ისტორიული ვალდებულება“ დაიცვას ეს სახელმწიფოები. მოსაზრება, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსს ქვეყნებს უნდა ჰქონდათ არჩევანის უფლება და არ იყვნენ მიტოვებულნი ბედის ანაბარას, რასაც პუტინი ითხოვს, საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თხრობის გამოყენება ქმნის ვითარებას, როდესაც კრიტიკის სივრცე აღარ რჩება; იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ხისტ პოლიტიკას, აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ისე, რომ არ იყვნენ დადანაშაულებულნი პუტინის სურვილების „დაკმაყოფილებაში“.

რიჩარდ საკვა  | რეალობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პირველი ”ცივი ომის” დროს რაიმე სახის კამათი და დებატი მაინც იყო. მე უკვე აღვნიშნე დე გოლის საფრანგეთი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში იყო ოსტპოლიტიკა, რომელიც 1960-იანი წლებიდან მხარს უჭერდა ჩართულობას. ყველაზე გამაოგნებელი დღეს არის ის სიჩუმე, რომელიც არის ჩვენს მხარეს; ოპოზიციური ბანაკიდან მხოლოდ ერთეულების ხმა ისმის. ერთობ კარგია, როდესაც იგი გაერთიანებულია გააზრებული პოლიტიკის ირგვლივ და არა მავნე, გაუაზრებელი წარმოდგენის, რომელიც მსოფლიოს დამახინჯებულად წარადგენს – დაბეჩავებული უკრაინა რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ გერმანია ერთგული საკუთარი ისტორიული ვალდებულების, თუმცა, ძალიან საშიშია ამ მიდგომის მისადაგება სრულად განსხვავებული ვითარებისადმი. დღეისთვის ჩართულობის ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გერმანიის ზოგადი მიდგომაა, მათ შორის ჩრდილოეთ ნაკადი 2, უკვე აპრიორი აღქმულია, როგორც პუტინისთვის „კოჭის გაგორება“.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს დღევანდელი ვითარების რეალური გააზრება. პუტინს არ სურს საბჭოთა იმპერიის აღორძინება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამ კვირას განაცხადა, რომ პუტინი არის ეთნონაციონალისტი. ამაზე დიდი შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია: დღეს რუსეთში ცხოვრობს 150-ზე მეტი ეროვნების ხალხი. პუტინი გამუდმებით გმობს ეთნონაციონალიზმს; ეს ხომ გაანადგურებს თვით რუსეთს. მაშ, თუ ასეთ მარტივ რაღაცებში დასავლელი პოლიტიკოსები უშვებენ ესოდენ დიდ შეცდომას, ისინი ასეთივე დიდ შეცდომას დაუშვებენ გეოპოლიტიკაშიც.

შესაბამისად, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო საშიშია, რადგან მხოლოდ ერთეული მამაცი ადამიანი თუ იტყვის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არის მცდარი. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ განვითარდა ”სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის კვინსის ინსტიტუტი” (Quincy Institute for Responsible Statecraft). ამ მცირე ჯგუფიდან სულ რამდენიმეა ამერიკაში, კიდევ უფრო ცოტა დიდ ბრიტანეთში და ახლა ჩრდილი გერმანიასაც მიადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მწვანეთა პარტია მოვიდა. მწვანეები ხომ ფაქტიურად კლინტონისებრივი ინტერვენციონალისტი ლიბერალები არიან [რედ. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი], რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ცუდი მსოფლიო წესრიგის ძალას – ”ცივი ომის” პერიოდის ქორებს.

საგარეო პოლიტიკა უნდა ყოველთვის იყოს დაბალანსებული ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. რუსეთის რომ უნდოდეს უბრალოდ უკრაინაში შეჭრა და ადგილობრივი დემოკრატიის განადგურება, მე პირველი დავუჭერდი კიევს მხარს. თუმცა, ეს ასე არ არის. პუტინის ე.წ. რევიზიონიზმს არაფერი საერთო არ აქვს ადოლფ ჰიტლერის პერიოდთან. ეს მუდმივი შედარებები ჰიტლერთან არის უაზრობა. როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მან ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წევრი გახდებოდა. რუსეთის ელიტები და მთავრობა რაციონალურები არიან. ისინი არ ცდილობენ იმპერიის აღორძინებას. ისინი უბრალოდ ამბობენ „ახლა, ჩვენ კედელთან ვართ მიმწყვდეულები. მოგვისმინეთ.“

პრობლემის მოგვარება ძალზედ მარტივია: უკრაინის ნეიტრალიტეტი. თუმცა, არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად. პუტინი მხარს უჭერდა მინსკი II ხელშეკრულების იმპლიმენტაციას, რაც გულისხმობს დონბასის უკრაინისთვის დაბრუნებას; მაშ, სად არის აქ იმპერიის აღორძინების იდეა? ახლა, დონბასში განსხვავებული აზრის მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად პუტინმა საკუთარი სამხედრო ნაწილები იმიტომ მოამზადა, რომ უკრაინასაც 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული საზღვარზე; მათ ზურგს უმაგრებს თურქული ”ბაირახტარის” წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომისას. შესაბამისად, მოსკოვს შეეშინდა, რომ უკრაინას შეეძლო გაემეორებინა ხორვატიის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ქარიშხალი, როდესაც იგი თავს დაესხა სერბულ ანკლავებს. ვითარება მძიმეა, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გასაგები.

ჟურნალისტი | ცოტა ხნის წინ თქვენ ეს მდგომარეობა შეადარეთ „კუბის კრიზისს შენელებულ ვარიანტში“. იმ დროს ორივე მხარეს ჰქონდა სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. არსებობს თუ არა ქაც ამის ვარიანტი : ნორმანდიული ფორმატის მორიგი რაუნდი ან მინსკის ხელშეკრულება?

საუბარია ბაიდენ-პუტინის სამიტზე, რომელიც უკვე მომავალ კვირას უნდა ჩატარდეს, რასაც მე მივესალმები. მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერში. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 50-50-ზეა. მგონი ხალხს არ ესმის თუ რაოდენ გაგვიმართლა 1962 წელს, რადგან შეგნებული ლიდერები გვყავდა; ბოლოს და ბოლოს, იქით მხარეს ჯეკ კენედი და რობერტ კენედი იყვნენ, აგრეთვე ურთიერთკავშირები და ა.შ. მგონი დღეს იგივე ვითარება არ არის, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის დაპირისპირებას. დასავლეთი და, რა თქმა უნდა, ბრიტანელები უბრალოდ იქ რაღაცsებს ფათურობენ და ამით უბრალოდ ხელს უწყობენ დაპირისპირებას; გერმანელებიც კი არ აძლევენ ბრიტანელებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას, რომ მიაწოდონ ეკიპირება.

ვფიქრობ ვითარება შეიძლება ორივე მიმართულებით განვითარდეს. რუსებს არ შეუძლიათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედონ, ხოლო დასავლეთი რაიმე გამოსავალს არ სთავაზობს მათ. თუმცა, რაღაც დონის ჩართულობა არის და ეს უკვე კარგია. რაღაც მინიმალური შემოთავაზებების გაკეთებასაც ახერხებენ, რაც აგრეთვე კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა რუსები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გორბაჩოვის პერიოდის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ზოგადად, ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხებს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ 1990-იან წლებში დამყარებულმა წესრიგმა ნათელი გახადა, რომ უსაფრთხოების თემები ამის განუყოფელი ნაწილია. რუსები ამბობენ, „ბიჭებო, სად არის ჩვენი უსაფრთხოება? ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყეს.“

ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ომთან. მე არ მგონია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს არტილერიის, საჰაერო დარტყმების და სხვა ხერხების გამოყენებას, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდეს და მოხდეს დასავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისკენ იძულება. აქამდე იყო მოძრაობა და ახლა უნდა მოხდეს რაიმე სახის განცხადება, ქმედება. კუბის კრიზისი მოგვარდა ისე, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა სახე. დღეს ჩვენ აღარ გვყოფნის სახის შენარჩუნება და გვესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები.

ჯულიან ასანჟი | დასავლეთის მიერ დევნილი თანამედროვეობის გმირი

თანამედროვეობის გმირი

2020 წლის 4 იანვარს ლონდონის სასამართლომ უარი განაცხადა ჯულიან ასანჟის ექსტრადირებაზე აშშ-ში, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აშშ დიდი ბრიტანეთისგან 49 წლის ავსტრალიელის ექსტრადირებას ითხოვს. ამის საბაბად ოფიციალური ვაშინგტონი იმას ასახელბს, რომ ასანჟი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს ბრედლი მენინგს (შემდგომში მან სქესი შეიცვალა და ჩელსი მენინგი გახდა) დაეხმარა საიდუმლო მასალების წვდომის მიღებაში, რაც ერაყში და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ეხებოდა. WikiLeaks-ზე აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებისთვის ამერიკელების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გახდა ცნობილი ახლო აღმოსავლეთში.

ჯულიან ასანჟმა WikiLeaks 2006 წელს შექმნა, მაგრამ პლატფორმამ სერიოზულ წარამატებას 4 წლის შემდეგ მიაღწია. 2010 წლის აპრილში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ვიდეო ”თანმხლები მკვლელობა” (Collateral Murder), სადაც აღბეჭდილია აშშ-ის არმიის 2 ვერტმფრენის თავდასხმის შედეგად როგორ დაიღუპა ბაღდადის მშვიდობიანი მოსახლეობა.

ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლია იხილოთ 2010 წელს WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ამერიკელების დანაშაულია ასახული.

ჯულიან ასანჟმა 2012 წლიდან თავი ლონდონში განთავსებულ ეკვადორის საელჩოს შეაფარა, რადგანაც ევროპული ორდერით დაკავების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, შვედეთში მის წინააღმდეგ აღძრული გაუპატიურების საქმის საფუძველზე. ასანჟის სიტყვების თანახმად ეს საქმე იყო მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ნიმუში. ასანჟის მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ შვედეთის პროკურატურამ არასკმარისი მტკიცებულებების გამო ეს საქმე 2019 წელს დახურა.

მაგრამ 2012 წელს WikiLeaks-ის დამფუძნებელი მიიჩნევდა, რომ შვედეთი მის ექსტრადირებას მოახდენდა აშშ-ში, სადაც მისი გასამართლება სურთ ასობით ათასობით საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების პუბლიკაციის გამო აშშ-ის ოპერაციებზე ერაყსა და ავღანეთში.

2012 წლიდან ჯულიან ასანჟი 7 წლის განმავლობაში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა. ეს 7 წელი მან 20 კვადრატულ მეტრში გაატარა. ინტერიერის მთავარი ნივთები სარბენი ბილიკი და ულტრაიისფერი სანათი იყო, რაც მზის სხივებს უცვლიდა. ასანჟს ამ ხნის განმავლობაში ყავდა ასევე კატა. სიმბოლურია, რომ დასავლეთის მიერ დევნილი ასანჟი თავს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი მცირე ქვეყნის საელჩოში აფარებდა. როგორც მოგეხსნებათ სხვადასხვა ქვეყნენის საელჩოები, მიიჩნევა ამავე ქვეყნების ტერიტორიად და მათ ფარგლებში ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს.

ასანჟის კატა ეკვადორის საელჩოში

თუმცა 2019 წელს ბრიტანეთის პოლიციამ ასანჟი ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა. პოლიციელებმა წარმოადგინეს ორდერი, რომელიც 2012 წელს იყო გაცემული სასამართლო სხდომაზე არგამოცხადების გამო. სამხრეთ ამერიკულმა სახელმწიფომ WikiLeaks-ის დამაარსებელს თავშესაფარი ჩამოართვა საერთაშორისო კონვენციების დარღვევის საბაბით.

ბრიტანელებმა ასანჟი ლონდონის მახლობლად არსებულ ბელმარშის საპყრობილეში მოათავსეს, სადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. 2020 წელს მსოფლიოს წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა გამოთქვა შეშფოთება ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც 8 სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ექიმი იტყობინებოდა, ავსტრალიელი ვერ იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას და ასევე ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია. მათ დიდი ბრიტანეთის შინაგარ საქმეთა მინისტრს, პრიტი პატელს მიმართეს აღნიშნული თხოვნით.

ასანჟის ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაზე სურათებიც მეტყველებენ

ასანჟის თანამებრძოლი და WikiLeaks-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და ინფორმატორი, ბაღდადთან მომსახურე უფროსი ეფრეიტორი ბრედლი მენინგი იყო. მან სამხედრო კომპიუტერებიდან 700 000-მდე კონფიდენციალური დოკუმენტი ატვირთა, სადაც იდენტიფიცირებულია აშშ-ის სამხედრო დანაშაულები ერაყში და ავღანეთში.

ამერიკელებმა ის 2010 წელს დააპატიმრეს, ხოლო 2013 წლის აგვისტოში 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში ყოფნისას ბრედლი მენინგმა სქესი შეიცვალა. 2017 წელს ის პრეზიდენტმა ბარაკმ ობამამ შეიწყალა. 2019 წელს ჩელსი კვლავ დააპატიმრეს WikiLeaks-ზე გამოძიებაში მონაწილეობაზე უარის გამო. 2020 წლის მარტში ჩელსი მენინგმა საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა.

ბრედლი მენინგი სქესის შევლამდე და სქესის შეცვლის შემდეგ

WikiLeaks-ის მასალები

Wikileaks-ის წყალობით ბევრი მნიშვნელოვანი საიდუმლო გამოაშკარავდა, ფარულად დაგეგმილ პოლიტიკურ ფარსებს ფარდა აეხადა, ფართო მასებმა შეიტყვას ის დეტალები, რამაც მათ აშშ-ის რეალური სახე დაანახა. აი რამდენიმე მათგანი:

2008 წლიდან WikiLeaks-მა ათასობით ფაილი გამოაქვეყნა გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, სადაც ამერიკელი ოფიციალური პირები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. გუანტანამოს ციხე 2002 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას გაიხსნა. ამ სკანდალმა მნიშვნელოვნად შეარყია აშშ-ის იმიჯი საერთაშორისო არენაზე.

”ავღანეთის ომის დღიურები’‘ და ”ერაყის დოსიე” ფართო საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგანაც ამერიკული იმპერიალიზმი გამოაშკარავა, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის კარგად დაქოქილი პროპაგანდის მანქანა დიდი ხნის განმავლობაში გულდასმით მალავდა.

”ავღანეთის ომის დღიურები’– ეს არის პოლიტიკური დოსიე, სადაც თავმოყრილია პენტაგონის საიდუმლო მასალები 2004-2009 წლებში მიმდინარე სამხედრო კამპანიის შესახებ, რაც WikiLeaks-მა 2010 წლის 26 ივლისს გამოაქვეყნა. ის 75 000 დოკუმენტისგან შედგება, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საომარი ოპერაციების წარმოების, ტერაქტების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.

ერაყის დოსიე” – ეს 391 832 დოკუმენტის საერთო სახელია, რაც WikiLeaks-ის მიერ 2010 წლის 22 ოქტომბერს იქნა გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტებში ასახულია ერაყში ომის წარმოების და ამერიკული ჯარების მიერ მისი ოკუპაციის საიდუმლო ცნობები. აღნიშნული დოსიე ნათელს ჰფენს ბევრ გარემოებას, რასაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში მაქსიმალურად მალავდა.

2011 წელს Wikileaks-მა ამერიკელი ელჩების 250 000 საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც ამერიკული დიპლომატიის შიდა სამზარეულო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) ჯაშუშობდა ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს, მათ შორის ანგელა მერკელს. WikiLeaks-ის ცნობით ამერიკის სადაზვერვო სამსახურები 2006-2012 წლების განმავლობაში ჯაშუშობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და მის ორ წინამორბედს.

2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნ0 კამაპანიის დროს WikiLeaks-მა ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული 20 000-მდე ელექტრონი წერილი გამოაქვეყნა. ამ წერილებით ცნობილი გახდა, რომ ჰილარი ბევრ თანაპერტიელს გაურიგდა შიდაპრატიული კონკურენტის, ბერნი სანდერსის ჩამოსაშორებლად. აშშ-ის ხელისუფლება ჯულიან ასანჟს ელექტრონული სისტემების გატეხვას და ჰაკარეობაში ადანაშაულებდა, თუმცა როგორც ავსტრალიელმა მოგვიანებით ტვიტერში აღნიშნა: ”WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული ათასობით ელექტრონული წერილი მათ მოიოვეს სახელწმიფო დეპარტამენტიდან ”ინფორმაციის თავისუფლების კანონის” საფუძველზე.

ამ სკანდალმა ყველას დაანახა თუ რა კრიზისშია ჩაფლული დემოკრატიული პარტია და ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სამართლიანი კონკურენციის წყალობით შერჩევის მაგივრად, გარიგებებით და წინასწარი შეთანხმებებით შეარჩიეს. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავჯდომარემ დები ვასერმან-შულცმა და სხვა გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ამ ამბის შემდეგ საკუთარი თანამდებობები დატოვეს.

დასავლეთის დისიდენტი

ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ ასანჟის წინააღმდეგ წარმოუდგენელი სისასტიკის და დევნის მომსწრენი გავხდით. ჯულიან ასანჟი არის თანამედროვე დასავლეთის ყველაზე ჩაგრული დისიდენტი, იმიტომ რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ყალბ სისტემას, რასაც დასავლური პროპაგანდის მანქანა, საკუთარი მედია საშუალებებით, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით და ნატოს ინტერვნეციებით თავს ახვევს მთელ მსოფლიოს.

პარადოქსალურია, მაგრამ საბჭოთა დისიდენტები ქვეყნის დატოვების შემდეგ მაინც ახერხებდნენ თავისუფლების ნანატრი ჰაერის ჩასუნთქვას, იქნებოდა ეს ალექსანდრე სოლჟენიცინი, ვლადიმერ ბუკოვსკი თუ სხვები ქვეყნის დატოვების ან ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ისინი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ , მაგრამ ასანჟს გასაქცევიც არსად არ აქვს. აშშ-ის მეთაურობით მას ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი დასავლეთი დაუპირისპირდა იმის გამო, რომ მან ფართო მასებისთვის გამოამჟღავნა ის, რასაც კორპორატიული დასავლური მედია ასე გამალებით უმალავდა ყველას.

ჯულიან ასანჟი აშშ-ში სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს და მის მკვლელობას მოუწოდებდნენ. როგორც სხვადასხვა გამოცემები იუწყებოდნენ, ამერიკელი ჯაშუშები მის მკვლელობასაც კი განიხილავდნენ და უბედური შემთხვევის ინსცენირების გეგმავდნენ.

WikiLeaks-ს უარი ეთქვა Amazon-ზე ჰოსტინგზე. Paypal-მა, Mastercard-მა и Visa-მ დაბლოკა WikiLeaks-ისთვის თანხის გადარიცხვის და მხარდამჭერების შემოწირულობბის დარიცხვის შესაძლებლობა. ამერიკელი პოლიტიკოსები WikiLeaks-ს ”ტერორისტულ ორგანიზაციად” მოიხსენიებენ. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2010 წელს მას ”ტექნოლოგიურ ტერორისტად” მოიხსენიებდა.

იტალიელი არტისტის დავიდ დორმინოს მიერ 2015 წელს ბერლინის ალექსანდრპლაცზე აღმართული ბრინჯაოს სკულტურა და მხატვრული ინსტალაცია სახელად – Anything to Say? სკულპტურაზე გამოსახულები არიან ედვარდ სნოუდენი, ჯულიან ასანჟი და ჩელსი მენინგი.

უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაწყებულია მოძრაობა Free Assange (გაათავისუფლეთ ასანჟი). ჟურნალისტები, ექსპერტები, ინტელექტუალები სხვადასხვა კონტინენტებიდან მოითხოვენ ავსტრალიელის გათავისუფლებას.

სიმართლე არ შეიძლება იყოს დანაშაული, WikiLeaks-ს კი სიმართლის გავრცელების მეტი არაფერი არ გაუკეთებია.

დიდება ჩვენი დროის ნამდვილ გმირებს!

გამძლეობა ჯულიან ასანჟს ამ მძიმე ბრძოლაში!

ნატო ყარაბაღის კონფლიქტში ირიბადაა ჩართული

გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი არ არის. მანვე დასძინა რომ ნატო შეშფოთებას გამოთქვამს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო.

თუმცა დასავლური მეინსტრიმული მედია სდუმს ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო. ნატოს ერთ-ერთი უმსხვილესი წევრი თურქეთის სახით ყარაბაღის კონფლიქტში წამქეზებლური პოზიციით გამოდის. ოფიციალურმა თურქეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის აზერბაიჯანს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს.

იქამდე, როგორც ფრანგული პრესა იტყობინებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა ჯიჰადისტი ბოევიკებისგან აზერბაიჯანში გადასროლის საკითხზე. მაკრონმა ასევე ნატოს მოთხოვა მათი მოკავშირის, თურქეთის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგანაც მისი სიტყვებით ‘‘წითელი ხაზი გადაკვეთილია, რაც მიუღებელია”.

ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოგანი

პოლიტიკური მოვლენების ღრმა ანალიზი არ არის საჭირო იმაში გასარკვევად, რომ თურქეთი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული როგორც იდეოლოგიური, ასევე მატერიალური და სამზედრო კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს ნატოს წესდებაში ლამაზად ჩამოყალიბებულ მისიას მშვიდობის დამყარების შესახებ.

მაშინ როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, თურქეთი ამ ომში ყველაფერს აკეთებს სისხლისღვრის გაგრძელებისთვის და ამ დაპირისპირების მასშტაბების ზრდისთვის.

და ამ ყველაფრის ფონზე ნატოს გენერალური მდივანი გამოდის და შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დასაწყისისთვის იქნებ იმაზე ეზრუნა სტოლტენბერგს ნატოს წევრი თურქეთი რომ დააშოშმინოს?

ავსტრიის პრეზიდენტი: ”ნატოს ტვინი მოკვდა”

ავტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას ეთანხმება ნატოს ტვინის სიკვდილის თაობაზე. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკშაენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდგომ ბრიფინგზე.

ვან დერ ბელენმა ჟურნალისტებს შეახსენა რომ რაიმე სახის ინიციატივისთვის ევრკავშირში ყველა 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, და არა მაგალითად კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის ან საგარეო საქმეთა მინისტრის.

”კონსენსუსის მიღწევა ხშირად დიდი დრო ჭირდება. დროდადრო ირონიული ვხდებოდი, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკურ სტრუქტურას ვუყურებდი – გასაოცარია არა იმდენად ის თუ რამდენი დრო ჭირდება გადაწყვეტილების მიღებას, არამედ თვითონ ევროკავშირის არსებობის ფაქტი. თქვენ ალბათ გაეცანით პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას, რომელიც მან ბრიტანულ The Economist-თან ინტერვიუს დროს გამოთქვა. მე მგონი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მართალია ნატოს დიაგნოზის თაობაზე. ალბათ დიდხანს მოგვიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან” – განაცხადა ვან დერ ბელენმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია, სხვა განვითარებული ევროპული ქვეყნების მსგავსად, რომელთა რიცხვშია შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი და ირლანდია თავის დროზე ნეიტრალიტეტის გზას დაადგა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ გადაუხვევია ”მიუმხრობლობის” პოლიტიკიდან. ნატოს მესვეურები ყველანაირად ცდილობდნენ როგორც შვედეთის და ფინეთის, ასევე ავსტრიის დარწმუნებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნებს ნაკლებად იზიდავს აგრესიულ სამხედრო ბლოკში მონაწილეობის პერსპექტივა.

ემანუელ მაკრონი: ნატო კვდება!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეგობარი ევროპული ქვეყნები გააფრთხილა, რომ ნატო კვდება აშშ-ის არაპროგნოზირებადობის გამო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შეიმჩნევა.

მაკრონმა საკუთარი ეჭვები გამოთქვა ნატოს მე-5 მუხლის შესახებ, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავსდასხმის შემთხვევაში. ეს ჩრდილოეთატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთგვარი კვაკუთხედია მისი დაარსების მომენტიდან, 1949 წლიდან.

ნატოს ისტორიის განმავლობაში მე-5 მუხლი მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა, როდესაც ნატოს ჯარები აშშ-ის დირიჟორობით ავღანეთში შეიჭრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში აფეთქებული ცათამბრჯენების გამო, რაც ქვეყანაზე თავდასხმად იქნა მიჩნეული. თუმცა ეს უფრო ”საბაბად” შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვიდრე რეალურ მიზეზად, რამდენადაც აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში ბევრი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქე იყო გარეული. აშშ-ის ავღანეთში საკუთარ ინტერესები ამოძრავებდა პირველ რიგში და ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ”ფარი” იყო ამ ავანტიურაში.

2019 წლის 7 ნოემბერს The Economist-ისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ”ის, რასაც ამჟამად განვიცდით ეს არის ნატოს ტვინის სიკვდილი”.

მაკრონმა ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ ”ზურგის შექცევა” შეინიშნება, რაც მაგალითად ამისწინათ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიიდან ჯარების მოულოდნელი გაყვანის დროს გამოჩნდა. მისი სიტყვებით ეს გადაწყვეტილება აშშ-მ მოკავშირეებთან ყოველგვარი კონსულტანციის გარეშე მიიღო.

ეს პრინციპში ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ნატო პირველ რიგში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია და ნატოს გადაწყვეტილებები აშშ-ის მიზნების პირდაპირპროპორციულია. უბრალოდ დასავლეთს ქვეყნის ლიდერები ამას საჯაროდ იშვიათად აღიარებ ხოლმე.

ისტორიულად საფრანგეთს და ნატოს ურთერთობები ხშირად ეძაბებოდათ.

შეგახსენბთ, რომ საფრანგეთმა 1966 წლის 21 თებერვლას ერთხელ უკვა დატოვა ნატოს რიგები.

ასე მაგალითად შარლ დე გოლმა “ცხოვრების ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა” უწოდა საფრანგეთის ნატოდან გამოსვლას 1966 წელს. შეგახსენებთ რომ საფრანგეთმა სამხედრო ალიანსი შარლ დე გოლის პრეზიდენტობისას დატოვა, იმის მიუხედავად რომ ის ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა იყო.

ფრანგი გენერალი ყველაზე მაღლა საფრანგეთის სუვერენიტეტს აყენებდა. ეს იყო ვიეტნამში ომის წლები – როდესაც ამერიკუელი თვითმფრინავები ინდოჩინეთის დასაბომბად საფრანგეთში არსებული ბაზებიდან მიემართებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. დე გოლი ღირსეულად მოიქცა და ამერიკელების ბაზები საფრანგეთში დახურა. ნატო იძულებული გახდა საკუთარი სათაო ოფისი პარიზიდან ბრიუსელში გადაეტანა. სიმბოლურია რომ ბევრი წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელები ერაყს ბომბავდნენ ჟაკ შირაკმა ამერიკულ თვითმფრინავებს საფრანგეთის საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება არ მისცა .

ვნახოთ რით დასრულდება აშშ-ს და საფრანგეთს შორის ამჟამინდელი დაძაბულობა.

ნატოს სამხედრო დანაშაულები – დასავლური მედიის სიცრუე და კოსოვოს დაპყრობა.

51rwLHmYjxL

„ყოველი ომი იწყება მედიის სიცრუით“ – ასე იწყებს ბელგიელი ჟურნალისტი, მიშელ კოლონი თავის ანალიზს კოსოვოს კონფლიქტის შესახებ, რომლის შედეგად შედეგად აშშ-მ და ნატო-მ  საჰაერო იერიში მიიტანეს იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1999 წელს, ხოლო შემდგომ აშშ-ს და ნატო-ს სამხედროების მიერ მოხდა სერბეთის კოსოვოს პროვინციის მომდევნო ოკუპაცია. აშშ-მ და ნატო-მ წამოაწყეს აგრესიული ომი იუგოსლავიის ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის გარეშე. საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის შესაბამისად ომი იყო არალეგიტიმური და დანაშაულებრივი.

როგორ გაიყიდა არალეგიტიმური და დანაშაულებრივი ომი? – როგორც ჰუმანიტარული ინტერვენცია “გენოციდის” და მეორე ჰოლოკოსტის აღმოსაფხვრელად. ეს არის კითხვა, რომლის ანალიზსაც ახდენს კოლონი და ცდილობს პასუხი გასცემ ამ წიგნში.

კოლონმა განაცხადა, რომ წიგნის მთავარი ამოცანაა საშუალება მისცეს მკითხველს შეიცნოს მედია საშუალებების ტყუილები. ის მოიხმარს კოსოვოს კონფლიქტს, როგორც მაგალითს, რათა ასახოს თუ როგორ გამოიყენეს მედია საშუალებებმა და აშშ-ს მთავრობამ “დეზინფორმაცია” და “სამხედრო პროპაგანდა” იმ ფაქტის დასამალად, რომ არანაირი გენოციდი კოსოვოში არ მომხდარა.  მას უნარი შესწევს გააბათილოს აშშ-ს და დასავლური მედიის მიერ შექმნილი სიცრუის და ტყუილების კასკადი. ანალიზი წარმოადგენს მნიშვნელოვან მონაცემებს, რომელიც ხელს უწყობს მედიის ცოდნის საჭირო /კრიტიკულ უნარს, ასევე ანადგურებს აშშ-ს და დასავლური მედიის დანაშაულის ჩადენის ხერხს.

000.jpg

თუ ადგილი ჰქონდა აშშ-ს მხრიდან უპრეცედენტო (აქამდე არნახულ) და მსხვილ საინფორმაციო ომს, პროპაგანდას და დეზინფორმაციულ კამპანიას, რა იდგა მას უკან ? კოლონი აანალიზებს ფარულ დღის წესრიგს და მიზნებს, რომლებიც გააჩნდათ აშშ-ს და ნატო-ს ქვეყნებს აშკარად არალეგიტიმური და დანაშაულებრივი ომის წამოსაწყებად. მან წარმოაჩინა რაოდენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო ამოცანებს ემსახურებოდა ნატოს გაფართოება სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებით. სერბეთის ნეიტრალიზება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აშშ-თვის და ევროკავშირისთვის, ვინაიდან სერბეთი არ იყო აშშ-ის კარნახს ადვილად დამყოლი პროქსი (მართვადი) სახელმფიფო და არც სატელიტი. სერბეთი წარმოადგენდა დიდ პრობლემას აშშ-ს და ნატო-ს გაფართოების გზაზე. ის უნდა განადგურებულიყო. ეს არის ის, რაც გააკეთეს აშშ-მ და ნატომ. კოსოვოს კონფლიქტი იყო ამის შედეგი.

ეკონომიკური ინტერესები ასევე წარმოადგენდნენ ძირითად მოტივს აშშ-თვის და ნატო-თვის. სერბეთი ეწინააღმდეგებოდა “პრივატიზაციას” და “ღია საზოგადოებას” ფორმირებას, რაც წარმოადგენდა იმის მიზეზს, რომ მისი ეკონომიკის დაპყრობის სურვილი ამოძრავდებდათ ამერიკულ და დასავლურ კორპორაციებს, არასამთავრობოებს და კორპორატიულ კონგლომერატებს.

 

კოლონი ანალიზს იწყებს მედიის სიცრუის და ტყუილების განადგურებით, რომლების მეშვეობითაც ამერიკული და დასავლური მედია ცდილობდნენ “გაეყიდათ” არალეგალური ომი კოსოვოში.  ამერიკული პროპაგანდის მოდელი გულისხმობდა ბოსნიის ჰოლოკოსტის პროპაგანდის ანალოგს/ანარეკლს. სერბებს უნდა დაბრალებოდა გენოციდის მოწყობა. შექმნილიყო ცივსისხლიანი და აბსურდული სისასტიკის ისტორიები, ფაბრიკაციები და შედგენილიყო მსხვერპლის დაუჯერებელი რაოდენობა.  ეთნიკური წმენდის მოგონების გამოცოცხლება, რომელმაც ასე კარგად “გაჭრა” ბოსნიაში. შემდგომ გამომუშავებულიყო გენოციდის პროპაგანდის არგუმენტები.

ამერიკული და დასავლური მედია აცხადებდნენ, რომ 100 000 ალბანელი მუსლიმი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული და ივარაუდეს, რომ ისინი სერბებმა მოკლეს. 1999 წლის 25 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თეთრ სახლში პრეს-კონფერენციაზე  განაცხადა, რომ ათობით ათასი ადამიანი, რომელიც არის ალბანელი მუსლიმი, იყო მოკლული კოსოვოში სლობოდან მილოშევიჩის პირდაპირი განკარგულებით. ეს იყო ნონსენსი და წინასწარ განზრახული ტყუილი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელი ჯეფ ჰუნი ასევე ამტკიცებდა, რომ როგორც აღმოჩნდა 10 000-მდე ადამიანი იყო მოკლული იდა 100-ზე მეტ მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი, ცინიკური და ამორალური სიცრუის გავრცელება სახელმწიფო ლიდერების მხრიდან. მაგრამ ბილ კლინტონს და ტონი ბლერს ესმოდათ, რომ ყველაზე აღმაშფოთებელ ტყუილებს და სიცრუეს არ მოჰყვება უკუგება და მათთვის უარყოფითი შედეგი.  გენოციდის თემით თამაშის მეშვეობით, მეტიც, შიდა, სეპარატისტული კონფლიქტისთვის გენოციდის იარლიყის მიკერებით,  კლინტონი და ბლერი ხვდებოდნენ რომ ნებისმიერი დებატების ან საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას შეძლებდნენ. ვინ არ მოისურვებდა გენოციდის და დანაშაულის შეჩერებას? მსგავს ცრუ ტერმინებაზე დაფუძნებული, მაგრამ დასავლეთისთვის მომგებიანი სიტუაცია, აგებული იყო დეზინფორმაციაზე, ინფორმაციულ ომზე,  ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნიკებზე და ფაბრიკაციებზე.

f316810ae7a03948b044c110_L

გენოციდის მტკიცებულებები, რომლებსაც წარადგენდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ქვეყნები მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ უდიდესი სიცრუე იყო და გამოგენებული და შექმნილი იყო ნატოს ქვეყნების მიერ, იმავე მთავრობების მიერ, რომლებმაც იუგოსლავიის ტერიტორიის დაბობმვა და ოკუპაცია მოახდინეს.

[ამ ბმულზე შეგიძლიათ The Wall Street Journal-ის სტატია იმის თაობაზე, რომ სერბეთში გენოციდს ადგილი არ ჰქონია – http://online.wsj.com/public/resources/documents/pearl123199.htm%5D

გერმანიის იმდროინდელი კანცლერი, გერჰარდ შროდერი აღიარებს რომ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც სერბეთი დაბომბეს.

აშშ-ს ინფორმაციული ომის ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. აშშ-ს მედია და სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა აზარტში შევიდა. ასე მაგალითად CNN-მა დაიქირავა აშშ-ს სამხედრო ფსიქოლოგიური ოპერაციების სპეციალისტები, რათა მათ ახალ ამბებზე ემუშავათ. ეს იყო მადის გამაძლიერებელი საშუალება. ეს კეთდებოდა რათა ყველა მომზადებულიყო მთავარი შოუსთვის  – სერბეთის დაბომბვისთვის და ოკუპაციისთვის. (http://www.wsws.org/en/articles/2000/04/cnn-a18.html)

კოლონმა შეისწავლა და განიხილა ”რემბულეს შეთანხმების” ტექსტი და დადგენილებები, რომლებსაც არც ერთი სუვერენული და თავმოყვარე სახელმწიფო არ დათანხმდებოდა. ეს იყო  ძველი დროის „მოჩვენება“, რომელიც წააგავდა 1914 წლის ავსტრია – უნგრეთის ულტიმატუმს სერბეთის მიმართ, რომელმაც მიგვიყვანა პირველ მსოფლიო ომამდე. “რემბულეს შეთანხმების” დადგენილებით სერბეთი იძულებული იყო ნება დაერთო ნატოს ჯარისთვის მოეხდინათ მთელი სერბეთის და იუგოსლავიის ოკუპაცია, იძულებული იყო მიეცა დე ფაქტო დამოუკიდებლობა კოსოვოსთვის და სამი წლის შემდეგ ნება დაერთო კოსოვოს ალბანელებს ხმა მიეცათ დამოუკიდებლობისთვის. რომელი სუვერენული სახელმწიფო მიიღებდა ასეთ პირობებს? 

“რემბულეს ხელშეკრულება იყო საშინელი დიპლომატიური დოკუმენტი, რომელსაც არასდროს არ უნდა ეარსება მსგავსი ფორმით” – ჰენრი კისინჯერი, 1999 წელი.

წარმოიდგინეთ რუსეთს საქართველოსთვის რომ ეიძულებინა მსგავსი პირობების მიღება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს….

ნათელია, რომ აშშ-ს გეგმა იყო შემდეგი – მოეხდინა კოსოვოს ალბანელი მუსლიმი სეპარატისტების ძალისმიერი გამოყოფა სერბეთისაგან, როგორც ადოლფ ჰიტლერმა და ბენიტო მუსოლინიმ გააკეთეს 1941 წელს და არსებითად იმავე მიზეზების გამო – ალბანელები რწმუნებულებად გამოიყენეს მტრული და რთულად მართვადი იუგოსლავიის წინააღმდეგ.

კოლონს მოჰყავს დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ-მ და ნატო-მ კოსოვოში 78 დღით “შეჭრა”იმაზე ბევრად ადრე დაგეგნმეს, ვიდრე დაბომბვას დაიწყებდნენ 1999 წელს. 1997 წლის ივნისში საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ეწვია აშშ-ს ავიამზიდს ადრიატიკაში. შტატების ადმირალმა დაანახა მას იუგოსლავიის რუქა მოციმციმე წერტილებით. როდესაც მას ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა მოციმციმე წერტილები, მან უპასუხა, რომ ეს არის სამომავლო საჰაერო დარტყმის სამიზნეები. ეს მოხდა თითქმის ორი წლით ადრე სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის მიერ ჩადენილ “საშინელ საერთო სადამსჯელო ღონისძიებებამდე”. ეს მოხდა იქამდე , სანამ რაიმე დაიწყებოდა კოსოვოში. აშშ და ნატო გეგმავდნენ შემდეგ ომს და კოსოვო იყო წინასწარ შერჩეული ადგილი. საჭირო იყო სამხედრო თავდასხმის დასაბუთება, “გაპრავება”, შესაბამისად ამერიკულმა პროპაგანდამ და ინფორმაციულმა ომის მანქანამ შეიმუშავა ის გეგმა, რაც ყველამ კარგად ვიხილეთ.

3819c0a398a008381825c110_L

ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვის დროს მოკლული მცირეწლოვანი ბავშვები

საბოლოოდ  კოლინი აანალიზებს აშშ-ს და ნატოს მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს კოსოვოში, როდესაც ისინი უმიზნებდნენ სერბულ საავადმყოფოებს, უნარშეზღუდული ადამიანების სამედიცინო დაწესებულებებს, სამგზავრო მატარებლებს, საავტომობილო ქარხნებს, ელექტროენერგიის ბადეებს, სასურსათო ადგილებს, ლტოლვილთა კოლონებს და სატელევიზიო სადგურებს. Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დაადასტურეს  რომ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ და ნატო არიან დამნაშავეები ამ საშინელი სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში.

მაგრამ ვინ აპირებს მათ გასამართლებას ? ვინ აპირებს ბილ კლინტონის  და მადლენ ოლბრაიტის დაპატიმრებას და სამხედრო დანაშაულის ტრიბუნალის ან სასამართლოს წინაშე წარდგენას ? ვინ აპირებს გაასამართლოს აშშ-ს და ნატოს სამხედრო დანაშაულები სერბეთში და იუგოსლავიაში? ძლევამოსილება ქმნის უფლებას.

რას მიაღწიეს აშშ-მ და ნატო-მ გაერთიანებული “ჰუმანიტარული ინტერვენციით”? ომის შემდგომ პერიოდში, მიახლოებით  250 000-მდე კოსოვოელი სერბი, ბოში, თურქი, გორანი და ებრაელი იძულებული იყო დაეტოვებინა კოსოვო და ამით შეიქმნა ეთნიკურად სუფთა ალბანური ან შქიფური (ალბანელების თვითსახელწოდება) “კოსოვა” – დიდი ალბანეთი. აშშ-მ მიაღწია იმას, რომ გამოყოფის საშუალება მისცა პროქსი ალბანურ ძალებს, რათა მათ შეექმნათ ალბანური სახელმწიფო ევროპაში. აშშ-მ მიაღწია ალბანური სეპარატიზმის მიზნებს, შეიქმნა ორი ალბანური მუსლიმური სახელმწიფო ევროპაში.

კოლონმა მოახდინა რაჩაკის “ხოცვა-ჟლეტის” ანალიზი და ასახა თუ როგორ დაიდგა ეს სცენა, მანიპულირებული და გამრუდებული აშშ-ს მთავრობის და მედიის მიერ. იქ მოკლულები იყვნენ შეიარაღებული ალბანელი მუსლიმები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ურთიერთსროლაში იუგოსლავიის პოლიციასთან და უშიშროების ძალებთან. მტკიცებულება მიგვითითებს იმაზე, რომ მათ ხელებზე ჰქონდათ იარაღის ლექი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იყენებდნენ შეიარაღებას. რაჩაკი იყო საბაბი რათა აშშ-ს განეხორციელებინა იუგოსლავიაზე არალეგალური საჰაერო იერიში. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი საბაბი იქნებოდა ხელსაყრელი. (http://www.mediamonitors.net/gowans1.html)

ნატოს დაბომბვის შედეგად დაღუპული ქალბატონი

კოლონი ასეცე გვიჩვენებს თუ როგორ ეკავა ეკონომიკურ ფაქტორს მნიშვნელოვანი ადგილი კოსოვოს კონფლიქტში. აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განმარტა, რომ “კოსოვოს საქმე იყო დაკავშირებული ამერიკის შესაძლებლობასთან გაყიდონ საკუთარი თავი მთელს მსოფლიოში.” მან თომას ფრიდმანის ციტირება მოახდინა ნიუ იუორკ თაიმსიდან :  “ბაზრის ფარული ხელი ვერასოდეს იქნება ქმედითი ფარული მუშტის გარეშე – მაკდონალდსი ვერ აყვავდებოდა მაკდონელ დუგლასის, F-15-ის შემქმნელის გარეშე.” საბოლოოდ New York Times-მა 1996 წლის 18 ივლისს, შეუტია “ყოფილ კომუნისტ” სლობოდან მილოშევიჩს, იმიტომ , რომ მან კონტროლ ქვეშ დაიბრუნა იუგოსლავიის ეკონომიკა და უარი განაცხადა პრივატიზაციაზე. The Washington Post-მა ლაკონურად ახსნა თუ რატომ აღმოჩნდა იუგოსლავია აშშ-ს , ნატოს და ევროკავშირის მიზანში: “მილოშევიჩმა ვერ გაუგო ბერლინის კედლის დაცემის პოლიტიკურ მესიჯს, როდესაც სხვა კომუნისტმა პოლიტიკოსებმა მიიღეს დასავლური მოდელი და განაგრძეს სვლა დანარჩენი ევროპის მიმართულებით, მაგრამ მილოშევიჩი წავიდა სხვა გზით.”

ნატოს დაბომბვის შედეგად დაღუპული პატარა ბავშვი

მილოშევიჩმა ვერ გაიგო, რომ აშშ იყო ერთადერთი ზესახელმწიფო, “გლობალური ჰეგემონი” რომელიც მოითხოვდა ყველა სახელმწიფოსგან დასავლური მოდელის აღიარებას და გაყოლას. საბოლოოდ , ეს იყო მიზეზი ამ მთელი კოსოვოს ამბავის უკან.

download (1)

სერბეთის ოკუპაციისას ნატო ჩინეთის საელჩო დაბობმბა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

 

ნატოს მიერ დაბომბილი საავადმყოფო სერბეთში

 

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება, როგორც სუიციდური პოლიტიკა

download.jpg

საზღვრის გადმოწევაზე წუწუნი არის თანამედროვე საქართველოს მდგომარეობის კარგი ასახვა. ისტერიულად მიიწევ ნატოში, მაშინ როცა მთავარ მტრად რუსეთი მას მიიჩნევს. ამის გამო შემხვედრ ნაბიჯებს დგამს და პასუხი არის პანიკა. თუ გადავწყვიტეთ ასეთი კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთთან, მაშინ უნდა ვთქვათ რომ ვართ საომარ მდგომარეობაში. თუ საომარ მდგომარეობაში ვართ უნდა მომზადებული ვიყოთ და სათანადო პასუხიც გავცეთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის არც საშუალება და არც გამბედაობა არ გაგვაჩნია (და რომ ზოგადად ირაციონალურია ეს მიდგომა). ამიტომ ყოველთვის რუსეთის ამგვარ ქმედებას, რაც როგორც ზემოთ ვთქვი ცალმხრივი არაა, მოჰყვება მხოლოდ პანიკა. პანიკა კი, საომარ მდგომარეობაში წაგების ტოლფასია. ესეიგი, რა გამოდის? ჩვენივე საგარეო პოლიტიკით ვქმნით მდგომარეობას, საიდანაც წინასწარ ვიცით, რომ წაგებული გამოვალთ.

download.png

ადრეც დამიწერია რომ ეს არის სუიციდური პოლიტიკა, ყოვლად ირაციონალური და აბსურდული. მე მიმაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის რეგიონში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარება და კონფრონტაციული რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც პირველ რიგში ნატოში (არა აუცილებლად ევროკავშირში) მისწრაფებაზე უარის თქმას ნიშნავს.

მიმდინარე გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, ის დრო როდესაც კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნას და ამერიკასთან უპირობო ალიანსს საქართველოსთვის განვითარების მოტანა შეეძლო გასულია და შანსი დაკარგულია. ასეთი მდგომარეობა კარგად გამოიყენეს აზიის ვეფხვებმა (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი) 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკა მათ იყენებდა, როგორც დასაყრდენს კომუნისტური საფრთხის გავრცელების წინააღმდეგ, აძლევდა უზარმაზარ რესურსებს, მაგრამ სათანადოდ ვერ აკონტროლებდა ამ რესურსების გამოყენებას ეკონომიკაში. ამ ქვეყნებმა კი აღნიშნული რესურსები ეროვნული ეკონომიკების გასაძლიერებლად გამოიყენეს – შექმნეს უძლიერესი ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული ბაზა. ჩვენ ეს შანსი სააკაშვილის პერიოდში ხელიდან გავუშვით. ფული ჩაიდო მახინჯი საბანკო-საფინანსო სისტემის შექმნაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, სპეკულაციურ მშენებლობაში, საწარმოო სიმძლავრეების ფიზიკურ და ინტელექტუალურ განადგურებაში. აზიური ინდუსტრიალიზაციისგან განსხვავებით ეს ზომები არ გამოდგა ეკონომიკისთვის გრძელვადიან სტიმულად.

დღეს საერთაშორისო მდგომარეობა შეცვლილია და რაც დროზე ვაღიარებთ ამას მით უკეთესი. ჩემი აზრით დღეს უპირობო ალიანსების ძიების მაგიერ საქართველო უნდა გადავიდეს რაციონალურ საგარეო პოლიტიკაზე, სადაც ხდება სხვადასხვა ძალის ინტერესების გათვალისწინება და შეჯერება. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ფინეთი, რომელსაც რუსეთი პირდაპირ უკრძალავს ნატოში შესვლას, მაგრამ ამით ფინეთი მხოლოდ სარგებლობს.

© ლევან ასაბაშვილი