უთანასწორობა და დემოკრატია

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი წუხილი გამოითქვა დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის აღზევების შესახებ. ეს წუხილი არც თუ უმიზეზოა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრით ვიქტორ ორბანით დაწყებული, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტით ჟაირ ბოლსონარუთი გაგრძელებული და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი პირით დონალდ ტრამპით დამთავრებული ჩვენ გავხდით ავტორიტარული და ავტოკრატიული შეხედულებების მქონე ლიდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მოწმენი. ეს პირები საკმაოდ საინტერესო და უცნაური ულტრამემარჯვენე პოპულისტური შეხედულებების გავრცელებით დაგვამახსოვრდნენ. რიგითი მოქალაქეებისა და ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვის დაპირების და მიუხედავად, ისინი სინამდვილეში იცავდნენ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს და ანადგურებნდნენ წლების განმავლობაში დანერგილ და მიღებულ წესებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ იძულებული გაგვხადეს გვემარჩიელა, თუ რა აზრი იდგა მათი ქმედებების მიღმა.

ასეთი პოლიტიკური უთანასწორობა არის თვითმყოფადი, რაც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას. საგადასახადო პოლიტიკა აქეზებს მდიდრებს, განათლების სისტემა მხარს უჭერს უკვე პრივილეგირებულებს, ხოლო კარტერული გარიგებების წინააღმდეგ არსებული კანონი [რედ. Antitrust regulations] კორპორაციების მიერ აქტიურად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკაში არსებული შესაძლებლობების ხელში ჩასაგდებად და სამართავად. მეტიც, რადგანაც მედია ძირითადად იმართება კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ისეთ პლუტოკრატებს ეკუთვნით, როგორიც არის რუპერტ მერდოკი [რედ. Rupert Murdoch], ძირითადი საინფორმაციო წყაროებიც ჩართულნი არიან არსებული მწარე რეალობის გაღრმავებაში. შედეგად, მაყურებელ-მსმენელებს უკვე  დიდი ხანია არწმუნებენ, რომ მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღება ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს; რომ, მემკვიდრეობის გადასახადი [რედ. თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს ადამიანმა მემკვიდორებით რაიმე ფულის ან კერძო საკუთრების მიღების შემთხვევაში] არის გადასახადი სიკვდილზე და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემდიდრების მიერ მართულ ტრადიციულ მედიას ახლა უკვე შეუერთდა სოციალური მედიაც, რომელიც აგრეთვე იმართება ძალიან შეძლებული პიროვნებების მიერ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბოლონი კიდევ უფრო თავისუფალნი არიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. 1996 წელს მიღებული ტელეკომუნიკაციის კეთილსინდისიერების კანონის [რედ. Communications Decency Act] 230-ე თავის მიხედვით, ამერიკაში განთავსებული კომპანიები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მესამე პირების მიერ მათ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არც იმ სოციალურ ზარალზე აგებენ პასუხს, რაც შეიძლება ცრუ ამბავს მოჰყვეს (განსაკუთრებით, მოზარდი გოგონების შემთხვევაში).

ასეთი უპასუხიმგებლო კაპიტალიზმის რეალობაში არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბევრი ადამიანი დიდი სიმდიდრის ერთეულების ხელში მოკალათებას ეჭვის თვალით უყურებს; ან ის, რომ მათთვის ასეთი განლაგება შეიძლება იყოს ყალბი. დემოკრატიის მიერ წარმოებული შედეგებისადმი იმედგაცრუებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამავე დემოკრატიას და დაარწმუნა ზოგიერთი იმაში, რომ მმართველობის სხვა სისტემებმა შეიძლება სულ სხვა, უკეთესი შედეგები დადონ.

ეს საკმაოდ ძველი თემაა. სამოცდათხუთმეტი წლის წინ ბევრს აიტნერესებდა თუ შეეძლო დემოკრატიულ სახელმწიფოს ისეთივე სისწრაფით განვითარებულიყო, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს?! ახლა ბევრს აინტერესებს, თუ რომელ სისტემას შეუძლია მეტი სამართლიანობის „წარმოება“. და ეს კამათი მიმდინარეობს სამყაროში, რომელშიც ზემდიდარ ადამიანებს ეროვნული და გლობალური მოსაზრებების ჩამოყალიბებისთვის გააჩნიათ ყველა ბერკეტი. მოსაზრებები, რომლებიც ხშირად ეყრდნობიან ტყუილს (მათ შორის ის, რომ „არჩევნები იყო მოპარული!“ ან „ხმის მისაცემი მანქანები გაუმართავი იყო!“. ეს ტყუილები Fox News [რედ. ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხი ამერიკაში] 787 მილიონი დოლარი დაუჯდა) [რედ. აქ ავტორი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს].

ასეთი მწარე რეალობის ერთ-ერთი შედეგი არის დაპირისპირების [რედ. შიდა] ზრდა, რაც ხელს უშლის დემოკრატიას გამართულ მუშაობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც არჩევნები იმართება „გამარჯვებულს ყველაფერი“-ს წესით. 2016 წელს, როდესაც ტრამპმა ხმათა მცირე რაოდენობით გაიმარჯვა, ამერიკული პოლიტიკა, რომელიც წესისამებრ ეყრდნობოდა პრობლემის დიალოგისა და პოლიტიკური დათმობის გზით გადაჭრის წეს-ჩვეულებას, უკვე გადაიქცა ღია პარტიზანულ დაპირისპირებად ძალაუფლებისთვის; დაპირისპირებად, რომელიც უფრო ჭიდაობას ჰგავდა და მინიმუმ ერთ მხარეს მაინც მიაჩნდა, რომ ეს იყო წესების გარეშე შერკინება.

როდესაც დაპირისპირებამ უკვე მიაღწია ასეთ დონეს, ფსონი იმდენად დიდია, რომ დათმობის და დაფიქრების დრო აღარ რჩება. საერთო ინტერესების და გამოსავლის ძიების ნაცვლად, თითოეული მოთამაშე იყენებს ხელთ არსებულს შესაძლებლობებს, რომ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები. სწორედ ასე მოიქცა რესპუბლიკური პარტია, როდესაც მიზანმიმართულ გაყალბებებს და სხვა ხერხებს მიმართა, რომ შეემცირებინა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

ამერიკას დიდხანს ეკავა დემოკრატიის შუქურის თანამდებობა. ეს იმის და მიუხედავად, რომ სიყალბის ელემენტებს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. შეიძლება გავიხსენოთ რონალდ რეიგანის ძმაკაცობა აუგუსტო პინოჩეტთან, ჯო ბაიდენის ახლო კავშირები საუდის არაბეთთან ან მისი უუნარობა დაგმოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ანტი-მუსლიმური განწყობები. თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი მაინც განასახიერებდა საერთო პოლიტიკური ღირებულებების მქონე ერთობას.

სამწუხაროდ ახლა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა უთანასწორობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ბევრი უარყოფს დემოკრატიას. ეს კიდევ ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის იმ ტიპის ავტორიტარიზმს, რომელსაც განასახიერებენ ისეთი ულტრამემარჯვენე პოპულისტები, როგორიცაა ტრამპი, ბოლსონარო და სხვები. თუმცა, ამ სახის ლიდერებმა გვიჩვენეს, რომ გზააბნეული ამომრჩევლისთვის პასუხები არ აქვთ. მეტიც, ძალაუფლებაში მოსვლისას ისინი მხოლოდ აუარესებენ ვითარებას.

გარეთ ალტერნატიული პასუხების მოძიების ნაცვლად ჯობია მეტი ყურადღება მივაქციოთ შიდა პროცესებს, დავაკვირდეთ ჩვენს საკუთარ სისტემას. სწორი პოლიტიკური რეფორმების გზით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეიძლება მეტი თანამოქალაქის ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ იზრუნონ მათ საჭიროებებზე. ეს კი, თავის მხრივ, დიდი კაპიტალის მქონე კორპორაციებსა და შეძლებულ ადამიანებზე ნაკლებ ზრუნვას გულისხმობს. თუმცა, დემოკრატიის გადარჩენა აგრეთვე მოითხოვს დროში გაწელილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თითოეული თანამოქალაქისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი, რითაც პოპულისტებს ულუკმაპუროდ დავტოვებთ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს წარსულში დავტოვებთ და ბოლოს და ბოლოს სინამდვილეში შევუდგებით ჩვენს მიერ ესოდენ ნაქები საერთო კეთილდღეობის აღმშენებლობას.

ჯოზეფ (სტიგლიცი) არის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1997-2000წწ. ეკავა მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის თანამდებობა.

Dagbladet: აშშ-ში აღარაა დემოკრატია, იქ ფინანსური ელიტების ძალაუფლებაა.

იმის გათვალისწინებით რა სისწრაფით მიემართება აშშ ავტოკრატიული მმართველობისკენ, ევროპას ყველა საფუძველი გააჩნია არ მისდიოს მათ მაგალითს, წერს ავტორიტეტული ნორვეგიული გამოცემა.

1035187812_0_146_2999_1846_600x0_80_0_0_efdc7d9e0730637090b17b69655a0b3c.jpg

ბოლო ათწლეულების განმაავლობაში აშშ დემოკრატიიდან, სადაც რეალური ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის ოლიგარქიატში გადაიზარდა, სადაც ფინანსური ელიტები, რომლებიც როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის უკან დგანან, კოორდინირებულად მართავენ ქვეყანას, წერს ნორვეგიელი მწერალი, პუბლიცისტი და ისტორიის ექსპერტი ჰანა ნაბინტუ ჰერლანდი (Hanne Nabintu Herland) სტატიაში ”აშშ – ვარდნადი ვარსკვლავი”, რაც ნორვეგიულ გაზეთ Dagbladet-ში გამოქვეყნდა.

 

ის ფაქტი, რომ ნოამ ჩომსკი, ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ინტელექტუალი და მსოფლიოში ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, პირდაპირ წერს იმაზე რომ აშშ ტერორის ყველაზე მსხვილ წყაროდ იქცა, გავმწუხრებს. უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცნობილია, რომ ჩომსკის აზრით აშშ აღარ შეიძლება მიჩნეულ იქნას დემოკრატიად, არამედ უფრო ერთპარტიულ სახელმწიფოს ემსგავსება, სადაც ოლიგაქრიული ელიტები ხალხის სახელით და ხშირ შემთხვევაში ხელხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მართავენ ქვეყანას” – წერს ავტორი.

ავტორს მოყავს ასევე პირნსტონის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, სადაც ანალოგიური დასკვნები კეთდება. აღნიშნულ კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაიცნოთ (https://bit.ly/2EYnwq5)

სტატიის ავტორის აზრით ევროპამ არ უნდა მისდიოს აშშ-ის მაგალითს, რადგანაც ეს საკმაოდ შემაშფოთებელია.