”Squid Game” – დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის კრიტიკა

2021 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა Netflix-ის ახალი სერიალი ”Squid Game”. ეს პირველი სამხრეთკორეული შოუა, რომელიც სტრიმინგის მსოფლიოს რეიტინგი სათავეში მოექცა. აღნიშნულმა სერიალმა 90 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია.

Netflix-ის ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა აღნიშნა, რომ ”Squid Game” – სტრიმინგის ყველაზე ყურებადი არაინგლისურენოვანი პროექტია. უფრო მეტიც სერიალს ყველა შანსი გააჩნია Netflix-ის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცეს. აშკარაა, რომ თვითონ შემქნელებიც კი არ მოელოდნენ ასეთ წარმატებას და ეს მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

Squid Game”-მა 100%-იანი შეფასება მიიღო Rotten Tomatoes-ზე და 8.3/10 IMD-ზე. ჰენრი ვონგი The Guardian-დან სერიალს ოსკაროსან «პარაზიტებს» ადარებს. ორივე პროექტის ფუნდამენტური საკითხი სამხრეთ კორეაში არსებული კლასობრივი უთანასწორობაა. როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, სამსახიობო შემადგენლობა და სერიალის გმირები ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელთა დამსახურებით მაყურებელს მოუთმენლად სურს ნამუშევრის ბოლომდე ნახვა, იმის მიუხედავად რომ საკმაოდ ბევრი სისხლიანი და მძიმე სცენაა.

ჩვენ სერიალის დრამატურგიის, სცენარის და წარმოუდგნლად მაღალი პოპულარობის გარჩევას კინემატოგრაფის კუთხით არ ვაპირებთ, ეს საქმე თავისი საქმის პროფესიონალებს დავუტოვოთ. ჩვენ ამ სერიალის საბაზისო საკითხზე – სოციალურ უთანასწორობაზე, კლასობრივ ბრძოლაზე და ჭარბვალიანობაზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

ეკონომიკური უთანასწორობა და კლასობრივი ბრძოლა

ჭარბი მუშაობა, მინიმალური ანაზღაურება და არასტაბილური დასაქმება – ეს ყველაფერი გვიანდელი კაპიტალიზმის ქრონიკული დაავადებებია სამხრეთ კორეაში და არამარტო. ეს სოციალური პრობლემები საკმაოდ ავთენტურად არის ასახული ”კალმარის თამაშში”. სერიალის მთავარი გმირი და სასიკვდილო თამაშების სხვა მონაწილეები ვალებში ჩაფულული პრეკარიატის წარმოადგენლები არიან. პრეკარიატი არამუდმივად დასაქმებული არასტაბილური პროლეტარიატია, სამხრეთკორეული მშრომელების 40%-ზე მეტს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

სამხრეთკორეული ეკონომიკის დირიჟორები კორპორატიული კონგლომერატები არიან, კორეელები მათ Chaebol-ს ეძახიან, ანუ «პლუტოკრატებს». მშრომელების ექსპლუატაცია და სახიფათო შრომითი პირობები ამ მსხვილი კორპორაციების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ეს სერიალშიც ხაზგასმულია, როდესაც პაკისტანური ეთნიკური წარმომავლობის გმირს, ალის, ქარხნის უფრო მის კუთვნილ ხელფასს არ უხდის.

სამხრეთ კორეა წლიური სამუშაო საათების მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე იმყოფება და ასევე მე-3 ადგილზეა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობით.

ერთ-ერთ სერიაში ადგილობრივი ტელევიზიით ვიგებთ, რომ „კორეა მეორე ყველაზე დაკრედიტებული ქვეყანაა მსოფლიოში“, ნიშანდობლივია რომ უშუალოდ თამაშების მონაწილეების უმრავლესობა საკუთარი ნებით თუ გარემოებათა დამთხვევის შედეგად იმდენად არიან ვალებში ჩაძირულები, რომ ნორმალურ ყოფა-ცხოვრებაზე უკვე გადაწურული აქვთ იმედი და მზად არიან გარისკონ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გააჩნიათ, საკუთარი სიცოცხლე.

2016 წელს სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე 10%-ზე საერთო შემოსავლების 45% მოდიოდა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა სპეკულაციებმა საბინაო კრიზისი გამოიწვია, ხოლო სამედიცინო სფეროს და განათლების პრივატიზაციამ სამხრეთ კორეაში სოციალური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძააფრა. ეს კარგად ჩანს სერიალის დასაწყისშიც, როდესაც მთავარი გმირი სონ-გი ხუნის დედა საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ დაზღვევის და შესაბამისი ფულადი სახსრების არქონის გამო სიკვდილის პირას მყოფმა ქალბატონმა საავადმყოფო დატოვა.

1980-იან წლებში სამხრეთ კორეაში ნეოლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივი ბაზრის დაცულობა და ფაქტიურად პროტექციონიზმი განზე გააგდო. ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზარი და რესურსები გაიხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის მუშათა კლასის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. 1990-იან წლების შუახანებში ქვეყანამ 100$ მლრდ.-მდე ოდენობის უცხოური ვალები მიიღო. 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს სამხრეთკორეული ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგანაც უცხოურმა კაპიტალმა ქვეყანა დატოვა. მოსალოდნელი დეფოლტის შიშით სამხრეთ კორეა იძულებული შექმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) მიემართა სესხების მისაღებად.

ერთის შეხედვით სამხრეთ კორეა განვითარებული, მდიდარი ქვეყანაა თუმცა ამის მიღმა ჩაგრული და ექსპლუატირებული მრავალმილიონიანი პროლეტარიატი იმალება. მშრომელების პირობები ხშირად შემზარავი და სავალალოა, როდესაც ისინი იძულებულები არიან 2X2მ-ის ფართობის ოთახები იქირაონ და უფრო უარეს პირობებში იცხოვრონ, ვიდრე ციხეში – დამნაშავეებმა. უფრო მეტი სიცხადისთვის შეგიძლიათ სამხრეთ კორეელი რეჟისორის ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი” იხილეთ, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი “სოციალური უთანასწორობის” თემატიკა.

ეს ვრცელი შესავალი სამხრეთ კორეის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მკითხველს დაეხმარება სერიალის წინაპირობის გასაგებად. ზოგადად სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თემა კორეულ კინემატოგრაფში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის რეალური სახე

პირველი თამაშისთანავე მოთმაშეები იგებენ, რომ სასიკვდილო მახეში მოხვდნენ და მათ ნახევრად სათამაშო სოციუმში მომენტალურად კონსენსუსამდე მისვლის საკითხი დგება დღის წესრგიში – წესების მიხედვით თამაშის დატოვება მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, სულ კი 456 მოთამაშეა. აი სწორედ აქაა დამალული დემოკრატიის მთავარი მახე: ურთიერთსაწინააღმდეგო განზრახვები მოთამაშეების სამკვდრო-სასიცოცხლოდ აპირისპირებს. ადამიანები, ვისაც თამაშის დატოვება სურთ, მათ წინააღმდეგ იწყებენ გააფთრებულ ბრძოლას, ვისაც თამაშში დარჩენა სურს. ეს სიტუაცია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კარგი გამოძახილია, სხვადასხვა იდოლოგიების მატარებლებს ერთმანეთთან ნებსით თუ უნებლიეთ აპირისპირებენ და ხანდახან ეს დაპირისპირებები უკიდურესად მძაფრდება და საქმე სამოქალაქო ომებამდე მიდის.

ამის შემდგომ ყველაზე საინტერესო იწყება: როგორც სერიალიდან ვიგებთ, არჩევანი – ილუზიაა. მაყურებლებს აჩვენებენ, რომ ღარიბების გადარჩენისთვის საბედისწერო თამაში, რეალურად მდიდრების რეალითი შოუა. თამაშის განმკარგულებელი შავ სახასიათო ნიღაბში მოთამაშეებს ატყობინებს, რომ მათ თანასწორი უფლებები აქვთ და გამრჯვების შანსი ნებისმიერ მათგანს გააჩნია. ესაა სწორედ კაპიტალიზმის მთავარი მაქსიმა: თავისუფალი ბაზარი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს წარმატების შანსს, მთავარია სურვილი, უნარები და აზარტი. სწორედ ამ აზრის კულტივირება ხდება დაურეგულირებელი კაპიტალიზმის აპოლოგეტების მიერ ტელევიზიით, რადიოთი, კინოთი თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, რომ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს გამდიდრების და დიდძალი ქონების დაგროვების შანსი აქვთ, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შანსები წარმოუდგენლად მცირეა გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ხალხი თანასწორი არ იბადება, ჩვენი საზოგადოება პრივილეგიების და მკაცრი იერარქიის მანკიერი პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რისი გადალახვაც ძალიან ხშირად ურთულესია.

თამაშის მასპინძელი ხმამაღლა აცხადებს, რომ ყველა ყველა მოთამაშე თანასწორია, მაგრამ ისეთ პირობებს ქმნის, როდესაც მათი უპირატესობა უბრალო შეთხვევაზეა დამოკიდებული. არცერთმა მოთამაშემ წინასწარ არ იცის, თუ რისი თამაში მოუწევს და საშუალებებს ალალბედზე არჩევს. პირველი თუ ბოლო სათამაშო ნომერით ასპარეზობა, ქალებით თუ ძლიერი მამაკაცებით დაკომპლექტებული გუნდი – რა იქნება უმჯობესი წანასწარ არავინ არ იცის. შეთხვევის დამარცხება შეუძლებელია, არჩევნის ილუზია კი მოთამაშეების უმრავლესობას ადამიანურობას უკარგავს, მთავარი გმირის სონ-გი ხუნის გარდა. თავის გადასარჩენად ისინი მზად არიან კონკურენტები სიცოცხლეს გამოასალმონ და ყველაზე სუსტებს იშორებენ თავიდან. რაიმე სამართლიანობაზე საუბარიც კი ზედმეტია, თამაშიც ისეთივე სასტიკია, როგორც რეალობა, უბრალოდ იქ ბევრად უფრო სწრაფად კვდებიან.

ცინიზმის პიკი

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ცინიკური და კომიკურია, როდესაც ეკონომიკური უთანასწორობის და კაპიტალიზმის კრიტიკა ამერიკული კორპორაციის, Netflix-ის მიერ შექმნილ პროდუქტშია გაჟღერებული. Netflix საკუთრივ ამ ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაში საკუთარ აქტიურ როლს თამაშობს. ასე მაგალითად 2020 წელს კომპანიამ რეკორდული მოგება მიიღო, ხოლო ეფექტური საგადასახო განაკვეთის სახით მხოლოდ 0.9% გადაიხადა, $2.8 მლრდიანი მოგების პირობებში, $24 მლნ.

გიორგი მდივანი

ტომას პიკეტი – ეკონომიკური უთანასწორობა ~ XXI საუკუნის უმთავრესი პრობლემა

რაც უფრო მეტი დროს გადის, კაპიტალიზმის კრიტიკა სულ უფრო აქტუალური და ყოვლისმომცველი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნი ფრანგმა ეკონომისტმა, ტომას პიკეტიმ გამოაქვეყნა –  «კაპიტალი XXI საუკუნეში». 2013 წელს გამოშვებული წიგნი ერთგავრ ბესთსელერად იქცა და რეკორდულად ბევრი გაიყიდა მთელი მსოფლიო მასშტაბით. თვითონ პიკეტის მედიამ უამრავი მეტსახელი მოუფიქრა, “ახალი მარქსი”, “ეკონომიკის როკ-ვარსკვლავი” და ა.შ. თავისი მოკრძალებული ასაკის მიუხედავად ტომას პიკეტი სხვადასხვა პრესტიჟული (ლონდონის და პარიზის ეკონომიკური სკოლები) სასწავლებლების პროფესორია.

2110293792.jpg

პიკეტიმ თავის მონუმენტურ ნაშრომში, რომელსაც რამდენიმე წელი წერდა აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაპიტალიზმი და სოციალური უთანასწორობა მდიდარი უმცირესობის წისქვილზე ასხამს წყალს. აღნიშნულმა წიგნმა პიკეტი პოპ-ვარსკვლავად აქცია და ის მუდმივად რომელიმე ტელეგადაცემის სტუმარია ან რომელიმე ქვეყანაშია მიწვეული ტურნეზე. ჩვენ ფრანგი ეკონომისტის შეხედულებების რეზუმირება მოვახდინეთ კაპიტალიზმზე, უთანასწორობაზე და გთავაზობთ აღნიშნულ პუბლიკაციას.

220px-Capital_in_the_Twenty-First_Century_(front_cover)უთანასწრობის მუდმივი ზრდა ისტორიულად განპირობებული იყო ევროპული და ამერიკული ეკონომიკური სისტემებიდან გამომდინარე, მაგრამ მსოფლიო ომების და დიდი დეპრესიის გამო ეს პროცესი საწინააღმდეგო მიმართულებით წივიდა. უთანასწორების შემცირების ბუნებრივი ტენდენციები იმ დროს არ არსებობდა, ამიტომაც საზოგადოებრივი კეთლიდღეობის ზრდა 1950-1980 წლებში განსაკუთრებული და ერთჯერადი მოვლენა იყო. ზრდის მაღალი ტემპები დაკავშირებული იყო ომისშემდგომი ეკონომიკის აღდგენასთან და შობადობის ბუმთან. სავარაუდოდ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება: ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკანასკნელ ათწლეულში უთანასწორობა მხოლოდ გაიზრდება.

ყოველწლიურად მდიდრები უფრო მდიდრდებიან

”დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ცხოვრებაც საგრძნობლად  გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალი ზრდის გამო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შედეგად ყველაზე მეტად ხეირობენ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%” – აღნიშნავს პიკეტი.

თუ გადავხედავთ აშშ-ის ეკონიმიკის საერთო ზრდას მსოფლიო კრიზისამდე 30 წლის განმავლობაში, 1977-2007 წლების პერიოდში, მაშინ შევამჩნევთ, რომ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%-ზე მოდიოდა მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნამატის 60%. შედეგად, დარჩენილი უმცირესობისთვის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 0.5%-ზე ნაკლებს შეადგენდა. 

დაბალი გადასახადების დრო მდიდრები უფრო გავლენიანები ხდებიან

ერთი შეხედვით გვეჩვენება რომ დაბალი გადასახადები მოსახლეობას ცხოვრებას შეუმსუბუქებს, აღნიშნავს პიკეტი. ამის შედეგად მოგებულები კი მსხვილი კაპიტალის მფლობელები რჩებიან, რომლებიც თავისუფალ რესურსებს იღებენ, რათა გავლენა იქონიონ სახელმწიფო პოლიტიკაზე.

«ბევრ ქვეყანაში საგადასახადო განაკვეთის ზედა ზღვარის შემცირების შედეგად შემოსავლების ბუმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ბენიფიციარების პოლიტიკური ძალაუფლება საგრძნობლად გაიზარდა. ბენიფიციარები მდიდრები აღმოჩნდნენ, რომლებიც  გადასახადის ზედა ზღვარის მაქსიმალურად შემცირებით იყვნენ დაინტერესებულები. ამიტომაც მათ ღიად დაიწყეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის.»

inequality.jpg

უთანასწორობამ რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია

ფრანგი მეცნიერი გამოყოფს უთანასწორობის 2 ძირითად ფორმას – საშემოსავლო და ქონებრივ უთანასწორობას, რაც მისი აზრით ერთი და იგივე არაა. უფრო მეტიც, პიკეტი გარკვეული დოზით უთანასწორობას მისაღებად მიიჩნევს, უბრალოდ ჩვენ დროს ის მეტისმეტად მაღალია და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა.

«არასწორი იქნება უთანასწორობა მთლიანად უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ, იმიტომ რომ თეორიაში ის ასეთი სულაც არ არის. უთანასწორობის გარეშე მაგალითად შეუძლებელია ეკონომიკური ზრდა და ინოვაცია. პრობლემა უთანასწორობის მასშტაბებში მდგომარეობს: ყველაზე შეძლებული ადამიანების კაპიტალი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის სოციალურ მობილურობას და დემოკრატიის მომავალს»

ევროკავშირი არაეფექტურია

ევროკავშირი უმსხვილესი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია, მაგრამ ამის მიუხედავად პიკეტი მის დღევანდელ მოწყობას ეფექტურად არ მიიჩნევს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კუთხით. 

«ევროკავშირი უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული გაერთიანება. ევროკავშირს ესაჭიროება უფლებამოსილებებით დატვირთული ძლიერი პარლამენტი, რომელიც პასუხისმეგბლობას აიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. იმის გამო, რომ ჩვენ დღესდღეობით არასრულფასოვნად ინტეგრირებულები ვართ, უარს ვამბობთ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში – წაგებულია ყველა. ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოლიტიკური ინსტიტუტები არალეგიტიმურია და შესაბამისად არაეფექტური. მაგალითად როგორ შეიძლება მინისტრთა საბჭოში 80 მილიონიანი გერმანიის ინტერესები ერთმა ადამიანმა წარმოადგინოს?»

კაპიტალიზმის კრიტიკოსები კომუნიზმის კრახის იგნორირებას ახდენენ

პიკეტის მთავარი წიგნის პოპულარობის ზენიტში მის მიმართ დაიწყო კომუნიზმში და მარქსიზმის რევიზიონიზმში დადანაშაულება. ფრანგ მეცნიერს არაერთხელ უთქვამს, რომ არც კი წაუკითხავს მარქსის მთავარი ნაშრომი  «კაპიტალი», რადგანაც მას აქტუალურად არ მიიჩნევს. 

 «მე მაინტერესებს კაპიტალიზმის კრიტიკა, იმიტომ რომ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც კომუნისტური რეჟიმების დაცემას მოესწრო. მათ მიმართ მე ნოსტალგია არ მაქვს.»

ეკონომისტები მათემატიკით გაერთნენ და პრაქტიკულ პრობლემებს დაშორდნენ

ტომას პიკეტი სკეპტიკურადაა განწყობილი ეკონომიკაში რთული მათემატიკური თეორიების დანერგვის გამო – ის მიიჩნევს რომ ეკონომიკა პირველ რიგში ესაა მეცნიერება საზოგადოებაზე და არა ციფრებზე. 

 «როგორც წესი, ეკონომისტები დარწმუნებულები არიან რომ ისინი სხვებზე ჭკვიანები არიან, განსაკუთრებით კი ისტორიკოსებზე – მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, მთელი მსოფლიო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე წინ არ წასულა ეკონომიკური პროცესების კვლევაში. მე რომ აშშ-ში დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძელებინა ეკონომიკის კვლევა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ ეკონომიკის ისტორიული კვლევა დამეწყო, იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური თეორიის სიბრტყეში აღვმოჩნდებოდი. რა თქმა უნდა მათემატიკა სასარგებლოა ეკონომიმიკისთვის, მაგრამ მხოლოდ ფაქტების და თეორიის სწორი თანაფარდობის პირობებში. დღესდღეობით ეკონომისტები საწინააღმდეგოთი არიან დაკავებულები, იგონებენ რთულ მათემატიკურ მოდელებს მინიმალური ემპირიული კომპონენტებით»

photo-3 (2)_0.jpg

პროგრესულ გადასახადს შეუძლია უთანასწორობის ნეგატიური ეფექტის შემცირება

პროგრესული გადასახადის პირობებში მაღალი შემოსავლები სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით იბეგრება. «კაპიტალი XXI საუკუნეში»-ს ავტორი მიიჩნევს, რომ დაბეგვრის მსგავსი მეთოდი ეფექტურია ქონებრივ უთანასწორობასთან ბრძოლის დროს. 

 «ჩემი აზრით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უმცირესობის შესამცირებლად ან არაბუნებრივად მაღალი სახელმწიფო ვალის შესამცირებლად საჭიროა პროგრესული გადასახადი კაპიტალზე. ის ბევრად უფრო ეფექტური ინსტრუმენტია, ვიდრე ინფლაცია. პროგრესული გადასასახადი ალბათ ყველაზე ადეკვატური პასუხია იმ სუტაციაში, როდესაც ინვესტიციებიდან შემოსავალი აჭარბებს ეკონომიკურ ზრდას. პროგრესული გადასახადი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ უსამართლობის უსასრულო სპირალი და მცირე ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმული გახდება»

კაპიტალიზმის 10 შოკისმომგვრელი ფაქტი

1. განვითარებული ქვეყნები ყოველწლიურად ძარცვავენ განვითარებადი სამყაროს ქვეყნებს 1$ ტრილიონის ღირებულების თანხით, რაც ამ უკანასკნელბს შეეძლოთ სიღარიბესთან და სხვადასხვა დაავდებებთან საბრძოლველად გამოეყენებინათ. (დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://bit.ly/24yz0cb )

002

2. მსოფლიოს მასშტაბით 663 მილიონი ადამიანი (ყოველი მეათე) განიცდის წყლის ნაკლებობას.

2. ამერიკელები ჰელოუვინის დღესასწაულზე უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე მთელი მსოფლიო მალარიისთან ბრძოლის წინააღმდეგ.

4. დღესდღეობით 795 მილიონი ადამიანი შიმშილობს, ხოლო 2 მილიარდი ადამიანი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებს.

5. 59 მილიონი ბავშვი ვერ დადის სკოლაში გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო. UNESCO-ს მიერ შემოთავაზებულ რუქაზე კარგად ჩანს, თუ რომელ ქვეყნებშია ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური.

001

6. შიმშილი დღესდღეობით არის №1 გამოწვევა, რის შედეგადაც უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადების (მალარია, ტუბერკულიოზი, ებოლა და ა.შ.) და ტერორიზმის შედეგად ერთად აღებული.

hunger

7. ყოველწლიურად მდიდარე ქვეყნის მოქალაქეები ყრიან იმ რაოდენობის საკვებ პროდუქტს (222 მილიონი ტონა ) რაც  მთელი სუბსაჰარული აფრიკის ტერიტორიაზე იწარმოება (230 მილიონი ტონა)

8. აშშ ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები ხმარდება სიღარიბესთან ბრძოლას.

ForeignAIDshareGraphicsPennies.jpg

9. ყოველწლიურად 3 მილიონი ბავშვი კვდება ცუდი კვების შედეგად.

10. 1.2 მილიარდი ადამიანი ცხვორობს დღიურად 1.25$ ნაკლებ შემოსავალზე.

მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო ღარიბდებიან ანუ ეკონომიკური უთანასწორობა იზრდება

პლანეტის ყველაზე მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის არსებული დაშორება სულ უფრო მეტად იზრდება.

2016 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის 1% უფრო მდიდარი იქნება, ვიდრე ნადარჩენი 99%.

ზრდადი ეკონომიკური უთანასწორობა მეტისმეტად სახიფათოა, გვაფრთხილებენ ექსპერტები, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა ნელდება და იზრდება რეცესიის ალბათობა. საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლელვის თანახმად, 2009 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 1%, ანუ 70 მლნ. ყველაზე მდიდარი ადამიანი პლანეტის სიმდიდრის 44%-ს ფლობდა, მაშინ როცა 2014 წელს უკვე 48%-ს. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ თითქმის ნახევარი დარჩენილი 52%-დან (46%) კონცენტრირებულია მსოახლეობის 1/5-ის ხელში. დარჩენილ მოსახელობაზე მოდის 5,5% (საშუალოდ 3851$), რაც 700-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ”ყველაზე მდიდარი 1%”-ის წილი. ყველაზე მდიდარი ადამიანების რიცხვში შედიან ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, ნიუ-იორკის ექს-მერი მაიკლ ბლუმბერგი, ინდიელი ბიზნესმენი დილილ შანგვი. Oxfam-ის კვლევის თანახმად სიმდიდრე არათანაბრადაა გადანაწილებული თვით ”ყველაზე მდიდარი 1%-ის” შიგნით.  ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი კი ამ ყველაფერში შემდეგი რამაა:

პლანეტის ყველაზე მდიდარი 90 მილიარდერი ზუსტად იგივე ქონებას ფლობს, რასაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი.

ყველაზე მდიდარ 80 ადამიანზე (მსოფლიოს მოსახლეობის 0, 000 001%) მოდის იმდენივე ქონება, რამდენიც ყველაზე ღარიბ 3,5 მილიარდ ადამიანზე (მსოფლიოს მოსახლეობის 50%). საინტერესოა, ის რომ ამხელა სხვაობა ზუსტად ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა, რადგანაც 2010 წელს 80 ადამიანის ნაცვლად 388 ადამიანი იყო საჭირო. Credit Suisse-ის ექსპერტების გათვლების თანახმად იმისთვის რომ დედამიწის მოსახლოების ზედა ნახევარში მოხვდეთ საჭიროა 3650$-ზე მეტი ყოველწლიური შემოსავალი. ზედა 10%-ში მოსახვედრად 77 000$, ხოლო 1%-ში მოსახვედრად 798 000$. ზრდადი ეკონომიკური უთანასწორობა კიდევ უფრო ართულებს სიღარიბესთან ბრძოლას, მაშინ როცა მსოფლიოში ყოველი მე-9 ადამიანი შიმშილობს და 1 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს დღეში 1.25$-ზე ნაკლები თანხით.  მსოფლიო ეკონომიკური უთანასწორობის მასშტაბები შოკისმომგვრელია და სიტუაცია სულ უფრო უარესდება. უთანასწორობის ზრდა ორჯერ აურაესებს ყველაზე ღარიბი მოსახლოების მდგომარეობას და შედეგად მათ ”ეკონომიკური კექსის” უფრო ნაკლები წილი ხვდებათ. გამომდინარე იქიდან რომ უთანასწორობა ეკონომიკურ ზრდას ანალებს, ”ეკონომიკური კექსი” სულ უფრო პატარავდება. საქველმოქმედო ორგანიზაციას Oxfam გეგმავს დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მოუწოდოს, რომ ამ უკანასკნელებმა მიიღონ ზომები გლობალური უთანასწორბის ზრდის შესაჩერებლად, მაგალითად შეზღუდვის დაწესება თუ ხელფასი საარსებობ მინიმუმზე ნაკლები იქნება. ვნახოთ როგორ შეიცვლება სიტუაცია უახლოვეს მომავალში, ჯერ-ჯერობით კი ერთი რამ ცხადია: თავისუფალი ბაზარი ვერ არიგულირებს ისეთ გლობალურ პრობლემას, როგორც ეკონომიკური უთანასწორობაა. სწორედ ამიტომაც დღესდღეობით ყველა ევროპულ ქვეყანაში მემარცხენე იდეოლოგიის მქონეს პოლიტიკური ძალების რეიტინგი უსწრაფესად იზრდება.