უთანასწორობა და დემოკრატია

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი წუხილი გამოითქვა დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის აღზევების შესახებ. ეს წუხილი არც თუ უმიზეზოა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრით ვიქტორ ორბანით დაწყებული, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტით ჟაირ ბოლსონარუთი გაგრძელებული და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი პირით დონალდ ტრამპით დამთავრებული ჩვენ გავხდით ავტორიტარული და ავტოკრატიული შეხედულებების მქონე ლიდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მოწმენი. ეს პირები საკმაოდ საინტერესო და უცნაური ულტრამემარჯვენე პოპულისტური შეხედულებების გავრცელებით დაგვამახსოვრდნენ. რიგითი მოქალაქეებისა და ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვის დაპირების და მიუხედავად, ისინი სინამდვილეში იცავდნენ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს და ანადგურებნდნენ წლების განმავლობაში დანერგილ და მიღებულ წესებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ იძულებული გაგვხადეს გვემარჩიელა, თუ რა აზრი იდგა მათი ქმედებების მიღმა.

ასეთი პოლიტიკური უთანასწორობა არის თვითმყოფადი, რაც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას. საგადასახადო პოლიტიკა აქეზებს მდიდრებს, განათლების სისტემა მხარს უჭერს უკვე პრივილეგირებულებს, ხოლო კარტერული გარიგებების წინააღმდეგ არსებული კანონი [რედ. Antitrust regulations] კორპორაციების მიერ აქტიურად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკაში არსებული შესაძლებლობების ხელში ჩასაგდებად და სამართავად. მეტიც, რადგანაც მედია ძირითადად იმართება კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ისეთ პლუტოკრატებს ეკუთვნით, როგორიც არის რუპერტ მერდოკი [რედ. Rupert Murdoch], ძირითადი საინფორმაციო წყაროებიც ჩართულნი არიან არსებული მწარე რეალობის გაღრმავებაში. შედეგად, მაყურებელ-მსმენელებს უკვე  დიდი ხანია არწმუნებენ, რომ მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღება ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს; რომ, მემკვიდრეობის გადასახადი [რედ. თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს ადამიანმა მემკვიდორებით რაიმე ფულის ან კერძო საკუთრების მიღების შემთხვევაში] არის გადასახადი სიკვდილზე და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემდიდრების მიერ მართულ ტრადიციულ მედიას ახლა უკვე შეუერთდა სოციალური მედიაც, რომელიც აგრეთვე იმართება ძალიან შეძლებული პიროვნებების მიერ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბოლონი კიდევ უფრო თავისუფალნი არიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. 1996 წელს მიღებული ტელეკომუნიკაციის კეთილსინდისიერების კანონის [რედ. Communications Decency Act] 230-ე თავის მიხედვით, ამერიკაში განთავსებული კომპანიები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მესამე პირების მიერ მათ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არც იმ სოციალურ ზარალზე აგებენ პასუხს, რაც შეიძლება ცრუ ამბავს მოჰყვეს (განსაკუთრებით, მოზარდი გოგონების შემთხვევაში).

ასეთი უპასუხიმგებლო კაპიტალიზმის რეალობაში არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბევრი ადამიანი დიდი სიმდიდრის ერთეულების ხელში მოკალათებას ეჭვის თვალით უყურებს; ან ის, რომ მათთვის ასეთი განლაგება შეიძლება იყოს ყალბი. დემოკრატიის მიერ წარმოებული შედეგებისადმი იმედგაცრუებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამავე დემოკრატიას და დაარწმუნა ზოგიერთი იმაში, რომ მმართველობის სხვა სისტემებმა შეიძლება სულ სხვა, უკეთესი შედეგები დადონ.

ეს საკმაოდ ძველი თემაა. სამოცდათხუთმეტი წლის წინ ბევრს აიტნერესებდა თუ შეეძლო დემოკრატიულ სახელმწიფოს ისეთივე სისწრაფით განვითარებულიყო, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს?! ახლა ბევრს აინტერესებს, თუ რომელ სისტემას შეუძლია მეტი სამართლიანობის „წარმოება“. და ეს კამათი მიმდინარეობს სამყაროში, რომელშიც ზემდიდარ ადამიანებს ეროვნული და გლობალური მოსაზრებების ჩამოყალიბებისთვის გააჩნიათ ყველა ბერკეტი. მოსაზრებები, რომლებიც ხშირად ეყრდნობიან ტყუილს (მათ შორის ის, რომ „არჩევნები იყო მოპარული!“ ან „ხმის მისაცემი მანქანები გაუმართავი იყო!“. ეს ტყუილები Fox News [რედ. ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხი ამერიკაში] 787 მილიონი დოლარი დაუჯდა) [რედ. აქ ავტორი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს].

ასეთი მწარე რეალობის ერთ-ერთი შედეგი არის დაპირისპირების [რედ. შიდა] ზრდა, რაც ხელს უშლის დემოკრატიას გამართულ მუშაობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც არჩევნები იმართება „გამარჯვებულს ყველაფერი“-ს წესით. 2016 წელს, როდესაც ტრამპმა ხმათა მცირე რაოდენობით გაიმარჯვა, ამერიკული პოლიტიკა, რომელიც წესისამებრ ეყრდნობოდა პრობლემის დიალოგისა და პოლიტიკური დათმობის გზით გადაჭრის წეს-ჩვეულებას, უკვე გადაიქცა ღია პარტიზანულ დაპირისპირებად ძალაუფლებისთვის; დაპირისპირებად, რომელიც უფრო ჭიდაობას ჰგავდა და მინიმუმ ერთ მხარეს მაინც მიაჩნდა, რომ ეს იყო წესების გარეშე შერკინება.

როდესაც დაპირისპირებამ უკვე მიაღწია ასეთ დონეს, ფსონი იმდენად დიდია, რომ დათმობის და დაფიქრების დრო აღარ რჩება. საერთო ინტერესების და გამოსავლის ძიების ნაცვლად, თითოეული მოთამაშე იყენებს ხელთ არსებულს შესაძლებლობებს, რომ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები. სწორედ ასე მოიქცა რესპუბლიკური პარტია, როდესაც მიზანმიმართულ გაყალბებებს და სხვა ხერხებს მიმართა, რომ შეემცირებინა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

ამერიკას დიდხანს ეკავა დემოკრატიის შუქურის თანამდებობა. ეს იმის და მიუხედავად, რომ სიყალბის ელემენტებს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. შეიძლება გავიხსენოთ რონალდ რეიგანის ძმაკაცობა აუგუსტო პინოჩეტთან, ჯო ბაიდენის ახლო კავშირები საუდის არაბეთთან ან მისი უუნარობა დაგმოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ანტი-მუსლიმური განწყობები. თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი მაინც განასახიერებდა საერთო პოლიტიკური ღირებულებების მქონე ერთობას.

სამწუხაროდ ახლა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა უთანასწორობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ბევრი უარყოფს დემოკრატიას. ეს კიდევ ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის იმ ტიპის ავტორიტარიზმს, რომელსაც განასახიერებენ ისეთი ულტრამემარჯვენე პოპულისტები, როგორიცაა ტრამპი, ბოლსონარო და სხვები. თუმცა, ამ სახის ლიდერებმა გვიჩვენეს, რომ გზააბნეული ამომრჩევლისთვის პასუხები არ აქვთ. მეტიც, ძალაუფლებაში მოსვლისას ისინი მხოლოდ აუარესებენ ვითარებას.

გარეთ ალტერნატიული პასუხების მოძიების ნაცვლად ჯობია მეტი ყურადღება მივაქციოთ შიდა პროცესებს, დავაკვირდეთ ჩვენს საკუთარ სისტემას. სწორი პოლიტიკური რეფორმების გზით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეიძლება მეტი თანამოქალაქის ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ იზრუნონ მათ საჭიროებებზე. ეს კი, თავის მხრივ, დიდი კაპიტალის მქონე კორპორაციებსა და შეძლებულ ადამიანებზე ნაკლებ ზრუნვას გულისხმობს. თუმცა, დემოკრატიის გადარჩენა აგრეთვე მოითხოვს დროში გაწელილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თითოეული თანამოქალაქისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი, რითაც პოპულისტებს ულუკმაპუროდ დავტოვებთ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს წარსულში დავტოვებთ და ბოლოს და ბოლოს სინამდვილეში შევუდგებით ჩვენს მიერ ესოდენ ნაქები საერთო კეთილდღეობის აღმშენებლობას.

ჯოზეფ (სტიგლიცი) არის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1997-2000წწ. ეკავა მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის თანამდებობა.

ტომას პიკეტი – ეკონომიკური უთანასწორობა ~ XXI საუკუნის უმთავრესი პრობლემა

რაც უფრო მეტი დროს გადის, კაპიტალიზმის კრიტიკა სულ უფრო აქტუალური და ყოვლისმომცველი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნი ფრანგმა ეკონომისტმა, ტომას პიკეტიმ გამოაქვეყნა –  «კაპიტალი XXI საუკუნეში». 2013 წელს გამოშვებული წიგნი ერთგავრ ბესთსელერად იქცა და რეკორდულად ბევრი გაიყიდა მთელი მსოფლიო მასშტაბით. თვითონ პიკეტის მედიამ უამრავი მეტსახელი მოუფიქრა, “ახალი მარქსი”, “ეკონომიკის როკ-ვარსკვლავი” და ა.შ. თავისი მოკრძალებული ასაკის მიუხედავად ტომას პიკეტი სხვადასხვა პრესტიჟული (ლონდონის და პარიზის ეკონომიკური სკოლები) სასწავლებლების პროფესორია.

2110293792.jpg

პიკეტიმ თავის მონუმენტურ ნაშრომში, რომელსაც რამდენიმე წელი წერდა აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაპიტალიზმი და სოციალური უთანასწორობა მდიდარი უმცირესობის წისქვილზე ასხამს წყალს. აღნიშნულმა წიგნმა პიკეტი პოპ-ვარსკვლავად აქცია და ის მუდმივად რომელიმე ტელეგადაცემის სტუმარია ან რომელიმე ქვეყანაშია მიწვეული ტურნეზე. ჩვენ ფრანგი ეკონომისტის შეხედულებების რეზუმირება მოვახდინეთ კაპიტალიზმზე, უთანასწორობაზე და გთავაზობთ აღნიშნულ პუბლიკაციას.

220px-Capital_in_the_Twenty-First_Century_(front_cover)უთანასწრობის მუდმივი ზრდა ისტორიულად განპირობებული იყო ევროპული და ამერიკული ეკონომიკური სისტემებიდან გამომდინარე, მაგრამ მსოფლიო ომების და დიდი დეპრესიის გამო ეს პროცესი საწინააღმდეგო მიმართულებით წივიდა. უთანასწორების შემცირების ბუნებრივი ტენდენციები იმ დროს არ არსებობდა, ამიტომაც საზოგადოებრივი კეთლიდღეობის ზრდა 1950-1980 წლებში განსაკუთრებული და ერთჯერადი მოვლენა იყო. ზრდის მაღალი ტემპები დაკავშირებული იყო ომისშემდგომი ეკონომიკის აღდგენასთან და შობადობის ბუმთან. სავარაუდოდ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება: ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკანასკნელ ათწლეულში უთანასწორობა მხოლოდ გაიზრდება.

ყოველწლიურად მდიდრები უფრო მდიდრდებიან

”დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ცხოვრებაც საგრძნობლად  გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალი ზრდის გამო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შედეგად ყველაზე მეტად ხეირობენ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%” – აღნიშნავს პიკეტი.

თუ გადავხედავთ აშშ-ის ეკონიმიკის საერთო ზრდას მსოფლიო კრიზისამდე 30 წლის განმავლობაში, 1977-2007 წლების პერიოდში, მაშინ შევამჩნევთ, რომ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%-ზე მოდიოდა მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნამატის 60%. შედეგად, დარჩენილი უმცირესობისთვის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 0.5%-ზე ნაკლებს შეადგენდა. 

დაბალი გადასახადების დრო მდიდრები უფრო გავლენიანები ხდებიან

ერთი შეხედვით გვეჩვენება რომ დაბალი გადასახადები მოსახლეობას ცხოვრებას შეუმსუბუქებს, აღნიშნავს პიკეტი. ამის შედეგად მოგებულები კი მსხვილი კაპიტალის მფლობელები რჩებიან, რომლებიც თავისუფალ რესურსებს იღებენ, რათა გავლენა იქონიონ სახელმწიფო პოლიტიკაზე.

«ბევრ ქვეყანაში საგადასახადო განაკვეთის ზედა ზღვარის შემცირების შედეგად შემოსავლების ბუმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ბენიფიციარების პოლიტიკური ძალაუფლება საგრძნობლად გაიზარდა. ბენიფიციარები მდიდრები აღმოჩნდნენ, რომლებიც  გადასახადის ზედა ზღვარის მაქსიმალურად შემცირებით იყვნენ დაინტერესებულები. ამიტომაც მათ ღიად დაიწყეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის.»

inequality.jpg

უთანასწორობამ რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია

ფრანგი მეცნიერი გამოყოფს უთანასწორობის 2 ძირითად ფორმას – საშემოსავლო და ქონებრივ უთანასწორობას, რაც მისი აზრით ერთი და იგივე არაა. უფრო მეტიც, პიკეტი გარკვეული დოზით უთანასწორობას მისაღებად მიიჩნევს, უბრალოდ ჩვენ დროს ის მეტისმეტად მაღალია და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა.

«არასწორი იქნება უთანასწორობა მთლიანად უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ, იმიტომ რომ თეორიაში ის ასეთი სულაც არ არის. უთანასწორობის გარეშე მაგალითად შეუძლებელია ეკონომიკური ზრდა და ინოვაცია. პრობლემა უთანასწორობის მასშტაბებში მდგომარეობს: ყველაზე შეძლებული ადამიანების კაპიტალი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის სოციალურ მობილურობას და დემოკრატიის მომავალს»

ევროკავშირი არაეფექტურია

ევროკავშირი უმსხვილესი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია, მაგრამ ამის მიუხედავად პიკეტი მის დღევანდელ მოწყობას ეფექტურად არ მიიჩნევს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კუთხით. 

«ევროკავშირი უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული გაერთიანება. ევროკავშირს ესაჭიროება უფლებამოსილებებით დატვირთული ძლიერი პარლამენტი, რომელიც პასუხისმეგბლობას აიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. იმის გამო, რომ ჩვენ დღესდღეობით არასრულფასოვნად ინტეგრირებულები ვართ, უარს ვამბობთ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში – წაგებულია ყველა. ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოლიტიკური ინსტიტუტები არალეგიტიმურია და შესაბამისად არაეფექტური. მაგალითად როგორ შეიძლება მინისტრთა საბჭოში 80 მილიონიანი გერმანიის ინტერესები ერთმა ადამიანმა წარმოადგინოს?»

კაპიტალიზმის კრიტიკოსები კომუნიზმის კრახის იგნორირებას ახდენენ

პიკეტის მთავარი წიგნის პოპულარობის ზენიტში მის მიმართ დაიწყო კომუნიზმში და მარქსიზმის რევიზიონიზმში დადანაშაულება. ფრანგ მეცნიერს არაერთხელ უთქვამს, რომ არც კი წაუკითხავს მარქსის მთავარი ნაშრომი  «კაპიტალი», რადგანაც მას აქტუალურად არ მიიჩნევს. 

 «მე მაინტერესებს კაპიტალიზმის კრიტიკა, იმიტომ რომ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც კომუნისტური რეჟიმების დაცემას მოესწრო. მათ მიმართ მე ნოსტალგია არ მაქვს.»

ეკონომისტები მათემატიკით გაერთნენ და პრაქტიკულ პრობლემებს დაშორდნენ

ტომას პიკეტი სკეპტიკურადაა განწყობილი ეკონომიკაში რთული მათემატიკური თეორიების დანერგვის გამო – ის მიიჩნევს რომ ეკონომიკა პირველ რიგში ესაა მეცნიერება საზოგადოებაზე და არა ციფრებზე. 

 «როგორც წესი, ეკონომისტები დარწმუნებულები არიან რომ ისინი სხვებზე ჭკვიანები არიან, განსაკუთრებით კი ისტორიკოსებზე – მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, მთელი მსოფლიო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე წინ არ წასულა ეკონომიკური პროცესების კვლევაში. მე რომ აშშ-ში დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძელებინა ეკონომიკის კვლევა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ ეკონომიკის ისტორიული კვლევა დამეწყო, იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური თეორიის სიბრტყეში აღვმოჩნდებოდი. რა თქმა უნდა მათემატიკა სასარგებლოა ეკონომიმიკისთვის, მაგრამ მხოლოდ ფაქტების და თეორიის სწორი თანაფარდობის პირობებში. დღესდღეობით ეკონომისტები საწინააღმდეგოთი არიან დაკავებულები, იგონებენ რთულ მათემატიკურ მოდელებს მინიმალური ემპირიული კომპონენტებით»

photo-3 (2)_0.jpg

პროგრესულ გადასახადს შეუძლია უთანასწორობის ნეგატიური ეფექტის შემცირება

პროგრესული გადასახადის პირობებში მაღალი შემოსავლები სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით იბეგრება. «კაპიტალი XXI საუკუნეში»-ს ავტორი მიიჩნევს, რომ დაბეგვრის მსგავსი მეთოდი ეფექტურია ქონებრივ უთანასწორობასთან ბრძოლის დროს. 

 «ჩემი აზრით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უმცირესობის შესამცირებლად ან არაბუნებრივად მაღალი სახელმწიფო ვალის შესამცირებლად საჭიროა პროგრესული გადასახადი კაპიტალზე. ის ბევრად უფრო ეფექტური ინსტრუმენტია, ვიდრე ინფლაცია. პროგრესული გადასასახადი ალბათ ყველაზე ადეკვატური პასუხია იმ სუტაციაში, როდესაც ინვესტიციებიდან შემოსავალი აჭარბებს ეკონომიკურ ზრდას. პროგრესული გადასახადი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ უსამართლობის უსასრულო სპირალი და მცირე ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმული გახდება»