უთანასწორობა და დემოკრატია

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი წუხილი გამოითქვა დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის აღზევების შესახებ. ეს წუხილი არც თუ უმიზეზოა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრით ვიქტორ ორბანით დაწყებული, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტით ჟაირ ბოლსონარუთი გაგრძელებული და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი პირით დონალდ ტრამპით დამთავრებული ჩვენ გავხდით ავტორიტარული და ავტოკრატიული შეხედულებების მქონე ლიდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მოწმენი. ეს პირები საკმაოდ საინტერესო და უცნაური ულტრამემარჯვენე პოპულისტური შეხედულებების გავრცელებით დაგვამახსოვრდნენ. რიგითი მოქალაქეებისა და ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვის დაპირების და მიუხედავად, ისინი სინამდვილეში იცავდნენ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს და ანადგურებნდნენ წლების განმავლობაში დანერგილ და მიღებულ წესებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ იძულებული გაგვხადეს გვემარჩიელა, თუ რა აზრი იდგა მათი ქმედებების მიღმა.

ასეთი პოლიტიკური უთანასწორობა არის თვითმყოფადი, რაც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას. საგადასახადო პოლიტიკა აქეზებს მდიდრებს, განათლების სისტემა მხარს უჭერს უკვე პრივილეგირებულებს, ხოლო კარტერული გარიგებების წინააღმდეგ არსებული კანონი [რედ. Antitrust regulations] კორპორაციების მიერ აქტიურად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკაში არსებული შესაძლებლობების ხელში ჩასაგდებად და სამართავად. მეტიც, რადგანაც მედია ძირითადად იმართება კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ისეთ პლუტოკრატებს ეკუთვნით, როგორიც არის რუპერტ მერდოკი [რედ. Rupert Murdoch], ძირითადი საინფორმაციო წყაროებიც ჩართულნი არიან არსებული მწარე რეალობის გაღრმავებაში. შედეგად, მაყურებელ-მსმენელებს უკვე  დიდი ხანია არწმუნებენ, რომ მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღება ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს; რომ, მემკვიდრეობის გადასახადი [რედ. თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს ადამიანმა მემკვიდორებით რაიმე ფულის ან კერძო საკუთრების მიღების შემთხვევაში] არის გადასახადი სიკვდილზე და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემდიდრების მიერ მართულ ტრადიციულ მედიას ახლა უკვე შეუერთდა სოციალური მედიაც, რომელიც აგრეთვე იმართება ძალიან შეძლებული პიროვნებების მიერ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბოლონი კიდევ უფრო თავისუფალნი არიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. 1996 წელს მიღებული ტელეკომუნიკაციის კეთილსინდისიერების კანონის [რედ. Communications Decency Act] 230-ე თავის მიხედვით, ამერიკაში განთავსებული კომპანიები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მესამე პირების მიერ მათ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არც იმ სოციალურ ზარალზე აგებენ პასუხს, რაც შეიძლება ცრუ ამბავს მოჰყვეს (განსაკუთრებით, მოზარდი გოგონების შემთხვევაში).

ასეთი უპასუხიმგებლო კაპიტალიზმის რეალობაში არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბევრი ადამიანი დიდი სიმდიდრის ერთეულების ხელში მოკალათებას ეჭვის თვალით უყურებს; ან ის, რომ მათთვის ასეთი განლაგება შეიძლება იყოს ყალბი. დემოკრატიის მიერ წარმოებული შედეგებისადმი იმედგაცრუებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამავე დემოკრატიას და დაარწმუნა ზოგიერთი იმაში, რომ მმართველობის სხვა სისტემებმა შეიძლება სულ სხვა, უკეთესი შედეგები დადონ.

ეს საკმაოდ ძველი თემაა. სამოცდათხუთმეტი წლის წინ ბევრს აიტნერესებდა თუ შეეძლო დემოკრატიულ სახელმწიფოს ისეთივე სისწრაფით განვითარებულიყო, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს?! ახლა ბევრს აინტერესებს, თუ რომელ სისტემას შეუძლია მეტი სამართლიანობის „წარმოება“. და ეს კამათი მიმდინარეობს სამყაროში, რომელშიც ზემდიდარ ადამიანებს ეროვნული და გლობალური მოსაზრებების ჩამოყალიბებისთვის გააჩნიათ ყველა ბერკეტი. მოსაზრებები, რომლებიც ხშირად ეყრდნობიან ტყუილს (მათ შორის ის, რომ „არჩევნები იყო მოპარული!“ ან „ხმის მისაცემი მანქანები გაუმართავი იყო!“. ეს ტყუილები Fox News [რედ. ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხი ამერიკაში] 787 მილიონი დოლარი დაუჯდა) [რედ. აქ ავტორი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს].

ასეთი მწარე რეალობის ერთ-ერთი შედეგი არის დაპირისპირების [რედ. შიდა] ზრდა, რაც ხელს უშლის დემოკრატიას გამართულ მუშაობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც არჩევნები იმართება „გამარჯვებულს ყველაფერი“-ს წესით. 2016 წელს, როდესაც ტრამპმა ხმათა მცირე რაოდენობით გაიმარჯვა, ამერიკული პოლიტიკა, რომელიც წესისამებრ ეყრდნობოდა პრობლემის დიალოგისა და პოლიტიკური დათმობის გზით გადაჭრის წეს-ჩვეულებას, უკვე გადაიქცა ღია პარტიზანულ დაპირისპირებად ძალაუფლებისთვის; დაპირისპირებად, რომელიც უფრო ჭიდაობას ჰგავდა და მინიმუმ ერთ მხარეს მაინც მიაჩნდა, რომ ეს იყო წესების გარეშე შერკინება.

როდესაც დაპირისპირებამ უკვე მიაღწია ასეთ დონეს, ფსონი იმდენად დიდია, რომ დათმობის და დაფიქრების დრო აღარ რჩება. საერთო ინტერესების და გამოსავლის ძიების ნაცვლად, თითოეული მოთამაშე იყენებს ხელთ არსებულს შესაძლებლობებს, რომ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები. სწორედ ასე მოიქცა რესპუბლიკური პარტია, როდესაც მიზანმიმართულ გაყალბებებს და სხვა ხერხებს მიმართა, რომ შეემცირებინა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

ამერიკას დიდხანს ეკავა დემოკრატიის შუქურის თანამდებობა. ეს იმის და მიუხედავად, რომ სიყალბის ელემენტებს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. შეიძლება გავიხსენოთ რონალდ რეიგანის ძმაკაცობა აუგუსტო პინოჩეტთან, ჯო ბაიდენის ახლო კავშირები საუდის არაბეთთან ან მისი უუნარობა დაგმოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ანტი-მუსლიმური განწყობები. თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი მაინც განასახიერებდა საერთო პოლიტიკური ღირებულებების მქონე ერთობას.

სამწუხაროდ ახლა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა უთანასწორობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ბევრი უარყოფს დემოკრატიას. ეს კიდევ ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის იმ ტიპის ავტორიტარიზმს, რომელსაც განასახიერებენ ისეთი ულტრამემარჯვენე პოპულისტები, როგორიცაა ტრამპი, ბოლსონარო და სხვები. თუმცა, ამ სახის ლიდერებმა გვიჩვენეს, რომ გზააბნეული ამომრჩევლისთვის პასუხები არ აქვთ. მეტიც, ძალაუფლებაში მოსვლისას ისინი მხოლოდ აუარესებენ ვითარებას.

გარეთ ალტერნატიული პასუხების მოძიების ნაცვლად ჯობია მეტი ყურადღება მივაქციოთ შიდა პროცესებს, დავაკვირდეთ ჩვენს საკუთარ სისტემას. სწორი პოლიტიკური რეფორმების გზით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეიძლება მეტი თანამოქალაქის ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ იზრუნონ მათ საჭიროებებზე. ეს კი, თავის მხრივ, დიდი კაპიტალის მქონე კორპორაციებსა და შეძლებულ ადამიანებზე ნაკლებ ზრუნვას გულისხმობს. თუმცა, დემოკრატიის გადარჩენა აგრეთვე მოითხოვს დროში გაწელილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თითოეული თანამოქალაქისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი, რითაც პოპულისტებს ულუკმაპუროდ დავტოვებთ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს წარსულში დავტოვებთ და ბოლოს და ბოლოს სინამდვილეში შევუდგებით ჩვენს მიერ ესოდენ ნაქები საერთო კეთილდღეობის აღმშენებლობას.

ჯოზეფ (სტიგლიცი) არის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1997-2000წწ. ეკავა მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის თანამდებობა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაზრის ”უხილავი ხელი” მითია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში აქტიურად უნდა ჩაერიოს და ეკონომიკის განვითარება ე.წ. ”უხილავ ხელზე” არ უნდა იყოს მინდობილი. მანვე დასძინა, რომ თვითდინებით ევროპის ქვეყნები და ამერიკა არ განვითარებულან.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.”

”შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითია სუსტი, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად შეიძლება ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის ”უხილავი ხელი” თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არის შექმნილი. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა”

– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და მასალა გამოგვიქვეყნებია, ამიტომ მოხარული ვართ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ქვემოთ, შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მათგანი.

ჯონ ნეში ადამ სმიტის წინააღმდეგ

➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

ჰა ჯუნ-ჩანგი – განვითარების ეკონომიკა ლიბერალური ბოდვების წინააღმდეგ

ერიკ რეინერტი: ”ნუ აკეთებთ იმას, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ”

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩეს, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, სისტემური მიდგომა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშკერულებების გადახედვა, ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური გეგმის შემუშავება, კონსტიტუციაში არსებული 94-ე მუხლის გარშემო ფართო დისკუსია, რომელიც რეალურად მთავრობას დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის საშუალებას არ აძლევს.

როგორ გაკოტრდა ლიბერალიზმი აღმოსავლეთ ევროპაში

კომუნიზმის მარცხის შემდეგ დასავლური ლიბერალიზმის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმირების დანაპირები არასდროს ყოფილა ბოლომდე განხორციელებული; ამან საპირისპირო მოვლენების მოწმენი გაგვხადა.

1990 წლის გაზაფხულზე, 26 წლის ამერიკელმა ჯონ ფეფერმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა იმ იმედით, რომ შეძლებდა ამ რეგიონის პოსტ-კომუნისტური მომავლის საიდუმლოს ამოხსნას და მის თვალწინ მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებს საკუთარ წიგნში ასახავდა. ფეფერი  არ გახლდათ ამ დარგის ექსპერტი და ამიტომ თეორიების გადამოწმების ნაცვლად, უბრალოდ გაესაუბრა ყველა რჯულისა და საქმიანობის ადამიანს, ვისაც კი შეხვდა. მან მიაგნო აღმაფრთოვანებელ და ამასთანავე დამაფიქრებელ ურთიერთწინააღმდეგობას. აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრნი იმედიანად კი იყვნენ, მაგრამ მაინც შფოთავდნენ, რომ შეიძლება რაიმე ცუდი მომხდარიყო. მის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მოელოდა, რომ ხუთი, მაქსიმუმ ათი წლის შემდეგ, ისინი ვენელების ან ლონდონელების მსგავსად იცხოვრებდნენ. თუმცა, ეს მოლოდინები სავსე იყო შესაძლო წარუმატებლობის დარდით. როგორც უნგრელმა სოციოლოგმა ელემერ ჰანკისმა აღნიშნა: „ხალხმა მოულოდნელად გაიაზრა, რომ დამდეგ წლებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება მდიდარი და ვინ ღარიბი; ვის ჩაუვარდება ხელთ ძალაუფლება და ვის არა; ვინ მოექცევა საზოგადოების სათავეში და ვინ მის ბოლოში. და, ბოლოს, ვინ დააფუძნებს დინასტიებს და ვისი შვილები კი უღელქვეშ აღმოჩნდებიან“.

საბოლოო ჯამში, ფეფერმა გამოაქვეყნა წიგნი და აღარ მიბრუნებია ამ საკითხს, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში მისი ყურადღება მიიპყრო. ამასთანავე, ოცდახუთი წლის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო რეგიონში და მოეძებნა ის ადამიანები, რომლებიც 1990 წელს გამოკითხა. ამჯერად აღმოსავლეთ ევროპა უფრო შეძლებული იყო, მაგრამ გაღიზიანებული უსამართლობით. კაპიტალისტურმა მომავალმა დაისადგურა, თუმცა მისგან მიღებული მოგებაც და წნეხიც არა მხოლოდ არათანაბრად, არამედ ბრიყვულადაც კი იყო განაწილებული.

თუ „აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის თაობისთვის კომუნიზმი აღმოჩნდა „წარუმატებელი ღმერთი““, ამჯერად უკვე „რეგიონის ამჟამინდელი თაობისთვის ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა  „წარუმატებელ ღმერთად““.

ამონარიდი ჯონ ფეფერის წიგნიდან

არსებობს 1989 წლის შემდეგ ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების მიერ დასავლეთზე სწორების მცდელობის აღმნიშვნელ ტერმინთა მთელი რიგი –  ამერიკანიზაცია, ევროპეიზაცია, დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, გაფართოება, ინტეგრაცია, ჰარმონიზაცია, გლობალიზაცია და ასე შემდეგ; თუმცა, ძირითადი გზავნილი იყო უცვლელი – მოდერნიზაცია იმიტაციის მეშვეობით, ხოლო ინტეგრაცია ასიმილირების გზით. თანამედროვე ცენტრალური ევროპის პოპულისტების თანახმად, კომუნიზმის ჩამოშლამ განაპირობა ლიბერალური დემოკრატიის ახალ, გარდაუვალ ორთოდოქსიად ჩამოყალიბება. მათი თანმიმდევრული და უწყვეტი ქადაგების (ჩივილის) საგანია დასავლური ღირებულებების, განწყობების, ინსტიტუტებისა და პრაქტიკების იმიტაციის (გამეორების) სასიცოცხლო საჭიროება და ვალდებულება.

ცივი ომის მიწურულს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებული დემოკრატიების უმრავლესობა გარდაიქმნა შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ მაჟორიტარულ (უმრავლესობის) რეჟიმებად. მათში პოლიტიკური ოპოზიცია დემონიზირებულია, არასამთავრობო მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამორთმეული აქვთ გავლენები, ხოლო სუვერენიტეტი განიხილება, როგორც ხელმძღვანელობის სურვილი და უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის მიერ „თავს მოხვეულ“ იდეალებს, როგორებიც არიან პოლიტიკური მრავალფეროვნება, სახელისუფლებო გამჭირვალობა და უცხოელების, დისიდენტებისა და უმცირესობებისადმი შემწყნარებლობა.

ცალკე აღებული ვერცერთი ცვლადი ვერ ახსნის 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ესოდენ ბევრ და განსხვავებულ გარემოში არსებულ სახელმწიფოებში ერთდროულად ავტორიტარული ანტი-ლიბერალიზმის აღმავლობას. თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის კანონიკური სტატუსისა და იმიტაციის პოლიტიკისადმი გაღიზიანებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ, რომ ალტერნატივის არარსებობა ყველაზე უკეთ ხსნის დღევანდელ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებს და არა ავტორიტარული წარსულის „მიზიდულობის ძალა“ ან ლიბერალიზმისადმი ისტორიულად განმტკიცებული მიუღებლობა. ამპარტავნული რწმენა, რომ „სხვა გზა არარსებობს“ ჩამოყალიბდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური ქსენოფობიის და რეაქციური ნატივიზმის (ანტი-საიმიგრაციო მოძრაობა) ტალღის განცალკევებულ მამოძრავებელ ძალად; ტალღა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ბობოქრობს.

ცივი ომის დასრულებისას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის დასავლეთთან შეერთების შეჯიბრი – საერთო მიზანი იყო. უდავოა, რომ უმთავრესი მიზანი გახლდათ დასავლეთისადმი ისეთი მიმსგავსება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო განსხვავების მოძებნა. დასავლური მოდელის დიდი მონდომებით გადმოღება და ამასთანავე საბჭოთა ჯარების რეგიონიდან გაყვანა აღქმულ იქნა, როგორც განთავისუფლება. თუმცა, გამოწვევებით აღსავსე ორი ათწლეულის შემდეგ წარმოუდგენელია იმ უკუშედეგების უარყოფა, რომლებიც იმიტაციის პოლიტიკას თან ახლდა. გაღიზიანებამ მწვერვალს მიაღწია, არალიბერალური პოლიტიკოსები პოპულარულები გახდნენ და უნგრეთსა და პოლონეთში ხელთ ჩაიგდეს ძალაუფლება.

პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ცნობილი ეკონომისტი, ”შოკური თერაპიის” დოქტრინის ავტორი – ლაშეკ ბალცეროვიჩი

1989 წლის შემდეგ, პირველ წლებში, ლიბერალიზმი ზოგადად ასოცირდებოდა ისეთ იდეებთან, როგორიც არის ინდივიდუალური შესაძლებლობები, გადაადგილების და მოგზაურობის თავისუფლება, აზრის დაუსჯელად გამოხატვა, სამართლიანობისადმი წვდომა და ხელისუფლების მზაობა ყური დაუგდოს საჯარო მოთხოვნებს. 2010 წელს კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ლიბერალიზმის ვერსიები განიცდიან ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული ზრდადი სოციალური უსამართლობის, ყოვლისმომცველი კორუფციის და საჯარო სიკეთეების ადამიანების მცირე ჯგუფში მორალურად შერჩევითი გადანაწილების მძიმე წნეხს. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოშვა დიდი უნდობლობა ბიზნეს ელიტებისა და ე.წ. კაზინო კაპიტალიზმის (დასავლური ეკონომიკური სისტემა) მიმართ, რამაც ლამის დაანგრია მსოფლიო ფინანსური წყობა.

რეგიონში ლიბერალიზმის რეპუტაცია 2008 წლის შემდეგ ვეღარ აღდგა. ფინანსურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მოსაზრებას, რომელიც დასავლეთში გავარჯიშებული ეკონომისტების მცირე ჯგუფის მიერ არის ჯერ კიდევ მხარდაჭერილი, რომ ამერიკული ტიპის კაპიტალიზმის იმიტაცია უნდა გაგრძელდეს. ნდობა დასავლური პოლიტიკური ეკონომიკისადმი, როგორც კაცობრიობის მომავალზე ორიენტირებული ხედვისადმი, გამომდინარეობდა რწმენისგან, რომ დასავლურ ელიტებს ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. უეცრად კი აღმოჩნდა, რომ მათ არ ესმოდათ. სწორედ ამიტომ ჰქონდა 2008 წელს ესოდენ დამანგრეველი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური ეფექტი.

დამატებითი მიზეზი, თუ რატომ შეძლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტებმა ევროპული ლიბერალიზმის ბნელი მხარეების წარმატებით გაზვიადება გახლავთ იმაში, რომ დროთა განმავლობაში საერთო (კოლექტიური) მეხსიერებიდან წაიშალა ევროპული ანტი-ლიბერალიზმის კიდევ უფრო ბნელი მხარეები. ამასობაში კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელისუფლებაში მოსული ანტი-ლიბერალური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან სამოქალაქო ალიანსი (Civic Alliance, ქართ. ფიდესი – ინგ. Fidesz) უნგრეთში და კანონისა და სამართლიანობის პარტია პოლონეთში (Law and Justice party, PiS), ეწევიან ლიბერალური პრინციპების და ინსტიტუტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას, რომ გადაფარონ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სამართლიანი ბრალდებები; გაამართლონ დამოუკიდებელი მედიისა და სამართლებრივი ინსტიტუტების ჩამოშლა იმ მიზეზით, რომ ისინი იცავენ ერს უცხო ქვეყნისადმი სიმპათიებით გამსჭვალული (ინგ. foreign-hearted) მტრებისგან.

თუმცა რეგიონში ანტი-ლიბერალური ხელისუფლებების კორუმპირებული და უღირსი ბუნების შესწავლა ვერ დაგვეხმარება მოსახლეობაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერის წყაროების გაგებაში. პოპულიზმის საწყისები უდავოდ მრავალშრიანია, თუმცა ის ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც დაკავშირებული იყო უმძიმეს გამოწვევასთან ჩამოყალიბებულიყო საუკეთესო (მოწინავე) მოდელის (ინგ. superior model), უკეთეს შემთხვევაში, დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ხარისხოვანი ასლი (ინგ. inferior copy). პოსტ-საბჭოთა პერიოდში განხეთქილება რეალობასა და „დემოკრატიაზე გადასვლის“ ხედვას შორის გაძლიერდა მოვლენილი უცხოელი „შემფასებლების“ მიერ, რომლებსაც არ გააჩნდათ ადგილობრივ პროცესებზე არანაირი წარმოდგენა. ამ ერთად თავმოყრილმა ფაქტორებმა გამოიწვიეს ადგილობრივი რეაქცია რეგიონში (ინგ. nativist reaction, რედ. იგულისხმება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით იმიგრანტებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელების წინააღმდეგ); ერთგვარი ადგილობრივი აუთენტური (ჭეშმარიტი) ნაციონალური ტრადიციების ხელმეორედ „განმტკიცება“, რომლების თითქოს და ჩახშობა ხდებოდა შეუსაბამო დასავლური სტანდარტების გამო. პოსტ-ნაციონალურმა ლიბერალიზმმა, რომელიც ასოცირდებოდა ევროკავშირის გაფართოებასთან, მისცა შესაძლებლობა „სულის ჩამდგმელ“ პოპულისტებს მოეხდინათ ეროვნულ ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობაზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება.

ეს გახლდათ რეგიონში ანტი-ლიბერალური ჯანყის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ამასთანავე თანმხლები ცვლადი უდავოდ იყო მტკიცებულება, რომელიც 1989 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ ლიბერალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს არ ჰქონდათ ალტერნატივა. ასეთმა ხედვამ გააჩინა სურვილი, რომ ჯინაზე დამტკიცებულიყო საპირისპირო ანუ რეალური ალტერნატივის არსებობა. მაგალითად, ავიღოთ გერმანული ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (გერ. Alternative fur Deutschland, AfD). სახელიდან გამომდინარე ნათელია, რომ ის შეიქმნა ანგელა მერკელის მტკიცე მონეტარული პოლიტიკის “alternativlos” (უალტერნატივობა) საპირწონედ. მერკელის მიდგომას, რომ მთავრობის პოლიტიკა წარმოადგენს ერთადერთ მართებულს, მოჰყვა ალტერნატივის ძიების მძლავრი და შეუჩერებელი მუხტი. მსგავსი უკუშედეგი მოჰყვა პოსტ-ნაციონალიზმის ნორმალურობის აღქმას, რაც გამოიხატა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ანტი-ლიბერალური, ანტი-გლობალისტური, ანტი-საიმიგრაციო და ევროკავშირის საწინააღმდეგო ჯანყში, რომელიც გამოიყენება და იმართება პოპულისტი დემაგოგების მიერ; იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ „შიდა მტრების“ დემონიზირება სამოქალაქო მხარდაჭერის მოზიდვისთვის.

ჯორჯ ორუელის თანახმად „ყველა რევოლუცია არის მარცხი, თუმცა არა თანაფარდი მარცხი“. საინტერესოა, თუ რა სახის მარცხი იყო 1989 წლის რევოლუცია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზანი დასავლური სტილის ნორმალურობის დანერგვა იყო? რამდენად განაპირობა 1989 წლის ლიბერალურმა რევოლუციამ ორი ათწლეულის მიჯნაზე ანტი-ლიბერალური კონტრ-რევოლუცია?

1989 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ე.წ. ხავერდოვან რევოლუციებს მსგავსი ფუნდამენტური პოლიტიკური აჯანყებებისგან განსხვავებით ძირითადად მსხვერპლი არ მოჰყოლია. წარსულში არასდროს მომხდარა ამდენი „ფესვგადგმული“ რეჟიმის ერთდროული ჩამოგდება და ჩანაცვლება ფაქტიურად მშვიდობიანი ხერხების გამოყენებით. მემარცხენეებმა შეაფასეს ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები, როგორც ადამიანური ძალის (ინგ. popular power) გამოხატვის მაგალითები. მემარჯვენეებმა კი, როგორც თავისუფალი ბაზრის მართვად ეკონომიკაზე და თავისუფალი ხელისუფლების ტოტალიტარულ დიქტატურაზე გამარჯვებად. თავის მხრივ, ამერიკელმა და პრო-ამერიკელმა ლიბერალებმა სიამაყით დაუკავშირეს ლიბერალიზმი ცვლილებისადმი რომანტიზირებულ მისწრაფებას; ლიბერალიზმი, რომელიც მემარცხენეების მიერ წესისამებრ გაშარჟებულია, როგორც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების იდეოლოგია. და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთით ამ რეჟიმების ძირითადად არაძალადობრივი გზით ცვლილება შეფასებულიყო იყო, როგორც ისტორიული, რადგან ცივი ომის დასასრულის აღმნიშვნელი გახდა.

1989 წლის რევოლუციების განსაკუთრებულობა მდგომარეობდა არა მხოლოდ მართ არაძალადობრივ ბუნებაში, არამედ იმაშიც, რომ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კრეატიული და დახვეწილი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც იყვნენ ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიაში და ადამ მიხნიკი პოლონეთში; შესაბამისად, ამ მოვლენებს ხანდახან იხსენებენ, როგორც ინტელექტუალების რევოლუციებს. აღსანიშნია, რომ უტოპიურობისა და პოლიტიკური ექსპერიმენტებისადმი გამჯდარმა მიუღებლობამ განაპირობა რევოლუციების „ხავერდოვანი“ ბუნების შენარჩუნება. თუმცა, რაიმე მართლაც ახლის შექმნის ნაცვლად, ლიდერებმა მიზნად დაისახეს ერთი გადმოღებული სისტემის გაუქმება და უკვე სხვა წყობის პირწმინდად გადმოღება.

ადამ მიხნიკი და ვაცლავ ჰაველი, 2010 წელი

გერმანიის ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი, იურგენ ჰაბერმასი 1989 წლის მოვლენებს უწოდებს „სწორ რევოლუციებს“ (ინგ. “rectifying revolutions”) ან „დაეწიო რევოლუციებს“ (ინგ. “catch-up revolutions”), რადგან მისი აზრით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი რევოლუციების მთავარი მიზანი გახლდათ იმ სიკეთეებისადმი ხელმისაწვდომობა, რომლებსაც უკვე ფლობდნენ დასავლეთ ევროპელები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 1989 წლის პროცესების შემდეგ არსებობდა „ინოვაციური ან მომავალზე ორიენტირებული იდეების ნაკლებობა“.

ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა არ ოცნებობდა ისტორიაში არარსებულ რაიმე იდეალურ სამყაროზე. ადამიანებს უბრალოდ სურდათ  „ნორმალური ცხოვრება“ „ნორმალურ ქვეყანაში“. 1970-ნი წლების მიწურულს უნგრეთს ეწვია ცნობილი გერმანელი პოეტი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელიც შეხვდა იმ დროს კომუნისტური რეჟიმის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსებს. მათ განუცხადეს, რომ „ჩვენ არ ვართ დისიდენტები. ჩვენ წარმოვადგენთ ნორმალურობას“. მიხნიკის პოსტ-კომუნისტური სლოგანი იყო „თავისუფლება. ძმობა. ნორმალურობა“. წლების განმავლობაში უკეთესი მომავლის მოლოდინმა დისიდენტებში აწმყოთი ცხოვრების და ყოველდღიურობისგან სიამოვნების მიღების სურვილი განაპირობა.

ამ მხრივ, ცენტრალური ევროპის ელიტებისთვის დასავლეთის იმიტაცია გახლდათ ნორმალურობის მიღწევის კარგად ნაცნობი გზა. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების იმედებით გამსჭვალულმა რეფორმატორებმა შესაბამისად ვერ შეაფასეს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე არსებული ადგილობრივი შეზღუდვები; მეტიც, ნამეტან ადვილი მოეჩვენათ სრულიად მოქმედი დასავლური მოდელის დანერგვა. დღეისთვის ცენტრალურ ევროპაში აბობოქრებული ანტი-ლიბერალური ტალღა ასახავს გავრცელებულ უსამართლობის განცდას, რომელიც უკავშირდება ეროვნული და პიროვნული ღირსების შებღალვას და გამოწვეულია მართლაც რომ გულწრფელი „რეფორმა იმიტაციის გზით“ მიდგომით (ინგ. reform-by-imitation).

ზოგადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის ჩამოშლისას შექმნილმა ეიფორიამ წარმოშვა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდი გარღვევების იმედი. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კომუნისტების თანამდებობებიდან მოხსნა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას გაეღვიძა განსხვავებულ, უფრო თავისუფალ, უფრო შეძლებულ და, რაც მთავარია, უფრო დასავლურ სახელმწიფოებში. როდესაც კი დასავლეთისკენ სწრაფმა სვლამ (ინგ. westernization) ჯადოსნური გზით ვერ გამოიღო მყისიერი შედეგი, დაიწყო ალტერნატივის ძიება. ოჯახთან ერთად დასავლეთში გადახიზვნა საუკეთესო გამოსავლად წარმოჩინდა.

საინტერესოა, რომ თუ უწინ დისიდენტებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც იყო პოლონეთი,  ემიგრაცია დასავლეთში განიხილებოდა მოღალატეობრივ დანებებად და დეზერტირობად, 1989 წლის შემდეგ ეს მიდგომა უადგილო გახდა. რევოლუციას, რომლის პრინციპული მიზანი იყო დასავლეთისკენ სწრაფვა (ინგ. westernization), არ გააჩნდა დასავლეთში ემიგრაციის საწინააღმდეგო რაიმე წონიანი არგუმენტი. რატომ უნდა დაელოდოს ახალგაზრდა პოლონელი ან უნგრელი იმას, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ქვეყანა გერმანიად, როდესაც მას შეუძლია ხვალვე დაიწყოს მუშაობა და ოჯახის მშენებლობა გერმანიაში? ზოგადად რეგიონში დემოკრატიული გადასვლა (ინგ. democratic transition) დაემსგავსა დასავლეთში ჯგუფური გადაბარგების ნაირსახეობას; ამგვარად, არჩევანი იყო ან ნაადრევი და ინდივიდუალური ემიგრაცია ან გახიზვნა მოგვიანებით, მაგრამ ჯგუფურად.

ვიქტორ ორბანი

რევოლუცია ხშირად აიძულებს ადამიანებს საზღვრები გადაკვეთონ. 1789 წლის ფრანგული რევოლუციისას და 1917 წელს ბოლშევიკების რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლისას სწორედ რომ რევოლუციების მიერ დამარცხებულმა მტრებმა დატოვეს საკუთარი ქვეყნები. გასაკვირია, მაგრამ 1989 წლის შემდეგ, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების გამარჯვებულებმა და არა დამარცხებულებმა ამჯობინეს გადაბარგება. ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ სახელმწიფოებრივ ცვლილებებს და გამოთქვამდნენ მზაობას ჩაფლულიყვნენ თავისუფალი მოქალაქის ცხოვრებაში, პირველები გაემგზავრნენ დასავლეთში სასწავლებლად, სამუშაოდ და საბოლოო ჯამში იქ საცხოვრებლად.

წარმოუდგენელია, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ტროცკის ოქსფორდში ჩაებარებინა სასწავლებლად. თუმცა, სწორედ ასე მოიქცა უნგრეთის მომავალი პრემიერი-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ბევრი სხვა. 1989 წლის რევოლუციონერებს შორის დასავლეთში გამგზავრების დიდი მუხტი სუფევდა, რადგან სურდათ პრაქტიკაში ენახათ ნორმალური საზოგადოების მუშაობა, რომლის მსგავსის აშენებას სახლში აპირებდნენ.

პოსტ-ცივი ომისეულ პერიოდში მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინებას, განსაკუთრებით მონდომებული ახალგაზრდების, მოჰყვა მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შედეგები. როდესაც ექიმი ტოვებს ქვეყანას, მას თან მიაქვს არა მხოლოდ მის განათლებაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსები, არამედ საკუთარი ნიჭიც და ამბიციებიც. მოგება, რომელსაც მისი სამშობლო იღებს ოჯახისთვის შესრულებული ფულადი გზავნილებიდან ვერ შეედრება ის სარგებელს, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა ამ ექიმის უშუალოდ ადგილზე ჩართულობიდან.

ახალგაზრდა და განათლებული ადამიანების გახიზვნამ მნიშვნელოვანი, შესაძლოა გამოუსწორებელი, ზიანი მიაყენა ლიბერალური პარტიების არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაში შეიძლება წავაწყდეთ ბავშვების გარეშე მიტოვებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბავშვებისთვის განკუთვნილ მოწესრიგებულ სათამაშო სივრცეებს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ლიბერალური პარტიები უკეთეს შედეგს აჩვენებენ საზღვარგარეთით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. მაგალითად, 2014 წელს ლიბერალური განწყობების მქონე ეთნიკურად გერმანელი კლაუს იოჰანისი არჩეულ იქნა რუმინეთის პრეზიდენტად იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები 300,000 რუმინელიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას მისცა ხმა. ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობის უმრავლესობა შრომობს, რომ ემიგრაციაში წავიდეს, სამშობლოში უბრალოდ  დარჩენაც კი აღიქმება, როგორც პირადი მარცხი; და ეს მიუხედავად იმისა, თუ ადგილზე კეთილდღეობის რა დონეს მიაღწიეს.

ემიგრაციის და მოსახლეობის მკვეთრი კლების საკითხები პირდაპირ კავშირია ლტოლვილთა კრიზისთან, რომელიც თავს დაატყდა ევროპას 2015-16 წლებში. 2015 წლის 24 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა მერკელმა  გერმანიაში ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის შეშვების გადაწყვეტილება მიიღო. სულ რაღაც 10 დღეში 4 სექტემბერს ვიშეგრადული ჯგუფის (ინგ. Visegrad group) წევრმა სახელმწიფოებმა – ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ლტოლვილთა ევროპაში გადანაწილების კვოტირების სისტემა იყო „მიუღებელი“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები არ წამოეგენ მერკელის ჰუმანიტარულ რიტორიკას. „ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სისულელეა!“ – განაცხადა მარია შმიდტმა, ვიქტორ ორბანის წამყვანმა ინტელექტუალმა.

მარცხნიდან მარჯვნივ; ანგელა მერკელი, ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიჩი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი
სურათი: Dursun Aydemir/Anadolu Agency/Getty

ეს იყო მომენტი, როდესაც ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ბრუსელისგან, არამედ უპირველეს ყოვლისას დასავლური ლიბერალიზმისგან და მისთვის დამახასიათებელი სამყაროსადმი ღია კარის პრინციპის სულისკვეთებისგან. ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა, რომლებიც მოსახლეობაში შიშების დანერგვით არიან დაკავებულნი, წარმოადგინეს ლტოლვილთა კრიზისი, როგორც საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ ლიბერალიზმმა დააკნინა ერის უნარი დაიცვას საკუთარი თავი არამეგობრულად განწყობილი მსოფლიოსგან.

დემოგრაფიული პანიკა, რომელმაც მოიცვა ცენტრალური ევროპა 2015-18 წლებში მინელებას მიეცა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში ემიგრანტები რეალურად არც კი ჩასულან, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რატომ გახდა ეს თემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა.

პირველი მიზეზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ არის ემიგრაცია. იმიგრაციისადმი წუხილები გაღვივებულია შიშით, რომ უცხოელები ვერ გაივლიან საზოგადოებაში ასიმილირების პროცესს, რაც გამოიწვევს ეროვნული იდენტობის აღრევას, შესაბამისად დაასუსტებენ ეროვნულ ერთობას. თავის მხრივ, ეს შიში კი გამძაფრებულია ადგილზე არსებული დემოგრაფიული ჩამოშლით, რაზეც ძირითადად თვალს ხუჭავენ. 1989-2017 წლებში ლატვიამ განიცადა მოსახლეობის 27% კლება, ლიტვამ 22.5%, ხოლო ბულგარეთმა 21%. რუმინეთში 3.4 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა 40 წელზე უმცროსია, რომლის ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც იგი 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიული პანიკის წყარო მოსახლეობის დაბერების, დაბალი შობადობის და ემიგრაციის უწყვეტი ნაკადის ერთობლიობაა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში გაიხიზნა მეტი ადამიანი, ვიდრე სირიის ომისგან გაქცეული ყველა იმიგრანტები ერთად აღებული.

1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან დაწყებულმა ემიგრაციამ გაამძაფრა ერის გაქრობის შიშები, რის გამოც 2015-16 წლების ლტოლვილთა კრიზისი ძირითადად უარყოფითად იყო შეფასებული რეგიონის წევრ სახელმწიფოების მიერ; და ეს იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ამ ქვეყნებში იმიგრანტების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი დარჩა. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვივარაუდოთ, რომ ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა იმ რეგიონში, სადაც იმიგრანტები არარსებობენ არის ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილი ფენომენის – გადატანის (ინგ. displacement) ნათელი მაგალითი; ეს არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინებას და მის ჩანაცვლებას აგრეთვე აქტუალური, მაგრამ უფრო ადვილად გამკლავებადი გამოწვევით. არარსებული იმიგრანტების მიერ სახელმწიფოს დატყვევების შესაძლო ისტერია წარმოადგენს რეალური გამოწვევის (დეპოპულაცია და დემოგრაფიული ჩამოშლა) წარმოსახვითი საფრთხით (იმიგრანტები) ჩანაცვლებას; გამოწვევა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.

ცვლილების და მრავალფეროვნებისადმი შიში, რომელიც ასაზრდოებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოპულიზმს, გაღვივებულია მთელი დასავლეთის საზღვრის გასწვრივ საზოგადოებების გადაკეთების უტოპიური პროექტით. ტრავმამ, რომელიც მიღებულ იქნა მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინების შედეგად, შეიძლება ფარდა ახადოს და ახსნას რეგიონის სახელმწიფოებში არსებული დანაკარგის განცდა; იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც საკმაო სარგებელი მიიღეს პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებისგან. ანალოგიურად, მთელი ევროპის მასშტაბითაც იმ ტერიტორიების მკვიდრნი არიან მიდრეკილნი ულტრა-მემარჯვენე პარტიებისთვის ხმის მიცემისკენ, რომლებსაც მოსახლეობის გადინებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დაარტყა.

დემოგრაფიული ჩამოშლის შიშით მართულნი აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლებები ეძებენ ხელ ჩასაჭიდ მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაეჭვდნენ მათი უგულველყოფილი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დასავლეთ ევროპაში გადაბარგების საჭიროებაში. ორბანის რიტორიკა ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მას სურს მისდიოს დახურული სახელმწიფოს პოლიტიკას (ინგ. closed-country policy), სადაც უმკაცრესად იქნება აღკვეთილი ემიგრაცია და იმიგრაციაც. თუმცა, რადგან არ გააჩნია მსგავსი ბერკეტები, მისი ერთადერთი გამოსავალია მიმართოს ახალგაზრდა უნგრელებს, რომ არ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, როგორ შეიძლება მოხდეს ახალგაზრდა უნგრელების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთით ისინი უკეთეს სამშობლოს ვერ იპოვიან, თუ უშუალოდ ორბანის პოლიტიკაც ანადგურებს ქვეყნაში წარმატებული და კრეატიული ცხოვრების განვლის შესაძლებლობას?

როგორც ჩანს პოპულისტებმა ვარშავასა და ბუდაპეშტში დასავლეთით დატრიალებულ ლტოლვილთა კრიზისში აღმოსავლეთისთვის უნიკალური შესაძლებლობა დაინახეს. მოქალაქეები აღარ გაეშურებიან დასავლეთისკენ, თუ ის დაკარგავს ხიბლს. დასავლეთის დაკნინება და იმის განცხადება, რომ მისი ინსტიტუტები „იმიტაციის ღირსნი არ არიან“ შეიძლება განვიხილოთ უსამართლობისთვის ერთგვარ წარმოსახვით შურისძიებად. თუმცა, ამას აგრეთვე აქვს დამატებითი სარგებელიც – ის ხელს უწყობს რეგიონში არსებულ პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტს – მოსახლეობის ემიგრაციისგან თავშეკავებას. პოპულისტები ეწინააღმდეგებიან იმას, თუ როგორ დახვდა დასავლეთ ევროპა აფრიკელებს და ახლო აღმოსავლეთის მკვიდრ მოსახლეობას. თუმცა, სინამდვილეში მათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, თუ როგორ გაუღო ევროკავშირის დასავლეთ სახელმწიფოებმა კარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს, რითაც სავარაუდოდ ხელი შეუწყო რეგიონის ყველაზე პროდუქტიული ადამიანური რესურსის გადინებას.

ჩვენს განხილვას მივყავართ თანამედროვე ანტი-ლიბერალიზმის საფუძვლებთან. კერძოდ, ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსის მოსაზრების საპირწონედ, პოპულისტების რისხვა ნაკლებად ეხება მულტიკულტურალიზმს, ვიდრე ინდივიდუალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაშვებაა, რადგან აღიარების შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის ქოლგის ქვეშ ვაწარმოოთ პოპულიზმის წინააღმდეგ მულტიკულტურალიზმზე უარის თქმით ბრძოლა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანტი-ლიბერალი დემოკრატებისთვის ევროპაში თეთრი ქრისტიანი უმრავლესობისთვის (ინგ. white Christian majority) უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს დასავლური საზოგადოების უუნარობა დაიცვას საკუთარი თავი. მას არ შეუძლია ამის გაკეთება გაბატონებული ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის გამო, რომლებმაც ის დააბრმავა და ვერ აღიქვამს არსებულ გამოწვევებს.

ანტი-ლიბერალური დემოკრატია გასცემს პირობას, რომ თვალს აუხელს მოქალაქეებს. თუ 1990-იან წლებში ლიბერალური თანხმობა ეხებოდა ინდივიდუალურ ლეგალურ და კონსტიტუციურ უფლებებს, თანამედროვე ანტი-ლიბერალური თანხმობის მიხედვით, თეთრი ქრისტიანი უმრავლესობის უფლებებს კრიტიკული საფრთხე ემუქრებათ. და ამ ბრუსელისა და აფრიკის ბოროტი კავშირის მიერ ალყაში მოქცეული უმრავლესობის მყიფე უპირატესობის შესანარჩუნებლად ევროპელებმა უნდა ჩაანაცვლონ ლიბერალების მიერ თავს მოხვეული წყალწაღებული ინდივიდუალიზმი და უნივერსალიზმი მასკულინური იდენტობის პოლიტიკით ან მათივე ჯგუფური პარტიკულარიზმით. ეს ის ძირითადი გზავნილებია, რომლების გამოყენებითაც ორბანი და კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკი საკუთარ მოქალაქეებში არსებული ქსენოფობიური ნაციონალიზმის გაღვივებას შეეცადნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტების მიერ დასავლურ ლიბერალიზმზე შურისძიების მწვერვალი არის არა დასავლეთის იმიტაციის იდეის უარყოფა, არამედ მისი ამობრუნება. ორბანს და კაჩინსკის არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არიან ნამდვილი ევროპელები; და თუ დასავლეთი საკუთარ თავს გადაარჩენს, ის იძულებული იქნება დაემსგავსოს აღმოსავლეთს. 2017 წლის ივლისში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა განაცხადა:

„ოცდაშვიდი წლის წინ აქ ცენტრალურ ევროპაში ჩვენ გვჯეროდა, რომ ევროპა იყო ჩვენი მომავალი; დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომავალი“.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე

სტატიის ორიგინალი The Guardian-ზე

ნეოლიბერალიზმის სიკვდილის ცივილიზაცია

ცივი ომის ბოლოს, პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ თავისი ცნობილი ესე გამოაქვეყნა სახელად «ისტორიის დასასრული». ფუკუიამას მტკიცებით კომუნიზმის კრახმა მთელი მსოფლიო ბოლო წინაღობისგან გაათავისუფლა, რომელიც მას საბოლოო მიზანს აშორებდა – ლიბერალურ დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკას. მაშინ ამერიკელ პროფესორს ბევრი დაეთანხმა.

დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბერალური დღის წესრიგი ნელ-ნელა კარგად თავის ძალაუფლებას, ხოლო ავტორიტარული მმართველები და დემაგოგები მართავენ ქვეყნებს, სადაც მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი ცხოვრობს. შესაბამისად ფუკუიამას იდეები უკვე მოძველებული და გულუბყვრილოა. მაგრამ, ის კვებავდა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში დომინირებდა.

ნეოლიბერალური რწმენის ავტორიტეტი და დაურეგულირებული ბაზრების, როგორც საყოველთაო კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის იმედი უკვე სულს ღაფავს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ნეოლიბერალიზმის და დემოკრატიის მიმართ ნდობის ერთდროული შემცირება არ არის უბრალოდ დამთხვევა ან მარტივი კორელაცია.

ნეოლიბერალიზმი უკვე 40 წლის განმავლობაში ასუსტებს დემოკრატიას.

გლობალიზაციის იმ ფორმის გამო, რომელიც ნეოლიბერალიზმის მიერ იყო ნაკარნახევი, როგორც ცალკე აღებულმა ადამიანებმა, ასევე მთელმა საზოგადოებებმა დაკარგეს საკუთარი ბედის განკარგვის შესაძლებლობა. ამას ძალიან ნათლად ხსნის დენი როდრიკი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცი.

კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაციის შედეგი განსაკუთრებით შემზარავი გამოდგა: თუ განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კარგავდა უოლ-სტრიტის კეთილგანწყობას, ბანკებს შეეძლოთ უბრალოდ თავისი ფული მთლიანად გატანათ ამ ქვეყნიდან. შედეგად, ამომრჩევლები მკაცრი არჩევნის წინაშე დგებოდნენ: დამორჩილებოდნენ უოლ-სტრიტს ან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს შეჯახებოდნენ.

მაგრამ მდიდარ ქვეყნებშიც კი რიგით მოქალაქეებს ეუბნებოდნენ: «თქვენ ვერ შეძლებთ სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას» (იქნება ეს ადეკვატური სოციალური დაცვა, ღირსეული ხელფასები, პროგრესული საგადასახადო სისტემა ან კარგად რეგულირებადი ფინანსური სისტემა), «იმიტომ, რომ ქვეყანა დაკარგავს კონკურენტუნარიანობას, სამუშაო ადგილები დაიკარგება და თქვენ დაზარალდებით»

როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში ელიტა დაპირებას იძლეოდა, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან მიგვიყვანდა, ხოლო ამ ზრდის სარგებელი «ზევიდან ქვევით ჩამოიღვრებოდა» და ღარიბების ჩათვლით, ყველა უკეთ შეძლებდა ცხოვრებას. მაგრამ ამისთვის მშრომელები უნდა დათანხმებულიყვნენ უფრო დაბალ ხელფასებს, ხოლო მოქალაქეები მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შემცირებას.

საკუთარი დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა საკმაოდ შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის თავს გვახვევდა ინტელექტუალურ ორთოდოქსიას, რომლის დამცველებიც უკიდურეს შუწყნარებლობას ავლენდნენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა.

ელიტა აცხადებდა, რომ მისი დანაპირები მეცნიერულ ეკონომიკურ მოდელზეა დაფუძნებული და «კვლევებზე, რომლებიც ფაქტებს ემყარება». და 40 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შემდეგი ციფრები:

  • ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდა
  • ზრდის ნაყოფი მთლიანად ერგო ერთეულებს, რომლებიც «კენწეროში იყვნენ».
  • ხელფასების სტაგნაციის პირობებში საფონდო ბაზრების ინდექსები გამალებით იზრდებოდა, შემოსავლები და სიმდიდრე ზევით მიემართებოდა, ქვევით კი არ ჟონავდა.

როგორ შეიძლება ხელფასების ზრდის შეზღუდვამ (კონკურენტუნარიანობის მიღწევის და შენარჩუნების მიზნით) და სახელმწიფო პროგრამების (ხარჯების) შემცირებამ ხელი შეუწყოს ცხოვრების დონის ზრდას? რიგითი მოქალაქეები გრძობდნენ, რომ მათ გაფუჭებული საქონელი მიყიდეს. ისინი მართლები იყვნენ, როდესაც თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

დღეს ჩვენ ამ დიდი პოლიტიკური სიცრუის შედეგებს ვიმკით: ელიტების და ნეოლიბერალიზმის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ასევე უნდუბლობა გაღრმავდა იმ კორუმპირებული პოლიტიკურის სისტემის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ეს შესაძლებელი გახდა.

რეალობა კი ამგვარია: დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა უკიდურესად შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის ინტელექტუალურ ორთოდოქსიას გვახვევდა თავს, რომლის დამცველებიც უკიდურეს შეუწყნარებლობას ავლენდენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. არაორთოდოქსალური შეხედულებების მქონე ეკონომისტებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ერეტიკოსებს, რომელთაგანაც თავის არიდება სჯობს, საუკეთესო შემთხვევაში კი რამდენიმე განცალკევებულ ინსტიტუტში იზოლირება. ნეოლიბერალიზმი არ გავდა იმ «ღია საზოგადოებას», რომელზეც კარლ პოპერი წერდა. როგორც ჯორჯ სოროსი აღნიშნავს, პოპერი აღიარებდა, რომ ჩვენი საზოგადოება წარმოადენს რთულ, მუდმივად ევოლუციონირებად სისტემას და რაც უფრო მეტს ვგებულობთ, მით უფრო მეტად ცვლის ჩვენი ცოდნა ამ სისტემის ქცევას.

თუ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ვერ გვაიძულა გაგვეგო, რომ დაურეგულირებელი ბაზრები არ მუშაობენ, მაშინ ამას ზუსტად შეძლებს კლიმატის კრიზისი: ნეოლიბერალიზმს ჩვენი ცივილიზაციისთვის სიკვდილი მოაქვს. და როგორც ჩანს, დემოგოგები, რომელთაც სურთ რომ ჩვენ მეცნიერებას და ტოლერანტობას ზურგი ვაქციოთ, მხოლოდ გაართულებენ ჩვენს მდგომარეობას.

ჩვენი პლანეტის და ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა – ესაა ისტორიისთვის ახალი დასაბამის მიცემა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ განმანათლებლობის სული და კვლავ თაყვანი უნდა ვცეთ თავისუფლების ფასეულობებს, ცოდნის პატივისცემას და დემოკრატიას.

ჯონ ნეში ადამ სმიტის წინააღმდეგ

ადამ სმიტის ”უხილავი ხელის” თეორია ქართული ნელობერალიზმის ყბადაღებულ თემად იქცა. 1980-იანი წლების შემდეგ, რაც ნეოლიბერალური ექსპერიმენტებისთვის მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში ხელსაყარელი ნიადაგი შეიქმნა, ადამ სმიტი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგვარ მოციქულად იქცა.

თუმცა ადამ სმიტის ხედვები რომ არ არის მართებული, ეს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ჯონ ნეშმა დაამტკიცა.

ჯონ ნეში ფართო მასებისთვის ცნობილია, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში 1994 წელს ”თამაშების თეორიის” განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საკუთრივ ”ნეშის წონასწორობის” შექმნის გამო. ის გახლავთ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც ერთდროულად ნობელიის პრემიაც აქვს მიღებული და აბელის პრემიაც (უმაღლესი მათემატიკური ჯილდო).

ადამ სმიტი ცდებოდა

ადამ სმიტი

ნეშის აკადემიურმა ხედვებმა გასული საუკუნის 50-იან წლებში თავდაყირა დააყენა იქამდე არსებული ეკონომიკური პარადიგმები. ასე მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი ადამ სმიტი თვლიდა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ეგოისტურად მოქმედებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებს, რაც საბოლოო ჯანმში საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა. აღნიშნული პრინციპი ეკონომიკაში ”უხილავი ხელის” მეტაფორით შემორჩა. ეს თეორია ლიბერალური ეკონომიკური მოძღვრებების ერთ-ერთ ფუნდამენტად იქცა და ნეოლიბერალიზმის ინსტრუმენტად გვევლინება საქართველოს მსგავს განვითარებ ქვეყნებში. ჯონ ნეშმა ნახევარ საუკენეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ადამ სმიტის თეორია უკვე იმ დროს იყო მოძველებული, რადგანაც თუ საზოგადოების წევრები მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, ეს არ მიგვიყვანს საერთო შედეგების მაქსიმიზაციემდე.

საზოგადოებისთვის ყველაზე ოპტიმალური ის სტრატეგიაა, რომლის დროსაც საზოგადოების/ჯგუფის თითოეული წევრი როგორც საკუთარ, ასევე სხვის ინტერესებს ითვალისწინებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანური ეგოიზმის გამო სხვადასხვა სუბიექტები მხოლოდ მათი გადმოსახედიდან საუკეთესო სტრატეგიას ირჩევენ და სხვა სუბიექტების ინტერესებს არ ითვალისწინებენ, ამას არა საზაგოდოების კეთილდღეობის მაქსიმუმამდე, არამედ ”ნეშის წონასწორობასთან”, მივყავართ, რაც საზოგადოევისთვის არ შეიძლება ოპტიმალურად მივიჩნიოთ.

თამაშების თეორია არის თამაშებში ოპტიმალური სტრატეგიის შესწავლის მათემატიკური მეთოდი. თამაშის ქვეშ იგულისხმება პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. თითოეულ მხარეს აქვს თავისი მიზანი და იყენებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც, სხვა მოთამაშეთა ქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისთვის მოგებიანი ან წაგებიანი იყოს. თამაშთა თეორია გვეხმარება საუკეთესო სტრატეგიის არჩევაში სხვა მონაწილეების, მათი რესურსებისა და შესაძლო ქმედებების გათვალისწინებით.

ჯონ ნეში

ჯონ ნეშის ნამოღვაწევი რეალურად მხოლოდ 80-იან წლებში დაფასდა. დღესდღეობით ”თამაშების თეორია” აქტიურად გამოიყენება როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში და სხვადასხვა მეცნიერებებშიც. ”თამაშების თეორიას” ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნური ინტელექტის და კიბერნეტიკის სფეროებში.

ნეშის მიერ ადამ სმიტის თეორიის სიმცდარე მათემატიკური ფორმულებით დასტურდება და აკედემიური ბაზისი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანელი ეკონომისტის ”უხილავი ხელის” თეორიაზე. ალბათ უამრავ თქვენგანს ნანახი აქვს ფილმი ”ბრწყინვალე გონება”, სადაც რასელ ქროუ ჯონ ნეშის როლს თამაშობს. ფილმში არის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი, როდესაც ჯონ ნეში, 3 მეგობართან ერთად საღამოს ბარში იმყოფება. ამ დროს 5 ლამაზმანი შემოდის, რომელთაგანაც 1 ყველასგან გამორჩეული იყო თავისი გარეგნული მონაცემებით. ადამ სმიტის თანახმად ჯონი სამივე მეგობართან ერთად ყველაზე ლამაზი გოგოს გასაცნობად უნდა მისულიყო და საბოლოოდ ის არავის არ დარჩებოდა, ამის საპირისპიროდ მას თავში რადიკალურად განსხვავებული იდეა მოუვიდა.

ნეშის წონასწორობა

ბევრი მეცნიერის აზრით, ნეშის წვლილი ფასდაუდებელია პირველ რიგში მის მიერ 1950 წელს გამოქვეყნებული სტატიის «წონასწორობა თამაშებში N მოთამაშეებით» «Equilibrium Points in N-person Games» გამო, რაც ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამუშევარია.

სტატიაში ნეშმა მოახდინა აბსტაქტული წონასწორობის ცნების ფორმულირება აბსტრაქტული თამაშის დროს – სტრატეგიული ურთიერთქმედების უმარტივესი მოდელი, როდესაც მოთამაშის მოგება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ რას აკეთებს თვითონ, არამედ იმაზეც თუ რას აკეთებენ სხვა მონაწილეები. მაგალითად თუ დავუშვებთ რომ 1 მოთამაშე მხოლოდ 1 სვლას აკეთებს, საჭიროა მხოლოდ ის რომ საკუთარი სვლის არჩევის შემდეგ, მოთამაშემ არ მოინდომოს სვლის შეცვლა სხვა მოთამაშის არჩევნიდან გამომდინარე. სწორედ ეს წონასწორობა, როგორც ნეშმა აღწერა – ყოველთვის არსებობს, ნებისმიერი სტრატეგიული ურთიერთქმედებისას.

ნეშის წონასწორობა არის სიტუაცია რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური აგენტის მიერ შერჩეული სტრატეგია ცნობილია და აგენტები ერთმანეთთან ურთიერთქმდებენ  საკუთრივ შერჩეული საუკეთესო სტრატეგიებით.

5 უმსხვილესი მონოპოლია, რომელიც გლობალიზაციის დროს შეიქმნა

9393239-cartoon-big-fish-eating-up-the-smaller-

ოდესღაც ეკონომიკის გაკვეთილებზე თქვენ დიდი ალბათობით გიყვებოდნენ ნეოლიბერალურ ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ეფექტური ეკონომიკური განვითარება მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებშია შესაძლებელი კონკურენციის შედეგად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური თეზისია, რაც ემპირიულად დიდად არ არის გამყარებული.

რეალური ფაქტები იმაზე მეტყველებენ, სამართლიანი კონკურენცია მოჩვენებითია და თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში ყალიბდება უმსხვილესი მონოპოლიები, რომლებიც მთლიან ბაზრებზე აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობენ.

იმის მიუხედავად რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს ანტიმონოპოლიური და ანიტრასტული კანონმდებლობა, კომპანიები მაინც ახერხებენ იურიდიული ნორმების გვერდის ავლას სხვადასხვა ფანდებით და ხრიკებით. მონოპოლიებთან ერთად უამრავ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია ოლოგოპოლია, რომელის დროსაც ბაზარზე ერთი დომინანტი მოთამაშის მაგივრად, რამდენიმე მათგანი მოქმედებს და საფასო პოლიტიკას ერთმანეთში ათანხმებენ, რაც მოსახლეობისთვის არანაკლებ დამაზიანებელია, ვიდრე მონოპოლია.

დღეს გვინდა მოგითხროთ 5 უმსხვილეს მონოპოლიაზე, რაც მარკეტოლოგების მიერ საკმაოდ ჭკვუანურადაა შეფუთული და ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს მათი არსებობის შესახებ.

მზის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Luxottica

34318.jpgმზის სათვალეების ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრენდი ოპერირებს. სხვადასხვა თემატურ მაღაზიაში შესვლისას თქვენ გეჩვენებათ, რომ უდიდესი არჩევნის წინაშე ხართ და ისეთი ბრენდების სათვალეები შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორებიცაა Oakley, RayBan, Revo, Vogue, DKNY ან სულაც მაღალბიუჯეტური დიზეინერული ბრენდების პროდუქტი (Prada,  BVLGARI ). ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ყველა ამ ბრენდის სათვალეს ერთი კომპანიას ეკუთვნის სახელად Luxottica. აღნიშნული კომპანია ათობით სხვადასხვა სათვალეების ბრენდის მფლობელია.

ასე რომ დღესდღეობით მთელ მსოფლიოში, მზის სათვალეების ბაზარზე მოქმედებს უმსხვილესი მონოპოლია და ყველაფერი ერთი კომპანიის, Luxottica-ას ხელშია. უამრავი სხვადასხვა ბრენდის არსებობა მარკეტოლოგების მიერ მოფიქრებული ხრიკია და სხვა არაფერი.

შინაური ცხოველების საკვების ბაზარი

2008 წელს აშშ-ში სერიოზულ სკანდალს ჰქონდა ადგილი, როდესაც შინაური ცხოველების მასობრივი მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა სპეციალიზირებული საკვებით. ანალიზებმა გამოაჩინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება 150-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც შინაური ცხოველების კვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი რომ ყველა ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველების საკვების ბაზარზე არსებობს კომპანია Menu Foods-ს ეკუთვნის.

slide5394.jpg

კორპორაციის პროდუქცია სხვადასხვა ბრენდებს მოიცავს, თუმცა ტექნოლოგიურად ერთნაირად მზადდება და სხვადასხვა ფასი ადევს მომხმარებლებში არჩევნის ილუზიის შესაქმნელად. აღნიშნული ინციდენტი კომპანიას 35 000$ დაუჯდა და მმართველი კომპანიის სახელის შეცვლა მოუწია (EOS Direct). შინაური ცხოველების საკვების გარდა კომპანია ცნობილი ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის წარმოებითაა დაკავებული.

Monsanto-ს სიმინდი

slide5395.jpg

ხელოვნურად წარმოებული სიმინდი – სახამებელი და სიროფი სხვადასხვა წარმოებებში მნიშვნელოვან ნედლეულად გვევლინება, ისეთებშიც კი რომლებიც აგრონომიისგან საკმაოდ შორსაა. კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმის, ბიოსაწვავის წარმოებისას საკმაო რაოდენობით გამოიყენება წარმოებული სიმინდი. კომპანია ”Monsanto” სიმინდის სახეობების გენმოდიფიცირების კვლევებით და წარმოებითაა დაკავებული. ის ამ ბაზარზე აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება. ამ კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოძულე ჰყავს.

1901 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია თავის დროს ქიმიურ იარაღს ”აგენტ ორანჯს” ამზადებდა, რასაც ამერიკელი ჯარისკაცები ვიეტნამში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისთვის იყენებდნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს ესეთ ამორალურ კომპანიას და ბაზრის მონოპოლისტს უამრავი მოძულე რომ ჰყავს.

Quanta-ს კომპიუტერები

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ძვირადღირებული Apple-ის MacBook-ს ფლობთ, თუ დემოკრატიულ Lenovo-ს, დიდი ალბათობით ისინი ერთი და იმავე ქარხანაშია აწყობილი ერთი და იგივე საწარმოო სიმძლავრეებით. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტექნიკის მსხვილი მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას ძირითადად აზიში განლაგებულ სხვადასხვა ქარხნებში აწყობენ, მაგრამ ის რომ მსოფლიოში ხელმისწვდომი კომპიუტერების 1/3 აზიური კორპორაციის Quanta-ს ქარხნებშია შექმნილი არც თუ ისე ბევრმა ჩვენთაგანმა იცის.

slide5396.jpg

სწორედ Quanta-ს ქარხნებში იწყობა თითქმის ყველა ბრენდის კომპიუტერები, Sony-ით დაწყებული, Apple-ით დამთავრებული.

InBev-ის ლუდის სამყარო

s3-news-tmp-85019-ab_inbev_brands_0--default--575.jpg

როდესაც უბნის მაღაზიაში და სუპერმარკეტში ლუდის შეძენას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ ამერიკული Bud,  გერმანული Carlsberg, ბელგიური Stella Artois, მექსიკური Corona და უამრავი სხვა ლუდი (Beck’s, Leffe, Eagle, Modelo, Jupiler) ერთი კომპანიის მფლობელობაში და ერთი და იმავე ქარხნებში ისხმება. კორპორაცია InBev აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება ლუდის ბაზარზე და უამრავი სხვადასხვა ლუდის მეპატრონეა. კორპორაცია სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ლუდის ბრენდების მასობრივ შესყიდვას ახდენს საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად.

11 კომპანია, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, რასაც თქვენ მოიხმართ

არჩევნის თავისუფლება, როგორც ილუზია

1_A4YJ9o6f74gewTL8AQTfmw.jpeg

ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების და სერვისების სწრაფმა ზრდამ, სასაუზმე ფაფებით დაწყებული კბილის პასტით დამთავრებული წარმოუდგენელი არჩევნის აღქმას გვიტოვებს. მაგალითად თქვენ თუ ელემენტარულად ბოთლის ჩვეულებრივი და მინერალური წყლის ყიდვას გადაწყვეტთ საკმაოდ დიდი არჩევანი გექნება ბიუჯეტური Deer Park-ით და Ozark-ით დაწყებული, საკმაოდ ძვირიანი Perrier-ით და S. Pellegrino-ითი დამთავრებული. მაგრამ რეალურად მსგავსი ფართო არჩევნის არსებობა ხელოვნურადაა ნაწარმოები კაპიტალიზმის მიერ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდი ერთ კომპანიას ეკუთვნის, სახელად Nestle.

სამომხმარებლო ბაზარზე ფართო არჩევნის არსებობის შეგრძნების მიუეხედავად, რამდენიმე მსხვილი კომპანია ცნობილი ბრენდების აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობს და შესაბამისად ეს რამდენიმე კომპანია ეფექტურად აკონტროლებს იმ ყველაფერს, რასაც თქვენ მოიხმართ.

2i9qw01.jpg

რამდენად კონტროლირებადია ”ილუზორული არჩევანი” მსხვილი ბიზნესის მიერ და როგორ ათვიცნობიერებს მოსახლეობა ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღე ვყიდულობთ. ასე მაგალითად აშშ-ში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რათა დაედგინათ ამერიკელების ინფორმირებულობის დონე იმ ბრენდების მფლობელი კორპორაციების შესახებ, რასაც ისინი ხშირად მოიხმარენ. როგორც კვლევის შედეგად გაირკვა ამერიკელების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვთ თუ რომელი კომპანიები არიან ცნობილი ბრენდები მესაკუთრეები. (კვლევის შედეგები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – https://bit.ly/2VWlu2m)

1_OVEEYB4HsCIHQLcUuDf3Hw.png

სუპარმარკეტების უზარმაზარ თაროებზე გამოწყობილი უამრავი სხვადასხვა დასახელების პროდუქციის შემხედვარე ადამიანმა შეიძლება იფიქროს არჩევნის თავისუფლების ქონის შესახებ, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. აი იმ უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების ბრენდების უდიდეს ნაწილს ფლობენ:

Kellogg’s

დაარსებულია 1906 წელს 

2017 წლის ბრუნვა: $12.93 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Cheez-It, Eggo, Famous Amos, Keebler, Town House

General Mills

დააერსებულია 1928 წელს

2017 წლის ბრუნვა: $15.62 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Betty Crocker, Bisquick, Gold Medal, Cheerios, Chex

Kraft-Heinz Company

დაარსებულია 2015 (Kraft Foods Inc.-ის და Heinz-ის შერწმის შედეგად)

2017 წლის ბრუნვა: $18.22 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Heinz Ketchup, Kraft Mac & Cheese, Lunchables, Maxwell

Mondelez International

დაარსებულია 2012 წელს (Kraft Foods Inc.-ის გამოცალკევების შედეგად)

2017 წლის ბრუნვა: $25.9 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Cadbury, Chips Ahoy!, Nabisco, Oreo

MARS

დაარსებულია 1911 წელს

2017 წლის ბრუნვა: $35 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: M&Ms, Snickers, Dove, Uncle Ben’s

Coca-Cola

დაარსებულია 1892 წელს

2017 წლის ბრუნვა: $35.41 მლრდ.

ძირითადი ბრენდები: Coca-Cola, Minute Maid, Glaceau

Unilever

დაარსებულია 1929 წელს

2017 წლის ბრუნვა: $62.62 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Ben & Jerry’s, Klondike, Popsicle, Degree, Vaseline

Procter & Gamble

დაარსებულია 1837 წელს

2017 წლის ბრუნვა: $65.06 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Pampers, Tide, Downy, Charmin, Gillette, Crest

PepsiCo

დაარსებულია 1898 წელს

2017 წლის ბრუნვა: $65.53 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Pepsi, Frito-Lay, Quaker, Tropicana

Johnson & Johnson

დაარსებულია 1886 წელს

2017 წლის ბრუნვა: $76.45 მლრდ. 

ძირითადი ბრენდები: Aveeno, Clean & Clear, Band-Aid, Tylenol

Nestle

დაარსებულია 1866 წელს

2017 წლის ბრუნვა: $89.79 მლრდ. ამერ. 

აღსანიშნავია რომ ამ კომპანიებიდან აბსოლუტური უმრავლესობა (10-დან 8) ამერიკული წარმოშობისაა, მხოლოდ 2 მათგანია ევროპული –  შვეიცარიული Nestle და ბრიტანული Unilever.

ზოგად ეკონომიკურ სიტუაციას, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას რამდენიმე სუბიექტი აკმაყოფილებს ოლიგოპოლია ეწოდება. ოლიგოპოლიურ ბაზარზე შეღწევა გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ საფუძველს. ლიბერალი ეკონომისტების წიგნების მიხედვით, რასაც უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში ასწავლიან გლობალიზაციას და თავისუფალ ვაჭრობას კონკურენციის ზრდამდე მივყავართ, თუმცა როგორც ვხედავთ რეალური სურათი რადიკალურად საწინააღმდეგოა.
monopoly-business-vector-1600943.jpg

საუკუნზე მეტი ხნის წინ თავის ცნობილი ნაშრომში ”იმპერიალიზმი,  როგორც  კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია” ვლადიმერ ლენინი აღნიშნავდა, რომ თავისუფალი კონკურენციის პრინციპიდან ამოიზარდა ოლოგოპოლია/მონოპოლია და მოიპოვა გავლენა მასზე, რომ თავისუფალი კონკურენციის პრინციპები უკვე ემორჩილებიან მონოპოლიებს,  რაც  წარმოშობს  წინაამღდეგობებს და და კონფლიქტებს მმართველ კლასებში. ოლოგოპოლია/მონოპოლია არის კაპიტალიზმის ტრანსფორმაცია უფრო მაღალ საფეხურზე, რაც ლენინის აზრით იმპერიალიზმად უნდა იქნეს მიჩნეული.

გლობალიზაციის ფარული მხარე

2008-05-dark-side-globalisationubxLI6

გლობალიზაციის გარშემო დისკუსიები აქტუალობას არ კარგავენ. მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად ურეცხავენ ტვინებს მოსახლეობას გლობალიზაციის გაფეტიშებით და მის უალტერნატოვაბაზე აპელირებით, მაგრამ მცირე ისტორიული ექსკურსი და ლოგიკური ანალიზი საკმარისია იმისთვის რომ გლობალიზაციის ფარული მხარე დავინახოთ, ის რაზეც მეინსტრიმული მედია საშუალებები საერთოდ არ საუბრობენ.

წარმოგიდგენთ ამერიკელი ჟურნალისტის და ავტორის,  «Greenpeace International»-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რექს ვეილერის სტატიის თარგმანს – “გლობალიზაციის ფარული მხარე”.

მიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებული შეშფოთება შეიძლება მიჩნეულ იქნას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მთავარ ფაქტორად, მაგრამ Brexit-ის მხარდაჭერა 2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ასევე გლობალიზაციის პოლიტიკის კრახსაც მოასწავებდა. ძველი სკოლის ეკონომისტები მხარს უჭერდნენ გლობალიზაციას იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომ ქვეყნებს კონკურირება უკეთესად შეუძლიათ კაპიტალისტურ ბაზრებზე, ამა თუ იმი პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზების მეშვეობით, რესურსების ექსპორტის ხარჯზე, ამავდროულად ადგილობრივი წარმოების, კულტურის და დამოუკიდებლობის მსხვერპლად გაღების ფასად.

1957 წელს ევროპულმა ქვეყნებმა საერთო ბაზარი შექმნეს ვითომდა ეკონომიკის დაცვის მოტივით, მაგრამ ეს ხელშეკრულება პირველ რიგში კორპორატიული ელიტის ინტერესებს იცავდა. 1980-იან წლებში მარგარეტ ტეჩერი ბრიტანეთში, რონალდ რეიგანი აშშ-ში და ფრანსუა მიტერანი კი საფრანგეთში ნეოლიბერალურ გადატრიალებას ჩაუდგნენ სათავეში, რომლის დროსაც კერძო საკუთრებას გადასცეს ეკონომიკა და მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მოსპეს. ისინი აცხადებნენ, რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებით მოსახლეობის ქვედა ფენებიც იხეირებდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოხდა.

main-qimg-de613f3e33c3957a2a6664837a5f9f00-c.jpg

პრივატიზაცია

ევროპული და ამერიკული მრეწველობა დეგრადირდა, როდესაც კორპორაციებმა საკუთარი წარმოება ღარიბ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც იაფი სამუშაო ძალა იყო და კორპორაციებისთვის კეთილგანწყობილი კანონები მოქმედებდა. მედიაში მოხვდა მსოფლიო ბანკის მემორანდუმი, რომელიც მისი მთავარი ეკონომისტის, ლოურენს სამერსის მიერ იყო ხელმოწერილი. დოკუმენტში პირდაპირი მოწოდება იყო მდიდარი ქვეყნების მიმართ, რათა მათ ტოქსიკური მასალების და საზიანო წარმოებების ექსპორტირება მოახდენათ.

ღარიბი ქვეყნები ვალებში ჩაიფლნენ და რესურსების ძარცვით, ეროვნული კულტურების დეგრადაციით, ომებით, არასტაბილურობით და მდიდრებს და ღარიბებს შორის შემოსავლების უთანასწორობით იტანჯებოდნენ.

მსგავსი პოლიტიკის დამღუპველმა შედეგებმა 1999 წელს სიეტლში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის სხდომაზე ბუნტი გამოიწვია და ასე გაჩნდა ანტიგლობალისტური მოძრაობა. 2008 წლისთვის არაკონტროლირებადი საინვესტიციო ბანკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აფიორით მდიდრდებოდნენ და სასესხო ვალდებულებებს უჭერდნენ მხარს, გაკოტრდნენ და შემდგომ სახელმწიფოსგან მოითხოვეს დახმარება, ღარიბი თანამოქალაქეების და საშუალო კლასის გადასახადის გადამხდელების ხარჯზე.

wto-protest

Brexit-ის მოძრაობა ინგლისში ნაწილობრივ იყო იმ მოქალაქეების აჯანყებაც, რომელთაც გლობალიზაციის წყალი არ გადაესხათ: გაჭირვებული მუშათა კლასის, რომელთაც უმუშევრობა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და შესაბამისად სოციალური დახმარების შემცირება ემუქრებოდა. ევროკავშირი ეკონომიკურად სრულ სუვერენიტეტს აძლევდა ბანკებს და კორპორაციებს, მაგრამ არ ინდობდა საბერძნეთის და კვიპროსის მსგავს სუსტ ქვეყნებს, რომლებიც მათი მითითებების იგნორირებას ახდენდნენ. საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა «ევროკავშირის ანტიდემოკრატიული ინსტიტუტები» დაადანაშაულა, რომელთაც «შეუძლებელი გახადეს მათი ქვეყნისთვის საერთო ბაზარზე დარჩენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება».

იტალიის ფინანსთა მინისტრმა პიერ კარლო პადაონმა «The Guardian»-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ «Brexit-ს დომინოს პრინციპი ექნება»

გლობალიზაციამ და ნეოლიბერალიზმმა ნეგატიურად იმოქმედა მასების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე, ადგილობრივი დამოუკიდებლობის და ინდუსტრიული კორპორატოკრატიის საზოგადოებრივი წესრიგის შეცვლით, რომელიც ოჯახს და საზოგადოებას ანგრევს.

გლობალიზაცია მდიდრების მიერ მოფიქრებული პრივატიზაციის სქემა აღმოჩნდა, რომელიც ეკონომიკის კონტროლისკენ და პოლიტიკური ძალაუფლების ქონისკენ ისწრაფვის.

ტოქსიკური მასალების საცავები

1987 წელს გარემოს დაცვის და განვითარების საერთაშორისო კომისიის მოხსენებაში შემოთავაზებული იყო «მდგრადი განვითარების» იდეა, რომელიც საბაზრო ეკონომიკების შემდგომ ზრდას და საბაზრო მექანიზმების გამოყენებას გარემოზე გლობალიზაციის ზემოქმედების რეგულირებას ითვალისწინებდა. მაგრამ ბაზრის მიერ მართულმა პოლიტიკამ გარემოს მიმართ რესურსების მოხამრების და გამოფიტვის ტემპი დააჩქარა, წიაღისეული საწვავის ხარჯები გაზარდა და გლობალურ დათბობასთან მიგვაახლოვა; ამავდროულად მდიდრები კიდევ უფრო გაამდიდრა და ტოქსიკური კვალი დატოვა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მშრალი მდინარეების და გამოფიტული ნიადაგის სახით.

⇒ გლობალიზაციის რეალური საფასური 1984 წელს გამოჩნდა, როდესაც მეთილიზოციანატის ორთქლის გამოსროლამ პესტიციდების წარმოებით დაკავებული კომპანიის, Union Carbide-ის ქარხანაში ქალაქ ბხოპალეში (ინდოეთი) 4000-მდე ადამიანის მომენტალური სიკვდილი გამოიწვია და მიახლოვებით 20 000-ის – შემდგომი 20 დღის განმავლობაში. 100 000 ადამიანზე მეტი სუნთქვითი დისფუნქციის მსხვერპლი გახდა, დასახირჩრდა და მხედველობა დაკარგა.

ბხოპალის ტრაგედია

1991 წელს ბხოპალის სასამართლომ Union Carbide-ის გენერალური დირქტორი, უორენ ანდერსონი არა განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მაგრამ ამის მიუხედავად არც აშშ-ის და არც ინდოეთის ხელისუფლებამ არ მოახდინა აღნიშნული პიროვნების ექსტრადაცია სასამართლოს მოთხოვნით. იმ კორპორაციების პრაქტიკული საქმიანობა, რომლებიც ტოქსიკური წარმოებების ექსპორტს ახდენდნენ, რათა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა აღმოჩენილიყო რისკის ქვეშ და არა მათი საკუთარი, სხვანაირად «დაბინძურების საცავის ეფექტი»-ის სახელითაა ცნობილი.

2013 წელს ესპანეთის სანაპიროზე წყალმა 10-მეტრიანი მკვდარი კაშალოტი გამორიყა. მის მუცელში 17 კგ. პლასტიკური განავი აღმოაჩინეს. ყოველწლიურად კაციობრიობა 15 მლრდ. კგ. ნაგვით ასაჩუქრებს ოკეანეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და კონტეინერმზიდების განაჟონის სახით. თევზები და ზღვის ძუძუმწოვრები პლატიკური ნაგვით იკვებებიან, რომლის მონელებაც შეუძლებელია და ისინი მუცლის ხეთქვით კვდებიან.

ec7422a01d1f3ea14b83b85100a8be7c.jpg

გლობალიზაცია ახალისებდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აიძულებდა კიდევაც) რომ ქვეყნებს ეკოლოგიური კანონები შეემსუბუქებინათ. შედეგად მივიღეთ გაუტყეურება, აგრესიული და სახიფათო მცენარეების გავრცელება, გლობალური ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირება.

2003 წელს დეოტ ერნფელდმა რატგერის უნივერსისტეტიდან, აშშ-ში ჟურნალ «Conservation and Society»-ში გამოაქვეყნა სტატია «გლობალიზაცია: ბიომრავლეფროვნებაზე, გარემოზე და საზოგადოებაზე ზემოქმედება»  «ეკოლოგიური და გლობალიზაციის სხვა სახის ზიანის კოტროლის დროს არ შეიძლება ბაზარზე მინდობა», – დაასკვნა მან. «გლობალიზაციის არქიტექტორებმა უგულებელჰყვეს ამ სისტემის სოციალური, ბიოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვები»

გლობალიზაციის გავლენა სოციუმზე და ეკონომიკაზე

ომი – გლობალიზაციის ყველაზე დამანგრეველი საფასურია. იარაღით მსოფლიო ვაჭრობა, რომელიც საერთაშორისო კორპორაციების მიერ მოგების წყურვლის სურვილით ხორციელდება, პლანეტაზე უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ.

გლობალიზაციამ ღარიბ ქვეყნებში მცირერიცხოვანი ელიტა გაამდიდრა, მაგრამ საბოლოო შედეგად მდიდრებსა და ღარიბებს შორის შემოსავლების სხვაობის გაღრმავება, უმუშევრობა, სამუშაო ძალის ექსპლუატაცია, პროფკავშირების მუშაობისთვის ხელის შეშლა და ადამიანთა უფლებების შევიწროვება მივიღეთ.

american_art_of_war_by_konton_kyoudai.jpg

გლობალიზაცია და კორპორაციები

გლობალიზაციის შედეგად ეკონომიკებმა შედარებით ცალმხრივი იერი მიიღეს და ხელი შეუწყვეს პროდასავლური კორპორაციების მიერ ღარიბი კოლონიების რესურსების ძარცვის პროცესს. ეროვნული ეკონომიკის მშენებლობა რესურსების ექსპორტის საფუძველზე კატარასტროფით დამთავრდა. 70-იან წლებში დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების ეკონომიკებმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის და გაზის მოპოვების ბუმი გაიარეს. ნავთობის და გაზის მოპოვების ზრდამ სიუხვის ილუზია შობა და ამავდროულად ადგილობრივ წარმოებას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუთხარა ძირი. ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეჩერი კორპორაციების მიმართ კეთილგანწყობილი იყო და ნავთობისგან მიღებული შემოსავლები იმისთვის გამოიყენა, რომ კორპორაციების გაფართოვების სუბსიდირება მოეხდინა, ომები ეწარმოებინა და საბანკო იმპერიები გაემდიდრებინა.  რესურსების ექსპლუატაციამ შესაძლოა ეროვნული ვალუტის გამყარების დროებითი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ საბოლოოდ ეს ექსპორტის გაძვირებას იწვევს, აზიანებს წარმოებას და ადგილობრივ ეკონომიკას და მუშათა კლასს სამუშაოს და გარანტიების გარეშე ტოვებს.

1977 წელს ჟურნალ «The Economist»-მა სპეციალური ტერმინი «ჰოლანდიური სენი» მოიფიქრა აღნიშნული პოლიტიკის შედეგების აღსაწერად. თავის წიგნში «სიუხვის პარადოქსი» ტერი კარლი ხსნის თუ რატომაა ნავთობი «რესურსული წყელვა», რაც საკუთარ თავზე იწვნია ნიგერიამ, ინდონეზიამ, ვენესუელამ, ირანმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა. ნავთობით მდიდარი ქვეყნები ნავთობის მრეწველობის მფარველებს იზიდავენ, რომლებიც თავის მხრივ მათთვის სასურველ პოლიტიკურ კანდიდატებს აძლევენ ხმას. ქვეყნები, რომლებიც რესურსული კოლონიების როლში გვევლინებიან ადამიანთა უფლებების მკაცრი დარღვევებით და ბუნებრივი გარემოს გაჩანაგებით იტანჯებიან. კანადის ხელისუფლებამ  წიაღისეულის საწვავის კომპანიების სუბსიდირება მოახდინა და 14 მლრდ. კანადური დოლარის ინვესტირება მოახდინა, რამაც მრეწველობაში 340 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია.

გლობალიზაცია ქვეყნებზე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგადაც ისინი სახელმწიფო ქონების გადაცემას ახდენენ კერძო საკუთრებაში; ის აუფასურებს მათ ვალუტებს საექსპორტო ფასებზე «კონკურენტუნარიანობის» შესანარჩუნებლად და სატარიფო სტრუქტურებზე უარის თქმის გამო, რომლებიც ადგილობრივ ეკონომიკას იცავენ.

global

ნეოლიბერალურლმა პოლიტიკამ დაბეგვრის ტვირთი კორპორაციებიდან მუშათა კლასზე გადაიტანა. შედეგად ცენტრალიზებულმა გლობალურმა საბანკო ბიზნესმა რამდენიმე ბანკის სქემებთან მიმართებაში მთელი მსოფლიო მოწყლვადი გახადა. არცერთი ეს ეპიზოდი არ წარმოადგენს გარემოებათა შემთხვევით დამთხვევას; ეს უფრო ნეოლიბერალური კორპორატოკრატიის განზრახვების შედეგია.

სავაჭრო ხელშეკრულებები

ჩრდილოეთამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (NAFTA, 1994), ტრანსატლანტიკური პარტნიორობა (TPP, 2016) და სხვა სავაჭრო ხელშეკრულებები შემუშავებული იყო კორპორაციების მოგების გასაზრდელად. NAFTA და ТРР კორპორაციებს უფლებას აძლევს უჩივლონ მთავრობებს და ეს პროცესები კერძო, საიდუმლო სასამართლოებში მიმდინარეობს. 2013 წელს, როდესაც კანადის პროვინცია კვებეკმა მორატორიუმი მიიღო ნავთობის და გაზის ფრეკინგზე, რათა მიწის და წყლის დაბინძურება შეეჩერებინა, ამერიკულმა ნავთობის და გაზის კომპანია Lone Pine Resources-მა  250 მლნ. დოლარზე NAFTA-ს სახელით კანადის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ მორატორიუმი «თვითნებური და არაკანონიერი ანულირება» იყო კომპანიის უფლებისა მოეპოვებინა ნავთობი და გაზი.

როდესაც ონტარიოს პროვინციამ მიიღო კანონი ბუნების დამზოგავი განახლებადი ენერგიის შესახებ (Green Energy Act), ტეხასის ენერგეტიკულმა კომპანიამ Mesa Power-მა მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა.  როდესაც კანადის ხელისუფლებამ აკრძალა ММТ, ნეორტოქსინი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული,  Ethyl Corporation-მა მოითხოვა და მიიღო კიდევაც 13 მლნ. ამერიკული დოლარი. ამერიკულმა კომპანია S.D. Myers-მა,  რომელიც ტოქსიკური ნარჩენების გამოსროლაზე იყო პასუხისმგებელი, კანადას სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით რომ ბეჭვდითი პლატების ექსპორტი აიკრძალა. ასევე ამერიკულმა კომპანია Sun Belt-მა უჩივლა კანადას წყლისდაცვითი კანონმდებლობის მიღების გამო; სხვა უამრავმა კორპორაციამაც აღძრა არაერთი საქმე ასობით მილიონი დოლარის ღირებულებაზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა.

როდესას აშშ-ში მილსადენი Keystone XL აკრძლეს, კანადურმა კოპანიამ TransCanada-მ 15 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მიიღო. Exxon Mobil-მა, Dow Chemical-მა და სხვა კორპორაციოებმა საერთო ჯამში 600-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს სხვადასხვა მთავრობების წინააღმდეგ. ცნობილი ეკონომისტები, ჯოზეფ სტიგლიცი და ადამ ჰერში Marketwatch-ში წერდნენ, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულებები «ღია კონკურენციას აფერხებენ და მომხმარებლებისთვის ფასებს ზრდიან».  ესაა გლობალიზაციის სახე, კორპორატიული შეთქმულება დემოკრატიის წინააღმდეგ.

43195733_1907500512629067_5082554750650548224_n

ლოკალურ დონეზე ზოგიერთი ქვეყანა ამ ტენდენციებს შეცვლას ცდილობს საწინააღმდეგო მიმართულებით. 2008 წელს ისლანდიამ უკვე წარმოადგინა ასეთი მოდელი, როდესაც დამნაშავე ბანკირების წინააღმდეგ საქმე აღძრა, იმის მაგივრად რომ მათ დახმარებოდა. იქ ბანკებში ახალი დირექცია დაამტკიცეს, მათი კაპიტალიზირება მოახდინეს და ორიენტაცია შეუცვალეს საზოგაოდების ინტერესების დაცვის მიმართულებით. მათ მოახდინეს კრონის დევალვაცია 60%-ით, რამაც საშუალება მისცა მაღალი ხელფასები შეენარჩუნებინათ, იმპორტი შეზღუდეს და ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის განვითარებას მიჰყვეს ხელი.

ლოკალიზაცია – ესა არის წამალი გლობალიზაციის წინააღმდეგ, პირველი ნაბიჯი ადამიანების უფლებების აღდგენის და ნაციონალური ეკოსისტემის განახლების გზაზე.

“შოკის დოქტრინა” – კაპიტალიზმის კატასტროფების აღმავლობა

resize_l6EqHXbf4mRQrYU9KoSp8xBLjh0APZcu_980x590.jpg

მაშინ როდესაც უამრავმა ცნობილმა ეკონომისტმა და ექსპერტმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2008 წლის გლობალური კრიზისი მათ გამორჩათ და მისი პროგნოზირება ვერ შეძლეს, ხანდახან გრიპის ეპიდამიას ან უეცარ მიწისძვრასაც კი ადარებდნენ მას, უამრავი მემრაცხენე ამ დროს აღტკინებული იყო: კანადელმა ანტიგლობალისტმა, ნაომი კლაინმა ფინანსურ კრიზისამდე 1 წლით ადრე შეძლო იმის ახსნა და წინასწარ გამოცნობა თუ საით მიექანებოდა ნეოლიბერალური კაპიტალისტური ეკონომიკა.

მისი “შოკის დოქტრინა” – გლობალიზაციის და ნეოლიბერალური ექსპანსიის ისტორია მესამე სამყაროს ქვეყნებსა და აშშ-ში. კლაინის ძირითადი ინტუიცია შემდეგნაირად ჟღერს:

იმისთვის რომ ქვეყანაში დამყარდეს არარეგულირებადი ბაზრის პრინციპები, ნეოლიბერალურ ეკონომიკას ესაჭიროება რყევები, კრიზისები და კატასტროფები. უფრო მეტიც, ნეოლიბერალიზმი პირდაპირ კავშირშია მათ კვლავწარმოებასთან.

რაც არ უნდა იყოს კრიზის მიზეზი – ქარიშხალი “კატრინა”, აზიური ფინანსური კრახი, სამხედრო გადატრიალებები ლათინურ ამეირკაში, საბჭოთა კავშირის დაშლა, ტიანანმენის მოედანზე დემონსტრანტების ჩაცხრილვა – მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრავმა არის ხელსაყრელი ნიადაგი, რომლის დროსაც იზრდება “უხილავი ხელის” და არარეგულირებადი ბაზრების მიმართ ირაციონალური რწმენა. პატარა გამარჯვების მომტანი ომი და შემდგომი პატრიოტული აღმავლობა, ნეოლიბერალიზმის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. რომ არა ფოლკლენდის ომი, ტეტჩერი ალბათ ვერ შეძლებდა ნეოლიბერალური რეფორმების გატარებას დიდ ბრიტანეთში. (შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ 2008 წლის აგვისტოს ომთან და სააკაშვილის მიერ გატარებულ ნეოლიბერალურ რეფორმებთან)

sd.jpg

მომენტებში “შოკის დოტრინის” კითხვა ცოტა რთულია – ეს გულმხურვალე ანტიკაპიტალისტური პამფლეტია, რომელიც სხვების უბედურებაზე ხელის თბობის მოყვარულ თავისუფალ ბაზარს არ ინდობს და მიწასთან ასწორებს.

თუ კლაინს ანალოგიის მოყვანა სურს, მაშინ დარწმუნებული იყავით რომ ის მილტონ ფრიდმანის იდეების რეალიზებას ამ უკანასკნელის თანამშრომლობას შეადარებს პინოჩეტთან და ფსიქიატრიულ სავაადმყოფოებში მსჯავრდებულების წამების ფაქტებსაც მოგიყვანთ. “შოკური თერაპიის” შედეგების პასუხისმგებელი პირების დასახელებისას ნაომი კლაინი დანაშაულების ბაზის მსგავსი რაღაცის შედგენას იწყებს. “შოკის დოქტრინა” ამხელს ნეოლიბერალიზმის წარმატების ცალკეულ ისტორიებს არა პუბლიცისტიკური რიტორიკის დონეზე, არამედ უამრავი დეოკუმენტების და ფაქტების მოშველიების პირობებში. აღნიშული წიგნის გამოსვლამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია და ჯოზეფ სტიგლიცმა მაგალითად შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “ნეოლიბერალიზმის დანაშაულები ბევრად უფრო სერიოზული ხასიათისაა, ვიდრე ეს ნაომი კლაინს ჰგონია”

 

 

ნეოლიბერალიზმი და ფაშიზმი

ისევე როგორც ამას თავისდროს განვითარებულ ევროპაში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ფაშიზმი კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად მოგვევლინებოდა, დღესაც ალბათ არც თუ ისე ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ნეოლიბერალიზმი დღვანდელი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.

ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები უნებურად გვაფიქრებენ იმაზე, რომ ნეოლიბერალიზმისა და ფაშიზმის დაახლოება არ არის კონტრასტის გამძაფრებისთვის მოგონილი ხუმრობა, რადგან მათ მართლა გააჩნიათ საერთო ნიშნები საფუძვლიან დონეზე.

ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტიკოსი, დევიდ ჰარვი საკუთარ წიგნში –“ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია” (A Brief History of Neoliberalism) აღნიშნავს, რომ ნეოლიბერალიზმი პირველ რიგში პოლიტეკონომიური თეორიაა, რომლის გამოყენებაც ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნებში.

პრაქტიკული თვალსაზრისით კი ნეოლიბერალიზმი ცდილობს ბაზრის და ვაჭრობის საგნგად აქციოს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი, ისინიც კი რაც ტრადიციულად საზოგადოებრივ ქონებას წარმოადგენდა (ჰაერი, წყალი, მიწა) ისეთ რაღაცეებს რომ თავი დავანებოთ, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ნეოლიბერალური ლოგიკით ყველაფერი იყიდება, ადამიანური ურთიერთობების ჩათვლით. (ალბათ ყველას გახსოვთ ბენდუქიძის ხმამაღალი განცხადება ამ თემაზე)

ამერიკელი რობერტ მაკჩესკი წერს ჩომსკის წიგნის „Profit Over People: Neoliberalism & Global Order“-ს წინასიტყვაობაში წერს:

62659.jpg

XX ასწლეულის მეორე ნახევარში ზოგი კრიტიკოსი ფაშიზმს ეძახდა  „კაპიტალიზმს ხელთათმანების გარეშე“, იგულისხმება, რომ ფაშიზმი იყო კაპიტალიზმი დემოკრატიული ინსტიტუტებისა გარეშე.  სინამდვილეში ფაშიზმი გაცილებით უფრო რთული ორგანიზმია. მეორე მხრივ ნეოლიბერალიზმი მართლაც არის „კაპიტალიზმი ხელთათმანების გარეშე“. ის იმ ეპოქის სიმბოლო გახდა, როდესაც ბიზნეს ელიტები გახდნენ უფრო ძლიერი და აგრესიულები, ვიდრე ოდესმე, თანაც დღეს მათ წინააღმდეგ ნაკლებად ორგანიზებული ძალები მოქმედებენ. ასეთი პოლიტიკური კლიმატის პირობებში ისინი ცდილობენ გაიმაგრონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ყველგან, სადაც კი ეს არის შესაძლებელი, რის შედეგად მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უკიდურესად რთულად გვესახება, ხოლო არასაბაზრო, არაკომერციული დემოკრატიის არსებობა სულად შეუძლებელი.

ასე, რომ თუ ფაშიზმი ასევე არის „კაპიტალიზმი ხელთათმანების გარეშე“ და ნეოლიბერალიზმიც იგივეს ასახავს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორი ფენომენი მართლაც საკმაოდ ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან.

მაკჩესკი ასევე ხაზს უსვამს ნეოლიბერალიზმის ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს -ტოტალურობას. ეს გარკვეულწილად ფაშიზმსაც ერგება, ყოველ შემთხვევაში ისეთს, როგორიც ჩვენ ის გვახსოვს ისტორიიდან, იდეოლოგიური ტოტალურობის ჩათვლით. ის ცალსახად აისახება ჩვენ თანამედროვე ნეოლიბერალებზეც, რომლებიც ზიზღით უყურებენ მათი გადმოსახედიდან ნებისმიერ არაპროგრესულს ან არაპოლიტკორეკტულს. მათი ფენომენი მდგომარეობს იმაში, რომ ნორმალური მსოფლმხედველობის ადამიანები ხდებიან მონოცენტრისტულები თავიანთი აზროვნებით, როგორც პერსონალურ ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ნეოლიბერალების რეაქცია იმ ადამიანების ჯგუფზე, ვინც ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობს, ისინი მათ მოურიდებლად დაცინიან, არადა დამეთანხმებით რომ რომელიმე ენის არცოდნა არათუ დაცინვის საბაბი, არამედ ცივილურ საზოგადობაში არაფრისმთქმელი ფაქტია.

ერთად გავიხსენოთ ნეოლიბერალების ბრაზი და აგრესია დიდ ბრიტანეთში იმ ადამიანების მიმართ, ვინც Brexit-ს დაუჭირა მხარე. ქართველი ლიბერალებიც კი პირდაპირ წერდნენ სოციალურ ქსელებში, რომ “რა უნდოდათ Brexit-ს მომხრეებს, რატომ გამოვიდნენ ევროკავშირიდან, მაინც მალე უნდა ჩაძაღლდნენო?”

ფაშიზმს აქვს უნარი სრულყოფილად შთანთქოს ობიექტები. თუ შენ ამ გზას დაადექი, მასში შეუძლებელია გაჩნდეს რაიმე ზომიერების მომენტი.

american-neoliberal-fascism-header-jpg1

ამავდროულად არაფერი რჩება უცვლელად.

თუ XX ს ფაშიზმი იყო სახელმწიფოს კულტით გამსჭვალული, ნეოლიბერალიზმი გარკვეულ წილად შეიძლება ითქვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.

(ან ის ამას იმპლიციტურად აკეთებს ერთი სახელმწიფოსთვის ოკეანის გაღმა, თუმცა ის არ არის კლასიკური გაგებით ერი-სახელმწიფო)

ასევე ფაშიზმს გააჩნია იმპერიალიზმისკენ მიდრეკილება, რასაც ნეოლიბერალიზმსაც ვერ წაართმევ, ოღონდ ცოტათი განსხვავებული ფორმა ახასიათებს.

საინტერესოა, რომ ნეოლიბერალიზმის დასაწყისში რეიგანსა და ტეტჩერს, დასავლეთის მემარცხენე წრეებში და საბჭოთა კავშირში არც მეტი, არც ნაკლები ფაშისტების ეპითეტით მოიხსენიებდნენ. მაშინ ეს ყველას ეს პოლიტიკურად გადამეტებული ეგონა,  მაგრამ დღევანდელი მსოფლიო წესრიგის შემხედვარე, სადაც მთელი ქვეყნები და რეგიონები შუა საუკუნეებში უკუაგდეს მათი სოციალური და ეკონომიკური განვითარების რეგრესს თუ გავითვალისწინებთ ეს აღარავის ეჩვენება გადამეტებულად.

hqdefault

საინტერესო ისაა ამ ყველაფერში, რომ ფორმალური ელექტორატული დემოკრატიაც არ უწევს მას წინააღმდეგობას, პირიქით…

ისევ მაკჩესკის სიტყვებს დავუბრუნდეთ:

„ნეოლიბერალიზმი საუკეთესოდ მოქმედებს  ფორმალური ელექტორატული დემოკრატიის პირობებში, მითუმეტეს ისეთ პირობებში, რომელშიც მოსახლეობას არ მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია და მას არ აქვს საზოგადოებრივ პოლიტიკურ მსჯელობებში მონაწილეობის მიღების საშუალება, რაც არ აძლევს მას საშუალებას იყოს სრულყოფილი გადაწყვეტილების მიმღები პირი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სფეროში“

ასე, რომ როდესაც პოლიტიკური ლიდერები აკეთებენ განცხადებას რაიმე საკითხის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, წინასწარ შეიძლება განვსაზღვროთ მისი შედეგები იშვიათი გამონაკლისების გარდა.