როგორ გაათავისუფლა წითელმა არმიამ ევროპა

თანამედროვე დასავლურ ისტორიოგრაფიაში II მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენების ”გადააზრება” და ხშირ შემთხვევაში გადაწერაც კი მიმდინარეობს. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი არმიის როლს. შეიმჩნევა წითელი არმიის განმათავისუფლებელი მისიის დაკნინების მცდელობები. ეს ტენდენცია შესამჩნევად იზრდება ყოფილი ”სოციალისტური ბანაკის” ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი). შარშან აშშ-ის პრეზიდენტმა II მსოფლიო ომში გამარჯვების სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს ნაცისტები. თეთრი სახლის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ: ”ამერიკული სული ყოვეთვის იმარჯვებს.

ისტორიის მსგავსი ფალსიფიკაციის პირობებში საჭიროდ მიგვაჩნია წითელი არმიის საგმირო საქმეების გახსენება – მილიონობით დაღუპული ჯარისკაცის სიცოცოხლე, წითელი არმიის თავდადების მაგალითი, რამაც ევროპა იხსნა ნაციზმისგან და გაათავისუფლა ამ დიდი ბოროტებისგან.

მინსკი (3 ივლისი, 1944)

1994 წლის ივნისში, საბჭოთა წითელმა არმიამ ბელარუსის გათავისუფლება დაიწყო ”ბაგრატიონის” ოპერაციის ფარგლებში. გერმანელებმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მარცხი იწვნიეს და 500 000 გერმანელი ჯარისკაცი დაკარგეს, ამასთან ერთად სრულად განადგურდა ”ცენტრის” არმიის ჯგუფი. (Heeresgruppe Mitte) 3 ივლისს მინსკი სრულად გათავისუფლდა.

ვილნიუსი (13 ივლისი, 1944)

საბჭოთა ლიტვის დედაქალაქი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო აღმოსავლეთ პრუსიის გზაზე. 9 ივლისს ქალაქს წითელმა არმიამ შეამოარტყა ალყა და ქუჩის სასტიკი ბრძოლების შედეგად 13 ივლისს გაათავისუფლა კიდევაც. საგრძნობი დახმარება საბჭოთა ჯარებს ლიტველმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა გაუწიეს, რომლებიც ქალაქს სამხრეთიდან უტევდნენ.

კაუნასი ( 1 აგვისტო, 1944)

ნაცისტური ოკუპაციის დროს, სიდიდით მე-2 უდიდესი ქალაქი, კაუნასი, გერმანელებმა ძლევამოსილ ციხესიმაგრედ აქციეს. ამის მიუხედავად, საბჭოთა ჯარებმა ქალაქი რამდენიმე დღის განმავლობაში გაათავისუფლეს. 29 ივლისიდან დაწყებული, 2 დიდი შეტევის შედეგად წითელმა არმიამ გერმანული გარნიზონი გაანადგურა და შედეგად 2-ჯერ შეამცირეს მათი რაოდენობა. ამის შემდეგ სხვა პრობლემა წამოიშვა – კაუნასი ნაღმებით იყო სავსე. 5 500-მდე ნაღმი იქნა აღმოჩენილი და გატანილი ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან.

კიშინიოვი (24 აგვისტო, 1944)

მოლდოვის და მისი დედაქალაქის, კიშინიოვის გათავისუფლება II მსოფლიო ომის მიმდინარეობისას წითელი არმიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციადაა მიჩნეული. ე.წ ”10 სტალინური დარტყმიდან” ერთ-ერთი. ოპერაციის შედეგად «სამხრეთ უკრაინის» არმიის ჯგუფი, სადაც როგორც გერმანული, ასევე რუმინული ჯარის ნაწილები შედიოდნენ, მთლიანად იქნა განადგურებული.

ბუქარესტი (31 აგვისტო, 1944)

საბჭოთა ჯარებმა ეფექტურად გამოიყენეს ის ქაოსი და არეულობა, რაც მოლდოვაში განცდილი დამარცხების და რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გერმანულ ჯარში სუფევდა. წითელი არმის ოპერატიულად შევიდა ბუქარესტში, სადაც მოქალაქეებმა საკმაოდ თბილისი დახვედრა მოუწყვეს.

ტალინი (22 სექტემბერი, 1944)

1944 წლის სექტემბერში გერმანულმა სარდლობამ გაათვიცნობიერა, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნებას და ბრძანება გასცა მასობრივი ევაკუაციის შესახებ. ტალინიდან 60 000-მდე ჯარისკაცის ევაკუირება მოხდა, ხოლო ძირითადმა გერმანულმა ნაწილებმა კურლანდიაში დაიხიეს. 22 სექტემბერს წითელმა არმიამ ყოველგვარი სიძნელის გარეშე ტალინი დაიკავა.

რიგა (15 ოქტომბერი, 1944)

რიგის აღებით საბჭოთა ჯარები გეგმავდნენ ნაცისტური ჯარების ალაგმვას, რომლებიც ესტონეთიდან იხევდნენ. მაგრამ ხელჩართულმა შეტაკებებმა და ”ლატვიური სს” დივიზიის წინააღმდეგობამ წითელი არმიის წინსვლა 2 კვირით შეაჩერა და გერმანელებს საშუალება მისცა კურლანდიაში წარმატებით გადასულიყვნენ . 15 ოქტომბერს წითელმა არმიამ საბოლოოდ გაათავისუფლა ქალაქი.

ბეგლრადი (20 ოქტომბერი, 1944)

ბელგრადის გათავისუფლებაში წითელ არმიას აქტიური დახმარება გაუწიეს იოსიპ ბროზ ტიტოს იუგოსლაველმა პარტიზანებმა და ბულგარეთის სახალხო არმიამ. სწრაფი და ეფექტური დარტყმების სერიამ ქვეყანა მთლიანად გაათავისუფლა ნაცისტებისგან და გერმანელების ევაკუაცია გაართულა საბერძნეთიდან.

ვარშავა (17 იანვარი, 1945)

პოლონეთის დედაქალაქი 3 დღიანი შეტაკებების შემდეგ გათავისუფლდა. წითელი არმიის მოულოდნელი და წარმატებული თავდასხმის შედეგად საბჭოთა ჯარებმა მდინარე ვისლა გადალახეს და ქალაქში გამაგრდნენ. პოლონეთის I მოკავშირე არმია ასევე უტევდა პოლონეთის ჰიმნის აკომპანიმენტის ფონზე. საბჭოთა მე-2 გვარდიულმა სატანკო არმიამ საბოლოო იერიში მიიტანა, რომელიც მტრის ზურგში შეიჭრა და ნაცისტურ გარნიზონს დახევის გზები მოუჭრა.

ბუდაპეშტი (13 თებერვალი, 1945)

ქალაქის დასაცავად გერმანელებმა 13 სატანკო დივიზია გამოიძახეს. სატანკო ჯარების ასეთი კონცენტრაცია აღმოსავლეთ ფრონტისთვისაც კი იშვიათობა იყო. იმის მიუხედავად, რომ 29 დეკემბერს გერმანელი და უნგრული ჯარები ალყაში იყვნენ, მათ უარი თქვეს დანებებაზ და თვენახევრის განმავლობაში აგრძელებდნენ ბრძოლას.

ბრატისლავა (4 აპრილი, 1945)

ბრატისლავის აღებამ წითელ არმის გზა გაუხსნა პრაღისკენ. გერმანული მხედართმთავრობა ქალაქის გამოყენებას გრძელვადიანი საყრდენი პუნქტის მიზნით აპირებდა. მაგრამ საბჭოთა ჯარებმა პირდაპირ შტურმს თავი აარიდეს და ღრმა მანევრის შედეგად ქალაქს ჩრდილო-დასავლეთდან შეუტიეს. სლოვაკეთის დედაქალაქის გათავისუფლებას 2 დღე დაჭირდა.

ვენა (13 აპრილი, 1945)

წითელმა არმიამ ვენაზე იერიში აღმოსავლეთიდან და სამხრეთდან დაიწყო. საბჭოთა ჯარისკაცები თითოეული სახლისთვის და ნაგებობისთვის იბრძოდნენ, რაც ნაცისტებმა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენეს. მძვინვარე მტრული ცეცხლის ფონზე საბჭოთა ინჟინრებმა ქალაქის მთავარი ხიდის, ”რეიხსბურკის” განნაღმვა შეძლეს. სასოწარკვეთილი გერმანელები ბოლომდე ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ავსტრიის დედაქალაქი ერთკვირიანი ბრძოლების შედეგად გათავისუფლდა.

ბერლინი (2 მაისი, 1945)

ამ სასტიკ ბრძოლაში მესამე რაიხის მთავარი არტერიისთვის გერმანელებთან ერთად, ფრანგები, სკანდინავიელები და ლატვიური სს-ის დანაყოებიც იბრძოდნენ და გააფთრებულად ცდილობდნენ თითოეული კვადრატული მეტრის შენარჩუნებას. წითელ არმიას პოლონეთის სახალხო არმიის დამხარებით ბერლინის ასაღებად ერთი კვირაზე მეტი დასჭირდა. რაიხსტაგის გარშემო შეტაკებები ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგაც მიმდინარეობდა. წინააღმდეგობის ბოლო კერები 2 მაისს განადგურდა, თუმცა ზოგიერთი შეტაკება 7 მაისამდე გრძელდებოდა.

პრაღა (9 მაისი, 1945)

ბერლინის დაცემის და ნაცისტების კაპიტულაციის შემდეგაც კი პრაღა ბრძოლას მაინც აგრძელებდა. დარჩენილმა გერმანულმა საჯარისო ნაწილებმა პრაღაში მოიყარეს თავი დასავლეთის მიმართულებით გაჭრისა და ამერიკელებისთვის დანებების ოცნებაში. 5 მაისს ჩეხეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა რუს კოლაბორაციონისტებთან ერთად ”რუსეთის გათავისუფლების I ქვეითი დივიზიიდან” (ვერმახტის დანაყოფი) აჯანყება მოაწყვეს, რომელთაც სხვა მხარეზე გადასვლით პატიების იმედი ჰქონდათ. საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ კოლაბორაციონისტები დასავლეთისკენ გაიქცნენ და 9 მაისს ქალაქის გარნიზონი წითელ არმიას ჩაბარდა.

რამდენად ცივილიზებული იყო ევროპა?

დღესდღეობით ევროპელებს პრივატიზირებული აქვთ ზოგადსაკაცობრიო ადამიანური ფასეულობები და იმდენი იკადრეს რომ ამას “ევროპული ფასეულობების” სახელით მოიხსენიებენ. მედია საშულებები, დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ევროცენტრისტი პოლიტიკოსები ყოველდღიურად ავრცელებენ მითებს “ევროპული აღმატებულების” შესახებ, რათა მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვის პროცესი შეუქცევადი გახდეს.

დღე არ გავა ყურში რომ არ მოგვხვდეს შემდეგი ფრაზები: “ევროპული ფასეულობები”, “ევროპული არჩევანი”, “ცივილიზებული ევროპა” თუ სხვა. მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობით გავაანალიზოთ კიდევ ერთხელ ცივილიზებული იყო კი ისტორიული ევროპა? რა მაგალითს აძლევდა ბებერი კონტინენტი დანარჩენ მსოფლიოს?

ისტორიულად შუა საუკუნეების ევროპა გამოირჩეოდა სიველურით, ანტისანიტარიით და მასობრივი სიბინძურით. სწორედ ამიტომაც ასე ხშირად ვრცელდებოდა სხვადასხვა დაავადება მთელი ევროპის მასშტაბით. ყველაზე მომაკვდინებელი შედეგები კი ევროპაში შავი ჭირის მოდების შედეეგად დადგა, როდესაც ქალაქები მთლიანად დაცარიელდა.

მრავალმილიონიანი მსხვერპლის შემდეგ ადამიანთა ძვლებით იყო სავსე ნებსიმიერი ადგილი, იქნებოდა ეს ორმო, სასაფლაო თუ სხვა რამ. ამ ყველაფრის ისტორიული გამოძახილი შეგვიძლია ვიხილოთ ევროპულ ეკლესიებსა და კატაკომბებში, სადაც ადამიანების ძვლებს საშენ მასალად ან სხვადასხვა სამკაულის საკეთებლად იყენებდნენ.

100.jpg

იმხანად საკუთარ ჰიგიენაზე და სისფუთავეზე ზრუნვა ევროპული ლოგიკით ცოდვად ითვლებოდა. ევროპული სამღვდელოება მოსახლეობას მოუწოდებდა ძონძები ცმოდათ და არ დაებანათ, რადგანაც მათი აზრით მხოლოდ ესე შეიძლებოდა სულიერი განბანა. ბანაობა არ შეიძლებოდა კიდევ ერთი საბაბით, რათა ნათლობის დროს მიღებული წმინდა წყლის ჩამობანვა არ მომხდარიყო. შედეგად ევროპის მკვიდრი მოსახლეობით წლობით არ ბანაობდა და საერთოდ არ იცოდა თუ რა იყო წყალი.

101.jpg

102.jpg

სიბინძურე და ტილები სიწმინდის განსაკუთრებულ ნიშნებად ითვლებოდა. სისუფთავეს ზიზღით უყურებდნენ. ტილებს “ღვთიურ მარგალიტებს” ეძახდნენ და სიწმინდის ნიშნად მიიჩნეოდა. ევროპელები იმდენად შორს იყვნენ ჰიგიენის ელემენტარული ნორმებისგან, რომ XIX საუკუნის მედიცინის სახელმძღვანელოებში მოსახლეობას არწმუნებდნენ დაბანვის აუცილებლობაში.

მაგალითად მნიშვნელოვანი ევროპული გამოგონება – სუნამო, სამყაროს მოევლინა როგორც რეაქცია აბანოების არარსებობაზე და ამისგან გამოწვეულ საშინელ სუნზე. ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იმ აყროლებული, მძიმე სუნის განეიტრალებაში მდგომარეობდა, რასაც წლობით დაუბანელი სხეული იწვევდა.

bV1LBtq76DtFHqY3dRWOPGL-KOFesum8oW9yWzYf_RcAfd2Q7Ptoc7zcqYuvOgo9X3NtV7EsfzbPuPjcKiH54e-sdQIYP7RMtARn3iIcLmWHFWLdDeZQEIQassUz6LgW.jpg

103.jpg

ევროპაში რელიგიური სწავლებების პოპულარიზაციასთან ერთად, შემდგომმა თაობებმა მრავალი საუკუნის განმავლობაში ტუალეტის შესახებ სრულად დაივიწყეს. დავიწყებული კანალიზაციის როლს ქუჩაში არსებული თხრილები ასრულებდა, სადაც ფეკალიების ნაკადული მიედინებოდა. ანტიკური ცივილიზაციის დავიწყების შედეგად ხალხი იქ იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებებს, სადაც მოუხდებოდათ. ქუჩებში ისეთი სიბინძურე სუფევდა, რომ სავალ ნაწილზეც კი შეუძლებელი იყო სიარული.

104.jpg

105.jpg

ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყარობის თანახმად, ბევრ გერმანულ ქალაქში გამოჩნდა ”სასიარულო ჯოხები”, რომლის გარეშეც ქუჩაში გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

100

ზოგიერთი ისტორიკოსი გაკვირვებული იყო თუ რა ადვილად პოულობდნენ სალაჰ ად-დინის ჯარისკაცები ქრისტიანულ ბანაკებს. ძალიან მარტივად – სუნით. შუა სუაკუნეებში ქალები თმებზე ნიორს ისმევდნენ, რათა ტილებისგან თავი დაეღწიათ, ხოლო თმების ფერის შესაცვლელად საღლის შარდს იყნებდნენ.

სიფილისი იმ დროს ისე გავრცელებული იყო, რომ მოდაზეც კი ახდენდა გავლენას. საკუთარი ჯანმრთელობის დასამტკიცებლად მამაკაცები თმებს და წვერებს იზრდნენ. სიფილისით დაავდებულები კი აქტიურად იყენებდნენ პარიკებს.

კათოლიკური ეკლესია უფრო შორს წავიდა და მათგან განსხვავებულ აზრზე მყოფის ადამიანების დასასჯელად ინკვიზიცია მოიფიქრა, რაც ხშირ შემთხვევაში სასტიკ წამებას გულისხმობდა.

0001.jpg

სასაფლაობები დაავადების გავრცელბის ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენდა, რადგანაც არანაირი სანიტარული ნორმები არ არსებობდა. სასაფლაოები არც თუ ისე ღრმა იყო, ამიტომაც ცხოველები მიწის ამოთხრას და გვამების შეჭმას ახერხებდნენ. ამასთანავე სასაფლაოებისთვის ადგილები საკმარისი არ იყო და შესაბამისად ერთი და იმავე საფლავს რამდენიმეჯერ იყენებდნენ. მოსახლეობას ქალაქებში და სოფლებში გვამების ლაბირინთში უწევდათ სიარული.

ევროპის მკვიდრი მოსახლეობის ზოგადი კულტურა და თვითშეგნება იმდენად დაბალ დონეზე იყო რომ მთელი ნაგვის, ჭუჭყის გუბეების და ფეკალიების გადმოყრა-გადმოღვრა პირდაპირ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან ხდებოდა. რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე მასობრივად ანადგურებდნენ კატებს, ხოლო თაგვები კი უამრავი დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები იყვნენ. 

შავი ჭირისგან იღუპებოდა უამრავი ადამიანი, ამიტომ ხშირად საერთო, დიდ საფლავებს თხრიდნენ. ამის მიუხედავად საერთო საფლავებიც მალე ივსებოდა და ბევრი გარდაცვლილის გვამი პირდაპირ ქუჩებში იხრწნებოდა.

100

102.jpg

შავი ჭირის ეპიდემია იტალიაში, 1348 წ.

ჰიგიენის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფა ევროპას ძვირად დაუჯდა: XIV საუკუნეში შავი ჭირის შედეგად საფრანგეთმა მოსახლეობის მესამედი დაკარგა, ხოლო ინგლისმა და იტალიამ – ნახევარი.

105444.jpg

ერთიანი ევროპა ვეღარ იარსებებს ანუ ევროსკეპტიციზმის ბუმი ევროპაში

ევროპის ერთიანი მომავალი რომ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ამაში დღითდღე ვრწმუნდებით. ევროპის მაცხოვრებლებში იმძლავრა აზრმა რომ, ევროპის ეკონომიკური განვითარების შეფერხება პირველ რიგში მომატებული ემიგრანტების, საერთო ევროპული ვალუტის და ზოგადად ”ევროკავშირის” დამსახურებაა.

ავტორიტეტულმა დასავლურმა გამოცემა The Economist-მა ჩაატარა კვლევა თუ როგორ მოქმედებს ”ევროსკეპტიციზმი” ევროპის ქვეყნების პარლამენტების ფორმირებაზე. როგორც აღმოჩნდა ”ევროსკეპტიკური” პარტიების რეიტინგი ბოლო პერიოდში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ლურჯი და წითელი გრაფიკებით აღნიშნულია ''ევროსკეპტიკურად'' განწყობილი პარტიების რეიტინგი

ლურჯი და წითელი გრაფიკებით აღნიშნულია ”ევროსკეპტიკურად” განწყობილი პარტიების რეიტინგი    წყარო The Economist

მაგალითისთვის, სულ რაღაც ერთი თვის წინ საბერძნეთში საკმაოდ რადიკალურმა პარტია ”სირიზამ” გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ხმამაღლა აპროტესტებს ევროპელი კოლეგების სიმკაცრეს საბერძნეთის მიმართ. ასევე გასათვალისწინებელია მზარდი ანტიმუსულმანური დემონსტრაციების გერმანიაში და შვედეთში.

ევროსკეპტიკური პარტიების სია ევროპის ქვეყნების მიხედვით

ევროსკეპტიკური პარტიების სია ევროპის ქვეყნების მიხედვით

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, მემარცხენე პარტია ”Podemos”, რომელსაც მინიმუმ 30%-იანი რეიტინგი გააჩნია დღის წესრიგში არამარტო ევროკავშირიდან გამოსვლას აყენებს, არამედ ევროს, როგორც ერთიანი ევროპული ვალუტის გაუქმების წინააღმდეგია.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდების 50%-ზე მეტი უმუშევარია, აქედან გამომფინარე ნათელია რომ ევროკავშირი საფუძვლიანად რეფორმირებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ დაიშლება მამრტივ მამრავლებად.

ევროპა რუსული გაზის გარეშე ვერ გაძლებს

სლოვაკური გაზის სანტრანსპორტო კომპანიის Eustream-ის გენერალური დირექტორი რატისლავ ლუკიჩი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების პრობლემების გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ ევროპის უახლოვესი მომავალი რუსული გაზის გარეშე წარმოუდგენელია.

gaz'

არც თუ ისე დიდი ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ მას სურს უკრაინის ტერიტორიაზე შექმნას ”გაზის კვანძი” სკოვაკეთის, პოლოთენის და უნგრეთის მონაწილეობით. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილის გაზის სანტრანსპორტო კომპანიის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ამ იდეას უახლოვეს მომავალში არ უწერია სისრულეში მოყვანა, რადგანაც ევროპა ვერ შეძლებს თავის გატანას რუსული გაზის გარეშე.

ზოგადად ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხი ამჟამად ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკვილის საგანს წარმოდგენს. ნებისმიერი მსხვილი ფორუმი, იქნება ეს დავოსი თუ სხვა, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტური ენერგოკავშირის შექმნის შესაძლებლოების განხილვა, თუმცა ჯერ-ჯერობით პრობლემის კონკრეტულ მოგვარებამდე ვერ მივიდნენ.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამერიკელები ამ საკითხშიც საკმაოდ აქტიურად ერევიან და ”აიმედებენ” ევროპელებს, რომ ისინი რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას თავისუფლად შეძლებენ. ასე მაგალითად 2014 წლის სექტემბერში, ამერიკელმა დიპლომატმა დაწერა სტატია Financial Times-ისთვის, სადაც აღნიშნა რომ ევროპა რუსული გაზის გარეშეც იარსებებს.

საინტერესოა განვიხილოთ თუ რეალურად რა ხდება ევროპაში. ევროპის მთლიანი ენერგომოხმარების 30%-ს რუსული გაზი შეადგენს, ასე რომ ამ რაოდენობის გაზის სხვა წყაროთი ჩანაცვლება შეუძლებელია. ევროპელების სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ევროპაში გაზის მოპოვება მჩირდება. გიგანტური ტემპებით მცირდება გაზის მოპოვება დიდ ბრიტანეთში და ნორვეგიაში.

b27be8

სხისტოლითური აირის (сланцеый газ) მოპოვოება, რომელზეც დღესდღეობით ამდენი ლაპარაკია ჯერ-ჯერობით ვერ გახდება რეალური ალტერნატივა. აქ გასათვალისწინებელია, ის რომ ევროპული კანონმდებლობა არსებითადან განსხვავდება ამერიკულისგან, რაც ართულებს ამ პროცესს.

უფრო მეტიც, ექსპერტებმა და სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ გერმანია რუსული გაზის გარეშე 80 დღეზეე მეტს ვერ გაძლებს. გერმანიის გაზმომმარაგების 40%-ს სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს.

ამერიკელები ევროპელებს ეუბნებიან, რომ რუსული გაზის გარეშე ისინი უპრობლემოდ შეძლებენ ცხოვრებას. როდესაც ევროპელები ეკითხებიან როგორაა ეს შესაძლებელი, ამერიკელები მათ სთავაზობენ თავის, უფრო დაბალი ხარისხის ბუნებრივ აირს, რომელიც რუსულ გაზთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო მეტი დაუჯდებათ ბებერი კონტინენტის ბინადრებს. აქ უკვე საქმე გვაქვს ენერგეტიკის პოლიტიზაციასთან და სხვა არაფერთან.

ევროპელების და ამერიკელების სასიკვდილო ცოდვები ანუ ანგლო-ამერიკული იმპერიების რასისტული საფუძვლები

დღეს მსოფლიოში მოდურია რუსულ აგრესიაზე საუბარი, განსაკუთრებით ამერიკის სატელიტ ქვეყნებში, თუმცა არავინ არ ამბობს, რომ ისტორიის სხვადსხვა მონაკვეთში დასავლური სახელმწიფოების იმპერიალისტური პოლიტიკა არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდა, მათ მიერ კოლონიზირებული ხალხების მიმართ. ისტორიის სხვადსხვა პერიოდში, დიდ და მძლავრ იმპერიებს ფლობდნენ ჰოლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი, მაგრამ მასშტაბებით, როგორც ტერიტორიული, ასევე სისასტიკის თვალასზრისით, ბრიტანულ იმპერიას ყველანი ჩამორჩებოდნენ. ამიტომ ამ სტატიის მიზანი გახლავთ, დასავლური იმპერიების და მათი ნამოქმედარის ანალიზი მოხდეს ინგლისის და აშშ- ის მაგალითზე. შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, თუ რატომ შეერთებული შტატებიც, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ინგლისის იმპერიის დაისის შემდგომ, მისი პოზიციები საერთაშორისო არენაზე დაიკავა მეორე ანგლო-საქსურმა სახელმწიფომ აშშ-მა.

ang

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დასავლელი ავტორი, ანგლო-ამერიკული  (და არა მარტო) იმპერიალიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელ კომპონენტად მიიჩნევს რასიზმს და მათ მიერ მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში ჩადენილ ქმედებებს, რასისტულ საფუძველებს უძებნის. ამიტომ, ალბათ უპრიანი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, რომ ანგლო-ამერიკული ტანდემის იმპერიალისტური პოლიტიკა, რასისტული კუთხით გაგვეანალიზებინა და მიმოგვეხილა.

საკითხის ანალიზის დროს, აუცილებელია მოვახდინოთ დასავლურ ანთროპოლოგიაში არსებული ბაზისური სქემების მიმოხილვა და შემდეგ მისი განზოგადოება ანგლო-საქსური იმპერიების საგარეო პოლიტიკაზე. ამგვარი ბაზისური სქემა პირველად მოგვცა ცნობილმა ამერიკელმა ანთროპოლოგმა ლუის მორგანმა, რომელმაც ჩამოაყალიბა რასობრივი უთანასწორობის  კონცეფცია. მაგალითისთვის, ის ზანგებს განიხილავდა, როგორც ადამიანების პრიმიტიულ სახესხვაობას. მისი კონცეფციის იერარქიზაციას თუ გავყებით მივიდივართ ცივილიზაციური კიბის მკვეთრ დიფერენციაციამდე. კერძოდ, იგი გვაძლევს საზოგადოებრივი მოწყობის სამ იერარქიულ მოდელს. 1) ველურობის მდგომარეობა (განვითარების უმდაბლესი საფეხური), 2) ბარბაროსული მდგომარეობა (განვითარების შუალედური საფეხური) და 3) ცივილიზაცია( განვითარების უმაღლესი საფეხური).

რასობრივი სეგრეგაციის ამსახველი ფოტო აშშ-ში

რასობრივი სეგრეგაციის ამსახველი ფოტო აშშ-ში

  • ველურობის მდგომარეობა– გულისხმობს ველურ პირველყოფილ ტომობრივ ურთიერთობებს, სადაც ინდივიდები წარმოადგენენ გარდამავალ საფეხურს,  მაიმუნიდან  ადამიანურობის მდგომარეობამდე. დამახასიათებელი ნიშან- თვისებები: სახელმწიფოს, დამწერლობის და  მკვეთრად სოციალურ-კულუტურული დიფერენციაციის  არ არსებობა.
  • ბარბაროსული მდგომარეობა- საზოგადოებრივი მდგომარეობის ეს საფეხური, პირველზე უფრო მაღლა მდგომი გახლავთ, რომელშიც სახელმწიფო ფორმირებულია, თუმცა მკაცრად ცენტრალიზებულია, გააჩნია სოცილაური დიფერენციაციის მაღალი დონე, მაგრამ გამოირჩევა ნაკლებად განვითარებული კულტურით.
  • ცივილიზაცია-საზოგადოებრივი ურთიერთობის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა კულტურის მაღალი დონით და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის მაღალ ეფექტურობით.

ზემოთ ფორმირებული სამი ბაზისური იერარქიული მოდელის ფარგლებში, სრულიად შესაძლებელია მასში ჩართული ადამიანების დიფერენციაცია მოვახდინოთ განვითარების დონის შესაბამისად. 1) ადამიანი ველური, 2) ადამიანი ბარბაროსი და 3) ადამიანი მოაზროვნე, შესაბამისად ცივილიზებული.

კიდევ ერთი ანგლო-საქსი მეცნიერი, შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ჰობსონი, თავის ნაშრომში „მსოფლიო პოლიტიკის ევრო-ცენტრისტული კონცეფცია“ მორგანის მიერ შემუშავებულ სქემას  მიუყვება და აღნიშნავს, რომ 1945 წლამდე დასავლეთში გაბატონებული გახლდათ აზრი, რომლის მიხედვით საზოგადობების მარკირება  ხდებოდა კანის ფერის მიხედვით: თეთრი ადამიანები, ყვითელი ადამიანები და შავები. აღნიშნულ დიფერენციას ის სქემატურად შემდეგნაირად გამოსახავს:

  • თეთრი ადამიანი=ცივილიზებული (ევროპელი)
  • ყვითელი ადამიანი=ბარბაროსი (აზიელები და ლათინო ამერიკელები)
  • შავი ადამიანი=ველური ( აფრიკელები, ამავე კატეგორიაში გაჰყავს ჩრდ. ამერიკის აბორიგენი ტომები, ანუ წითლები (ეს მისი ტერმინია))

თუ ჯონ ჰობსონს დავუჯერებთ, საზოგადოებების მარკირების ზემოთ ფორმირებულ მოდელი შეიცვალა 1945 წლის შემდეგ. მისი ხედვით, რასისტული მიდგომის შეცვლაში, თავისი წვლილი შეიტანა ადოლფ ჰიტლერის მიერ გატარებულმა ღია რასისტულმა პოლიტიკამ, რამაც იძულებული გახადა დასავლეთი ღია რასისტული მიდგომები, სუბლიმირებულ (შეფარულ) რასიზმით შეეცვალათ. კერძოდ, ეს გულისხმობს არ მოეხდინათ საზოგადოებების მარკირება კანის ფერის მიხედვით, მაგალითად თეთრებად, ყვითლებად და შავებად. მის ნაცვლად, მოხდა დიფერენციაცია შემდეგი ფორმით:  ცივილურები, ბარბაროსები და ველურები. როდესაც სუბლიმირებულ (შეფარულ) რასიზმზე საუბრობს, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მომენტზე, რომ მისი აზრით, არ არსებობს აღიარება ანთროპოლოგიური თუ კულტურული პლურალიზმის და დასავლურ პოლიტიკას სურს, ყველაგან დანერგოს სოციალურ ურთიერთობათა ის მოდელი, რომელიც დასავლეთშია გაბატონებული და რომელსაც ის მიიჩნევს სწორად და მართებულად. ოღონდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამას აკეთებს ისე შეფარულად და სუბლიმირებულად, რომ მათი აზრით, მათზე დაბლა მყოფი სოციალური ორგანიზების ფორმებში, ჩართულ ადამიანებს არ მოიხსენიებენ ველურებად ან ბარბაროსებად, თუმცა მათი ქმედებები, სწორედ ჩამოყალიბებული იერარქიული სქემის ფარგლებშია მოქცეული.

თეორიული ასპექტების გაანალიზების შემდეგ, ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმის რასისტულ ბუნებაში ჩაწვდომისთვის და მკითხველისათის გასაგებად და არგუმენტირებულად მიწოდებისათვის, ჩემი ღრმა რწმენით მიზანშეწონილია ნააზრევის ისტორიული ფაქტებით გამყარება. ამისათვის საჭიროა ანგლო-ამერიკელების პოლიტიკა, განვაზოგადოთ  ჩვენს მიერ დიფერენცირებული  სქემის მიხედვით, გრადირებული ხალხების მიმართ.

თუ გავიხსენებთ  ისტორიულ ფაქტებს,  ანგლო-საქსები მყარად პირველ ადგილზე იყვნენ მონობით ვაჭრობაში. მათ მიერ, სხვადასხვა ბრიტანული კომპანიების მეშვეობით გაყიდული შავი მონების რიცხვი, 17 საუკუნეში თუ წელიწადში შეადგენდა 25 ათასს „ველურს“, უკვე 18 საუკუნეში იგი იზრდება 100 ათასი შავი ადამიანით. მეცნიერების გამოთვლებით კი, აფრიკამ მონათვაჭრობის პროცესში დაახლოებით 65-75 მილიონი ადამიანი დაკარგა. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი არ არის გაყიდული შავი მონების ციფრებზე ყურადღების გამახვილება, არამედ „ცივილიზებული“ ანგლო-საქსების დამოკიდებულება, მათი აზრით, მათზე დაბლა მდგომი რასების წარმომადგენლების მიმართ. ბრიტანელი კოლონიზატორები აფრიკელი შავი „ველურების“ (მონების), მხოლოდ გაყიდვით რომ იყვნენ დაკავებულნი, ეს შეიძლება ერთი ფაქტორით აიხსნას. კერძოდ, როგორც უკვე ითქვა, პირველ საფეხურზე იმყოფებიან ველურები, ანუ შავები, რომელთაც არ გააჩნიათ სახელწმიფო, შესაბამისად თვითორგანიზების და სუბორდინაციის დაბალი ხარისხით გამოირჩევიან, რომელებსაც არ გააჩნიათ მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ სათანადო წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამიტომ, მათ არ ანადგურებენ, არამედ იყენებნ, როგოც მონებს. როგორც ჰობსონი აღნიშნავს, „ მონათმფლობელებმა ველურები იმიტომ მოიგონეს, რომ მოეხდინათ მათი ექსპლუატაცია.“

თომას ჯეფერსონი - აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, თავისფულების დიდი მეხოტბე და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სასტიკი მონათმფლობელი აშშ-ში. ამერიკული ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განსახიერება.

თომას ჯეფერსონი – აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, თავისფულების დიდი მეხოტბე და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სასტიკი მონათმფლობელი აშშ-ში. ამერიკული ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განსახიერება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ქმედება იყო რასისტული, ვინაიდან განსხვავებული კანის ფერის, სოციო-კულტურული თავისებურებების და მენტალობის მქონე ადამიანებს განიხილავდნენ მათზე დაბლა მდგომ ინდივიდუმებად, ხოლო უარეს შემთხვევაში კი ველურ ცხოველებად. ნააზრევის არგუმენტირებულად გამყარებისთვის, ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის ავტორის თომას ჯეფერსონის სიტყვებს გავაანალიზებ. იგი თავისუფლების დეკლარაციაში, განუყოფელ უფლებებად ასახელებს „სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნირებისკენ სწრაფვას“. თომას ჯეფერსონის კონცეფციის არს თუ ჩავწვდებით, მისი ეს ხედვა უნდა გავრცელებულიყო ყველაზე. თუმცა როგორც მოგვეხსენება , იგი სიცოხლის ბოლომდე ერთ-ერთი უმსხვილესი პლანტატორი გახლდათ, რომლის პლანტაციებში მონური შრომით იყვნენ დაკავებულნი შავი ადამიანები ანუ „ ველურები“. გამოდის, რომ მისი თავისუფლების კონცეფცია ვრცელდებოდა, მხოლოდ თეთრებზე და არამცდაარამც სხვა რასის ადამიანებზე.

კვლავ მივყვეთ ზემოთ ფორმულირებულ სქემას და ანგლო-ამერიკელების ქმედებები განვიხილოთ, უკვე ცივილიზაციური კიბის ერთი საფეხურით მაღლა მდგომი ხალხების ანუ ბარბაროსების მიმართ. იერარქიული სქემის მიხედვით, ცივილიზაციას და ველურობას შორის შუალედურ მდგომარეობაში მყოფ ბარბაროსებს, ამ თეორიის მიხედვით გააჩნიათ სახელწმიფო  შესაბამისი სტრუქტურებით ან ამ სტრუქტურების ჩანასახოვან მდგომარეობაში ყოფნით, გარკვეული დონის დიფერენციაციით, თუმცა ისინი განვითარების დონის მიხედვით, მაინც ჩამორჩებიან ცივილიზაციას. ე.ი. ბარბაროსები თვითორგანიზების და სუბორდინაციის შედარებით მაღალი დონით გამოირჩევიან, ვიდრე  ველურები. შესაბამისად, მათ წინააღმდეგობის გაწევის უფრო მაღალი უნარი გააჩნიათ „ველურებთან“ შედარებით.  შესაბამისად, წინააღმდეგობა ქმნიდა წინააღმდეგობას, რაც იწვევდა ანგლო-საქსების მხრიდან ხალხების არა დამონებას, არამედ სისასტიკის ზრდის გამოვლენას, მასობრივი განადგურებამდე მისულს.

როგორც ისტორიული ფაქტებიდან ირკვევა, ანგლო-ამერიკელების პოლიტიკა ცვალებადია  სქემაში გრადირებული ხალხების მიმართ. თუ ველურებთან მიმართებაში, სახელმწიფოს არ არსებობიდან გამომდინარე, წინააღმდეგობას ვერ ღებულობდნენ, ისინი მხოლოდ მონების ვაჭრობით და მათი ექსპლუატაციით შემოიფარგლებოდნენ. ხოლო, ხალხების მეორე სარტყელის ანუ „ყვითელი ბარბაროსების“ მიმართ კი, მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარიდან გამომდინარე, მათი ქმედებები უფრო სასტიკი და დანაშაულებრივი ხდება. აქვე მინდა დავამატო, რომ ანგლო-საქსური სახელმწიფოები ისტორია გვიჩვენმებს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ, მათი პოლიტიკის თავს მიხვევის მიზნით, არ ერიდებოდნენ არც ერთი სახეობის იარაღის გამოყენებასაც კი, ბირთვული იარაღით დაწყებული და ქიმიურით დასრულებული, რისი ისტორიული დამადასტურებელი ფაქტები არც თუ ცოტაა. მაგალითად, როდესაც 1914-1918 წლებში, ბრიტანეთის იმპერიის  მიერ ერაყის ოკუპაციის პერიოდში, ადგილობრივი ხალხების მხრიდან წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით, ბრიტანეთის მაშინდელი კოლონიის მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, კატეგორიულად მოითხოვდა  ქიმიური აიარაღის გამოყენებას ადგილობრივი ხალხის მიმართ. ჩერჩილის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩემი აზრით, ალბათ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკოსიც კი, უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი, ხალხების მიმართ წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას ითხოვდა. მე უკვე აღარ ვამბობ ბრიტანელი კოლონიზატორების მიერ ჩადენილ ცოდვებს, აბორიგენი ავსტრალიელების და ჩრდლიოეთ ამერიკელების მიმართ.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორი ცინიკური სისასტიკით ხოცავდნენ ანგლოსაქსები  ჩრდ. ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას, როდესაც პატარა ბავშვის  სკალპში იხდიდნენ  3 დოლარს, ხოლო უფრო მოზრდილისაში კი- 6 დოლარს. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, 19 საუკუნეში ინდოელების რაოდენობა 3 მილიონს შეადგენდა, ხოლო იმავე საუკუნის ბოლოსთვის უკვე კი მათი რაოდენობა 200 ათასი გახლდათ.

xir

ასე გამოიყურებოდა ჰიროსიმა ამერიკელების მიერ ატომური იარაღით დაბომბვის შემდეგ

არც სურვილი მაქვს და არც ფორმატი იძლევა, ანგლო-საქსების მიერ ადამიანურობის წინააღმდეგობის ჩადენილი დანაშაულობების აღსაწერად,  ჰიროსიმა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბით დაწყებული და ვიეტნამში დახოცილი 5 მილიონამდე ადამიანით დასრულებული, მხოლოდ მინდა ერთი ცნობილი ამერიკელი ოსტორიის პროფესორის ფილიპ ტაფტის სიტყვები მოვიყვანო, რომელიც ძალიან კარგად აღწერს, ბრიტანელების მიერ შემქნილი მეორე ანგლო-საქსური სახელწმიფოს ნამოღვაწარს: „ შეერთებული შტატების ისტორია, გახლავთ ყველაზე სისხლიანი და ძალადობით დახუნძლული ისტორია, ყველა სხვა განვითარებული სახელმწიფოებთან შედარებით.“

ასე, რომ ყველა „ანგლო-საქსოფილს“ მოუწოდებ, სანამ რომელიმე სხვა იმპერიის ცოდვებზე და ველურ სისასტიკეზე ისაუბრებენ, უმჯობესია მათი სათაყვანებელი იმპერიის რასიზმზე და ჩადენილ ცოდვებზე გაამახვილონ ყურადღება და მერე ილაპარაკონ სხვებზე. ასეთი მიდგომა მათ ხედვებში ობიექტურობას გაზრდის, რაც ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე მეტად გამოადგება საქართველოს მომავალს და მისცემს საშუალებას გამოვიდეს იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც დღესდღეობით იმყოფება.

ირაკლი ბენუა

მულტიკულტურალიზმის კრახი და ევროკავშირის მომავალი

7 იანვარს საზარელ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როგორც მოგეხსენებათ ისლამისტმა ფუნდამენტალსიტებმა ტერორისტული იერიში მიიტანეს „შარლ ებდოს“ რედაქციაზე, რომელიც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლით დასრულდა.  ხსნებული რედაქცია ცნობილი იყო, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გაშარჟებული კარიკატურების გამოქვეყნებით, რომელშიც შეურაცხმყოფელ “პოზაში” იყვნენ  წარმოდგენილნი ქრისტიანული და ისლამური რელიგიებისთვის ისეთი წმინდა და ხელშეუხებელი ფიგურები, როგორებიც იყვნენ იესო და მუჰამედი.

images

ტერორისტულ აქტებს ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი თუ ინტელექტუალი გამოეხმაურა, რომლებმაც მომხდარი ფაქტის მიმართ მიზეზების სხვადასხვა ვერსიები წარუდგინეს მსოფლიო საზოგადოებას. მათი ვერსიები ვარირებდა სამი პოლარულად ერთმანეთისგან  განსხვავებული პოზიციების ფარგლებში. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ეს ტერაქტი მოწყობილი იყო ა.შ.შ-ს სპეც სამსახურების მიერ, რათა მოეხდინათ ევროპული საზოგადოების კონსოლიდაცია და ფსიქოლოგიურად მოემზადებინათ იგი ახალი ომისთვის ისლამური სახელმიფოს წინააღმდეგ.

მეორენი კი, აღინშნულ ტერაქტში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავდნენ, რომელიც თითქოსდა ცდილობდა ესარგებლა ამ სიტუაციით, რათა ევროსკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის-„ ნაციონალური ფრონტის“ და მისი ლიდერის მარინ ლეპენისთვის პოლიტიკური პოზიციები გაემყარებინა, კარს მომდგარი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ.

რაც შეეხება მესამე პოზიციას, ის ტერაქტის გამომწვევ მიზეზად, საფრანგეთის მულტიკულტურულ საზოგადოებაში, კულტურული ერთგვაროვნებისკენ სწრაფვის მცდელობას და ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურების შეჯახებას მიიჩნევდა.

kramer-swarte_opt

გამდოცემული  ვერსიებიდან, ჩემი ღრმა რწმენით ადგილი ჰქონდა მესამეს. კერძოდ, ტერაქტს, კულტურათა  შეჯახებით განპირობებულს. თუ რატომ ვიზიარებ მესამე ვერსიას და, რითი შეიძლება დამთავრდეს ეს პროცესი ევროკავშირისათვის, შევეცდები ავხსნა წინმდებარე ნაშრომში.

სანამ კულტურათა დაპირისპირების მიზეზებს ავხსნიდეთ აუცილებელია განვმარტოთ თუ რას ნიშნავს მულტიკულტურალიზმი. მულტიკულტურალიზმი თავისი არსით გულისმხობს, ერთი ქვეყნის ან რაიმე გართიანების ფარგლებში, გასნხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფების არსებობას და მათ შორის, კონსესუსის საფუძველზე შექმნილი პოლიტიტიკური წესრიგის ფარგლებში მშვიდობიან თანაცხოვრებას. მაგრამ სხვადახვა კულტურული ღირებებულებების მქონე საზოგადოებრივ სეგმენტებს შორის, მშვიდობიანი თანაარსებობის მიღწევისათვის აუცილებელია ყველა კულტურული ჯგუფის ინტერესების  თანაბრად აღიარება და მათი პატივისცემა.

საფრანგეთის მაგალითზე კი, “შარლ ებდოს” მიერ გამოქვეყნებულ კარიკატურებში, ძნელია ითქვას სხვა კულტურული სეგმენტების მიმართ პატივისცემის არსებობაზე. თუმცა ამ უპატივცემლობას, ყველაზე მძაფრად პასუხობდნენ მუსულმანი ემიგრანტები, რომელი ყველაზე დიდ სათვისტომოს  ითვლის საფრანგეთში და მათი რაოდენობა  დაახლოები 10%-ის ფარგლებშია.

როდესაც უპატივცემლობაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი განგებ აკეთებენ, არამედ პირიქით ისინი თავიანთ ლიბერალური კულტურული პრინციპებიდან გამომდინარე, მკაცრად ლიბერალური პარადიგმის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან წიმინდა ლიბერალური კუთხით თუ გავაანალიზებთ ამ საკითხს, მათ სრული უფლება ჰქონდათ გამოექვეყნებინათ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ. ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპს არ ეწინააღმდეგება, რაზეც თვითონ დგას დასავლური ცივილიზაცია. მაგრამ აქ იკვეთება ერთი რამ, რაც ერთი კულუტურული ტრადიციებისათვის მისაღებია, შეიძლება მიუღებელი იყოს სხვისთვის, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა.

Connect the Social Media Dotsლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები, მაგალითად ჯონ როულზი, მკაცრად იცავს მონოკულტურულ ორიენტაციას. ისინი ყველა სოციალურ ჯგუფს, მათი კულუტურული ტრადიციების მიუხედავად, განიხილავენ საკუთარი მსოფლმხედველობრივი პრიზმიდან. სწორედ აქედან მომდინარეობს კონცეპფცია საერთო საკაცობრიო ღირებეულებების შესახებ. ანუ მათი აზრით, ყველა ინდივიდი გამოირჩევა ერთნაირი ღირებულებებით, აზროვნების ტიპით თუ ცხოვრების სტილით. თუმცა ეს მიდგომა, რომ მცდარია პარიზში მომხდარმა უკნასკნელმა ტერაქტმაც დაადასტურა. ბევრი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ამ მოსაზრებას ეწანააღმდეგება. მაგალითად ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ჰერდერი ნებისმიერი ერთიანობის ფორმირებაში კულტურულ ფაქტორებს უსვამდა ხაზს, ხოლო მის განმაპირობებელ პირობად, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მიაჩნდა უმნიშვნელოვანესად: „ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფიზიკური გეოგრაფია, ეს ფაქტორები აყალიბებენ ადამიანთა ცხოვრების სტილს, სამუშაო ჩვევებს, შემოქმედებით მიდრეკილებებს.“

ჰერდერისეული თეზისით, კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში მცხოვრები სოციალური ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათი ცხოვრების სტილით და გარემოს აღქმის უნარით. როდესაც ხდება, გასხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე სოციალური სეგმენტების ერთ დიდ საზოგადოებრივ ოჯახში თავშეყრა, ამ დროს იჩენს ჯგუფებს შორის ურთიერთობის დონეზე პრობლემები. საზოგადოებაში ასეთი ტიპის პრობლემების გამოაშკარავების დროს, როგორც კულტუროლოგები აღნიშნავენ, ადგილი აქვს  სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ მიდგომას: 1. ასიმილაციას, 2. სიმბიოზს, ან 3. სინთეზს.

  • ასიმილაცია გულისმხობს, ერთი დიდი სოციალურ-კულუტურული სეგმენტის მიერ, მეორე მასზე უფრო პატარა სოცილაური ჯგუფის შთანთქმას, ისე, რომ მეორე კარგავს მის კულუტურულ ღირებულებებს და ერწყმის პირველს.
  • სიმბიოზის შემთხვევაში კი, ორი განსხვავებული კულტურული ჯგუფები თანაასრებობენ ერთმანეთთან, კონფლიქტის გარეშე და აღწევენ გარკვეულ დონეზე კონსესუსს საზოგადოებრივ-პოლიტიკური წესრიგის ფორმირების პროცესში. თუმცა ეს კონსესუსი არ არის მყარი და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს კულტურათა შორის კონფლიქტში.
  • სინთეზის დროს კი, ორივე ერწყმის ერთმანეთს და იქმნება სრულიად ახალი, პირველი ორისგან, სრულიად გასხვავებულ კულუტურულ ფასეულობებზე დამყარებული ახალი სოციალური ჯგუფი.

დღეს მიმდინარე პროცესებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ საფრნაგეთის მაგალითზე, ადგილი აქვს სიმბიოზის მდგომარეობას, დიახ არსებობს კონსესუსი პოლიტიკურ წესრიგთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კონსესუსი ძალიან მყიფეა. სინთეზში გადსვლა ვერ ხერხდება, რადგან არც ერთი კულუტურლი სეგმენტი არ არის მზად, აური თქვას კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე ფორმირებულ ცხოვრების წესზე, კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში. საფრანგეთის მაგალითიდან თუ ამოვალთ, ადგილი აქვს, ერთი დიდი ჯგუფის მიერ, სხვა მასზე უფრო პატარის, ანუ მუსულმანური კულტურული ჯგუფის ასიმილაციის მცდელობას. ეს უკანასკნელი კი ეწინააღმდეგება და „თავს იცავს“ ყველა მისაღები თუ მიუღებელი ხერხებით.

სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მულტიკულტურალიზმი ახლო მომავალში ფიასკოს განიცდის საფრანგეთში, რაც ჩემი ღრმა რწმენით დომინოს ეფეტქს გამოიწვევს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც მუსულმანების რაოდენობა სოლიდურ რიცხვს აღწევს. აღნიშნული ფაქტორები გვიჩვენებენ, რომ სხვადასხვა პერიფერიული კულტურები, არ გამოხატავენ მზაობას დაკარგონ თავიანთი კულუტურული თვითმყოფადობა და შეერწყან ევროპულ ფასეულობათა სისტემას. ასეთი რამ, რომ შეუძლებელია, ამაზე ნათლად და არაორზროვნად მიუთითითებს უდიდესი დასავლელი სოციოლოგი და კულუტუროლოგი კლოდ ლევი სტროსი,  რომელმაც მთელი მისი მოღვაწეობა მიუძღვნა, დასავლური კულტურის ურთიერთმიმართების საკითხების შესწავლას სხვა ცივილიზაციებთან: „ რთული წარმოსადგენია ის, რომ ერთმა ცივილიზაციამ შეძლოს ისარგებლოს სხვა ცივილიზაციის ცხოვრების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მზად არის უარი თქვას საკუთარი ცხოვრების წესზე. საქმეში კი, ასეთ გარდაქმნას მივყავართ ორ შედეგამდე: ან დეზორგანიზაცია და კრახი ერთი სისტემის ან ორიგინალური სინთეზი, რომელსაც მივყავართ მესამე სისტემის წარმოქნასთან, რომელიც გასხვავდება პირველი ორისგან.“

თუ კულტურული შეუთავსებლობა მოხდა ევროპაში, რაც ფაქტობრივად ჩანს, ამან შეიძლება სერიოზული ბიძგი მისცეს ულტრა კონსერვატორულ პოლიტიკურ ძალებს და მათ პოლიტიკურ გავლენაზე პოზიტიურად იმოქმედოს. საფრანგეთში ეს ტრენდი, კარგად ჩანს მარინ ლეპენის და „ნაციონალური ფრონტის“ მზარდი რეიტინგის მაგალითზე. თუ ცივილიზაციათა შეჯახების ჭრილში წარიმართა დასავლეთ ევროპული და პირველ რიგში ფრანგული საზოგადოების ცხოვრება, არ არის გამორიცხული 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მისი გამარჯვებით დაგვირგვინდეს.

images (1)როგორც ყველას მოეხსენება, მის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლა, ხოლო საფრანგეთის მიერ ევრო გაერთიანების დატოვება კი ამ გაერთიანების გარდაუვალ კრახს რომ გამოიწვევს, არავისთის არ უნდა იყოს საეჭვო. აქვე უპრიანი იქნებოდა ქალბატონი ლეპენის სიტყვების ანალიზით  დაგვესრულებინა ჩემს მიერ განვითარებული აზრი. „თუ გერმანია ევროპის ეკონომიკურ გულს წარმოადგენს, საფრანგეთი კი ევროპის პოლიტიკური გულია.“  გულის გაჩერების დროს კი, როგორც ადამიანი შეწყვეტს ამ ქვეყნიურ არსებობას, ისე საფრანგეთში მემარჯვენე პოლიტიკოსის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, ევროგაერთიანება შეწყვეტს მის 25 წლიან არსებობას.

მართალია პარიზული ტერაქტების შემდეგ, საზოგადოებრივი კვლევების ფრანგული ინსტიტუტის (IFOR)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ფრანსუა ოლანდის რეიტინგმა 40%-იან ზღვარს მიაღწია, მაგრამ  ბევრი დასავლელი ექსპერტი ამ ფაქტს დროებით მოვლენად მიიჩნევს. რაც შეეება ლეპენის რეიტინგს, იგი 30%-ის ფარგლებშია. ასე, რომ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, მარინ ლეპენის გამარჯვების დიდ შანსებზე საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩემს ბლოგში, ჭეშმარიტებაზე არ დავდებ თავს, თუმცა მოვლენების განვითარების ამგვარ ლოგიკასაც აქვს არსებობის უფლება. ვნახოთ რა მოხდება მომავალში, მაგრამ მაინც მტკიცედ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ 2017-ში მოხდება ეს, თუ უფრო გვიან, მულტიკულტურალიზმით გამოწვეული პრობლემები, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ევროკავშირს, როგორც ლიბერალურ გეოპოლიტიკურ პროექტს.

 ირაკლი ბენუა