რატომ არის დასავლური ცივილიზაციის იდეა უფრო მითი, ვიდრე ისტორიული მოცემულობა


ნიშა მაკ სვინი დასავლეთის ახალი ისტორიის შესახებ


ერთი კვირის წინ სამზარეულოში შევესწარი იმას, თუ როგორ წერდა ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი სკოლისთვის საშინაო დავალებას ოლიმპიურ ღმერთმებზე. მან დეტალურად ჩამოწერა ყველაფერი, რაც კი იცოდა. ის წარბშეკრული შესაშური მონდომებით შეისწავლიდა ნაშრომის თითოეულ გვერდს; მონდომებით, რომელიც მას ნეტავ მათემატიკის საშინაო დავალების გაკეთებისას გამოეჩინა. მე ჩვეულებრივ ვკითხე, თუ რატომ იყო ასე დაიტნერესებული ძველი ბერძნებით. ვაჟიშვილმა შემომხედა ანეგლოზის
ღიმილით და მიპასუხა: „იმიტომ, რომ ამას შენ სწავლობ დედიკო“. ეს, რომ გავიგე სიამაყე დამეუფლა. მე ვარ კლასიკური არქეოლოგიის პროფესორი და ძველი ბერძნები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ჩემი „ლუკმა-პურია“. თუმცა, გულდასაწყვიტი იყო ის, რაც მან შემდეგ დაამატა: „და რადგან ძველმა ბერძნებმა დასავლური ცივილიზაცია გვაჩუქეს“. მოემზადე შვილო, გავიფიქრე, ახლა გაკვეთილი უნდა ჩაგიტარო.


როგორც ჩანს, დასავლელი ადამიანების უმრავლესობისთვის მისაღებია, ბუნებრივია, ეს მოსაზრება. ჩვენ დაუფიქრებლად ვასკვნით, რომ თანამედროვე დასავლეთი არის ამ პრივილეგირებული კულტურის მეურვე. იგი გადმოგვეცა ჩვენ ერთგვარი კულტურული გენეოლოგიური ხის მეშვეობით სახელწოდებით „დასავლური ცივილიზაცია“.


ისტორიის ასეთი აღქმა არის ყოვლისმომცველი, ასახულია რა ცნობილ სახელმძღვანელოებში, მკაფიოდ გაწერილია საბავშვო ზღაპრებსა და
ჰოლივუდურ ფილმებში. ხანდახან ამაზე ხმამაღლა და გაბრაზებული საუბრობს
პოლიტიკური ველის თითოეული კომენტატორი. თუმცა, ასეთი ისტორია არის
უბრალოდ მცდარი.


კვლევა მიუთითებს დასავლური ისტორიის სულ სხვა მოცემულობაზე. მე, თავად შევწირე ჩემი პროფესიული კარიერის ორი ათწლეული იმის აღმოჩენას რომ ძველი ბერძნები და რომაელები უფრო მრავალფეროვან ერთობას წარმოადგენდნენ, ვიდრე გვეგონა. ისინი არც თეთრები და არც ევროპელები იყვნენ; მეტიც, ჩვენგან სრულად განსხვავებულად აღიქვამდნენ რასობრივ და გეორგრაფიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე, დასავლეთ ევროპის მონაზვნები, რომლებიც საკუთარ მტვრიან სამუშაო ადგილებზე გულმოდგინეთ აკეთებდნენ ლათინური ნაშრომების ასლებს არ იყვნენ კლასიკური პერიოდის, ანტიკურობის ერთადერთი შუა საუკუნოვანი მემკვიდრენი. მათ არ ჩამორჩებოდნენ მე-14 საუკუნის სუდანელი ვაჭრები, რომლებიც საბერძნეთში საქმიანობდნენ; და არც ჩრდილოეთ ინდოეთიდან და პაკისტანიდან წამოსული ბუდისტი მოქანდაკეები, რომლებიც ხელოვნებაში იყენებდნენ ინდო-ბერძნული სამეფეობის ტრადიციებს. თუმცა, მეცნიერების თვალსაზრისით, შუა საუკუნეებში კლასიკური ანტიკური სწავლების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ქალაქი ბაღდადი, რომელიც აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო. სწორედ აქ მოხდა კლასიკური აზროვნების გაზავება აზიიდან, აფრიკიდან და ევროპიდან მოპოვებულ, ახალ ფილოსოფიურ და სამეცნიერო მიღწევებთან.


შეჯამებისთვის, დასავლეთის ისტორია ბევრად უფრო მდიდარი და ჩახლართულია, ვიდრე წესისამებრ ამას წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის შესახებ გავრცელებული მოსაზრება. ამიტომ, საქმე გვაქვს არა ოქროს ძაფთან, არამედ ოქროს გობელენთან [რედ. როგორც წესი, სხვადასხვა ძვირი და ლამაზი ძაფისგან მოქსოვილი კედლის ხალიჩა], რომელიც შედგება განსხვავებული ადამიანების, კულტურების და იდეების სახით საუკუნეების განმავლობაში
ურთიერთგადაჯაჭვული მრავალი ძაფისგან.

მხოლოდ მე-17 საუკუნეში, როდესაც დაიწყო ევროპული იმპერიალიზმის საზღვარგარეთ გავრცელება, ჩამოყალიბდა ერთიანი დასავლეთის მეტ-ნაკლებად მდგრადი და თვალსაჩინო ხედვა. ამ იდეის უკან იდგა შეხედულება იმაზე, თუ ვინ შეიძლება კანონიერად დაქვემდებარებულიყო კოლონიზაციას (დაპყრობას) და ვინ შეიძლება კანონიერად ყოფილიყო კოლონიზატორი (დამპყრობელი). სწორედ რომ ერთიანი დასავლეთის შექმნის შემდეგ გამოიგონეს დასავლეთის ისტორია, როგორც პრივილეგირებული კულტურული მემკვიდრეობა; დასავლეთის დაწინაურების, ბატონობის ისტორიული გამართლება. ინგლისელი იურისტისა და ფილოსოფოსის ფრენსის ბეკონის [რედ. Francis Bacon] აზრით, კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა სწავლებისა და ცივილიზაციის მხოლოდ სამი პერიოდი: „ერთი ბერძნებში, მეორე რომაელებში და მესამე ჩვენ შორის ანუ დასავლეთ ევროპის ხალხთა შორის“.


საინტერესოა, რომ თუ დასავლეთი და მისი ისტორა შეიქმნა მე-17 საუკუნის ევროპის იმპერიალისტურ დედაქალაქებში, დასავლური ცივილიზაციის გაგება დაიბადა მე-18 საუკუნის რევოლუციური ჩრდილოეთ ამერიკის ბრძოლის ველზე. ადამსიდან [რედ. ჯონ ადამსი, აშშ-ს რიგით მე-2 პრეზიდენტი] ვაშინგტონამდე [ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი] დამფუძნებელი მამები აქტიურად იყენებდნენ კლასიკური პერიოდის სამყაროს არა მხოლოდ რევოლუციური სულისკვეთების გასაღვივებლად, არამედ ამავე რევოლუციური მოძრაობის შუაგულში არსებული ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების გასამართლებლად. ერთის მხრივ, იყო თავისუფლებისადმი მოთხოვნა, ხოლო, მეორეს მხრივ, აფრო-ამერიკელებზე დაწესებული მონათმფლობელური სისტემა;
ბრძოლა იმპერიალისტური უღელის წინააღმდეგ [რედ. ამერიკელების დაპირისპირება ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ] და ამასთანავე საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის თავზე ძალით მოხვევა. ეს იყო დასავლური ცივილიზაციისგან მემკვიდრეობით გადმოცემული პრივილეგია, ერის კულტურული და ინტელექტუალური ერთობა, რომლითაც მართლდებოდა ამერიკელთა სხვადასხვა ჯგუფებისადმი განსხვავებული მოპყრობა. შესაბამისად, ზოგადად მიღებული დასავლური ცივილიზაციის იდეა არის არა მხოლოდ მითი, რომელსაც საკუთარ თავს ვუყვებით იმის და მიუხედავად, რომ ვიცით მისი მცდარი ბუნების შესახებ, არამედ აგრეთვე მონობის, იმპერიალიზმისა და ძალმომრეობის გამამართლებელი ბერკეტი. აქედან გამომდინარე, ეს იდეა ემსახურებოდა საკუთარი დროის იდეოლოგიურ საჭიროებებს და შეიქმნა ამავე იდეოლოგიისა და ღირებულებების მქოდე საზოგადოების მიერ.


ნათელია, რომ თანამედროვე დასავლეთი არ იზიარებს იმ შეხედულებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ სამასი წლის წინ. ჩვენ აღარ გვჭირდება ეს საწყისი მითი, რადგან იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე დასავლურ ღირებულებებს, როგორიც არის ლიბერალური დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანების თანასწორობა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ღირებულებები იმპერიალიზმისა და თეთრი რასის უპირატესობის კონცეფციებშიც არის ჩადებული. ამიტომ, თუ გვინდა გავაძლიეროთ დასავლური იდენტობა თანამედროვე დასალური ღირებულებების ირგვლივ, უნდა მოვახდინოთ
დასავლური ცივილიზაციის მითის დაშლა.


რით უნდა ჩავანაცვლოთ ის? უნდა გამოვიყენოთ დასავლეთის რეალური ისტორია; გავჩერდეთ თხრობაზე, რომელიც გამყარებულია ისტორიული სამხილებით. ეს თხრობა უფრო მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ტრადიციული ისტორიული მიდგომა. ეყრდნობა კულტურულ გაცვლას და არა შიდა მახასიათებლებს; და, რა თქმა უნდა, უფრო ინკლუზიურია [რედ. ყველა სოციალური ფენის წარმოამდგენლის ჩართულობა], რაც სრულ შესატყვისობაშია თანამედროვე დასავლურ ღირებულებებთან. ამ ყველაფრის თქმა მინდოდა ჩემი ვაჟიშვილისთვის იმ დღეს სამზარეულოში, როდესაც ის ამთავრებდა საშინაო დავალებას. თუმცა, მხარეზე ხელი დავადე დაგავიფიქრე, რომ ჯობია ამაზე უფრო წიგნი დავწერო.

ნიშა მაკ სვინი [რედ. Naoíse Mac Sweeney] არის ვენის უნივერსიტეტის კლასიკური არქეოლოგიის
პროფესორი. წარსულში იყო ლეჩესტერის და კემბრიჯის უნივერსიტეტების ლექტორი და
ელინისტური კვლევების მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში.