სპეკულაციები მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ

მოლოტოვი და რიბენტროპი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოსკოვში. 28 სექტემბერი, 1939 წ.

2021 წლის 23 აგვისტოს 82 წელი შესრულდა საბჭოთა-გერმანული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელისმოწერიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული დოკუმენტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების თავდასხმის ობიექტი გახდა, სადაც სჭარბობს სპეკულაციები, ფსევდომეცნიერული მიდგომები და ისტორიის გაყალბების და გადაწერის უხეში მცდელობები.

მსგავსი განწყობის წახალისება ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ხდება. ლიბერალური დასავლური პოლიტიკური ელიტა და მათი ადეპტები მესამე სამყაროს ქვეყნებში ძალ-ღონეს არ იშურებენ ტოტალიტარული რეჟიმების პასუხისმგებლობის გათანაბრების მცდელობაში II მსოფლიოს ომის გაჩაღების მცდელობაში. დასავლური ლიბერალური მედია საშუალებები და მათი ქართველი ანალოგები მათ მკითხველებს არწმუნებენ იმაში, რომ ჰიტლერს და სტალინს ”თაფლობის თვე” ჰქონდათ და ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი თანაბრად დამნაშავეები არიან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყების გამო.

ისტორიის მსგავსი რევიზიონიზმი ელემენტარულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, რამეთუ ესაა უმეცრების და ფაქტების ლოგიკური თანმიმდევრობის უგულებელყოფის უნიკალური სინთეზი. დავიწყოთ იქიდან, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული საბჭოთა დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას მესამე რაიხის წინააღმდეგ, სანამ ფაშისტი აგრესორი საკუთარი ძალაუფლების მაქსიმალურ გამყარებას მოახდენდა. მაგრამ ამ დროს მხვილი ამერიკული კომპანიები აქტიურად ეხმარებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ნაცისტურ რეჟიმს, მათ შორის ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური კომპანიები, როგორებიცაა: Coca-Cola, IBM, Metro Goldwyn Mayer, Dow Chemical, Ford Motor Company, General Motors და ბევრი სხვა. საბჭოთა კავშირის ინიციატივას ერთობლივი ფრონტის ჩამოყალიბების თაობაზე მხარი არ დაუჭირეს იმ სახელმწიფოებმა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს პირდაპირ ან ირიბად საბჭოთა კავშირზე ცდილობენ ისრების გადატანას.

Coca-Cola-ს რეკლამა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადიდან
ამერიკელი ისტორიკოსის, ედვინ ბლეკის წიგნის გარეკანი – ”სტრატეგიული ალიანსი ნაცისტურ გერმანიას და აშშ-ის ყველაზე მძლავრ კორპორაციას შორის”

1938 წლის სექტემბერში გაფორმებულმა ”მიუნხენის შეთანხმებამ’‘ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მეთაურების მიერ საბოლოოდ შეცვალა ძალთა ბალანსი გერმანიის სასარგებლოდ – გერმანულ და პოლონურ ჯარებს საშუალება მიეცათ ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსირება მოეხდინათ (სუდეტები, ტეშინის ოლქი). მთლიანი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1939 წელს წამყვანი დასავლური ქვეყნების პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი იყო, რამაც ნაცისტების და მათი სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ჩემბერლენი, დელადიე, ჰიტლერი, მუსოლინი და ჩიანო

გარდა ამისა 1939 წლის აგვისტომდე ჰიტლერთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები უკვე ხელმოწერილი ჰქონდათ პოლონეთს, (1934 წლის ”პილსუდსკი-ჰიტლერის პაქტი”) დიდ ბრიტანეთს, (ანგლო-ამერიკული საზღვაო შეთანხმება 1935 წ, ჰიტლერის და ჩემბერლენის მიერ ხელმოწერილი ანგლო-ამერიკული თავდაუსხმელობის დეკლარაცია 1938 წ. ) იტალიას, („ფოლადისებრი პაქტი” 1939 წ.) დანიას, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ.) საფრანგეთს, (”თავდაუსხმელობის დეკლარაცია’1938 წ, ”ბონე-რიბენტროპის პაქტი”) ესტონეთს, (”თავდაუსხმელობის შეთანხმება’1939 წ) ლიტვა, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ, ამ ხელშეკრულებით ასევე ლიტვა მესამე რაიხს უთმობდა კლაიპედას რაიონს, რაც 1945 წელს კვლავ საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა ლიტვის სსრ-ს)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლატვიას და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება – 1939 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა ”მუნტერს-რიბენტროპის პაქტს”. აღნიშნული პაქტში არსებობდა საიდუმლო დანართი, რომლის თანახმადაც ლატვია ვალდებულებას იღებდა ნაცისტური გერმანიის თანახმობით მიეღო ყველა საჭირო ზომა სამხედრო უსაფრთხოების კუთხით საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, რაც რეალურად მესამე რეიხის გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ბალტიისპირეთში საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის პლაცდარმის შესაქმნელად.

საბჭოთა-ფრანგულ-ბრიტანული მოლაპარაკებების კრახით დამთავრებამ მოსკოვში ურთიერთდახმარების შეთანხმებასთან დაკავშირებით მეტწილად ბრიტანეთის და საფრანგეთის გამო, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლებს შესაბამისი უფლებამოსილებაც კი არ დააკისრეს და ორ ფრონტზე ომის რეალურმა საშიშროებამ – დასავლეთში გერმანიასთან და აღმოსავლეთში იაპონიასთან (მდინარე ხალხინ-გოლზე უკვე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა) საბჭოთა კავშირს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ასე რომ საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც გერმანიასთან მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ფაქტის აღიარებას რატომღაც გაურბიან დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და მათი ადგილობრივი მსახურები, რომლებიც უფრო გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენას. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დამსახურებით გერმანული გავლენის ზონას ტოვებდა დასავლეთ უკრაინის და ბელარუსის სოლიდური ტერიოტორიები, რაც პოლონეთმა დაიპყრო 1921 წ, და ასევე ბალტიისპირეთიც. საბჭოთა კავშირმა ამ ტერიტორიების მოსახლეობა განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ მაინც დაიცვა გერმანული ოკუპაციის საშინელებებისგან და ნაცისტების «ახალი წესრიგისგან», მათ შორის ჰოლოკოსტისგან. ამ ქვეყნების უამრავი მოქალაქე წითელი არმიის რიგებში იბრძოდა და საერთო საკაცობრიო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეჰქონდა. მხოლოდ ლიეტუვაში (ყოფ. ლიტვა) ნაცისტების და მათი მოკავშირეების მიხერ ებრაული მოსახლეობის 96% იქნა განადგურებული.

აშშ-ის, ევროპული ქვეყნების და ევროპარლამენტის მცდელობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ პასუხისმგებლობა II მსოფლიო ომის გაღვივების პროცესში წინააღდეგობაში მოდის ისტორიულ ფაქტებთან და საღ აზრთან. ეს ასევე ეწინააღმდეგა ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ”მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტის დიპლომატიური მნიშვნელობა:

  • საჭირო იყო გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების თარიღის მაქსიმალური გადავადება
  • საბჭოთა კავშირი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ცდილობდა, რათა ასობით ათასი ადამიანური სიცოცხლე გადაერჩინა
  • ის ევროპა გაეთავისუფლებინა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტებისგან, რომლის ქვეყნების უმრავლესობაც რეკორდულად სწრაფად დანებდა ნაცისტურ გერმანიას

1941 წლის 3 ივლისს იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მიმართა და საჭიროდ ჩათვალა აეხსნა თავდაუსხმელობის პაქტის მნიშვნელობა ნაცისტურ გერმანიასთან:

«შეიძლება იკითხონ: როგორ მოხდა, რომ საბჭოთა მთავრობა თავდაუსხმელობის პაქტის დადებაზე წავიდა ისეთ დაუნდობელ და მტარვალ ხალხთან, როგორიც ჰიტლერი და რიბენტროპი იყო? საბჭოთა კავშირის მხრიდან რაიმე შეცდომა ხომ არ იქნა დაშვებული? რა თქმა უნდა, არა! თავდაუსხმელობის პაქტი არის სამშვიდობო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. ზუსტად ასეთი პაქტი შემოგვთავაზა ჩვენ გერმანიამ 1939 წელს. შეეძლო თუ არა საბჭოთა მთავრობას უარი ეთქვა ამ წინადადებაზე? მე მგონია, რომ არცერთ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს არ შეუძლია უარი თქვას მეზობელ სუპერსახელმწიფოსთან (держава) სამშვიდობო შეთანხმებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ ამ სახლემწიფოს სათავეში ისეთი მტარვალები და კაციჭამიები არიან, როგორც ჰიტლერი და რიბენტროპია. რა მოვიგეთ ჩვენ გერმანიასთან გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტით? ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობით ორწლინახევრის განმავლობაში და საკუთარი ძალების მომზადების შესაძლებლობით წინააღმდეგობის გასაწევად, თუ ფაშისტური გერმანია გარისკავდა და პაქტის მიუხედავად ჩვენს ქვეყანას თავს დაესხმებოდა. ეს გარკვეული უპირატესობაა ჩვენთვის და წარუმატებლობა გერმანიისთვის».

რეზუმირების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესოდენ რადიკალური, ფსევდოისტორიული კონცეფციების წინა პლანზე წამოწევა ნეონაცისტური მოძრაობების თავის ნებაზე მიშვების ფონზე, საბჭოთა ჯარისკაცების და მონუმენტების ნგრევის პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უკრაინასა და საქართველოში პირველ რიგში II მსოფლიო ომის მრავალმილიონიანი მსხვერპლის უპატივცემლობაა, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ევროპის და მთელი მსოფლიოს გათავისუფლებას ნაციზმისგან.

რამდენად თავისუფალია დასავლური მედია?

წინა წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაშკარავა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც ბრიტანეთის მთავრობა Reuters-ს და BBC-ს საკუთარი პროპაგანდის ისტრუმენტად იყენებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1960-70-იან წლებში.

როგორც გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, ბრიტანეთის ხელისუფლება საიდუმლოდ აფინანსებდა Reuters-ს ანტისაბჭოთა პროპაგანდის საწარმოებლად.

”მსგავსი თანამშრომლობა ჩვენს პრინციპებს არღვევს და დღეს ჩვენ ამას არ დავთანხმდებოდით” – ასეთი კომენტარი გააკეთა Reuters-ის წარმომადგენელმა. ამის მიუხედავად ფორინ-ოფისი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწოდება) ამ და სხვა მედია საშუალებებს საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის კვლავაც იყენებს. ამის შესახებ მოწმობს The Grayzone-ის დეტალური ანგარიში, რაც 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. ვრცელი კვლევის თანახმად, რომლის ავტორიცაა დამოუკიდებელი ამერიკული საინფრომაციო პორტალის The Grayzone-ის დამფუძნებელი – მაქს ბლუმენტალი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Reuters-ის, BBC-ის და Bellingcat-ის დაფინანსებას ახდენდა საიდუმლო პროგრამების შესრულების მიზნით, რომლის მიზანიც რუსეთში ხელისუფლების ცვლილება და რუსეთის გავლენის შემცირებაა აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში.

თავისუფალი მედიის საფარქვეშ ბრიტანეთის ხელისუფლება ‘‘მხადაჭერის”, ”მომზადების”, ”ქცევის შეცვლის” და ”ჟურნალისტების ქსელის შექმნის” პროგრამების რეალიზებას ახდნეს, სხვა ქვეყნებში საკუთარი ”შეტყობინებების გავრცელების” და ”კულტურული და პოლიტიკური ფასეულობების მოცვის” მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნული შეფუთულია კარგად ნაცნობი პოლიტიკური ტერმინებით, ბრძოლა ”ექსტრემიზმის”, ”რუსული პროპაგანდის” და ”ფეიკ-ნიუსების” წინააღმდეგ.

”ეს მხილება ცხადყოფს, რომ მაშინ როდესაც პარლამენტის წევრები რუსეთს აკრიტიკებდნენ, ბრიტანელი აგენტები BBC-ში და Reuters-ში ზუსტად იმავე ტაქტიკას იყენებდნენ, რასაც მოსკოვი”

აცხადებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის და ლეიბორისტული პარტიის წევრი, კრის ულიამსონი


ფორინ-ოფისთან პრეტენზიები ვერ გვექნება. საკუთარი თავის პატივისმცემი თითქმის ყველა საგარეო პოლიტიკური უწყება მიმართავს ეროვნული ინტერესების პროპაგანდირებას, ალბათ საქართველოა მხოლოდ გამონიკლისი საგარეო უწყების უუნარობის და არაკვალიფიციურობის გამო.

1920-იან წლებში ჯარში მსახურობის პროპაგანდირების პოსტერი – National Army Museum, Soldier gallery

პრეტენზიის და კრიტიკის მთავარი ობიექტი აქ Reuters და BBC უნდა იყოს. ”რადიო თავისუფლებისგან”, ”ამერიკის ხმისგან” და რუსეთის ”პირველი არხისგან” განსხვავებით BBC და Reuters არ არის სახელმწიფო მედია. ამიტომაც მათი მხრიდან სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, მთავრობებისგან დირექტივების მიღება და რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ინტერესების გატარება, იმ დროს როდესაც ისინი ”თავისუფალ’‘ და ”ობიექტურ” მედიად იწოდებიან რბილად რომ ვთქვათ არ არის მართებული.

ეს ყველასთვის გასაგებია, ქართველი ერეტიკოსი ლიბერალების გარდა, რომლებიც USAID-ის ფულით მზად არიან ”თავისუფლი” პრესა შექმნან, მაგრამ ამით არ კმაყოფილდებიან და ამაყობენ, რომ სხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.

ამ იგავ-არაკის მორალი შემდეგია:

მასობრივი მედია საშუალებების უმრავლესობა სახელმწიფოების, კორპორაციების და ოლიგარქების მიერ ფინანსდება. ყველაფერი, რაც ჩვენ უცოდნრობით და გულუბყვრილობით ”დემოკრატიული პრესა” ან ”BBC-ის სტანდარტები” გვგონია, ის კოლონიულირი პიეტეტი, რითაც გამსჭვალულია ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ”დასავლური დემოკრატიული მედიის” მიმართ, მფლობელის ინტერესებშია და არა ჩვენს საკუთარ ინტერესში.

ამის გაგება იმისთვისა კი არაა საჭირო, რომ კორუმპირებული მედიები დახურონ, როგორც ”გავლენის აგენტები”, ან მორალური პედისტალიდან ველაპარაკოთ იმ ხალხს, ვინც იძულებულია იმუშავონ ”რადიო თავისუფლებაში”, ”სპუტნიკში”, ”BBC”-ში, რათა ელემენტარული საარსებო საშუალება ჰქონდეთ, არამედ იმისთვის რომ ის ნაივური რწმენა მოვიშოროთ, რომ ვაშინგტონელი პროპაგანდისტი, მის პეკინელ ან მოსკოველ ვიზავის სჯობს რამით, კომუნიკაციის სტილის, მშობლიური ენის, პატრონის ვინაობის და ხელფასის გარდა.

მას ვისაც რეალობის გაგება სურს, ნებისმიერ მდარე ხარიხსის საკვებს, რასაც სხვადასხვა კორპორატიული მედია საშუალება აწვდის, დაუფიქრებლად არ უნდა მიირთმევდეს. ადამიანი სხვა ძუძუმწოვრების მსგავსად ჯოგური არსებაა, ჯოგს კი თავის არსით კრიტიკული რეფლექსიის უნარი არ გააჩნია, ის ისეთი სიმობოლოებით აზროვნებს, როგორიცაა კარგი და ცუდი, მტერი და მოყვარე. არადა თანამედროვე მედია სივრცე, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება ისე და იმგვარადაა მოწყობილი, რომ საკმაოდ ბევრი სხვადასხვა გრადაცია გააჩნია. ამიტომ რეალობის უფრო ობიექტური სურათის მისაღებად საჭიროა ალტერნატიული მედია საშუალებების გაცნობა, თუნდაც თქვენ არ იზიარებდეთ მათ სარედაქციო პოლიტიკას.

დასავლური მედია საშუალებები თავი რიგებში იყვანენ არა ტრადიციულ პროპაგანდისტებს, არამედ იმ ხალხს ვისი მოსაზრებებიც ემთხევა ამ მედია საშუალებების მფლობელების ინტერესებს. შედეგად ვიღებთ ისეთ რეალობას, როდესაც მედიისთვის ამოსავალი წერტილი არა საზოგადოებრივი პროგრესი და მოსახლოების ობიექტური ინფორმირებაა მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ საკუთარი მფლობელების ვიწრო პოლიტიკური და მერკანტილური ინტერესები. შორს რომ არ წავიდეთ ქართულ მედია სივრცეს გადავხედოთ და კერძოდ იმ საშუალებებს, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც ყველაზე ”პროდასავლურები”. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

რომის პაპი – დასავლური პროპაგანდის მორიგი ინსტრუმენტი

რომის პაპმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ დანაშაულთა ჩამონათვალში ერთმანეთის გვერდით დააყენა ნაციზმი, სტალინიზმი და სომეხთა გენოციდი.

თუ ვივარაუდებთ, რომ ნაციზმისა და სტალინიზმის ცნებებში მან მეორე მსოფლიო ომიც იგულისხმა, პირველ მსოფლიო ომს რა ლოგიკით აუარა გვერდი, განა ის ომი მეოცე საუკუნის პირმშო არ იყო, ეს რა აბსურდია?!

ნაციზმისა და სტალინიზმის გვერდიგვერდ დაყენება დასავლური პროპაგანდისტული მანქანის მიგნებაა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ნუთუ ამ სამარცხვინო მანქანის ღია ნაწილად იქცა და ისე გაუცხოვდა ღმერთისგანაც და შინაგანი სინდისის ხმისგანაც, რომ ფაშიზმსა და ფაშიზმის ჭირისგან მსოფლიოს მხსნელ ძალას ერთმანეთისგან ვერ არჩევს?

დიდია დასავლური პროპაგანდისტული ძალმომრეობის ძალა. დასავლური ეკლესიაც ვერ აღუდგა მას წინ და, ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტების სადარაჯოზე დამდგარიყო, სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის სამსახურში ჩადგა და მის დანამატად იქცა.

აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ვახტანგ გოგუძე: “სტალინი იდევნება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის გადარჩენის გამო. დღეს გაბატონებული კოსმოპოლიტური იდეოლოგია დაუნდობლად ებრძვის ორ სახელს, ქრისტეს და სტალინს, ქრისტეს – შეფარვით, სტალინს – პირდაპირ.” (ვ. გოგუაძე, – “სტალინი და საშინელი სამსჯავრო,” თბილისი, 2006 წელი). ეს ნაშრომი, რომელიც 2005 წელს რუსულად დაწერილი წიგნის (“СТАЛИН И СТРАШНЫЙ СУД”) გადმოქართულებული ვარიანტია, ვახტანგის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, – 2006 წლის ოქტომბერში გამოიცა, ვახტანგი კი 2007 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში აღესრულა…

ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე უდიდესი დანაკლისია ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის, რომელიც დასავლური, უძლიერესი და უვერაგესი ზეწოლის ვითარებაში თანდათანობით შორდება ჭეშმარიტებას. ვახტანგი აზროვნების ის ყინულმჭრელი იყო, რომელიც გზას უკვალავდა გზააბნეულ ადამიანებს; ის ჩირაღდანი იყო, რომელიც უნათებდა ეპოქალურ წყვდიადში ჩაძირულ თაობას; ის ორიენტირი იყო, რომელიც ასე სჭირდებოდა სრულიად საქართველოს…

ვალერი კვარაცხელია