ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდულობდნენ ინგლისში ამომრჩეველთა ხმებს

ევროცენტრისტებს ხშირად მოყავთ ხოლმე ინგლისის მაგალითი, როგორც ერთ-ერთი ადრეული დემოკრატიისა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ინგლისი ყოველთვის მოწინავე კოლონიალური იმპერია იყო  და ის პერმანენტულად აწიოკებდა სხვადასხვა კონტინენტებს, ქვეყნებს და ხალხებს, ინგლისის ისტორიულმა გამოცდილებამ უნიკალური ტრადიციებიც შემოგვინახა – მაგალითად ინგლისში რამდენიმე საუკუნის კანონიერი იყო ცოლების გაყიდვა აუქციონზე. დღესაც ერთ-ერთ ესეთ სამარცხვინო ინგლისურ ტრადიციაზე მოგითხრობთ, კერძოდ კი იმაზე თუ როგორ იყიდებოდა ოფიციალურად ამომრჩეველთა ხმები.

XVIII საუკუნის ინგლისში ამომრჩევლეთა ხმების ყიდვას თითქმის ოფიციალური სახე ჰქონდა. დღესდღეობით ლიბერალების მიერ ხშირად ციტირებადი ადამ სმიტი ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდა, უფრო მეტიც აი რაც წერდა ის:

“ხელისუფლება არის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია მდიდრები ღარიბებისგან დაიცვას და ისინი ვინ ქონებას ფლობს იმათგან – ვინც ქოენბას არ ფლობს”

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ქონებრივი ცენზის გამო ინგლისში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 200-350 ათას ადამიანს ჰქონდა. მოსახლეობის გაცხრილვას უძრავი ქონების ფლობიდან გამომდინარე და ასევე ქონების ღირებულების მიხედვით ახდენდნენ. პასიურ საარჩევნო ხმასაც გააჩნდა თავისი ცენზი: 1711 წლის კანონის მიხედვით 600 ფუნტ სტერლინგამდე წლიური შემოსავალი საგრაფოებში ან 300 ფუნტ სტერლინგამდე შემოსავალი ქალაქებში არსებული უძრავი ქონებიდან (მიახლოვებით 61 000 და 30 500 თანამედროვე ფუნტი დღევანდელი გაანგარიშებით)

პარლამენტში არჩევის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ უცხოელებს, სახელმწიფო მოხელეებს, პენსიონერებს, თუ მათი პენსიები შეიძლება შეწყვეტილიყო ან დროებითი ხასიათი ჰქონდა, ასევე გვირგვინის მიმწოდებლებს და მენარდეებს, ბანკირების გარდა (ეს შემთხვევით არაა)

პოლიტიკოსების მიერ ხმის ყიდვის ნახატი – წყარო 1857 Harper’s Weekly.

ამომრჩევლების მოსყიდვა იმდენად მასშტაბური იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება. ყველაფერი მარტივი იყო – ვინც ყველაზე მაღალ თანხას იხდიდა ამომრჩევლის ხმაში, საბოლოოდ ის იღებდა ამ ახმას. იმდროინდელ ინგლისში ხმის ფასი თითქმის ისეთივე სიზუსტით იყო განსაზღვრული როგორც პურის, ან მიწის ფასი.

საშუალოდ XVIII საუკუნის I ნახევარში პარლამენტში ადგილის ყიდვა 1-1.5 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა (დღევანდელი გაანგარიშებით 100000-160000 ფუნტი). XVIII საუკუნის II ნახევარში პარლამენტში ადგილის ფასი 5000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა. (დღევანდელი გაანგარიშებით 650000 ფუნტი). ეს განპირობებული იყო იმით, რომ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოლიდურ კაპიტალს ფლობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალაუფლება და ამის გამოსწორება სურდათ. მათმა სწრაფვამ ნებისმიერ ფასად მოხვედრილიყვნენ პარლამენტში საგრძნობლად გაზარდა ხმის ფასი. ასე მაგალითად ბანკირი ლოპესი XIX საუკუნის დასაწყისში 20 ფუნტს უხდიდა ყველას, ვინც მას მიცემდა ხმას. აღმოსავლეთ რედფორდში 1 ხმის საფასურად 20 გინეას (ბრიტანული ოქროს მონეტა, რომელიც1663-1813 წლებში გამოდიოდა) იძლეოდნენ, 2 ხმის სანაცვლოდ – 40. 1830 წელს ლივერპულში მაგალითად ერთი ხმის საფასური 100 ფუნტი იყო.

ხმის ფასი იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობის ცვლილების შედაგად. მაგალითად თუ ჰანიტონში სულ 350 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათ ფასი 5-დან 15 გინეამდე მერყეობდა, მაგრამ გრამპაუდში, სადაც მხოლოდ 42 ამომრჩეველი ცხოვრობდა, ხმის ფასი 300 გინეამდე იყო ავარდნილი. (32000-დან 40000 ფუნტამდე დღევანდელი კურსით) 

ასევე სხვა ფაქტორებიც ახდენდნენ ხმის ფასზე ზეგავლენას – მაგალითად არჩევნების ხანგრძლივობა, რომელიც ხანდახანა 2-3 კვირამდე ან თვემდეც კი იწელებოდა, არჩევნების განმავლობაში დაპირისპირების ხარისხი და ა.შ

D5TM8hDOVNrNQ4kHWmpDXAcSX2TPTjdv0Lh_TM1NSEb-pLzdvxnrt-sjXDYMXPS4UUG9R5WmAXlmDD-cGO1NhIds4f8QQneyECy-3PSRo6k (1)

ელექტორატის მოსყიდვის ფორმები ძალიან განსხვავდებოდა, ფულით დაწყებული უფასო სადილით დამთავრებული. მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით კანდიდატები აქტიურად იყენებდნენ ალკოჰოლსაც. მაგალითად, ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი XIX საუკუნის ბოლოს  ამტკიცებდა, რომ ამომრჩეველთა დათრობა ინგლისური ცხოვრების ნაწილია, რომელიც მხოლოდ უცხოელებს უკვირდათ. 

ამომრჩეველთა ხმების ყიდვა ხდებოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურად ანუ საცალოდ, არამედ საბითუმოდაც. ინგლისში საამომრჩევლო კორუფცია იმდენად დახვეწილი და განვითარებული იყო, რომ სპეციალური აგენტებიც კი არსებობდნენ –  borough managers, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების გაყიდვით იყვნენ დაკავებული და ამის სანაცვლოდ სოლიდურ საკომისიოებსაც იღებდნენ.

ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ინგლისში ცოლებს

ალბათ ბევრ თქვნთაგანს ძნელად წარმოუდგენია, რომ თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია რომ ეს შუა საუკუნეებში ან ანტიკურ პერიოდში კი არ ხდებოდა, არამედ XVIII და XIX საუკუნეებში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს დიდ ბრიტანეთში ცოლებით ვაჭრობის შესახებ.

100

ცოლის გაყიდვა. ტომას როულენდსონი 1812-1814 წწ.

ცოლის გაყიდვის ფაქტები არა მარტო ინგლისურ მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაშიც ფიქსირდება. ასე მაგალითად თომას ჰარდის ნაწარმოებში ”კესტერბრიჯის მერი” მთავარმა გმირმა ცოლი გაყიდა, ხოლო შემდეგ სინდისის ქენჯნამ სიკვდილამდე მიიყვანა.

101.jpg

1820 წლის ფრანგული გრავიურა ცოლის გაყიდვაზე ინგლისურად

ცოლების გაყიდვის ყოველი პროცედურა სტანდარტულად მიმდინარეობდა – მეუღლეს ცოლი მოედანზე მიყავდა, რომელიც მის ყელზე გამობმული ჯაჭვით ეჭირა. ამის შემდგომ ცოლი მისთვის განკუთვნილ ადგილას ადიოდა და ვაჭრობაც იწყებოდა. ცოლი იმას ერგებოდა, ვინც ყველაზე მსხვილ თანხას გადაიხდიდა.

102.jpg
ვინც გირტყავს, მას უყვარხარ

იმდროინდელ გაზეთებში მსგავსი ფაქტები აქტიურად შეუქდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცოლის გაყიდვის ფაქტი 1733 წლით თარიღდება. ჩანაწერის თანახმად ვინმე სამუელ ვაითჰაუსს თავისი ცოლი მერი უაითჰაუსი ტომას გრიფითსისთვის ერთ ფუნტ სტერლინგად მიუყიდია.  კიდევ ერთი ქალბატონი გასაყიდად იქნა გაყვანილი და მასზე საწყისი ფასი ერთი პენი იყო. მარტოხელა ფერმერებს ძალიან უნდოდათ ამ ქალბატონის ყიდვა. საბოლოოდ ის 5 შილინგად და 6 პენსად გაიყიდა. 

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ცოლების გაყიდვა ხდებოდა ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ცოლს მისივე საყვარელი ყიდულობდა სიმბოლურ ფასად. ხანდახან ხდებოდა ისეც რომ ყოფილი ქმარი, ცოლი და მისი ახალი მფლობელი ერთად მიდიოდნენ ხოლმე ტავერნაში ვაჭრობის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად.

103

ინგლისელი აზნაური სმიტფილდის ბაზარზე მიემართება ცოლის გასაყიდად

ყველაზე პოპულარული ცოლებით ვაჭრობა 1780 – 1850 წლებში იყო. დღევანდელ დღემდე მოღწეული დოკუმენტებით მინიმუმ 300 ასეთი ფაქტი დასტურდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1753 წელს ინგლისში ქორწინების კანონი მიიღეს. იქამდე ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა. ქალები ფაქტიურად კაცების სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. განქორწინება კი საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურას წარმოადგენდა. მოედანზე ცოლების გაყიდვა იქცა განქორწინების ერთგვარ ფორმად. მთავრობა ამ პრაქტიკას არ მიესალმებოდა და უბრალოდ არ იმჩნევდა. 

1830 წელს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მეუღლემ ცოლის გაყიდვის პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეაჩერა და ყველაფრის ძველებურად დატოვება მოინდომა. ამის საპასუხოდ კი ცოლი მეუღლეს ლოყაზე შეეხო სადავეთი და განაცხადა: “მე უნდა გავიყიდო, იმიტომ რომ ცვლილებები მინდა”

ცოლით ვაჭრობის ბოლო ფაქტი 1913 წელს ფიქსირდება. ქალბატონი, რომელიც ლიდსის სასამართლოში ჩვენებას აძლევდა აღნიშნავდა, რომ მისმა ქმარმა ის კოლეგას 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდა.