თბილისის ვაგზლის მოედანი – საქართველოს განვითარების ანარეკლი

ალბათ მსოფლიოში ძნელად მოიძნებნება რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი, რომლის ცენტრალური ვაგზლის მოედანი ისე დამთრგუნველად, დაბინძურებულად და ქაოტურად გამოიყურება, როგორც თბილისში. ცენტრალური ვაგზლის/სადგურის მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მონაკვეთია ნებისმიერ ქალაქში, ამიტომაც მეტ-ნაკლებად ყველგან მოწესრიგებულია.

თბილისის ვაგზლის მოედანი კი ამ მხრივ მართლა საშინელი სანახავია. თუმცა ის ავთენტურად გადმოცემს იმ სიღარიბეს, ეკონომიკურ უთანასწორობას, სიბინძურეს და სოციალურ რეგრესს, რაც ქვეყანაში სუფევს ყოველგვარი შელამაზების გარეშე. 

1.jpg

2.jpg

3.jpg

4.jpg

5.jpg

6.jpg

7.jpg

8.jpg

9.jpg

OLYMPUS DIGITAL CAMERA

11.jpg

12.jpg

14.jpg

15.jpg

16.jpg

არადა საბჭოთა დროს ვაგზლის მოედანი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. 

 

 

0.jpg

01.jpg

02.jpg

03.jpg

05.jpg

ჯონ სტაინბეკი: “რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”

7446506065.jpg

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ჯონ სტაინბეკი 1947 წელს თბილისს ეწვია ცნობილ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. ის აღფრთოვანებული დარჩა საბჭოთა საქართველოთი და თავისი შთაბეჭდილებები შემდგომ “რუსულ დღიურებში” გადმოსცა.

აი, რას წერდა სამშობლოში დაბრუნებული სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ (იგი დედაქალაქის გარდა, გორსა და ბათუმშიც იყო):

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.

100.jpg
საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები: “ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

0001.jpg

იქიდან გამომდინარე რომ სტაინბეკის შემოქმედებაში მუშათა კლასს გამორჩეული ადგილი ეკავა, მან საქართველოში სტუმრობისის განსაკუთრებული ყურადღება სოციალური ცხოვრების მომენტებს მიაქცია.

“ჩვენ თბილისის უნივერმაღები დავლაშქრეთ. ხალხით გაჭედილ მაღაზიებში არჩევანი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმელზე საკმაოდ მაღალი გახლდათ. ბამბის პერანგები სამოცდახუთი რუბლი, რეზინის კალოშები სამასი რუბლი, ხოლო პორტაბელური საბეჭდი მანქანის ფასი სამი ათას რუბლამდე აღწევდა.

მთელი დღე საზოგადოებრივ საცურაო აუზებში და ქალაქის პარკებში გავატარეთ. მშრომელთა პარკში პატარების რკინიგზა იყო მოწყობილი, რომლის მატარებელი იმდენად სრულყოფილი იყო დეტალებშიც კი, რომ მოხიბლულები დაგვტოვა. მემანქანის, ინჟინერის, მეხანძრის და სადგურის უფროსის როლსაც კი თვითონ ბავშვები ასრულებდნენ.

გასაოცარია თბილისში ზაფხულის საღამოები. ჰაერი ფაფუკი, მსუბუქი და მშრალია. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უმისამართო სეირნობით ტკბებიან. მამაკაცების ჩაცმულობა გამოსარჩევად კოხტა იყო, მუნდირი ზოგჯერ თეთრი სქელი აბრეშუმისა, წელზე ქამრით შემოჭერილი, გრძელი ვიწრო შარვლები, და მსუბუქი შავი ჩექმები. საოცრად ლამაზი მოდგმაა ეს ქართველი კაცები.

ღამღამობით ძველი სახლების მაღალი აივნებიდან მელოდიური უცნაური სიმღერა გვესმოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტად მანდოლინის მსგავსი ინსტრუმენტის ხმა გასდევდა. ხანდახან ბნელი ქუჩებიდან მომავალი სალამურის ხმაც მოგვესმოდა.”

“ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე მოშვებული ხალხია; მოშვებული და ფიცხი და ხალისით აღსავსე. ალბათ ამიტომაც ეტრფიან მათ ასე რუსები. ალბათ მათაც სურთ, რომ ასეთები იყვნენ.”

123

ჯონ სტაინბეკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც აღმერთებს ხელოვნებას, განსაკუთრებით პოეტებს, მწერლებს, რომლებიც ცამდე აჰყავთ, ახალგაზრდები და გაუწაფავნიც კი. ჯონ სტაინბეკი წერს, რომ ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია საბჭოთა და ამერიკელ ადამიანებს შორის, ამერიკაში ხომ მწერალი არავის აინტერესებს, თითოეულმა მწერალმა თავად უნდა შეიქმნას კარიერა და მკითხველთა სიყვარული დაიმსახუროს.

ჩვენი ქვეყანა რომ მოეწონა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის შემდეგ, 1967 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატის და მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის რანგში მორიგი საბჭოური ვოიაჟისას ისევ ეწვია საქართველოს და უთქვამს, – თბილისში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ხალისიანი და სუფთააო… ალბათ, მართლა ასეთი იყო, თორემ ვინ აძალებდა სტაინბეკს, ტყუილი ეთქვა.

საინტერესოა რას იტყოდა სტაინბეკი დღევანდელი საქართველოს შემხედვარე?

საბჭოთა თბილისის ფოტოკოლაჟი

გთავაზობთ საბჭოთა თბილისის ფოტოკოლაჟს, რომლებზეც ასახულია თბილისი 1950-დან 1980-მდე წლების შუალედში. სურათებზე წარმოდგენილი ბევრი შენობა თუ მონუმენტი დღეს უკვე აღარ არსებობს.

1

ყოფილი ლენინის მოედანი (დღეს თავისუფლების მოედანი)

2

უკანა მხრიდან გადაღებული ლენინის მოედანი

3

სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ე.წ გეპეი)

4

ყოფილი სასტუმრო აჭარა (დღესდღეობით Holiday Inn)

5

ბარათაშვილის ხიდი

6

დინამოს სტადიონი

7

ყოფილი სასტუმრო ივერია (დღეს Radisson Blu)

10

თბილისის ფილარმონია

11

ხედი თბილისის ფუნიკულიორიდან

12

გმირთა მოედანი და თბილისის ცირკი

13

ძველი ვაგზლის მოედანი

14

ვაგზლის მოედანი

15

ყოფილი პარლამენტი

16

რუსთაველის პროსპექტი

17

თბილისის ოპერა

18

რესტორანი მთაწმინდის პარკში (ფუნიკულიორზე)

19

თბილისის სპორტის სასახლე

20

სასტუმრო აფხაზეთი (შენობა 2011-2012 წლებში დაანგრიეს)

21

მეტროსადგური 300 არაგველი

22

მეტროსადგური ლენინის მოედანი (ამჟამად თავისფულების მოედანი)

23

რუსთაველის პროსპექტი

24

სასეირნო ნავი მტკვარზე

26

თბილისის ტრამვაი