ისლანდიის ჩუმი რევოლუცია, რომელიც წამყვანმა მედიებმა არ გააშუქეს

გსმენიათ თუ არა რამდენიმე წლის წინ  ისლანდიაში მომხდარი ჩუმი და მშვიდობიანი რევოლუციის შესახერბ? ალბათ არა. და იცით რატომ არ გაგიგიათ არაფერი? იმიტომ რომ ისლანდიაში მოხდა პროგრესული რევოლუცია, მაგრამ ეს არ აკნინებს მის ჭეშმარიტ რევოლუციურობას. ეს რევოლუცია შესაძლო გახდა მაშინ, როდესაც დემოკრატიული მმართველობის ბერკეტები ნამდვილად აღმოჩნდა თავმოყრილი უმრავლესობის ხელებში და არა უმცირესობის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება.

iceland.jpeg

ზუსტად ამიტომაც ისლანდიის სამაგალითო პრეცედენტი არ გაშუქდა მეინსტრიმულ მედიაში. პირიქით ამ ფაქტს მალავენ, რადგან ეს არის უკანასკნელი, რაც ელიტებს სურთ რომ გაშუქდეს საზოგადოდ და სხვებისთვის გახდეს სამაგალითო. მაგრამ მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები.

რამდენიმე წლის წინ ისლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ეს რეფერენდუმი ფაქტობრივად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო აკორდად იმ ბრძოლაში, რომელიც ისლანდიამ 2008 წლიდან წამოიწყო, როდესაც ფინანსურმა კრიზისმა და საბანკო სისტემის კრახმა გააკოტრა ქვეყანა.

მოვლენების მსგავსი განვითარება მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ვითარდებოდა, როგორც საუკეთესო „ნეოლიბერალური“ ეკონომიკა. ის იყო აგებული 2003 წლის ბანკების პრივატიზაციაზე და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ისინი ავითარებდნენ ონლაინ-ბანკინგს, რომელიც მინიმალური დანახარჯებით, შედარებით დიდ შემოსავალს იძლევა.

მართლაც ასეთმა რეფორმებმა მოიზიდეს ბრიტანული და ნიდერლანდური უცხოური კაპიტალი და ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, როგორც ეს ყოველთვის ხდება უცხოური კაპიტალის მოზიდვის დროს – იზრდებოდა ბანკების საგარეო ვალი. 2003 წელს ისლანდიის ვალი შეადგენდა მშპ-ს 200 %-ს, ხოლო 2007 წელს ის უკვე  900 %-მდე გაიზატდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს ისლანდიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სამი მთავარი ისლანდიის ბანკი: Landsbankinn, Kaupthing Bank და Glitnir გაკოტრდნენ და ნაციონალიზებულნი იქნენ, ხოლო კრონამ ევროსთან მიმართებაში 85 %-იანი გაუფასურება განიცადა. წლის ბოლოს ისლანდიამ გაბანკროტება აღიარა.

დადგა ის დრო ისლანდიას გახსენებოდა, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ დასაწყისისთვის, ისლანდიელებმა გადაწყვიტის რომ  ჩვეულებრივ  წარმომადგენლობით დემოკრატიას მიყოლოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ისლანდიის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და პროტესტს უცხადებდა მსუნაგ ბანკირებსა და უნიათო პოლიტიკოსებს, რომლებმაც დაუშვეს საბანკო სისტემის და შემდგომ სახელმწიფო ეკონომიკის კრახი. ამ საპროტესტო მსვლელობების შედეგად ისლანდიის მთავრობა გადადგა.

1425913848_19

არჩევნები ჩატარდა 2009 წელს, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე ძალა, რომელიც ერთის მხრივ აკრიტიკებდა ნეოლიბერალურ ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ის მალევე დანებდა მსოფლოს ბანკის და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნებს დაეფარა ბანკების ვალი, რომელიც საერთო ჯამში 3,5 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ვალის დასაფარად, რომელიც ფაქტობრივად კერძო პირების (ბანკების მფლობებილის) ვალებს წარმოადგენდა სხვა კერძო პირების მიმართ, ისლანდიის თითოეულ მოქალაქეს 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ევრო უნდა გადაეხადა.

ეს უკვე იყო ზედმეტი ჩვეულებრივად წყნარი და აუღელვებელი ისლანდიელებისთვისაც კი. ამან გამოიწვია მოვლენების ექსტრაორდინალური განვითარების სცენარი. ის იდეა, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობას უნდა გადაეხადა ფინანსური ელიტების ვალები, რომლებიც მათ თავიანთი სიხარბით აიკიდეს, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ამან ახალი საპროტესტო ტალღები გამოიწვია. ამან აიძულა მთავრობა მიეღო თავისი მოსახლეობის პოზიცია. ამის შემდეგ პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა უარი თქვა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის რატიფიცირებაზე, რომელიც მოსახლეობას კაბალურ მდგომარეობაში ჩააგდებდა და დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას.

ამას მოყვა „თავისუფალი სამყაროს“ და „საერთაშორისო საზოგადოებისათვის“ დამახასიათებელი რეაქცია – ისლანდიაზე უდიდესი ზეგავლენა ხორციელდებოდა. ნიდერლანდები და ბრიტანეთი ემუქრებოდნენ ისლანდიას, ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციებით და სრული იზოლაციითაც კი. მსოფლიო სავალუტო ბანკი ისლანდიას ემუქრებოდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დატოვებდა. ბრიტანეთის მთავრობა იმუქრებოდა ისლანდიური აქტივების გაყინვით ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ისლანდიამ გაუძლო ამ ზეწოლებს და მუქარებს.

პრეზიდენტმა გრიმსონმა განაცხადა: “ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ არ დანებების შემთხვევაში ჩვენ ჩრდილოეთ კუბა გავხდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ დავნებდებოდით ჩვენ ჩრდილოეთ ჰაიტი გავხდებოდით.“

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი – ისლანდიის პრეზიდენტი 1996-2016 წლებში

რეფერენდუმი 2010 წლის მარტში ჩატარდა. ამ რეფერენდუმის შედეგად ისლანდიელებმა გადაწყვიტეს არ გადაეხადათ თავისი ბანკების საგარეო ვალი ბრიტანელებისთვბის და ჰოლანდიელებისათვის;  ამას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 93 %. მსოფლიო სავალუტო ბანკმა შეუწყვიტა კრედიტების გაცემა ისლანდიას. მაგრამ ისლანდიელებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. მთავრობამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსურ კრიზისში დამნაშავეთა მიმართ. ინტერპოლმა გასცა საერთაშორისო ორდერი Kaupthing ბანკის დირექტორის და სხვა დამნაშავეთა დასაჭერად.

მაგრამ ისლანდიელები ამაზე არ შეჩერდნენ. იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე, რომელიც გაათავისუფლებდა ისლანდიას მსოფლიო ფინანსური კორპორაციებისგან და ვირტუალური ფულისაგან. ამავდროულად ისლანდიელებმა ისურვეს თვითონ ერთად დაეწერათ ახალი კონსტიტუცია და მათ ეს გამოუვიდათ. უზენაესი კანონის პროექტს წერდა 950 შემთხვევით შერჩეული მოქალაქე, რომლებიცნაციონალურმა ასამბლეამ შეარჩია 2010 წელს.

იმისთვის რომ დამეთავრებინათ კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებები ასახვა, მოსახლეობამ აირჩია საკონსტიტუციო საბჭო, რომელიც შედგებოდა 25 ადამიანისაგან. ჩვეულებრივი ადამიანები-მეთევზეები, ფერმერები, ექიმები, დიასახლისები, რომლებიც აირჩიეს იმ 522 კანდიდატიდან, რომელიც არასდროს მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში და ყავდა მინიმუმ 30 სხვა რეკომენდატორი.

შემდგომ დაიწყო კანონების შემუშავებისა და ტექსტის დამუშავების პროცესი. ამის შემდეგ ისლანდიამ მიმართა „კრაუდსერფინგს“, რის მიხედვითაც მთელ მოსახლეობას მიეცა საშუალება ჩართულიყო სამუშაოში Facebook-ის, Twitter-ის და Youtube-ის მეშვეობით. ჩვეულებრივი ისლანდიელებისგან საერთო ჯამში დაგროვდა 3600 კომენტარი და 370 შენიშვნა საბჭოს მუშაობის მიმართ. ყოველ კვირას საბჭო აქვეყნებდა ახალ დებულებებს, რომლის გარშემო მიდიოდა განხილვები. რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ საბჭო აქვეყნებდა დებულების საბოლოო ვერსიას და მის გარშემო კვლავ მიმდინარეობდა განხილვები. ამის გარდა საბჭოს სამუშაო პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო საბჭოს წევრები, ყოველ კვირას დებდნენ ანგარიშებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ამის შემდეგ საბჭოს ყველა წევრმა ხმა მისცა კონსტიტუციის შედგენის სამუშაოს დამთავრებას.

კონსტიტუცია იწყება შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვართ ისლანდიის მოქალაქეები და გვსურს გვქონდეს თანაბარი ადგილი საერთო სუფრის გარშემო“

ისლანდიელები აღიარებენ, რომ ეს ფრაზა ცუდად და არასათანადოდ ჟღერს სხვადასხვა ენებზე თარგმნის დროს, მაგრამ იუწყებიან, რომ ის გასაგებია ყველა ისლანდიელისათვის და ზუსტად ასახავს მოსახლეობის მისწრაფებებს. კონსტიტუციის მიხედვით ბუნებრივი რესურსები საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც ავალდებულებს მთავრობას იქონიოს სახელმწიფო დოკუმენტები ყველასთვის ღია წვდომაში, თუ მათ “გრიფით საიდუმლო“ არ ადევს. ასევე ის ავალდებულებს მთავრობას იზრუნოს არა მხოლოდ ისლანდიის მოსახლეობაზე, არამედ მთელ კაცობრიობასა და ბიოსფეროზე. ცალკეული სტატიები იცავენ ასევე ცხოველების უფლებებს.

ამ დოკუმენტში ადგილი მოიძებნა საკმაოდ არქაულ კანონისთვისაც, რომელიც დიდი ხანია ამოღებულია ევროპული კონსტიტუციების უმეტესობიდან. ის უნარჩუნებს ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას სახელმწიფო ეკლესიის სტატუსს.

აქ უნდა აღინიშნოს მოვლენათა განვითარების საინტერესო ნიუანსი. კონსტიტუციური საბჭოს შემადგენლობა გამოდგა, როგორც დღეს ხმარობენ ამ ტერმინს -„ევროსოციალისტური“. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისლანდიელების უმეტესობა მემარცხენეობისკენ იხრება, არამედ ისლანდიელი მემარჯვენეების სისულელის და უნიათობის გამო. ყოფილმა მმართველმა „პროგრესულმა“ და „დამოუკიდებებლობის“ პარტიებმა მოუწოდეს მოსახლეობას კონსტიტუციის შემუშავების ბოიკოტირებისკენ, მათ დაუჯერეს მომხრეებმა და გამოდგა ისე, რომ ახალ კონსტიტუციაში ჭარბობს მემარცხენე იდეები.

და ასე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ხელისუფლება ჩაბარდა უმრავლესობას. ეს პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა რომ დასავლური მედია მალავს 23 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის შედეგად ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი დაუჭირა ისლანდიის 80%.

ალბათ ხვდებით, საკმარისი იყო ისლანდიის მთავრობას მოსახლოების უმრავლეოსობის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა არა ფინანსური ელიტების, ჩვენ პრივატიზაციის ნაცვლად ნაციონალიზაცია მივიღეთ, ინფორმაციის ჩაკეტილობის მაგივრად – გამჭვირვალობა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მაგივრად -პირდაპირი დემოკრატია.

ნეოლიბერალური ელიტა ვერ აიტანს და არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ისლანდიის მაგალითს სხვებმაც მიმართონ. დღეს ბერძნებს, იტალიელებს, ესპანელებს და პორტუგალიელებს ასწავლიან, რომ საჯარო სექტორის პრივატიზაცია არის პანაცეა.

ამ ქვეყნებში, რომლებსაც დასავლურ მედიაში PIGS-ს  [ღორები] (Portugal, Italy, Greece, Spain) უწოდებენ, ხშირად ეწყობა მასობრივი გამოსვლები და ტრანსპარანტებზე ხშირად შეიძლება დავინახოთ „ისლანდია“, რის მიზეზზეც მედია საერთოდ არ საუბრობს.

iceland-protest-600x361.jpg

ამიტომაც ისლანდიის რეფერენდუმის და მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანს თუ გაუგია. მედია, რომელიც კონტროლდება ნეოლიბერუალური ელიტების მიერ, შეგნებულად მალავს ამ ინფორმაციას, რადგან თუ ეს პრეცედენტი ტენდენციის იერსახეს მიიღებს ის დიდად დააზარალებს მმართველ ელიტებს მთელ მსოფლიოში.

2 thoughts on “ისლანდიის ჩუმი რევოლუცია, რომელიც წამყვანმა მედიებმა არ გააშუქეს

  1. ესა არის დემოკრატია! საქართველოში ყველა არხი მალავს უ.დ.მ გამოსვლებს ლოზუნგებს, კონსტიტუციაში მიდის თვითნებური ჩარევა, დაბლოკილია ჩვენი უფლებები! უაზროდ ძალის გადამეტებით, 1995წლის 24-აგვისტოდან უზურპირებულია კონსტიტუციით: ერის,ხალხის უფლებები. მოსამსახურემ სახლის დალაგებისას მოგვპარა ძალაუფლება და არ თმობს, დააზობირა მოსახლეობა თითქოსდა ეს ასე უნდა იყოს!! .. სახალხო დემოკრატია! დემოკრატია სრულად და არა სანახევროდ. ყველაფერს აგვარებს! ერის სუვერენიტეტი(ხელმწიფობის) გადაეცემა ქართველ ხალხზე, ალაგებს სასამართლო ხელისუფლების, საკანომდებლო,ალმასრულებელს, მასმედიას. ისინი ანგარიშვალდებულები არიან ხალხის წინაშე მაღლდება ეფეკტურობა ხარისხი… ესაა ჩვენი გზა!!

    Like

    • რამდენიც არ უნდა დამალონ, ადრე თუ გვიან ხალხი მთელ მსოფლიოში მიაღწევს იმას, საითაც მიდის. – პირდაპირ დემოკრატიას.
      ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორი გააჩინა.
      ძალაუფლება ყველას ეკუთნის თანაბრად.

      ყველა ხელისუფლება გახდება ხალხის მსახური.
      ხალხის ერთიანობა იხელმწიფებს.

      ეს მოხდება არც ადრე და არც გვიან. ზუსტად მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს. მთავარი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადია.

      ჩვენ კი უნდა გავინძრეთ 🙂

      Like

Leave a comment