აშშ-მ ”ალ-ქაიდას” $500 მილიონის ღირებულების იარაღი აჩუქა

ვერავინ ვერ იფიქრებდა ალბათ, რომ ამერიკული დიმლომატიის კიდევ ერთი წარმატება ეპიკურ კატასტროფად გადაიქცეოდა. პრინციპში ამერიკის ყველა ინტერვენცია სრული ფიასკოთი მთავრდება და არც იემენის შემთხვევაში ვიხილეთ გამონაკლისი.

ბოლო წლების განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ამერიკელები იემენში წარმატებას ვერ მიაღწევენ მას შემდეგ, რაც მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტი და მთავრობა გადადგა და იქ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. 2015 წლის მარტში იემენი აშშ-ს ელჩმაც კი დატოვა და მას ამერიკელი ჯარისკაცებიც მიყვნენ.

პენტაგონმა ოფიციალურად ვერ განაცხადა თუ რა ეწია ამერიკელების მიერ იემენში გაგზავნილ სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას, რომლის საერთო ღირებულებაც 500$ ამერიკულ დოლარს შეადგენდა – იტყობინება The Washington Post. ის რომ ოფიციალურად იემენში დატოვებულ იარაღზე განცხადებები არ კეთდება მიუთითებს იმაზე, რომ ნახევარი მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა იქნა დაკარგული და სავარაუდოდ ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ქაიდას” ჩაუვარდა ხელში.

იემენში მომხდარი უმრავი ტერაქტის შემდეგ, როდესაც აშშ-ს ელჩმა, მრჩეველებმა და სამხედროებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს ამერიკელებმა სამხედრო ტექნიკაზე დაკარგეს კონტროლი. ამერიკელი სახელმწიფო ჩინოვნიკები ნათლად ათვიცნობიერებენ იმ რისკს, რომ დიდი ალბათობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა ”ალ-ქაიდას” ფილიალებს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ამართლებენ საკუთარ ფიასკოს და აღნიშნავენ, რომ 500$ მილიონის ტექნიკა და იარაღი სამხედრო ბალანსს მაინც ვერ შეცვლის რეგიონში.

ტერორისტები აშშ-ს სამსახურში

ამერიკის შეერთებული შტატები, პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობისათვის დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან ასოცირდება. პოლიტიკაში გაუთვიცნობიერებული ზოგიერთი ადამიანი, შეერთებულ შტატებზე საუბრისას, ისეთი პათოსით საუბრობს ამ უკანასკნელზე, გეგონება, იგი არა სახელწმიფო (რომელიც საკუთარი ინტერესებით მოქმედებს საერთაშორისო არენაზე), არამედ რაიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც უხვად გასცემს თანხებს სხვა ქვეყნების დასახმარებლად, დემოკრატიის და თავისუფალი სოციალური წესრიგის დანერგვა, განმტკიცებაში. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ შეერთებული შტატები თავისი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისათვის ტერორისტებთან თანამშრომლობასაც არ ერიდებოდა, რისი არა ერთი დამატკიცებელი საბუთი არსებობს. განსაკუთრებით, ამერიკის მიერ, ტერორისტული ორგანიზაციების გამოყენებაზე საუბარი, 1990-იანი წლების, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გახდა ცნობილი. ეს ის პერიოდია, როდესაც მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, საბჭოთა კავშირის სახით,  გაჰქრა მსოფლიო პოლიტიკური სცენიდან და საერთაშორისო არენაზე, როგორც ერთადერთი გეოპოლიტიკური არბიტრი დარჩა შეერთებული შტატები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციისათვის იყენებდა. როდესაც გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ მათ გამოყენებას გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის გასაშავებლად, იმ პერიოდისათის ასეთ მოწინააღმდეგე გახლდათ, კომუნისტური საბჭოთა კავშირი. ასეთი ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა არა მარტო ”ალ ქაიდა”, არამედ ის ორგანიზაციები, რომლებსაც ”ალ ქაიდამდე” იყენებდა შუაგულ ევროპაში, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის. ევროპაში და კერძოდ იტალიაში მოქმედი, ასეთი ტიპის ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის  კოდური სახელწოდება გახლდათ „გლადიო“ (ქართ. ხმალი). აღნიშნული საიდუმლო ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალწვეულების მიღება შევსება ხდებოდა იტალიის ულტრა მემარჯვენე, ფაშისტური ორგანიზაციის წევრებიდან. ამ საიდუმლო ქსელის მიზანს წარმოადგენდა, ტერორისტული აქტების მოწყობა იტალიაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შემდგომში ტერორისტული აქტების დაბრალების მოტივით მემარცხენე კომუნისტური ორგანიზაციებისათვის, რომლებიც იმ პერიოდისათვის საკმაო პოპულარობით სარგებლობდნენ იტალიურ საზოგადოებაში. მაშინ აღნიშნული მეთოდი, ძალიან კარგად მოქმედებდა იტალიური საზოგადოების განწყობაზე და დიდ საქმეს უკეთებდნენ იტალიელი ტერორისტები, შეერთებულ შტატებს მემარხცენე ძალების დისკრედიტაციის საქმეში. ოპერაცია „გლადიოს“ დაწყებიდან, კერძოდ 1969 წლიდან- 1987 წლის განმავლობაში, ტერორისტული აქტების რაოდენობა 14 591-ით განისაზღვრა, რასაც მოჰყვა  491  ადამიანის სიკვდილი და 1181 ადამიანის დაშავება.

აღნიშნული ტერორისტული აქტები უშუალოდ, ამერიკის და ნატოს პატრონაჟის ქვეშ რომ ხდებოდა, 1974 წლის სასამართლო სხდომაზე აღიარა, ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებისათვის ბრალდებულმა, ყოფილმა იტალიის სამხედრო დაზვერვის შეფმა ვიტო მიჩელიმ: „ ეს საქმე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გააკეთეს და მათ მომიწოდეს, რომ  მე ჩავრთულიყავი.“

როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნულ საქმეში ჩართული იყვნენ ამათუიმ ფორმით, აღმასრულებელი ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების ზედა ეშელონების, თითქმის მთლიანი შემადგენლობა. ზემოთ გადმოცემული ტერორისტული ორგანიზაციის მსგავს შენაერთებს, ამერიკელები იყენებდნენ თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მემარცხენე ძალები საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით და მასობრივი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია ნატოს წევრი თურქეთიც, სადაც „გლადიოს“ ტიპის ორგანიზაცია „კონტრ-გერილია“  მოქმედებდა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით მემარცხენეებს. ევროპულ სახელმწიოფოებში არსებული ტერორისტული ორგანიზაციების მომზადებას და აღჭურვას ახდენდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც დაინტერესებული ქვეყნებში ქმინდნენ ტერორისტთა მოსაზამზადებელ ბაზებს. ზოგიერთი გამორჩეული ოფიცრები კი მიჰყავდათ ამერიკაში და იქ უტარებდნენ ინსტრუქტაჟს. მაგალითად, „კონტრ-გერილიის“  გამორჩეულ ოფიცრებს Scool of the Americas (SOA)-ის ბაზაზე უტარებდნენ მომზადებას. თუ თურქ მკვლევარ ჩელიკს დავესესხებით- „მეთოდების სწავლების თვალსაზრისით აშშ-ში განლაგებული SOA-ს  ტერორისტული ცენტრი თითქმის არაფრით განსხვადებოდა ალ ქაიდას ტერორისტული ცენტრებისგან ავღანეთში. ისინი „მწვანე  ბერეტების“ მეთვალყურეობის ქვეშ, მათ ასწავლიან, როგორ  შეიძლება ადამიანის წყნარად და ჩუმად მოკვლა, მისთვის დანის ჩაცემა ან მისი დახრჩობა.“ აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული ტერორისტები თეორიული საკითხებს გადიოდნენ მკაცრად გასაიდუმლოებული სახელმძღვანელო ე.წ. Field Manual-ით, სადაც ერთ-ერთ პუნქტში, ყურადღება გამახვილებეულია თუ როგორ განახორციელონ მშვიდობიანობის დროს ძალადობის აქტები და შემდგომ, როგორ უნდა გადააბრალონ აღნიშნული კომინისტებს.

ზბიგნევ ბჟეზინსკი

ზბიგნევ ბჟეზინსკი

გლადიოს და კონტრ-გერიილიის ტიპის ტერორსტული საიდუმლო გასამხედროებული ორგანიზაციები ამერიკელებს თითქმის ყველა ევროპულ სახელწმიფოში ჰქონდათ, ამიტომ დეტალების განხილვა შორს წაგვიყვანს. სწორედ ამ მოტივით, რომ დარწმუნდეს მკითხველი ამერიკელების თანამშრომლობაზე ტერორისტულ ორგანიაციებთან, ბლოგის ბოლოში ამონარიდს მოვიყვან ზბიგნევ ბჟეზინსკის ინტერვიუდან, რომელიც მისცა 1998 წელს  ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემა “ნუველ ობსერვატერს“_  ყოფილმა ცსს-ს დირექტორმა რობერტ გეითსმა თავის მემუარებში აღნიშნა, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაიწყეს ავღანელი მოჯახედების დამხარება, საბჭოთა ჯარების შესვლამდე 6 თვით ადრე. იმ პერიოდში თქვენ ბრძანდებოდით პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, თქვენ იყავით საქმის კურსში. ტქვენ ეთანხმებით გეითსის სიტყვებს? ბჟეზინსკი: კი, რა თქმა უნდა. ოფიციალური ვერსიით ცსს-მ მოჯახედების დამხარება დაიწყო 1980 წელს, მას შემდეგ, როდესაც  საბჭოთა ჯარები შევიდნენ შევიდნენ ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. თუმცა, სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარად იყო. პირველი დირექტივა  საიდუმლო დახმარების თაობაზე ქაბულის პროსაბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა კარტერმა ხელი მოაწერა 1979 წლის 3 ივლისს. სწორედ იმ დღეს, მე მივწერე მოხსენებითი წერილი, სადაც განვამრტე, რომ ეს დახმარება გამოიწვევდა საბჭოების სამხედრო ჩარევას.  –მიუხედავად ამ რისკისა, თქვენ იყავით მომხრე აღნიშნული საიდუმლო ოპერაციის. მაგრამ, იქნებ თქვენ გქონდათ სურვილი საბჭოების ამ ომში ჩათრევის და ყველა ღონეს ხმარობდით მათ პროვოცირებისათვის?  ბჟეზინსკი: მთლად მასე არ აგახლავთ. ჩვენ არ გვაიძულებია რუსები ჩართულიყვნენ, მაგრამ ჩვენ სრულიად შეგნებულად გავზარდეთ ალბათობა იმის, რომ მათ ეს გაეკეთებინათ. –თქვენ არ ნანობთ, რომ დახმარებას უწევდით ისლამურ ფუნდამენატლიზმს, აიარაღებდით და კონსულტაციებს უწევდით მომავალ ტერორისტებს? ბჟეზინსკი: რა არის უფრო მნიშვნელოვანი მსოფლიო ისტორიისთვის? თალიბანი თუ საბჭოთა იმპერიის დაცემა? რამოდენიმე მგზნებარე ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომის დასასრული? ირაკლი ბენუა