«ყირიმის პლატფრომა», ზელენსკი და საქართველო

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და პროამერიკული მარიონეტული ადმინისტრაციის მყისიერი დამხობა თალიბების მიერ, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან დაიხია და არსებითად შეასუსტა „ანაკონდას“ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც, რუსეთის საზღვრებს გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნის საშუალებით, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რუსეთის „გაგუდვას“ ანუ მის გრძელვადიან იზოლაციასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ აუტსაიდერად გადაქცევას ისახავს მიზნად. ამიერიდან აშშ-მ იძულებით ამოიკვეთა ფეხი შუა აზიიდან.

ვაშინგტონში აცნობიერებენ, რომ რუსეთი იოლად ასაღები ბასტიონი არ არის და მასთან ბრძოლის გამწვავება არ ღირს. ეს ეხება არა მარტო შუა აზიის რეგიონს, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც, მათ შორის, ყირიმს. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობიულ რეჟიმებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ბაიდენი გაამწვავებდა ვითარებას დონბასში და რუსეთს შეერკინებოდა კიდეც, თუმცა ვაშინგტონში გონიერებამ გაიმარჯვა და ამერიკა არ წავიდა  ვითარების გამწვავებაზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე არ დაძაბა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ აშშ უკრაინის გამო რუსეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის კიდევ გაუარესებას არ აპირებს.

ამ კონტექსტს, როგორც ჩანს, ჯეროვნად ვერ აცნობიერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ჯიუტად განაგრძობს უპერსპექტივო მცდელობებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, კერძოდ, ვითარება დაძაბოს ახლა უკვე ყირიმის საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, ზელენსკის ამ საკითხში მოკავშირეები ამერიკაშიც ჰყავს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აშშ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ აქვთ ხალისი, რუსეთს შეეჯახონ.  ზელენსკისთვის ყირიმის საკითხი უფრო საკუთარი მოქალაქეების ყურადღების გადატანაა საშინაო პრობლემებიდან რუსეთთან კონფრონტაციაზე, უკრაინის პოპულისტი პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ცდილობს, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და თან თავისი მყვირალა რუსოფობი მეზობლების – პოლონეთის, ლატვა-ლიტვიისა და ესტონეთის ხელისუფალთა გულები მოიგოს.

გამომდინარე თავისი უპასუხისმგებლობიდან და რეალობასთან შეუფერებელი ამბიციებიდან, ზელენსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაცხადა ე. წ. „ყირიმის პლატფორმის“ – საერთაშორისო პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას ყირიმის დეოკუპაციის მისაღწევად. 23 აგვისტოს უკრაინაში შედგა ამ პლატფორმის დამფუძნებელი სამიტი, უცხოური დელეგაციების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტის მეხოტბე პროპაგანდისტები აქცენტს უცხოელი დელეგატების რაოდენობაზე აკეთებენ. უკრაინული ოფიციოზის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მდგომარეობით, სამიტზე ელიან 44 საზღვარგარეთელ პარტნიორს, აქედან უმაღლესი რანგით, პრეზიდენტების დონეზე წარმოდგენილნი იქნებიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია, ფინეთი და ასევე ევროსაბჭო. პრემიერ-მინისტრების დონეზე წარმოდგენილები არიან რუმინეთი, საქართველო, ხორვატია, შვედეთი. სამიტს ასევე დაესწრება ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელი. ამ სამიტზე მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ შედარებით დაბალი რანგის პოლიტიკოსები მიავლინა უკრაინაში, საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები.

«ყირიმის პლატფრომის» მონაწილეები კიევში, 2021 წ. 23 აგვისტო

სამიტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ეს ზელენსკის სურდა. და, მართლაც, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მთელმა მსოფლიომ ბუნდოვან პროექტს, რომელშიც მონაწილეობა დიდი ალბათობით გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას? რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით ვის შეიძლება აძლევდეს ეს ხელს, თავად ზელენსკის გარდა? როგორც თვითონ განაწყენებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ტელეარხ ”უკრაინასთან” აღნიშნა ინტერვიუში, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი არ ჩავიდა კიევში, იმიტომ რომ მათ რუსეთის ეშინიათ.

მან ასევე დასძინა, რომ:

”ჩვენ ყველა ევროპელი ლიდერი დავპატიჟეთ. მათ რუსეთის ეშინიათ. ეს სიმართლეა, ევროპას რუსეთის ეშინია”

ვლადიმერ ზელენსკი

ნათქვამი დასტურდება იმით, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) საინტერესოა ასევე აშშ-ის მხრიდან დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობაც. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება ენერგეტიკის მინისტრის, ჯენიფერ გრენჰოლმის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება ბოლო წამს იქნა მიღებული, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ტრანსპორტის მინისტრი იქნებოდა. იქნება ეს ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მინისტრი, არცერთი ამ ჩინოვნიკის თანამდებობა არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ეს უფრო მეტად შეიძლება აშშ-ის ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდებოდეს უკრაინაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის რომ ენერგეტიკის მინისტრი არ არის ის პოლიტიკოსი, ვინც აშშ-ში საგარეო პოლიტიკურ დისკურსს განსაზღვრავს.

სამიტზე მონაწილეობას თავი ასევე აარიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის „რუსულ სტატუსს“. თურქეთის ლიდერის მონაწილეობა არც კიევის მიერ 1944 წელს დეპორტირებული ყირიმელი თათრების საკითხის დემაგოგიური წინ წამოწევით მოხერხდა – სამიტს ყირიმელი მომღერალი ქალი „ჯამალა“ გახსნის სიმღერით „1944“. დიდი კითხვის ქვეშ არის თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუს მონაწილეობაც.

გერმანიის ჯერ  კიდევ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი პუტნთან გამართული აუდიენციის შემდეგ 22 აგვისტოს კიევში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. იგი მოწვეული იყო „ყირიმის პლატფორმაზეც“, მაგრამ მერკელმა 23 აგვისტოს გასამართ სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა. გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი და სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები, მიზანშეუწონლად მიირჩნევენ აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების დუბლირებას . ისინი საკითხს ასე უდგებიან – რა საჭიროა „ყირიმის პლატფორმა“, თუკი ყირიმის საკითხი ისედაც განიხილება გაეროში, ევროსაბჭოში და ა. შ.?

ასე რომ, ზელენსკის სამიტში ძირითად მონაწილეებად ყბადაღებული „დიპკორპუსი“ რჩება – კიევში აკრედიტებული უცხოელი ელჩები. ისინი იქნებიან მონაწილეთა „მასა“. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ზელენსკი, რომ მან „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მცდელობით საქმე უფრო გაიფუჭა, ვიდრე რამეს მიაღწია, მაგრამ მას ეს გაცნობიერებულიც რომ ჰქონდეს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს – იმხელა მასშტაბის ფინანსური, დიპლომატიური, საინფორმაციო ღონისძიებებია უკვე გატარებული ამ პროექტის განსახორციელებლად.

წამყვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების ნაკლებობის დეფიციტის შევსებას სამიტზე კიევი ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე ცდილობს, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისა და, კერძოდ, უკრაინის მიმართ, არ გააჩნიათ. ეს ქვეყნები ასევე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიოს დღის წესრიგსა და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ვინაიდან ახლა კიევისთვის ხარისხი მიუღწეველია, იგი რაოდენობით ცდილობს ფონს გასვლას. ეს არის უკრაინის პოლიტიკისა და პირადად ზელენსკისა და მისი მრჩევლების მარცხი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა ზელენსკის ხრიკებში არ გარეულიყო, მით უმეტეს, ზელენსკისა და მთელ უკრაინულ ხელისუფლებას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ. მხარდამჭერი განცხადებები ერთია – ამას საქართველოც არ აკლებს უკრაინას, მაგრამ რეალური საქმეებით უნდა იზომებოდეს მეგობრობა. რეალური საქმეებით თუ ვიმსეჯელებთ, ამჟამინდელმა და მისმა წინამორებდმა უკრაინულმა მთავრობამ, ჯერ პოროშენკოს, ხოლო შემდეგ ზელენსკის თაოსნობით პოლიტიკურ გვამად ქცეული მიხეილ სააკაშვილის და მისი კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის რეინიმაციას ცდა არა დააკლო. საქართველოს ყველა მოქალაქე ნათლად ხედავს, რომ ზელენსკი ხელს აფარებს ოდიოზურ სააკაშვილს, რომლის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს და, უფრო მეტად, ქართულ საზოგადოებას, უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ზელენსკი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემენ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმური სტრუქტურების სურვილს. რას უნდა მოველოდოთ ასეთი „მეგობარსგან“ ძნელი სათქმელია, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ფორმალურად შეეძლო აღნიშნულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიევლინა, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა დიპლომატიურად სხვა გზავნის შემცველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს «ყირიმის პლატფრომის» სამიტის მონაწილეებთან მიმართებაში.

როგორ შეუძლია ამერიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეცვლა?

უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში და ყაზახეთში.

1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ 15 ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვადასხვა გზით წავიდა. ზოგიერთმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროგრესს მიაღწია, ზოგის საქმეები ძალიან ცუდად მიდის, ზოგში კი ვითარება არაერთგვაროვანია.

მათ ყველას დასავლეთი განვითარებაში და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირებაში ეხმარებოდა, წარმატებებმა დაგვანახა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. ამიტომაც დასავლეთს რეფორმების ხელშეწყობა ყველაზე ცალმხრივად განვითარებული ქვეყნებშიც კი შეუძლია.

რატომ აღმოჩნდა 15 ქვეყნის გზა ესოდენ განსხვავებული? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები 1940 წლამდე დამოუკიდებლები იყვნენ და მათ თვითორგანიზების ტრადიციები გააჩნდათ. კომუნისტური წყობის გრძელვადიანი შედეგები განვითარებას აფერხებენ. ცენტრალური აზია სსრკ-ს დაშლის პერიოდშიც საკმაოდ ჩამორჩენილი იყო. ნავთობდილარები სიმდიდრეს უზრუნველყოფენ. ევროპასთან ახლოს მყოფმა ქვეყნებმა მეტ წარმატებას მიაღწია.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მიღება საერთაშორისო რეიტინგებიდანაა შესაძლებელი.


საუკეთესო შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ – ესტონეთს, ლიტვას და ლატვიას. მათ სწრაფი და ეფექტური რეფორმები ეკონომიკაში, პოლიტიკაში და სოციალურ სფეროში გაატარეს. ამან ისინი საბოლოო ჯამში ევროკავშირამდე მიიყვანა.

ყველაზე წარუმატებლები ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი არიან – ისინი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულები და ყველაზე მეტად კორუმპირებულები არიან. ყირგიზეთში მეტი პოლიტიკური თავისუფლებებია, ხოლო უზბეკეთში დაწყებული რეფორმები გარკვეულ პერსპექტივებს ხსნის.

ყველაზე არათანაბარი განვითარება შუაში მყოფ ქვეყნებს  საქართველოს, უკრაინას, სომხეთს და მოლდოვას ახასიათებს. იქ მეტი დემოკრატიული თავისუფლებებია, თუმცა, მათი მშპ ბალტიის ქვეყნების მაჩვენებლის მესამედია.

უკეთესი მართვის და მეტი თავისუფლების კონვერტირებას ეკონომიკურ ზრდაში ისინი ჯერ ვერ ახერხებენ.

ყაზახეთი და რუსეთი საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების სიაში შედიან, ხოლო აზერბაიჯანს და თურქმენეთს არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკის გამო მხოლოდ ნავთობისა და გაზის ვაჭრობით მიღებული შემოსავლით დაკმაყოფილება უწევთ.

ბელარუსის მაჩვენებლები ცალმხრივია იმ კუთხით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი სახელმწიფოა ყოფილ სსრკ-ში,  თუმცა მას კარგი შედეგები აქვს ეკონომიკურ ზრდაში, ადამიანურ კაპიტალში და კორუფციასთან ბრძოლაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო ძალისხმევა ძირითად რუსეთისკენ და უკრაინისკენაა მიმართული, მაგრამ განვითარების მხრივ დასავლეთი მეტ შედეგებს მიიღებს, თუ ყურადღებას განვითარებად ქვეყნებს მიაქცევს, განსაკუთრებით იმათ, ვინც რეფორმებს ახორციელებს.

პირველ რიგის მიზნებია ბელარუსში და ყაზახეთში პოლიტიკური თავისუფლებების გაძლიერება, ეკონომიკური რეფორმები უკრაინაში და ყირგიზეთში, კანონის უზენაესობა საქართველოსა და უკრაინაში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამერიკის და ევროპის ხელშეწყობით ისინი ცხოვრების დონის გაზრდას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეძლებენ, დასავლეთისთვის კი მომგებიანი მათი სტაბილურობა, უსაფრთხოება და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.

უილიამ კორტნი

წყარო: nationalinterest.org

ერიკ რეინერტი: ”ნუ აკეთებთ იმას, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ”

ერიკ რეინერტი გახლავთ ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი, ჰარვარდისა და კორნელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, ეკონომიკური ბესტსელერის ”როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში” ავტორი. მისი ეპოქალური ნაშრომი შარშან ქართულ ენაზეც გამოიცა, რაც ეკონომიკით და პოლიტიკით დაინტერესებული ქართველი მითხველისთვის უფრო სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს, რადგანაც მსგავსი ლიტერატურა ქართულად იშვიათად გამოდის. აღნიშნული ნაშრომი მსოფლიო ეკონომისტების ასოციაციამ ბოლო ასწლეულის 50 უმნიშვნელოვანესი წიგნის სიაში შეიყვანა.

რეინერტის წიგნის მთავარი იდეა, რასაც ავტორი უხვი არგუმენტირებული მასალით ანვითარებს იმაში მდგომარეობს, რომ მდიდარი ქვეყნები სახელმწიფო ჩარევის, პროტექციონიზმის და სტრატეგიული ინვესტიციების კომბინირების წყალობით გამდიდრდნენ და არა თავისუფლი ვაჭრობის წყალობით.

რამდენიმე წლის წინ რეინერტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რამდენიმე უკრაინულ გამოცემებს zn.ua-ს, day.kyiv.ua-ს, სადაც უკრაინის და საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზეც საუბრობს. ბევრი აქცენტი საკმაოდ სწორედაა დასმული და ამიტომაც ძირითად მომენტებზე გავამახვილეთ ყურადღება, რაც ქართველი მკითხველისთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.

უცნაურია, რომ ის ორი ქვეყანა, რომლებიც ყველაზე რეაქტიულები აღმოჩნდნენ საბაზრო რეფორმების დანერგვის კუთხით და რადიკალურად გაუხსნეს საკუთარი ბაზრები მსოფლიოს – უკრაინა და საქართველო, დღესდღეობით იმ ქვეყნებად გვევლინებიან, სადაც საზოგადოების ყველა ფენა (საქართველოში თითქმის ყველა ფენა) უფრო ღარიბია, ვიდრე 1989 წელს, როდესაც კომუნიზმი დაეცა. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მასალები მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა ბრანკო მილანოვიჩმა შეაგროვა. (ბრანკო მილანოვიჩი ტომას პიკეტისთან ერთად უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია. 2016 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სახელად ‘Global Inequality – A New Approach for the Age of Globalization’.)

1989 წელს ვინმეს რომ ეთქვა, მიახლოვებით 30 წელში ზოგიერთი ყოფილი კომუნისტური ქვეყნები უფრო ღარიბები იქნებიან, ვიდრე კომუნიზმის დროს, მე ვეტყოდი: ”ეს შეუძლებელია”. კომუნიზმი ხომ არ იყო ძალიან დინამიური სისტემა. მაგრამ ერთის მხრივ ჩინეთი და ბელარუსი, და მეორეს მხრივ რუსეთი და უკრაინა რომ შევადაროთ, შევამჩნევთ რომ მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი ცნება, როგოროცაა გადასვლის ოპტიმალური სიჩქარე.

«ევროპული ბაზარი მკაცრად იცავს საკუთარ მწარმოებლებს. მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ»

იცით თუ არ როდის შეამცირა ევროკავშირმა ბოლოს ტარიფები იაპონურ ავტომობილებზე? ბოლო 10%? ეს ტარიფი ევროკავშირში იაპონურ ავტომობილებზე 2019 წელს მოხსნეს. მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ. არავინ არ აღიარებს იმას, რომ ევროპული ბაზარი მკაცრად იცავს თავის მწარმოებლებს.

ის რაც ჩვენ ყველამ – დასავლური სამყაროს მეცნიერებმა ვერ შევძელით რომ გაგვეგო, ის არის რომ კომუნიზმი და ნეოლიბერალიზმი ერთდროულად კოსმოპოლიტური იდეოლოგიები იყო. იმ გაგებით, რომ ამ იდეოლოგიების თანახმად ნაციონალურ სახელმწიფოს არ აქვს მნიშვნელობა.

მე მგონია, რომ უკრაინამ და საქართველომ ვერ გაიარეს ის ეტაპი, რომელსაც მე «ჯანსაღ ნაციონალიზმს» დავარქმევდი. ჯანსაღი ნაციონალიზმია, როდესაც თქვენ ცდილობთ თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მაგრამ ამავდროულად თქვენ სხვა ქვეყნებსაც აძლევთ იგივეს კეთების საშუალებას. XIX საუკუნის ნაციონალიზმი ჩრდილოეთ ევროპაში ზუსტად ასეთი იყო. ფუნქციონირებადი ნაციონალიზმი უნდა იყოს სიმეტრიული იდეა: ”მე ვიცავ ჩემს ინტერესებს, მაგრამ ჩვენს მაინც შეგვიძლია საერთო ენა გამოვნახოთ.

თავისუფალი ვაჭრობა ყოველთვის ხელსაყრელია ჰეგემონი ქვეყნებისთვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში ჰეგემონის როლში ინგლისი იყო, ამის შემდგომ XX საუკუნეში ეს სტატუსი აშშ-მა მოირგო.

რეალურად ე.წ ”კლასიკური” ეკონომიკური თეორია მდიდარი ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს და შესაბამისად მათ მიერ იქმნება. დევიდ რიკარდოს თეორია 1817 წ. ვაჭრობის სარგებლიანობის შესახებ შექმნილი იყო სამუშაობის საათების ბარტერის საფუძველზე, ანუ საუბარია არა საქონლის გაცვლაზე, არამედ სამუშაო საათების გაცვლაზე. ამერიკელები არ ”დაგოიმდნენ” ამ თეორიით. მათ განაცხადეს, რომ ნებისმიერი პროდუქტი ინგლისიდან მხოლოდ ექსპორტისთვისაა ვარგისი, ამიტომაც ინგლისმა, როგორც ყველაზე ინდუსტრიულმა ქვეყანამ (იმ მომენტისთვის) შექმნა ეს თეორია საკუთარი ხეირისთვის. ანუ იმ მომენტისთვის ეს ნიშნავდა იმას, რომ ინგლისი სამრეწველო პროდუქტებს აწარმოებს, ხოლო სხვა ქვეყნები – ნედლეულს. ამერიკელებმა ფაქტიურად განაცხადეს, რომ ეს იყო ”ბლეფი” და აღნიშნული თეორია მათთვის შესაფერისი არ იყო. მაგრამ შინაარსობრივად მსგავსი მიდგომაა დღესაც, როდესაც ევროკავშირი უკრაინას სთავაზობს რომ ნედლეული აწარმოოს, ხოლო თვითონ ამ ნედლეულის გამოყენებით მზა პროდუქტების დამზადება სურს. რა თქმა უნდა ესეც ”ბლეფია”.

ისტორია ხშირად გვკარნახობს რაღაცეებს. 1930-იან წლებში ორმა ახალმა და მნიშვნელოვანმა ევროპულმა ერმა, იტალიის და გერმანიის სახით მოირსროლა კოსმოპოლიტიზმი – როგორც კომუნიზმი, ასევე დასავლური ლიბერალიზმი. დღესდღეობით რაღაც მსგავსი ხდება აშშ-ში, ლიბერტარიანიზმი კვდება, მაგრამ ახალი ტიპის კაპიტალიზმი გამოდის ასპარეზზე, არც თუ ისე ლამაზი ფორმით.

ამიტომაც როდესაც თქვენს მომავალს ამ პერსპექტივიდან შეხედავთ, დაინახავთ, რატომ არის საჭირო დასავლეთის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ უნდა იყოთ ნაციონალისტური. თქვენ ერთ უტოპიურ რწმენას გაექეცით, იმიტომ რომ მეორე, ლიბერტარიანული უტოპია დაიჯეროთ? ისტორიამ დაგვანახა, რომ ისიც არასწორია. თუ ერთი პოლიტიკური ექსტრიმი შეცდომაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე პოლიტიკური უკიდურესობა სწორია.

უკრაინის და საქართველოს ბევრი პრობლემა «არასამართლიანი ხელშეკრულებებით» არის განპირობებული. «არასამართლიანი ხელშეკრულებების» იდეა ძალიან კარგად ჩანს ჩინეთის და იაპონიის ისტორიაში. ის ხელშეკრულებები, რაც ამ ქვეყნებმა დადეს, არ უნდა გაეკეთებინათ.

იაპონიის ეკონომიკური აღმოჩენა 1853-54 წლებში მოხდა, როდესაც ამერიკელი ადმირალი პერი იაპონიას მიადგდა და შემდეგი რამ განაცცხადა: «მე მინდა, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას; მე ერთი წლის შემდეგ დავბრუნდები და თუ თქვენ ხელს არ მოაწერთ, მე თქვენ დაგბომბავთ» როდესაც ის დაბრუნდა, იაპონელებმა იმ მხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რაც არ უნდა ექნათ. იმ დროს შეერთებული შტატები მეტისმეტად იცავდნენ საკუთარ მწარმოებლებს, მაგრამ იაპონიისგან თავისუფლ ვაჭრობას ითხოვნდნენ.

ჩინეთსან მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ, რასაც ისინი «არასამართლიან ხელშეკრულებებს» უწოდებენ. ევროპელებმა ”ოპიუმის ომების” წყალობით ისინი აიძულეს დათანხმებოდნენ თავისუფალ ვაჭრობას. შედეგად ჩინელები ძლიერ დაზარალდნენ.

იაპონელებმა და ჩინელებმა დაკარგეს ის, რასაც თავის დროზე «სატარიფო ავტონომია» ეწოდებოდა, მათ აღარ შეეძლოთ საკუთარი სავაჭრო პოლიტიკის გადაწყვეტა. ეს ისაა, რაც მოხდა უკრაინაში (ანალოგიურად საქართველოში – რედ. შენიშვნა) – თქვენ ხელი მოაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რასაც სხვა პირობებში ალბათ ხელს არ მოაწერებდით. უკრაინელი პოლიტიკოსები მეუბნებიან, რომ საეჭვოა ვინმემ უკრაინაში წაიკითხოს ის, რასაც ხელი მოეწერა.

ძალიან ბევრი ადამიანი იდეოლოგიების ზედაპარზე ტივტივებს და ძალიან ცოტა ინტერესდება რეალობით. ეს ნაწილობრივ თანამედროვე ეკონომიკის აბსტრაქტული სწავლების მეთოდის შედეგია.

უკრაინას ჰქონდა A სტრატეგია, რომელის არსიც მდგომარეოდა შემდეგში – «ჩვენ გავაკეთებთ ისე, როგორც დასავლეთი გვეუბნება და ყველაფერი წესრიგში იქნება». ეს იყო გეგმა «А». ამ გეგმამ არ იმუშავა.

ახლა თქვენ უნდა გადახვდით გეგმა B-ზე. გაგაჩნიათ თქვენ ეს გეგმა? მე გირჩევთ, რომ არ უსმინოთ თქვენზე მდიდრებს, უბრალოდ შეისწავლეთ მათი გამოცდილება. საბოლოო ჯამში თქვენ უნდა მიიღოთ გეგმა B, რომელიც იქნება ერთგვარი ნაციონალური კონსენსუსი.

ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად უკრაინა უნდა მიუბრუნდეს დასავლეთს და უთხრას: ”გამარჯობა! ღარიბი უკრაინა თქვენს ინტერესებში არაა. თუ თვქენ გსურთ, რომ ჩვენი ვიყოთ თქვენი ბუფერი რუსეთისგან, თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენ ვაჭრობის ხელშეკრულებებით მოგვახრჩოთ, რაც უკრაინულ პენსიას ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზე აჩერებს, ვიდრე მისი რუსული ანალოგია. თქვენ დასავლეთში, ეტყობა ვერც კი ხვდებით, რომ ჩვენ ისე გვაღარიბებთ, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებაც კი არ გვაქვს”

კომუნიზმის შიშით დასავლეთმა «მარშალის გეგმა» შექმნა. ეს მდიდარი ქვეყნების შექმნის განსაკუთრებით წარმატებული ისტორია იყო.

‘რუსეთის ჩარევის და გავლენის შეჩერების საუკეთესო საშუალებაა მისი მეზობლების გამდიდრება, რუსეთზე მეტად. ”

ერიკ რეინერტი

აი ამიტომაც მე თქვენ გეუბნებით: ”ნუ გააკეთებთ იმას, რასაც თქვენ ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ისე, როგორც ამერიკელები აკეთებენ. სწორედ ასე ამბობდნენ ამერიკელები 1820-იან წლებში: ”ნუ გააკეთებთ იმას, რასაც ინგლისელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ინგლისელები თვითონ აკეთებდნენ”

ერიკ რეინერტი

გოლოდომორი – მითი და რეალობა

golodomor.jpeg

დღევანდელი ბლოგი გვსურს გოლოდომორის თემას მივუძღვნათ, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ამ ისტორიულმა მოვლენამ/ფაქტმა ახალი დატვირთვა შეიძენა. არ იქნება ზედმეტი თუ იმასაც ავღნიშნავთ, რომ ეს საკითხი მეტისმეტად პოლიტიზირებულია. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ მოვლენების ლოგიკური ანალიზით განვიხილოთ “გოლოდომორის” გარშემო არსებული ფაქტები და მოვლენები.

2011 წელს უკრაინაში საბავშვო წიგნი “იმედის მარცვალი” გამოვიდა, რომლის ავტორადაც ლუდმილა იუშჩენკო მოგვევლინა. წიგნი სხვადასხვა პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისგან შედგება და მიზნად ისახავს “ბავშვებს გოლოდომორის სასტიკი სიმართლე გააგებინოს და აუხსნას მათ თუ რა რთული ისტორია განვლეს უკრაინელებმა” 

წიგნი გათვლილია ბავშვებზე ბაღის ასაკიდან დაწყებით კლასებამდე. 

რატომ უნდა უნდა გაგიჩნდეს ადამიანს ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენების სურვილი და გენოციდის საშინელებებზე მოუთხრო? (იმის მიუხედავად ჰქონდა მას ადგილი თუ არა) 

7a161ca10ca7827872b7c3973efc3b23.jpg

პირველი უზუსტობა

მალკოლმ მაგერიჯი იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც საზღვარგარეთ დაწერა საბჭოთა კავშირში მიმდინარე შიმშილის შესახებ. 1933 წელს გაზეთ Manchester Guardian-ში მან გამოაქვეყნა თავისი შთაბეჭდილებები უკრაინასა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. ავტორმა აღწერა გლეხების უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, ასევე მასობრივი სიკვდილის სცენები, თუმცა არ გადასულა კონკრეტიკაში. ამავე 1933 წლის 31 მარტს უკვე გამოქვეყნდა წინა სტატიის უარმყოფელი სტატია სახელწოდებით „რუსები შიმშილობენ, მაგრამ შიმშილით არ კვდებიან.“ სტატია დაწერა New York Times-ის კორესპონდენტმა მოსკოვში, უოლტერ დურანტიმ. ხოლო 1935 წლის 8 თებერვალს Chicago American-ში გაჩნდა ახალი სენსაციური განცხადება: „6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილით ჩრდილოეთ კავკასიაში.“ ეს სტატია დაწერა ტომას უოლკერმა და ასევე დაურთო სტატიას ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, მან საკმაოდ სარისკო და საშიშ ვითარებებში გადაიღო.

საზოგადოება გაოგნებული იყო, თუმცა შემდგომა გაირკვა, რომ ეს რეპორტაჟი იყო სრული აბსურდი და სიყალბე. The Nation-ის მოსკოვის კორესპონდენტმა ლიუს ფიშერმა დაადგინა, რომ ტიმ უოლკერი საერთოდ არ ყოფილა უკრაინაში. მან მიიღო სატრანზიტო ვიზა 1935 წლის სექტემბერში, ჩავიდა მოსკოვში რამდენიმე დღით და შემდეგ მატარებლით გაემგზავრა მანჯურიაში. იმ 6 დღის განმავლობაში, რაც მან გაატარა საბჭოთა კავშირში მანჯურაიაში გამგზავრებამდე, ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ ყველა ადგილის მონახულება, რომელიც მას აღწერილი ჰქონდა სტატიაში.

thomas1

ამერიკელი ჟურნალისტის, ტომას უოლკერის სტატია საბჭოთა კავშირში მასიურ შიმშილზე  გაზეთ Chicago American-ში. აღნიშნულ სტატიაში ყალბი ფოტომოსალაა წარმოდგენილი.

თუმცა 1934 წელს შიმშილი საბჭოთა კავშირში ისედაც აღარ იყო…

ხოლო სხვა სკეპტიკურმა ჟურნალისტმა – ჯეიმს კეისიმ დაადგინა, რომ ფოტო მასალა საერთოდ არ ეხებოდა საბჭოთა კავშირს და დასავლეთ ევროპაში იყო გადაღებული პირველი მსოფლიო ომის დროს.  ეს არის გოლოდომორის ის წინაისტორია, რომელზეც შემდგომ აეგო სხვადასხვა მითი.

არც თუ ისე შორეულ წარსულში (2009 წელს) უკრაინის უშიშროების  სამსახურმა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როდესაც  უკრაინაში მიმდინარე ფოტო გამოფენაზე, რომელიც გოლოდომორის თემაზე იყო მიძღვნილი, გამოქვეყნებულ იქნა აშშ-ში “დიდი დეპრესიის” დროს გადაღებული ფოტოები. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

17132_original

“გოლოდომორის” გამოფენაზე წარმოდგენილი ყალბი ფოტოები, რომლებიც აშშ-ში დიდი დეპრესიის დროს იყო გადაღებული.

ასეთი შეცდომების დაშვება უკვე გვაფიქრებინებს, რომ გოლოდომორი არ არის ის რაც ყველას ჰგონია.

მილიონობით გარდაცვლილი…

იმის შემჩნევა სირთულეს არ წარმოადგენს  რომ რაც უფრო ვშორდებით 30-იან წლებს, მით უფრო იზრდება გოლოდომორის მსხვერპლთა რიცხვი. თუ მაგალითად 1933 წელს ვინმე რალფ ბარნსი წერდა რომ გოლოდომორს საბჭოთა კავშირში მილიონამდე ადამიანი შეეწირა, დღეს უკვე ყველაზე დაბალი მაჩვენებლები 6-7 მილიონს შორის ვარირებს, მხოლოდ უკრაინაში. ხანდახან შეიძლება წავაწყდეთ 11-12 მილიონიან მსხვერპლთა მონაცემებს.

იმისთვის, რომ ამ სიტუაციის მთელი ირონიულობა გავიგოთ, უნდა დავიხმაროთ 1926 წლის აღწერის მონაცემები, სადაც უკრაინის მოსახლეობა 29 მილიონი ადამიანით განისაზღვრა. შესაბამისად, დავუშვათ რომ გოლოდომორის შედეგად უკრაინაში მართლა დაიღუპა 6 მილიონი ადამიანი, ეს გამოდის მოსახლეობის 1/5. მოგეხსენებათ მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსის მოსახლეობაც 20 %-ით შემცირდა და ვინც იქ იყო ჩასული ერთხმად ამბობდნენ, რომ ქვეყანა არის დაცარიელებული. მაგრამ თუ უკრაინამაც იგივე მსხვერპლი განიცადა, ანუ თუ ყოველი მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა, ეს თვალში საცემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ფაქტს არავინ არ აღნიშნავდა.

უფრო მეტიც, ისიც უნდა ითქვას, რომ ბელორუსს 15 წელი დაჭირდა მოსახლეობის რაოდენობის ომამდელი მაჩვენებელი რომ აღედგინა (1960 წელს), ხოლო  უკრაინის რამდენი წელი დაჭირდა თქვენი აზრით 6 მილიონიანი მსხვერპლი რომ აღედგინა?

5 წელი, არც მეტი არც ნაკლები – 5 წელი.

დიახ, 1939 წლის აღწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ცხოვრობდა 29,2 მილიონი ადამიანი. გასათვალისწინებელია ის მომენტიც,  რომ ამ პერიოდში უკრაინა იყო მოსახლეობის ექსპორტიორი ქვეყანა. საერთოდ საბჭოთა კავშირში მოსახლეობის ემიგრაცია ყოველთვის ანაზღაურებადი იყო, მაგრამ ამ წლებში ადამიანები უკრაინიდან და ბელორუსიდან აქტიურად ტოვებდნენ ამ რესპუბლიკებს და გადადიოდნენ ინდუსტრიულ ცენტრებში სხვა რესპუბლიკებში და ასეთი ადამიანური რესურსი დანაკარგის აღდგენა მცირე დროის განმავლობაში ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

ჰგავს თუ არა სტატისტიკური სურათი ისეთს, როგორსაც მას დღეს გვიხატავენ, როდესაც გვეყბნებიან რომ  საბჭოთა “გოლოდომორს” უკრაინაში ყოველი მეხუთე ადამიანი შეეწირა.

მაინც რამდენი ადამიანი ემსხვერპლა გოლოდომორს უკრაინაში?

რეალური მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება დავადგინოთ 1932-1933 წ. წ „ЗАГС“-ის მონაცემებით.

ამ ორგანოებმა 1931 წელს (ანუ შიმშილის დაწყებამდე) დათვალეს 514,7 ათასი გარდაცვლილი ადამიანი. ეს შეიძლება ავიღოთ ბუნებრივი სიკვდილიანობის მიახლოვებით მონაცემად. 1932 წელს დაფიქსირდა 668 ათასი ადამიანი სიკვდილი, ხოლო 1933 წელს- 1850 ათასი. თუ ამ მონაცემებს გამოვაკლებთ საშუალო  ბუნებრივი სიკვდილიანობის მონაცემებს მსხვერპლთა რაოდენობა იქნება 1 489 600 ადამიანი.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ რუსი ისტორიკოსის,  ალექსანდრე შუბინის წიგნი – («10 мифов советской страны»), სადაც ის იმაზე საუბრობს, რომ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სია, რასაც დღესდღეობით უყვებიან ყველას, გადამეტებულია და არ შეესაბამება რეალობას.    

http://bit.ly/2reIMRU

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, თუ ჩვენ უკრაინის სახელმწიფო აპარატის მონაცემებს დავეყრდნობით, (Украинский институт национальной памяти) შევიტყობთ, რომ დადგენილია მხოლოდ 882 510 მსხვერპლის ვინაობა. საიდან აიღეს მათ ეს ციფრი კიდევ სხვა თემაა, ამას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ ამჟამად ჩვენ სხვა თემაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება – რამდენამ მაღალია მსხვერპლის რაოდენობა, რაც ლოგიკური დათვლის შედეგად გამოდის?

რასაკვირველია ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, იმას თუ შევადარებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში რუსეთის იმპერიამ დაკარგა 2,3 მილიონი ადამიანი. უკრაინისთვის რა თქმა უნდა საზარელია და ტრაგიკულიც მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ…

მაგრამ სავარაუდოდ უკრაინელი ნაციონალისტებისთვის ეს ციფრი ძალიან მცირეა, ამიტომაც დღეს მათი პირიდან მუდმივად ჩაგვესმის 7-8 მილიონი.  მოსახლეობას სულ უფრო ხშირად უმეორებენ ამ ციფრებს და ხანდახან მილიონებსაც კი უმატებენ; ბოლოს გოლოდომორის მსხვერპლის რაოდენობა 12 მილიონ ადამიანზე ავიდა.

ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა იმის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვივარაუდოთ, რომ გოლოდომორის მსხვერპლის რაოდნება მალე უკრაინის 1932 წლის მოსახლეობის რაოდენობას გაუსწრებს.

ხელოვნურად შექმნილი შიმშილი

რა მოხდა 1932 წელს?

შეგახსენებთ, რომ 1932-1933 წლის შიმშილს წინ უსწრებდა რამოდენიმე  მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ წლებში განმეორდა ორი ყველაზე ცივი ზამთარი უკრაინის ისტორიაში. (1929–1930 და 1930–1931 წწ) უკანასკლნელმა თითქმის მთლინად გაანადგურა ნათესები 1931 წელს ცუდი მოსავლის მიზეზიც გახდა.

1931 წელთან შედარებით შემდეგი წლის ნათესების ტერიტორია შემცირებული იყო 18-25 %-ით. ამერიკელი სპცეიალისტი მარკ ტაუგერი უფრო ნაკლებ ციფრს გვეუბნება – 9%, მაგრამ უდავოა ის, რომ 1 ჰექტარზე  ნათესების რაოდენობა არ აღწევდა სამიზნე რაოდენობას და დაწესებულ ნორმას. არის იმის შემთხვევებიც, როცა ჰექტარზე 40 %-ით ნაკლები ხორბალი ითესებოდა, ვიდრე  ნორმით იყო გათვალისიწინებული. ძალიან გაგრძელდა სათესი სამუშაოები, სადაც ჩრდილოეთ კავკასიასა და უკრაინაში იყო გათვალისწინებული 1 კვირა, იქ გრძელდებოდა 1 თვე. ამის შედეგად საბჭოთა კავშირშმა 1932 წელს დააფიქსირა 69,9 მილიონი ტონა ხორბალის ოდენობის მოსავალი.

მაგრამ ყველა სპეციალსიტი იუწყება, რომ ეს ციფრი ძალიან გაზვიადებულია. გერმანიის ატაშე მოსკოვში, ოტო შილერი, საუბრობდა 50-55 მილიონ ტონაზე. ხოლო უკვე ნახსენები მარკ ტაუგერის აზრით მოსავალი 50,06 მილიონ ტონას შეადგენდა. (Mark Tauger, The 1932 harvest and the famine of 1933. Slavic Review 50:70-89).

მებისმიერ შემთხვევაში საბჭოთა კავშირში დაფიქსირებული რაოდენობა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა შეადგენს 150 მილიონ ადამიანს ეს არის ძალზედ ცოტა. (300 კგ ერთ სულ მოსახლეზე ფაქტობრივად  შიმშილს ნიშნავს , როდესაც მხოლოდ საარსებო ნორმა შეადგენს 400 კგ ერთ სულ მოსახლეზე.) 1932-1933 წლებში შიმშილი იყო ფაქტობრივად გარანტირებული, პური ფიზიკურად არ იყო.

მაგრამ ვინ იყო ამაში დამნაშავე?

მოდით გავაგრძელოთ ეს გამაოგნებელი სტატისტიკა. საქმე იმაშია, რომ ოფიციალური მოსკოვი იუწყებოდა, რომ 1932 წელს უკრაინაში მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 8 ცენტნერი ოყო (1 ცენტნერი – 100 კგ), ხოლო სასოფლო მეურნეობის კომისარიატის მონაცემების მიხედვით –   5,1 ცენტნერი.

შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა ასეთი კატასტროფის შედეგი? რასაკვირველია არა, მაგრამ მათ გარეშეც ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა. ეს შეიძლება ითქვას თუნდაც იმაზე დაყრდნობით, რომ 1933 წელს შიმშილის შესახებ პოლონეთშიც კი არის მონაცემები, სადაც საერთოდ არ ყოფილა საბჭოთა რეჟიმი.

ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს – საერთოდ ძალიან არაეთიკურია უკრაინული ხელისუფლების ის პოზიცია, რომ შიმშილში მხოლოდ უკრაინელები დაიღუპნენ.

აი მაგალითად რა გამოიძია უკრაინელმა ჟურნალისტმა, ვლადიმირ კოზლოვმა:

არსებობს ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების მონაცემები, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაემალათ სიმართლე და ეს მონაცემები აშკარად ლაფს ასხამს ოფიციალური კიევის ვერსიას. გავხსნათ ზაპოროჟიეს ოლქის მონაცემები, დასახლება ბერდიანსკი. მონაცემებით დაიღუპა 1467 ადამიანი, აქედან ცნობილია 1184 ადამიანის ნაციონალობა, 71 %-ეთნიკურად რუსი, 13 %-უკრაინელი, 16 %-დანარჩენები.

ამავე დასახლების მსხვერპლთა მონაცემები: 842 რუსი, 155 უკრაინელი, 66 ებრაელი, 55 ბულგარელი, 25 გერმანელი, 20 ბერძენი, 4 პოლონელი, 3 ბელორუსი. მითუმეტეს ამ სიაში შედის ნებისმიერი სიკვდილი და არ არის ცალკე შიმშილით გარდაცვლილთა სია.

ბერდიანსკში შევხვდებით შემდეგ ჩანაწერებს:

ალექსანდ მილეშკო – 20 წლის, მუშა, რუსი, გარდაცვალების თარიღი – 18.02.1932, მიზეზი-ალკოჰოლით მოწამლვა.
ვლადიმირ შუშლოვი – 49 წლის, გარდაცვალების თარიღი – 18.03.1933, მიზეზი – ასფიქსია, ალკოჰოლით უკიდურესაც მძიმე მოწამლვა.
მარინა ვორობიოვა – 7 წლის, მუშათა ოჯახიდან, გარდაცვალების თარიღი – 09.10.1933, მიზედი – გაიტანა ავტობუსმა.
ალექსეი ნაჩიპურენკო – 13 წლის, მუშათა ოჯახიდან, რუსი, გარდაცვალები თარიღი – 03.09.1933, ტვინში სისხლის შექცევა ავტობუსის ქვეშ მოყოლი შედეგად.
ლუკა კონოვალენკო – 34 წლის, ფერმერი, უკრაინელი, გარდაცვალების თარიღი – 16.06.1933 მიზეზი –  ელვამ დაარტყა.
ფიოდორ ასტრატანოვი  – გარდაცვალები თარიღი 26.07.1932, მიზეზი – მოკლა ხარმა.

შემდეგ იგივე ვლადიმირ კოზლოვი უთითებს კომენტარს:

ნებისმიერი ის სიკვდილი, რომელიც დადგა ტრავმების და უბედური შემთხვევების შედეგად გოლოდმორის მსხვერპლთა სიაში იყო ჩაწერილი. ლუგანკის ოლქში მაგალითად გოლოდმორის მსხვერპლად ბევრი მეშახტეს სიკვდილი ჩათვალეს. მეტიც, ასეთი შემთხვევები, რომლებიც სრულიად არ განეკუვნებუან შიმშილს ხშირად მეორდება, მაგალითად თუ ადამიანი ინიშნება ორ ოლქში ის ორივე ოლქში თვლიან გარდაცვლილიად და შემდეგ საერთოდ სიაში ის უკვე ორმაგად შედის.

რა გამოდის?

ჩვენი ლოგიკური მსჯელობის მეთოდით შევეცადეთ იმის დადგენას თუ რამდენად შეესაბამება გოლოდმორის „მილიონობით“ მსხვერპლი რეალობას, დასკვნები კი თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ. ჩვენ ვიცით, რომ 1932-1933 წლების შიმშილის მრავალი მიზეზი არსებობდა და ისიც აღსანიშნავია, რომ შემდგომში უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე უზრუნველყოფილი რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებში. უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი ტერიტორია მიიღო საჩუქრად, რაც დღესდღეობით დავიწყებას მიეცა. (იხილეთ ჩვენი ბლოგი – საბჭოთა კავშირის საჩუქრები ევროპას ანუ როგორ შეიცვალა ევროპა 1945 წლის 9 მაისის მერე http://bit.ly/1DQsVXC )

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უკრაინის ახალ პოლიტიკურ ელიტას ძალიან ჭირდება პოლიტიკური ბერკეტი „გოლოდომორის“ სახით, რითიც ისინი მაგალითად დამალავენ იმ ფაქტს, რომ უკრაინის მოსახლეობა გამუდმებით მცირდება და შიმშილი დღესაც აქტუალურია ზოგიერთ რეგიონში.

ამ ყველაფერის გენოციდად აღიარებაზე ლაპარაკი კი ალბათ სასაცილო და არასერიოზულია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაგალითად უკრაინელების თხოვნა ყურად არ იღო და გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არ აღიარა. 

ეკა ზღულაძეს კიევის აეროპორტში ფულით სავსე ჩემოდანი აღმოაჩნდა

141208162121_eka_zguladze_624x351_afp

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის I მოადგილე, ეკა ზღულაძე რამდენიმე დღის წინ კიევიდან საფრანგეთში მიემგზავრებოდა თავის მეუღლესთან. ის ფეხმძიმედაა და რამდენიმე თვეში ბავშვის გაჩენა მოუწევს. ბორისპოლის აეროპორტში ის მესაზღვრეებმა გააჩერეს, სადაც ზღულაძეს ფულით გაძეძგილი ჩემოდა ქონდა. ჩემოდანში მას არც მეტი, არც ნაკლები 4$ მილიონი ედო. მესაზღვრეების კითხვაზე თუ რისთვის ჭირდებოდა სააკაშვილის გუნდის წევრს 4 მილიონი დოლარი, მან უპასუხა რომ ეს თანხა მას მშობიარობისთვის უნდა გადაეხადა საფრანგეთში.

საინტერესოა, არა? მშობიარობა თუ 4 მლნ. დოლარი უჯდება ქალბატონ ზღულაძეს, წლიურად რამდენ მილიონს ხარჯვას ალბათ.

კიევის ბორისპოლის აეროპორტში ზღულაძემ საერთო ჯამში 4 საათი გაატარა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უშუალოდ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ჩაერია საქმეში და პირადად დაურეკა სასაზღვრო სამსახურის უფროსს. როგორც უკვე შემდგომ გაირკვა 10-14$ მილიონამდე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუყვეს გასატარებელი რეფორმებისთვის, მაგრამე ეს თანხა სავარაუდოდ ავაკოვმა და ზღულაძემ გაიყვეს.

ესენი ააშენებენ ვითომ დემოკრატიულ ქვეყანას?

“რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო” – ეს უნდა გაუმერონ უკრაინელებმა საკუთარ თავს ყოველ დღე.

 

საქართველომ გაეროში ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი არ დაუჭირა

Untitled

გაეროს გენერალური ანსამბლეის მესამე კომიტეტმა რუსეთის ინიციატივით მიიღო რეზოლუცია ნაციზმის განდიდებას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ ნაციზმის განდიდების ნებისმიერი ფორმა უნდა იყოს აკრძალული, რადგანაც ეს რასიზმთან და ქსენოფობისთან ერთად კაცობრიობის მშვიდობიანი თანაცხორებისთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ნაცისტური, ექსტრემისტული და ასევე რასისტური პოლიტიკური გაერთანებები და ღიად ცდილობენ ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელებას.

პროექტის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 115-მა სახელმწიფომ, ხის მიცემისგან თავი შეიკავა 55-მა, ხოლო რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მიცა მხოლოდ 3-მა სახელმწიფომ. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო 20-მა სახელმწიფო.

ალბათ გაინტერესებთ რომელმა სახელმწიფოებმა დაუჭირეს ღიად მხარი ნაციზმს და ნაციცმის აკრძალვის საწინააღმდეგოდ მიცეს ხმა. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა და უკრაინა.

დამაფიქრებელია ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია. საქართველომ მხარი არ დაუჭირა ნაციზმის განდიდების აკრძალვას და ხმის მიცემისგან თავის შეიკავა. საინტერესოა ქსენოფობიას და ჰომოფობიას თუ ასე აქტიურად ებრძვიენ აშშ-ში და ევროპაში, მაშინ ნაციზმთან ბრძოლა რატომ არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად?

ქვემოთ ნაჩვენებ რუქაზე ნაჩვენებია, თუ რომელმა ქვეყანებმა დაუჭირეს ამ რეზოლუაციას მხარი, და რომლებმა არა.

Untitled

შემზარავი კადრები, თუ როგორ მოკლეს უკრაინელმა ფაშისტებმა (ბანდეროვცებმა) 1.6 მლნ ებრაელი

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა სენსაციური სტატია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ფოტოები თუ როგორ აწამებდნენ და კლავდნენ უკრაინელი ნაციონალისტ-ფაშისტები (ე.წ. ბანდეროვცები) ებრაელებს. უკრაინელებმა ებრაელებს, საშინელი ჰოლოკოსტი მოუწყვეს და შედეგად 1.6 მილიონი ებრალი მოკლეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წლის მერე საიდუმლოს ფარდა აეხადა, ის რაზეც ბევრს ეჭვი გააჩნდა ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ სტეპან ბანდერა, სამარცხვინო ფაშისტი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ებრაელების განადგურების ოპერაციებს, დღეს უკრაინაში გმირადაა მიჩნეული და მისი, ნეო-ნაცისტური იდეოლოგიის მხარდამჭერები, ე.წ. ”ბანდეროვცები” უხვადაა წარმოდგენილი უკრაინულ ხელისუფლებაში.

12248_original

გეოპოლიტიკის გაკვეთილები უკრაინელებისთვის

ისტორიულად მსოფლიო, დიდი სახელწმიფოების პოლიტიკური ექსპერიმენტების არეალს წარმოადგენდა. ისინი დედამიწის სხვადსხვა წერტილში თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების გაძლიერებისათვის  მიუღებელი ექსპერიმენტების განხორციელებასაც არ ერიდებოდნენ. განსაკუთრებით, ეს შეიძლება ითქვას დასავლური იმპერიებზე, რომლებიც საკუთარი ქვენყნების საზღვრებიდან, ათასობით კილომეტრის  დაშორებით  მცხოვრები ხალხების კოლონიზირების პროცესში აბორიგენი ხალხების ფიზიკურ განადგურებასაც არ ერიდებოდნენ, იქ არსებული რესურსების დასაუფლებლად.

კოლონიზირების პროცესი, ყველთვის იწვევდა დიდ იმპერიებს შორის დაპირისპირებას უპირატესობის მოპოვებისათვის. ამას კი, მსოფლიო ყოველთვის, სხვადსხვა დიდ მოთამაშეებს შორის გავლენის სფეროებად დაყოფამდე მიჰყავადა, რაც თავის მხრივ ასახვას პოულობდა საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების ფარგლებში ფორმირებულ მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგზე. საერთაშორისო წესრიგი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, საკმაოდ მაშტაბურ ცვლილებებს განიცდიდა, ხდებოდა რა, ერთი წესრიგიდან მეორეში, რადიკალურად გახვავებულში ტრანსფორმირება. თუმცა, ცნობილი ამერიკელი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჯონ მირშაიმერი, ორპოლუსიან მსოფლიო წესრიგამდე არსებულ ყველა წერსიგს, მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში განიხილავდა. მაგრამ ვინც როგორ არ უნდა მიუდგეს აღნუშნულ საკითხს, ფაქტია, რომ ერთი წესრიგიდან მეორეში ტრანსფომრირების პროცესს, ყოველთვის თან ახლდა მსოფლიო პოლიტიკური კატაკლიზმები, პატარა სახელმწიფოთა საზღვრების ცვლილებების და გახლეჩის სახით.

როგორც ჩანს კაცობრიობა, საერთაშორისო წესრიგის ცვლილების მორიგ ფაზას გადის, რაც ძალიან კარგად ჩანს უკრაინის ტერიტოირაზე ნატო-რუსეთის დაპირისპირების ფონზე. ამიტომ, სანამ უშუალოდ უკრაინის თემატიკის განხილვას დავიწყებთ, უმჯობესია ბიპოლარული სისტემის მოკლე ანალიზი გავაკეთოთ, რათა ჩავწდეთ პოსტპოდსდამური პერიოდის „უწესრიგობის“ მთავარ გამომწვევ მიზეზებს, რაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს უკრაინის ტერიტორიაზე.

საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების დაახლოებით სამას წლიანი ისტორიის მანძილზე, ბიპოლარული სისტემა ითვლება ყველაზე სტაბილურად, სადაც ორ დიდ ძალას, ერთის მხრივ საბჭოთა კავშირს და მეორეს მხრივ ა.შ.შ-ს შორის, არსებობდა არამარატო სამხედრო პარიტეტი. ვერც ერთ დიდ ძალას არ შესწევდა უნარი, მოეპოვებინა უპირატესობა მეორეზე ვერც ერთ ასპექტში, რასაც, შესაბამისად ქაოსის და „უწესრიგობის“ მცდელობა მინიმუმადე დაჰყავდა, საერთაშორისო სისტემის მათ მიერ კონტროლირებად გავლენის სფეროებში. სწორედ ეს მომენტი, უზრუნველყოფდა მსოფლიოში მშვიდობას და საერთაშორისო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას. აღნიშნული პერიოდის, როგორც ყველაზე სტაბილურის აღსანიშნავად, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტებში გაჩნდა ტერმინი „ხანგრძლივი მშვიდობის“ პერიოდი, რომელიც უმსხვილეს ამერიკელ მეცნიერს ჯონ ლუის გედის ეკუთვნის.

ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დემონტაჟის შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკაში დარჩა გეოპოლიტიკური მართვის ერთი ცენტრი შეერთებული შტატების სახით, ხოლო მისი შემაკავაბელი ფაქტორის არ არსებობის პირობებში ის გარდაიქმნა არა თუ მსოფლიო ჟანდარმად, როგორც ეს ზბიგნევ ბჟეზინსკის წარმოედგინა, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ  ჯალათად, რომელიც თავისი ინტერესების განხორციელების პროცესში არაფრად აგდებდა სხვა ქვეყნების ინტერესებს. ა.შ.შ-ს მიერ განხორციელებული ჯალათობრივი  პოლიტიკა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილს მოედო, ყოფილი იუგოსლავიით დაწყებული და ახლო აღმოსავლეთით დამთავრებული. იგი საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დანერგვის მოტივით ახდენდა იმ ქვეყნების ოკუპაციას, რომელიც მისი ინტერესების სფეროში მოხვედრილ რეგიონებში მდებარეობდნენ. ამერიკელებს ოკუპირებული სახელმწიფოების დემოკრატიზაცია, რომ სულ არ აღელვებთ, ეს  გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთის სახელწმიფოების მაგალითებზე. ავღანეთი, ერაყი და ლიბია, ის ქვეყნებია რომელშიც პოლიტიკური სისტემების არა თუ დემოკრატიზაცია მოახდინეს, არამედ მათი შესვლის შემდეგ ზოგი დაიშალა, ზოგი კიდევ დაშლის პროცესშია, ხოლო ომი და სამოქალაქო დაპირისპირება დღესაც მძვინვარებს. ხოლო ის ცრუ იდეოლოგიური ნიღაბი, რომელსაც ამოფარებულებმა მოხდინეს სამხედრო ოკუპაცია და ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სწიკვდილით დასჯაც, სრული ბლეფი აღმოჩნდა. მაგალითად, ერაყის სამხედრო ოკუპაცია მოჰყვა, სადამ ჰუსეინის მიმართ ამერიკელების მიერ წაყენებულ ბრალდებას, მის სამხედრო არსენალში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ. თუმცა, ბოლოს  როგორც თვითონაც აღიარეს, ეს ტყუილი აღმოჩნდა. აგრეთვე იუგოსლავიის და სლობოდან მილოშევიჩის დასჯა, რომელსაც გენოციდის ჩადენაში სდებდნენ ბრალს კოსოველი ალბანელების წინააღმდეგ. ჯერ, 1999 წელს საერთაშორისო ნორმების დარღვევით და გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით სამხედრო იერიში მიიტანეს იუგოსლავიაზე, შემდეგ კი, გენოციდის მოწყობის ბრალდებით 2001 წელს დაატყვევეს მილოშევიჩი და გადასცეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს, სადაც მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში ჰააგის ციხეში გარდაიცვალა, ხოლო საქმე დაიხურა მისი გარდაცვალების გამო. ამის მერე, მოაზროვნე ადამიანისათის არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუ რა მიზეზით უნდა გარდაცვლილიყო სლობოდან მილოშევიჩი.

თუმცა, მანამდე ბევრი დასავლელი მეცნიერი პოსტპოდსდამური პერიოდის დაწყების პირველ წლებში ვარაუდობდნენ, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის უკან დახევას აღმოსავლეთ ევროპიდან, მოჰყვებოდა პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა ევროპის დასავლეთ ნაწილიდან და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ევროპის ფარგლებში, სახელმწიფოთა მშვიოდბიანი თანაარსებობის უზრუნველყოფა. მაგრამ როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ვაშინგტონი არა თუ დასავლეთ ევროპიდან გასვლას, არამედ  წინ აღმოსავლეთისკენ სტრატეგიული სვლა ჰქონდა დაგეგმილი:

 მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ჰპირდებოდნენ საბჭოთა კავშირის მესვეურებს არ დაუშვებდნენ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და  გაერთიანებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებს არ გასცდებოდნენ, რაც სხვათაშორის საჯაროდ განაცხადა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვიორნერმა 1990 წლის 17 მაის ბრიუსელში: „ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ განვალაგოთ ნატოს ჯარები გფრ-ის ტერიტორიის ფარგლებს მიღმა, რითაც ვაძლევთ საბჭოთა კავშირს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს“.

მანფრედ ვიორნერის ზემოთ ნათქვამი სიტყვები სრული აბსურდი და სიცრუე რომ გახლდათ, ეს ალბათ ყველა გეოპოლიტიკის სპეციალისტისთვის ცხადი იყო, ვინაიდან ანგლო-საქსების (ამ შემთხვევაში ამერიკელების) ისტორიულად ფორმირებულ გეოპოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა ევრაზიის კონტინეტზე სრული სტრატეგიული კონტროლის დამყარება, რაც მათ მსოფლიო ბატონობას უზრუნველყოფდა და შესაბამისად ერთპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებას ჩაუყრიდა საფუძველს. ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის ეს მიზანი შესანიშნავად ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკის ფუძემდებლად აღიარებულმა ჰელფორდ მაკინდერმა: „ ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „შუამდებარე მიწას, ვინც მართავს „შუამდებარე მიწას“, ის განაგებს „მსოფლიო კუნძულს“, ხოლო ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“, ის მსოფლიოს მართველია.“

აღნიშნული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამერიკელების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე( ეხლა უკვე ცენტრალური ევროპის)  გეოპოლიტიკური პროტექტორატის დამყარებას და იქ ჩამოყალიბებული, მკვეთრად ანტირუსული სახელწმიფოების მეშვეობით ე.წ. „სანიტარული კორდონის“ შექმნას, რაც დიდი ალბათობით სამ მიზანს ემსახურებოდა:

  • აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები გამოეყენებინა გეოპოლიტიკურ პლაცდარმად პოსტსაბჭოთა სივრცეში შესღწევად.
  • ამერიკელებისთვის „სანიტარულ კორდონს“ უნდა შეესრულებინა რუსეთის ფედერაციას და კონტინეტურ ევროპას შორის გეოპოლიტიკური ღერძის შექმნის არ დაშვების ფუნქცია.
  • რუსეთის ფედერაციას და კონტინენტურ ევროპას შორის გამყოფი „სანიტარული კორდონის“ შექმნით, დასავლეთ ევროპული სახელწმიფოების სტრატეგიულ რკალში მოქცევა, მათზე უფრო ეფექტური გეოსტრატეგიული კონტროლის დამყარების მიზნით.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ევროპის კონტინეტზე აგებული გეოპოლიტიკური კონსტრუქცია შესანიშნავად რომ ემსახურება ამერიკის ინტერესებს კარგად ჩანს, დასავლეთ ევროპული ქვეყნების პოზიციიდან შეერთებული შტატების ნებისმიერ გეოპოლიტიკურ პროექტზე. მათი ეს პოზიცია ამერიკელებთან მიმართებაში, მხოლოდ ერთის ვარაუდის საფუძველს თუ იძლევა, კერძოდ ევროპის ქვეყნების ფაქტობრივი  დესუვერენიზაციის მაგალითს. დასავლეთ ევროპის წამყავნი სახელმწიფოები თითქმის არაფერში, რომ არ ეწინააღმდეგებიან შეერთებულ შტატებს და მათი საგარეო პოლიტიკური ინტერესების უსიტყვო გამტარებლები არიან, ეს უკრაინის მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მათივე ქვეყნების ეკონომიკებისთის მხოლოდ ზარალის მომტანია, წამყვანი ევროპული ქვეყნები, მაინც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიუყვებიან ამერიკელთა მოთხოვნებს. ზოგადად ევროპა, რომ შეერთებული შტატების კოლონიურ დანამატს წარმოადგენს, ამაზე მეტყველებს თუნდაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პატრიარქის ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვებიც: „წინა დასავლეთის ცენტრალური ფიგურიდან, ევროპა გადაიქცა ახალი დასავლეთის დანამატად, სადაც განმსაზღვრელი როლი მიეკუთვნება ამერიკას“.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, შეერთებული შტატებისთვის თუ რა დატვირთვა ჰქონდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გეოპოლიტიკური კონტროლის დამყარებას. კერძოდ, პლაცდარმის ფუნქციას პოსტსაბჭოთა სივრცეში შესაღწევად და მათი მეშვეობით, პერსპექტივაში ევრაზიის კონტინეტზე სრული ბატონობის მიღწევას. როგორც ევროპაში შემდგომში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა გვიჩვენა, ამერიკული საგარეო პოლიტიკის ფორმირება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თავის თავზე აიღო, „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში, შეერთებული შტატების უახლოესმა მოკავშირე პოლონეთმა. ამაზე მეტყველებს თუნდაც, 2008 წლის 26 მაის ბრიუსელში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მიერ წამოყენებული ინიციატივა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ, რასაც შემდგომში, საქართველოს და უკრაინის ევროპასთან ჯერ ასოცირების პარაპირება და მოგვიანებით ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა. მოგვიანებით აღნიშნულ ინიციატივას, უნდა მოეცვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების 6 სახელმწიფო და განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა უკრაინაზე. მაშინ ბევრი პოლიტოლოგი, პოლონეთის მიერ წამოყენებულ ინიციატივას „აღმოსავლური პარტნიორობის“ შესახებ, განიხილავდნენ, როგორც ამ უკანასკნელის მცდელობას, გამხდარიყო პოსტსაბჭოთა  სივრცეში და განსაკუთრებით უკრაინაში მთავარი ლოკომოტივი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირების საქმეში. თუმცა, ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგემების დაკავშირებას პოლონეთის ინიციატივასთან, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივყავართ. კერძოდ, პოლონეთის გავლენის გაფართოება და მის მიერ ევროკავშირის პოლიტიკის მაფორმირებელი პოლიტიკური სუბიექტის ფუნქციის შესრულება დსთ-ს ევროპული ნაწილის ქვეყნებზე, გახლდათ შეერთებული შტატების ინტერესების გატარება და გაფართოება რეგიონში. რადგან პოლონეთს, რეგიონზე დამოუკიდებლად გავლენის გაფართოებისთვის არც იდეოლოგიური, არც ეკონომიკური და არც სხვა რაიმე რესურსი გააჩნდა. აქვე უპრიანი იქნება ზემოთ უკვე ნახსენები ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვების ციტირებაც მოვახდინოთ, რაც გაამყარებს ჩემს მიერ გადმოცემულ აზრს: „ ევროკავშირის გაფართოება შეერთებული შტატების ინტერესების გაფართოებაა“.

ხოლო თუ რა მიზნით სჭირდებათ უკრაინა და ზოგადად რუსეთის ფედერაციის დასავლეთით მდებარე მეზობელ სახელმწიფოებზე გეოპოლიტიკური პროტექტორატის დამყარება ამერიკელებს და რა დივიდენედებს მისცემს იგი, ევრაზიის კონტინეტზე გაბატონებისათვის, საკმაოდ  კარგად და გასაგებად აქვს ფორმულირებული თავის ერთ-ერთ ნაშრომში, ცსს-თან ასოცირებული სტრეტეგიული-კვლევითი ცენტრის „სტრატფორის“ ხელმძღვანელს ჯორჯ ფრიდმანს: „ უკრაინის გადასვლა რუსეთის გავლენიდან ნატოს ბლოკში, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს რუსეთისთვის, რომელიც ასეთ სიტუაციაში გახდება საერთოდ დაუცველი. რუსეთის საზღვრები სრულად გაიხსნება ბელორუსთან და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ამის გარდა, შეიძლება დაკარგონ კონტროლი კავკასიაზე, იმიტომ რომ გართულდება ხელმისაწვდომობა მასთან ცენტრალური რეგიონებიდან. რუსეთის სამხრეთ საზღვრები აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. რუსეთის შიდა რეგიონებიდან დაიწყებენ დაცლას და სახელმწიფო დაიყოფა ფრაგმენტებად… ევრაზიას ეს მიიყვანს ქაოსამდე, რასაც ყოველთვის ა.შ.შ-ი, თავისი პოზიციების გამყარებისათვის იყენებდა მსოფლიოში“.

რაც შეეხება რეფორმების განხორციელებას, რომელიც სოციალური გარდაქმნის პრინციპს ემსახურება, მთლიანად ქართველ „რეფორმეტორებს“ მიანდეს. იმ „რეფორმატორებს“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოში, მხოლოდ  ისტორიულად ჩამოყალიბებული ღირებულებების დევნის საქმეში. მათ საქართველოში თავიანთი 9 წლიანი მოღვაწეობა, მიუძღვნეს მართლმადიდებლურ პრინციპებზე დაფუძნებული ქართული ისტორიულ-კულუტურლი ფენომენის განადგურებას და ქართული სოციუმის გარდაქმნას პორტესტანტულ-კათოლიკური საზოგადოებრივი მოწყობის მოდელზე. დიდი მისახვედრი არ უნდა იყოს, უკრაინაშიც, თუ რა მისია დაეკისრებათ ვაშინგტონიდან „გლობალური მართვის ცენტრის“ დავალებით, საქართველოდან ჩასხმულ „რეფორმატორთა“ დესანტს.

ამერიკელების მიერ დესუვერენიზებულ სახელწმიფეობში, ძალაუფლების გადაცემას არა ავტოქტონური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისადმი, მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. კერძოდ, ასეთი ტიპის პოლიტიკოსები, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს, ყოველთვის ხელმძღვანელობენ არა საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესებით, არამედ პროტექტორის ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო მათი პატრონების ინეტერესები რას წარმოადგენს, ზემოთ კარგად უკვე ჩამოაყალიბა ჯორჯ ფრიდმანმა. ამიტომ უკრაინიაში სამოქალაქო ომი და მისი დაშლა, მარტო იმ პოლიტიკური ელიტის ბრალია, რომელიც დღეს მართავს უკრაინას და რომელიც ბრმად მიუყვება ამერიკულ დირექტივებს, მათივე ქვეყნის საზიანოდ.

ჩემს მიზანს სრულებით არ წარმოადგენს, რუსეთის ფედერაციის და მისი მართველის გამართლება უკრაინულ საკითხთან მიმართებაში. უბრალოდ მსურს საკითხი ობიექტურად გავანალიზო. გეოპოლიტიკური ანალზიდიან კი ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის მმართველი უკრაინასთან მიმართებაში ეროვნული ინტერესებიდან მოქმედებს, რომელიც ცდლობს დაიცვას საკუთარი სახელმწიფო დაშლის და ფრაგმენტებად დაყოფისგან, რაც ამერიკელი პოლიტიკური და ინტელექტუალი ელიტის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს და რომელიც ყოველთვის საკუთარ სატელიტებს პლაცდარმად იყენებს, საკუთარი მიზნის მიღწევისათვის. რუსეთის ფედერაციას და მის მართველ ელიტას კი,  ნებისსმიერი ეროვნული ელიტის მსგავსად, არა მარტო უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის დაიცვას საკუთარი სახელმწიფო.

სწორედ ეს არ გაითვალისწინეს, საქართველოში და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსულმა ამერიკის მარიონეტებმა, რამაც საქართველოს და უკრაინას დიდი უბედურება მოუტანა, რაც მათი დაშლით დაგვირგვინდა.

 ირაკლი ბენუა

უკრაინა რუსეთს კი არა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა უფრთხოდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკამ უკრაინის მიმართ შესაძლოა ქვეყანა ღრმა კრიზისამდე მიიყვანოს – წერს ჯეიმს კარდენი თავის სტატიაში ჟურნალ The National Interest-ში.

101

კარდენი იზიარებს ჟურნალისტ ტომ ფრიდმენის და მილიარდერ ჯორჯ სოროსის აზრს, რომ რუსეთი უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგნეს, მაგრამ თვითონ მიიჩნევს რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბევრად უფრო დიდი საფრთხის მატარებელია უკრაინისთვის.

”ნეოლიბერალიზმის მიხედვით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის პრივატიზებამ შეიძლება გაამდიდროს ინვესტორები. კრედიტორები სესხებს გასცემენ და სანაცვლოდ მიიღებენ უსაფრთხო ანაზღაურებას (იგულისხმება სესხის უზრუნველყოფა, ანუ ქონება, როემელიც გადაეცემა კრედიტორს სესხის დაბრუნების გარანტის სახით)  საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთვება პროცესში მაშინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებებს სესხად აძლევს დიდი რაოდენობით თანხებს, რათა მათ გაისტუმრონ თავისი უცხოელი კრედიტორები”

უკრაინის ხელისუფლებამ, პოროშენკოს თაოსნობით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინისთვის გაფართოვებული საკრედიტო პროგრამის შეთავაზების თხოვნით. სავარაუდოდ უკრაინა შეძლებს მიიღოს 13-15 მილიარდი ამერიკული დოლარის კრედიტი, მაგრამ ეს სიტუაციის დარეგულირებას მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივაში შეძლებს. უკრაინული ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული სესხების დიდ ნაწილს სამოქალო ომში ხარჯავს და ეს ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.

უკრაინის დაშლის შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზეზები

უკვე თითქმის წელიწადია  ვნებათა ღელვა არ ცხრება უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რამაც ქვეყანა მძაფრი პოლიტიკური კრიზისიდან სამოქალაქო ომის  ფაზაში გადაიყვანა. თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალს გადავავლებთ, ძალიან გაგვიჭირდება პროგნოზირება იმის, თუ რა შედეგებით შეიძლება დამთვარდეს პოლიტიკური პროცესები უკრაინაში. მიუხედავად ამისა, თავს მივეცი უფლება მოკლედ მიმომეხილა უკრაინის მოვლენები და ჩემეული ანალიზი  გამეკეთებინა უკრაინაში მიდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

უკრაინულ საკითხში რომ გავერკვეთ აუცილებელია, დღეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი რამოდენიმე კუთხით განვიხილოთ. პირველ რიგში უნდა მოხდეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ფაქტობრივი სამოქალაქო ომის  გეოპოლიტიკურ ჭრილში გაანალიზება. თუმცა აქვე, დაპირსიპირების გამომწვევი მიზეზები, უკრაინის სოციალურ სტრუქტურას და მისგან გამომდნარე ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკურ მახასიათებლებს უნდა დაუკავშიროთ. ამიტომ  პრობლემის ანალიზს, უკრაინის პოლიტიკური სისტემის განხილვით დავიწყებ.

Ukr

უკრაინის პოლიტიკური სისტემის  თავისებურებები

უკრაინის პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკურ ძალთა ურთიერთქმედების, მეტად სპეციფიკურ  სახეს წარმოადგენდა. მისი სპეციპიკურობა უკრაინის, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სოციალური სტრუქტურას უნდა მივაწეროთ. როგორც ბევრს მოეხსენება, უკრაინა სხვადასხვა დროს შეკოწიწებული ტერიტორიების გაერთიანებას წარმოადგენს, რომლებშიც ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურული ელემენტების მქონე ხალხები ცხოვრობენ.

კომუნისტების მიერ, ნაციონალური პოლიტიკის გატარების მიუხედავად, რომელიც თავის მხრივ გულისხმობდა უკრაინიზაციის და კორენიზაციის პოლიტიკას, ვერ მოხერდხა ერთიანი უკრაინული ნაციის ფორმირება, ვინაიდან მათი აზროვნების სტილი, გარემოს აღქმის უნარი და მისგან გამომდინარე ცხოვრების წესი განსხვავებული ისტორიული განვითარების პირობებში ფორმირებული კულტურული დომინანტის საფუძველზე  ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერმა კი ორი მსხვილი სუბკულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ერთის მხრივ, გერმანო-რომანული და კათოლიკური ცივილიზაციის გავლენის შედეგად, დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ხალხებისგან, ჩამოყალიბდა მსხვილი ეთნოკულტურული სეგმენტი, რომელიც ძალიან განსხვავდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნო-კულუტურული სეგმენტისგან, რომლის ფორმირებაშიც შესაბამისად დიდი ზეგავლენა იქონია რუსულმა-მართლმადიდებლურმა ცივილიზაციამ. ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ხედვაში შეიძლება ვინმე შემედავოს, ამიტომ გამოთქმული მოსაზრების მეტი სიმყარისთვის, ალბათ უპრიანი იქნება წამყვანი უკრაინელი პოლიტოლოგის მიხაილ პოგრებენსკის ინტერვიუდან ციტატის მოყვანა: „… უნდა მოხდეს აღიარება იმ ფაქტის, რომ ჩვენ ვართ ორშემადგენლობიანი უკრაინული ნაცია.“

1991 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, საზოგადოებრივი სტრუქტურა ჩამოყალიბდა ორი მსხვილი ეთნიკური სუბკულტურის არსებობის პირობებში.  სოციალური სტრუქტურის ასეთმა ხასიათმა თავისი გავლენა იქონია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი უკრაინის პოლიტიკურ სისტემის ფორმირებაზე. საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა  სოციალური სისტემის ზედნაშენს წარმოადგენს, ანუ როგორი სახისაც იქნება საზოგადოებრივი სტრუქტურა, მის შესაბამის ფორმებს ღებულობს პოლიტიკური სისტემაც.

შეიძლება ასეთი ტიპის არსებობა ცუდ პირობებს ქმნიდა ერთიანობის შენარჩუნებისათვის, მაგრამ გარკვეული პოზიტიურ გავლენას ახდენდა უკრაინულ სახელმწიფოზე. ეს ხელს უწყობდა, ერთის მხრივ, როგორც ქვეყნის მეტნაკლებად დამოუკიდებელ განვითარებას და მეორეს მხრივ დემოკრატიის განმტკიცებას.

მართალია  უკრაინის პოლიტიკურ სისტემას ჯერ ბევრი უკლდა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემად ტრანსფორმირებისთვის, მაგრამ თუ მის დემოკრატიულობის ხარისხს გავაანალიზებთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორის, ანუ ჩატარებული არჩევნების მეშვეობით, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ უკრაინის პოლიტიკურ სისტემას კონსოლოდირებული დემოკრატიისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქონდა გადადგმული, ვინაიდან ქვეყანაში  ხელისუფლების ორი უკანასკნელი ცვლა(თუ არ ჩავთვლითნ უკანასკნელ მოვლენებს) არჩევნების გზით მოხდა, თან ისე, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში, განსვავებული მსოფლმხედველობის და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალების აღზევება ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არსებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობა ორზე მეტი იყო, მაგრამ  მაინც, პირობითად მათი დაჯგუფება ხდებოდა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მეშვეობით. ერთნი, რომლებიც ღიად უჭრდნენ მხარს პროდასავლურ კურს და მის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. მეორე ჯგუფი, მართალია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრის დროს, ნეიტრალურ და დაბალანსებულ  საგარეო კურს უჭერდა მხარს, მაგრამ ეკონომიკური და კულტურული-ჰუმანიტარული ასპექტებიდან გამომდინარე, უპირატესობას ანიჭებდნენ რუსეთის ფედერაციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

158305_600

პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება, სწორედ ამ ორი დიდი პოლიტიკური დაჯგუფების კონსესუსი შედეგი გახლდათ. ეს პოლიტიკური ძალები დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გატარებას და მათი მოთხოვნების არტიკულირებას ახდენდნენ. პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული კონსენსუსი ხელს უწყობდა პოლიტიკური ბალანსის პირობებში, პოლიტიკური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას. არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ეს იქნებოდა პროდასავლური თუ პრორუსული, არ შესწევდა უნარი ქვედა სტრატიდან  მხარდამჭერების თანაბარი რაოდენობიდან გამომდინარე, მოეხდინა ერთი ეთნოკულტურული სეგმენტის გაბატონება მეორეზე. ასეთ დროს, ნებისმიერი ტიპის გადახრა, ან ერთი ან მეორე მიმართულებით, გამოიწვევდა სისტემის გადახურებას და მის ნგრევას, რაც მოხდა კიდევაც.

მაიდანმა და მისმა ლიდერებმა მოინდომეს არსებული სისტემის დემონტაჟი, რაც რა თქმა უნდა, გარე ძალების და კერძოდ ა.შ.შ-ს გეგმის შესაბამისად წარიმართა. შეიძლება, ეს ვინმემ სუბიექტურობაში ჩამითვალოს, მაგრამ ამას ადასტურებს ვიქტორია ნულანდის და უკრაინაში ამერიკის ელჩის, ჯეფრი პაიეტის გასაჯაროვებული სატელეფონო საუბარი. უკრაინაში, შემდგომში მოვლენები კი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ამ სატელეფონო საუბარში იყო აღნიშნული.

კერძოდ, პოროშენკოს პრეზიდენტობა და იაცენიუკის პრემიერ-მინისტრობა. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იანუკოვიჩის მოღვაწებით ეს ფაქტია, მაგრამ რომ არა გარედან მხრდაჭერა მხოლოდ შიდა ძალებით ვერ მოხერხდებოდა სახელწმიფო გადატრიელების განხორციელება. დასავლეთმა და კერძოდ, ა.შ.შ-მ ბრწყვინალედ მოახდინეს რუსეთის და პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ, დასავლეთ უკრაინელებში არსებული ნეგატირური განწყობების ინსტრუმენტალიზაცია და სათავისოდ გამოყენება, რომელიც თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს დაუქვმედებარეს. (იგივე შეიძლება ითქვას, შემდგომში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზეც სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებმაც ასევე კონტრ-თამაშს მიმართეს შეერთებული შტატების წინააღმდეგ და მოახდინეს  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის განწყობების ინსტრუმენტად გამოყენება. )

არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი მიზნად ისახავდა, მედასავლეთეების გაბატონებას აღმოსავლეთ უკრაინელებზე, ამ უკნასკნელების რაოდენობა კი, თითქმის ნახევარს შეადგენდა, სხვადასხვა გამოთვლებით მერყეობდა დაახლოებით 45-50%-ის ფარგლებში. აღნიშნული ნაბიჯით ისინი ცდილობდნენ საზოგადოების ე.წ. „ვერტიკალურ სტრატიფიკაციის“ ეთნო-კულტურული მოდელის დამკვიდრებას.  აღნიშნულისკენ სწრაფვამ, გამოწივია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და რუსეთთან ურთიერთობის გარანტორი ძალის პოლიტიკური ლიკვიდაცია, „რეგიონების პარტიის“ სახით. „რეგიონების პარტია“ ავად თუ კარგად, ახერხებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინელების მოთხოვნების არტიკულირებას და აგრეგირებას პოლიტიკურ სისტემაში, მარტივად და გასაგებად თუ ვიტყვით, მათი ინტერესების გატარებას.

სახელწმიფო გადატრიალების შედეგად ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, პროდასავლურმა ძალებმა პირველი რაც გაკეთეს გალხდათ, რუსული ენის როგორც სახელწმიფო ენის გაუქმება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობის საკომუნიკაციო ენა იყო. სხვადასხვა კვლევებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობის 70-80% რუსულ ენას იყენებდა საყოფაცხოვრებო დონეზე. როგორც ჩანს, მათვის რუსული ენა უკრაინულზე უფრო პრიორიტეტული გახლდათ. მიჩნეულია ზოგადად, რომ ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის ფორმირების პროცესში, რაზეც არა ერთი დიდი მეცნიერი ამახვილებს ყურადღებას. ამას ძალიან კარგად განამარტავს უმსხვილესი ამერიკელი მეცნიერი აწგანსვენებული რობერტ დალი: „ სხვადასხვა კულტურები ჩვეულებრივ ფრომირდებიან ენის, რელიგიის, რასის, ეთნიკური, რეგიონული და ზოგჯერ, იდეოლოგიური განსხვავებების გარშემო….  ისინი ახდენენ მკვეთრი ზღვარის გავლებას ისეთ კატეგორიებთან, როგორიც არის „ჩვენ“ და „ისინი“…“ თუ ამ დეფინიაციას გავყვებით, სამი ნიშანი არსებობდა (ენა, რელიგია და რეგიონალიზმი) იმის, რომ მედასავლეთეების მიერ გატარებული პოლიტიკა, იმ შედეგებამდე მიიყვანდა უკრაინას, როგორშიც იმყოფება დღეს. კერძოდ, იგი  დეზინტეგრაციის და ორ ნაწილად გახლეჩის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ზოგიერთს შეიძლება ეს გადამეტებულად მოეჩვენოს (ჩვენი  საინფორმაციო საშუალებების გადამკიდე), მაგრამ უკრაინის დაშლა სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, უკრაინელები ერთიან, მონოლითურ და ჰომოგენურ ნაციას არ წარმოადგენენ. აქვე კიდევ გავიმეორებ, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკამ, ხელი შეუწყო უკრაინული საზოგადოების ორად  გახლეჩას, რომლებიც თავიანთ თავს სრულიად განსხვავებულ კულტურულ-ცივილიზაციურ სივრცეს მიაკუთვნებენ. თუ დასავლეთ უკრაინელები თვაიანთი კულტურული სიახლოვის გამო ევროპისკენ ინტეგრაციის მომხრეები არიან, აღმოსალეთ უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს რუსულ, ევრაზიულ ცივილიზაციასთან, ხოლო საზოგადოების გახლეჩა,  ყოველთვის იმ პოლიტიკურ სუბიექტის დაქუცმაცების მომასწავებელია, რომლის ფარგლებშიც ისინი თანაცხოვრობდნენ.

შეიძლება, სოციალური სტრუქტურის და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების პირობებში, პატარ-პატარა ნიუანსებსაც ქონდა ადგილი, მაგრამ რაც მე გადმოვეცი, ასახავს ზოგად სურათს ანუ, საუბარი მქონდა პოლიტიკური სისტემის იმ კარკასზე, რომლის ფარგლებშიც ხდებომა მისი ფუნქციონირება.

გეოპოლიტიკა-პრობლემის უმთავრესი კატალიზატორი

პოლიტიკური სისტემის ანალიზის შემდეგ, კიდევ უფრო ღრმად,რომ ჩავწდეთ პრობლემის ანატომიას და მის ფილოსოფიას, აუცილებელია პრობლემის გეოპოლიტიკური ანალიზი მოვახდინოთ, რომლის გარეშეც სრულ ყოფილ სურათს ვერ მივიღებთ.

кличко-Евромайдан-Украина-розжиг-1045142

ევროპის ეს უდიდესი ქვეყანა დღეს, რომელიც გეოპოლიტიკის ცენტრს წარმოადგენს, ორი უმსხვილესი გეოპოლიტიკურად აქტიური სუბიექტის ატლანტიზმის (აშშ) და ჰართლენდის (რუსეთის ფედერაციის) დაპირისპირების არენად იქცა. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, უკრაინის ნებისმიერი მიმართულებით სვლა, დასავლური იქნებოდა თუ აღმოსავლური, ყოველ შემთვევაში ამ ეტაპზე, უკრაინის დაშლას გამოიწვევდა. სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე იანუკოვიჩი საგარეო პოლიტიკაში ბალანსირების პოლიტიკას მიმართავდა და ამ ბალანსის პირობებში იგი ცდილობდა უკრაინული სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებას, რაც გამოსდიოდა კიდეც. როგორც ჩანს უკრაინის ახალი ხელისუფლების ლიდერები, ან ვერ ერკვევიან საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ სპეციფიკაში, ან უბრალოდ გარე ძალების მიერ კონტროლირებადი მარიონეტები არიან,  რომლებსაც, როგორც ჩანს საერთოდ არ აღელვებთ უკრაინული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და მისი ერთიანობის საკითხი, რომელთა ამოცანას მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურების დავალებების შესრულება და მათი დახმარებით ძლაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.

დღეს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება,  შეიძლება  ცივილიზაციურ ჭრილში იქნას აღქმული და გაგებული. ამ ცივილიზაციური კონფლიქტის არსი კი მომდინარეობს, როგორც ატლანტისტური, ასევე ევრაზიული გეოპოლიტიკის სფეციფიკიდან.

ზოგადად ანგლოსაქსურ სტრატაგემებში უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, რუსეთის გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნას ყველა მიმართულებით და „ანაკონდის რკალში“ მის მოხრჩობას, ყველა დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალების ჩაკეტვას და საბოლოოდ რუსეთში დეზიტნეგრაციული პროცესებისათვის ხელშეწყობას. რუსეთის დეზინტეგრაცია და მისი დასუსტება საშუალებას მისცემს აშშ-ს საბოლოო კონტროლის დაწესებას ჰარტლენდზე,ანუ რუსეთზე და ამით მსოფლიო ჰეგემონობის უზრუნველყოფას. ეს სტრატაგემები რა თქმა  უნდა, კარგად ცნობილია რუსეთში, რომელიც გეოპოლიტიკურად თვადაცვით მგდომარეობაში იმყოფება და ყველნაირი მეთოდით ცდილობს, საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვას, ნომერ პირველი გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგის აშშ-სგან.

უკრაინაში მიდმინარე დაპირისპერბა და იქ არსებული  პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისი, ამერიკულ-რუსული დაპირისპირების გამოვლინებას რომ წარმოადგენს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. უკრაინა რუსეთის ფედერაციის  ერთ-ერთ უკანასკნელ ფორპოსტს და ბუფერს წარმოადგენს დასავლეთის მიმართულებით. ამერიკელი უმსხვილესი გეოპოლიტიკოსის ზბიგნევ ბჟეზისნკის  სიტყვები, რომელიც გადმოსცა ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“ ნათელს ჰფენს უკრაინაში  დღეს მიმდინარე პროცესების არსს და ჩემს მიერ გადმოცემული ნააზრევის სისწორეს. როგორც იგი აღნიშნავს: „უკრაინის გარეშე რუსეთი შეწყვეტს არსებობას ევრაზიულ იმპერიად. უკრაინის გარეშე იგი კიდევ შეძლებს იმპერიული სტატუსის აღდგენას, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი გადაიქცევა აზიურ იმპერიულ სახელმწიფოდ, რომელიც დიდი ალბათობით ჩართული იქნება დამქანცველ კონფლიქტში ცენტრალური აზიის ერებთან, რომლებიც მიიღებენ დახმარებას უფრო სამხრეთით მდებარე სხვა მუსულმანური სახელმწიფოებისგან.“  ზემოთ მოყვანილი პასაჟიდან ჩანს, რომ ამერიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს რუსეთის განდევნა ევრაზიის ევროპული ნაწილიდან, რათა როგორც მხოლოდ აზიურმა სახელმწიფომ, დამქანცველ და გამომფიტავ ომებში ჩაერთოს ისლამურ სახელმწიფოებთან, შემდგომი დასუსტების და დაშლის პერსპექტივით, რაც დიდი ალბათობით, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს კონტროლი დაამყაროს სრულად ევრაზიაზე.

უკრაინული სახელმწიფოს  გეოგრაფიული  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება თუ რატომ სჭირდებოდათ ამერიკელებს უკრაინა. ამის ერთ-ერთ უმთვარესი მიზეზი გახლდათ ყირიმის ნახევარკუნძულის გაკონტროლება და იქ განლაგებული რუსული შავი ზღვის ფლოტილიის ხელში ჩაგდება, რათა  განედევნათ ეს უკანასკნელები შავი და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან. ამერიკული გეოპოლიტიკისთვის, როგორც „საზღვაო სახელმწიფოსთვის“ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს რუსეთისათვის ყველა საზღვაო კომუნიკაციების გაკონტროლება და ჩაკეტვა. აღნიშნული სტრატეგიის ფორმულირება ეკუთვნის უმსხვილეს ამერიკელ გეოპოლიტიკოსს ალფრედ მეხენს.

რუსეთის დაშლის და როგორც სახელმწიფოს განადგურებით გამოირჩევა, თითქმის ყველა ამერიკელი სტრატეგის და ინტელექტუალის ნაშრომი. ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ მილტონ ჰეის  მრჩეველი  ბრუკ ადამსი.   მან 1901 წელს დაწერა ნაშრომი „ახალი ინდუსტრიუილი რევოლუცია“, რომელშიც სოციალ-დარვინიზმის კატეგორიების გამოყენებით ახსნა გეოპოლიტიკური დაპირისპირება და სადაც ყურადღება გაამახვილა  ევრაზიაზე გაბატონების და ამერიკის ერთპიროვნული ჰეგემონობის გზაზე რუსეთთან კოლიზიის გარდუვალობაზე: „ ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს იქნება სამკდვრო სასიცოცხლო მშვნელობის ომი, ბრძოლა არა რომელიმე ნაციის, არამედ მთლიანი კონტინეტის წინააღმდეგ. მსოფლიოში არ არის ორი ცენტრი სიმდიდრის და იმპერიის. ერთმა ორგანიზმმა უნდა დაამარცხოს და გაანადგუროს მეორე. სუსტი ორგანიზმი უნდა დაიღუპოს“.

ისე, რომ არ გამოგვივიდეს, თითქოს მხოლოდ ვეყრდნობოდე ცალკეული ამერიკელი ავტორების ნაშრომებს, მინდა ერთ-ერთი უმსხვილესი კვლვეთი ორგანიზაციის კვლევიდან ერთი ამონარიდის გაკეთება: „ დასავლეთის თვალთახედვიდან გამომდინარე, ყველაზე უარესი ვარიანტი იქნებოდა უკრაინის გაერთიანება რუსეთთან ერთად დამოუკიდბელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“. როგორც ჩანს მათვის მიუღებელი იყო უკრაინის დსთ-ში ყოფნაც კი. ეხლა როგორც მოგეხსენებათ ახალმა ხელისუფლემაბ განცხადებაც გააკეთა დსთ-ს დატოვების თაობაზე.

სხვათა შორის ეს კვლევა რენდ კორპორეიშენის ანალიტიკოსებმა ასმუსმა, კაგლერმა და ლერებიმ 1995 წელს დადეს, რომლებიც პენტაგონზე მუშაობდნენ.  აღნიშნული დასკვნიდანაც შეიძლება დავინახოთ, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესი დიდწილად ამერიკის  შორსმიმავალ ინტერსებს და მიზნებს უკავშირდება.

ზემოთ მოყვანილი ავტორების ნაშრომებიდან კარგად ჩანს, რომ ამერიკულ-რუსული დაპირისპირება არა ახალია, შეიძლება ითქვას, რომ იგი გეოპოლიტიკურ კონსტანტადაც იქცა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებშიც, ამერიკულ-რუსული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ყველაზე მძაფრი ფორმასთან გვაქვს საქმე.  ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგიების ანილიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დასკვნის სახით გამოვყოთ ორი ფაქტორი თუ რა ამოცანებისთვის შეიძლება ნდომოდა  აშშ-ს უკრაინა:

1.უკრაინული სახელწმიფოზე სტრატეგიული კონტროლის დაწესება, რათა იგი გამოყენოს როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ და იგი ევრაზიული ცივილიზაციის ცენტრიდან აქციოს, მხოლოდ აზიურ სუბიექტად და მისი მოქმედების სივრცე შეამციროს.

2.უკრაინაზე კონტროლის დაწესებით, მათ სურდათ ხელში ჩაიგდოთ ყირიმის ნახევარკუნძული და მასზე მდებარე სტრატეგიული ფუნქციის მქონე, საზღვაო-სამხედრო ფლოტი.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით შეიძლება მივიჩნიოთ ზემოთ ჩამოთვლილი გეოპოლიტიკური ფაქტორები, იმ უმთავრეს მიზეზებად, რამაც  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულა  უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების საქმეში.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გარე ძალების მიერ კრიზისის ინსპირირებისა, მთავარი დამნაშევედ მაინც უკრაინის პოსტიანუკოვიჩისეული პოლიტიკური ელიტა უნდა ჩაითვალოს. რადგან, მათმა ცალმხრივმა და ერთვექტორულმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანა ტერიტოირულ რღვევამდე მიიყვანა. რაც შეეხება  შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის მიერ წარმართული საგარეო პოლიტიკას, იგი  გახლავთ  მხოლოდ მათი ეროვნული ინტერესების შესაბამისი.

ირაკლი ბენუა