დევიდ ჰარვი: სოციალისტები თავისუფლების ჩემპიონები უნდა იყვნენ

22.10.2020 | დავიდ ჰარვი | JACOBIN

მემარჯვენე პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სოციალიზმი ინდივიდუალური თავისუფლების მტერია. თუმცა, სიმართლე სწორედ რომ საპირისპიროა: სოციალისტები მუშაობენ ისეთი მატერიალური პირობების შესაქმნელად, რომ ყველას ნამდვილი თავისუფლება მიანიჭონ; გაათავისუფლონ კაპიტალიზმის მიერ მათ ცხოვრებაზე დაწესებული გადაუჭრელი შეზღუდვებისგან.

თავისუფლების თემა წამოიჭრა პერუში სიტყვის გამოსვლისას. სტუდენტებს ძალიან აინტერესებდათ შემდეგი შეკითხვა: „მოითხოვს თუ არა სოციალიზმი ინდივიდუალურ თავისუფლებებზე უარის თქმას?“

მემარჯვენეებმა შეძლეს თავისუფლების კონცეფციის მისაკუთრება და მისი სოციალისტების წინააღმდეგ კლასობრივ ბრძოლაში იარაღად გამოყენება. მათ განაცხადეს, რომ სოციალიზმის ან კომუნიზმის მიერ ადამიანის უყოყმანოდ სახელმწიფოსადმი დამორჩილება ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს თავიდან აცილებული.

მე ვუპასუხე, რომ ემანსიპაციაზე მიმართული სოციალისტური პროექტები ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას ეყრდნობა; მეტიც, ინდივიდუალური თავისუფლებების მიღწევა არის ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი. თუმცა, ამისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით ისეთი საზოგადოების აშენება, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის ექნება შესაბამისი უნარები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები.

მარქსი და თავისუფლება

მარქსს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გააჩნდა. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების თანახმად, „თავისუფლების რეალობა იწყება მაშინ, როდესაც გადალახულია საჭიროების რეალობა“. თავისუფლება არაფერს ნიშნავს, თუ შენ არ გაგაჩნია საკმარისი საჭმელი, არ გაქვს შენთვის ხელმისაწვდომი შესაბამისი ჯანდაცვა, არ ხარ სახლით, ტრანსპორტირებით და განათლებით უზრუნველყოფილი და ა.შ. სოციალიზმის როლი კი იმაშია, რომ უზრუნველყოს ეს საბაზისო საჭიროებანი, რომ ადამიანები თავისუფალნი იყვნენ გააკეთონ ის, რაც უნდათ.

სოციალისტური გადასვლის [რედ. socialist transition] სამყარო ეს არის რეალობა, რომელშიც ინდივიდუალური შესაძლებლობები და უნარები განთავისუფლდნენ პოლიტიკურ-სოციალური სურვილებისგან, საჭიროებისგან და სხვა შეზღუდვებისგან. მემარჯვენეების მიერ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მოპოვებულ მონოპოლიაზე თანხმობის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეს კონცეფცია თვით სოციალიზმს.

მარქსმა იმაზეც მიუთითა, რომ თავისუფლებას ორი მხარე აქვს. მისი აზრით, მუშები კაპიტალისტურ საზოგადოებაში თავისებურად არიან თავისუფლები. მათ შეუძლიათ შრომის ბაზარზე შესთავაზონ საკუთარი უნარები ნებისმიერს. მეტიც, მათ შეუძლიათ თავისუფლად შეათანხმონ შრომის პირობები კონტრაქტში.

თუმცა, ამასთანავე, ისინი არ არიან თავისუფლები, რადგან არ გააჩნიათ კონტროლი ან წვდომა წარმოებაზე. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ჩააბარონ საკუთარი სამუშაო ძალა კაპიტალისტებს, რომ იარსებონ.

სწორედ ეს არის მათი თავისებური თავისუფლება. მარქსისთვის კაპიტალიზმის ფარგლებში ეს წინააღმდეგობრივი მოცემულობა არის ცენტრალური. თავში, რომელიც ეძღვნება კაპიტალში სამუშაო დღეს ეძღვნება ის ამას შემდეგნაირად აღწერს: კაპიტალისტს შეუძლია თავისუფლად უთხრას მუშას: „მე მსურს შენი დაქირავება მინიმალურ ფასად მაქსიმალური სამუშაო საათების გამოსამუშავებლად და თან იმ პირობით, რომ გააკეთო ყველაფერი ისე, როგორც მე შენ ამას გეტყვი. ეს არის შენი დასაქმების შემთხვევაში ჩემი ძირითადი მოთხოვნა.“ ჩვენი ვიცით, კაპიტალისტს შეუძლია ასეთი შემოთავაზების გაკეთება საბაზრო საზოგადოებაში, რადგან ეს საბაზრო საზოგადოებაში მუშაობს მოთხოვნის დაკმაყოფილების პრინციპით.

მეორეს მხრივ, მუშას შეუძლია უთხრას, რომ „შენ არ გაგაჩნია უფლება დღეში 14 საათი მამუშავო. შენ არ გაქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ მიმართო ჩემი შრომა ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებით, თუ ამან შეიძლება შელახოს ჩემი ჯანმრთელობა და საფრთხე შეუქმნას ჩემს სიცოცხლეს, კეთილდღეობას. მე მზად ვარ გავწიო შესაბამისი შრომა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.“

საბაზრო ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, კაპიტალისტი და მუშაც მართლები არიან საკუთარ მოთხოვნებში. მარქსის მტკიცებით, ბაზარზე არსებული ურთიერთგაცვლის კანონის ფარგლებში [რედ. law of exchanges] ისინი თანაბრად მართალნი არიან. თანაბარი უფლებების დროს კი იმარჯვებს ძალა. კლასობრივი ბრძოლა კი წყვეტს ამ საკითხს კაპიტალისტს და მუშას შორის. შედეგი დამოკიდებულია იმ ძალთა გადანაწილებაზე, რომელიც არსებობს კაპიტალსა და მუშას შორის; ეს ურთიერთობები რაღაც მომენტში შეიძლება გახდეს ძალადობრივი და იძულებითი.

მედლის ორი მხარე

აუცილებელია, რომ ჩვენ შევხედოთ თავისუფლების კონცეფციას, როგორც ორი მხარის მქონე მედალს უფრო დეტალურად. ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზი ამ კუთხით მოცემულია კარლ პოლანის ნაშრომში. მის წიგნში ”დიდი ტრანსფორმაცია” [Great Transformation] პოლანი აღნიშნავს, რომ არის თავისუფლების კარგი და ცუდი ფორმები.

თავისუფლების ცუდ ფორმებს შორის ის აღნიშნავს ადამიანის უსასრულოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობას; თავისუფლება – მიიღო დიდი მოგება და არ შეიტანო შენი დადებითი წვლილი საზოგადოებრივ სამსახურში; თავისუფლება – არ დანერგო საზოგადოებრივი სარგებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები; თავისუფლება – მიიღო სარგებელი საზოგადოებრივი ან ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, რომელთა ნაწილი საიდუმლოდ არის დაგეგმილი კერძო სარგებლისთვის.

თუმცა, პოლანი აგრეთვე მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ესოდენ ვაფასებთ. კერძოდ, მსჯელობის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეხვედრის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, სამსახურის მოძიების თავისუფლებას.

მაგრამ ეს თავისუფლებები არის იმავე ეკონომიკის შედეგები, რომელიც ქმნის თავისუფლების ცუდ ფორმებს. დღეს პოლიტიკური ძალების მიერ თავისუფლების წარმოჩინების და ნეოლიბერალური აზროვნების დომინირების ფონზე, პოლანი საკმაოდ უცნაურად ხსნის თავისუფლების ამ ორმაგ სტანდარტს.

მისი აზრით: „საბაზრო ეკონომიკის მიღმა გასვლა“ – ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადაბიჯება – „შეიძლება გახდეს აქამდე უხილავი თავისუფლების დასაწყისი“. ეს მტკიცება, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ წარსულში დავტოვებთ საბაზრო ეკონომიკას არის შორის მომგვრელი. ის აგრძელებს:

”შეიძლება მივაღწიოთ უფრო ფართო და ზოგად იურიდიულ და რეალურ თავისუფლებას, ვიდრე ოდესმე გაგვაჩნდა. რეგულაციებს და კონტროლს შეუძლიათ მიაღწიონ თავისუფლებას არა ერთეულებისთვის, არამედ ყველასთვის; თავისუფლება არა, როგორც პრივილეგირებულების დანამატი, რომელიც საწყისშივე მცდარია, არამედ როგორც განუყოფელი ნაწილი, რომელიც სცდება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და უშუალოდ საზოგადოების ფუნდამენტშია ჩაბეჭდილი. შესაბამისად, უკვე არსებული თავისუფლებები და სამოქალაქო უფლებები დაემატება იმ უფლებებს, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ქმნის ყველასთვის – თავისუფალი დრო და უსაფრთხოება. ასეთ საზოგადოებას აქვს უნარი იყოს სამართლიანი და თავისუფალი.”

თავისუფლება სამართლიანობის გარეშე

ჩემი აზრით, საზოგადოების იდეა, რომელიც ეყრდნობა სამართლიანობას და თავისუფლებას, სამართლიანობას და უფლებებს, იყო 1960-იანის და ე.წ. 68-წლის თაობის მოძრაობების პოლიტიკური დღის განაწესი. იყო ფართო მოთხოვნა სამართლიანობასა და თავისუფლებაზე: სახელმწიფოს მხრიდან იძულებისაგან თავისუფლებაზე, კორპორატიული კაპიტალის მხრიდან თავს მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე, საბაზრო ეკონომიკის მიერ თავზე მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე და აგრეთვე ადგილი ჰქონდა სოციალურ სამართლიანობაზე მძლავრ მოთხოვნას.

კაპიტალისტური პოლიტიკის პასუხი 1970-იან წლებში იყო საინტერესო. მან გადახედა არსებულ მოთხოვნებს და განაცხადა: „ჩვენ გაძლევთ თავისუფლებებს ზოგიერთი პირობით, თუმცა დაივიწყეთ სამართლიანობა“.

ეს თავისუფლებები იყო შეზღუდული. შინაარსობრივად ეს იყო საბაზრო საზოგადოებაზე არჩევანის გაკეთების უფლება. თავისუფლებაზე მოთხოვნაზე პასუხი იყო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფლება, მაგრამ სამართლიანობის სრული დავიწყება. სამართლიანობა მიანდეს საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში არსებულ კონკურენციას, რომელიც თეორიულად ისეთი გამართული არის, რომ თითოეული ადამიანი მიიღებს სამართლიანობის საკუთარ წილს. თუმცა, სინამდვილეში მაღალფარდოვანი თავისუფლებების სახელით გამოთავისუფლდა ბევრი ცუდი თავისუფლება (მაგალითად, სხვების ექსპლუატაცია).

ზემოთ ხსენებული რეალობა მკაფიოდ იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლანის მიერ. მან დაინახა ასეთ დაპირისპირებაში მორალური დაბრკოლება, რომელსაც უწოდა „ლიბერალური უტოპია“. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ლიბერალური უტოპიის მიერ შექმნილ პრობლემებს ვებრძვით. ეს არის მედიასა და პოლიტიკური დებატებში გავრცელებული იდეოლოგია.

დემოკრატიული პარტიის ლიბერალური უტოპია არის ის, რაც რეალურად დგას ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის გზაზე. „დაგეგმარება და კონტროლი“ – წერდა პოლანი – „წარმოჩენილნი არიან, როგორც თავისუფლების მტრები და მუდმივ თავდასხმებს განიცდიან. თავისუფალი საწარმოები და კერძო საკუთრება კი თავისუფლების ფუნდამენტად არიან გამოცხადებულნი“. ეს მოსაზრებები არის განვითარებული ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრების მიერ.

ბაზრის მიღმა

ჩემთვის ეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვაპირებთ თუ არა, რომ გავაღწიოთ საბაზრო ეკონომიკის მიერ დაწესებულ შეზღუდულ თავისუფლებებს და მოთხოვნა-მოწოდების ფორმატს, თუ ვაღიარებთ მარგარეტ ტეტჩერის მოსაზრებას, რომ სხვა ალტერნატივა არარსებობს? ჩვენ ვართ სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალნი, თუმცა საბაზრო ეკონომიკის მონები. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არ არსებობს ამის მიღმა მეტი თავისუფლება. ეს არის ის, რასაც მემარჯვენეები ქადაგებენ და ბევრმა დაიჯერა ეს მოსაზრება.

ეს არის ჩვენი დროის პარადოქსი: თავისუფლების სახელით, ჩვენ ავითვისეთ ლიბერალური უტიპიის იდეოლოგია, რომელიც სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის უფლებას არ გვაძლევს. მე არ მწამს თავისუფალი სამყაროსი, რომელშიც ადამიანმა, რომელსაც სურს განათლების მიღება, უზარმაზარი თანხები უნდა გადაიხადოს და სამომავლოდ მრავალწლიანი სტუდენტური ვალები დაიდოს.

ბრიტანეთში საცხოვრებლით დაკმაყოფილების უდიდესი ნაწილი 1960-იან წლებში საჯარო სექტორის ნაწილი იყო; ეს იყო სახლ-კარით დაკმაყოფილების სოციალური პროგრამა. ჩემს პატარაობაში, იგი წარმოადგენდა საბაზისო მოთხოვნის შესაბამისი სახსრების სანაცვლოდ დაკმაყოფილებას/უზრუნველყოფას. შემდეგ მოვიდა მარგარეტ ტეტჩერი, მოახდინა ყველაფრის პრივატიზაცია და განაცხადა: „თქვენ უფრო თავისუფალი იქნებით თუ გახდებით კერძო მესაკუთრეები; მეტიც, თქვენ შეძლებთ საკუთრების მქონე დემოკრატიის ნაწილი გახდეთ“.

ახლა კი, სახლ-კარით დაკმაყოფილების პროგრამის 60 %-ის ნაცვლად საჯარო სექტორში მხოლოდ 20 % თუ დარჩა, შეიძლება ნაკლებიც კი. სახლ-კარით დაკმაყოფილება გადაიქცა ვაჭრობის საგნად, ხოლო ვაჭრობა სპეკულაციების უფლებას იძლევა. საბოლოო ჯამში, სპეკულაციების შედეგად ჩვენ ვიღებთ გაძვირებულ ქონებას, რომლის შეძენა/მიწოდა შეზღუდული ხდება.

ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, კარ-მიდამოებს, რომლებიც დიდ გასაქანს აძლევს მაღალი კლასის მქონე მოქალაქეებს და ამასთანავე სრულად უზღუდავს თავისუფლებას მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. ეტყობა ამას გულისხმობდა მარქსი, როდესაც ამბობდა, რომ საჭიროების მდგომარეობა უნდა იყოს გადალახული, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება იყოს მიღწეული.

თავისუფლების განზომილება

სწორედ ასე ახდენს საბაზრო ეკონომიკა თავისუფლების შესაძლებლობების შეზღუდვას. და ამ კუთხით, სოციალისტურმა მიდგომებმა პოლანის მოსაზრებები უნდა გაიზიაროს. ანუ უნდა მოვახდინოთ თავისუფლებისადმი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხების კოლექტივიზაცია. ჩვენ უნდა გადავიტანოთ ეს საკითხი საბაზრო ეკონომიკის განზომილებიდან საჯარო სივრცის განზომილებაში. სახლ-კარით უზრუნველყოფა საჯარო სივრცის ნაწილი – ეს არის ჩვენი მოწოდება. ეს არის თანამედროვე სისტემაში სოციალიზმის ერთ-ერთი საბაზისო იდეა – გადავიტანოთ საკითხები საჯარო სივრცეში.

ხშირად ამბობენ, რომ სოციალიზმის მისაღწევად ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი, ჩვენ უნდა რამე დავთმოთ. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ, როგორც პოლანი ამტკიცებს, მეტი/უკეთესი თავისუფლების მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავაბიჯებთ ინდივიდუალური საბაზრო ეკონომიკის მიერ მინიჭებულ თავისუფლებების სასტიკ რეალობას.

მარქსი ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური თავისუფლების განზომილების გაზრდა შეიძლება მაშინ, როდესაც საჭიროების განზომილება არის დაძლეული. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არ არის ყველაფრის კონტროლი, რაც კი ამავე საზოგადოებაში ხდება; რა თქმა უნდა, არა. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არის უზრუნველყოს თითოეული მოქალაქე უფასო საბაზისო საჭიროებით, რომ ადამიანებმა შეძლონ გააკეთონ ის, რაც უნდათ, მაშინ, როდესაც უნდათ.

თუ თქვენ ახლა დაუსვამთ ნებისმიერ ადამიანს შეკითხვას „რამდენი თავისუფალი დრო გაქვს?“, როგორც წესი, პასუხი იქნება „მე ფაქტიურად არ მაქვს რაიმე თავისუფალი დრო. ეს დრო მიდის ამაზე და იმაზე“. თუ ნამდვილი თავისუფლება ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვაქვს თავისუფალი დრო, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა – მაშინ  სოციალისტური ემანსიპაციური პროექტი სწორედ რომ ამას სთავაზობს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ.

სოციალიზმი მდიდრებისთვის, კაპიტალიზმი ღარიბებისთვის

წარმოდგიდგენთ იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნის, მარიანა მაცუკატოს პუბლიკაციის თარგმანს, რომელიც  The New York Times-ში გამოქვეყნდა მიმდინარე წლის ივლისში.

ვის მივმართავთ დახმარებისთვის, როდესაც ეკონომიკა კრიზისშია? მთავრობებს და არა – კორპორაციებს. როდესაც ეკონომიკა ყვავის, ჩვენ ვუგულებელვყოფთ მთავრობებს და კორპორაციებს სარგებლების მიღებით ტკბობის შესაძლებლობას ვაძლევთ.

ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის ისტორია იყო. მსგავსი ამბავი დღესაც მეორდება. მთავრობებმა სტიმულირების ანტიკრიზისულ პაკეტებში ტრილიონები დახარჯეს სტრუქტურების („მოქალაქეთა დივიდენდის“ სახით, რომელიც სარგებელს მოუტანდა საჯარო ინვესტიციებს) შექმნის გარეშე, რაც მოკლევადიან ღონისძიებებს ინკლუზიური, მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბების საშუალებად გარდაქმნის.  

ს გულისხმობს  უთანასწორობის მიზეზის განსაზღვრას: ჩვენ ვახდენთ რისკების ნაციონალიზებას, მაგრამ ვახორციელებთ სარგებლის პრივატიზაციას. ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ბიზნესი ქმნის ღირებულებას; მთავრობები, უბრალოდ, ხელს უწყობენ პროცესს და ასწორებენ ”საბაზრო ჩავარდნებს”.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი არსებული დინამიკის შეცვლისა და უკეთესი გარიგების მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა. ამისათვის კვლავ უნდა განვსაზღვროთ ფასეულობით ცნება. ფასისა და ღირებულების მნიშვნელობას ჯერ კიდევ ერთმანეთში ვურევთ; ამ დაბნეულობამ გამოიწვია უთანასწორობა და შეცვალა საჯარო სექტორის როლი.

ფასეულობის ჩვენებური აღქმა განპირობებულია პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების მიერ, რომლებიც მას განიხილავენ, როგორც გაცვლის საგანს: არსებითად, მხოლოდ ფასის მქონე ნივთია ღირებული. ასეთი მიდგომა გადაჭარბებით აფასებს საქონელს და მომსახურებას იმ ფასის შესაბამისად – რასაც ისინი ქმნიან ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, საჯარო პოლიტიკის მამოძრავებელ ძალაში. მას  უარყოფითი ეფექტები აქვს. ნახშირის მაღარო, რომელიც ნახშირს ატმოსფეროში აფრქვევს,  მ.შ.პ-ს ზრდის და შესაბამისად ფასდება. (მის მიერ გამოწვეული დაბინძურება გათვალისწინებული არ არის). მაგრამ მშობლების მიერ შინ შვილებზე ზრუნვას ფასი არ გააჩნია, და შესაბამისად, არცაა შეფასებული.

ეს ინდივიდუალურ დონეზეც მოქმედებს. ხალხი, რომელიც ბევრ ფულს გამოიმუშავებს, ძალიან “პროდუქტიული” ჩანს. 2009 წელს ლოიდ ბლანქფეინი, Goldman Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირწმუნებოდა, რომ ბანკის თანამშრომლები “მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულნი არიან. ამის შესახებ მან 2007-08 წლების ფინანსური კრიზისიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განაცხადა – ერთი წლის შემდეგ ფირმამ მთავრობისგან 10 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა მიიღო (მოგვიანებით ანაზღაურებული).

ცხადია, ღირებულება საუკეთესოდ არ განისაზღვრება ფასის ან ანაზღაურების მიხედვით. უფრო მეტიც, მთავრობები ყოველდღიურად ქმნიან ღირებულებას, საიდანაც სარგებელს იღებენ მოქალაქეები და ბიზნესი. ისინი სარგებლობენ “ძირითადი” სტრუქტურებისგან, როგორიცაა გზები, განათლება და სხვა აუცილებელი პროდუქტი და მომსახურება, ასევე, ისეთი ტექნოლოგიებისგან, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას აყალიბებს.

კვლევისა და განვითარების (R&D) სახელმწიფო დაფინანსება დაგვეხმარა ისეთი ინოვაციების დანერგვაში, როგორიცაა გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემის (GPS) ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს Uber-სა და ინტერნეტს, და, შესაბამისად, Google-ის ხელმისაწვდომობას. იგივე შეიძლება ითქვას ბევრ ბლოკბასტერულ მედიკამენტისა (რომლებმაც მიიღეს მაღალ რისკთან დაკავშირებული კვლევის წინასწარი სამთავრობო დაფინანსება) და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესაძლებლობაზე, როგორიცაა მზე და ქარი, რომლებიც, ასევე, დაფინანსდა გადასახადის გადამხდელების მიერ. ასეთ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ფრაკინგი.

„მოქალაქეების დივიდენდი“ (როდესაც მოქალაქეები ფლობენ თანაბარ წილს სახელმწიფო სიმდიდრესთან დაკავშირებულ ფონდში) სწორედ ამიტომ გარდაქმნის მთავრობის ინტერვენციას და შექმნის უფრო მიუკერძოებელ ეკონომიკას. ქვეყნის მიერ შექმნილ ღირებულებაში მოსახლეობის პირდაპირი მოწილეობა ხელს შეუწყობს უკეთესი სისტემის დამკვიდრებას. ბიზნესსა და კვლევებში სახელმწიფო ინვესტიციების ჩადება, ასევე, ასარგებლებს მოქალაქეებს. ეს კი უთანასწორობის შემცირებასა და როგორც რისკებისა, ასევე სარგებლის მიღების ნაციონალიზებას განაპირობებს.

მაგალითად, 1982 წლიდან ალასკა მოქალაქეებს დივიდენდს უხდის თავისი მუდმივი სანავთობო ფონდის საშუალებით. ეს შტატი ერთ-ერთი ყველაზე თანასწორუფლებიანია ქვეყანაში. კალიფორნიაში, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მოითხოვა შტატის მოქალაქეებისთვის “მონაცემთა დივიდენდის” გადახდა მათი პირადი ინფორმაციის გამოყენებისთვის – შტატი, სადაც ცხოვრობენ ”ტექ მილიარდელები”, რომლებიც ფულის გამომუშავებას საჯარო ინვესტიციების გარეშე ვერ შეძლებდნენ.

ალასკა

„მოქალაქეთა დივიდენდი“ (რომელსაც ზოგჯერ სიმდიდრის ეროვნულ ფონდს უწოდებენ) ჩვენი ეკონომიკის ხელახალი დაბალანსების საშუალებაა. როდესაც მთავრობა კერძო კომპანიებს ეხმარება ან სესხს აძლევს, ასეთი გარიგებები უნდა ჩამოაყალიბოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და შემოსავლების რისკებთან პროპორციულობა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ წილები კომპანიებში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მაღალ რისკებთან დაკავშირებულ სამთავრობო მხარდაჭერით (მაგ., კორონავირუსთან დაკავშირებული საკომპენსაციო დახმარებების მიღება).

ეს არ არის ახალი კონცეფცია. დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ის მთავრობა კომპანიებში წილებს ფლობდა რეკონსტრუქციის საფინანსო კორპორაციის (კვაზი დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელმაც ხელი შეუწყო New Deal-ის დაფინანსებას) საშუალებით.

”მოქალაქეების დივიდენდის” პოლიტიკის ერთ-ერთი პიონერი – ტომას პეინი.

ეს სოციალიზმია? – არა, უბრალოდ მთავრობას – ბოლო ინსტანციის ინვესტორს, შეუძლია უფრო მეტად ისარგებლოს რისკზე წამსვლელი მეწარმის აზროვნებით ისეთ საზოგადოებრივ მიზნებთან დაკავშირებით, როგორიცაა მწვანე  ტრანზიცია.

არანაყოფიერი ინვესტიციების გამო მთავრობის დადანაშაულების ნაცვლად, რეალური ამოცანა მომგებიანი ინვესტიციებიდან ქვეყნის მიერ მიღებული სარგებლის გარკვევაა.

მაგალითად, ობამას ადმინისტრაციის დროს, ენერგეტიკის დეპარტამენტმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებში სხვადასხვა ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, $500 მილიონი – მზის კომპანია Solyndra-ში გარანტირებული სესხების მიმართულებით, ხოლო $465 მილიონი – Tesla-ში. გაკოტრების შემდეგ „Solyndra“ გადასახადის გადამხდელებმა გამოიხსნეს. მაგრამ, როდესაც „Tesla“ განვითარდა, გადასახადის გადამხდელებს სარგებლები არ მიუღიათ.

უარესი ფაქტი – ადმინისტრაციამ „Tesla“-ს სესხი ისე უზრუნველყო, რომ მას კომპანიაში სამი მილიონი აქციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, თუ „Tesla“ სესხს არ დაფარავდა. მთავრობას საპირისპიროდ რომ ემოქმედა – „Tesla“-სთვის სამი მილიონი აქციის გადახდის მოთხოვნას დაუწესებდა სესხის დაფარვის მიზნით. მთავრობა „Solyndra“-ს ზარალსაც დაფარავდა და უფრო მეტი ფულადი სახსრები ექნებოდა სამომავლო ინვესტიციებისთვის.

სახელმწიფოს ასევე სჭირდება უფრო მკაცრი ხელი მოლაპარაკებების წარმოებისას, რათა დარწმუნდეს, რომ ეკონომიკური ზრდა საკუთარ მოქალაქეებზე ეფექტურად აისახება. გრანტები და სესხები უნდა იყოს თანდართულ პირობებთან შესატყვისი, რაც კორპორატიული ქცევის საზოგადოებრივ მიზნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. დღეს ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ დახმარებას იღებენ, შეუძლიათ თანამშრომლების შენარჩუნება, ემისიების შემცირება და აქციების ხელახლა გამოსყიდვის ზედმეტი გამოყენების აკრძალვა.

ეს სხვაგან მოხდა. დანიის მთავრობამ ფირმებს ხელფასის უხვად ანაზღაურება შესთავაზა იმ პირობით, თუ ისინი წარმოებას არ შეამცირებდნენ ეკონომიკური მიზეზების გამო; მთავრობამ, ასევე, უარი თქვა იმ კომპნიების ფინანსურ დახმარებაზე, რომლებიც ”ფინანსურ ოფშორებში არიან რეგისტრირებულები“ და აკრძალა თანხების გამოყენება დივიდენდებისა და აქციების გამოსყიდვისთვის.

დასასრულს, ფასი აუცილებელია ფასეულობის მიხედვით განისაზღვროს, და არა პირიქით. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის კონკურენცია კარგ შესაძლებლობას გვთავაზობს. თავდაპირველად, ფასი, რომელსაც მოქალაქეები ფარმაცევტულ პროდუქტებში იხდიან სამედიცინო კვლევებისთვის არ ასახავს უზარმაზარ საზოგადოებრივ წვლილს (2019 წელს, 40 მილიარდ დოლარზე მეტი). მიმდინარე კვირის მონაცემებით, „Gilead“-ი მკურნალობის თითოეული კურსის განმავლობაში საჭირო Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ remdesivir-ს (რომელიც შეიქმნა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ გამოყოფილი ნომინალური $70-მილიონიანი გრანტით) 3,120 აშშ დოლარად აფასებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასწარმოქმნა უნდა ითვალისწინებდეს საჯარო და კერძო პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კვლევებს და უზრუნველყოფს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პატენტების საერთო კეთილდღეობისთვის გამოყენებასა და ვაქცინის საყოველთაოდ უფასოდ ხელმისაწვდომობას.

რისკებისა და სარგებლების რეალურად ნაციონალიზებასა და უთანასწორობაზე გავლენის მოსახდენად, თავდაპირველად, მარტივი კითხვების დასმაა საჭირო: რა არის ღირებულება და როგორ იქმნება იგი? როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ რისკებისა და სარგებლებს ნაციონალიზება?

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ღირებულება მხოლოდ ბიზნესის მიერ არ იქმნება, არამედ ასევე მომსახურე პერსონალისა და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. ამის შემდეგ, უფრო მარტივი იქნება თითოეული მათგანის მიერ გაწეული ძალისხმევის სათანადოდ ანაზღაურება და ეკონომიკური ზრდით განპირობებული სარგებლების უფრო სამართლიანად განაწილება.

ჩილეს სოციალისტური პროტესტი – ნეოლიბერალიზმის სიკვდილი

ჩილეში საყოველთაო საპროტესტო აქციები მძვინვარებს უკვე 2 კვირაზე მეტია. 2019 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტ სებასტიან პინიერის გადადგომის მოთხვონით ჩილეს სხვადასხვა ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია.

პროტესტების პირველადი გამომწვევი მიზეზი სანტიაგოს მეტროს ბილეთებზე გამოცხადებული ფასების ზრდა იყო. საპროტესტო მუხტი მალევე გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტები მეტროს ბილეთებზე ფასების ზრდის გაუქმების გარდა, ხელფასების და პენსიების მომატებასაც ითხოვდნენ, ასევე წამლებზე ფასების შემცირებას და საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას აყენებდნენ დღის წესრიგში.

პირველი რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრაციები გადაიზარდა ძარცვაში და სხვადასხვა ობიექტებზე ცეცხლის წაკიდებაში. დაძაბულობის მატების შედეგად პრეზიდენტმა პინიერმა მეტროს ბილეთებზე ფასის მომატების გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ დემონტრაციები არ შეწყდა. არეულობების დროს 19 ადამიანამდე დაიღუპა. ადგილობრივი უფლედამცველების მონაცებით 585 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2840 მოქალაქე დაპატიმრებულ იქნა. სანტიაგოში და რამდენიმე სხვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერმა ის ცვლილებები დააანონსა, რამაც სოციალური პრობლემების მოგვარების უნდა შეუწყოს ხელი. ესაა პირველ რიგში პენსიონერების მხადაჭერა, მინიმალური სახელფასო გარანტირებული ანაზღაურების დაწესება, წამლებზე ფასების დაწევა, მაღალ შემოსავლებზე (8 მილიონ პესოზე მეტი) 40%-იანი გადასახადის დაწესება, ელექტროენერგიაზე ტარიფების სტაბილიზაცია და 9,2%-იანი ფასების ზრდის გაუქმენა, და ა.შ

ნეოლიბერალიზმის დაბადება და სიკვდილი

ჩილეში მიმდინარე მოვლენების განხილვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეს არ მხოლოდ ანტისახელისუფლებო გამოვსლებია, არამედ ბევრად ცდება ამ საზღვრებს. ეს პირველ რიგში ანტიკაპიტალისტური, ”თავისუფლი ბაზრის” პრინციპების წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო მუხტია.

შეგახსენებთ, რომ ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

სწორედ ამიტომაც ამჟამინდელი პოლიტიკური დემონსტრაციების ერთი-ერთი მთავარი ლოზუნგი, რაც ჩილელებმა დანარჩენი მსოფლიოსთვის მოამზადეს შემდეგნაირად ჟღერდა: ”ნეოლიბერალიზმი ჩილეში დაიბადა და ჩილეშივე მოკვდება”

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ. ეს კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჩილეს ბუნებრივი რესურსების არაკეთილსინდისიერი ექსპლუატაციის და ჩილელი მუშების სასაცილო ხელფასების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანიები მათ მიერ მოპოვებულ სპილენძს ჩილელებს ბევრად უფრო ძვირ ფასად ყიდნენ. XX საუკუნის დასაწყისიდან ჩილეში მემარცხენე მოძრაობები მოითხოვდნენ სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. ალიენდეს წინამორბედმა მთავრობებმა დაიწყეს ნაციონალიზაციის პროცესი, ხოლო ალინდეს ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა კომპენსაციების გადახდაზე.

სალვადორ ალიენდეს ძეგლი

დამარცხებული ალიენდეს სოციალისტური პოლიტიკის მაგივრად, ამერიკელების დანიშნულმა პონოჩეტმა მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ფაქტიურად მილტონ ფრიდმანს მიანიჭა, რომლის თაოსნობითაც შეიქმენა ”ჩიკაგოელი ბიჭების” გუნდი (Chicago boys). ”ჩიკაგოელი ბიჭები” იყო 25-მდე ჩილელი ეკონომისტი, რომელთაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს განათლება მილტონ ფრიდმანის თაოსნობით. მათი მიზანი ნებისმიერი გზით, თუნდაც ძალადობით და ადამიანური უფლებების გათელვის ფონზე ქვეყანაში ”თავისუფალი ბაზარის” პრინციპების დანერგვა იყო. ისინი ჩილეში აბსოლუტურ მარგინალებად ითვლებოდნენ, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა სოციალისტურ იდეებს იზიარებდა, მაგრამ დიქტატორ პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სასათბურე პირობები შეექმნათ. აღნიშნულმა პირებმა ჩილეში ულტრამემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყეს.

როდესაც პინოჩეტის რეჟიმი 1990 წელს ჩამოიშალა, ჩილე ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, სადაც სოციალური უთანასწორობა ყველაზე მაღალ დონეზე იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990 წლეს ჩილეს მოსახლეობის 40% უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა და ამავდროულად ქვეყანაში ოლიგარქების მცირე ფენა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.

ამიტომაც ჩილეში მიმდინარე მოვლენები ყველა იმ ქვეყნისთვისა და მათ შორის საქართველოსთვისაცაა მნიშვნელოვანი, სადაც მოსახლეობა ნეოლიბერალიზმის ტყვეობაშია.

ფინეთმა I ადგილი დაიკავა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, საქართველო 128-ე პოზიციაზეა.

29198_hd.jpg

გაეროს ქვეგანყოფილებამ, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხების შეისწავლითაა დაკავებული ყოველწლიური ბენდიერების ანგარიში გამოაქვეყნა (World Happiness Report). ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში I ადგილზე ფინეთი გავიდა, II პოზიციას ნორვეგია იკავებს, III დანიაა, IV და V ადგილებზე შესაბამისად ისლანდია და შვეიცარია. იმყოფებიან. 

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზეhttps://bit.ly/2FGMMlo

ბედნიერების რეიტინგი და ქვეყნების ქულები გამოითვლება 6 სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარემშპ ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიუხვე, სოციალური მხარდაჭერა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება და კორუფციიs აღქმა. 

ყველა ამ მაჩვენებლიდან მიიღება საერთო ქულა, რაც მაქსიმუმ შეიძლება 10-ს შეადგენდეს. ფინეთმა საშუალოდ 7,63 ქულა დააგროვა. საინტერესოა რომ პირველ ხუთეულიდან ქველა ქვეყანა გამოირჩევა წარმატებული თანამედროვე სოციალისტური პოლიტიკის შერწყმით დარეგულირებულ კაპიტალიზმთან, სადაც ძლიერი სახლემწიფო სექტორია და ძალიან მაღალი ცხოვრების დონე. სწორედ ნორდიკულმა/სკანდინავიურმა ქვეყნებმა შეძლეს ყველაზე წარმატებულად ადამიანებზე ორიენტირებული კეთილდღეობის სახელმწიფოების შექმნა, რაც ყველა სხვა ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ასევე, რომ პირველი ხუთეულის ქვეყნებიდან 3 ევროპული ქვეყანა არაა ევროკავშირის წევრი (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია), რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ თეზისს, რომ სავსებით რეალურია ხალხზე ორიენტირებული, საყოველთაო კეთილდღეობის სახლემწიფოს შექმნა ევროკავშირის გარეშე.

აშშ აღნიშნულ რეიტინგში მე-18 ადგილზეა, რუსეთი 58-ზე, ხოლო საქართველო 128-ზე. საქართველოს უსწრებენ ისეთი აფრიკული ქვეყნები, როგორებიც არიან ზამბია, მავრიტანია და ეთიოპია.

 

ოსკარდ უაილდი – ადამიანის სული სოციალიზმის პირობებში


ოსკარ უაილდი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება სოციალიზმის მოპოვებით და მის პრინციპებზე უნდა მოეწყოს. ის მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი აღადგენს საზოგადოების ჯანსაღი ორგანიზმის სრულყოფილ მდგომარეობას.

ოსკარ უაილდი საზოგადოებისთვის მეტწილად ცნობილია, როგორც “დორიან გრეის პორტრეტის” ავტორი. ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ იგი წმინდა წყლის მემარცხენე იყო. ცნობილი მწერლის აზრით თუ კაპიტალიზმის დროს მოსახლეობა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალიზმის პირობებში ხალხი  ერთმანეთთან ითანამშრომლებს. უაილდი მხარს უჭერდა სოციალისტურ საზოგადოებას, სადაც  არ არსებობს ავტორიტარიზმი.

1891 წელს ცნობილმა ინგლისლმა მწერლმა გამოსცა ესე ”ადამიანის სული სოციალიზმის პირობებში“, [The Soul of Man under Socialism], რომელიც ჟურნალ The Fortnightly Review-ში გამოქვეყნდა. 

გთავაზობთ აღნიშნული ესეს არასრულ თარგმანს:

218-14-81-wilde.jpg

სოციალიზმის დამყარების შემდეგ მისი უმნიშვნელოვანესი მიღწევა უდაოდ ის გახდება, რომ ის გაგვათავისუფლებს ამ საზიზღარი აუცილებლობისგან სხვებისთვის რომ ვიცხოვროთ, როგორც ეს დღევანდელი გარემოებების დროს თითქმის ყველას აქვს თავს მოხვეული. უაღრესად იშვიათად გამოსდის ჩვენგან ვინმეს ამ ტვირთს დააღწიოს თავი.

ჩვენს საუკენეში ხდებოდა, რომ ისეთმა გამორჩეულმა სწავლულებმა როგორიცაა დარვინი, ისეთი ცნობილმა პოეტებმა, როგორიცაა კიტსი, ისეთმა განუმეორებელმა მხატვრებმა, როგორიცაა ფლობერი, შეძლეს საკუთარი თავის დაცვა, როგორც პლატონმა თქვა “კედლის საფარქვეშ” და მათთვის დამახასიათებელი შემოქმედებით ნიჭს ხორცი შეასხეს საკუთარი უმაღლესი იდეალების სახელით.

მაგრამ ვაი, რომ ეს გამონაკლისია. ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ცხოვრებას ისახიჩრებს სახიფათო და გადამეტებული ალტრუიზმით – ისახიჩრებს საკუთრივ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. კაცობრიობა გარშემო საშინელ სიღარიბეს, შემზარავ სისაძაგლეს და საზარელ შიმშილს ხედავს. რა თქმა უნდა ამას არ შეუძლია არ შეგარყიოს სიღრმისეულად. ადამიანი ემოციურად ბევრად უფრო მობილურია, ვიდრე ინტელექტუალურად, როგორც კრიტიკის ამოცანებზე ამასწინათ გამოსულ ჩემს სტატიაში ავღნიშნავდი, ტანჯვა ბევრად უფრო სწრაფად ჰპოვებს გამოძახილს ადამიანებში, ვიდრე ნებისმიერი აზრი.

სოციალიზმი ღირებული გახდება გამორჩეულად იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმამდე მიგვიყვანს.

სოციალიზმი, კომუნიზმი  – როგორც გინდათ ისე უწოდეთ – კერძო საკუთრების საზოგადოებრივ ქონებაში გარდაქმნის მეშვეობით და კონკურენციის მაგივრად კოოპერაციის წინ წამოწევით საზოგადოებას ნორმალურ სახეს დაუბრუნებს და მის ტრანსფორმირებას მოახდენს სრულად ჯანმრთელ ორგანიზმად, სადაც თითოეულის მატერიალური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება.

s-l640

არსებითად თუ ვილაპარაკებთ სოციალიზმი ნორმალურ საფუძველს და გარემოს ქმნის ცხოვრებისთვის. მაგრამ ცხოვრების სრუყოფილი განვითარებისთვის უმაღლესი სრულყოფილების გზაზე ოდნავ მეტია საჭირო. ეს კი ინდივიდუალიზმია.

თუ სოციალიზმი ავტორიტარული გახდება, თუ შემდგომი მმართველობა ეკონომიკური ძალაუფლებით აღიჭურვება, როგორც დღესდღეობით ისინი პოლიტიკური ძალაუფლებით არიან აღჭურვილები, ანუ თუ ჩვენ ინდუსტრიული ავტოკრატია დაგვემუქრება – მაშინ კაცობრიობის მომავალი უფრო საშინელი გახდება, ვიდრე აწმყო.

დღესდღეობით, კერძო საკუთრების პირობებში არც თუ ისე ბევრ ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალიზმის განვითარების საშუალება. ეს ძირითადად ისინი არიან, ვისაც არ აქვთ იმის აუცილებლობა რომ ”პური ჩვენი არსობისა” გამოიმუშავონ, ვისაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოღვაწეობის სფეროს არჩევა შეუძლიათ საკუთარი უნარებითურთ, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს.

ესენი არიან პოეტები, ფილოსოფები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები – ერთი სიტყვით ნამდვილი პიროვნებები, რომელთაც საკუთარი თავის გამოხატვა შეძლეს, რომელთა მეშვეობითაც კაცობრიობაც გამოხატავს საკუთარ თავს ნაწილობრივ. მეორეს მხრივ, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთაც არ გააჩნიათ კერძო საკუთრება, მუმდივად ღატაკური არსებობის ზღვარზე იმყოფებიან და იძულებულები არიან იშრომონ, როგორც საკიდარიანმა ცხოველებმა და ის სამუშაო შეასრულონ, რაც მათ უნარებს არ შეესაბამება.

ამაზე ხელს კი მათ მბრძანებლური, სულელური დამამცირებელი მოთხოვნილებების დესპოტია უბიძგებს. ესენი არიანი ღატაკები, რომელთა გარემოშიც მოხდენილი მანერების, მეტყველების სინატიფის, ცივილიზაციის და კულტურის ნიშნების, გემოვნების სიფაქიზის და ცხოვრების ბედნიერების უქუნლობა შეიმჩნევა. უამრავი მატერიალური სიკეთე კაცობრიობის მიერ ამ ადამიანების ერთობლივი შრომის შედეგად იხაპება. მაგრამ ამ ღატაკების წვლილის შედეგი ყოველთვის მატერიალურია, გაჭირვებული ადამიანის პიროვნება ოდნავ ინტერესსაც კი არ იწვევს. ის მხოლოდ და მხოლოდ უსასრულოდ მცირე ნაწილია იმ ძალის, რომელიც მისი არსებობის შესახებ არც კი ჩაფიქრდება და მას წურავს; და ასე უფრო წყნარადაა ყველაფერი, რადგანაც დათრგუნული ღატაკი ბევრად უფრო მორჩილია.

5727282498_9b1a140866_b.jpg

რა თქმა უნდა საჭიროა დავსძინოთ, რომ ინდივიდუალიზმი, რომელიც კერძო საკუთრების პირობებშია გამოზრდილი, ყოველთვის ვერ მოგვევლინება როგორც ღირსეული და უნაკლო მაგალითი. ასე მაგალითად ღატაკისთვის, რომელიც თუნდაც განათლებას და მომიხბვლელობასაა მოკლებული, უცხო არაა სხვადასხვა ღირსებები. კერძო საკუთრების ფლობა საკმაოდ ხშირდად მოქმედებს დამღუპველად, ამიტომ სოციალიზმმა ის უნდა ამოძირკვოს.

ქონების დევნაში ადამიანი მზადაა ბოლო ამოსუნთქვამდე იშრომოს. ეს არაა გასაკვირი, იმ კოლოსალურ კეთილდღეობას თუ გავითვალისწინებთ, რაც საკუთრებას მოაქვს. სამწუხარო ისაა თუ რატომაა იძულებული საზოგადოება ამ პრინციპებზე აშენდეს, რომ ადამიანი ძალაუნებურად თავისუფლებას კარგავს და არ აქვს საშუალება განავითაროს ყველაფერი ის არაჩვულებრივი, განსაკუთრებული, აღტაცების გამომწვევი, რაც მასშია ჩადებული ასეთნაირად არ ძალუძს განიცადოს ნამდვილი სიამოვნება და ყოფიერების სიხარული. ამასთან ერთად მისი მდგომარეობა მეტისმეტად არასტაბილურია. 

შეიძლება ისეც მოხდეს,  რომ ზღაპრულად მდიდარი მოვაჭრე ნებისმიერ მომენტში გარემოებების მმართველი და ბატონ-პატრონი გახდება. ქარი თუ უფრო ძლიერად დაუბერავს, ამინდი თუ უცბად შეიცვლება, და ა.შ – გემი ფსკერისკენ წავა, გარიგება ჩაიშლება, მდიდარი გაღარიბდება, და შესაშური მდგომარეობიდან მოგონებებიც კი არ დარჩება. მაგრამ არ არსებობს არანაირი ძალა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს, მის გარდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ადამიანს იმას წაართმევს, რაც მას გააჩნია. მთელი მისი სიმდიდრე სწორედ მასშია თავმოყრილი. რაც ადამიანს მიღმაა მასზე არ უნდა ზემოქმედებდეს.

კერძო საკუთრების გაუქმებასთან ერთად ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტ და ჯანსაღ ინდივიდუალიზმს. არავინ არ გაფლანგავს ცხოვრებას ნივთების და სიმბოლოების დაგროვებაზე. ადამიანს დაიწყებს ცხოვრებას.

ცხოვრების ცოდნა ჩვენი დროის უიშვიათესი უნარია. ბევრნი არსებობენ, მაგრამ არაუმეტეს.

individualism-nationalism.jpg

ოდესაც ადამიანი ბედნიერია, ის ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. სოციალიზმი ახალი ინდივიდუალიზმის სახით გააბედნიერებს ადამიანს და იდეალური იქნება ჰარმონიისთვის. ეს იქნება ის რისთვისაც ძველი ბერძნები იღწვოდნენ, მაგრამ ვერ მიაღწიეს.

გდრ-ის ხელმძღვანელის, ერიკ ჰონეკერის ემოციური წერილი

1479349347151890751.jpg

თქვენ გქონდათ სამსახური, თქვენ გქონდათ ბინები. თქვენ გაგაჩნდათ კარგი სკოლები. თქვენ გქონდათ სტაბილური ვალუტა და გარანტირებული პენსია. თქვენ სიფრთხილის გარეშე შეგეძლოთ ბერლინის ალექსანდრპლაცზე მთელი ღამე განუწყვეტლივ სეირნობა. თურქებიც დიდად არ გაწუხებდნენ. მაგრამ თქვენთვის ეს ცოტა იყო.

თქვენ მეტი გინდოდათ. თქვენ მდიდრულ ავტომობილებზე ონცებობდით, ”ვარტბურგი”-ით არ კმაყოფილდებოდით. თქვენ ბანანები გინდოდათ, ჩვენი ოჯახის ვაშლი დიდად არ მოგწონდათ. თქვენ ჯიბეში გერმანული მარკის ქონა გინდოდათ, გდრ-ის მარკს თქვენთვის დიდად ფასეული არ იყო. თქვენ სიტყვის თავისუფლებაზე ონცებობდით, თუმცა გდრ-ში თქვენ ამას არავინ არ გიშლიდათ, თუ სოციალიზმის თემას არ ეხებოდით.

თქვენ გფრ-ში მიილტვოდით და იქ მოხვდით კიდეც.

ყველაფერი, რისი მოყოლაც მაშინ თქვენთვის დასავლურ ტელევიზიას ”დააავიწყდა” დღესაც არ გიყვებათ. იმ დროს დასავლეთში უცხოელების პრობლემებზე ღია მსჯელობა აკრძალული იყო. გფრ-ში ორმაგი სტანდარტები ადრეც სუფევდა. გერმანელების უფლებები კანონით იყო გაწერილი. მაგრამ არსებობდა ცალკე გაწერილი უფლებები უცხოელებისთვის – და ამით პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. დასავლური პროპაგანდა ისეთივე სიცრუე იყო, როგორც ჩვენთან, უბრალოდ მან უფრო ლამაზად იმუშავა.

ჩვენი პროპაგანდის გამოაშკარავება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, განსაკუთრებით ისეთი გაქნილი ქვეშქვეშებისთვის, როგორც თქვენ ხართ. მაგრამ დასავლური ტელევიზია როგორც უნდოდა ისე გასულელებდათ თქვენ. 

გდრ-ის წარმოების მსუბუქი ავტომობილი ”ვარტბურგი”

შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. თქვენ მდიდრული მანქანები გეღირსათ, მაგრამ ვალით. თქვენ კეთილდღეობას მიაღწიეთ, მაგრამ კრედიტით. თქვენ ბანკების მონები გახდით. მართალია ”ვარტბურგის” შესაძენად თქვენ ფულის დაგროვება გიწევდათ, მაგრამ თქვენ ნაღდი ფულით იხდით, როგორც ამაყი და თავისუფალი ხალხი. გდრ-ის მარკებს თქვენს შემნახველ ანგარიშზე კარგი პროცენტი მოქონდა და თითოეულ თქვენგანს სოლიდური კაპიტალი ჰქონდა დაგროვებული. ახლა კი თქვენ არაფერი გაგაჩნიათ.

გერმანული მარკაც კი აღარ გაქვთ. გდრ-ში თქვენ გარანტირებული პენსია გქონდათ. დღევანდელი პენსია კი საცხოვრებლადაც საკმაოდ მცირეა, ისევე როგორც სიკვდილისთვის. გდრ-ის სკოლებში თქვენს ბავშვებს წერა-კითხვა 6 კვირის შემდეგ შეეძლოთ. დღესდღეობით მათ ეს მესამე კლასშიც კი არ ძალუძთ. არავის თავშიც კი არ მოუვიდოდა, რომ რაღაცის შეშენებოდა თუნდაც ბერლინისნაირ დიდ ქალაქში. ალექსანდერპლაცზე არავის არ კლავდნენ. დღეს თქვენ მშობლიურ სოფელში საღამოობით გარეთ ცხვირის გამოყოფის გეშინიათ, სადაც ქუჩებში ავღანელი ლტოლვილები დაძრწიან. და ჩვენი პოლიცია, ჩვენი სახალხო არმია! თქვენთვის ისინი ყოველთვის საკმაოდ ”პრუსიულები” და მკაცრები იყვნენ. მაგრამ დღესდღეობით თქვენ სახალხო წინააღმდეგობის შექმნაზე და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე ფიქრობთ, რადგანაც სახელმწიფოს დახმარების იმედი აღარ გაქვთ. გდრ-ში ყველაფერი, თქვენი ცხოვრების ჩათვლით გეგმის მიხედვით მიდიოდა. ახლა კი თქვენ არ იცით რა მოგივათ ხვალ? იმედი მაქვს რომ თქვენ დეფიციტური ბანანებით გული მოიჯერეთ. იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება თქვენთვის კვლავ მიუღწეველია. 

გაიხსენეთ როგორ ყვიროდით: ”გაგვიხსენით საზღვრები!” დღეს თქვენ ოცნებობთ, რომ საზღვრები დაკეტონ. მაგრამ იმის დაკეტვა შეუძლებელია, რაც არ არსებობს.

თქვენ გფრ-ში გინდოდათ ტკბობა შეზღუდვების გარეშე. დატკბით!

 

რატომ მეზიზღება ახალი წელი – ანტონიო გრამში

წარმოგიდგენთ იტალიელი ფილოსოფოსის, ჟურნალისტის, პოლიტიკური მოღვაწის და იტალიის კომუნისტური პარტიის ხელძღვანელის, ანტონიო გრამშის წერილს ახალი წლის დღესასწაულის კომერციულ და არაადამიანურ ბუნებაზე, რომელიც 1916 წლის 1 იანვარს იტალიურ გამოცემა Avanti-ში გამოქვეყნდა. 

141555508-e1514734956265.jpg

ყოველ დილით, როდესაც ცის საბურველის ქვეშ ვიღვიძებ, მე ვგრძნობ რომ ჩემთვის ახალი წელი დადგა.

აი რატომ მეზიზღება ეს საახალწლო დღესასწაულები, რომლებიც ისე გვიახლოვდებიან, როგორც კრედიტის დაფარვის განსაზღვრული ვადა და ჩვენს ცხოვრებას (და ადამიანურ სულს) კომერციის საკითხად აქცევს, მკაცრად განსაზღვრული ფინანსური აგნარიშგების ბალანსით, დავალიანების თანხით და ახალი ბიუჯეტით.

საახალწლო დღესასწაულების გამო ჩვენ ცხოვრების და სულის უწყვეტობის შეგრძნებას ვკარგავთ. საერთო ჯამაში ჩვენ სერიოზულად ვიწყებთ იმის დაჯერებას რომ არსებობს გარკვეული გარდამტეხი მომენტი ერთ და მეორე წელს შორის – რომ რეალურად იწყება ახალი ისტორია. თქვენ გაკრვეულ გადაწყვეტილებებს იღებთ და საკუთარ გაუბედაობას ნანობთ და ასე შემდეგ. აი რა არის ცუდის სადღესასწაულო თარიღებში.

ამბობენ რომ ქრონოლოგია ისტორიის ბირთვია. კარგით. მაშინ საჭიროა იმის აღიარება, რომ 4-5 მთავარმა სადღესასწაულო თარიღმაც კი, რომლებიც მტიკიცედ ჩაუბეჭდეს ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს ტვინში, ცუდი ხუმრობა ითამაშეს ისტორიასთან – ეს ეხება მათ შორის საახალწლო დღესასწაულებს: ახალი წელი ძველ რომში, შუა საუკუნეებში და ჩვენ ეპოქაში.

ყველა ეს მნიშვნელოვანი თარიღი იმდენად აღწევს ჩვენს ცნობიერებაში, იმდენად გაქვავდნენ მასში, რომ ჩვენ ხანდახან ნამდვილად გვგონია, რომ ცხოვრება იტალიაში მხოლოდ 752 წელს დაიწყო, ხოლო 1490 და 1492 წლები მთების მსგავსად მაღლდება, კაცობრიობის მიერ დატვირთული უეცრად ახალ სამყაროში და ახალ ცხოვრებაში აღმოჩენილი.

31598_169.jpg

ასე რომ თვითონ ახალი წლის თარიღი ისტორიის მანძილზე ერთგვარ დაბრკოლებად გვევლინება – იმად, რაც ისტორიის უწყვეტობის მიმოხილვის საშუალებას არ გვაძლევს, რომელიც უცვლელი ფუნდამენტური გზით ვითარდება მკვეთრი წყვეტების გარეშე – მაგალითად რა იქნებოდა კინოაპარატში ფირი რომ გაიხეს და 2 ნაწყვეტს შორის არსებულ ინტერვალში დამაბრმავებლად კაშკაშა შუქი რომ ჩანდეს. 

აი რატომ მეზიზღება ახალი წელი. მე მინდა რომ ყოველი დილა ჩემთვის ახალი წელი იყოს.

მე მინდა რომ ყოველი დღე შევაჯამო და ყოველი დღე განახლების დღედ იქცეს. დაუღალავად არ გავჩერდეთ არცერთ დღეზე. მე თვითონ ვირჩევ ჩემთვის პაუზებს, როდესაც ცხოვრების ინტენსიურობისგან თრობას ვგრძნობ და საკუთარ ცხოველურ ხასიათში ჩაღრმავება მსურს, მისგან ახალი ძალა და ენერგია რომ შევიძინო. 

არანაირი სულიერი შემგუებლობა დროის მიმართ. მე მინდა, რომ ჩემი ცხოვრების თითოეული საათი ახალი იყოს, მაგრამ წარსულთან დაკავშირებული.

არანაირი დღესასწაული მათი აუცილებელი კოლექტიური პერიოდულობით.

არანაირი დღესასწაული, რომელიც მე ჩემთვის უცხო ადამიანებთან უნდა ავღნიშნო. არანაირი დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აღნიშნავენ რომ ჩვენი ბაბუის ბაბუებიც აღნიშნავდნენ და ამიტომაც ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.

ეს ყველაფერი ჩემში გულისრევას იწვევს.

და ზუსტად ამ მიზეზის გამო მე სოციალიზმის დადგომას ველოდები – იმიტომ რომ ის სანაგვეზე მოისვრის ყველა ამ დღესასწაულს, რომლებიც ჩვენ სულში ვერ პოულობენ გამოძახილს. და თუ სოციალიზმი ჩვენ ახალ დღესასწაულებს მოგვცემს, ეს სულ მცირე ჩვენი ზეიმი იქნება, და არა ის რისი გადმოღებაც უსიტყვოდ გვევალება ჩვენი ჩერჩეტი წინაპრების კოპირების მეშვეობით.

evolution_to_consumerism_-_liza_aratow_0.jpg

სკანდინავიური სოციალიზმი – უალტერნატივო არჩევანი

icons-of-scandinavian-flags-vector-14996190.jpg

როდესაც ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სკანდინავიურ ეკონომიკებზე საუბრობენ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელზე. ეს სავსებით მართებულია. დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ყველაზე გულუხვი სოციალური კეთილდღეობის სისტემების სამშობლოდ გვევლინებიან. თითოელ ამ ქვეყანაში არსებობს უფასო და ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, უფასო კოლეჯი/უნივერსიტეტი, ხანგრძლივი დეკრატული შვებულება, კარგად სუბსიდირებადი ბავშვებზე ზრუნვა და უამრავი სოციალური დახმარება, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ისეთი შესანიშნავი მოდელის ქვეყნები, რომელსაც სხვანაირად ”ნორდიკულ ქვეყნებსაც” უწოდებენ ყოველთვის იმსახურებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღებას.

მაგალითად ფინელ ქალებს მშობიარობის შემდეგ ერთწლიანი შვებულება ეკუთვნით, რომლის დროსაც სახელმწიფო იმ შემოსავლების ტოლფას ფულად დახმარებას აძლევს მათ, რაც ბავშვის გაჩენამდე ჰქონდათ. ამის გარდა დედებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში მოუარონ საკუთარ შვილებს და სახელმწიფო დოტაციაზე იცხოვრონ, რაც მათი ხელფასის 2/3 იქნება. ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად რა ქონებას და სტატუსს ფლობენ ფინეთის მოქალაქეები. ამავდროულად ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა, რომელიც ასევე უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის ფონზე ძნელია მსგავს მოდელს ბევრი მხარდამჭერი რომ არ ჰყავდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

shvetsiya.jpg

მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი, ნებსით თუ უნებლიეთ ნორდიკულ ქვეყნებს ნეოლიბერალიზმის გაუმჯობესებულ ვერსიას მიაკუთვნებს და აღნიშნავენ რომ ისინი ვითომ ხანდახან აშშ-ზე უფრო კაპიტალისტური ქვეყნები არიან. კონსერვატორი და ლიბერალი მიმოხილველები კი ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყნები კვაზი ლიბერტარიანულია.

მსგავსი შეცდომაში შემყვანი დასკვნების მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მემარცხენე პოლიტიკის წარმატების უარყოფა ბიზნეს ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

გავაანალიზოთ ზოგიერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი. 

შრომის ბაზარი

მაღალი გადასახადების გარდა სკანდინავიურ ქვეყნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი გააჩნიათ, სადაც სამუშაო ადგილები მკაცრადაა დაცული პროფკავშირების მიერ. ძლიერი სახელმწიფო სექტორი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უმუშევრობასთან ბრძოლაში.

დანიაში და ნორვეგიაში ყოველი მესამე ადამიანი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული.

001.jpg

003.jpg

შრომის ბაზარის მახასიათებლები ნორდიკულ ქვეყნებში სოციალისტური ხასიათისაა. ნეოლიბერალური ტენდენცია “მცირე სახელმწიფოს” კონცეფციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება უნდა მოხდეს და ცენტრალიზებული შრომითი ხელშეკრულები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს – სკანდინავიურ ქვეყნებში სრულად უგულებელყოფილია.

სახელმწიფო ეკონომიკა (სახელწმიფო სექტორი)

ძალიან საინტერესოა რომ სკანდინავიური მოდელი გამოირჩევა ასევე ძლიერი სახელმწიფო სექტორით. კაპიტალზე კოლექტიური საკუთრება ნორდიკული მოდელის განმასხვავებელი ელემენტია, რის დისკერდიტაციასაც ცდილობენ მემარჯვენე ელიტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოლექტიური საკუთრების ფორმას მოწინავე ადგილი უკავია ნორვეგიასა და ფინეთში, ასევე შვედეთშიც, სადაც მთავრობამ არსებული გეგმის თანახმად მრეწველობის სოციალიზაცია გადაწყვიტა.

ნორვეგიის და ფინეთის მთავრობები ფლობენ აქტივებს რომლებიც მათი მშპ-ის 330% და 130%-ის ტოლია. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელია 26%-ს შეადგენს.

11

სახელმწიფო საწარმოები (SOE) – რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც კომერციული საწარმოები, სადაც სახელმწიფო საკონტროლო ან საკმაოდ მსხვილი პაკეტის მფლობელია ძალძედ გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითისთვის 2012 წელს ნორვეგიული სახელმწიფო საწარმოების (SOE) ღირებულება ქვეყნის მშპ-ის 87.9%-ის ტოლფასი იყო, ხოლო ფინეთისთვის კი 52.3%-ის. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელი 1%-საც კი არ აღწევს.

22
ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო სრულად სახელმწიფოს მიერ იმართება: ფოსტა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო მონოპოლია ალკოჰოლის საცალო გაყიდვაზე. მაგრამ სხვა შემთხვევებში სახელმწიფო უბრალოდ სოლიდურ პაკეტს ფლობს, თორემ კომპანია კომერციულია. 

ფინეთში მაგალითად არსებობს 64 სახელმწიფო კომპანია, სადაც შედის Solidium- ჰოლდინგ კომპანია, რომელიც თავისმხრივ 12 სხვადასხვა კომპანიაში სახელმწიფო მნიშვნელოვანი პაკეტის მფლობელია.

ფინეთში სახელმწიფო კომპანიები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გვხვდება, მაგალითად ავიაკომპანია Finnair; ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Altia; მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Nordic Morning; მსხვილი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია VR; 8.8$ მლრდ-ის ღირებულების ნავთობკომპანია Neste.

რაც შეეხება ნორვეგია, აქ სახელმწიფოს მფლობელობაშია 70 კომპანია. სახელმწიფო სექტორი მოიცავს:  უძრავი ქონების კომპანიას – Entra;  30 000-მდე შტატის მქონე ტელესაკომუნიციო კომპანიას – Telenor; ნავთობკომპანიას – Statoil.

ფინეთს და ნორვეგიას განსაკუთრებული მიზეზები გააჩნიათ ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ასეთი მაღალი დოზის არსებობისთვის. ფინეთის ეკონომიკური პროგრესი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად დაიწყო და ამიტომაც მთავრობა ჯერ-ჯერობით ამ პოლიტიკის გადახედვას სულაც არ აპირებს. მაგალითად დღესდღეობით ყველასთვის ცნობად კომპანია Nokia-ს 17 წელი დაჭირდა სანამ მოგებაზე გავიდოდა. წლების განმავლობაში Nokia-ს აქტივებს მთავრობდა იცავდა, რათა კონკურენტებს მისი შთანთქნმა არ მოეხდინათ. Nokia-ს მაგალითი არ წარმოადგენს გამონაკლისს, დღევანდელი მულტიონაციონალური კომპანიების უმრავლესობას საწყის ეტაპზე სახელმწიფო სასათბურო პირობებს უქმნიდა და ხელს უშლიდა კონკურენტებს მათ შთანთქმას, ანუ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ეს კომპანიები დღეს არ იარსებებდნენ.

ფინეთს დღემდე არ სურს საკუთარი ეკონომიკა საერთაშორისო კაპიტალისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ამიტომაც ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, რასაც ჯერ-ჯერობით კარგის მეტი არაფერი მოუტანია. 

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის აღმოჩენამ ნორვეგიისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამის შემდეგ შეიქმნა უზარმაზარი სოციალური კეთილდღეობის ფონდები. ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის ღირებულებამ 1$ ტრილიონს გადააჭარბა. ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში ეს ფონდი შემდეგნაირადაა აღწერილი: “ეს ხალხის ფულია, რომელის ყველას ეკუთვნის და თაობებს შორის თანაბრადაა გაყოფილი”

სკანდინავიური ქვეყნების მაგალითმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა რომ მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო სექტორი, სატარიფო პროტექციონიზმი, ძლიერი პროფკავშირები საკმაოდ წარმეტებულად მუშაობს არა ერთეულების, არამედ მთელი საზოგადოების სასარგებლოდ.

ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია ცხოვრების დონის, ადამიანური განვითარების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით ყოველთვის საკუთესო ქვეყნების 5-ეულში ხვდებიან, ეს კი მეტწილად ამ ქვეყნებში არსებული ჰუმანური ეკონომიკური მოდელითაა განპირობებული, რომელიც თითოეულ თავის მოქალაქეს განვითარების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

 

ტომას სანკარა – აფრიკელი ჩე გევარა

დღესდღეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითების განხილვისას ხშირად მოყავთ განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, მაგალითად სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კუან იუს წარმატება. მაგრამ მსოფლიო ისტორიაში იყვნენ სხვა წარმატებული პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებ “მსოფლიო თანამეგობრობა” სდუმს. ამის მშვენიერი მაგალითია აფიკელი პოლიტიკური მოღვაწის, ტომას სანკარას ბიოგრაფია (სრული სახელი Thomas Isidore Noël Sankara). ის გამოირჩეოდა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეში იყვნენ.

dgsfgsdfg

ტომას ისიდორე ნოელ სანკარა  დაიბადა 1949 წლის 21 დეკემბერს პატარა ქალაქ იაკოში უაგადუგუდან 109 კმ-ზე დაშორებით. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვილდა საცხოვრისს, ამიტომ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ გავეში, ხოლო საშუალო სკოლა კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბობო დიულასოში.

მშობლებს სურდათ, რომ კათოლიკე მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ ტომასმა სამხედრო კარიერა არჩია, რადგან ჯერ ერთი ძირითადად მუსლიმურ ქვეყანაში კათოლიკე მღვდლობა წარმატების საწინდარი არ იყო, თანაც სანკარას დიდი წარმატების მიღწევა სურდა და ამისთვის ღარიბი ოჯახის შვილისთვის ერთადერთი გზა არმიის გავლით გადიოდა.

19 წლის ასაკში ტომასი არმიაში გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ კი მადაგასკარში, ანცირაბეს ოფიცერთა სკოლაში გააგზავნეს. აქ ის გახდა პრეზიდენტ ფილიბერტ ცირანანის (მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი 1959-1972 წლებში) ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ 1971-72 წლებში მოწყობილი 2 სახალხო მღელვარების მხილველი, რომელთა ჩახშობის მიუხედავად ცირანანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ამავე დროს ის გაეცნო მარქსისა და ლენინის ნაშრომებს და სამშობლოში მხურვალე კომუნისტი დაბრუნდა.

ტომასმა თავი გამოიჩინა 1974 წელს მალისთან სასაზღვო კონფლიქტში, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა აგრეთვე ოფიცრისათვის აბსოლუტურად უცხო თვისებები: უკრავდა გიტარაზე პოპულარულ ჯაზჯგუფში  „Tout-à-Coup Jazz“; წერდა ლექსებსა და პროზას, ბაიკერობდა.

1976 წელს სანკარა დანიშნეს კომანდოს სამხედროთა საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელად, სადაც მან ჩამოაყალიბა სადესანტო კორპუსი და მის მეთაურად მსახურობდა. აქვე მიაღწია კაპიტნის ჩინამდე.

აღნიშნულ ბაზაზე სანკარამ უმცროს ოფიცრებთან – ბლეზ კამპაორესთან, (გაიცნო მაროკოში სტაჟირებისას 1975 წელს) ანრი ზონგოსთან და ბუკარი ლინგანისთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ჯერ პრეზიდენტ ლამიზანას (1966-1980), შემდეგ კი დიქტატორ ზერბოს (1980-1982) მმართველობით. 1980 წელს კი მათ შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“.

1981 წლის სექტემბერში დიქტატორმა, პოლკოვნიკ ზერბომ სანკარა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სანკარა კაბინეტის პირველივე სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ხალხის ფულის ყვლეფას არ აპირებდა.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1982 წლის იანვარში მუშებისა და პროფკავშირების გამოსვლები დაიწყო, რომელიც ზერბომ სამხედრო ძალით ჩაახშო. 21 იანვარს სანკარამ სახალხოდ განაცხადა „უბედურება ელით იმათ, ვინც უხშობს ხალხს პირს“! და პროტესტისნიშნად თანამდებობიდან გადადგა.

ხალხის პროტესტს სათავეში ჩაუდგა მაიორი ჟან ბატისტ უედრაოგო, რომელიც მედიცინის დოქტორი და უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო და არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაიორი დაუახლოვდა სანკარას, კომუნისტ ოფიცრებს და მათი დახმარებით 7 ნოემბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.

თავდაპირველად უედრაოგო იზიარებდა სანკარას სოციალისტურ მიდგომებს და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მაისის დასაწყისში ზემო ვოლტაში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანის ვაჟი ჟან კრისტოფი, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტ უედრაოგოს გადაეყენებინა რადიკალი მემარცხენე და პრო-საბჭოურად განწყობილი სანკარას მთავრობა (ამ დროს ცივი ომი მიმდინარებოდა ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის და საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიასა და გავლენის სფეროში პროსაბჭოურ ხელისუფლებას ვერ აიტანდა).

17 მაისს სანკარა გადააყენეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები ზონგო და ლინგანიც. პოპულარული ლიდერის დაპატიმრებამ უაგადუგუს ღარიბთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი გამოსვლები სისხლში ჩაახშეს.

სახელმწიფო მოღვაწეობა

1983 წლის 4 აგვისტოს დედაქალაქის გარნიზონმა ბლეზ კამპაორეს მეთაურობით გადატრიალება მოაწყო, სანკარა გაანთავისუფლა და „რევოლუციის ეროვნული საბჭოს“ მეთაურად დანიშნა. 9 აგვისტოს სანკარამ ჩაახშო პრო-დასავლური სამხედროთა კონტრევოლუციური მცდელობა და ძალაუფლება გაიმყარა.

1983 წლის 2 ოქტომბრის სახალხო გამოსვლის დროს სანკარამ გამოაცხადა სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაწყება და აქტიური ურთიერთობა გააბა კუბისა და განის „სოციალისტ” (სამხედრო) ლიდერებთან – ფიდელ კასტროსა და ჯერი როლინგსთან (1981-2001 წლები).

1984 წლის 4 აგვისტოს სანკარამ გააუქმა ქვეყნის კოლონიალური სახელი „ზემო ვოლტა“, რომელიც შეცვალა სახელით „ბურკინა ფასო“, რაც ადგილობრივ ენებზე ”ღირსეული ადამიანების ქვეყანას‘’  ნიშნავს. მიღებული იქნა ქვეყნის ახალი დროშა და გერბი ჰიმნი (უკანასკნელი სანკარამ პირადად დაწერა).

მალე დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაეუმჯობესებინა. ქარიზმატული ლიდერი სანკარა თვლიდა, რომ პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს საკუთარი ცხოვრების წესით ღირსების მაგალითს და ასეც იქცეოდა. ის ცხოვრობდა კაპიტნის ხელფასით (თვეში 345$ -50$) და პრეზიდენტის ხელფასს (2000$) ობოლთა ფონდში რიცხავდა. როდესაც სანკარას მკვლელობის შემდეგ მისი ქონება აღწერეს აღმოჩნდა, რომ ტომასი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი იყო. მის ქონებას შეადგენდა ძველი პეჟო, რომელიც წინა პრეზიდენტს დარჩა, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, 3 გიტარა, 4 ველოსიპედი და 560$ ბანკში.

სანკარას ერთერთი პირველი ღონისძიება იყო სახელმწიფო ჩინოვნიკთა შემოსავლებისა და ანგარიშების გამოქვეყნება. უფრო მეტიც, სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდეციონერის დაყენებაზე, რადგან რცხვენოდა იმ ხალხის, ვისაც არ ჰქონდა ამის ფუფუნება. ამავე დროს აკრძალა თავისი ფოტოს საჯაროდ გამოკვრა დაწესებულებებსა და ოფისებში – „როგორიც მე ვარ, ასეთი ჩვენთან 7 მილიონიაო“ – ამბობდა იგი.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სანკარამ გაყიდა სამთავრობო ავტოპარკის მერსედესები და მათ ნაცვლად აუცილებელი რაოდენობის “რენო 5” შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იაფ ავტომობილს წარმოადგენდა.

პრეზიდენტმა შეუმცირა ხელფასები ჩინოვნიკებს, აუკრძალა საკუთარი მძღოლების ყოლა და პირველი კლასის ბილეთით ფრენა. ამასთან ჩინოვნიკებისთვის დააწესა ე.წ. „სამედიცინო გადასახადი“, რომლისგან შემოსული თანხებით ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა ხდებოდა. ამავე დროს მათ ავალებდა დასავლური კოსტიუმების ნაცვლად ტრადიციული ბურკინული სამოსის ტარებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შეკერილი იქნებოდა.

ჩინოვნიკები ვალდებული იყვნენ ახალი წლისთვის საქმიანობის შედეგები სოციალური ფონდებისათვის წარედგინათ. ერთხელ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გადააყენა და კოლექტიურ ფერმაში გაგზავნა, რადგან მისი აზრით მათ მიწაზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის.

3 წლიანი შრომის შემდეგ მსოფლიო ბანკმა აღიარა რომ ამ კომუნისტურ ქვეყანაში გაქრა კორუფცია და მთავრობა რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგა, რაც აფრიკული კონტინენტისათვის სრულიად უცხო ხილი იყო.

სანკარას რეფორმების მიზანი იყო შიმშილისა და ეპიდემიების მოსპობა, უფასო განათლების სისტემის შექმნა, ტყეების გაშენება გაუდაბნოების შესაჩერებლად, ქალთა უფლებების დაცვა და ა.შ.

მისი პრეზიდენტობის დროს ბურკინა ფასოში დარგული იქნა 10 მილიონზე მეტი ხე, რისი წყალობითაც შეჩერებული იქნა საჰარას უდაბნოს ბურკინას ტერიტორიაზე გაფართოება. კუბელი მოხალისეების დახმარების წყალობით ბურკინასა და მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ 2,5 მილიონამდე ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ინფექციურ დაავადებებზე (მენინგიტი, ყვითელი ცხელება, წითელ და სხვ.) ვაქცინაცია. შედეგად ბურკინაში ბავშვთა სიკვდილიანობა 2 ჯერ შემცირდა.

მიმდინარეობდა მოსწავლეთა სკოლაში სიარულისა და სკოლის დამთავრების წახალისება. 350 თემში აშენდა ახალი სკოლა. შედეგად 2 წელიწადში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვმა 12%-იდან 22%-მდე გაიზარდა.

სანკარამ გამოაცხადა მიწებისა და მინერალური რესურსების ნაციონალიზაცია. ახალი აგრარული კანონით მსხვილ ფეოდალური ტიპის მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები და ისინი მასზე მომუშავე უმიწო გლეხებს დაუნაწილდათ. ადგილობრივ ტომთა ბელადებს ჩამოერთვათ პრივილეგიები და ქონება და გლეხებს მათდამი სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი გაუუქმდათ. აღნიშნული რეფორმის შედეგად 3 წელიწადში ბურკინაში სოფლის მეურნეობის მოსავალი გასამმაგდა და მას უცხოეთიდან აუცილებელი პროდუქტების შემოტანა აღარ ესაჭიროებოდა.

ძველი სამხედრო-ტომობრივი სისტემის შესაცვლელად და არმიის ძალაუფლების შესაკვეცად (ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანაში გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები შემწყდარიყო) ჩამოყალიბდა „რევოლუციის დამცველი კომიტეტები“, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდა რევოლუციის მომხრე უბრალო მოსახლეობის შეიარაღებას. სპეციალური მაღაზია, სადაც არმიის ოფიცრობა აუცილებელ საქონელს იაფად ჰყიდულობდა, გადაკეთდა ქვეყანაში პირველ ყველასათვის ხელმისაწვდომ სუპერმარკეტად.

წარმატებით მიმდინარეობდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შენდებოდა კაშხლები, ყველა სოფელში აიგო უფასო სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ.

ტომასმა რევოლუციის ერთერთ უპირველეს მიზნად ქალთა უფლებების დაცვა დასახა და ქალი მამაკაცის თანასწორად გამოაცხადა, რაც აფრიკისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. მთავრობაში შეიყვანა მრავალი ქალი, მისცა მათ უფლება და საშუალება ესწავლათ, აკრძალა ქალის ცემა და მათთვის ძველი წესით გენიტალიების მოკვეთა რაიმე დანაშაულის შემთხვევაში; იძულებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. ამასთან ხელს უწყობდა ქალთა სამხედრო საქმით დაინტერესებას და ჩამოაყალიბა ქალთა ბატალიონები. რევოლუციის პირველივე წელს დაწესდა „ქალთა სოლიდარობის დღე“, როდესაც ქალები ისვენებდნენ და მამაკაცებს დაევალათ ქალის საქმეების კეთება (სადილის კეთება, სახლის მოწესრიგება, ბაზარში წასვლა და ასე შემდეგ), რათა მამაკაცებს ეგრძნოთ ქალის შრომის სიმძიმე.

ბურკინა ფასო აფრიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა შიდსის არსებობა და მასობრივად გავცელდა კონტრაცეპტივები მისგან თავის დასაცავად.

სანკარა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი) ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რადგან ამას კოლონიალიზმის გაგრძელებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ყველა ქვეყანას თავი თვითონ უნდა გაეტანა. „ის ვინც გკვებავთ თქვენ, ის გაკონტროლებთ“ ამბობდა იგი.

სანკარა არ კმაყოფილდებოდა ბურკინა ფასოს გარდაქმნით და მესამე სამყაროს ქვეყნებში რევოლუციების გადატანასა და მათი ჩაგრული ხალხების განთავისუფლებაზე ოცნებობდა. მან პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარას ბრძოლას მაროკოსგან დამოუკიდებლობისათვის, ემხრობოდა ახალი კალედონიის მოძრაობას საფრანგეთისგან გამოსაყოფად, სასტიკად გმობდა ისრაელის მიერ პალესტინის არაბთა ტერიტორიების ოკუპაციას. სამაგიეროდ მეგობრობდა სოციალისტ ლიდერებთან; განსაკუთრებით კი ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წლის ივლისში ჩავიდა უაგადუგუში და სანკარა კუბის ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ტომას სანკარა და ფიდელ კასტრო

1985 წელს მალისა და ბურკინა ფასოს შორის აგაშერის სასაზღვრო რაიონის გამო (იგი ეკუთვნოდა ბურკინას, მაგრამ ედავებოდა მალი, რადგან რაიონი მდიდარია ბუნებრივი აირითა და მინერალური რესურსებით) ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. წლის ბოლოს ბურკინას სტატისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობის აღწერისას ფულბეს ტომის (ცხოვრობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე) ტერიტორიაზე აღწერისას გაუთვალისწინებლად გადავიდნენ მალის ტერიტორიაზე და იქ ატარებდნენ აღწერას. ეს მალიმ საბაბად გამოიყენა და ბურკინა ფასოს ომი გამოუცხადა. 25 აგვისტოს მალის ავიაციამ დაიწყო ბურკინას ქალაქი უაჰიგუა დაბობმა (დაიღუპა 300 მდე ადამიანი), ხოლო არმიამ ბურკინას სოფლების დაკავება დაიწყო. 30 დეკემბერს კოტდივუარის პრეზიდენტის უფუე ბუანის (1960-1993) ჩარევით მხარეები დაზავდნენ და საქმე განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1986 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს შუაზე გაუყო.

წარმატებულ რეფორმებთან ერთად სანკარას მმართველობა სულ უფრო ავტოკრატიული ხდებოდა. იზღუდებოდა პროფკავშირები და ოპოზიციური პრესა. ძალიან მკაცრი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ე.წ. „ზარმაცი მუშების“ მიმართ, რომელთაც „რევოლუციური ტრიბუნალი“ ასამართლებდა. სანკარა განსაკუთრებულად სასტიკად მომთხოვნი იყო ახლობლების მიმართ, რის გამოც გვერდიდან მეგობრები თანდათან შემოეცალა (ისინი მეგობრის აღზევებით პატივის მიღებას ელოდნენ, სანკარა კი მათ რევოლუციური იდეების ზედმიწევნით დაცვას, ხელმომჭირნეობასა და მუხლჩაუხრელ შრომას თხოვდა).

სანკარას სოციალურმა რეფორმებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც იგი გმირად და განმანთავისუფლებლად მიაჩნდათ და იგივე რეფორმებს საკუთარ ქვეყნებშიც ითხოვდნენ, რაც ძალიან აშფოთებდათ ამ ქვეყნების უნამუსო დიქტატორებს. ამიტომ 1986 წლის სექტემბერში კოტდივუარის დედაქალაქ იამუსუკროში გაიმართა ბურკინას მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთა კონფერენცია, რომელმაც საფრანგეთის პატრონატით სანკარას მოსთხოვა გაეუქმებინა სოციალისტური რეფორმები, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაიწყეს სანკარას სალიკვიდაციო გეგმის მზადება, რომლის რეჟისორად ლიბერიელი პოლიტიკოსი (ამ ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2003 წლ და აშშ-ს CIA-ს აგენტი) ჩარლზ ტეილორი დაინიშნა, ხოლო აღმსრულებლად სანკარას მეგობარი და იუსტიციის მინისტრი ბლეზ კამპაორე.

ტომას სანკარას მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მიდის, შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული:

http://bit.ly/2vBcYse

1 წლიანი მზადების შემდეგ კამპაორემ 1987 წლის 15 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც მოკლული იქნა პრეზიდენტი სანკარა 20 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად. ისინი სასწრაფოდ საერთო საფლავში დამარხეს. მისი მეუღლე მარია 2 შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სანკარას სიკვდილის მიზეზისა დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად. ზოგიერთი რევოლუციის დამცველი კომიტეტი რამდენიმე დღე აგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე საფრანგეთის დახმარებით კამპაორემ ისინი არ გაანადგურა.

გადატრიალებისთანავე კამპაორემ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სანკარას რეფორმების გაუქმებას შეუდგა. სანკარას გამოყოფილი თანხა დედაქალაქ უაგადუგუს გარეუბნების კეთილმოსაწყობად აიღო და თავისთვის ახალი ბოინგი შეიძინა. გააუქმა „ნაციონალიზაცია“ და ჩინოვნიკებს ძველებური მაღალი ხელფასები აღუდგინა, თან სამედიცინო გადასახადის გაუქმებით.

1991 წელს კამპაორემ გამოცხადა დემოკრატიული სისტემის აღდგენა, მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უნდა აირჩეს საყოველთაო არცევნებზე 7 წლის ვადით და განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ „დემოკრატიული გარდაქმნებისთვის“ კამპაორემ საფრანგეთისგან 67 მლნ. ფრანკი კრედიტი მიიღო ძალაუფლების გასამყარებლად. ჩაატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიქატატორმა 86%-ით გაიმარჯვა (თუმცა არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 7 % გამოცხადდა). იგივე განმეორდა 1998 წლის არჩევნებზე როდესაც დიქტატორმა 87,5 % აიღო, ხოლო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ისევ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი რის საპასუხოდაც კამპაორემ კონსტიტუცია შეასწორა. ამჯერად პრეზიდენტი ირჩეოდა 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით. 2005 წლის არჩევნებზე მან 80,35 % მიიღო, ხოლო 2010 წელს 80,15 %. კამპაორეს 27 წლიანი მმართველობის შედეგად ბურკინა ფასო ერთერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.

17,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა 2016 წლისთვის 11.872 მლრდ $-ია (130-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულზე მოსახლეზე 644 დოლარს უდრის (181 ადგილი მსოფლიოში). მოსახლეობის 90% ელემენტარულ მეურნეობაში საქმიანობს. ძალიან დაბალია განათლების დონე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა 203 ადგილზეა.

მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს კამპაორე გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მის შემდეგ რამდენიმე დიქტატორი გამოიცვალა და ბოლოს 2015 წლის ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქვენის მომზადება ცნობილ ბურკინელ დიპლომატსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, 73 წლის მიშელ კაფანდოს დაევალა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგით. 29 ნოემბერს ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა რომელშიც კამპაორეს მრავალი წლის თანამებრძოლმა და ბოლო წლებში ოპოზიციაში გადასულმა როკ კაბორემ გაიმარჯვა 53,5%-ით.

მკვლელობამდე 1 კვირით ადრე ტომასმა საკუთარი კუმირ ჩე გევარასადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას თავისი სიტყვა ასე დაასრულა:

„რევოლუციონერები შეიძლება მოკლა, მაგრამ რევოლუციური იდეების მოკვლა შეუძლებელია“!

thomas-sankara-burkina-faso-2.jpg
სანკარას საფლავი აფრიკის მილიონობით მცხოვრებთათვის უწმინდესი ადგილია.

ტომას სანკარას მხარდამჭერების შეკრება მის საფლავთან 2007 წელს, მისი მკველობიდან 20 წლისთავზე

ინდოეთის და ჩინეთის ინდუსტრიალიზაციის გზა გლობალიზაციის პირობებში

ჯოვანი არიგის სტატიიდან “გლობალიზაცია და არათანაბარი განვითარება”

522329bffc87f7494fa49e4529275757

ჯეიმს გელბრაიტი სვამს კითხვას თუ რამდენად მისაღებია ის, რომ 1990-ანი წლები მიჩნეული იყოს “კაპიტალიზმის ოქროს ხანად”, და არა როგორც რეფორმირებული სოციალიზმის ოქროს ხანად, მსოფლიოს 2 ქვეყანაში (ჩინეთში და ინდოეთში), თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ საშინელ გაჭირვებაზე , რომელსაც აწყდებოდნენ ისინი, ვინც ასრულებდნენ ჟურნალ “Economist”-ში გაწერილ ნეოლიბერალურ რეცეპტებს, მაშინ ბერვი რამ გახდება ნათელი.

“რეალურად ქვეყნებმა, რომლებიც ზედმიწევნით მისდევდნენ მსოფლიო ბანკის და მსოფლიო სავალუტო ფონდის რეცეპტებს”, მათ შორის არგენტინა და რუსეთი 90-ანების დასაწყისში, “გადაიტანეს 1930-ან წლებში დატრიალებულ დიდ დეპრესიაზე ბევრად უფრო საშინელი კატასტროფები” (Galbraith 2004)

ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მიაღწია შესამჩნევ წარმატებას 1980-ანი წლების დასაწყისიდან, იმიტომ რომ უფრო ზედმიწევნით მისდევდა იდეოლოგიური გლობალიზაციის რეცეპტებს, ვიდრე ქვეყნები, რომლებმაც უგულებელყვეს ეს იდეები. რეალურად ვითარება სრულიად საპირისპირო იყო. “1970-ან წლებში ჩინეთი და ინდოეთი დისტანცირებას ახდენდნენ დასავლური ბანკებისაგან და ასე შესძლეს თავიდან აეცილებინათ სავალო კრიზისი. ისინი განაგრძობდნენ კაპიტალის მოძრაობის კონტროლს  და ნებას არ რთავდნენ სპეკულაციური ბუნების კაპიტალს თავისუფლად ემოძრავა ქვეყნის შიგნით და გარეთ. მათ დღემდე გააჩნიათ მნიშვნელოვანი მძიმე მრეწველობის სახელმწიფო სექტორი. გარდა ამისა, ჩინეთს დღემდე მართავს კომუნისტური პარტია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის მიმართ ლოიალურ ინსტიტუტს. მაშასადამე, ჩვენ სამართლიანად გვიჩნდება კითხვა:

თუ ჩინეთის და ინდოეთის საქმეები მთლად არც ისე ცუდად მიდის, მაშინ რას უკავშირდება ეს? მათ რეფორმებს თუ ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ რეგულირების შენარჩუნებას ? ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი გელბრაიტი დარწმუნებულია, რომ სწორი პასუხი ორივეში მდგომარეობს. მე კი შევეცდებოდი ფორმულირება შემეცვალა და დავაზუსტებდი შემდეგი სახით.”

პირველ რიგში, ინდოეთი და განსაკუთრებით ჩინეთი სრულფასოვნად მონაწილეობდნენ გლობალიზაციის სტრუქტურულ პროცესში, როდესაც ხსნიდნენ საკუთარ ეკონომიკას და დიდ აქცენტს აკეთებდნენ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიის განვითარებაზე 1980-ანი წლების შუა პერიოდამდე. ასე მათ მოიპოვეს სარგებელი უფრო ფართო და შედარებით მდიდარ ეკონომიკურ სივრცეში მოქმედებით. მაგრამ ისინი ამ ყველაფერს აკეთებდნენ იმ პირობებით, რომლებიც პასუხობდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს და არა დასავლური ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც განასახიერებენ აშშ-ს მიერ გამაგრებულ იდეოლოგიურ გლობალიზაციას.  მათ შორის  ეს ნიშნავდა დერეგულაციის და პრივატიზაციის უფრო ნელ ტემპებს და უფრო ფრთხილ შერჩევით პროცესს,  იმ ქვეყნებთან და რეგიონებთან შედარებით, რომლებმაც გაიარეს იდეოლოგიური გლობალიზაციით გაწერილი შოკური თერაპია და სტრუქტურული რეგულირება.

1146393129_7137

XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული ამერიკელი, ინსტიტუციონალისტი ეკონომისტი – ჯონ კენეტ გელბრაიტი

მეორე –  ინდოეთის და ჩინეთის უნარი შესწევდათ მონაწილეობა მიეღოთ  სტრუქტურულ გლობალიზაციაში იმ პირობებზე, რომლებიც პასუხობდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს უპირობოდ. ეს ნაწილობრივ  იმით იყო განპირობებული რომ , როგორც გელბრაიტი ამტკიცებს, 1970-ან წლებში ეს ქვეყნები ნაკლებად დამოკიდებულები გახდნენ უცხოურ კაპიტალზე, ვიდრე იგივე ლათინური ამერიკა ან აფრიკა. უცხოური კაპიტალი არასოდეს არის “უსასყიდლო” და მაშინაც, როდესაც ის შემოდის საკმაოდ სარგებლიან პირობებზე, როგორც ეს იყო 1970-ან წლებში, მან შესაძლოა გამოიწვიოს “დამოკიდებულება”, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს შეუზღუდავს შესაძლებლობას გაატაროს საკუთარი ეროვნული ინტერესები. 2003 წელს ჩინეთმა გაუსწრო აშშ-ს და გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი მიმღები მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ჩინეთის მზარდი დამოკიდებულება უცხოურ კაპიტალზე ასე თუ ისე ბალანსდებოდა აშშ-ს დრამატული დამოკიდებულებით იაფ ჩინურ პროდუქციაზე და კრედიტებზე, ასე რომ ჩინეთის გააჩნია იმის საშუალება რომ უკარნახოს პირობები ინვესტორთა უმრავლესობას.

მესამე – ინდოეთის და ჩინეთის უნარი, მონაწილეობა მიეღოთ სტრუქტურულ გლობალიზაციაში საკუთარ პირობებზე განიმარტება არა მხოლოდ იმით, რომ ისინი ინარჩუნებდნენ ნაკლებ დამოკიდებულებას უცხოურ კაპიტალზე,  ვიდრე აფრიკის კონტინენტის სახარის სამხრეთით მდებარე ქვეყნები და ლათინური ამერიკა. რანაკლებ მნიშვნელოვანია ინდოეთის და ჩინეთის სხვა თავისებურება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ისინი არ არიან უბრალოდ ერი-სახელმწიფოები, არამედ კონტინენტის სიდიდის სახელმწიფოები და გააჩნიათ მოსახლეობა, რომელიც რიცხობრივად აღემატება ლათინური ამერიკის და აფრიკის მოსახლეობას. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას გააჩნია შიდა და მიმდებარე რეგიონებთან დივერსიფიცირებული წარმოების და საბაზრო გაცვლის  უძველესი ისტორია, რამაც განაპირობა არა მხოლოდ შედარებით კვალიფიციური და უნივერსალური მუშა ხელის არსებობა, არამედ მიკრო წარმოება. ასეთი მემკვიდრეობის პირობებში და საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შედეგად შიდა ტრანსპორტირებაში და კომუნიკაციებში ინდოეთი და ჩინეთი იმყოფებოდნენ უკეთეს პირობებში, ვიდრე ეკონომიკურად და პოლიტიკურად ფრაგმენტირებული ლათინური ამერიკა და აფრიკა, რათა შეეთავსებინათ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია და უცხოური ინვესტიციები საკუთარ არაფორმალურად დაცულ და საკმაოდ შემდგარ შიდა ეკონომიკასთან.

აღსანიშნავია რომ ჩინეთს  გააჩნია დამატებითი უპირატესობა ინდუსტრიალიზაციის პირობებში: იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაცია, ან ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია. გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, ეს უპირატესობა მდგომარეობს არა დაბალ ხელფასში. უფრო, როგორც აღინიშნებოდა New York Times-ისსტატიაში სახელწოდებით “ჩინური საუკუნე”, ვითარება განპირობებულია წარმოების ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ანაცვლებენ ძვირადღირებულ მოწყობილებებს და წარმოების პროცესებს განსწავლული, იაფი სამუშაო ძალა მართავს. ეს მოსაზრება ილუსტრირებულია ავტომობილების ქარხნის Wanfeng-ის გამოცდილებით. ამ ქარხანაში არ არის არც ერთი რობოტი. ამის სანაცვლოდ შემგროვებელი ხაზები დაკომპლექტებულია მრავალი ახალგაზრდა რეკრუტით ჩინეთის ტექნიკური სასწავლებლებიდან, რომლებიც აღჭურვილნი არიან საკუთარი საბურღი ინსტრუმენტებით, ქანჩის გასაღებებით და ა.შ.  ძრავები და ძარები დაგადაადგილდებიან ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე არა კონვეირზე, როგორც დასავლურ, კორეულ ან იაპონურ ქარხანებში, არამედ მათი გადატანა ხდება ხელით ან ურიკით. კომპანია არ იყენებს მილიონობით ამერიკული დოლარის ღირებულების ტექნოლოგიურ მოწყობილებებს, ის იყენებს მაღალკვალიფიციურ პერსონალს, რომლის წლიური ხელფასი არის დეტროითში დამწყები მუშის ერთი თვის ხელფასზე ნაკლები.

ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ შეუძლია ვანფენგს გაყიდოს ხელით აწყობილი ჯიპების მდიდრული  მოდელები $ 8 000 – $ 10 000.  (Fishman 2004)

Wanfeng-ის ქარხანაში აწყობილი ჯიპი

გარდა ამისა, ჩინურ კომპანიებში იაფი კვალიფიციური მუშახელი ანაცვლებს არა მხოლოდ ძვირადღირებულ მოწყობილებებს, არამედ მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელობასაც. თვითმმართვადი სამუშაო ძალა ამცირებს ხელმძღვანელობაზე გათვლილ ხარჯებს. დასავლური საზომით ჩინეთში ხელმძღვანელობის რიცხვი საკმაოდ მწირია –  ეს მაჩვენელებელი ვარირებს სხვადასხვა სფეროს მიხედვით, მაგრამ საშუალო სტატისტკურად 5000 მუშაზე საშუალოდ 15 ხელმძღვანელს დავითვლით. ეს არის თვითმმართველობის უნარის ქონის მაღალი მაჩვენებელი. რთულია ითქვას თუ რამდენად გავრცელებულია “მოწყობილებების და ხელმძღვანელობის დამზოგავი” ტექნოლოგიების გამოყენება  მაგრამ, თუ ეს მეთოდი არის გავრცელებული, როგორც ამას აღნიშნავს ტედ ფიშმანი, მაშინ იგი წარმოადგენს ანტიდოტს უკვე აღნიშნული ინოვაციური ტენდენციის წინნაღმდეგ, რომელიც საწყისს მდიდარ ქვეყნებში იღებს და ღარიბ ქვეყნებში შთანთქავს კაპიტალს.

china.jpg

ყოველ შემთხვევაში,  ძვირადღირებული მოწყობილობების და ხელმძღვანელობის ჩანაცვლება შედარებით იაფი კვალიფიცირებული მუშახელით არ არის ანტაგონისტური, ჩვეულებრივი და სამრეწველო პრაქტიკულ განვითარებასთან და ინოვაციებთან მიმართებაში. პირიქით, 2005 წელს ჩინეთმა $ 60 მლრდ.  გაიღო სამეცნიერო კვლევებისათვის, რაც ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთში მეცნიერებას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ იაფი და კვალიფიციური მუშახელის შეთავაზება  არის უმთავრესი პირობა სამხრეთული სახელმწიფოს მონაწილეობისათვის სტრუქტურული გლობალიზაციის პროცესში საკუთარ პირობებზე და არა პირობებზე , რომლებსაც უყენებენ დასავლური ქვეყნების ინტერესები.