ქრისტეფორე კოლუმბი – მკვლელი, ტირანი და უნამუსო არამზადა

9 მიზეზი თუ რატომ იყო კრისტოფერ კოლუმბი მკვლელი, ტირანი და უნამუსო არამზადა

საერთოდ, რატომ აღვნიშნავთ კოლუმბის დღეს?

12.10.2015 | დილან მეტიურსი | VOX

უკვე მოძველებულია იმაზე საუბარი, რომ ქრისტეფორე კოლუმბი, რომლის სახელს ბავშვებს აღარ უწოდებენ და ვისი სახელითაც ელექტრონული წერილები აღარ იწერება, იყო მოძალადე ტირანი, რომელმაც წამოიწყო დასავლეთის ნახევარსფეროს ისტორიაში ორი ყველაზე დიდი დანაშაული: ატლანტიკის გავლით მონებით ვაჭრობა და ამერიკელი ინდიელების გენოციდი.

მისი დანაშაულების აღწერას ბევრად უფრო დიდი სტატია დასჭირდება მათ შორის იმიტომ, რომ არსებული ძირითადი მასალების შეფასება საკმაოდ რთული საქმიანობაა. ფილადელფიის ჟურნალის ავტორს მაიკლ კორდს აქვს გამოქვეყნებული კარგი გამოკითხვა; ჰოვარდ ზინის (Howard Zinn) ნამუშევარი არის სადაო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ კარგი მასალები იაკობინზე (Jacobin) და ილუსტრირებული ვერსია ოტმილზე (Oatmeal).

აქ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე ფაქტი ლორენს ბერგრინის ახლახანს გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან კოლუმბი: ოთხი ვოიაჟი (Columbus: The Four Voyages), რომელშიც აღწერილია წარმოუდგენელი სისასტიკე, რასაც ადგილი ჰქონდა კოლუმბის მხრიდან კარიბის ზღვის ტერიტორიაზე მისი იქ ყოფნის დროს.

  1. კოლუმბმა ინდიელი ქალი მოიტაცა და საკუთარი გუნდის წევრს გადასცა გასაუპატიურებლად

ბერგრინს მოჰყავს მიშელ დე კუნეოს ციტატა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამერიკაში კოლუმბის მეორე ექსპედიციაში (გვერდი 143):

„ნავში ყოფნისას მე დავატყვევე ულამაზესი ქალი, რომელიც საბოლოო ჯამში ლორდმა ადმირალმა [კოლუმბმა] მე მიბოძა. როდესაც მე ის ჩემს ოთახში შევიყვანე, ქალი შიშველი იყო – მათი ტრადიციისამებრ. მე მსურდა და შევეცადე მასთან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება. თუმცა, მან წინააღმდეგობა გამიწია და ისეთი ჭრილობები მომაყენა ფრჩხილებით, რომ მაგრამ ვინანე. შემდეგში მე ავიღე თოკის ნაჭერი და მაგრად გავტყიპე ისე, რომ მან გამოსცა ყურებისთვის წარმოუდგენელი კვნესა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომ შეგექმნებოდათ ისეთი წარმოდგენა თითქოს ის გაწვრთნილი იყო ბოზების სკოლაში“.

2. ისპანიოლაზე [დღევანდელი ჰაიტი] კოლუმბის გუნდის წევრი სხვების დასამორჩილებლად საჯაროდ აჭრიდა ინდიელებს ყურებს

მას შემდეგ, რაც 2000 ინდიელზე მეტი ადამიანის თავდასხმა გადაიტანა, კოლუმბმა მის დაქვემდებარებაში მყოფ ალონსო დე ოჰედას უბრძანა სამი ინდიელი ბელადის მოყვანა. შემდეგ კი, მისი ბრძანებით მათ საჯაროდ თავები მოჰკვეთეს. დამატებით ოჰედამ უბრძანა საკუთარ ხალხს, რომ დაეტყვევებინათ კიდევ ერთი ინდიელი და საკუთარი სოფლის შუაგულში „მისთვის ყურები მოეჭრათ იმის სასჯელად, რომ მდინარის გადაკვეთისას ესპანელებმა მათგან საკმარისი დახმარება ვერ მიიღეს“. (ბერგრინი, 170-171)

3. კოლუმბმა ისპანიოლაზე ათასზე მეტი ადამიანი მოიტაცა და დაამონა

კუნეოს თანახმად, კოლუმბმა უბრძანა, რომ მომხდარიყო 1,5000 კაცისა და ქალის დატყვევება. აქედან 400 გაუშვეს, 500 გაწირეს ესპანეთში დეპორტაციისთვის, ხოლო დანარჩენი 600 ესპანელებმა კუნძულზე მონებად აქციეს. 500 ადამიანიდან, სადღაც 200 დაიღუპა მგზავრობისას და მათი ცხედრები ესპანელებმა ატლანტიკურ ოკეანეში გადააგდეს. (ბერგრინი, 196-197)

4. კოლუმბი აიძულებდა ინდიელებს მისთვის ოქრო შეეგროვებინათ ან მომკვდარიყვნენ

კოლუმბმა სიკვდილით დასჯის მუქარით ყველას, ვინც 14 წელს ზემოთ იყო ოქროს დიდი ოდენობით ესპანელებისთვის ჩაბარება აიძულა. რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნდათ საკმარისი ოქრო, ბამბის ჩაბარების უფლება მიეცათ. ამ შეთანხმებაში მონაწილეებს ეძლეოდათ „დანიშნული სპილენძი ან მონეტა, რომელსაც კისერზე იკიდებდნენ; ისინი წარმოადგენდნენ შეუწყნარებელი სირცხვილის სიმბოლოს“. (ბერგრინი, 203)

ბართლომე დე ლას კასასი, კოლუმბის დანაშაულების ერთ-ერთი მთავარი მემატიანე | ანტონიო ლარა

5. სადღაც 50,000 ინდიელმა თავი მოიკლა, რომ არ დამორჩილებოდნენ ესპანელებს

ბერგრინის თანახმად, გვერდი 204:

„ინდიელებმა გაანადგურეს საკუთარი პურის მარაგები, რომ არც მათ და არც უცხოელებს არ ჰქონოდათ მარაგის მოხმარების შესაძლებლობა. ინდიელები კლდეებიდან ხტებოდნენ, ბალახეულით თავს იწამლავდნენ და შიმშილით თავს იკლავდნენ. ოქროს ჩაბარებით დამძიმებულებს, მათ აღარ შეეძლოთ მიწის დამუშავება, ავადმყოფების, ბავშვების და ასაკოვანი ადამიანების მოვლა. მათ ხელი ჩაიქნიეს და მასობრივი სუიციდი მოაწყეს, რომ თავი დაეღწიათ ქრისტიანების ხელით სიკვდილს ან დატყვევებას; კიდევ, მათ არ სურდათ საკუთარი ხალხის მომავლის და დოვლათის – მიწების, ბოსტნების, სანაპიროების, ტყეების და ქალების – მათთან გაყოფა“.

6. კოლუმბის ისპანიოლაზე 56 წლის ვიზიტის თავზე 300,000 ინდიელისგან მხოლოდ 500 დარჩა

500 წლის წინანდელი მოსახლეობის აღწერის რიცხვები არარის ზუსტი, თუმცა, ბერგრინის აზრით, 1492 წელს ისპანიოლაზე სადღაც 300,000 ადამიანი ცხოვრობდა. 1494-1496 წლებში 100,000 ადამიანი დაიღუპა, ნახევარი მასობრივი სუიციდის შედეგად. 1508 წლისთვის მოსახლეობა შემცირდა 60,000-მდე; ხოლო 1548 წელს დარჩა მხოლოდ 500 ადამიანი.

ნათელია, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ესპანელი ჯარისკაცებისგან თავის დასაღწევად მთებში გადაიმალნენ, თუმცა, კოლუმბის ადამიანებმა მათ ძაღლები დაადევნეს. (ბერგრინი, 205)

7. კოლუმბი აგრეთვე საშინლად ეპყრობოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ ესპანელებსაც

რა თქმა უნდა, მისი დანაშაულები კარიბელებისა და ტაინოელების წინაშე წარმოუდგენელია, მაგრამ კოლუმბის მმართველობა ესპანელ ჩასახლებულებზეც გამოირჩეოდა სისასტიკით. მისი ბრძანებით, სადღაც ათამდე ესპანელი „საჯაროდ გატყიპეს, კისერზე დააბეს და ტერფებით ერთმანეთს მიაბეს“; ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ მათ შიმშილისგან თავის დასაღწევად გაცვალეს ოქრო საჭმელზე. კოლუმბის ბრძანებით, ქალს, რომელმაც „ცუდი სიტყვები წარმოსთქვა ადმირალსა და მის ძმებზე“, ენა მოაჭრეს.

სხვა ქალი კი სიცრუისთვის, რომ ის ორსულად იყო, „გააშიშვლეს და ვირის ზურგზე დააწვინეს გასატყიპად“. კოლუმბის ბრძანებით „პურის მოპარვისთვის ესპანელებისთვის სასჯელი ჩამოხრჩობა იყო“ (ბერგრინი, 315-316). ბერგრინის მტკიცებით:

„მათ ისიც კი უბრძანა, რომ ყურები და ცხვირი მოეჭრათ ერთი არამზადისთვის, რომელიც აგრეთვე გატყიპეს, ბორკილები დაადეს და კუნძულიდან გააძევეს. მათ აგრეთვე გასცა ბრძანება, რომ მომხდარიყო დამხმარე ბიჭის ხელის საჯარო დალურსმანება იმ ადგილას, საიდანაც მან თევზი დაიჭირა. ზოგადად, მინიმალური დანაშაულისთვისაც კი ცემა-ტყეპა საშიში სიხშირით ხდებოდა. კოლუმბმა ერთ კანონდამრღვევს ასი დარტყმაც კი დაუნიშნა, რაც შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო; ამ ადამიანმა ცხვარი მოიპარა და მერე ამაზე იცრუა. ხუან მორენოს არ გაუმართლა და კოლუმბის სამზარეულოსთვის საკმარისი საჭმლის ვერ შეგროვებისთვის ასი დარტყმა დაიმსახურა“.

8. კოლუმბის დროს ჩასახლებულები 9 და 10 წლის გოგონებს სექსუალურ მონობაში ყიდნენ

ეს ფაქტი მან თვითონ აღიარა ესპანელი დედოფლის მეგობრისადმი, დონა ხუანა დე ლა ტორესთვის მიწერილ წერილში: „საკმაოდ ბევრი დილერია, რომელიც ეძებს გოგოებს; განსაკუთრებული მოთხოვნაა 9 და 10 წლის გოგონებზე, რომლებსაც კარგი ფასი ადევთ“.

9. ინდიელ მონებს, რომლებსაც კისერზე ბორკილები ჰქონდათ, ესპანელი დამპყრობლები თავებს აჭრიდნენ, რომ თავი არ შეეწუხებინათ ამავე ბორკილების მოხსნით

ბენჯამინ კინის თანახმად, რომელიც ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობის ისტორიის მკვლევარია, არსებობს რამდენიმე სარწმუნო წყარო, რომელთა მიხედვით, „რამდენიმე დაბეჩავებული ინდიელ მუშას ესპანელებმა თავი მოჰკვეთეს, რომ თავი აერიდებინათ კისერზე დამაგრებული სარჩულის მოხსნისგან“.

ბრიტანელების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდი – ბენგალის შიმშილობა

დღესდღეობით დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და ასევე მათი ქართული ანალოგებიც ხშირად საუბრობენ სტალინურ საბჭოთა რეპრესიებზე, უკრაინაში საბჭოთა ”გოლოდომორზე” სტატიები თითქმის ყოველდღიურად იდება, თუმცა დასავლური ქვეყნების მიერ მოწყობილი სასტიკი გენოციდები, რომლებიც მსხვერპლის რაოდენობით არათუ არ ჩამორჩება გოლოდომორს, არამედ რამდენიმეჯერ აღემატება კიდეც, უკვე დავიწყებას მიეცა.

დღეს ჩვენ სწორედ ერთ-ერთ ასეთ გენოციდზე მოგიყვებით, რომელიც ბრიტანულმა იმპერიალისტებმა ინდოეთში მოაწყვეს.

მე მეზიზღება ინდოელები, ისინი ცხოველისმაგვარი ადამიანები არიან, ცხოველური რელიგიით. მასობრივი შიმშილი მათი ბრალია, იმიტომ რომ კურდღლებივით მრავლდებიან“ – © უინსტონ ჩერჩილი

ინდოეთში კონტროლის დამყარების დროს ბრიტანელებს ჰქონდათ დაუნდობელი ეკონომიკური გეგმა და ის არ ითვალისწინებდა მოსახლეობის მიმართ არანაირ დათმობებს. ბრიტანეთის მიერ დანიშნული რაჯას დროს, ინდოეთმა გადაიტანა უთვალავი რაოდენობის მასობრივი შიმშილი, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ბენგალიაში შიმშილობა.

852c2b1cfd0a93b035d28145e96a8069

პირველს ადგილი ქჰონდა 1770 წ, შემდგომ მას მოყვა 1783 წ, 1866 წ, 1873 წ, 1892 წ, 1897 წ და ბოლოს იყო 1943-44 წ. წ. აქამდე, როდესაც ქვეყანას უახლოვდებოდა შიმშილის ტალღა, მმართველებს ჰქონდათ სათანადო ბერკეტები, რომ ეს კატასტროფა თავიდან აეცილებინათ. მაგრამ ბრიტანული მმართველობის დამყარების შემდეგ შიმშილი საფუძვლიანად ედებოდა ქვეყანას და დიდი ხანი გრძელდებოდა, რადგან ბრიტანელებმა შთანთქეს ქვეყნის მთლიანი ბუნებრივი რესურსების მარაგი საკუთარი ფინანსური მოგებისათვის. ისინი ბოლომდე ვერც კი ხვდებოდნენ, როგორ აცარიელებდნენ ქვეყანას თავიანთი მოქმედებებით. და ამის შემდგომ კიდევ უკმაყოფილები იყვნენ , რომ ინდოელები შიმშილის გამო ვერ იხდიდნენ გადასახადებს სტაბილურად.

100

პირველი ასეთი შიმშილი 1770 წ. მოხდა და მეტისმეტად მასშტაბური და ძლიერი აღმოჩნდა. მოახლოებული შიმშილის პირველი ნიშნები შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ 1769 წ, შემდეგ კი ის 1773 წლამდე გაგრძელდა . მან შეიწირა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი; ინდოელების მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომში ებრაელების მსხვერპლს მილიონoბით თაღემატება. მან შეიწირა ბენგალიის მოსახლეობის 1/3.

ჯონ ფისკემ წიგნში „უხილავი სამყარო“ “The Unseen World” აღნიშნა, რომ შიმშილი ინდოეთში იყო უფრო მსხვერპლიანი, ვიდრე შავი ჭირი ევროპაში XIV ს.

მონღოლთა მმართველობის დროს გლეხები შემოსავლის 10-15 % აბარებდნენ სახელმწიფოს.  ეს იყო კომფორტული სახელმწიფო ხაზინისთვის და ასევე გლეხებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მოსავალი არ იქნებოდა დიდი, ისინი მაინც შეძლებდნენ ამ თანხის გადახდას. ხოლო 1765 წ. გადასახადების აკერეფვა გადავიდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის ხელში და მან ბეგარა დაადო მონღოლთა მმართველ შაჰ ალამ II.

ბრიტანელების ცინიზმი იქამდე მივიდა რომ ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ამ გადასახადს დარქმეოდა სამადლობო გადასახადი და არა ბეგარა, რათა თავიდან აეცილებინათ საპროტესტო გამოსვლები, რადგანაც ბეგარა 50 % გახდა.

გლეხები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ გადასახადმა მიმღები შეიცვალა და ეგონათ, რომ ისინი ჯერ კიდევ მონღოლთა იმპერატორს უხდიდნენ  ბეგარას.

სიმინდის მოსავალი ყოველ წელს ერთნაირად არ ხარობდა, მაგრამ ინდოელები ამას მიჩვეულნი იყვნენ. ამიტომაც აქამდე არსებული გადასახადი მოქნილი  იყო მათთვის და წინა სეზონიდან შემორჩენილი არალიკვიდური მოსავალი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანელების მიერ გაზრდილი გადასახადი ნიშნავდა იმას რომ არალიკვიდური პროდუქცია მათ არ დარჩებოდათ. ასე რომ, როდესაც ინდოეთს 1768 წ. მოუსავლიანობა დაატყდა თავს არალიკვიდური პროდუქციის მარაგი და ამავდროულად გლეხების დაზღვევა სრულიად ამოიწურა. 1769 წ. იყო უკიდურესად წვიმიანი და ზუსტად მაშინ იჩინეს თავი შიმშილის პირველმა კერებმა. პირველი კერები გაჩნდა უფრო დასავლეთ ბენგალში, ბიჰარსა და ორისაში, ჯარჰანდსა და ბანგლადეშში. მაგრამ ბენგალის შიმშილობა ყველაზე საშინელი იყო. ათასობით ადამიანმა სცადა გაქცევით ეხსნა თავი შიმშილისგან, ცოტა ვინმე თუ გადაურჩა ამ კატასტროფას, მაგრამ ისინიც მხოლოდ დროებით. ყველა ვინც დარჩა მოკვდა. დიდი მოსავლიანობის სოფლის ტერიტორიები დაცარიელდა. ეს ტერიტორიები მალევე ჯუნგლებმა დაფარეს. ასევე შიმშილი მოედო ტირჰატს, შამპარანს, ბეტიაჰსა და ბიჰარს.

ამას მოყვა ის, რომ ადგილობრივი ინდოელი მმართველები ცდილობდნენ დაზარალებულ რეგიონებში კომპენსაციის სახით საირიგაციო სისტემები გაეყვანათ, რომ ამით მაინც დახმარებოდნენ მოსახლეობას, რადგან ბეგარა მათ განკარგულებაში არ იყო. კოლონიზატორები არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ კატასტროფის აშკარა ნიშნებს და შიმშილი 1770 – 71 წლებშიც გაგრძელდა.

ბრიტანელები ხედავდნენ, რომ საგადასახადო შემოსულობები მცირდებოდა და იმისთვის, შემცირებული გადასახადის კომპენსაცია მოეხდინათ გადასახადი გაზარდეს 60 %-დე. შედეგად უფრო ცოტა გლეხი რჩებოდა და შესაბამისად ბრიტანელების შემოსავალიც მცირდებოდა. ამის შედეგად იმ მცირე რაოდენობის გადარჩენილებს უწევდათ უკვე გარდაცვლილი გლეხების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც.

როდესაც ბრიტანელებმა მონღოლთა მმართველობა მოიშორეს თავიდან, მათ გამოუშვეს კანონი, რომ ინდოელებს უნდა მოეყვანათ მარცვლეული, რომელიც შემდეგ იმპორტზე გადიოდა. შესაბამისად ის გლეხები, რომლებსაც ადრე მოყავდათ, მაგალითად ბოსტნეული, იძულებულნი იყვნენ მარცვლეულზე გადასულიყვნენ, რომელიც მიჰქონდათ ბრიტანელებს და შესაბამისად ეს მოსავალი ვერ უშველიდა მოშიმშილე მოსახლეობას. ბრიტანელები იმ რაოდენობის მარცვლეულსაც კი არ უტოვებდნენ ადგილობრივებს, რომ ადამიანებს მოსალოდნელი შიმშილის დროს თავი გადაერჩინათ რამენაირად.ფაქტობრივად ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა სიკვდილს ნიშნავდა, რაც ინდოეთში საკმაოდ ხშირი იყო. ეს იყო ველური კაპიტალიზმის პიკი, რომელიც მიზნად ისახავდნენ მხოლოდ ერთს – ულევ შემოსავალს. დაზარალებულთა დახმარების არანაირი პოლიტიკა არ არსებობდა. და როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, ბრიტანელები შემოცირებული საგადასახადო შემოსულებების ანაზღაურებას მხოლოდ გადასახადის გაზრდით ცდილობდნენ. ირონიული ის არის, რომ ოსტ ინდოეთის კომპანიამ 1771 წ. ნახა უფრო მეტი მოგება ვიდრე 1768 წ.

gross-revenue

მაგრამ, რაც არ იცოდა ბენგალის შიმშილისაგან მომაკვდავმა მოსახლეობამ არის ის, რომ ეს იყო მხოლოდ პირველი იმ მრავალი შიმშილობის ტალღიდან, რომელიც მათ წინ ელოდებათ, ბრიტანელების გაუმძღრობის, სისასტიკის და არაადამიანობის გამო.

შიმშილის ყოველ ახალ ტალღას ახასიათებდა თავისი უკიდურესობა, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც 1771 და 1943 წლები გამოდგა, როდესაც ადამიანები ბალახს ჭამდნენ და საზოგადოება კანიბალიზმმა მოიცვა.

1943.jpg

უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა პოლიტიკოსმა, რადგან მან ევროპა გადაარჩინა ტირანი და მონსტრი ჰიტლერისაგან, თავად არანაკლები, თუ არა გაცილებით მეტი სისასტიკე და ტირანია გამოიჩინა ბენგალის მოსახლეობის მიმართ.  მან შემთხვევით გაუგზავნა სამედიცინო დახმარება თავის უკვე საკმაოდ კარგად უზრუნველყოფილ ჯარისკაცებს ევროპაში, რომელიც თავის მხრივ იყო განკუთვნილი შიმშილისგან მომაკვდავი ინდოეთისთვის. ამაზე შემდეგ ჩერჩილმა შემოუთვალა: „შიმშილით, თუ შიმშილის გარეშე, ისინი მაინც კურდღლებივით გამრავლდებიან.“ დელიდან ჩერჩილს მოუვიდა სტატისტიკა, რომელშიც საუბარი იყო იმ შემზარავ მდგომარეობაზე, რასაც იდნოეთში ჰქონდა ადგილი და ასევე გარდაცვლილ ადამიანთა მასშტაბურ რაოდენობაზე. საპასუხო წერილში მან დაწერა: „მაშინ განდი რატომ არ გარდაიცვალა ჯერ?“

28ba6bda9363851e6d04fae88dd939df.jpg

ეს ერთი, მაგრამ მრავლისმეტყველი ტრაგედია თავისი სისტიკის და არაადამიანობის გარდა, ასევე იმასაც ნათლად უსმევს ხაზს რომ რომ დასავლეთის სიმდიდრე დაფუძნებულია უთვალავი ადამიანების თავის ქალაზე, სისხლზე და მკვლელობაზე.

ჩვენ ხოტბას ვასხამთ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ბევრ სახელგანთქმულ ადამიანს, მაგრამ ნუთუ ეს ადამიანები არ არიან ნამდვილი გმირები, ადამიანები, რომელთა სახელები ჩვენ არ ვიცით, რომლებიც იმპერიალიზმის, ევროპული კოლონიალიზმის და კაპიტალიზმის მსხვერპლად იქცნენ?

ყველამ უნდა მივაგოთ პატივი ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისათვის გადაიხადეს ყველაზე დიდი ფასი – საკუთარი სიცოცხლე.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის, თუ რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა ბრიტანული კოლონიალიზმის დროს ინდოეთში, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით 3 საუკუნის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა 80-100 მილიოან ადამიანს აღწევს.

Untitled.jpg

ამერიკელების მოუნანიებელი გენოციდი ანუ 100 მილიონი მოკლული ინდიელი

01 ალბათ როდესაც ვინმე სიტყვა გენოციდს ხმარობს, პირველ რიგში თავში მოგდით გერმანელების მიერ ებრაელების მიმართ განხორციელებული ჰოლოკოსტი ან თურქების მიერ XX საუკუნის დასაწყისში სომხების მასიური გაჟლეტვა. მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მასიური და სასტიკი გენოციდის ავტორები ამერიკელები არიან – მათ დღევანდელი აშშ-ს და კანადის ტეროტორიაზე 100 მილიონამდე ინდიელი გაჟლიტეს.

რატომ არ ასწავლიან ამას ამერიკულ სკოლებში, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, სასტიკი და მასშტაბური ჰოლოკოსტი სწორედ მათ სამშობლოში მოხდა?

ადოლფ ჰილტერის მიერ ორგანიზებული საკონცენტრაციო ბანაკების შთაგონების წყაროს ამირეკელების მიერ ინდიელებისთვის ორგანიზებული საკონცენტრაციო ბანაკები წარმოადგენდა. სწორედ ამირეკელებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი საკონცენტრაციო ბანაკები.

ქრისტეფორე კოლუმბი

ქრისტეფორე კოლუმბი

1492 წელს, როდესაც კოლუმბმი აშშ-ს ნაპირებს მიადგა ინდიელების 500 წლიანი ჯოჯოხეთი დაიწყო, სანამ ისინი მთლიანად არ გაანადგურეს. 1493 წელს კოლუმბი დაბრუნდა ჰაიტიზე და დაწყო მონობის პოლიტიკის გატარება და ადგილობრივი ინდიელების მასბრივი დევნა. 3 წლის განმავლობაში დაიღუპა 5 მილიონი ადამიანი. ბართოლომე დე ლას კასასი, კოლუბმის დროის ისტორიკოსი და პუბლიცისტი წერს უარმავ საშინელებაზე თუ როგორ აწამებდნენ კოლონიზატორები ადგილობრივ მოსახლეობას. დღესდღეობით ლას კალასის ნაშრომები ამერიკული წიგნებიდან ამოღებულია, რადგანაც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ადამიანი, ქრისტეფორე კოლუბმი ატლანტიკის გაღმა გმირადაა მიჩნეული. ინდიელების ტერორი გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც 1776 წელს აშშ დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. მაგალითად 1855 წელს, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ერთი ინდიელის თავის სანაცვლოდ ამერიკელები 5 დოლარს იხდიდნენ. ინდიელების სკალპების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდის პრაქტიკა აშშ-ს სხვა შტატებშიც გავრცელდა. XX საუკუნის ბოლოს ამერიეკელებმა რამდენიმე კანონიც კი მიიღეს, რომლის თანახმადაც ინდიელებს ფაქტიურად ყველა უფლება წაართვეს. გერმანელი ეთნოლოგი გუსტავ ფონ კენიგსვალდი წერს, რომ ამერიკელები ისეთ მეთოდებსაც კი იყენებდნენ, როგორც წყლის მოწამლვაა. მაგალითად მათ სოფელ კაინგანგში სასმელი წყალი მოწამლეს, რის შედეგადაც 2000 ადამიანი გარდაიცვალა. 1776 წლიდან 1900 წლამდე აშშ-ს ფედერალურმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ინდიელ ტომთან 20 000-მდე შეთანხმება დადო, მაგრამ არცერთი არ შესრულდა.


hqdefaultსაინტერესო იქნება ამერიკელი ინდიელების გენოციდს სოციოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ. სიტყვა გენოციდი ლათინური სიტყვაა (genos — რასა, племя, cide — მკვლელობა) და ეროვნების/ხალხის განადგურებას ნიშნავს. თავად ტერმინი გენოციდი ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წლის დეკემბერში მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაულისა ადამიანის მიმართ. პირველად გენოციდის, როგორც ტერმინი გამოყენებულ იქნა ნიურნბერგის პროცესის დროს, მაგრამ მას იურიდიული ძალა არ გააჩნდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს ტერმინი მიიღო 1946 წელს. აქედან გამომდინარე ამერიკელების მიერ 100 მილიაონი ინდიელის განადაგრურება, სხვა არაფერი თუ კონკრეტული ეთნოსის განადგურების მცდელობა, რასაც გენოციდის კლასიფიკაცია უნდა მიენიჭოს.


ამერიკელების ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ოფიციალურად არც კი უღიარებიათ მათ მიერ ინდიელების გენოციდი, არადა მათ ქმედებებს ძნელია სხვა სახელი მოუძებნო. ამერიკელების მიერ ინდიელების განადგრუება ალბათ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტება და სისასტიკეა და დროა მათ საკუთარი ცოდვების მომანიებაზე დაიწყონ ფიქრი, სანამ სხვა სახელმწიფოებს მიუთითებენ რამეზე.