როგორ გაკოტრდა ლიბერალიზმი აღმოსავლეთ ევროპაში

კომუნიზმის მარცხის შემდეგ დასავლური ლიბერალიზმის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმირების დანაპირები არასდროს ყოფილა ბოლომდე განხორციელებული; ამან საპირისპირო მოვლენების მოწმენი გაგვხადა.

1990 წლის გაზაფხულზე, 26 წლის ამერიკელმა ჯონ ფეფერმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა იმ იმედით, რომ შეძლებდა ამ რეგიონის პოსტ-კომუნისტური მომავლის საიდუმლოს ამოხსნას და მის თვალწინ მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებს საკუთარ წიგნში ასახავდა. ფეფერი  არ გახლდათ ამ დარგის ექსპერტი და ამიტომ თეორიების გადამოწმების ნაცვლად, უბრალოდ გაესაუბრა ყველა რჯულისა და საქმიანობის ადამიანს, ვისაც კი შეხვდა. მან მიაგნო აღმაფრთოვანებელ და ამასთანავე დამაფიქრებელ ურთიერთწინააღმდეგობას. აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრნი იმედიანად კი იყვნენ, მაგრამ მაინც შფოთავდნენ, რომ შეიძლება რაიმე ცუდი მომხდარიყო. მის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მოელოდა, რომ ხუთი, მაქსიმუმ ათი წლის შემდეგ, ისინი ვენელების ან ლონდონელების მსგავსად იცხოვრებდნენ. თუმცა, ეს მოლოდინები სავსე იყო შესაძლო წარუმატებლობის დარდით. როგორც უნგრელმა სოციოლოგმა ელემერ ჰანკისმა აღნიშნა: „ხალხმა მოულოდნელად გაიაზრა, რომ დამდეგ წლებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება მდიდარი და ვინ ღარიბი; ვის ჩაუვარდება ხელთ ძალაუფლება და ვის არა; ვინ მოექცევა საზოგადოების სათავეში და ვინ მის ბოლოში. და, ბოლოს, ვინ დააფუძნებს დინასტიებს და ვისი შვილები კი უღელქვეშ აღმოჩნდებიან“.

საბოლოო ჯამში, ფეფერმა გამოაქვეყნა წიგნი და აღარ მიბრუნებია ამ საკითხს, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში მისი ყურადღება მიიპყრო. ამასთანავე, ოცდახუთი წლის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო რეგიონში და მოეძებნა ის ადამიანები, რომლებიც 1990 წელს გამოკითხა. ამჯერად აღმოსავლეთ ევროპა უფრო შეძლებული იყო, მაგრამ გაღიზიანებული უსამართლობით. კაპიტალისტურმა მომავალმა დაისადგურა, თუმცა მისგან მიღებული მოგებაც და წნეხიც არა მხოლოდ არათანაბრად, არამედ ბრიყვულადაც კი იყო განაწილებული.

თუ „აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის თაობისთვის კომუნიზმი აღმოჩნდა „წარუმატებელი ღმერთი““, ამჯერად უკვე „რეგიონის ამჟამინდელი თაობისთვის ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა  „წარუმატებელ ღმერთად““.

ამონარიდი ჯონ ფეფერის წიგნიდან

არსებობს 1989 წლის შემდეგ ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების მიერ დასავლეთზე სწორების მცდელობის აღმნიშვნელ ტერმინთა მთელი რიგი –  ამერიკანიზაცია, ევროპეიზაცია, დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, გაფართოება, ინტეგრაცია, ჰარმონიზაცია, გლობალიზაცია და ასე შემდეგ; თუმცა, ძირითადი გზავნილი იყო უცვლელი – მოდერნიზაცია იმიტაციის მეშვეობით, ხოლო ინტეგრაცია ასიმილირების გზით. თანამედროვე ცენტრალური ევროპის პოპულისტების თანახმად, კომუნიზმის ჩამოშლამ განაპირობა ლიბერალური დემოკრატიის ახალ, გარდაუვალ ორთოდოქსიად ჩამოყალიბება. მათი თანმიმდევრული და უწყვეტი ქადაგების (ჩივილის) საგანია დასავლური ღირებულებების, განწყობების, ინსტიტუტებისა და პრაქტიკების იმიტაციის (გამეორების) სასიცოცხლო საჭიროება და ვალდებულება.

ცივი ომის მიწურულს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებული დემოკრატიების უმრავლესობა გარდაიქმნა შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ მაჟორიტარულ (უმრავლესობის) რეჟიმებად. მათში პოლიტიკური ოპოზიცია დემონიზირებულია, არასამთავრობო მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამორთმეული აქვთ გავლენები, ხოლო სუვერენიტეტი განიხილება, როგორც ხელმძღვანელობის სურვილი და უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის მიერ „თავს მოხვეულ“ იდეალებს, როგორებიც არიან პოლიტიკური მრავალფეროვნება, სახელისუფლებო გამჭირვალობა და უცხოელების, დისიდენტებისა და უმცირესობებისადმი შემწყნარებლობა.

ცალკე აღებული ვერცერთი ცვლადი ვერ ახსნის 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ესოდენ ბევრ და განსხვავებულ გარემოში არსებულ სახელმწიფოებში ერთდროულად ავტორიტარული ანტი-ლიბერალიზმის აღმავლობას. თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის კანონიკური სტატუსისა და იმიტაციის პოლიტიკისადმი გაღიზიანებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ, რომ ალტერნატივის არარსებობა ყველაზე უკეთ ხსნის დღევანდელ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებს და არა ავტორიტარული წარსულის „მიზიდულობის ძალა“ ან ლიბერალიზმისადმი ისტორიულად განმტკიცებული მიუღებლობა. ამპარტავნული რწმენა, რომ „სხვა გზა არარსებობს“ ჩამოყალიბდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური ქსენოფობიის და რეაქციური ნატივიზმის (ანტი-საიმიგრაციო მოძრაობა) ტალღის განცალკევებულ მამოძრავებელ ძალად; ტალღა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ბობოქრობს.

ცივი ომის დასრულებისას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის დასავლეთთან შეერთების შეჯიბრი – საერთო მიზანი იყო. უდავოა, რომ უმთავრესი მიზანი გახლდათ დასავლეთისადმი ისეთი მიმსგავსება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო განსხვავების მოძებნა. დასავლური მოდელის დიდი მონდომებით გადმოღება და ამასთანავე საბჭოთა ჯარების რეგიონიდან გაყვანა აღქმულ იქნა, როგორც განთავისუფლება. თუმცა, გამოწვევებით აღსავსე ორი ათწლეულის შემდეგ წარმოუდგენელია იმ უკუშედეგების უარყოფა, რომლებიც იმიტაციის პოლიტიკას თან ახლდა. გაღიზიანებამ მწვერვალს მიაღწია, არალიბერალური პოლიტიკოსები პოპულარულები გახდნენ და უნგრეთსა და პოლონეთში ხელთ ჩაიგდეს ძალაუფლება.

პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ცნობილი ეკონომისტი, ”შოკური თერაპიის” დოქტრინის ავტორი – ლაშეკ ბალცეროვიჩი

1989 წლის შემდეგ, პირველ წლებში, ლიბერალიზმი ზოგადად ასოცირდებოდა ისეთ იდეებთან, როგორიც არის ინდივიდუალური შესაძლებლობები, გადაადგილების და მოგზაურობის თავისუფლება, აზრის დაუსჯელად გამოხატვა, სამართლიანობისადმი წვდომა და ხელისუფლების მზაობა ყური დაუგდოს საჯარო მოთხოვნებს. 2010 წელს კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ლიბერალიზმის ვერსიები განიცდიან ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული ზრდადი სოციალური უსამართლობის, ყოვლისმომცველი კორუფციის და საჯარო სიკეთეების ადამიანების მცირე ჯგუფში მორალურად შერჩევითი გადანაწილების მძიმე წნეხს. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოშვა დიდი უნდობლობა ბიზნეს ელიტებისა და ე.წ. კაზინო კაპიტალიზმის (დასავლური ეკონომიკური სისტემა) მიმართ, რამაც ლამის დაანგრია მსოფლიო ფინანსური წყობა.

რეგიონში ლიბერალიზმის რეპუტაცია 2008 წლის შემდეგ ვეღარ აღდგა. ფინანსურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მოსაზრებას, რომელიც დასავლეთში გავარჯიშებული ეკონომისტების მცირე ჯგუფის მიერ არის ჯერ კიდევ მხარდაჭერილი, რომ ამერიკული ტიპის კაპიტალიზმის იმიტაცია უნდა გაგრძელდეს. ნდობა დასავლური პოლიტიკური ეკონომიკისადმი, როგორც კაცობრიობის მომავალზე ორიენტირებული ხედვისადმი, გამომდინარეობდა რწმენისგან, რომ დასავლურ ელიტებს ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. უეცრად კი აღმოჩნდა, რომ მათ არ ესმოდათ. სწორედ ამიტომ ჰქონდა 2008 წელს ესოდენ დამანგრეველი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური ეფექტი.

დამატებითი მიზეზი, თუ რატომ შეძლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტებმა ევროპული ლიბერალიზმის ბნელი მხარეების წარმატებით გაზვიადება გახლავთ იმაში, რომ დროთა განმავლობაში საერთო (კოლექტიური) მეხსიერებიდან წაიშალა ევროპული ანტი-ლიბერალიზმის კიდევ უფრო ბნელი მხარეები. ამასობაში კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელისუფლებაში მოსული ანტი-ლიბერალური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან სამოქალაქო ალიანსი (Civic Alliance, ქართ. ფიდესი – ინგ. Fidesz) უნგრეთში და კანონისა და სამართლიანობის პარტია პოლონეთში (Law and Justice party, PiS), ეწევიან ლიბერალური პრინციპების და ინსტიტუტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას, რომ გადაფარონ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სამართლიანი ბრალდებები; გაამართლონ დამოუკიდებელი მედიისა და სამართლებრივი ინსტიტუტების ჩამოშლა იმ მიზეზით, რომ ისინი იცავენ ერს უცხო ქვეყნისადმი სიმპათიებით გამსჭვალული (ინგ. foreign-hearted) მტრებისგან.

თუმცა რეგიონში ანტი-ლიბერალური ხელისუფლებების კორუმპირებული და უღირსი ბუნების შესწავლა ვერ დაგვეხმარება მოსახლეობაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერის წყაროების გაგებაში. პოპულიზმის საწყისები უდავოდ მრავალშრიანია, თუმცა ის ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც დაკავშირებული იყო უმძიმეს გამოწვევასთან ჩამოყალიბებულიყო საუკეთესო (მოწინავე) მოდელის (ინგ. superior model), უკეთეს შემთხვევაში, დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ხარისხოვანი ასლი (ინგ. inferior copy). პოსტ-საბჭოთა პერიოდში განხეთქილება რეალობასა და „დემოკრატიაზე გადასვლის“ ხედვას შორის გაძლიერდა მოვლენილი უცხოელი „შემფასებლების“ მიერ, რომლებსაც არ გააჩნდათ ადგილობრივ პროცესებზე არანაირი წარმოდგენა. ამ ერთად თავმოყრილმა ფაქტორებმა გამოიწვიეს ადგილობრივი რეაქცია რეგიონში (ინგ. nativist reaction, რედ. იგულისხმება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით იმიგრანტებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელების წინააღმდეგ); ერთგვარი ადგილობრივი აუთენტური (ჭეშმარიტი) ნაციონალური ტრადიციების ხელმეორედ „განმტკიცება“, რომლების თითქოს და ჩახშობა ხდებოდა შეუსაბამო დასავლური სტანდარტების გამო. პოსტ-ნაციონალურმა ლიბერალიზმმა, რომელიც ასოცირდებოდა ევროკავშირის გაფართოებასთან, მისცა შესაძლებლობა „სულის ჩამდგმელ“ პოპულისტებს მოეხდინათ ეროვნულ ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობაზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება.

ეს გახლდათ რეგიონში ანტი-ლიბერალური ჯანყის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ამასთანავე თანმხლები ცვლადი უდავოდ იყო მტკიცებულება, რომელიც 1989 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ ლიბერალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს არ ჰქონდათ ალტერნატივა. ასეთმა ხედვამ გააჩინა სურვილი, რომ ჯინაზე დამტკიცებულიყო საპირისპირო ანუ რეალური ალტერნატივის არსებობა. მაგალითად, ავიღოთ გერმანული ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (გერ. Alternative fur Deutschland, AfD). სახელიდან გამომდინარე ნათელია, რომ ის შეიქმნა ანგელა მერკელის მტკიცე მონეტარული პოლიტიკის “alternativlos” (უალტერნატივობა) საპირწონედ. მერკელის მიდგომას, რომ მთავრობის პოლიტიკა წარმოადგენს ერთადერთ მართებულს, მოჰყვა ალტერნატივის ძიების მძლავრი და შეუჩერებელი მუხტი. მსგავსი უკუშედეგი მოჰყვა პოსტ-ნაციონალიზმის ნორმალურობის აღქმას, რაც გამოიხატა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ანტი-ლიბერალური, ანტი-გლობალისტური, ანტი-საიმიგრაციო და ევროკავშირის საწინააღმდეგო ჯანყში, რომელიც გამოიყენება და იმართება პოპულისტი დემაგოგების მიერ; იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ „შიდა მტრების“ დემონიზირება სამოქალაქო მხარდაჭერის მოზიდვისთვის.

ჯორჯ ორუელის თანახმად „ყველა რევოლუცია არის მარცხი, თუმცა არა თანაფარდი მარცხი“. საინტერესოა, თუ რა სახის მარცხი იყო 1989 წლის რევოლუცია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზანი დასავლური სტილის ნორმალურობის დანერგვა იყო? რამდენად განაპირობა 1989 წლის ლიბერალურმა რევოლუციამ ორი ათწლეულის მიჯნაზე ანტი-ლიბერალური კონტრ-რევოლუცია?

1989 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ე.წ. ხავერდოვან რევოლუციებს მსგავსი ფუნდამენტური პოლიტიკური აჯანყებებისგან განსხვავებით ძირითადად მსხვერპლი არ მოჰყოლია. წარსულში არასდროს მომხდარა ამდენი „ფესვგადგმული“ რეჟიმის ერთდროული ჩამოგდება და ჩანაცვლება ფაქტიურად მშვიდობიანი ხერხების გამოყენებით. მემარცხენეებმა შეაფასეს ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები, როგორც ადამიანური ძალის (ინგ. popular power) გამოხატვის მაგალითები. მემარჯვენეებმა კი, როგორც თავისუფალი ბაზრის მართვად ეკონომიკაზე და თავისუფალი ხელისუფლების ტოტალიტარულ დიქტატურაზე გამარჯვებად. თავის მხრივ, ამერიკელმა და პრო-ამერიკელმა ლიბერალებმა სიამაყით დაუკავშირეს ლიბერალიზმი ცვლილებისადმი რომანტიზირებულ მისწრაფებას; ლიბერალიზმი, რომელიც მემარცხენეების მიერ წესისამებრ გაშარჟებულია, როგორც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების იდეოლოგია. და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთით ამ რეჟიმების ძირითადად არაძალადობრივი გზით ცვლილება შეფასებულიყო იყო, როგორც ისტორიული, რადგან ცივი ომის დასასრულის აღმნიშვნელი გახდა.

1989 წლის რევოლუციების განსაკუთრებულობა მდგომარეობდა არა მხოლოდ მართ არაძალადობრივ ბუნებაში, არამედ იმაშიც, რომ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კრეატიული და დახვეწილი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც იყვნენ ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიაში და ადამ მიხნიკი პოლონეთში; შესაბამისად, ამ მოვლენებს ხანდახან იხსენებენ, როგორც ინტელექტუალების რევოლუციებს. აღსანიშნია, რომ უტოპიურობისა და პოლიტიკური ექსპერიმენტებისადმი გამჯდარმა მიუღებლობამ განაპირობა რევოლუციების „ხავერდოვანი“ ბუნების შენარჩუნება. თუმცა, რაიმე მართლაც ახლის შექმნის ნაცვლად, ლიდერებმა მიზნად დაისახეს ერთი გადმოღებული სისტემის გაუქმება და უკვე სხვა წყობის პირწმინდად გადმოღება.

ადამ მიხნიკი და ვაცლავ ჰაველი, 2010 წელი

გერმანიის ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი, იურგენ ჰაბერმასი 1989 წლის მოვლენებს უწოდებს „სწორ რევოლუციებს“ (ინგ. “rectifying revolutions”) ან „დაეწიო რევოლუციებს“ (ინგ. “catch-up revolutions”), რადგან მისი აზრით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი რევოლუციების მთავარი მიზანი გახლდათ იმ სიკეთეებისადმი ხელმისაწვდომობა, რომლებსაც უკვე ფლობდნენ დასავლეთ ევროპელები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 1989 წლის პროცესების შემდეგ არსებობდა „ინოვაციური ან მომავალზე ორიენტირებული იდეების ნაკლებობა“.

ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა არ ოცნებობდა ისტორიაში არარსებულ რაიმე იდეალურ სამყაროზე. ადამიანებს უბრალოდ სურდათ  „ნორმალური ცხოვრება“ „ნორმალურ ქვეყანაში“. 1970-ნი წლების მიწურულს უნგრეთს ეწვია ცნობილი გერმანელი პოეტი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელიც შეხვდა იმ დროს კომუნისტური რეჟიმის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსებს. მათ განუცხადეს, რომ „ჩვენ არ ვართ დისიდენტები. ჩვენ წარმოვადგენთ ნორმალურობას“. მიხნიკის პოსტ-კომუნისტური სლოგანი იყო „თავისუფლება. ძმობა. ნორმალურობა“. წლების განმავლობაში უკეთესი მომავლის მოლოდინმა დისიდენტებში აწმყოთი ცხოვრების და ყოველდღიურობისგან სიამოვნების მიღების სურვილი განაპირობა.

ამ მხრივ, ცენტრალური ევროპის ელიტებისთვის დასავლეთის იმიტაცია გახლდათ ნორმალურობის მიღწევის კარგად ნაცნობი გზა. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების იმედებით გამსჭვალულმა რეფორმატორებმა შესაბამისად ვერ შეაფასეს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე არსებული ადგილობრივი შეზღუდვები; მეტიც, ნამეტან ადვილი მოეჩვენათ სრულიად მოქმედი დასავლური მოდელის დანერგვა. დღეისთვის ცენტრალურ ევროპაში აბობოქრებული ანტი-ლიბერალური ტალღა ასახავს გავრცელებულ უსამართლობის განცდას, რომელიც უკავშირდება ეროვნული და პიროვნული ღირსების შებღალვას და გამოწვეულია მართლაც რომ გულწრფელი „რეფორმა იმიტაციის გზით“ მიდგომით (ინგ. reform-by-imitation).

ზოგადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის ჩამოშლისას შექმნილმა ეიფორიამ წარმოშვა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდი გარღვევების იმედი. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კომუნისტების თანამდებობებიდან მოხსნა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას გაეღვიძა განსხვავებულ, უფრო თავისუფალ, უფრო შეძლებულ და, რაც მთავარია, უფრო დასავლურ სახელმწიფოებში. როდესაც კი დასავლეთისკენ სწრაფმა სვლამ (ინგ. westernization) ჯადოსნური გზით ვერ გამოიღო მყისიერი შედეგი, დაიწყო ალტერნატივის ძიება. ოჯახთან ერთად დასავლეთში გადახიზვნა საუკეთესო გამოსავლად წარმოჩინდა.

საინტერესოა, რომ თუ უწინ დისიდენტებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც იყო პოლონეთი,  ემიგრაცია დასავლეთში განიხილებოდა მოღალატეობრივ დანებებად და დეზერტირობად, 1989 წლის შემდეგ ეს მიდგომა უადგილო გახდა. რევოლუციას, რომლის პრინციპული მიზანი იყო დასავლეთისკენ სწრაფვა (ინგ. westernization), არ გააჩნდა დასავლეთში ემიგრაციის საწინააღმდეგო რაიმე წონიანი არგუმენტი. რატომ უნდა დაელოდოს ახალგაზრდა პოლონელი ან უნგრელი იმას, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ქვეყანა გერმანიად, როდესაც მას შეუძლია ხვალვე დაიწყოს მუშაობა და ოჯახის მშენებლობა გერმანიაში? ზოგადად რეგიონში დემოკრატიული გადასვლა (ინგ. democratic transition) დაემსგავსა დასავლეთში ჯგუფური გადაბარგების ნაირსახეობას; ამგვარად, არჩევანი იყო ან ნაადრევი და ინდივიდუალური ემიგრაცია ან გახიზვნა მოგვიანებით, მაგრამ ჯგუფურად.

ვიქტორ ორბანი

რევოლუცია ხშირად აიძულებს ადამიანებს საზღვრები გადაკვეთონ. 1789 წლის ფრანგული რევოლუციისას და 1917 წელს ბოლშევიკების რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლისას სწორედ რომ რევოლუციების მიერ დამარცხებულმა მტრებმა დატოვეს საკუთარი ქვეყნები. გასაკვირია, მაგრამ 1989 წლის შემდეგ, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების გამარჯვებულებმა და არა დამარცხებულებმა ამჯობინეს გადაბარგება. ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ სახელმწიფოებრივ ცვლილებებს და გამოთქვამდნენ მზაობას ჩაფლულიყვნენ თავისუფალი მოქალაქის ცხოვრებაში, პირველები გაემგზავრნენ დასავლეთში სასწავლებლად, სამუშაოდ და საბოლოო ჯამში იქ საცხოვრებლად.

წარმოუდგენელია, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ტროცკის ოქსფორდში ჩაებარებინა სასწავლებლად. თუმცა, სწორედ ასე მოიქცა უნგრეთის მომავალი პრემიერი-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ბევრი სხვა. 1989 წლის რევოლუციონერებს შორის დასავლეთში გამგზავრების დიდი მუხტი სუფევდა, რადგან სურდათ პრაქტიკაში ენახათ ნორმალური საზოგადოების მუშაობა, რომლის მსგავსის აშენებას სახლში აპირებდნენ.

პოსტ-ცივი ომისეულ პერიოდში მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინებას, განსაკუთრებით მონდომებული ახალგაზრდების, მოჰყვა მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შედეგები. როდესაც ექიმი ტოვებს ქვეყანას, მას თან მიაქვს არა მხოლოდ მის განათლებაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსები, არამედ საკუთარი ნიჭიც და ამბიციებიც. მოგება, რომელსაც მისი სამშობლო იღებს ოჯახისთვის შესრულებული ფულადი გზავნილებიდან ვერ შეედრება ის სარგებელს, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა ამ ექიმის უშუალოდ ადგილზე ჩართულობიდან.

ახალგაზრდა და განათლებული ადამიანების გახიზვნამ მნიშვნელოვანი, შესაძლოა გამოუსწორებელი, ზიანი მიაყენა ლიბერალური პარტიების არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაში შეიძლება წავაწყდეთ ბავშვების გარეშე მიტოვებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბავშვებისთვის განკუთვნილ მოწესრიგებულ სათამაშო სივრცეებს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ლიბერალური პარტიები უკეთეს შედეგს აჩვენებენ საზღვარგარეთით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. მაგალითად, 2014 წელს ლიბერალური განწყობების მქონე ეთნიკურად გერმანელი კლაუს იოჰანისი არჩეულ იქნა რუმინეთის პრეზიდენტად იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები 300,000 რუმინელიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას მისცა ხმა. ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობის უმრავლესობა შრომობს, რომ ემიგრაციაში წავიდეს, სამშობლოში უბრალოდ  დარჩენაც კი აღიქმება, როგორც პირადი მარცხი; და ეს მიუხედავად იმისა, თუ ადგილზე კეთილდღეობის რა დონეს მიაღწიეს.

ემიგრაციის და მოსახლეობის მკვეთრი კლების საკითხები პირდაპირ კავშირია ლტოლვილთა კრიზისთან, რომელიც თავს დაატყდა ევროპას 2015-16 წლებში. 2015 წლის 24 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა მერკელმა  გერმანიაში ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის შეშვების გადაწყვეტილება მიიღო. სულ რაღაც 10 დღეში 4 სექტემბერს ვიშეგრადული ჯგუფის (ინგ. Visegrad group) წევრმა სახელმწიფოებმა – ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ლტოლვილთა ევროპაში გადანაწილების კვოტირების სისტემა იყო „მიუღებელი“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები არ წამოეგენ მერკელის ჰუმანიტარულ რიტორიკას. „ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სისულელეა!“ – განაცხადა მარია შმიდტმა, ვიქტორ ორბანის წამყვანმა ინტელექტუალმა.

მარცხნიდან მარჯვნივ; ანგელა მერკელი, ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიჩი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი
სურათი: Dursun Aydemir/Anadolu Agency/Getty

ეს იყო მომენტი, როდესაც ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ბრუსელისგან, არამედ უპირველეს ყოვლისას დასავლური ლიბერალიზმისგან და მისთვის დამახასიათებელი სამყაროსადმი ღია კარის პრინციპის სულისკვეთებისგან. ცენტრალური ევროპის პოპულისტებმა, რომლებიც მოსახლეობაში შიშების დანერგვით არიან დაკავებულნი, წარმოადგინეს ლტოლვილთა კრიზისი, როგორც საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ ლიბერალიზმმა დააკნინა ერის უნარი დაიცვას საკუთარი თავი არამეგობრულად განწყობილი მსოფლიოსგან.

დემოგრაფიული პანიკა, რომელმაც მოიცვა ცენტრალური ევროპა 2015-18 წლებში მინელებას მიეცა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში ემიგრანტები რეალურად არც კი ჩასულან, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რატომ გახდა ეს თემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა.

პირველი მიზეზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ არის ემიგრაცია. იმიგრაციისადმი წუხილები გაღვივებულია შიშით, რომ უცხოელები ვერ გაივლიან საზოგადოებაში ასიმილირების პროცესს, რაც გამოიწვევს ეროვნული იდენტობის აღრევას, შესაბამისად დაასუსტებენ ეროვნულ ერთობას. თავის მხრივ, ეს შიში კი გამძაფრებულია ადგილზე არსებული დემოგრაფიული ჩამოშლით, რაზეც ძირითადად თვალს ხუჭავენ. 1989-2017 წლებში ლატვიამ განიცადა მოსახლეობის 27% კლება, ლიტვამ 22.5%, ხოლო ბულგარეთმა 21%. რუმინეთში 3.4 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა 40 წელზე უმცროსია, რომლის ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც იგი 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიული პანიკის წყარო მოსახლეობის დაბერების, დაბალი შობადობის და ემიგრაციის უწყვეტი ნაკადის ერთობლიობაა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში გაიხიზნა მეტი ადამიანი, ვიდრე სირიის ომისგან გაქცეული ყველა იმიგრანტები ერთად აღებული.

1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან დაწყებულმა ემიგრაციამ გაამძაფრა ერის გაქრობის შიშები, რის გამოც 2015-16 წლების ლტოლვილთა კრიზისი ძირითადად უარყოფითად იყო შეფასებული რეგიონის წევრ სახელმწიფოების მიერ; და ეს იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ამ ქვეყნებში იმიგრანტების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი დარჩა. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვივარაუდოთ, რომ ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა იმ რეგიონში, სადაც იმიგრანტები არარსებობენ არის ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილი ფენომენის – გადატანის (ინგ. displacement) ნათელი მაგალითი; ეს არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინებას და მის ჩანაცვლებას აგრეთვე აქტუალური, მაგრამ უფრო ადვილად გამკლავებადი გამოწვევით. არარსებული იმიგრანტების მიერ სახელმწიფოს დატყვევების შესაძლო ისტერია წარმოადგენს რეალური გამოწვევის (დეპოპულაცია და დემოგრაფიული ჩამოშლა) წარმოსახვითი საფრთხით (იმიგრანტები) ჩანაცვლებას; გამოწვევა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.

ცვლილების და მრავალფეროვნებისადმი შიში, რომელიც ასაზრდოებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოპულიზმს, გაღვივებულია მთელი დასავლეთის საზღვრის გასწვრივ საზოგადოებების გადაკეთების უტოპიური პროექტით. ტრავმამ, რომელიც მიღებულ იქნა მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინების შედეგად, შეიძლება ფარდა ახადოს და ახსნას რეგიონის სახელმწიფოებში არსებული დანაკარგის განცდა; იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც საკმაო სარგებელი მიიღეს პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებისგან. ანალოგიურად, მთელი ევროპის მასშტაბითაც იმ ტერიტორიების მკვიდრნი არიან მიდრეკილნი ულტრა-მემარჯვენე პარტიებისთვის ხმის მიცემისკენ, რომლებსაც მოსახლეობის გადინებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დაარტყა.

დემოგრაფიული ჩამოშლის შიშით მართულნი აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლებები ეძებენ ხელ ჩასაჭიდ მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაეჭვდნენ მათი უგულველყოფილი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დასავლეთ ევროპაში გადაბარგების საჭიროებაში. ორბანის რიტორიკა ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მას სურს მისდიოს დახურული სახელმწიფოს პოლიტიკას (ინგ. closed-country policy), სადაც უმკაცრესად იქნება აღკვეთილი ემიგრაცია და იმიგრაციაც. თუმცა, რადგან არ გააჩნია მსგავსი ბერკეტები, მისი ერთადერთი გამოსავალია მიმართოს ახალგაზრდა უნგრელებს, რომ არ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, როგორ შეიძლება მოხდეს ახალგაზრდა უნგრელების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთით ისინი უკეთეს სამშობლოს ვერ იპოვიან, თუ უშუალოდ ორბანის პოლიტიკაც ანადგურებს ქვეყნაში წარმატებული და კრეატიული ცხოვრების განვლის შესაძლებლობას?

როგორც ჩანს პოპულისტებმა ვარშავასა და ბუდაპეშტში დასავლეთით დატრიალებულ ლტოლვილთა კრიზისში აღმოსავლეთისთვის უნიკალური შესაძლებლობა დაინახეს. მოქალაქეები აღარ გაეშურებიან დასავლეთისკენ, თუ ის დაკარგავს ხიბლს. დასავლეთის დაკნინება და იმის განცხადება, რომ მისი ინსტიტუტები „იმიტაციის ღირსნი არ არიან“ შეიძლება განვიხილოთ უსამართლობისთვის ერთგვარ წარმოსახვით შურისძიებად. თუმცა, ამას აგრეთვე აქვს დამატებითი სარგებელიც – ის ხელს უწყობს რეგიონში არსებულ პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტს – მოსახლეობის ემიგრაციისგან თავშეკავებას. პოპულისტები ეწინააღმდეგებიან იმას, თუ როგორ დახვდა დასავლეთ ევროპა აფრიკელებს და ახლო აღმოსავლეთის მკვიდრ მოსახლეობას. თუმცა, სინამდვილეში მათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, თუ როგორ გაუღო ევროკავშირის დასავლეთ სახელმწიფოებმა კარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს, რითაც სავარაუდოდ ხელი შეუწყო რეგიონის ყველაზე პროდუქტიული ადამიანური რესურსის გადინებას.

ჩვენს განხილვას მივყავართ თანამედროვე ანტი-ლიბერალიზმის საფუძვლებთან. კერძოდ, ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსის მოსაზრების საპირწონედ, პოპულისტების რისხვა ნაკლებად ეხება მულტიკულტურალიზმს, ვიდრე ინდივიდუალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაშვებაა, რადგან აღიარების შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის ქოლგის ქვეშ ვაწარმოოთ პოპულიზმის წინააღმდეგ მულტიკულტურალიზმზე უარის თქმით ბრძოლა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანტი-ლიბერალი დემოკრატებისთვის ევროპაში თეთრი ქრისტიანი უმრავლესობისთვის (ინგ. white Christian majority) უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს დასავლური საზოგადოების უუნარობა დაიცვას საკუთარი თავი. მას არ შეუძლია ამის გაკეთება გაბატონებული ინდივიდუალიზმის და კოსმოპოლიტიზმის გამო, რომლებმაც ის დააბრმავა და ვერ აღიქვამს არსებულ გამოწვევებს.

ანტი-ლიბერალური დემოკრატია გასცემს პირობას, რომ თვალს აუხელს მოქალაქეებს. თუ 1990-იან წლებში ლიბერალური თანხმობა ეხებოდა ინდივიდუალურ ლეგალურ და კონსტიტუციურ უფლებებს, თანამედროვე ანტი-ლიბერალური თანხმობის მიხედვით, თეთრი ქრისტიანი უმრავლესობის უფლებებს კრიტიკული საფრთხე ემუქრებათ. და ამ ბრუსელისა და აფრიკის ბოროტი კავშირის მიერ ალყაში მოქცეული უმრავლესობის მყიფე უპირატესობის შესანარჩუნებლად ევროპელებმა უნდა ჩაანაცვლონ ლიბერალების მიერ თავს მოხვეული წყალწაღებული ინდივიდუალიზმი და უნივერსალიზმი მასკულინური იდენტობის პოლიტიკით ან მათივე ჯგუფური პარტიკულარიზმით. ეს ის ძირითადი გზავნილებია, რომლების გამოყენებითაც ორბანი და კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკი საკუთარ მოქალაქეებში არსებული ქსენოფობიური ნაციონალიზმის გაღვივებას შეეცადნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოპულისტების მიერ დასავლურ ლიბერალიზმზე შურისძიების მწვერვალი არის არა დასავლეთის იმიტაციის იდეის უარყოფა, არამედ მისი ამობრუნება. ორბანს და კაჩინსკის არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არიან ნამდვილი ევროპელები; და თუ დასავლეთი საკუთარ თავს გადაარჩენს, ის იძულებული იქნება დაემსგავსოს აღმოსავლეთს. 2017 წლის ივლისში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა განაცხადა:

„ოცდაშვიდი წლის წინ აქ ცენტრალურ ევროპაში ჩვენ გვჯეროდა, რომ ევროპა იყო ჩვენი მომავალი; დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომავალი“.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე

სტატიის ორიგინალი The Guardian-ზე

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის მიმართ

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის მიმართ.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის ერთგულების შენარჩუნებისას, ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური პუბლიკაციების შესწავლაზე, რაც ფინანსებს, სავაჭრო კონკურენციას, სახალხო მეურნეობის დარგების მართვის მეთოდებს ეხება. ამ დაჟინებული შესწავლისას აუციელებელია მარცვლის გარჩევა ღვარძლისგან. არ შეიძლება დასავლური თეორიების კოპირება, რომლებიც კაპიტალიზმის არსს ასახავენ. არ შეიძლება იმ კონცეპტების ათვისება, რაც უცხოა სოციალიზმისთვის.

(სი ძინპინი, იდეოლოგიური ჟურნალი “ჭეშმარიტების ძებნა”)
http://en.qstheory.cn

ალბათ თქვენ გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა: რისთვის ჭირდება სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალისტური სამყაროს ეკონომისტების შესწავლა? ამ კითხვაზე პასუხი რეალურად ზედაპირზე ტივტივებს. ჩინეთში დღესდღეობით დამყარებულია ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა.” აღნიშნული ტერმინი მარქსისტულ მეცნიერებაში ერთობ ახალი ცნებაა, რომელიც ციამ ცზეემინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-14 ეროვნული კონგრესის დროს გამოიყენა ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მიზნებისთვის.

რას წარმოადგენს სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა? ეს არის ეკონომიკა, რომელიც 2 ძირითადი სექტორიდან შედგება: სახელმწიფო და კერძო. სახელმწიფო სექტორი იმართება მთავრობის მიერ პირდაპირი დაგეგმვის მეშვეობით, რაც განვითარების ლოკომოტივია. სახელმწიფოს საკუთრებაში არის მიწა და ბუნებრივი რესურსები, რკინიგზა, საავიაციო ტრანსპორტი, მძიმე მანქანათმშენებლობა. კერძო სექტორს, რომელიც კოოპერატივისგან და ბურჟუაზიული საწარმოებისგან შედგება, დამხმარე ეფექტი გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კერძო სექტორი მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ მმართველ სტრუქტურებში იდეოლოგიური პარტიელების დანერგვით.

30 წლის განმავლობაში ჩინეთმა შეძლო საკუთარი 800 000 თანამოქალაქის ამოყვანა უიმედო სიღარიბიდან, თითქმის ყველა მოქალაქე უზრუნველყო პენისებით და უფასო სამედიცინო მომსახურებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთის მშპ საშუალოწლიურად 10%-ით იზრდება და დიდი ალბათობით ერთ დეკადაში ჩინური ეკონომიკის მოცულობა ამერიკულს გადაასწრებს. ჩინეთი დღესდღეობით ფაქტიურად ციფრული ზესახელმწიფოა და ეს კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც გამოჩნდა. იმის მიუეხედავად რომ ჩინეთი 1.4 მილიარდიანია ქვეყანაა, მან ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და Covid 19-ის გავრცელება შეაჩერა.

ამასთან ერთად მთელი ქვეყნა მოცულია მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელითა. ჩინეთის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ შევადარებთ ლიბერალურ და კაპიტალისტურ ინდოეთს, კაპიტალისტურ ბუტანს ან რუსეთს. ამას წინათ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აღნიშნა, რომ ჩინეტის პოლიტიკური სისტემა არის მსოფლიოში ყველაზე პროგრესული და განაცხადა რომ მსგავსი მოდელის დანერგვა საკუთარ ქვეყანაშიც სურს.

დასავლეთში და იდეოლოგიურად მის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონებში აქსიომის დონეზე გავრცელებულია ის ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ქვეყნების განვითარება და მოდერნიზაცია დასავლეთის გავლენის ზრდასთან და ამ ქვეყნების ვესტერნიზაციასთან  იყო უშუალო კავშირში. როგორც ჩინეთის მაგალითი გვიჩვენებს ეს უფრო ჰიპოთეზაა, ვიდრე ჭეშმარიტებაზე.

განვითარების ჩინური პარადიგმა გარკვეულწილად უნიკალურია და ეს უნიკალურობა პირველ რიგში ძლიერ და ყოვლისმომცველ სახელმწიფოზე დგას. სახელმწიფო ჩინეთში ყველგანაა: ბევრი მსხვილი კომპანია კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო კომპანიებიც კი ისეთები, როგორებიცაა Lenovo და Huawei, დიდწილად სახელმწიფო მფარველობაზე არიან დამოკიდებულები.  ამბიციური ეკონომიკური გეგმები, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების წახალისება, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს  ყველაფერი  ჩინეთში ძლიერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს.  ასე მაგალითად ჩინეთის დიდი არხის მშენებლობა, რომელიც დღემდე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი ინფრასტრუქტურული პროექტია მსოფლიოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში დაიწყო. ეს არხი 1700 კმ-ზე მეტი სიგრძისაა და ისეთ ქალაქებს აკავშირებს ერთანეთთან როგორიცაა შანხაი და პეკინი.

ნეოლიბერალიზმის სიკვდილის ცივილიზაცია

ცივი ომის ბოლოს, პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ თავისი ცნობილი ესე გამოაქვეყნა სახელად «ისტორიის დასასრული». ფუკუიამას მტკიცებით კომუნიზმის კრახმა მთელი მსოფლიო ბოლო წინაღობისგან გაათავისუფლა, რომელიც მას საბოლოო მიზანს აშორებდა – ლიბერალურ დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკას. მაშინ ამერიკელ პროფესორს ბევრი დაეთანხმა.

დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბერალური დღის წესრიგი ნელ-ნელა კარგად თავის ძალაუფლებას, ხოლო ავტორიტარული მმართველები და დემაგოგები მართავენ ქვეყნებს, სადაც მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი ცხოვრობს. შესაბამისად ფუკუიამას იდეები უკვე მოძველებული და გულუბყვრილოა. მაგრამ, ის კვებავდა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში დომინირებდა.

ნეოლიბერალური რწმენის ავტორიტეტი და დაურეგულირებული ბაზრების, როგორც საყოველთაო კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის იმედი უკვე სულს ღაფავს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ნეოლიბერალიზმის და დემოკრატიის მიმართ ნდობის ერთდროული შემცირება არ არის უბრალოდ დამთხვევა ან მარტივი კორელაცია.

ნეოლიბერალიზმი უკვე 40 წლის განმავლობაში ასუსტებს დემოკრატიას.

გლობალიზაციის იმ ფორმის გამო, რომელიც ნეოლიბერალიზმის მიერ იყო ნაკარნახევი, როგორც ცალკე აღებულმა ადამიანებმა, ასევე მთელმა საზოგადოებებმა დაკარგეს საკუთარი ბედის განკარგვის შესაძლებლობა. ამას ძალიან ნათლად ხსნის დენი როდრიკი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცი.

კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაციის შედეგი განსაკუთრებით შემზარავი გამოდგა: თუ განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კარგავდა უოლ-სტრიტის კეთილგანწყობას, ბანკებს შეეძლოთ უბრალოდ თავისი ფული მთლიანად გატანათ ამ ქვეყნიდან. შედეგად, ამომრჩევლები მკაცრი არჩევნის წინაშე დგებოდნენ: დამორჩილებოდნენ უოლ-სტრიტს ან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს შეჯახებოდნენ.

მაგრამ მდიდარ ქვეყნებშიც კი რიგით მოქალაქეებს ეუბნებოდნენ: «თქვენ ვერ შეძლებთ სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას» (იქნება ეს ადეკვატური სოციალური დაცვა, ღირსეული ხელფასები, პროგრესული საგადასახადო სისტემა ან კარგად რეგულირებადი ფინანსური სისტემა), «იმიტომ, რომ ქვეყანა დაკარგავს კონკურენტუნარიანობას, სამუშაო ადგილები დაიკარგება და თქვენ დაზარალდებით»

როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში ელიტა დაპირებას იძლეოდა, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან მიგვიყვანდა, ხოლო ამ ზრდის სარგებელი «ზევიდან ქვევით ჩამოიღვრებოდა» და ღარიბების ჩათვლით, ყველა უკეთ შეძლებდა ცხოვრებას. მაგრამ ამისთვის მშრომელები უნდა დათანხმებულიყვნენ უფრო დაბალ ხელფასებს, ხოლო მოქალაქეები მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შემცირებას.

საკუთარი დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა საკმაოდ შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის თავს გვახვევდა ინტელექტუალურ ორთოდოქსიას, რომლის დამცველებიც უკიდურეს შუწყნარებლობას ავლენდნენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა.

ელიტა აცხადებდა, რომ მისი დანაპირები მეცნიერულ ეკონომიკურ მოდელზეა დაფუძნებული და «კვლევებზე, რომლებიც ფაქტებს ემყარება». და 40 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შემდეგი ციფრები:

  • ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდა
  • ზრდის ნაყოფი მთლიანად ერგო ერთეულებს, რომლებიც «კენწეროში იყვნენ».
  • ხელფასების სტაგნაციის პირობებში საფონდო ბაზრების ინდექსები გამალებით იზრდებოდა, შემოსავლები და სიმდიდრე ზევით მიემართებოდა, ქვევით კი არ ჟონავდა.

როგორ შეიძლება ხელფასების ზრდის შეზღუდვამ (კონკურენტუნარიანობის მიღწევის და შენარჩუნების მიზნით) და სახელმწიფო პროგრამების (ხარჯების) შემცირებამ ხელი შეუწყოს ცხოვრების დონის ზრდას? რიგითი მოქალაქეები გრძობდნენ, რომ მათ გაფუჭებული საქონელი მიყიდეს. ისინი მართლები იყვნენ, როდესაც თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

დღეს ჩვენ ამ დიდი პოლიტიკური სიცრუის შედეგებს ვიმკით: ელიტების და ნეოლიბერალიზმის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ასევე უნდუბლობა გაღრმავდა იმ კორუმპირებული პოლიტიკურის სისტემის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ეს შესაძლებელი გახდა.

რეალობა კი ამგვარია: დასახელების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის ეპოქა უკიდურესად შორს აღმოჩნდა ლიბერალიზმისგან. ის ინტელექტუალურ ორთოდოქსიას გვახვევდა თავს, რომლის დამცველებიც უკიდურეს შეუწყნარებლობას ავლენდენ მათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. არაორთოდოქსალური შეხედულებების მქონე ეკონომისტებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ერეტიკოსებს, რომელთაგანაც თავის არიდება სჯობს, საუკეთესო შემთხვევაში კი რამდენიმე განცალკევებულ ინსტიტუტში იზოლირება. ნეოლიბერალიზმი არ გავდა იმ «ღია საზოგადოებას», რომელზეც კარლ პოპერი წერდა. როგორც ჯორჯ სოროსი აღნიშნავს, პოპერი აღიარებდა, რომ ჩვენი საზოგადოება წარმოადენს რთულ, მუდმივად ევოლუციონირებად სისტემას და რაც უფრო მეტს ვგებულობთ, მით უფრო მეტად ცვლის ჩვენი ცოდნა ამ სისტემის ქცევას.

თუ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ვერ გვაიძულა გაგვეგო, რომ დაურეგულირებელი ბაზრები არ მუშაობენ, მაშინ ამას ზუსტად შეძლებს კლიმატის კრიზისი: ნეოლიბერალიზმს ჩვენი ცივილიზაციისთვის სიკვდილი მოაქვს. და როგორც ჩანს, დემოგოგები, რომელთაც სურთ რომ ჩვენ მეცნიერებას და ტოლერანტობას ზურგი ვაქციოთ, მხოლოდ გაართულებენ ჩვენს მდგომარეობას.

ჩვენი პლანეტის და ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა – ესაა ისტორიისთვის ახალი დასაბამის მიცემა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ განმანათლებლობის სული და კვლავ თაყვანი უნდა ვცეთ თავისუფლების ფასეულობებს, ცოდნის პატივისცემას და დემოკრატიას.

კორონა, როგორც ანტიგლობალიზმის გამოძახილი

კორონა და ახალი პოლიტიკური რეალობა:

1. მსგავსი კრიზისების დროს კარგად ჩანს რამდენად დაუცველია ისეთი ეკონომიკები, რომლებიც არაფერს არ აწარმოებენ და მინდობილი არიან ე.წ თავისუფალ ბაზარს. ჩაიკეტა საზღვრები, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს რჩები ელემენტარული რესურსების გარეშე და ფინანსური კაპიტალიზმი ვერაფერში ვერ გშველის. ამიტომ კრიზისი აჩვენებს აუცილებლობას და უპირატესობას თვითკმარი ეკონომიკების.

2. ღია საზოგადოება ესეთ კრიზისების დროს არის საშიში და ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. შესაბამისად ეხლა გადარჩენა არა ღიაობაშია, არამედ პირიქით უფრო ჩაკეტილ საზოგადოებაშია. რაც უფრო ჩაკეტილია საზოგადოება, მით უფრო დაცულია ის.

3. გლობალიზაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების. ანუ გლობალიზაცია, რომდლიც ადრე როგორც სიკეთე იყო წარმოჩენილი, დღეს მოიტანს ვირუსების, დაავადებების ყველაზე მაშტაბურ ეპიდემიებს. შესაბამისად ის ფასი რაც გლობალიზაციისთვის უნდა გადავიხადით აღმოჩნდა იმაზე დიდი, ვიდრე ის სიკეთე რაც მას მოაქვა.

4. ეგოიზმის ეპოქა რომელიც სამომხმარებლო სიხარბეში იყო ჩადებული, აღმოჩნდა დამღუპველი. აღმოჩნდა რომ ბუნების ესეთი დაუნდობელი ექსპლუატაცია თავის პასუხებს იძლევა. თუმცა თანამედროვე მწვანეები ამაზე პასუხი არ არის, საჭიროა ახალი ეკონომიკური პარადიგმები და ახალი სოციალური პრინციპები, სადაც ეგოიზმის დათრგუნვაზე, პასუხისმგებლიბაზე და გარემოს გაფრთხილებაზე იქნება ორიენტირებული.

5. საზოგადოების სოციალური ცვლილება. აღმოჩნდა რომ ამ ეპიდემიას კერძო მიდგომებით ვერ გავუმკლავდებით. ის ვისაც აქვს ფული, მარტო ვერ გადაურჩება ამ ეპიდემიას. ამიტომ კოლექტიური მოქმედების აუცილებლობა არის ერთადერთი გზა გადარჩენის. კოლექტიური მოქმედებები კი შეუძლებელია სოციალურად დაშლილ საზოგადოებებში. საზოგადოება უნდა იყოს უფრო მეტად თანასწორი, რომ ესეთ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ავტორი – ნუკრი შოშიაშვილი

ჯონ ნეში ადამ სმიტის წინააღმდეგ

ადამ სმიტის ”უხილავი ხელის” თეორია ქართული ნელობერალიზმის ყბადაღებულ თემად იქცა. 1980-იანი წლების შემდეგ, რაც ნეოლიბერალური ექსპერიმენტებისთვის მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში ხელსაყარელი ნიადაგი შეიქმნა, ადამ სმიტი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგვარ მოციქულად იქცა.

თუმცა ადამ სმიტის ხედვები რომ არ არის მართებული, ეს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ჯონ ნეშმა დაამტკიცა.

ჯონ ნეში ფართო მასებისთვის ცნობილია, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში 1994 წელს ”თამაშების თეორიის” განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საკუთრივ ”ნეშის წონასწორობის” შექმნის გამო. ის გახლავთ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც ერთდროულად ნობელიის პრემიაც აქვს მიღებული და აბელის პრემიაც (უმაღლესი მათემატიკური ჯილდო).

ადამ სმიტი ცდებოდა

ადამ სმიტი

ნეშის აკადემიურმა ხედვებმა გასული საუკუნის 50-იან წლებში თავდაყირა დააყენა იქამდე არსებული ეკონომიკური პარადიგმები. ასე მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი ადამ სმიტი თვლიდა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ეგოისტურად მოქმედებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებს, რაც საბოლოო ჯანმში საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა. აღნიშნული პრინციპი ეკონომიკაში ”უხილავი ხელის” მეტაფორით შემორჩა. ეს თეორია ლიბერალური ეკონომიკური მოძღვრებების ერთ-ერთ ფუნდამენტად იქცა და ნეოლიბერალიზმის ინსტრუმენტად გვევლინება საქართველოს მსგავს განვითარებ ქვეყნებში. ჯონ ნეშმა ნახევარ საუკენეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ადამ სმიტის თეორია უკვე იმ დროს იყო მოძველებული, რადგანაც თუ საზოგადოების წევრები მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, ეს არ მიგვიყვანს საერთო შედეგების მაქსიმიზაციემდე.

საზოგადოებისთვის ყველაზე ოპტიმალური ის სტრატეგიაა, რომლის დროსაც საზოგადოების/ჯგუფის თითოეული წევრი როგორც საკუთარ, ასევე სხვის ინტერესებს ითვალისწინებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანური ეგოიზმის გამო სხვადასხვა სუბიექტები მხოლოდ მათი გადმოსახედიდან საუკეთესო სტრატეგიას ირჩევენ და სხვა სუბიექტების ინტერესებს არ ითვალისწინებენ, ამას არა საზაგოდოების კეთილდღეობის მაქსიმუმამდე, არამედ ”ნეშის წონასწორობასთან”, მივყავართ, რაც საზოგადოევისთვის არ შეიძლება ოპტიმალურად მივიჩნიოთ.

თამაშების თეორია არის თამაშებში ოპტიმალური სტრატეგიის შესწავლის მათემატიკური მეთოდი. თამაშის ქვეშ იგულისხმება პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. თითოეულ მხარეს აქვს თავისი მიზანი და იყენებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც, სხვა მოთამაშეთა ქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისთვის მოგებიანი ან წაგებიანი იყოს. თამაშთა თეორია გვეხმარება საუკეთესო სტრატეგიის არჩევაში სხვა მონაწილეების, მათი რესურსებისა და შესაძლო ქმედებების გათვალისწინებით.

ჯონ ნეში

ჯონ ნეშის ნამოღვაწევი რეალურად მხოლოდ 80-იან წლებში დაფასდა. დღესდღეობით ”თამაშების თეორია” აქტიურად გამოიყენება როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში და სხვადასხვა მეცნიერებებშიც. ”თამაშების თეორიას” ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნური ინტელექტის და კიბერნეტიკის სფეროებში.

ნეშის მიერ ადამ სმიტის თეორიის სიმცდარე მათემატიკური ფორმულებით დასტურდება და აკედემიური ბაზისი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანელი ეკონომისტის ”უხილავი ხელის” თეორიაზე. ალბათ უამრავ თქვენგანს ნანახი აქვს ფილმი ”ბრწყინვალე გონება”, სადაც რასელ ქროუ ჯონ ნეშის როლს თამაშობს. ფილმში არის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი, როდესაც ჯონ ნეში, 3 მეგობართან ერთად საღამოს ბარში იმყოფება. ამ დროს 5 ლამაზმანი შემოდის, რომელთაგანაც 1 ყველასგან გამორჩეული იყო თავისი გარეგნული მონაცემებით. ადამ სმიტის თანახმად ჯონი სამივე მეგობართან ერთად ყველაზე ლამაზი გოგოს გასაცნობად უნდა მისულიყო და საბოლოოდ ის არავის არ დარჩებოდა, ამის საპირისპიროდ მას თავში რადიკალურად განსხვავებული იდეა მოუვიდა.

ნეშის წონასწორობა

ბევრი მეცნიერის აზრით, ნეშის წვლილი ფასდაუდებელია პირველ რიგში მის მიერ 1950 წელს გამოქვეყნებული სტატიის «წონასწორობა თამაშებში N მოთამაშეებით» «Equilibrium Points in N-person Games» გამო, რაც ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამუშევარია.

სტატიაში ნეშმა მოახდინა აბსტაქტული წონასწორობის ცნების ფორმულირება აბსტრაქტული თამაშის დროს – სტრატეგიული ურთიერთქმედების უმარტივესი მოდელი, როდესაც მოთამაშის მოგება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ რას აკეთებს თვითონ, არამედ იმაზეც თუ რას აკეთებენ სხვა მონაწილეები. მაგალითად თუ დავუშვებთ რომ 1 მოთამაშე მხოლოდ 1 სვლას აკეთებს, საჭიროა მხოლოდ ის რომ საკუთარი სვლის არჩევის შემდეგ, მოთამაშემ არ მოინდომოს სვლის შეცვლა სხვა მოთამაშის არჩევნიდან გამომდინარე. სწორედ ეს წონასწორობა, როგორც ნეშმა აღწერა – ყოველთვის არსებობს, ნებისმიერი სტრატეგიული ურთიერთქმედებისას.

ნეშის წონასწორობა არის სიტუაცია რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური აგენტის მიერ შერჩეული სტრატეგია ცნობილია და აგენტები ერთმანეთთან ურთიერთქმდებენ  საკუთრივ შერჩეული საუკეთესო სტრატეგიებით.

აშშ VS ირანი (1953 წ. აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალება)

”ასე ვაპირებთ ჩვენ მოჰამედ მოსადეყის თავიდან მოშორობეას” – 1953 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფს განუცხადა თავის მზაკვრული გეგმის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხელში ირანის პრემიერ-მინისტრის დამხობის გეგემა ეჭირა, რომელიც CIA-ის თანამშრომლის და აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილის, კერმიტ რუზვლეტის მიერ იყო მომზადებული.

ჯონ ფოსტერ დალესი

თავდაპირველად მოჰამედ მოსადეყის ლიკვიდაციის ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა, რადგანაც პრინციპული ირანელი ლიდერი საპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. ეს იყო ერთადერთი ნავთობის კომპანია, რომელიც ირანში ოპერირებდა. 1951 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი ნაციონალიზაციის შესახებ, ხოლო აპრილში მოჰამედ მოსადეყი პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია.

1 მაისს განხორციელდა ნაციონალიზაცია. როგორც მაშინ ირანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”ირანელმა ხალხმა საუნჯე გახსნა, რომელზეც იქამდე დრაკონი იჯდა”.

მოსადეყის მთავრობამ ბრიტანელებს ნავთობის ოპერაციებიდან 25%-იანი წმინდა მოგების წილი შესთავაზა, რათა ბრიტანელების გული მოეგო. ასევე ბრიტანელი თანამშრომლების უსაფრთხოების და დასაქმების პირობა მისცა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელებმა უგულუბელყვეს ირანელი ხალხის და პარლამენტის გადაწყვეტილება საკუთარ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ და თავისი იმპერიალისტური ზრახვების კვალდაკვალ მოინდომეს მთლიანად ჩაეგდოთ ხელში ნავთობკომპანია. ამისთვის კი მათ მოსადეყის თავი ჭირდებოდათ.

მოჰამედ მოსადეყი (ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში)

ბრიტანელების მიერ ირანის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოხრჩობის მცდელობები ვერ განხორციელდებოდა ამერიკელების აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ ტრუმენის და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ბრიტანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ირანი, მათ ისღა დარჩენოდათ რომ დახმარებისთვის აშშ-ისთვის მიემართათ. 1952 წელს ჩერჩილის მთავრობამ კერმიტ რუზველტთან დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რეალურად CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ჯონ ფოსტერ დალესი გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო და მოსადეყში საფრთხეს ხედავდა, რადგანაც ეს უკანსაკნელი არ ემორჩილებოდა ანგლო-საქსურ დღის წესრიგს და საკუთარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად ცდილობდა. ის შიშობდა, რომ ცივი ომის დროს ირანი ნეიტრალიტეტს დაიკავებდა, ასევე არ მოსწონდა ირანის მიერ მთავრობის სოციალისტური იდეების მხარდაჭერა, რაც მაგალითად ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციაში გამოიხატა.

საქმე ისე შემოტრიალდა, რომ 1953 წელს მოჰამედ მოსადეყის დამხობის და ირანში სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია უფრო ამერიკული იყო, ვიდრე ბრიტანული. 26 წლის შემდეგ კერმიტ რუზვლეტმა წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმა CIA-მ ეს ოპერაცია. მან წიგნს ”კონტრგადატრიალება” დაარქვა, სადაც აღნიშნავდა რომ ეს ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ ირანში კომუნისტურ პარტიას (თუდე) არ ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. თუმცა ეს მტკნარი ტყუილი იყო, რადგანაც მოსადეყი არ იყო კომუნისტი და კომუნისტურ პარტიასთან საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დინ აჩესონი (ტრუმენის სახელმწიფო მდივანი) მას მოიხსენიებდა, როგორც: ”მდიდარი, რეაქციული, ფეოდალურად მოაზროვნე სპარსელი, რომლის კომუნისტური პარტიის მიმართ თაგარძნობა ძნელი წარმოსადგენია”.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი არ იყო სიმპატიით განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმიართ – ის 1951 წელს მკაცრად გაუსწორდა თუდეს (კომუნისტური პარტია) მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. სწორედ ამიტომაც ამერიკული CIA რუზველტის მეთაურობით შაჰს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დუაიტ ეიზნჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი მის მხარეს არიან და მოსადეყის დამხობას აპირებენ. ამერიკელებმა შაჰი დაარწმუნეს იმაში, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოჰამედ მოსადეყს ატოვებინებდნენ თანამდებობას და მის მაგივრად ფაზლოლუ ზაჰედს ნიშნავდა, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბრიტანელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა მოსადეყი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან მისი ჩამოშორობა და უცხოელი აგენტების დახმარებით შაჰი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო შეშინებული შაჰი ქვეყნიდან გაიქცა და რომს შეაფარა თავი.

1953 წელს თეირანში შესრულებული გრაფიტი Yankee go home ”ამერიკელებო გააჯვით”

16 აგვისტოს თეირანში მოსადეყის მხარდასაჭერი და შაჰის და აშშ-ის საწინააღმედეგო მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ნაციონალური ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ყველაფრის შემხედვარე კერმიტ რუზველტმა და CIA-მ მიიღეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოში არსებული ფულის მასობრივი გამოყენებების შესახებ მოსადეყის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად. სხვადასხვა ინფორმაციით აშშ-ს ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 1-დან 19 მლნ. $-მდე დაუჯდა. ხალხის მასობრივი მოსყიდვით, პროვოკაციების წახალისებით და მოსადეყის მხარდამჭერებზე თავსდასხმების მეშვეობით ამერიკელებმა მაინც შეძლეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა.

9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები მოსადეყის ერთგულ ჯარისკაცებს და ამერიკელების მიერ მოსყიდულ მეომრებს შორის. 300 ადამიანამდე დაიღუპა და უამრავი დაშავდა, სანამ შეტაკებები არ შეწყდა.

შემდგომი 25 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ის იმდენად ახლო მოკავშირე იყო, რომ მოსადეყისთვის ეს ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა. შაჰმა საკუთარი ქვეყანა მთლიანად ჩაუგდო ხელში ამერიკელ ჯარისკაცებს და სადაზვერვო ორგანიზაციებს, რათა ის გამოეყენებინათ როგორც პლაცდარმი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღდეგ.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ CIA-მ ყოველწლიურად ირანელი რელიგიური ლიდერების – აიათოლების დაფინანსება დაიწყო, რათა მათი კეთილგანწყობა არ დაეკარგა. 1953 წლიდან 1977 წლამდე ამერიკელები ყოველწლიურად 100-400 მლნ. $-მდე უხდიდნენ აიათოლებს და უმაღლეს რელიგიურ მსახურებს, იქამდე ვიდრე 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ეს ფინანსური დახმარება უეცრად არ შეუწვიტა მათ.

1953 წელს ამერიკელების მიერ ირანში მოწყობილი გადატრიალების შედეგად ირანში დიდი ხნით დასამარდა დემოკრატია. მოჰამედ მოსადეყი საკმაოდ დემოკრატიული მმართველი გახლდათ და პროგრესული რეფორმების გადატრებას ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, თუმცა აშშ-დიდი ბრიტანეთის დუეტმა გადაწყვიტა სამხედრო გადატრიალების მოწყობა. სწორედ CIA-ის მიუძღვის ლომის წვილი ირანში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წახალისებაში, რის შედეგებსაც ირანის მოსახლეობა დღესაც იმკის.

ემანუელ მაკრონი: ნატო კვდება!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეგობარი ევროპული ქვეყნები გააფრთხილა, რომ ნატო კვდება აშშ-ის არაპროგნოზირებადობის გამო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შეიმჩნევა.

მაკრონმა საკუთარი ეჭვები გამოთქვა ნატოს მე-5 მუხლის შესახებ, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავსდასხმის შემთხვევაში. ეს ჩრდილოეთატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთგვარი კვაკუთხედია მისი დაარსების მომენტიდან, 1949 წლიდან.

ნატოს ისტორიის განმავლობაში მე-5 მუხლი მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა, როდესაც ნატოს ჯარები აშშ-ის დირიჟორობით ავღანეთში შეიჭრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში აფეთქებული ცათამბრჯენების გამო, რაც ქვეყანაზე თავდასხმად იქნა მიჩნეული. თუმცა ეს უფრო ”საბაბად” შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვიდრე რეალურ მიზეზად, რამდენადაც აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში ბევრი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქე იყო გარეული. აშშ-ის ავღანეთში საკუთარ ინტერესები ამოძრავებდა პირველ რიგში და ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ”ფარი” იყო ამ ავანტიურაში.

2019 წლის 7 ნოემბერს The Economist-ისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ”ის, რასაც ამჟამად განვიცდით ეს არის ნატოს ტვინის სიკვდილი”.

მაკრონმა ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ ”ზურგის შექცევა” შეინიშნება, რაც მაგალითად ამისწინათ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიიდან ჯარების მოულოდნელი გაყვანის დროს გამოჩნდა. მისი სიტყვებით ეს გადაწყვეტილება აშშ-მ მოკავშირეებთან ყოველგვარი კონსულტანციის გარეშე მიიღო.

ეს პრინციპში ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ნატო პირველ რიგში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია და ნატოს გადაწყვეტილებები აშშ-ის მიზნების პირდაპირპროპორციულია. უბრალოდ დასავლეთს ქვეყნის ლიდერები ამას საჯაროდ იშვიათად აღიარებ ხოლმე.

ისტორიულად საფრანგეთს და ნატოს ურთერთობები ხშირად ეძაბებოდათ.

შეგახსენბთ, რომ საფრანგეთმა 1966 წლის 21 თებერვლას ერთხელ უკვა დატოვა ნატოს რიგები.

ასე მაგალითად შარლ დე გოლმა “ცხოვრების ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა” უწოდა საფრანგეთის ნატოდან გამოსვლას 1966 წელს. შეგახსენებთ რომ საფრანგეთმა სამხედრო ალიანსი შარლ დე გოლის პრეზიდენტობისას დატოვა, იმის მიუხედავად რომ ის ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა იყო.

ფრანგი გენერალი ყველაზე მაღლა საფრანგეთის სუვერენიტეტს აყენებდა. ეს იყო ვიეტნამში ომის წლები – როდესაც ამერიკუელი თვითმფრინავები ინდოჩინეთის დასაბომბად საფრანგეთში არსებული ბაზებიდან მიემართებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. დე გოლი ღირსეულად მოიქცა და ამერიკელების ბაზები საფრანგეთში დახურა. ნატო იძულებული გახდა საკუთარი სათაო ოფისი პარიზიდან ბრიუსელში გადაეტანა. სიმბოლურია რომ ბევრი წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელები ერაყს ბომბავდნენ ჟაკ შირაკმა ამერიკულ თვითმფრინავებს საფრანგეთის საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება არ მისცა .

ვნახოთ რით დასრულდება აშშ-ს და საფრანგეთს შორის ამჟამინდელი დაძაბულობა.

ამერიკულმა დრონმა ”შემთხვევით” 30 ავღანელი ფერმერი მოკლა

ამერიკულმა დრონმა, რომელიც ”ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებს უტევდა, შემთხვევით 30-მდე ავღანელი ფერმერი მოკლა, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ მინდორში ისვენებდნენ.

© Reuters

”ოთხშაბათის თავდასხმის შედეგად კიდევ 40-მდე ადამიანი დაიჭრა, რომელთაც შემთხვევით დაესხნენ თავს ამერიკული ძალები. ავღანელ ფერმერებს აღმოსავლეთ პროვინციაში, ნანგარჰარში თხილის შეგროვება ახალი დამთავრებული ქონდათ , როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა” – ავღანელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Reuters ციტირებს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ და ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ქაბულში დაადასტურეს დრონის თავდასხმა, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუჟღერებიათ.

ავღანეთში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მაშ შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში თალიბანს და აშშ-ის შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩაიშალა. თალიბანმა გააფრთხილა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ ის ინანებს თავის გადაწყვეტილებას შეეწყვიტა მოლაპარაკებები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო 18-წლიანი ომის შეწყვეტა და პოლიტიკური მდგომარეობის დარეგულირება.

გაეროს ინფორმაციით ავღანეთში ამა წლის პირველ ნახევარში 4000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა. ამაში კი ლომის წვლილი აშშ-ის ხელისუფლებას და მის მიერ ორკესტრირებულ დასავლურ კოალიციას მიუძღვის.

”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” – აშშ ავღანეთში, კოლუმბიასა და ინდოჩინეთში

Peter-Dale-Scott-whywhatwhyDOTorg.jpg
კანადელი დიპლომატი, პიტერ დეილ სკოტი თავის წიგნში ”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების, ნარკომაფიის და ნავთობის ბიზნესის ინტერესთა თანაკვეთაზე საუბრობს. 

II მსოფლიო ომის შემდეგ ნარკოტიკები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა: აშშ-ის დომინირების სტრატეგია სხვადასხვა ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებებთან ალიანსებს საჭიროებს, რომლებიც შუამავლის როლს თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე სისხლიან საქმეს ასრულებენ აშშ-ისთივს. (გავიხსნეოთ მაგალითად ”სირიის ზომიერი ოპოზიცია”, რომლებიც უკანონო ბანდ-ფორმირებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამერიკელებიც მფარველობით სარგებლობდნენ. ასევე ახალო აღმოსავლეთში ისეთი ტერირისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ”ალ-ქაედა და ”თალიბანი” საკუთარი არსებობის საწყის ეტაპზე სწორედ ამერიკელების დახმარებით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ) 

იქადან გამომდინარე რომ ოფიციალურად მსგავსი რადიკალური, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფების ფინანსირება ოფიციალურად შეუძლებელია, ვაშინგტონი არაოფიციალურად ნებას რთავს მათ ნარკოწარმოებით დაკავდნენ და ნარკოვაჭრობით ფული იშოვონ, საკუთარი ინტერესების გატარების პირობით.
5156F6sCxtL._SX331_BO1,204,203,200_.jpg
ისტორიის განმავლობაში ხშირი იყო ამერიკელების ალიანსები სიცილიურ მაფიასთან, ნიკარაგუულ ”კონტრასთან”, კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასთან, კოლომბიურ ”აუტოდეფენსასთან” და ა.შ. ნარკოტიკების მეშვეობით აშშ მარიონეტული რეჟიმების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ახერხებდა და  საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის საშუალებას იტოვებდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ბანკების მეშვეობით. აშშ-ის ამგვარი პოლიტიკის შედეგად გლობალურად ნარვაჭრობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რაც ბევრ ქვეყანაში არასტაბილურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
დეილ სკოტის წიგნში დეტალურად არის განხილული ის სქემა, რომლის მეშვეობითაც აშშ მოქმედებს. ამ მასალების გაცნობის შედეგად ის გავრცელებული მითი იმსხვრევა, რომლის თანახმადაც აშშ და ნატო ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.
17308990_1311619798905972_5311616930851756577_n-1.jpg

გლობალიზაცია მოკვდა, საჭიროა გამოვიგონოთ ახალი მსოფლიო წესრიგი

გახდა თუ არა მსოფლიო ”დემოკრატიის პიკის” მოწმე? არის თუ არა მომავალი იმგვარი, როდესაც თავისუფალი ბაზრის ღია საზოგადოებები მეტოქეობას გაუწევენ ავტორიტარულ ქვეყნებს სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის მოსაპოვებლად. მაიკლ ოსალივანის, ყოფილი საინვესტიციო ბანკირის და პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტის აზრით უფრო სასარგებლო იქნება მომავალის განხილვა.

მაიკლ ოსალივანი

მაიკლ ოსალივანის წინგი ”გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation] გარკვეულ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს. ავტორი მულტიპოლარული სამყაროს ფორმირების მომხრეა, თუმცა იმასაც ათვიცნობიერებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ის შეშფოთებულია დაბალი ზრდით და ჭარბვალიანობით, ამიტომაც მოუწოდებს ყველას «რისკის შესახებ მსოფლიო შეთანხმებას», რათა ცენტრალურმა ბანკებმა მხოლოდ რაოდენობრივი შემცირების მეთოდებს მიმართონ შეთანხმებული პირობების დროს.

ჩვენ უკვე უკან მოვიტოვეთ გლობალიზაცია. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მას და მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ახალ მსოფლიოში მინიმუმ 3 დომინანტი რეგიონი იქნება: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთის ცენტრალური აზია. ისინი სულ უფრო ხშირად სრულიად განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებენ პოლიტიკის, თავისუფლების, ომის, ტექნოლოგიების და საზოგადოების მიმართ. საშუალო მასშტაბის ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია ყველანაირად მოინდომებენ საკუთარი ადგილის პოვნას მსოფლიოში, იმ დროს როდესაც პატარა და განვითარებული ქვეყნების ახალი კოალიციები ჩამოყალიბდება სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მსგავსად. XX საუკუნის ინსტიტუციები – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარსულს ჩაბარდება.

20190629_OPP503.jpg

გავლენიანმა დასავლურმა გამოცემა The Economist-მა ოსალივანთან ინტერვიუ ჩაწერა და ჩვენ ამ ინტერვიუს ქართულ  ვერსიას გათავაზობთ:

The Economist: რამ მოკლა გლობალიზაცია?

მაიკლ ოსალივანი: მინიმუმ 2 რაღაცამ მოუღო ბოლო გლობალიზაციას. პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და შედეგად ზრდა გახდა ”ფინანსური”. ვალი გაიზარდა და უფრო მეტი ”მონეტარული აქტივიზმი” დაფიქსირდა, ანუ ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში ფულის ჩაშვებას ობლიგაციების და აქციების შეძენის მეშვეობით ახდენენ – საერთაშორისო ექსპანსიის შესანარჩუნებლად. მეორე, გვერდითი ეფექტები ან გლობალიზაციის მოსალოდნელი გვერდით რეაქციები უფრო აშკარაა: ქონების უთანასწორობა, ტრანსნაციონალური კორპორაციების დომინირება და გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაბნევა, რაც აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებად იქცა.

The Economist: გარდაუვალი იყო თუ არა გლობალიზაციის სიკვდილი თუ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება? 

მაიკლ ოსალივანი: ერთ-ერთი პრობლემური ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ცენტრალური ორგანო ან ოფიცაილური ინსტიტუტი გლობალიზაციის ფორმირებისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და შესაძლოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გარდა. ბევრი თვალსაზრისით გლობალიზაციის დასასრული ხაზგასმულია სუსტი და არადამაჯერებელი რეაქციით მსოფლიოს ფინანსურ კრიზისზე. საერთო ჯამში პასუხი კაპიტალის ღირებულების შემცირება იყო და არა კრიზის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ასე რომ,  ვალებით დატვირთული და ცენტრალური ბანკებისგან იოლი ფულის მოპოვების იმედით შეპრყობილი მსოფლიო ეკონომიკა მოიკოჭლებს.

The Economist: თქვენ განჭვრიტეთ, რომ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაანაცვლებენ XX საუკუნის არქაულ ინსტიტუტებს, რომლებიც სხვა ეპოქას უფრო უხდება. როგორ იმუშავებენ ისინი? და შეძლებენ თუ არა სხვადასხვა ფასეულობის მქონე ქვეყნები თანამშრომლებას (ანუ დემოკრატიული საბაზრო საზოგადოებები ”Levellers” და სახელმწიფოს მიერ მართული საზოგადოებები და ეკონომიკები ”Leviathans”?

მაიკლ ოსალივანი: ბევრი იყო გაკეთებული ცივი ომისდროინდელი კონკურენციისას კომუნისტურ რუსეთს და აშშ-ს შორის და დღეს ზოგ-ზოგიერთებს სურთ ცივილიზაციების შეჯახების ხილვა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ”გამოთანაბრება” ახასიათებს მომავალს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 2 სხვადასხვა მიდგომაა.

ყველაზე სახასიათო მიდგომა იმის შესახებ, რომ ხალხები თავისებურად მოინდომებენ რაღაცეების კეთებას, იმაში გამოიხატება, რომ ”ლეველერები” [Levellers ] ამას «თავისუფალი ხალხის უფლებას» დაარქმევენ ან ღია საზოგადოების იდეებს. ”ლეველერების” კოდექსი ძალიან ცხად პოლიტიკურ ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც ევროპელები და ამერიკელები აღიარებენ მისი ფასეულობების გამო.

418-l5ozg5L._SX321_BO1,204,203,200_.jpg

გთავაზობთ ნაწყვეტს მაიკლს ოსალივანის წიგნიდან გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation]:

“უკეთესი იქნება, თუ ის ხალხი ვინც გლობალიზაციით არიან გატაცებულები, მას გადალახავენ, გაათვიცნობიერებენ მისი გასვლის ფაქტს და ახალ რეალობასთან მორგებას შეეცდებიან. ბევრი ამას შეენიწააღდეგება, საგარეო პოლიტიკის იმ 35 ექსპერტის მსგავსად, რომელთაც 2018 წლის 26 ივლისს «ნიუ-იორკ თაიმსში» რეკლამა გამოაქვეყნეს შემდეგ სათაურით ”რატომ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტები და წესრიგი”, იგრძნობენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი და მისი ინსტიტუტები შენარჩუნებული უნდა იქნეს. მე ამას არ ვეთანხმები. გლობალიზაცია, როგორც მინიმუმ იმ ფორმით, რასაც ხალხი მიეჩვია, განსვენებულია. აქედან გამომდინარე გლობალიზაციიდან გადასვლამ შეიძლება მიიღოს 2 ახალი ფორმა. ერთი სახიფათო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიხილავთ გლობალიზაციის სრულ დასასრულს იმის მსგავსად, როგორც პირველი გლობალიზაციის პერიოდის დასასრულს 1913 წელს. 

მეორე სცენარი ახალი მსოფლიო წესრიგის ევოლუცია იქნება – სრულიად მრავალპოლარული სამყაროსი, სადაც 3 მსხვილი ან უფრო მეტი ცენტრი იქნება წარმოდგენილი (იმის მიხევდით თუ როგორ განვითარდება ინდოეთი). ამ ცენტრებს ერთმანეთისგან განსხვავებული ეკონომიკები, კანონები და უსაფრთოხების ქსელები ექნება. ჩემი აღქმა იმგვარია, რომ 2018 წლამდე მრავალპოლარულობა უფრო თეორიული კონცეფცია იყო – რაზეც უფრო მეტს წერდნენ, ვიდრე მას ცდიდნენ. მაგრამ სიტუაცია სწრაფად იცვლება: სავაჭრო დაძაბულობა, ტექნოლოგიების პროგრესი და მათი რეგულირება – რამდენიმე ბზარია, რომლის გარშემოც მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებად იმსხვრევა. მრავალპოლარულობა ძალას იკრებს, რასაც 2 მსხვილი ღერძი ექნება:

პირველ რიგში მრავალპოლარულ სამყაროში პოლუსები უნდა იყოს საკმაოდ დიდი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ძალაუფლების კუთხით. მეორე, მარავალპოლარულობის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოლუსები იყოს დიდი და მძლავრი, არამედ იმაშიც რომ პოლუსებმა უნდა განავითარონ მკაფიო, საქმეების კეთების კულტურულად თავსებადი გზები. მრავალპოლარულობა ესაა როდესაც რეგიონები სხვადასხვანაირად აკეთებენ რაღაცეებს და არ უნდა აგვერიოს მულტილატერალიზმი, როდესაც ისინი უბრალოდ ერთად აკეთებენ რაღაცეებს.”