დემოკრატმა სტალინმა ინდოეთის არჩევნებში გაიმარჯვა

ინდოეთში, ტამილნადუს შტატში გამართულ არჩევნებზე პოლიტიკოსმა სახელად სტალინმა გაიმარჯვა.

ინდოელი პოლიტიკოსი მუთხუველ კარუნანიდ სტალინი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ლიდერის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი, სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუს ხელისუფლებაში მოვიდა. პარტიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს – “Dravida Munnetra Kazhagam” (DMK) არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ინდოეთის სამხრეთით, ტამილნადუს შტატის მასშტაბით.

ტამილნადუში, ინდოეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე შტატში, 72 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სტალინს ამ შტატის მთავარი მინისტრის პოსტი წილად ხვდა მას შემდეგ, რაც მისი მეთაურობით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალამ რეგიონულ არჩევნებში 234-წევრიან პარლამენტში 159 ადგილი მოიპოვა.

“ინდოელი სტალინი” 1953 წლის 1 მარტს დაიბადა – საბჭოთა კავშირის ლიდერის გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე. მამისი მემარცხენე ხედვების იყო და ხუთი ვადის განმავლობაში ინდოეთის მთავარი მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ინდოელი სტალინი საკუთარ თავს ურყევ დემოკრატად მიიჩნევს, მისი პარტია სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისაა. პოლიტიკოსმა გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდა საბჭოთა კავშირში 1989 წელს და როგორი ეჭვის თვალით უყურებდნენ მას აეროპორტში.“როგორც კი რუსეთის აეროპორტში დავეშვი, მთხოვეს სახელი მეთქვა. როდესაც სტალინი ვუთხარი, აეროპორტში ბევრმა ადამიანმა ალმაცერად ყურება დამიწყო. პასპორტის შემოწმებისას, ოფიციალურმა პირებმა სანამ ქვეყნაში შემიშვებდნენ რამდენიმე კითხვა დამისვეს.”– განაცხადა სტალინმა.

შეგახსენებთ, რომ მარქსისტი თეორიტიკოსების და საბჭოთა ლიდერების – სტალინის და ლენინის სახელები განვითარებად ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იქნება ეს აზია, ლათინური ამერიკა თუ აფრიკა – ძალიან ბევრ პოლიტიკოსს შეხვდებით ამ სახელებით. ამჟამად სამხრეთამერიკული ეკვადორის პრეზიდენტი, ლენინ მორენოა, რომელსაც ასევე ლენინის საპიტივცემულოდ დაარქვეს სახელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s