პიკე: საზოგადოებასა და ფეხბურთს ერთი რამ ებრძვის – კაპიტალიზმი

აქამდე ჟერარდ და დღეიდან “კომენდანტე” პიკემ Movistar-თან ინტერვიუში სუპერ ლიგის შესახებ ისაუბრა და კაპიტალიზმსაც გაჰკრა კბილი.

“საკუთარი თავი პრეზიდენტი ლაპორტას ადგილას წარმომიდგენია, როცა კლუბი ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. ის “ბარსელონასთვის” საუკეთესოს გაკეთებას ცდილობს. ჩვენი გუნდი სუპერლიგის ერთერთი დამფუძნებელია და ამ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი კლუბის ფინანსური მდგომარეობა იყო.

ფეხბურთელის თვალით რომ შევხედო, გლობალურად, არ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში ფეხბურთისთვის პოზიტიური იქნება. გრანდები ერთად იქნებიან და ყოველ სეზონში 5 სხვადასხვა გუნდი დაემატება. ამბობენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებენ. თან, როცა ჩემპიონთა ლიგას 3,5 მილიარდი ევრო მოაქვს, სუპერლიგა სამჯერ მეტს მოიტანსო. მათემატიკაში ასე კარგად ვერ ვერკვევი.

სატელევიზიო უფლებების ექსპერტებს თუ ვკითხავთ, ამბობენ, რომ ბაზარი ასეთი აღარ იქნება. დასაწყისისთვის ამბობენ, რომ ეროვნული ჩემპიონატები იარსებებენ. ამისათვის სპეციალურ საინტვესტიციო ფონდებს შექმნიან, საბანკო საზოგადოებებს.

როცა წაგებისკენ წავლენ, თამაშებს ვიქენდებზე გადაიტანენ, სათამაშო დღეები ოთხშაბათი და შაბათი იქნება. მე ასე ვფიქრობ. იმ ფულს ჩაიგდებენ ხელში, რასაც ეროვნული ლიგები გამოიმუშავებენ. ამის მისაღწევად კი მთელ სისტემას ანგრევენ. რა გვინდა, რომ “სევილია”, “ვალენსია”, “ლესტერი”, “ნაპოლი”,… გაქრეს?

როგორც მე ვხედავ, ყველაფერი აქით მიდის. თუ ეს სურთ, გადადგან ნაბიჯი, თუმცა ჩვენ გვეცოდინება. ეს ამერიკული მოდელია, ასეთი რამეები იქ აქვთ და კარგი რამ არის. საქმე იმაშია, რომ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. ბალანსი უნდა შევქმნათ, სადაც დიდი კლუბები არც ისე დიდ კლუბებთან ერთად იარსებებენ.

ლა ლიგისა და უეფას ტურნირებში მონაწილე კლუბებს უფრო მეტი წონა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დაბალი დონის ჩემპიონატების წარმომადგენლებს. მეტი ხმა, მეტი შემოსავალი. მაგრამ, ყველაფრიდან გაქცევა, მთელი ეკოსისტემის მოშლა. ადამიანებს სამსახურებს ართმევენ…

ეს იმის ანარეკლია, რაც საზოგადოებაში ხდება. ეს წმინდა და დაუნდობელი კაპიტალიზმია. ეს იდიალური მოდელი არაა, უფრო დაბალანსებული სისტემა უნდა ვიპოვოთ,”– განაცხადა პიკემ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s