”დედა” და ”მამა” ჩანაცვლდება ტერმინით ”მშობელი”- გენდერულად ნეიტრალური ტერმინები აშშ-ის კონგრესის (წ.პ) ოფიციალურ ენაში

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის (შემდეგში – პალატა) ქცევის კოდექსის ცვლილების შედეგად მოხდა შიდა მოხმარების ოფიციალურ ენაში გენდერზე ორიენტირებული ტერმინების ჩანაცვლება გენდერულად ნეიტრალურით.

პალატის სპიკერმა, კალიფორნიელმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა მასაჩუსეტსიდან ჯემს მაკგოვერნმა წარადგინეს ეს ცვლილება პარასკევს. იგი არის წესებში „რევოლუციური“ ცვლილებების (ინგ. „sweeping” rule changes) პაკეტის ნაწილი, რომლის მიზანია 117-ე მოწვევის კონგრესში მრავალფეროვნების და ჩართულობის (ინგ. inclusiveness) წაქეზება.

ჰილის (ინგ. The Hill – რედ. ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო) თანახმად, პალატამ დაამტკიცა ეს ცვლილებები ორშაბათს 217-206 პარტიული ხმათა რაოდენობით.

ამ კანონით პალატაში არ იკრძალება გენდერული ენის (ინგ. gendered language) გამოყენება. მას უბრალოდ შეაქვს კონკრეტული ცვლილებები უშუალოდ პალატის წესებში გამოყენებულ ენაში.

ქვემოთ მოყვანილია ის ტერმინები, რომლებიც გამოიყენება პალატის წესებში და ექვემდებარებიან ცვლილებას:

  • ტერმინი “seamen”-ი ჩანაცვლდება “seafarers”-ით (რედ. ქართულად ორივე ტერმინი ითარგმნება, როგორც „მეზღვაურები“; თუმცა ინგლისურში პირველ ტერმინს აქვს დაბოლოება “men”, რაც მრავლობით ფორმაში მამრზე მიუთითებს).
  • ტერმინი “chairman”-ი ჩანაცვლდება “chair”-ით (რედ. ქართულად „თავმჯდომარე“, თუმცა პირველ ტერმინში დაბოლოება არის “man”; ქართული ანალოგია „კაცი“, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს, როგორც ზოგადად ადამიანს, ასევე მამრს).
  • ტერმინები, რომლებიც მიუთითებენ ოჯახურ კავშირებზე, მაგალითად, დედა (Eng. mother), მამა (Eng. father), ქალიშვილი (Eng. daughter), ვაჟიშვილი (Eng. son), და (Eng. sister) და ძმა (Eng. brother) შეიცვლება სიტყვებით მშობელი (Eng. parent), ბავშვი (Eng. child) და ნეიტრალური სიტყვით, რომელიც მიუთითებს დაზე ან ძმაზე (Eng. sibling).
  • სიტყვათშეთანხმება “submit his or her resignation” (ქართ. მის მიერ, მამრობითი ან მდედრობითი ნაცვალსახელის მითითებით, გადადგომის შესახებ განცხადების შეტანა) შეიცვლება სიტყვით “resign” (ქართ. გადადგომა ან გადადგე).
  • სიტყვათშეთანხმებები “he or she serves” (ქართ. მამრობითი/მდედრობითი ნაცვალსახელი მსახურობს) და “he or she holds” (ქართ. მამრობითი/მდედრობითი ნაცვალსახელი უკავია თანამდებობა) ჩანაცვლდება ‘‘such Member, Delegate, or Resident Commissioner”-თ (ქართ. ამ წევრს, დელეგატს, წარმომადგენელს; ანუ, კვლავ იქნება ამოღებული რაიმე მითითება მამრობით/მდედრობით ნაცვალსახელზე).
  • სიტყვები “himself” (ქართ. მას/მისთვის მამრობითი ფორმა) და “herself” (ქართ. მას/მისთვის მდედრობითი ფორმა) ჩანაცვლდება ტერმინით “themselves” (ქართ. მრავლობითი ფორმით – მათ, მათი, მათთვის).

პელოსის მიერ ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ნენსი პელოსი

„როგორც პალატის სპიკერი, მოხარული ვარ შევუერთდე თავმჯდომარე ჯიმ მაკგოვერნს და წარმოგიდგინოთ ეს მომავალზე ორიენტირებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც ასახავს პალატაში ისტორიულად მრავალფეროვანი დემოკრატიული უმრავლესობის ხედვების და ღირებულებების მთელ სპექტრს“.

ეს ცვლილებები დაემთხვა ლგბტქ (Eng. LGBTQ) თემიდან კანონმდებელთა რეკორდულ შესვლას კონგრესში.

ლგბტქ გამარჯვების ფონდის (Eng. LGBTQ Victory Fund) ინფორმაცით, დღეისთვის ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში თემის ისტორიულად უპრეცედენტო რაოდენობის წევრია; ეს არიან ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე და შეძლეს 2020 წელს არჩევნებში გამარჯვება. ფონდი, როგორც ორგანიზაცია, „ემსახურება ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენლების არჩევნებში გამარჯვებას, რომლებიც შემდგომში გააგრძელებენ ხელისუფლების ყველაზე დონეზე თანასწორობის დანერგვას“.

აგრეთვე, ვაშინგტონ პოსტის (Eng. The Washington Post – რედ. ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო) ანგარიშების თანახმად, ეს ცვლილებები კავშირშია გარე პროცესებთან, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში აქტივისტები და ლინგვისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აყალიბებენ ახალ ტერმინებს და ამასთანავე ახორციელებენ არსებული სიტყვების გადააზრებას გენდერულად ინკლუზიურ ენის ჩამოსაყალიბებლად.

რამდენიმე კანონმდებელმა რესპუბლიკური პარტიიდან გააკრიტიკა ეს ცვლილება. მათ შორის იყო რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი კალიფორნიიდან, რომელმაც მას „სისულელე“ უწოდა. ჰილის თანახმად, მან 2011-ში მხარი დაუჭირა ქორწინების დაცვის აქტს, რომელიც კრძალავდა ერთსქესიანთა ქორწინებას.

კელი ლეფლერმა, რომელიც იბრძვის დემოკრატი მამაო რაფაელ ვარნოკის წინააღმდეგ შტატ ჯორჯიაში ამერიკის სენატში ადგილისთვის, დაახასიათა ეს ცვლილება, როგორც „ულტრა-მემარცხენეების პრიორიტეტები“ და ამით საჯაროდ დაგმო იგი საკუთარი ტვიტერის ანგარიშის მეშვეობით.

თუმცა, ზოგიერთმა დემოკრატმა მათ საპასუხოდ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

ფოქს ნიუსის (Eng. Fox News – რედ. ამერიკული საკაბელო ტელევიზია) თანახმად, ნიუ იორკელმა რესპუბლიკელმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა: „ჩემი აზრით, პალატის მიერ გენდერულად ნეიტრალური ენის გამოყენების მცდელობა თანხმობაშია ამავე ინსტიტუტში არსებულ საუკეთესო ტრადიციასთან დახვეწილი გზით ასახოს ამერიკელი ერის აღმაფრთოვანებელი მრავალფეროვნება“.

მაკგოვერნმა კი განუცხადა აქსიოს-ს (Eng. Axios – რედ. ამერიკული საინფორმაციო სააგენტო), რომ „სასაცილოა, როდესაც მსოფლიო პანდემიის ჟამს ზოგიერთი ულტრა მემარჯვენე მზად არის ამის გამო იჩხუბოს“.

„მხოლოდ კონგრესში შეიძლება მკაფიოდ გამოთქმული მოსაზრება გახდეს სკანდალური“ – დასძინა მან სააგენტოსთან – „ჩვენ ვახალისებთ ჩართულობას, ვართ ეფექტურები და ზუსტები“.

აქსიოს-ს თანახმად, წესებში შეტანილი ცვლილებები „შეავსებს ეთიკურ ნორმებში შესაძლო არსებულ ნაკლოვანებებს“ და „მკაფიოს გახდის იმას, რომ გენდერული მისაკუთრების თუ ორიენტაციის მიუხედავად ყველა ექვემდებარება ეთიკურ რეგულაციებს“.

გენდერულად ნეიტრალური ენის დანერგვის გარდა პაკეტს შემოაქვს დამატებითი დაცვითი მექანიზმები მამხილებლისთვის (Eng. whistleblower), უხსნის პრივილეგიებს იმ ყოფილ კანონმდებლებს, რომლებიც „მხილებულ იქნენ პალატაში მათ საქმიანობასთან ან არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულში“; და ბოლოს, საბოლოოდ აყალიბებს მრავალფეროვნებისა და ჩართულობის ოფისს. პელოსის განცხადებით, „პარტიასა და კონგრესში თვეების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ გამოვიმუშავეთ წესების პაკეტი, რომელიც ყველა ამერიკელის თვალში გადის სახალხო პალატას უფრო ანგარიშვალდებულს და პასუხისმგებლიანს“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s