რომის პაპი: Covid 19-მა დაგვანახა, რომ კაპიტალიზმი არ მუშაობს

რომის პაპი ფრანცისი

რომის პაპის, ფრანცისის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ დაადასტურა, რომ საბაზრო კაპიტალიზმის შესახებ “ჯადოსნურმა თეორიებმა” კრახი განიცადა და რომ მსოფლიოს სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგსა და სოლიდარობას და უარყოფს ომს ნებისმიერ ფასად.

„იყვნენ ისეთებიც, ვისაც სურდა გვერწმუნა, რომ ბაზრის თავისუფლება საკმარისია, რათა ყველაფერი დაცული ყოფილიყო პანდემიის დარტყმის შემდგომ“, – აღნიშნა ფრანცისმა.

პაპის ღია მიმართვაში, რომელსაც მან ასიზში მოაწერა შაბათს ხელი, საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ძმობა, იმიგრაცია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, დისბალანსი ჯანდაცვიs სისტემაში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაში.

ფრანცისმა ენციკლიკაში ასევე აღნიშნა, რომ კერძო საკუთრება არ შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც აბსოლუტური უფლება ყველა შემთხვევაში, როცა ზოგი მფლანგველობით ცხოვრობს, ამ დროს კი სხვებს არაფერი აქვთ.

ფრანცისმა დაგმო ”ნეოლიბერალური რწმენის დოგმები”, განსაკუთრებით კი Trickle down economy (მემარჯვენე ეკონომიკური თეორია, რომლის თანახმადაც ბიზნესისთვის გადასახდების შემცირებას აქვს პოზიტიური ეფექტი მთლიანად საზოგადოებაზე). მისი სიტყვებით სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დროს ხდება სამუშაო ადგილების შექმნა, და არა შემცირება.

2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი იყო ცვლილებების გაშვებული შესაძლებლობა, ამის მაგივრად ჩვენ მივიღეთ ”დიდი თავისუფლება ყველაზე ძლევამოსილთათვის, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ უვნებლად გამოძრომას”. საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ”ფულადი იმპერიის დამანგრეველ ეფექტებს’‘.

რომის პაპი ფრანცისი წარსულშიც არაერთხელ მოუწოდებდა სიმდიდრის რესდისტრიბუცის, რათა ყველაზე გაჭირვებულებს დახმარება აღმოუჩინონ და ბუნებრივი რესურსებისადმი უფრო სამართლიანი წვდომა გახდეს შესაძლებელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s