ციდან გადაღებული უთანასწორობის შოკისმომგვრელი ფოტოები

ციდან დანახული ეკონომიკური უთანასწორობა

ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა ჯონი მილერმა Unequal Scenes-ის პროექტის ფარგლებში გადაწყვიტა აეროფოტოგადაღების გამოყენება სამხრეთ აფრიკაში არსებული სიმდიდრის უთანასწორბის გაზგასასმელად. სამხრეთ აფრიკის შემდეგ ფოტოგრაფმა აღნიშნული პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გააგრძელა ეკონომიკური უთანასწორობის უმწვავესი პრობლემის მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად.

მისმა ნამუშავრებმა მოიცვა ეკონომიკური უთანასწორობის შოკისმომგვრელი მაგალითები ტანზანიაში, აშშ-ში, ინდოეთში, კენიაში და სამხრეთ აფრიკაში. მან მშვენივრად შეძლო თავისი სურათებით იმ საშინელი კონტრასტის გადმოცემა, რაც თან ახლავს ეკონომიკურ უთანასწორობას, როდესაც ნანგრევების და გეტოების გვერდით ფეშენებელური ტენისის კორტებია მოწყობილი, როდესაც მდიდრების მცირე ნაწილს ფაქტიურად ქალაქში საკუთარი ქალაქი აქვთ მოწყობილი და მოსახლეობის უმრავლესობა ქოხებში და ნანგრევებში ცხოვრობს.

სტელენბოში, სამხრეთ აფრიკა
მუმბაი, ინდოეთი
მეხიკო, მექსიკა

ეკონომიკური უთანასწორობას პირველი ფუნდამენტური გააზრება კარლ მარქსმა შეძლო. დროთა განმავლობაში ეს პრობლემა სულ უფრო მეტად აქტუალური ხდებოდა.

ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაურესებას იწვევს.

დღესდღეობით ამ საკითხის შესწავლით დაკავებულები არიან ცნობილი ეკონომისტები და აღიარებული ინტელექტუალები, მათ შორის კი ყველაზე მეტად გამოირჩევიან ტომას პიკეტი და ბრანკო მილანოვიჩი.

პიკეტიმ თავის მონუმენტურ ნაშრომში ”კაპიტალი XXI საუკუნეში”, რომელსაც რამდენიმე წელი წერდა, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში და მივიდა დასკვნამდე, რომ კაპიტალიზმი და სოციალური უთანასწორობა მდიდარი უმცირესობის წისქვილზე ასხამს წყალს.

ფრანგი მეცნიერი გამოყოფს უთანასწორობის 2 ძირითად ფორმას – საშემოსავლო და ქონებრივ უთანასწორობას, რაც, მისი აზრით, ერთი და იგივე არ არის. უფრო მეტიც, პიკეტი გარკვეული დოზით უთანასწორობას მისაღებად მიიჩნევს, უბრალოდ, ჩვენს პერიოდში ის მეტისმეტად დიდია და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა.

“არასწორი იქნება უთანასწორობა მთლიანად უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ, იმიტომ რომ თეორიაში ის ასეთი სულაც არ არის. უთანასწორობის გარეშე, მაგალითად, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდა და ინოვაცია. პრობლემა უთანასწორობის მასშტაბებში მდგომარეობს: 

ყველაზე შეძლებული ადამიანების კაპიტალი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის სოციალურ მობილურობას და დემოკრატიის მომავალს”.

დარ-ეს-სალამი, ტანზანია
მეხიკო, მექსიკა
მეხიკო, მექსიკა
ნაირობი, კენია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s