მივიწყებული ისტორია: ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს

Batumrevenuesbritishocc1920.jpg

XX საუკუნის 10-იან, 20-იან წლებში საქართველოში უამრავ სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. დღეს გვინდა ერთ-ერთ საინტერესო ფაქტზე გიამბოთ, რაც უკვე დავიწყებას მიეცა, კერძოდ დიდი ბრიტანეთის მიერ აჭარის ოკუპაციაზე.

1918 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 1920 წლამდე.

1918 წლის დეკემბერში ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა 5 ინგლისური გემი 15-20 ათასკაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად, მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი. 

ბრიტანელი ოკუპანტები ბათუმის ბულვარში

1918 წლის 12 დეკემბერს სომხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს ქართული ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი გაანთავისუფლა. განწირულ სომხეთს მშველელად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით ჩვენთვის ორაზროვანი აღმოჩნდა. ინგლისის წყალობით საქართველომ ვერ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა და სომხური მოსახლეობის დომინირებას გამო საქართველოს ლორე დაათმობინეს და ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს. 1919 წლის იანვარში ლორეს ნეიტრალური ზონა დაიკავეს ბრიტანელმა სამხედროებმა, რომლის გენერალურ ინსპექტორად კაპიტანი არჩიბალდ შოლტო ჯორჯ დუგლასი დაინიშნა. ნეიტრალური ზონის შემადგენლობაში მოექცა 43 სოფელი და რკინიგზის ხაზი 6 სადგურით.

მოგვიანებით, საქართველოზე წითელი არმიის შეტევის და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ლორეს რეგიონი საქართველოს ჩამოეჭრა და სომხეთს გადაეცა.

ბრიტანული მმართველობის დროს ბათუმში იმის მსგავსი სიტუაცია იყო, როგორც დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებში. 

ინგლისელებმა აჭარიდან დიდი რაოდენობის ოქრო და ძვირფასეულობა გაიტანეს. ისინი არც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და არც ხელოვნების ნიმუშების გატანას არ ერიდებონდნენ. 1919 წელს ინგლისურმა ფირმებმა აჭარიდან 337,5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი გაზიდეს, რომელიც სიმბოლურ ფასად ჰქონდათ შეძენილი ან საერთოდ თვითონ კარნახობდნენ გასაყიდ ფასს.

ინგლისელი სამხედროები თავს როგორც კურორტზე ისე გრძნობდნენ. სწორედ მათი აქტიური თაოსნობით იხნსებოდა ბათუმში უამრავი კაბარე, კაზინო და რესტორანი, სადაც ისინი დროის გატარებით იყვნენ დაკავებულები. ისინი როგორც ყოველთვის ბევრს სვავდნენ და მთელი ქალაქი მოსამსახურე პერსონალად ჰყავდათ გადაქცეული.

უშუალად ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იყო მიღებული 1918 წლის 13 ნოემბერს. ბათუმი ბრიტანული ფლოტის ბაზირების სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა სხვა ფრონტებზე საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად.

ევგენი გეგეჭკორი ბრიტანელ სამხედროებთან ერთად ბათუმში

1920 წლის 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, მოეხსნათ ბათუმის ოკუპაცია და მთელი ოლქი გადაეცათ საქართველოსათვის. 1920 წლის 28 ივნისს ხელმოწერილი საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმებით ინგლისის მთავრობის მიერ ოლქის, პორტის და ქ. ბათუმის საქართველოს მთავრობისათვის გადაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტში და პორტიდან საქართველოს რკინიგზებით და ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევგენი გეგჭკორმა და ნოე რამიშვილმა, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან – საიკუპაციო ჯარების წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა უილიან სტოქსმა.

x4up2EUBKtjHCzF0XjVh4_IQ6LA0TQh1Mw7hcD9hgNqbHY93qIrvLsOxQ7YUAu6qXczbBmVYUmBq0JZMiUDgP1F7qWNGT0GbsxFi2VTmZvd8EZcEApSez9tZrAEeIzng.jpg

1920 წლის ივლისის დასაწყისიდან აჭარას დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მართავდა, რომელმაც მალე დაკარგა ხელისუფლება საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის ჯარების ერთობლივი შეტევის შედეგად. ბათუმში პირველები თურქეთის ჯარები შევიდნენ, მაგრამ მათი ოკუპაცია ხანმოკლე აღმოჩნდა:

1921 წლის 16 მარტს  თურქეთმა აჭარის მიერთება გამოაცხადა, მაგრამ იმავე დღეს მოსკოვში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თაობაზე ი.სტალინი კავკასიაში მყოფ ს.ორჯონიკიძეს ატყობინებდა: „თურქებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ბათუმი საქართველოს რჩება… შეეცადე, რომ ძლიერი დარტყმით თურქები ბათუმიდან გაყარო, შემდეგ კი გამოაცხადე, რომ ეს გაუგებრობით მოხდაო“.

მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ: 1922 წლის 9 ნოემბერს ი.სტალინი ასეთ დეპეშას უგზავნის რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხრეო კომიტეტის მდივანს, სერგო ორჯონიკიძეს: 

„როგორც ანკარიდან მიღებული ცნობებით ირკვევა, თურქები აჭარისტანში პლებისციტის ჩატარების მოთხოვნისათვის ემზადებიან და ქართულ და თურქულ აჭარას ერთ ავტონომიად აერთიანებენ. ალბათ, თურქებს საფრანგეთი და ინგლისი მხარს დაუჭერს. თუ თურქები საიდუმლოდ ხმებს მოაგროვებენ და ეფექტს მიაღწევენ, დიდი სკანდალი მოხდება. ისე ჩანს, რომ აჭარის საბჭოთა ორგანოები და მოსახლეობის ნაწილი მხარს თურქებს უჭერენ. აუცილებელია დაუყონებლივ იქნას მიღებული ზომები და აჭარა პროთურქული პროვოკატორებისაგან გაიწმინდოს, ხოლო ადგილობრივი საბჭოთა ორგანოები კი – პანისლამისტებისაგან“.

როგორც მოგეხსენებათ საბოლოო ჯამში აჭარა საქართველოს დაუბრუნდა. 

3 thoughts on “მივიწყებული ისტორია: ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს

  1. კრეისერ „აგამემნონის“ოფიცერმა გამოასახლა ჩემი პაპის მშობლები,ბათუმს ისინი მხოლოდ ინგლისელების დეოკუპაციის შემდგომ დაბრუნდენ,მიხაილოვის ქუჩიდან მთისძირის ქუჩაზე აგრძელებენ ცხოვრებას,გადმოცემით ვიცი ბევრი ადამიანი დაზარალდა იმ დროს.მათი შემოსვლის ძირითადი მიზანი მხოლოდ ნავთობი იყო ხსენებულ გარემოებას ადასტურებს დიდი ნიკო ნიკოლაძის და ალფრედ ნობელის დაპირისპირება საკითხი ექსკლუზივურად ნავთობის გადზიდვას ეხებოდა,აჭარის ოკუპაციამ ბაქოს გაწითლებაც დააჩქარა.მე როგორც ვიცი ბათუმის ყველაზე ძველი ქუჩა რომელიც სახელ უცვლელია დღემდე“მთისძირის“ქუჩაა.

    Like

  2. ფოტოზე ოლივერ უორდროპის შემოსვლაა თბილისში და აქვე საქართველოს საგარეო მინისტრი გეგეჭკორიც მოჩანს. საიდან მოიტანეთ ბათუმი

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s