ქართული ლარი საქართველოში არ იბეჭდება

ლარი საქართველოში მიმოქცევაში 1995 წლიდანაა როგორც გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას თუ სხვა მახასიათებლებს ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს. 

lari.jpg

ოდესმე თუ შეგხვედრიათ ინფრომაცია იმის შესახებ თუ სად იბეჭდება ლარი, რა რაოდენობით და რა უჯდება ეს სახელმწიფოს?

იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ციფრულ ერაში თითქმის ნებისმიერ თემაზე შეიძლება ინფორმაციის მოძიება, ამ საკითხის შესახებ ზუსტი სტატისტიკის მონახვა არც თუ ისე ადვილია.

შესაძლებელია ბევრი მოქალაქისთვის მოულოდნელობა იყოს იმის გაგება, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა საქართველოში სულაც არ იბეჭდება.

სხვადასხვა შემთხვევაში ლარის ბანკნოტების დასამზადებლად პარტნიორი საწარმოს შერჩევა ხდება დახურული ტენდერის გზით, სადაც მონაწილეობენ სებ-ის საბჭოს ნუსხით განსაზღვრული ევრობანკნოტების ან მონეტების და მსოფლიოს სხვა წამყვანი განვითარებული ქვეყნების ფულის ნიშნების დამამზადებელი საწარმოები, რომელთაც აქვთ ფულის ნიშნების დამზადების სათანადო გამოცდილება, მყარი ფინანსური მდგომარეობა და დადებითი რეპუტაცია. ამდენად, მათი დამზადება პერიოდულად ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებში. საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ამ მეტად მნიშვნელოვან ინფრომაციას მთავრობა საერთოდ არ აწვდის.

არაოფიციალური ინფრომაციით საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5.5 მლნ ლარი იხარჯება ეროვნული ვალუტის ბეჭვდისთვის.

ოფიციალური ინფორმაციით ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების დამზადების პერიოდულობა და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ბეჭდვის ხარჯიც განსხვავებულია, ვინაიდან მათი დამზადება ხორციელდება მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ცალკეული ნომინალის მარაგის შევსების საჭიროების დადგომისას. 

როტშილდების კლანის ერთ-ერთმა დამაარსებელმა მაიერ რამშელ როტშილდილმა თავის დროზე შემთეგი სიტყვები წარმოთქვა:

”მომეცით მე კონტროლი ფულის გამოშვებაზე და სულ არ დამაინტერესებს ვინ დაწერს კანონებს!

maxresdefault.jpg

რატომ არის გასაიდუმლოებული იმ ქვეყნების და კომპანიების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს ეროვნული ვალუტა იბეჭდება? საქართველოს მოქალაქეები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ამის შესეხებ. იქამდე, სანამ ეს ინფრომაცია სრულად არ გასაჯაროვდება ყოველთვის იქნება შეთქმულების თეორიების არსებობის რეალური მიზეზები ამ საკითხის გარშემო.

დასკვნები თავად გააკეთეთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s