ამერიკული «კულტურული იმპერიალიზმი»

corporate-welfare-piggy-bank.jpg

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკული კულტურული ექსპორტის პრობლებამ ფართო დისკუსიები გამოიწვია აკადემიურ წრეებში. გერმანელი მკვლევარის გინოუ ჰეხტის (Gienow-Hecht) აზრით აღნიშნულმა დისკურსმა თავის განვითარებაში 3 თანმიმდევრული ფაზა გაიარა. პირველი ფაზის არსი “ცივი ომის” თეორიტიკოსების უკმაყოფილების გამოხატვაში მდგომარეობდა ამერიკული ხელისუფლების მხრიდან ინტერესის არქონის გამო აქტიური კულტურული პოლიტიკის გატასატარებლად. შემდგომ გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმადაც კულტურული იმპერიალიზმის კრიტიკოსები ამერიკული კულტურის ექსპორტს გლობალური ეკონომიკური ექსპანსიის და ექსპლუატაციის ფარულ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ. საბოლოოდ მეცნიერებმა, რომლებიც საწინააღმდეგო აზრზე იყვნენ, სავსებით უარყვეს კულტურული იმპერიალიზმის კონცეფცია და მიიჩნევენ რომ გარე კულტურული ზემოქმედების წინააღმდეგობის გაწევა ამცირებს ან შეუძლებელს ხდის კულტურული პროდუქციის იმპორტს.

დისკუსიის შინაარსი განსახილველი საკითხების ჩარჩოებს გაცდა. კამათი, რომელიც პოლიტიკური რაკურსით დაიწყო დროთა განმავლობაში მეცნიერულ დისკუსიაში გადაიზარდა კულტურის, როგორც ძალის და ზეგავლენის ინსტრუმენტის განხილვისკენ. ავტორების მიერ ხშირად გამოყენებადი სიტყვათაწყობა “კულტურული იმპერიალიზმი”  გარკვეული ფასაულობათა პარადიგმის დომინირების გლობალურ იდეას წარმოადგენდა. მსგავსი მიდგომა ახლოსაა ნეომარქსისტულთან, რომლის თანახმად მოდელირება “ცენტრი-პერიფერია”-ს კატეგორიათ ხდება:

cultural-imperialism.gif

დასავლური კულტურა განიხილებოდა, როგორც «ჩრდილოელი ქვეყნების შეჭრის ინსტრუმენტი განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების დამარცხების მიზნით”

1960-იან წლებში აშშ-ის ინტელექტუალური ელიტა კარდინალურად ცვლის ქვეყნის საგარეო კულტურული პოლიტიკის შეფასებას და მის შედეგებს. როგორც ჰოლენდერი (Hollander) აღნიშნავს, ეს ათწლეული გამოირჩეობდა ანტიამერიკული განწყობების ძლიერი ზრდით აშშ-ის შიგნით, რომლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ზიზღი ამერიკული კულტურის და მისი გავლენის საზღვარგარეთ გავრცელების მიმართ.

1960-იანი წლების ამერიკული საზოგაგოებისთვის მიუღებელი ხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავლენის მოპოვების იმპერიალისტური ზრახვები. მეტწილად ეს დაკავშირებული იყო ამერიკულ აგრესიასთან ვიეტნამის წინააღმდეგ და მათ მისწრაფებასთან გაეფართოვებინათ გავლენის არეალი საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პერიოდში. აღნიშნულ ისტორიულ კონტექსტში ამერიკელი მეცნიერების წრეში ჩნდება და აქტიურად მკვიდრდება ტერმინი ამერიკული “კულტურული იმპერიალიზმი” და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

მაგრამ ეს თემა სიახლეს არ წარმოადგენდა. კონსერვატორი ევროპელები დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ საფრთხეს განიცდიდნენ ამერიკული მასკულტურის მხრიდან. 1920-იან წლებში ბრიტანელი მწერალი დევიდ ლოურენსი (Lawrence) [ააშკარავებდა ამერიკულ მატერიალიზმზს, ცრუ მორალიზმს და ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითშეგნების არარსებობას]. გერმანელი ჰალფელდი (Halfeld) თავის მხრივ ასევე [უარყოფდა ამერიკულ ცივილიზაციას  მისი უსულო კულტურის გამო]. 1940-50-იან წლებში მემარცხენე იდეების მქონე ევროპელები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამერიკული გავლენის გავრცელების გამო როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურის და ხელოვნების სფეროებში. ფრანკფურტის სკოლამ უმთავრესი როლი ითამაშა აშშ-ში “ახალი მემარცხენეების” თეორიული ფუნდამენტის უზრუნველყოფაში.

პატრიკ ბიუკენენი თავის ყველაზე გახმაურებულ წიგნში “დასავლეთის სიკვდილი” თავის კრიტიკას “ახალი მემარცხენეების” წინააღმდეგ მიმართავს, რომელიც დაფუნძებულია თანამედროვე ამერიკული საზოგადადოების მორალურ, სოციალურ-პოლიტიკურ და ეთნოკოფესიონალურ ასპექტებზე და აქედან წარმოებულ სუბიექტურ დასკვნებზე.

პატრიკ ბიუკენენი

ბიუკენენი აღნიშნავს: “ამერიკული მასმედია კულტურათა შორის ბრძოლაში იარაღად იქცა და ყველაზე საიმედო ხერხად მოგვევვლინა ახალგაზრდების გამოსათაყვანებლად. წარსულში საზოგადოებრივი სიმტკიცე წიგნების და სიტყვების მეშვეობით ემხობოდა, მაგრამ მარკუზე დარწმუნებული იყო რომ სექსი და ნარკოტიკები ბევრად უფრო მოქმედი იარაღია. საკუთარ წიგნში «ეროსი და ცივილიზაცია» მან უკვე საკმაოდ ცნობილი ლოზუნგი წამოყენა: სიყვარულით დაკავდით და არა ომით. ახალი მარქსისტებისთვის უმთავრესი მიზანი ოჯახის ინსტიტუტის განადგურება იყო, რასაც დიქტატურის მაგალითად, შოვინიზმის და სოციალური უთანასწორობის ინკუბატორად განიხილავდნენ”

აუციელებელია იმის აღნიშვნა, რომ კულტურული იმპერიალიზმის კონცეფცია არ გულისხმობს რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმების არსებობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი იდენტიფიცირება. მაგრამ აკადემიურ დისკუსეიბში კულტურული იმპერიალიზმის შესახებ შესაძლებელია 4 ძირითადი მიმართულების გამოყოფა: მედია-იმპერიალიზმის დისკურსი, ერთი სახელმწიფოს მსოფლიო ჰეგემონია, დისკუსია კაპიტალიზმის გლობალურ დომინირებაზე და თანამედროვეობაზე.

მედია იმპერიალიზმი

კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ მედია ერთის მხრივ ამერიკული კულტურის გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ თანამედროვე ამერიკული კულტურის ბოროტებას, რადგანაც სწორედ ის ქმნის გამოუვალ სიტუაციას. ამერიკული კულტურა საკუთარი თავის ტყვე ხდება, რადგანაც მედიის მიერ კულტურული და სხვა ტენდენციების გავრცლების შედეგად ის იძულებულია წინასწარ შეთანხმებული წესებით ითამაშოს, რასაც ბაზრის კონიუქტურა ეწოდება.

ასე თუ ისე შესაძლებელია კულტურული იმპერლიალიზმის აპოლოგეტებს დავეთანხმოთ იმაში, რომ კულტურული პოლიტიკის ის სეგმენტი, რომლის რეალიზებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება თავიდან ბოლომდე პასუხს მედია მაგნატების ინტერსებს, რომლებიც აკონტროლობენ ამა თუ იმ მედიას.

სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება საზოგადოებრივ აზრზე წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებული მანიპულაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

“მედია-იმპერიალიზმის” კონცეფციამ საკმაოდ სწრაფად მონახა მხარდამჭერები ამერიკელ მეცნიერებს შორის. უოტერგეიტის სკანდალმა, რომელიც რიჩარდ ნიქსონის წინაასარჩევნო კამპანიასთან იყო დაკავშირებული, იმ ეჭვის პროვოცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც არსებობდა ფარული კავშირი აშშ-ის ხელისუფლებას და მედიას შორის. ასევე აშკარა გახდა  აღმასრულებელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების გადაჭერბების მცდელობები.

ამერიკული მედია მკვლევარის და სოციოლოგის ჰერბერტ შილერის ნაშრომებში ვხვდებით მჭიდრო კავშირის არსებობის ფაქტებს ერთის მხრივ აშშ-ის უმაღლეს და ბიზნეს ეშელონებს, სამხედროებსა და მთავრობის წევრებს შორის ე.წ. «გონების მანიპულატორებს შორის» («mind managers»), ხოლო მეორეს მხრივ წამყვანი ამერიკული მედია საშუალებების ხელმძღვანელებს შორის. შილერის მიხედვით ამ ორ ძალას შორის არსებობს ფარული ურთიერთკავშირი, რომელიც დაფუძნებულია საიდუმლო შეთანხმებაზე, რომელის მიზანია ადამიანებით მანიპულაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

Américanisation_du_monde.JPG

ამერიკელები, კერძოდ ჯოზეფ ნაი და ზბიგნევ ბზეჟინსკი აშშ-ის «ცივ ომში» გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-ის დომინირებას და მიმზიდველობას ასახელებენ პოპ-კულტურის დონეზე. ზემოთხსენებული ამერიკელი ინტელექტუალების აზრით მასკულტურის სათავისოდ გამოყენება აშშ-ს დაეხმარა საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. მაგალითისთვის საკმარისი იქნება მხოლო 2 მომენტის დასახელება: «ევროპის დემოკრატიული რეკონსტრუქცია» მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ და «ცივ ომში» გამარჯვება.

ჯოზეფ ნაი შემდეგნაირად აყალიბებს საკუთარ აზრზს:

“საბჭოთა კავშირს გააჩნდა მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი, რაც მას საშუალებას აძლევდა დასავლეთ ევროპას დამუქრებოდა, მაგრამ ადრეულ ომისშემდგომ პერიოდში მას «რბილი ძალის» საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსებიც გააჩნდა, რაც კომუნისტური იდეოლოგიის მომხიბვლელობასთან და საბჭოთა კავშირის გამარჯვებასთან იყო დაკავაშირებული ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. მაგრამ მან საკმაოდ იზარალა საკუთარ ქვეყანაში და აღმოსავლეთ ევროპაში რეპრესიების გამო და სულელური ეკონომიკური პოლიტიკის გამო მომდევნო წლებში (თუმცა მისი სამხედრო პოტენციალი იზრდებოდა). საბჭოთა კავშირის მიერ მართულმა პროპაგანდამ და კულტურულმა პროგრამებმა ვერ გაუწია კონკურენცია ამერიკულ კომერციულ პოპ-კულტურას საკუთარი მოქნილობით და მიმზიდევლობით. ბერლინის კედლის ნგრევამდე დიდი ხნით ადრე, მასში საკმაო რაოდენობით ხვრელები შეიქმნა დასავლური ტელევიზიების და დასავლური ფილმების მიერ. ჩაქუჩი და ბულდოზერები თავის საქმეს ვერ გააკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის პოპ-კულტურის იმიჯის ტრანსლირების გარეშე.”

შეგვიძლია დავეთანხმოთ ტერმინ «კულტურული იმპერიალიზმის» არსებობს, ან ვუარყოთ ის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ამერიკული საგარეო კულტურული ექსპანსია, რომელიც მათი ოფიციალური და არაოფიციალური საგარეო კულტურული პოლიტიკის ნაწილია, საერთოდ არ დასუსტებულა და დღესდღეობით გვევლინება ამერიკული გავლენების და ნაციონალური ინტერესების (ასევე ამერიკული მსხვილი ბიზნესის ინტერესების) გავრცელების ეფექტურ ინსტრუმენტად. რა გავლენას ახდენს ის სხვადასხვა დამოკიდებელი ქვეყნების და მათში არსებული საზოგადოების ფორმირებაზე და შემდგომ განვითარებაზე კარგად ჩანს თუნდაც საქართველოს მაგალითზეც.

არც თუ ისე შორეულ წარსეულში სპეციალური ტერმინის ხმარებაც დაწიყეს, რაც კულტურული იმპერიალიზმის მიერ მოტანილ შედეგს გულისხმობს – ვესტერნიზაცია [გულისხმობს ეროვნული ცხოვრების გადაყვანას დასავლურ რელსებზე] – მსგავსი განმარტება აქვს ამ ტერმინს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ენცოკლოპედიური ლექსიკონის თანახმად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s