ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ინგლისში ცოლებს

ალბათ ბევრ თქვნთაგანს ძნელად წარმოუდგენია, რომ თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია რომ ეს შუა საუკუნეებში ან ანტიკურ პერიოდში კი არ ხდებოდა, არამედ XVIII და XIX საუკუნეებში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს დიდ ბრიტანეთში ცოლებით ვაჭრობის შესახებ.

100

ცოლის გაყიდვა. ტომას როულენდსონი 1812-1814 წწ.

ცოლის გაყიდვის ფაქტები არა მარტო ინგლისურ მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაშიც ფიქსირდება. ასე მაგალითად თომას ჰარდის ნაწარმოებში ”კესტერბრიჯის მერი” მთავარმა გმირმა ცოლი გაყიდა, ხოლო შემდეგ სინდისის ქენჯნამ სიკვდილამდე მიიყვანა.

101.jpg

1820 წლის ფრანგული გრავიურა ცოლის გაყიდვაზე ინგლისურად

ცოლების გაყიდვის ყოველი პროცედურა სტანდარტულად მიმდინარეობდა – მეუღლეს ცოლი მოედანზე მიყავდა, რომელიც მის ყელზე გამობმული ჯაჭვით ეჭირა. ამის შემდგომ ცოლი მისთვის განკუთვნილ ადგილას ადიოდა და ვაჭრობაც იწყებოდა. ცოლი იმას ერგებოდა, ვინც ყველაზე მსხვილ თანხას გადაიხდიდა.

102.jpg
ვინც გირტყავს, მას უყვარხარ

იმდროინდელ გაზეთებში მსგავსი ფაქტები აქტიურად შეუქდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცოლის გაყიდვის ფაქტი 1733 წლით თარიღდება. ჩანაწერის თანახმად ვინმე სამუელ ვაითჰაუსს თავისი ცოლი მერი უაითჰაუსი ტომას გრიფითსისთვის ერთ ფუნტ სტერლინგად მიუყიდია.  კიდევ ერთი ქალბატონი გასაყიდად იქნა გაყვანილი და მასზე საწყისი ფასი ერთი პენი იყო. მარტოხელა ფერმერებს ძალიან უნდოდათ ამ ქალბატონის ყიდვა. საბოლოოდ ის 5 შილინგად და 6 პენსად გაიყიდა. 

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ცოლების გაყიდვა ხდებოდა ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ცოლს მისივე საყვარელი ყიდულობდა სიმბოლურ ფასად. ხანდახან ხდებოდა ისეც რომ ყოფილი ქმარი, ცოლი და მისი ახალი მფლობელი ერთად მიდიოდნენ ხოლმე ტავერნაში ვაჭრობის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად.

103

ინგლისელი აზნაური სმიტფილდის ბაზარზე მიემართება ცოლის გასაყიდად

ყველაზე პოპულარული ცოლებით ვაჭრობა 1780 – 1850 წლებში იყო. დღევანდელ დღემდე მოღწეული დოკუმენტებით მინიმუმ 300 ასეთი ფაქტი დასტურდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1753 წელს ინგლისში ქორწინების კანონი მიიღეს. იქამდე ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა. ქალები ფაქტიურად კაცების სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. განქორწინება კი საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურას წარმოადგენდა. მოედანზე ცოლების გაყიდვა იქცა განქორწინების ერთგვარ ფორმად. მთავრობა ამ პრაქტიკას არ მიესალმებოდა და უბრალოდ არ იმჩნევდა. 

1830 წელს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მეუღლემ ცოლის გაყიდვის პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეაჩერა და ყველაფრის ძველებურად დატოვება მოინდომა. ამის საპასუხოდ კი ცოლი მეუღლეს ლოყაზე შეეხო სადავეთი და განაცხადა: “მე უნდა გავიყიდო, იმიტომ რომ ცვლილებები მინდა”

ცოლით ვაჭრობის ბოლო ფაქტი 1913 წელს ფიქსირდება. ქალბატონი, რომელიც ლიდსის სასამართლოში ჩვენებას აძლევდა აღნიშნავდა, რომ მისმა ქმარმა ის კოლეგას 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდა.

2 thoughts on “ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ინგლისში ცოლებს

  1. ამას ჰქვია ტრეფიკინგი თანამედროვე ენაზე, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც იყო დრო, რომ მთელ საქართველოს ყიდიდნენ, მთელი ეგვიპტე, თურქეთი, ევროპა სავსე იყო ქართველების მიერ გაყიდული ქართველებით… რა შუაშია ცივილიზაცია? სწორედ ცივილიზაციურმა განვითარებამ მოსპო მონობა და დღემდე ებრძვის თანამედროვე ტრეფიკინგს… სტატიის ავტორი უნდა ხვდებოდეს ამას, თუ არადა შეისწავლოს საკითხი და მიხვდება რომ სიტყვა ცივილიზაცია ნიშნავს განვითარებას დარომ ცივილიზაციური განვითარების გარეშე დრესაც კაცობრიობა იქნებოდა ქვის ხანაში…

    Like

    • ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ მაშინ ქართველებმა უნდა ვაღიაროთ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება,მათ მიერ შვილის აყვანის უფლება,ნაირნაირი(უკვე 40-ს მიახლოებული) გენდერების უფლებები და სხვა “ცივილიზაციური” მონაპოვრები.ასეა არა?

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s