საგარეო ინვესტიციების ავკარგიანობის ანალიზი

პირდაპირი საგარეო ინვესტიციები ხშირად მიიჩნევა, როგორც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის განვითარების უმოკლეს და ყველაზე ეფექტიან გზად. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი პირობების გათვალისწინებით. თუ ეს პირობები მკაცრად არ არის განსაზღვრული, პირდაპირმა საგარეო ინვესტიციებმა შეიძლება შეაფერხონ ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი განვითარება.

9393239-fumetto-di-pesce-grande-mangia-fino-al-più-piccolo-.jpg

დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როდესაც რაიმე ბიზნესი, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, დგება უცხოელი ინვესტორების ხელში ჩაგდების საფრთხის წინაშე ყოველთვის იწვევს დიდ შფოთვასა და დისკუსიებს ამ კონკრეტულ სახელმწიფოში. ზუსტად ეს მოხდა ახლო წარსულში, როდესაც საბანკო სექტორის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესი გასხვისება მოხდა. კონსორციუმმა, (RFS Holdings B.V) რომელიც სხვადასხვა ბანკებისგან შედგებოდა – Fortis– (ბელგია), შოტლანდიის სამეფო ბანკი – The Royal Bank of Scotland (დიდი ბრიტანეთი), Santander (ესპანეთი) ჰოლანდიური ბანკი ABN Amro შეისყიდა.  ჰოლანდიურმა პრესამ, კერძოდ DeVolkskrant-ი გამოვიდა შემდეგი კომენტარით: „უზარმაზარი ბანკი, რომელმაც 200 წელი დახარჯა საკუთარი წარმატების მისაღწევად, დღეს გაგლეჯილია, როგორც შველი მგლების მიერ“.

რატომ მოყვა ამას ასეთი ემოციური გამოხმაურება? პოლიტიკოსები და მათ შორის არა მხოლოდ ჰოლანდიელები, ცდილობდნენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეექმნათ ისეთი საერთაშორისო ვითარება, რომლის პირობებში ადვილი იქნებოდა საგარეო პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება. მთავარი პოსტულატი იყო ის, რომ ასეთი სახის ინვესტიციები შეიძლება მხოლოდ დადებით ხასიათს ატარებდეს. ქვეყანაში მოედინება ახალი კაპიტალი, რაც აამაღლებს კონკურენციას და მწარმოებლურობას,  რაც უკეთეს შედეგამდე მიიყვანს ადგილობრივ ეკონომიკას; ასევე ეს ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დახვეწას, რასაც უცხოელი ინვესტორები კაპიტალთან ერთად შემოიტანენ ქვეყანაში.

monopoly (1).jpg

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) მიიჩნევა განსაკუთრებულად ეფექტურად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის. მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა დასავლური ფინანსური ინტიტურები მტკიცედ ურჩევენ მესამე სამყაროს ქვეყნებს შექმნან ყველანაირი პირობები მსგავსი ინვესტიციების მაქსიმალური მიზიდვისთვის, რაც მისცემს მათ სწრაფი განვითარების საშუალებას, რასაც ისინი ახლა საჭიროებენ. მათი აზრით პირდაპირი ინვესტიციების ძირითადი უპირატესობა ყველა სხვა კაპიტალითან მიმართებაში იმაში მდგომარეობს, რომ ადვილად მოძრავი არ არის და ეკონომიკის გაუარესების პირობებში არ იკარგება და უკან არ ბრუნდება.

პირდაპირი ინვესტიციები რჩებოდა სტაბილურ დონეზე, მაგალითად  1997 წელს აზიის და 1994 წელს მექსიკის ფინანსური კრიზისების დროს, ასევე საკრედიტო კრიზისის დროს ლათინურ ამერიკაში 1980-იან წლებში. თავისი სტაბილურობის გამო კემბრიჯის ეკონომისტმა ჰა ჯუნ ჩანგმა პირდაპირ ინვესტიციებს „საგარეო ინვესტიციების დედა ტერეზა“ უწოდა, ხოლო რიკარდო ჰაუსმანმა და ედუარდო-ფერნანდო არიასმა ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკიდან (IDB), პირდაპირი საგარეო ინვესტიცები აღწერეს, როგორც გლობალური ეკონომიკის „კარგი ქოლესტერინი“

საგარეო ინვესტიციები, როგორც ადგილობრივი ბიზნესის შთანთქმის საშუალება

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ზუსტად დაადგინონ პირდაპირი საგარეო ინვესტიციების ეფექტი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ემპირიული დაკვირვების შედეგად გამოვიტანოთ დასკვნა პირდაპირი ინვესტიციების ავკარგიანობის შესახებ. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ უნდა ავხსნათ საერთოდ რას წარმოადგენს პირდაპირი საგარეო ინვესტიცია და როგორ მუშაობს ის მსოფლიო სხავადასხვა წერტილში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არ ნიშნავს აუცილებლად ყოველთვის რომელიმე მულტინაციონალური კომპანიის მიერ ახალი ქარხნის ან საწარმოს გახსნას, როგორც ეს ხშირად  წარმოუდგენიათ. ის გვიჩვენებს იმას, თუ რა გზით ფინანსდება ინვესტიციები. თუ რომელიმე უცხოური კომპანია ან კონსორციუმი შეისყიდის ქვეყნაში ადგილობრივი ბიზნესის გარკვეულ %-ს. ეს უკვე მიიჩნევა საგარეო პირდაპირ ინვესტიციად.

სტატისტიკურად საგარეო პირდაპირი ინვესტიციების 80 % წარმოდგენს ადგილობრივი ბიზნესის შთანთქმის ფორმას უცხოური კომპანიების მიერ.  ეს არ არის ახალი ეკონომიკური აქტივობის შექმნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის მფლობელის ჩანაცვლება. 

ასეთი ინვესტიცია, ასევე აუცილებლად უნდა იყოს დაფინანსებული საზღვარგარეთიდან, რათა მიჩნეულ იქნას საგარეო პირდაპირ ინვესტიციად. თუ კაპიტალი მოედინება ადგილობრივი ბანკიდან, ის აღარ მიიჩნევა პირდაპირ საგარეო ინვესტიციად. მფლობელის კომპანიის შთანთქმის შემთხვევაში, ყოფილ მფლობელს შეუძლია მიმართოს კაპიტალი საზღვარგარეთ. თუ ასე ხდება, როგორც მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნებში 1990-ანი წლების კრიზისის დროს, როდესაც მრავალი ადგილობრივი მსხვილი კომპანია იქნა პრივატიზებული, პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს არ შეუწყვია ხელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვოს და რეალური ზრდისთვის.

პირდაპირი საგარეო ინვესტიცია არის „მავნე სიკეთე“

2006 წელს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის რეპორტის მიხედვით – World Investment Report, მსოფლიოში პირდაპირ საგარეო ინვესტიციებმა იმატეს 29 %-ით 2005 წელთან შედარებით და 2006 წელს შეადგინეს $960 მლრდ.  განვითარებად ქვეყნებში ფულადი ნაკადის შემოდინება გაიზარდა 36%-ით და $334 მლრდ შეადგინა. ამ ინვესტიციების ლომის წილი მოდიოდა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე, საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე – ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა, მათ შემდეგ მოდიოდა ეგვიპტე და ნიგერია. 34 ყველაზე ნაკლებად განვითარებულმა ქვეყანამ, რომელიც ძირითადად აფრიკის კონტინენტზეა განლაგებული პირდაპირი ინვესტიციების ძალიან მცირე ოდენობით მიიღო. ეს ინვესტიციები აფრიკაში უმეტესწილად ეხებოდა ქვეყნების მთავარ საშემოსავლო სფეროებს – ნავთობს, სოფლის მეუროებას და სამთო მრეწველობას.

ჰაუსმანის და ფერნანდეს-არიასის კვლევა გვარწმუნებს იმაში, რომ ქვეყნის ეკონიმიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ქვეყანაში საგარეო უცხოური ინვესტიციები და არა პირიქით. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კაპიტალის წილი შედარებით მაღალია უფრო მაღალია ღარიბ, განუვითარებელ ქვეყნებში, სუსტი ინსტიტუტებით და ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგით. პირდაპირი საგარეო ინვესტიციების წილი მთლიან ეკონომიკაში მცირდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რაც საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა საგარეო ინვესტიციების მავნებლურ ხასიათზე.

პროცენტული მაჩვენებლებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნები დრამატულად ხდებიან მგავსს საგარეო ინვესტიციებზე დამოკიდებულები. ამავდროულად მათ უჭირთ კაპიტალის მოზიდვა, რადგანაც სიტუაცია ამ ქვეყნებში არ არის სტაბილური და ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული.

ცუდია ეს თუ კარგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის?

ბაზრიდან განდევნა

ემპერიული კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ არის თუ არა პირდაპირი საგარეო ინვესტიცია პანაცეა განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორც ამას მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვარწმუნებენ ამდენი ხნის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევის თანახმად პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს მართლაც შეუძლიათ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის დაჩქარება, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი პირობების გათვალისწინებით. თუ წინასწარ განსაზღვრული პირობები არ სრულდება, პირდაპირმა საგარეო ინვესტიციებმა შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტიც კი იქონიოს.

[თეორიის თანახმად ცოდნის ტრანსფერი არის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ბაზარზე მულტინაციონალური კომპანიების არსებობა ადგილობრივ მეწარმეებს უახლესი ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუ კოპირების საშუალებას აძლევს, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას უნდა გამოადგეს. მსგავსმა პროცესმა შეიძლება საგრძნობლად განავითაროს კონკრეტული სექტორი და გააუმჯობესოს ქვეყნის საექსპორტო პოზიციები.] ეს ყველაფერი თეორიის თანახმად, იმ თეორიის თანახმად, რასაც ეკონომიკის სახელმძღვანელოებში ასწავლიან და როგორ სურათსაც მოსახლოებას უხატავენ პოლიტიკოსები და როგორც ხსნიან დასავლური ინსტიტუტები ინვესტიციების არსს.  საგარეო ინვესტორები ნებაყოფლობით ფაქტიურად არასადროს არ უზიარებენ ტექნოლოგიებს კონკურენტ კომპანიებს, იშვიათ შემთხვევაში მხოლოდ მომწოდებლებს თუ ანდობენ საკუთარ ტექნოლოგიებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად მომწოდებლები, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ მულტინაციონალურ კომპანიებთან.

9999

აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ საერთაშორისო კომპანიები რიგ შემთხვევებში არ იყენებენ ადგილობრივ ნედლეულს და ადგილობრივი მეწარმეების საქონელს პროდუქციის გამოშვების დროს. თუ მსგავსი რამ ხდება, მაშინ ცოდნის და ტექნოლოგიების შემდგომი გაზიარება შეზღუდულია. ეს ასევე  უარყოფითად მოქმედებს ქვეყენის სავაჭრო ბალანსზე. (მაგალითად მაკდონალდსი ნედლეულის იმპორტს ახდენს საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებშიცმხოლოდ ძლიერმა და რეალურად დამოუკიდებელმა ქვეყნებმა  შეიძლება აიძულონ კომპანიები არ გადადგან ასეთი ნაბიჯები. მაგალითად, როდესაც კომპანია Nissan თავის საწარმოს ხსნიდა დიდ ბრიტანეთში ის დაავალდებულეს, რომ ნაწილების 60 % შეეძენა ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მას  80 %-მდე უნდა გაეზარდა ეს მაჩვენებელი, რაც რეალურად მოხდა კიდეც. იგივე პირობებს დაექვემდებარა კომპანია Ford და General Motors და ეს ყველაფერი ნეოლიბერალიზმის აქტიური აპოლოგეტის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის პერიოდში.

განვითარებად ქვეყნებს არ გააჩნიათ იმის ძალაუფლება, რომ საერთაშორისო კომპანიებს მსგავსი პირობები წაუყენონ. ასეთ ქვეყნებში ნებისმიერმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ შეიძლება მარტივად ამოაგდოს ბაზრიდან ადგილობრივი საწარმო. ლიბერალური ლოგიკით ამან შეიძლება გადაარჩიოს ძლიერი ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც კონკურენციის შედეგად გადარჩებიან და საერთაშორისო კომპანიებთან ერთ სექტორში თანაარსებობას შეძლებენ, ხოლო სუსტი კომპანიები კი გაკოტრებიდან და ეს ჯობდა დროულად მომხდარიყო. მაგრამ თუ საერთაშორისო კომპანიები მონოპოლიის ან ოლიგოპოლიის გზას დაადგებიან, ისინი ბაზრიდან გამოდევნიან ადგილობრივ კომპანიებს და შედეგად არანაირი კონკურენცია აღარ იარსებებს.

ზუსტად ეს მოხდა ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყანებში, სადაც ადგილობრივი ბიზნესი მთლიანად განიდევნა ბაზრიდან და საგარეო ინვესტიციებმა ამ შემთხვევაში არ მოუტანა რიგ ქვეყანებსს სარგებელი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლეს საერთაშორისო კომპანიებთან წარმატებული თანაარსებობა არის აზია. მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და მხარდაჭერის პროგრამებმა (იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩინეთი), სადაც წლების განმავლობაში იქმნებოდა სასათბურე პირობები ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად, პროტექციონიზმის, სახელმწიფო სუბსიდეიების და სხვა ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენების მეშვეობით. მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე მომძლავრებულმა აზიურმა კომპანიებმა შეძლება დასავლური კომპანიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათთან კონკურენცია.

რესურსების მაძიებელი პირდაპირი საგარეო ინვესტიციები   

ბევრი, ყველაზე ნაკლებად განვითარებული აფრიკის ქვეყანა აღმოჩნდა იმ მახეში, სადაც საარსებოდ მხოლოდ თავიანთ ბუნებრივ რესურსებზე აღმოჩნდნენ დამოკიდებულები, აღნიშნავს ოქსფორდის ეკონომისტი პოლ კოლერი, თავის წიგნში The Bottom Billion. ამ შემთხვევაში საგარეო პირდაპირი ინვესტიციების ეფექტი ძლიერაა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სექტორს შეეხო ეს ინვესტიცია.

პირდაპირ საგარეო ინვესტიციები სასარგებლოა თუ ისინი ეხება სამეწარმეო სექტორს. ცენტრალურ ამერიკაში მაგალითად ისეთ ისეთი სამეწარმეო კომპანიები, როგორიც არის Chiquita, მოქმედებენ, როგორც ანკლავები, რომელთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან. Chiquita-ს და მის მგსავსს საერთაშორისო კორპორაციებს ცენტრალური ამერიკა რომ დაეტოვებინათ, უფრო დიდ შეღავათს და განვითარების შესაძლებლობას მოუტანდნენ ამ ქვეყნებს.

ეს სიტუაცია განსხვავდება აზიის მაგალითისგან, სადაც ინვესტიციები ეფექტურობის მიხედვით ხორციელდებოდა. საგარეო ინვესტორები კაპიტალის დაბანდებას სამეწარმეო სექტორში მხოლოდ მაშინ ახდენენ, როდესაც ისინი დარწმუნებულები არიან , რომ ადგილობრივ კომპანიებთან შედარებით ბევრად წარმატებულად შეძლებენ ოპერირებას. ეს ინვესტორები მომწოდებლებს დაეხმარებიან უფრო ეფექტურად მუსაობაში, რადგანაც ეს მათ ინტერესშია. ეფექტურობის მაძიებელი ინვესტიციები ყოველთვის ადგილობრივ გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად ფუნქციონირებს.

თუმცა აღსანიშნავია რესურსების მაძიებელი ინვესტიციების მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ყოველთვის ეძებს ქვეყნებს, სადაც უკიდურესად დაბალი ხელფასებია (ჩინეთი, ინდოეთი) რითიც ის წარმოშობს „რბოლას ფსეკარამდე“. თუ ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზრდება (მაგალითად დაწესდება მინიმალური ხელფასი) ინვესტორები წარმოებას გადაიტანენ იმ ქვეყნებში, სადაც ხელფასი დაბალია.

არის კიდევ ერთი ინვესტიცის სახეობა – ბაზრის მაძიებელი ინვესტიცია. ასეთი სახის ინვესტიციები ახალი ბაზრების ძიებაში არიან, სადაც ისინი შეძლებენ პროდუქციის, ხშირ შემთხვევაში კი სერვისების რეალიზებას. ასეთი სახის ინვესტიციამ შეიძლება მოიტანოს ცოდნის განაწილება-გაზიარება, მაგრამ მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში. საქმე იმაშია, რომ ასეთი სახის ინვესტიციები დადებითად არ მოქმედებს მიმღები ქვეყნის საგადასხდელო ბალანსზე, რადგანაც ინვესტიციები ძირითადად ადგილობრივ მომხმარებლებზეა ორიენტირებული და არა საქონლის და მომსახურების ექსპორტზე.

განვითარების პარადოქსი

შეიძლება ითქვას, რომ განვითარებადი ქვეყნები ერთგვარ პარადოქსში იმყოფებიან. იმისთვის რომ  ეკონომიკის განვითარება პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მეშვეობით მოხდეს, საჭიროა ეკონომიკის განვითარება აუცილებელ დონემდე, რათა შესაძლებელი იყოს საგარეო ინვესტიციებიდან მაქსიმალური ეფექტის მიღება („თავსებადობის უნარი“, როგორც ეს ეკონომისტების ჟარგონზე ითქმის.) განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში, რომელთა ეკონომიკები არ არის განვითარებული საჭირო დონეზე შეუძლებელია ცოდნის და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს აბსორბირება (კოპირება/ემულაცია), რათა ადგილობრივმა კომპანიებმა შემდგომში ეს თავის საქმიანობაში გამოიყენონ. პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს არ შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური და ინდუსტრიული ზრდის უზრუნველყოფა თუ იქ არ არსებობს ”ადგილობრივი შესძლებლობები”

დღეს უმაღლეს პოლიტიკურ წრეებმა სხვაგვარად  უნდა დააყენონ ეს საკითხი, ვიდრე ის აქამდე იდგა. საჭიროა არა იმაზე ზრუნვა თუ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი საგარეო ინვესტიცია, არამედ იმაზე, თუ კონკრეტულად, რომელი ინვესტიციის მოზიდვა ესაჭიროება მას. ამისთვის საჭიროა პირდაპირი საგარეო ინვესტიციების კლასიფიკაცია და შემდგომი რეგულაცია. მაგრამ დღესდღეობით მსგავსი პოლიტიკის გატარება უაღრესად რთულია, რადგანაც დასავლური ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტები (მსოფლიო სავაჭრო ორგანიცაცია, მსოფლიო ბანკია ) ყველა იმ კანონის და ნორმის გაუქმებას ითხოვენ განვითარებადი ქვეყნებისგან, რომლებიც საგარეო ინვესტიციებს გარკვეულ დაბრკოლებას უქმნიან.

მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირი საგარეო ინვესტიციების წარმატება დამოკიდებულია ძალიან სპეციფიკურ პირობებზე, რომლებიც ვარირებს ქვეყნებს და მათ სექტორებს შორის, ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ პოლიტიკის ადეკვატური ინსტრუმენტები საგარეო ინვესტიციების სამართავად.  ისინი გაცილებით უფრო მეტს მოიგებენ თუ შეძლებენ ამ ინვესტიციების მიმართვას იმ სექტორში, რომელსაც სახელმწიფოს აზრით ესაჭიროება განვითარება და არ გადასცენ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება იმას, ვინც მხოლოდ პირად სარგებელზე ფიქრობს. ასევე მათ უნდა ჰქონდეთ ისეთ ინვესტიციებზე უარის თქმის საშუალება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ადგილობრივ ბიზნესს.

შერჩევითი პროტექციონიზმი

003

ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ის გზა, რაც აზიის ძალიან ბევრმა ქვეყანამ და თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, ჰა-ჯუნ ჩანგი თავის წიგნში „ Bad Samaritans“ აღნიშნავს, ქვეყნები როგორებიც არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომელებიც დღესდღეობით საგარეო ინვესტიციებზე ყოველგვარი დაბრკოლების მოხსნის მთავარი აპოლოგეტები არიან, თვითონ წლების განმავლობაში საკუთარი ეკონომიკის სექტორებს აქტიურად იცავდნენ საგარეო ინვესტიციებისგან, განსაკუთრებით კი ისეთ დარგებს, როგორიცაა საბანკო ბიზნესი დასაავტომობილო ინდუსტრია.

ზუსტად ამიტომაც მიაღწია ფინურმა კომპანია Nokia-ამ სოლიდურ წარმატებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დღესდღეობით ყველასთვის ცნობად კომპანიას 17 წელი დაჭირდა სანამ მოგებაზე გავიდოდა. წლების განმავლობაში Nokia-ს ფინეთის მთავრობდა იცავდა, რათა კონკურენტებს მისი შთანთქნმა არ მოეხდინათ. Nokia-ს მაგალითი არ წარმოადგენს გამონაკლისს, დღევანდელი მულტიონაციონალური კომპანიების უმრავლესობას საწყის ეტაპზე სახელმწიფო სასათბურო პირობებს უქმნიდა და ხელს უშლიდა კონკურენტებს მათ შთანთქმას, ანუ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ეს კომპანიები დღეს არ იარსებებდნენ.

გვჭიდება თუ არა ჩვენ დღეს ახალი პილიტიკური დღის წესრიგი? სანიაია ლალი და რაჯეშ ნარულა, რომლებიც პიონერები არიან პირდაპირი საგარეო ინვესტიციების კვლევის საკითხში, ამბობენ შემდეგს: „ბევრი მკვლევარი და მეცნიერი ერთიანდება თავის სკეპტიციზმში ვაშინგტონის კონსესუსის მიმართ და მეინსტრომული ეკონომისტების პრიმიტიულ შეხედულებაში, რომ პირდაპირი საგარეო ინვესტიციები არის ეკონომიკური განვითარების აუცლებელი პირობა – sine qua non. საბაზრო ძალებს არ ძალუძთ სახელმწიფოს როლის ჩანაცვლება პროაქტიული ინდუსტრიული პოლიტიკის განვითარებაში და ხელის შეწყობაში”

ირონიულია ის, რომ განვითარებადი ქვეყნები განვითარებული ქვეყნების კარნახით საინვესტიციო პოლიტიკის კორექტირებას ახდენენ და ფაქტიურად უცხოელ ინვესტორებს განუსაზღვრელ წვდომას ანიჭებენ საკუთარ ბაზრებზე, იმის მიუხედავად რომ ემპირიული გამოცდილება ნათლად გვიჩვნებს, რომ „ტარგეტირებული ეკონომიკა“  განვითარების გაცილებით უკეთეს გზას წარმოადგენს. [“ტარგეტირრებული ეკონომიკა” – როდესაც პოლიტიკა განისაზღვრება ეკონომიკის დარგობრივი განვითარების პრიორიტების მიხედვით, მაგალითად თუ ქვეყანაში გადაწყდა მანქანათმშენებლობის განვითარება, შესაბამისად უნდა დაწესდეს შეზღუდვები ან ძალიან მაღალი ტარიფები უცხოელი კონკურენტების მსგავსი პროდუქციის იმპორტის გასაძნელებლად, ეს დარგი აქტიურად უნდა სარგებლობდეს სახელმწიფო სუბსიდიებით, უცხოელ ინვესტორებს მაქსიმალურად უნდა გაუძნელდეს ამ დარგში მოღვაწე ადგილობრივი კომპანიების ხელში ჩაგდება და ა.შ]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s