კარგი მაგალითის საფრთხე – აშშ-ს იმპერიალისტური პოლიტიკის ქვაკუთხედი

აშშ წლების განმავლობაში არ უშვებდა მსოფლიოს სხვადასხვა პატარა ქვეყნებში განვითარების ალტერნატიული, ანტიკაპიტალისტური, საკუთარი მოსახლეობის და არა ბიზნეს ელიტების ინტერესებზე მორგებული მოდელების ჩამოყალიბებას და სამხედრო ინტერვენციების მეშვეობებით ცდილობდა ამ ქვეყნებისთვის ხელის შეშლას. თანამედროვეობის გამორჩეული ინტელექტუალი, დღესდღეობით ცოცხალ მეცნიერებს შორის ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, ნოამ ჩომსკი ამას “კარგი მაგალითის საფრთხეს” უწოდებს და თავის ერთ-ერთ წიგნში ძირფესვიანად მიმოიხილავს ამ საკითხს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ მონაკვეთის თარგმანს ნოამ ჩომსკის აღნიშნული წიგნიდან:

10728838.jpg

განვიხილოთ 60-იანი წლების ლაოსი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში იმ დროისთვის, და ასევე ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო. მისი მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცოდა ლაოსის არსებობის შესახებ. მათი წარმოდგენა შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკუთარი სოფლითა და კიდევ მახლობელი სამეზობლო სოფლებით. მაგრამ როგორც კი ლაოსში პრიმიტიული სოციალური რევოლუციის ჩანასახი გაჩნდა, ვაშინგტონმა განახორციელა ლაოსის “საიდუმლო დაბომბვა” და მთელი დასახლებული პუნქტები გაანადგურა, თან აღსანიშნავია რომ ამ ოპერაციას არაფერი საერთო არ ჰქონდა აშშ-ს ომთან ვიეტნამში.

1963-197 წლებში აშშ-მ ლაოსში 2.5 მილიონი ტონა ბომბი ჩამოაგდო

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი –  კარიბის ზღვის ნაწილში არსებობს პატარა კუნძულოვანი ქვეყანა გრენადა, სადაც ცხოვრობს 100 ათასი ადამიანი. ამ კუნძულის პოვნა რუკაზე არც თუ ისე ადვილია. მაგრამ როგორც კი გრენადაში სოციალური რევოლუცია დაიწყო, ვაშინგტონმა იჩქარა ჩარეულიყო და აღმოეფხვრა საფრთხე.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციიდან მოყოლებული  1980-ან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობების კრახით დასრულებული, აშშ-ს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინტერვენციას ამართლებდა ის საბაბი, რომ ისინი ამ ქვეყნებს საბჭოთა საფრთხისგან იცავდნენ. ამიტომ, როდესაც 1983 წელს აშშ გრენადაში შეიჭრა, მეთაურების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭოთა კავშირი თავს დაესხმეოდა დასავლეთ ევროპას, მტრულად განწყობილი გრენადა დაბრკოლებას შეუქმნიდა ნავთობის მიწოდებას კარიბის ზღვის გასწვრივ დასავლეთ ევროპისათვის და იმ შემთხვევაში ისინი (აშშ) ვერ შესძლებდნენ დახმარების აღმოჩენას ალყაში მოქცეულ მოკავშირეებსთვის. ახლა ეს სასაცილოდ გეჩვენებათ ალბათ, მაგრამ ამგვარი განცხადებები ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას აგრესიის, ტერორის და მავნებლური ქმედებების მხარდასაჭერად.

1983 წელს ამერიკელები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა კუნძულოვან ქვეყანა, გრენადაში შეიჭრნენ.

ნიკარაგუაზე თავდასხმა გამართლებული იყო მტკიცებებით, რომ თუ ”მათ” იქ არ შეაჩერებდნენ, მაშინ “ისინი” გადმოლახავენ საზღვარს ჰარლინგენში, ტეხასის შტატში, რომლის მისაღწევად სულ რაღაც ორი დღეა საჭირო. განათლებულ ადამიანებს სთავაზობდნენ უფრო გააზრებულ ვარიანტებს, მაგრამ იგივე დამაჯერებელობის დონით.

ამერიკული ბიზნესი ვერც კი შეამჩნევდა ნიკარაგუას გაქრობას მსოფლიო რუკიდან. იგივე შეიძლება ითქვას სალვადორზე. მიუხედავად ამისა, აშშ ბარბაროსულად შეიჭრა ამ ორივე სახელმწიფოში, რამაც იმსხვერპლა 100 ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი.

ამისათვის არსებობს მიზეზი. რაც უფრო სუსტი და ღარიბია ქვეყანა, მით უფრო სახიფათო შესაძლოა გამოდგეს მისი წარმატებული მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის.  თუ პატარა, ღარიბ გრენადას იმის უნარი შესწევს რომ შექმნას საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების უკეთესი პირობები, მაშინ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ შთამბეჭდავი რესურსები, უჩნდებათ კითხვები : “რატომ არა ჩვენ?”

ამ წესის დამადასტურებელ მაგალითად იქცა ინდოჩინეთი, რომელიც არის ფართო რეგიონი მნიშვნელოვანი რესურსებით. მიუხედავად იმისა რომ ეიზენჰაუერი და მისი მრჩევლები ბევრს ბჭობდნენ ბრინჯზე, კალასა და კაუჩუკზე, რეალური საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ინდოჩინეთის მოსახლეობა მიაღწევდა დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას, მათ მაგალითს მიბაძავდა ტაილანდის მოსახლეობა და მისი წარმატების შედეგად, იგივე მცდელობები გავრცელდებოდა მალაიზიაში და შემდგომ უკვე ინდონეზია გაყვებოდა დამოუკიდებლობის მაგალითს. გაჩნდებოდა ე.წ. “დიდი ზონის” მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის საფრთხე.

თუ თქვენ გჭირდებათ გლობალური სისტემა, რომელიც ექვემდებარება ამერიკელი ინვესტორების ინტერესებს, თქვენ ვერ დაუშვებთ მის დაშლას მარტივ მამრავლებლად. გასაოცარია, თუ რაოდენი გულახდილობით არის ფორმულირებული ეს ყველაფერი დოკუმენტებში, რომლებიც უკვე ფართო აუდიტორიისათვისაა  განკუთვნილი. განვიხილოთ ჩილეს და მისი ყოფილი პრეზიდენტის ალიენდეს მაგალითი.

ჩილე არის შედარებით დიდი ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მაგრამ არც მისი დამოუკიდებლობა წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-თვის. მაშინ რატომ აწუხებდა ის აშშ-ს ?

ჰენრი კისინჯერმა ჩილეს ვირუსი უწოდა, რომელსაც შეეძლო მთელს რეგიონს გადადებოდა, რის შედეგებიც შორს გავრცელდებოდა, შესაძლოა იტალიამდეც კი.

1973 წლის 11 სექტემბერს ამერიკული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილოებით ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, დაიღუპა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი – სავლადორე ალიანდე და ხელისფულებაში დიქტატორი, ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა.

მიუხედავად ამერიკული ძირგამომთხრელი ქმედებებისა იტალიაში  კვლავაც არსებობს მუშათა მოძრაობა. ჩილეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წარმატება იქცეოდა არასასურველ ნიშნად იტალიელი ამომრჩევლებისთვის. ვაი თუ მათ გაუჩნდებოდათ აზრი ხელში ჩაიგდოთ საკუთარი ქვეყანა და აეღორძინებინათ მუშათა მოძრაობა, რომელიც 1940-იან წლებში სრულაიდ გაანადგურა CIA-ამ ?  (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)

ამერიკელი სტრატეგები სახელმწიფო მდივნით, დინ აჩესონით დაწყებული 1940-იანი წლების ბოლოდან, დღემდე დაუღლელად გვაფრთხილებენ, რომ “ერთმა დამპალმა ვაშლმა შესაძლოა გააფუჭოს უამრავი სხვა ვაშლი”. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ “ლპობამ”, ანუ სოციალურ-ეკონომუკურ განვითარებამ გავრცელება არ ჰპოვოს.

ეს “დამპალი ვაშლის თეორია” საზოგადოებას მიერთმევა “დომინოს თეორიის” სახით. ადამიანებს  კალიფორნიაში აშინებდნენ ხო ში მინის გემის მოსვლით და მსგავსი უაზრობებით. შესაძლოა, რომელიმე ამერიკელი ლიდერი იჯერებს  კიდევაც ამ ყველაფერს, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე დამგეგმავები ამისათვის ზედმეტად ჭკვიანები არიან. მათ ესმით, რომ ჭეშმარიტი საფრთხე მდგომარეობს “ცუდ მაგალითში”.

1954 წელს, როდესაც აშშ ემზადებოდა გვატემალაში დემოკრატიის დასამხობად, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გვატემალა იქცა სტაბილურობის მზარდ საფრთხედ ჰონდურასსა და სალვადორში. მისი აგრარული რეფორმა წარმოადგენს მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს; მუშების და გლეხების დახმარების ფართო სოციალური პროგრამა მაღალი სოციალური ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში არის მიმზიდველი ცენტრალური ამერიკის სამეზობლო ქვეყნების მოსახლეობისათვის, სადაც ადგილი აქვს მსგავს პირობებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ-ს სსურს “სტაბილურობა”, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მაღალი ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების უსაფრთხოებას. თუ ამის მიღწევა შესაძლებელია ფორმალური დემოკრატიის მეთოდებით, მაშინ ეს დასაშვებია, ხოლო თუ არა, მაშინ “სტაბილურობისთვის საფრთხე”, რომელსაც წარმოადგენს კარგი მაგალითი, უნდა განადგურდეს მანამ, სანამ ვირუსი არ შეეყარ სხვებს.

ამიტომაც პაწაწინა ხიჭვიც კი განიხილება, როგორც ფართო ავადმყოფობის საფრთხე, რომელიც მოითხოვს ძალადობრივ აღმოფხვრას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s