როგორ იტყუება “მითების დეტექტორი”

Desinformation

ჩვენი მკითხველისთვის სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ ჩვენ ევროსკეპტიკური პორტალი ვართ, რაც ქართულ მედია სივრცეში არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. ჩვენ მიგვაჩნია რომ ევროპა ევროკავშირის ტოლფასი არაა, ამიტომაც ჩვენ ღიად კრიტიკული დამოკიდებულება გაგვაჩნია ევროკავშირის მიმართ. ჩვენი აზრით საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულება და კავშირი კიდევ უფრო გააუარესებს არც თუ ისე სახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას. თვითონ ევროპის ქვეყნებს რომ გადავხედოთ, მაშინ ნათლად გამოჩნდება ერთი საინტერესო კორელაცია:

“ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნები, სადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი სტანდარტებია, საერთოდ არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ისლანდია, ნორვეგია, შვეცარია)

“მედიის განვითარების ფონდის” და მისი შვილობილი ორგანიზაცია “მითების დეტექტორი” ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად უტევს ჩვენს პორტალს, დეზინფორმაციის გავრცელებაში და “რუსული პროპაგანდის” გავრცელებაში გვადანაშაულებს.  ჩვენ არ ვაპირებთ თითოეულ მათ გამოხტომას და ცილისწამებას ვუპასუხოთ, რადგანაც ეს მათთვის საკმაოდ დიდი პატივი იქნება. გასაგებია ის ფაქტიც, რომ მათი მთავარი დონორი “ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოა”USAID,  არის ფედერალური ხელისუფლების სააგენტო, რაც ნიშნავს იმას რომ ეს ორგანიზაცია აშშ-ს ინტერესების გამტარებელია სხვადასხა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. USAID-ის მიერ საქართველოში ბოლო დროს გაცემულ გრანტებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ რომ გრანტები ძირითადად მიმართულია “ანტიდასავლური პროპაგანდის გასაქარწყლებლად”. ანუ მათ პირდაპირ თუ ირიბად სურთ, რომ დასავლეთის კრიტიკა საქართველოში ტაბუდადებული თემა გახდეს და ცენზურა დააწესონ. ამაზე ვოლტერს ცნობილი გამონათქვამი მახსენდება:

“თუ გსურს გაიგოთ ვინ არ თქვენი ბატონი, ჯერ ის გაიგეთ ვისი კრიტიკის უფლება არ გაქვთ”

00004.jpg

002.jpg

USAID-ის მიერ საქართველო დაფინანსებული სხვადასხვა პროექტები

2017 წლის 9 ივნისს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პუპლიკაცია, სადაც საუბარია ალბანეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. კერძოდ, ჩვენ 2 ფაქტს გავუსვით ხაზი ჩვენს პუპლიკაციაში:

  1. ალბანეთის და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2%-ით გაიზარდა (2008 წელს – 12.4%, 2012 წელს 14.3%)
  2. ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ალბანეთში უპრეცენდენტო მოვლენა დაფიქსირდა – ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა (2008 წ. – 12.8 მლრდ. $, 2015 წელს 11.4 მლრდ. $)

0001.jpg

ჩვენი პულბიკაციის საპასუხოდ, მითების დეტექტორმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც “პოლიტიკანო” დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. კარგად დააკვირდით მათი სტატიის სათაურს, სადაც შემდეგი ტექსტია “დეზინფორმაცია: ასოცირების შეთანხმების გაფორმების გამო ალბანეთის ეკონომიკა გაუარესდა”. (http://bit.ly/2sYlgIO)

არადა ჩვენ მსგავსი რამ არ დაგვიწერია, რომ ალბანეთის ეკონომიკა ასოცირების ხელშეკლრულების გაფორმების გამო გაურესდა, ჩვენ მხოლო დაშვება გავაკეთეთ და დასვკნის გამოტანის უფლება მკითხველს დავუტოვეთ; ჩვენ მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია მოვახდინეთ იმის შესახებ რომ ხეშეკლრულების ძალაში შესვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი ალბანეთში გაურესდა. ასე რომ ეს მათ მხრიდან პირველი უზუსტობაა.

0000

მივყვეთ თანმიმდევრულად, ჩვენს პულბიკაციაში მოყვანილი პირველი ფაქტი ალბანეთში სიღარიბის ზრდას ეხებოდა, კერძოდ:

  1. ალბანეთის და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2%-ით გაიზარდა (2008 წელს – 12.4%, 2012 წელს 14.3%)

ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტის სიზუსტის დასადასტურებლად საკმარისიa მსოფლიო ბანკის საიტზე შესვლა და ალბანეთის ეკონომიკური მაჩვენებლების გადამოწმება – http://data.worldbank.org/country/albania

6000000000

როგორც გრაფაზე ჩანს 2008 წლის შემდეგ ალბანეთში მართლა გაიზრდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლოების რაოდენობა.

გავაგრძელოთ, ჩვენს პულბიკაციაში მოყვანილი მეორე ფაქტი ალბანეთის ეკონომიკის კლებას ეხებოდა, კერძოდ:

  1. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ალბანეთში უპრეცენდენტო მოვლენა დაფიქსირდა – ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა (2008 წ. – 12.8 მლრდ. $, 2015 წელს 11.4 მლრდ. $)

008.jpg

ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის სიზუსტის გადასამოწმებლად საკმარისია მსოფლიო ბანკის საიტზე შესვლა და ალბანეთის ეკონომიკური მაჩვენებლების გადამოწმება – http://data.worldbank.org/country/albania

როგორც გრაფაზე შეგვიძლია ვიხილოთ 2015 წელს ალბანეთის ეკონომიკის მოცულობა 2008 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე ნაკლებია.

როგორც გამოჩნდა ჩვენს მიერ მოყვანილი ორივე ფაქტი ზუსტია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ასევე გვინდა ავღნიშნოთ, რომ “მითების დეტექტორი” თავის სტატიაში აღნიშანავს შემდეგს – 2009 წელს ალბანეთის ეკონომიკაზე გავლენა 2008 წლის გლობალურმა კრიზისმა იქონია, ანუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა არაფერ შუაში არ არისო. “მითების დეტექტორის” ახალგაზრდა ბავშვები, სავარაუდოდ ვერ მეგობრობენ ეკონომიკასთან, რაც პირველ რიგში მათთვისვე არის ცუდი. ამიტომაც ყურადღებით გვინდა განვუმარტოთ შემდეგი – “თავისუფალი ვაჭრობის” შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულება იქნება ეს – “ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველი ხელშეკრულება” თუ “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება” იმას გულისხმობს რომ ქვეყნები გლობალიზაციის პროცესებში სრულად ერთვებიან, ანუ ისინი უცხოური კაპიტალის მოძრაობაზე არანარი კონტროლს არ ახდნენ და სპეკულაციური ბუნების კაპიტალს თავისუფლად ნებას რთავენ ქვეყნის შიგნით და გარეთ იმოძრავოს. ამიტომაც ის პატარა ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა “თავისუფალი ვაჭრობის” ზონის წევრები არიან ყველაზე მეტად ზარალობენ მსოფლიო კრიზისების შედეგად. ჩვენ თუ 2009 წლის მსოფლიო კრიზისს გავაანალიზებთ, შევამჩნევთ რომ ყველაზე ნაკლებად ამ კრიზისის შედეგად ის ქვეყნები დაზარალდნენ, რომელთა ეკონომიკებიც არ იყო სრულად გახსნილი უცხოური კაპიტალის მიმართ და სადაც ეკონომიკის რეგულირების სახელმწიფო სადავეები გამოიყენებოდა. ასე რომ ის ფაქტი, რომ ალბანეთის ეკონომიკაზე 2009 წლის ფინანსური კრიზისმა იქონია ნეგატიური ზეგავლენა, არ გამორიცხაცს იმ ფაქტს რომ ეს ნეგატიური შედეგი ნაწილობრივ დადგა იმის გამო რომ ალბანეთის და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება შევიდა ძალაში.

უფრო მეტიც, ”მითების დეტექტორი” აშკარად ცრუოებს, როდესაც წერს შემდეგს – “ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი დადებითი მოვლენა ალბანეთში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაა”.  ანუ მკითხველი შეცდომაში შეყავს აღნიშნავს, რომ ვითომდა ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ვითომდა ალბანეთში უმუშევრობის პრობლემა გვარდება.

008.jpg

საინტერესოა რა მოხდა რეალურად ალბანეთში უმუშევრობის კუთხით, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება. ისევ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ დავინახავთ, რომ ალბანეთში უმუშევრობა 3%-ით გაიზარდა მას შემდეგ რაც ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა. 

ქვემოთ წარმოდგენილ გრაფაზე კარგად ჩანს, რომ 2008 წელს, იქამდე სანამ ალბანეთი ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან შევიდოდა ძალაში ქვეყანაში უფრო დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი იყო (13.1%), ვიდრე 2017 წელს (15.9%)

9999999.jpg

წარმოდგენილი მასალის საფუძველეზე შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა“მითების დეტექტორის” პუბლიკაცია ალბანეთზე, სადაც “პოლიტიკანოს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს არათუ არ შეესაბამება სიმართლეს, არამედ პირიქით ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს ცილი დასწამოს და სხვა მედია საშუალების დისკრედიტაცია მაოხდინოს. “სიცრუის ტირაჟირება”ორმაგად უფრო მძიმე საყურებელია იმ მედია საშუალებისგან, რომლსაც პრეტენზია გააჩნია “მითების” გამოაშკარავებაზე სიმართლის სადარაჯოზე დგომაზე.

“მითების დეტექტორის” მსგავსი სასაცილო მცდელობები ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ კრიტიკა ნებისმიერი ხერხით ჩაახშოს ჯორჯ ოურელის ლეგენდარულ “1984”-ში აღწერილ “სიმართლის სამინისტროს” ხომ არ გაგონებთ? სწორედ “სიმართლის სამინისტროში” მუშაობდა ამ რომანის მთავარი გმირი, იმ “სიმართლის სამინისტროში”, სადაც ისტორიის ფალსიფიცირება ხდებოდა ყველა დონეზე, რათა მოსახლეობას არაფერი არ გაეგო “სიმართლის” გარდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s