აშშ ბოიკოტს უცხადებს გაეროს მოლაპარაკებებს ბირთვული იარაღის ცალმხრივად აკრძალვის თაობაზე.

0001

აღნიშნული ინიციატივა ლაკმუსის ინდიკატორი გამოდგა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ რამდენად უძლურია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ზესახელმწიფოებთან მიმართებაში. მაგრამ, ამით არ მინდა გავაძლიერო ანტი-პოლიტიკური გრძნობები ან ჩაგაგდოთ პოლიტიკური ნიჰილიზმის უფსკრულში, პირიქით, მსურს ერთად გავიგოთ პასუხი კითხვაზე  – რატომ?
ჩამოვყალიბდეთ ლაკონურად :
► გაერო არის მეორე მსოფლიო ომის და ცივი ომის გადმონაშთი სტრუქტურა , რომლის არსებობა განისაზღვრა ანტი-ნაცისტური კოალიციის წევრების მიერ. აშკარა ფაქტია , რომ ომის პერიოდმა განსაზღვრა ეს იძულებითი მოკავშირეობა და მტერი-მეგობრის როლი , რაც გერმანიის დამარცხების შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. გუშინდელი მოკავშირეები იქცნენ დღევანდელ მტრებად.
► ერთ-ერთი უმთავრესი და გადამწყვეტი ფაქტორი : გაერო არის ერი-სახელმწიფოების მიერ შექმნილი ორგანიზაცია , რომელსაც დაეკისრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე პასუხი, თან ისე შევცქერთ ხოლმე თითქოს მას გააჩნდა რამე სხვა რესურსი თუ არა ის წევრი სახელმწიფოები. ანუ,  გაჩნდა შემდეგი სურათი : თავად სახელმწიფო არის მოსარჩლე , მოპასუხე , პროკურორი და მოსამართლეც. ბუნებრივია , ამის რეგულაცია ხდება არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მეშვეობით , მაგრამ აქვე წარმოიშვება კითხვა : თუ იყო დასჯილი იმ საერთაშორისო სამართლის მიხედვით აშშ , რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ?

პასუხი ცხადია – არა!

დასჯის პრინციპი გაეროში განისაზღვრება სახელმწიფოს პოზიციით საერთაშორისო ასპარეზზე, მისი სიმძლავრით და მოკავშირეებით, არანაირ მორალს და თამაშის გაწერილი წესებისადმი ერთგულებას არ აქვს ადგილი პოლიტიკაში!

ბირთვული კლუბის წევრების პოზიცია სრულიად გასაგებია , თუ ჩავთვლით , რომ ბირთვული იარაღი გააჩნია მეტად პრაგმატულ და შეკავებულ სახელმწიფოებს, რაც არ ბადებს მისი გამოყენების რისკებს. გარდა ამისა, ზუსტად ბირთვულ სახელმწიფოსთან ომის შიშით ბევრი აქტორი ფრთხილობს და თავს იკავებს ავანტიურებისგან. უარყოფითი მომენტი ის არის , რომ ბირთვული პოტენციალის ქვეყნებს უფრო დიდი საშუალება აქვს დააშინოს მცირე სახელმწიფოები და გაატაროს თავისი პოლიტიკა ისე , რომ ვერავინ , და მათ შორის გაეროც , ვერაფერს ვერ გააკეთებს მის საწინააღმდეგოდ.

130530_SCI_NUCLEARTEST.jpg.CROP.article568-large.jpg

შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი ამბობს რომ აკრძალვა ნიშნავს იმას რომ”ცუდ მოთამაშეებს” (აქტორებს) ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ ბირთვული იარაღი შემოწმების გარეშე.

აშშ- რუსეთთან , ჩინეთთან და სხვა ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოებთან ერთად გამოეთიშა გაეროს ბოლო სხდომებს ბირთვული იარაღის აკრძალვის თემასთან დაკავშირებით.
ბირთვული განიარაღების მხარდამჭერები ამბობენ, რომ დრო დადგა უფრო დიდი ძალისხმევა მოახმარონ იმ იარაღის განადგურებას , ვიდრე იმ 50 წლის განმავლობაში ხდებოდა მომენტიდან , როდესაც მიღებულიქნა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება.
ხოლო ბირთვული სახელმწიფოები ამბობენ  რომ პირდაპირი აკრძალვა ვერ იქნება შედეგიანი და ამჯობინებენ ერთობლივ მუშაობას მიზანთან თანდათანობითი მიახლოებისათვის.
ხელშეკრულებამ, რომელიც გაფორმებულ იქნა 1968 წელს 5 ბირთვული სახელმწიფო აღიარა – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი (ახლანდელი რუსეთი), ჩინეთი და საფრანგეთი – და შეთანხმმდა ხელი შეუწყოს ბირთვული ენერგიის მშვიდობიან განვითარებას და ბირთვული იარაღის თანდათანობით განადგურებას (შეიარაღებიდან ამოღებას)
მაგრამ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ინდოეთსა და პაკისტანსაც გააჩნიათ ბირთვული იარაღი , ხოლო მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერას.

ისრაელმაც ასევე უარი განაცხადა და ინარჩუნებს წინასწარგანზრახულ ბუნდოვან პოზიციას საკუთარ ბირთვულ სტატუსზე და არასდროს ჩაუტარებია ბირთვული იარაღის ტესტირება საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ, მაგრამ კვლავ არსებობს ეჭვები, რომ მას მაინც გააჩნია მასობრივი განადგურების რამოდენიმე იარაღი.

ჩრდილოეთ კორეა გამოვიდა ხელშეკრულებიდან 2003 წელს და ბოლო წლების განმავლობაში აგრძელებს ბირთვულ ტესტირებებს მზარდი სიხშირით.
100-ზე მეტმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის წინა წლის რეზოლუციას დისკუსიების დაწყების შესახებ, მათ შორის ავსტრია, ბრაზილია და ირლანდია, რომლებიც ამ საკითხის ინიციატორები არიან.
საერთაშორისო დაძაბულობის გამძაფრების ფონზე საზოგადოების ცნობადობა ბირთვულ იარაღის თაობაზე კლებულობს. ” საჭიროება პროგრესისთვის ბირთვული განიარაღების მხრივ არასოდეს იყო ისეთი აუცილებელი, როგორც დღეს”, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიარაღების საკითხებში კიმ ვონ სუმ განხილვების დაწყებისას.
აშშ-ს ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა , რომ მას როგორც დედას , და როგორც შვილს მეტი არ უნდა ვიდრე მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ საჭიროა იყვნენ რეალისტურები.
იგი შეუერთდა კოლეგებს დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და დაახლოებით კიდე 20 სახელმწიფოდან, მათ შორის არაბირთვული ქვეყნებიდანაც, რომლებიც შეიკრიბნენ გაეროს გენერალური ასამბლეის ჰოლში ნიუ-იორკში, რათა გამოეცხადათ პროტესტი აღნიშნულ საუბრებთან მიმართებაში.
ჰეილიმ, სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, ამ პოსტზე დანიშნულმა დონალდ ტრამპის მიერ იანვარში განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აღნიშნავს იმ ერების განიარაღებას , რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მშვიდობა და უსაფრთხოება, როდესაც “ცუდი მოთამაშეები” (აქტორები) გააგრძელებენ (ბირთვული იარაღის წარმოებას) შეუმოწმებლად.
მან განაცხადა : “ჩრდილოეთი კორეა იქნება ერთადერთი ვინც იზეიმებს, და ყველა ჩვენგანი და ხალხი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, იქნება რისკის ქვეშ”
აკრძალვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ თანდათანობით განიარაღებას ჰქონდა მნიშვნელოვანი ეფექტი. ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პირობებში აშშ-მ შეამცირა თავისი ბირთვული შეიარაღება 85 %-ით , განაცხადა ჰეილიმ, და დიდმა ბრიტანეთმა შეამცირა თავისი ბირთვული შეიარაღება 50 %-ით ცივი ომის პიკზე, სამეფოს ელჩის მეტიუ რაიკროფტის თანახმად.
“ჩვენი ერები კვლავ ეყრდნობიან ბირთვული იარაღით შეკავებას უსაფრთხოებისა და სტაბულურობის სფეროში”,  განაცხადა საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსის ლამეკმა.
ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ ‘ბოიკოტიორების’ პრეს-კონფერენციას, მაგრამ განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიებში.
მოლაპარაკებები მიზნად ისახავენ კანონიერი მაკავშირებელი ინსტრუმენტის შექმნას, რათა აიკრძალოს ბირთვული იარაღი, და ამან მიიყვანოს მის სრულ განადგურებამდე. მომხრეები იმედს ინარჩუნებენ რომ დოკუმენტი შედგენილი იქნება ივლისამდე.
ნებისმიერი ხელშეკრულება დაავალდებულებს მხოლოდ ერ-სახელმწიფოებს, რომლებიც განახორციელებენ მის დამტკიცებას, და მიუხედავად წინააღმდეგობისა ძირითადი ბირთვული აქტორების მხრიდან, მომხრეები თვლიან რომ აკრძალვა შესაძლოა დაგვეხმაროს ბირთვულ იარაღზე უარის თქმის მხრივ ახალი საერთაშორისო ნორმის შექმნაში.

წყარო – © https://www.facebook.com/JanusClubMedia/posts/915088908634224:0

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s