ელიტებს კონკურენცია ყველასთვის სურთ, გარდა თავიანთი თავისა

MonopolyManMoneybag

ტოპ 1 %-ის სანახაობრივი ეკონომიკური ზრდა დღეს წარმოადგენს საყოველთაო ფაქტს, ამისთვის დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ტომას პიკეტის და მის კოლეგებს. ამერეკული მოსახლეობის ტოპ 1 % დღეს ფლობს ეროვნული დოვლათის 21 %, მაშინ როცა ეს ციფრი 1979 წლის მონაცემებით 10 %-ს უდრიდა.

ამ უთანასწორობის აღმოფხვრა მოითხოვს მისი მიზეზების სწორ განსაზღვრას. ამ უთანასწორობის 3 სტანდარტული ახსნა – კაპიტალის აქციები, უნარები და ტექნოლოგიები – მხოლოდ მითებია. ელიტარული უთანასწორობის რეალური მიზეზი არის ელიტური ინვესტიციების და შრომის ბაზრებზე ღია ხელმისაწვდომობისა და ბაზრის კონკურენციის ნაკლებობა. ელიტის სფეროს შესამცირებლად, ჩვენ გვჭირდება მათი, რომ მათშიც გაჩნდეს კონკურენცია.

მითი 1: შრომის გადანაწილება VS კაპიტალი

თავის წიგნში „გადავარჩინოთ კაპიტალიზმი: უმრავლესობისთვის და არა უმცირესობისთვის“, რობერტ რეიხი იტყობინება, რომ შემოსავლის გადანაწილებამ, რომელიც მუშების ჯიბეში მიდიოდა რეგრესი განიცადა და 1960 წელს 50 %-დან დაეცა და 2012 წელს 42 % შეადგენდა. ამავდროულად პროპორციულად გაიზარდა კორპორაციული შემოსავალი. ანუ ტრილიონობით ამერიკული დოლარი მუშების მაგივრად კაპიტალისტებმა მიიღეს. მგრძნობიარე პოლიტიკის პასუხი არის, როგორც რეიხი და სხვები ხაზგასმით აღნიშნავენ, კორპორატიულ შემოსავლებსა და კაპიტალის მოგებაზე გადასახადების დაწესება და კაპიტალის მფლობელების გაფართოება.

ეს შეიძლება იყოს კარგი იდეა სხვა მიზნების მისაღწევად, მაგრამ საყოველთაო სიკეთისათვის ის არის დამანგრეველი, რაზეც მეტყველებს ბევრი ფაქტი. 1980 -2014 წლებში, კორპორატიული მოგება რეალურად წარმოადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის მთლიანი წილის 4.9%-ს, რაც ნაკლებია ვიდრე 1950- 1979 წლებში – 5.4%-ს.

შემოსავლები ძირითადად მოიპოვება ამ ოთხი კაპიტალის წყაროდან – დივიდენდები, საპროცენტო განაკვეთისაიჯარო შემოსავლები და მესაკუთრის შემოსავალი – ამ ორი პერიოდის განმავლობაში მშპ-ს წილი მხოლოდ ერთი პროცენტის სხვაობას შეადგენდა მთლიანად მაღალი საპროცენტო შემოსავლის გამო, რაც ძირითადად გადადის სახაზინო ობლიგაციების მფლობელების ხელში.

აბა რა ხდება აქ? მარტივი ახსნა ისაა, რომ ხელფასები არის  შრომისადმი მიდრეკილ ეკონომიკური სარგებლის წილის ზრდის არაადეკვატური ზომა. ხელფასები შემცირდა შემოსავლის წილის უფრო ფართო გადანაწილებასთან ერთად, ძირითადად ეს ორი მიზეზის გამო მოხდა. პირველი, ეროვნული შემოსავალი მოიცავს სამთავრობო გადასახადებსაც, რომლებიც იზრდება  მოსახლეობის დაბერების გამო (მაგ., დაზღვევა და მკურნალობა). მეორე, კომპანიები მნიშვნელოვნად იზრდებიან  არასამთავრობო სექტორის სახელფასო სუბსიდირების ხარჯზე (მაგალითად, ჯანდაცვა და საპენსიო შეღავათები). ფაქტობრივად, რომ გავითვალისწინოთ მუშაკის კომპენსაციები, არსებული ხელფასები და გადასახადები, მისი სუფთა მოგება ოდნავ თუ გაიზარდა, ეროვნული შემოსავლის წილის ფართო გადანაწილების გამო ელიტებში, 79 % 1951-1979 წლებში, 1980 წლიდან 2015 წლამდე 81 %.

მითი 2: სუპერ უნარები სუპერ მდიდარს გაგხდის.

ამ დებულების გამართლებისთვის გრეგ მანკივი იშველიებს იმ არგუმენტს, რომ ელიტები იმიტომ მდიდრდებიან დანარჩენებზე მარტივად, რომ მათ უფრო მაღალი IQ აქვთ, უკეთესი უნარ-ჩვევები და ეკონომიკაში საგრძნობი კონტრიბუცია. გლობალიზირებული და მაღალტექნოლოგიური ეკონომიკა დღეს ორიენტირებულია ჭკვიან ადამიანებზე, რომლებიც დიდ შემოსავალს შოულობენ.

უდავოა, რომ მართლაც ბოლო პერიოდში მოთხოვნა განათლებასა და ცოდნაზე საკმაოდ გაიზარდა. მაგრამ, როგორც ადრე უკვე აღვნიშნეთ ეს სიმართლეა ქვედა 99 %-ის, მაგრამ არ არსებობს არანაირი იმის მტკიცებულება, რომ ტოპ 1 % წარმოადგენს „ზეინტელექტის მფლობელებს“. მეტიც, საპირისპიროც შეიძლება ითქვას.

თუ ავიღებთ საშტატო ადმინისტრაციულ მაჩვენებლებს აშშ-ში და დავეყრდნობით 1990-2011 წლის მონაცემების ჯონ ებოუდის ანალიზს, რომელიც ადგენდა ინდივიდუალური უნარ-ჩვევების და კარიერული წარმატებების შეფარდებას. მათ დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საბანკო სექტორში საშუალოდ იღებენ სხვა სექტორებთან შედარებით იღებენ 26 %-ით მეტ ანაზღაურებას, მიუხედავად მათი უნარ-ჩვევებისა. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ლეგალური სერვისის სფეროში იღებენ 23 %-ით მეტ ანაზღაურებას. ეს ორი სექტორი არის წამყვანი სფერო, რომელიც უნარ-ჩვევების შესაბამისად არაპროპორციულად მაღალ ანაზღაურებას იძლევა. მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც სასურსათო სფეროში მუშაობენ იღებენ 40 %-ით ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე მათ ეკუთვნით მათი უნარ-ჩვევების შესაბამისად.

ამ და სხვა კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა ის, რაზეც ცოტა უფრო ადრე მიდიოდა ლაპარაკი. ის რომ კომპანიების მფლობელები და მაღალ კარიერულ საფეხურზე მდგომი პიროვნებები საშუალოდ იღებენ თავიანთი IQ-ს ერთ ერთეულზე 1.5 %-ით მეტ ანაზღაურებას.

თუ დავეყრდნობით მოსახლეობის ინდექსირების მონაცემებს დავადგენთ, რომ 1980 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა გარკვეული სფეროების შემოსავალი. კერძოდ კი საფინანსო და საინვესტიციო სპექტრის კომპანიების შემოსავალი გაიზარდა 41 %-ან 60 %-დე. ლეგალური სერვისების შემოსავალმა გაიზარდა 27 %-ან 37 %-დე. ჯანდაცვა 21 %-ან 39 %-დე. მეორე მხრივ სასურსათო სპექტრის შემოსავალმა იკვლო 20 %-ით.

მითი 3: ტექნოლოგიები

გარკვეულმა მეწარმეებმა მიიღეს აუარებელი მოგება ინოვაციური პროდუქციის მეშვეობით. ეს ეხება მარკ ცუკერბერგს და ბილ გეიტსს, რომლების ტექნოლოგიური სექტორის სუპერ ვარსკლავებად ითვლებიან. სამეწარმეო კაპიტალისტმა პოლ გრეჰემმა, ამის შესახებ დაწერა, რომ ეს არის უთანასწორობის უპრეცედენტო შემთხვევა და ის მართალია, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება 1 %-ის აღმავლობაზე.

აიღეთ მაგალითად  ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური ინდუსტრიის პროდუქტები: პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერნეტ გამომცემლობა, მონაცემების დამუშავება, სერვერების დაარსება, ინტერნეტ დიზაინი, კომპიუტერის ტექნიკური მომარაგება და მრავალი სხვა. ერთად ისინი წარმოადგნენ იმ 1 %-ის მხოლოდ 5 %.

იბადება ლოგიკური კითხვა, სად არის მაშინ ის 1 % თუ არა სილიკონის ველში? პასუხი მხოლოდ ერთია: საავადმყოფოში. არც ერთი პროფესიის წარმომადგენლები იმ 1 %-ან არ არიან იმდენად ფართოდ წარმოდგენილები, როგორც ექიმები, თავიანთი 7,2 %-ით. საინვესტიციო და საფინანსო სექტორები იყოფენ 7 % და შესაბამისად 6 %. ხოლო შემდგომ მოდის სტომატოლოგია და საბანკო სექტორი.

ამ 1 %-ის ტოპს წარმოადგნენ რასაკვირველია კომპანიების მფლობელები, მითუმეტეს თუ კომპანიებს ნაყოფიერი სფეროები აქვთ ოკუპირებული და ისინი იმ 1 %-ის 28 % წარმოადგნენ, ხოლო მედიცინა მხოლოდ 26 %.

ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მხოლოდ ოდნავ თუ იმოქმედა იმ 1 %-ის შემადგენლობაზე.

ერთის მხრივ ეს იმით აიხსნება, რომ დიდ კომპანიებმა მოახდინეს საფინანსო სექტორის ოკუპირება, რაც აძლევთ მათ უფრო დიდ შემოსავალს ინვესტიციებიდან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ არის ბაზარზე. მაგალითად 1980 წლამდე ჰეჯ-ფონდების რაოდენობა იყო მწირი, მაგრამ დღეს ის მთავარ ტრენდს წარმოადგნენ და ისეთ სისტემებში არიან ინტეგრირებულები, როგორც მაგალითად ბანკი Goldman Sachs და ფლობენ კერძო სექტორის  $ 3 ტრილიონამდე.

ჰეჯ-ფონდები სარისკო საინვესტიციო სექტორს წარმოადგნენ, მაგრამ მაღალი მოგებით. იმისთვის, რომ ამ ფონდების როლი და პოპულარობა გაზრდილიყო, შემოიღეს კანონი, რის მიხედვითაც ფონდების დანაკარგი იქნება ნაწილობრივ ანაზღაურებული, რაც მათ უფრო მეტი რისკისკენ უბიძგებთ. კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მდიდარი ინვესტორები, სამაგიეროდ ეკრძალებათ ჰედჯ-ფონდების სტრატეგიის გამოყენება. ეს უბიძგებთ მათ მიმართონ ინვესტიციები ჰედჯ-ფონდებისკენ, რომლებიც კარგავენ ინვესტიციების საკმაოდ დიდ ნაწილს და ფაქტობრივად კეტავენ საშუალო და დაბალშემოსავლიან ბიზნესებს.

აი ეს უკვე თავის მხრივ გვაბრუნებს ჩვენ თემის სათაურისკენ, რადგან ეს ასახავს იმას, რომ ელიტა ქმნის კონკურენციას ყველა დონეზე, მაგრამ თვითონ აბსოლუტურად დაზღვეულია მარცხისგან.

შეიქმნა  სისტემა სადაც ინდივიდი დგება დილემის წინაშე, მან უნდა აირჩიოს ან უმაღლესი განათლება, რაც ტოვებს მას პრაქტიკული გამოცდილების გარეშე და ეს შემდგომ ხდება კომპანიის მიერ სამუშაოზე აყვანაზე უარის თქმის მიზეზი, ან ის ირჩევს, რაც შეიძლება ადრეულ პრაქტიკას, რაც ტოვებს მას განათლების გარეშე და შედეგს ლოგიკურად მიხვდებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s