ფუფუნების გადასახადი, როგორც სოციალური სამართლიანობის ელემენტი

nalog-na-roskosh.jpg

თანამედროვე ეკონომიკური სწავლებების თანახმად, მემარცხენეთა შეთავაზება ფუფუნებაზე დამატებითი გადასახადის შემოღების შესახებ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიან პოპულიზმს, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო ამ საკითხის გარშემო უფრო ფართო მსჯელობის გამართვა.

„როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები სწრაფად მდიდრდებიან ისინი ამ სიმდიდრეს ფუფუნებაზე ხარჯავენ“, ასე წერდა ერთი საუკუნის წინ ვერნერ ზომბარტი თავის წიგნში „სიყვარული, ფუფუნება და კაპიტალიზმი“.

უეცრად გამდიდრებულს გააჩნია ყველა სტიმული, რათა სდიოს ფუფუნებას: ეგოიზმი და ემოციური სიამოვნების მოთხოვნილება. მკვლევარი წერდა, რომ ზუსტად ფუფუნების ობიექტებით ვაჭრობამ შექმნა დღევანდელი კაპიტალიზმი.

პირველ რიგში  შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ფუფუნების ობიექტებით ვაჭრობა, რომელთა გადაზიდვა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. მეორე რიგში, როგორც მყიდველები, ასევე გამყიდველები საჭიროებდნენ კრედიტს, რამაც განავითარა საბანკო კაპიტალი. ადრეული კაპიტალიზმის ეპოქაში სპეკულანტები ისევე მსჯელობდნენ, როგორც კაპიტალისტები: „მხოლოდ მცირე გამყიდველებს სჯერათ, რომ ნებისმიერი ვალი უნდა უყოს ანაზღაურებული“ და „მხოლოდ ძუნწი ადამიანი იხედება თავის ჯიბეში იქამდე, სანამ რამეს ყიდვას დააპირებს“.

მორალისტები და პრაგმატიკოსები თვლიან, რომ ფუფუნებაზე ხარჯები ხელს უშლის დაგროვებული კაპიტალის ფორმირებას. ცხოვრების გავსება ფუფუნების ობიექტებით, ასევე უარყოფითად განიხილება ეკლესიის თვალსაზრისით, რადგან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ეკლესიები რეფორმაციიდან მოყოლებული სახელმწიფოს ეკუთვნის, შესაბამისად ადრე ფუფუნება არ დაიშვებოდა, ხოლო შემდგომ მას გადასახადი დაეკისრა.

რაც უფრო სამხრეთით ჩამოდიხართ, მით უფრო ნაკლებ კონტროლს აწყდებით ხარჯვაზე. (ეს ჩანს თუნდაც დღევანდელი იტალიის, საბერძნეთის და საფრანგეთის ფინანსური მდგომარეობით). მონტესკიემ მაგალითად ფილოსოფიურად ახსნა ეს საკითხი. ის წერდა: „თუ მდიდრები არ დახარჯავენ თავიანთ სიმდიდრეს, ღატაკები უპუროდ დარჩებიან“.

ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, რა ბედი ეწია მარია-ანტუანეტას, რომელმაც ხორბლის ფასის ლიბერალიზაციის შემდეგ, ურჩია მოსახლეობას ნამცხვრებზე გადასულიყვნენ.

ისტორიულად ფუფუნებაზე გადასახადი წარმოადგენს შუალედურ რგოლს, რომელსაც შეუძლია მიიყვანოს სისტემა თანამედროვე, განვითარებულ პროგრესულ გადასახადებამდე, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეული ფორმით. ბრიტანეთი მივიდა აქამდე XVIII საუკუნეში, როდესაც რობერტ უოლპოლის კორუფციული სისტემის შემდეგ, მმართველობაში მოვიდა უილიამ პიტი, რომელიც თვლიდა, რომ ზედა კლასებს მეტი უნდა გადაეხადათ – პიტმა დააწესა გადასახადი ძლიერ ცხენებზე (დღევანდელ ანალოგი –  Ferrari, Lamborghini ან Bugatti), ძაღლებზე, იარაღზე, გერბზე, საათებზე, ოქროს და ვერცხლის ჭურჭელზე, ხელთათმნებზე და პარიკის პუდრაზე, რომელსაც იყენებდნენ არისტოკრატები. რეალურად ასეთი გადასახადებით პიტი ამზადებდა საზოგადოებას, ახალ პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისთვის.

nalog-discovery-sport.jpg

საქართველოს საგადასახადო სისტემაში სუფევს უკიდურესი ლიბერტარიანელების მიდგომა, რომელიც მთელ ბოროტებას აბრალებს სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში (თუმცა პარადოქსულად არ ეწინააღმდეგებიან თავიანთი იდეების გატარებას სახელმწიფოს უხეში ჩარევის მეთოდით.) ითვლება, რომ ელიტა მაინც არ გადაიხდის ამ დამატებით გადასახადს ფუფუნების საგნებზე,  თუმცა ძალიან ცოტა თუ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ სწორი იმპლიმენტაციის შემთხვევაში ამ გადასახადის გადახდა ყველას მოუწევს, ვინც ფუფუნების საგნების შეძენას მოისურვებს. აქ მნიშვნილოვან როლს თამაშობს ასევე მედია, რომლიც ჩვენთან კონტროლდება ნეოლიბერალური ელიტების მიერ და ცდილობს დამალოს ყველა არგუმენტი ამ გადასახადის, ან პროგრესული დაბეგვრის სასარგებლოდ.

მაგალითად ის, რომ ამ გადასახადმა შეიძლება საგადასახადო სისტემის სასარგებლო კორექტირებას შეუწყოს ხელი იმ ქვეყნებში, სადაც არსებული საგადასახადო სისტემა მთლიანად აწვება საშუალო და დაბალ ფენას. ბრიტანეთში, მაგალითად, სადაც ყველაზე ადრე დაიწყეს ამ თემაზე საუბრები, კანონის ადმინისტრაცია ევალება არა ცენტრს, არამედ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რაც აადვილებს გადასახადების შეგროვებას.

მაგრამ მმართველი ეკონომიკური ელიტები დაინტერესებულინი არიან სოციალური და ეკონონიიკური უთანასწორობის ზრდაში, და არა შემცირებაში.

ფუფუნების გადასახადის ისტორიის არსებობას თუ გადავხედავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ შევამჩნევთ რომ ნებისმიერი განვითარებული დასავლური ქვეყანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწესებდა გადასახადებს მდიდრული ნივთების შეძენისთვის სხვადასხვა წარმატებით.

ასე მაგალითად აშშ-ში ეს გადასახადი 1991 წელს შემოიღეს, ჯორჯ ბუშიც პრეზიდენტობისას და არც თუ ისე დიდხანს გასტანა. 2 წლის შემდეგ გააუქმეს, ხოლო გადასახადი მდიდრული ავტომობილებზე 2005 წლამდე შეინარჩუნეს.

ცივილიზებულ ევროპაში ეს საკითხი ბევრად მარტივად დგას. ავსტრიაში და შვეიცარიაში ვილების მფლობელები 500-600 მფართით სახელმწიფო ბიუჯეტში 10-15 ათას ევროს იხდიან. ბრიტანელებს მოგების 40%-ის გადახდა უწევთ, თუ სახლი მათ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს და ისინი მას აქირავებენ. 

ფუფუნების გადასახადი არსებობს ასევე მექსიკაში, ჩილეში, ავსტრალიაში, ალჟირში, უნგრეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. რატომ არ შეიძლება მსგავსი გადასახადის შემოღება საქართველოში? ამ გადასახადის შემოღებას პოლიტიკური ნება ჭირდება, რაც განპრიობებული იქნება ქვეყანაში კატასტროფული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების მოტივით, ასევე იმ გარემოებით რომ საგადასახადო ტვირთი ძირითად საშუალო და ღარიბ ფენას არ დააწვეს და ფინანსური ელიტები დაიბეგრონ საკუთარი ქონების პროპორციულად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s