გაერო – საერთაშორისო ჩაგვრის და უსამართლობის ორგანიზაცია

გაეროს მიმართ თავის სკეპტიკური და კრიტიკული შეხედულებები ბევრი ქვეყნის ლიდერს დაუფიქსირებია სხვადასხვა დროს, მაგრამ დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველა არგუმენტირებული კრიტიკა, რომლის ანალოგიც ძალიან ცოტაა მსოფლიოში.

ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ გაეროს 64-ე გენერალური ასამბლეის დროს ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა და ფაქტიურად მიწასთან გაასწორა საერთაშორისო ორგანიზაცია. წარმოგიდგენთ ნაწყვეტს მისი სიტყვიდან.

W5Q2IBBZXAQ.jpg

2009 წელს თავისი გამოსვლის დროს კადაფიმ გაეროს წესდება დახია

გაეროს წესდების პრეამბულაში წერია, რომ ყველა დიდი თუ პატარა სახელმწიფო თანასწორია. როდისაც საქმე შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს თანასწორია თუ არა ყველა სახლემწიფო? – არა, ჩვენ არ ვართ თანასწორი. 

თანასწორია თუ არა ყველა სახელმწიფო, როდესაც საქმე ვეტოს გამოყენებდამდე მიდის? არა, ჩვენ არ ვართ თანასწორი. პატარა ქვეყნებს არც ვეტოს მიღების და არც ვეტოს აღიარების უფლება არ აქვთ. (ვეტოს გამოყენების და ნებისმიერ გადაწყვეტილების უარყოფის უფლება მხოლოდ უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს გააჩნია – რუსეთი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი)

გაეროს წესდების პრეამბულაში წერია, რომ შეარაღებული ძალა შეიძლება გამოიყენებულ იქნას მხოლოდ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გაეროს შექმნის შემდეგ 65 ომი მოხდა, რომლებიც მსხვერპლის ოდენობით რამდენიმეჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლს. ეს ომები, აგრესია და სამხედრო ძალა, რაც ამ 65 ომის დროს გამოიყენებოდა შეიძლება თუ არა ყველა ქვეყნის საერთო ინტერესს მივაკუთვნოთ? რა თქმა უნდა, არა. ეს ომები მხოლოდ რამენიმე დიდი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. სწორედ გაეროს თვალთმაქცობამ შობა ნაწილობრივ ეს სამხედრო კონფლიქტები.

სხვა ქვეყნების საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი გაეროს წესდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. არცერთ ქვეყანას არ აქვს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება, იქნება ეს დემოკრატიული თუ დიქტატორული, სოციალისტური თუ კაპიტალისტური, რეაქციონისტული თუ პროგრესული. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით ხდება, დიდი დასავლური ქვეყნები ყოველდღიურად არღვევენ ამ პრინციპს და ამას არავინ არ იმჩნევს. ისინი არათუ არ ერევიან სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, არამედ ფაქტიურად თვითონ მართავენ პატარა ქვეყნებს.

ჩვენ თავის დროზე გავწევრიანდით გაეროში იმ იმედით, რომ გვეგონა ეს ორგანიზაცია ამ პრინციპებს დაიცვავდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ ქვეყანას აქვს უფლება დაბლოკოს ყველას სხვა ქვეყნის გადაწყვეტილება. გაეროს მუდმივ წევრებს ვინ მიანიჭა სტატუსი უშიშროების საბჭოში? მათგან 4 ქვეყანამ თვითნებურად მიიღო ეს სტატუსი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მივეცით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი – არის ჩინეთ. ეს დემოკრატიული გზით მოხდა, ხოლოდ სხვა ქვეყენბმა ეს არადემოკრატიული მეთოდით გააკეთეს.

main-qimg-a5c7170866d48f52ce1db35873001825.png

წარმოდგენილ გრაფაში ნაჩვენებია რომელი ქვეყნები იყენებენ ვეტოს ყველაზე ხშირად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვეტოს უფლებას ყველაზე ხშირად აშშ იყენებს.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდნენ ზესახელმწიფოები; ეს უკვე ტერორიზმია. დღესდდღეობით უშიშროების საბჭო წარმოადგენს ფეოდალიზმს უშიშროების სფეროში. ზესახელმწიფოებს გააჩნიათ საკუთარი ვიწრო ინტერესი, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის დანარჩენ მსოლფიოსთან. დიდი ქვეყნები მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ავტორიტეტს “მესამე სამყაროს” პატარა ქვეყნების დაშინებისთვის და ტერორიზებისთვის.

1945 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს შექმნის შემდეგ ეს ორგანო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაგივრად მხოლოდ ტერორით და სანქციებით არის დაკავებული. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს დღევანდელი ფორმით, იმიტომ რომ ის არის არადემოკრატიული, დიქტატორული და არასამრთ₾იანი.

ამ სიტყვიდან 2 წელში დასავლური ქვეყნის ლიდერების ერთობლივმა კოალიციამ კადაფი ცხოველივით მოკლა. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ…

Untitled

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s