ბრიტანელების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდი – ბენგალის შიმშილობა

დღესდღეობით დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და ასევე მათი ქართული ანალოგებიც ხშირად საუბრობენ სტალინურ საბჭოთა რეპრესიებზე, უკრაინაში საბჭოთა ”გოლოდომორზე” სტატიები თითქმის ყოველდღიურად იდება, თუმცა დასავლური ქვეყნების მიერ მოწყობილი სასტიკი გენოციდები, რომლებიც მსხვერპლის რაოდენობით არათუ არ ჩამორჩება გოლოდომორს, არამედ რამდენიმეჯერ აღემატება კიდეც, უკვე დავიწყებას მიეცა.

დღეს ჩვენ სწორედ ერთ-ერთ ასეთ გენოციდზე მოგიყვებით, რომელიც ბრიტანულმა იმპერიალისტებმა ინდოეთში მოაწყვეს.

მე მეზიზღება ინდოელები, ისინი ცხოველისმაგვარი ადამიანები არიან, ცხოველური რელიგიით. მასობრივი შიმშილი მათი ბრალია, იმიტომ რომ კურდღლებივით მრავლდებიან“ – © უინსტონ ჩერჩილი

ინდოეთში კონტროლის დამყარების დროს ბრიტანელებს ჰქონდათ დაუნდობელი ეკონომიკური გეგმა და ის არ ითვალისწინებდა მოსახლეობის მიმართ არანაირ დათმობებს. ბრიტანეთის მიერ დანიშნული რაჯას დროს, ინდოეთმა გადაიტანა უთვალავი რაოდენობის მასობრივი შიმშილი, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ბენგალიაში შიმშილობა.

852c2b1cfd0a93b035d28145e96a8069

პირველს ადგილი ქჰონდა 1770 წ, შემდგომ მას მოყვა 1783 წ, 1866 წ, 1873 წ, 1892 წ, 1897 წ და ბოლოს იყო 1943-44 წ. წ. აქამდე, როდესაც ქვეყანას უახლოვდებოდა შიმშილის ტალღა, მმართველებს ჰქონდათ სათანადო ბერკეტები, რომ ეს კატასტროფა თავიდან აეცილებინათ. მაგრამ ბრიტანული მმართველობის დამყარების შემდეგ შიმშილი საფუძვლიანად ედებოდა ქვეყანას და დიდი ხანი გრძელდებოდა, რადგან ბრიტანელებმა შთანთქეს ქვეყნის მთლიანი ბუნებრივი რესურსების მარაგი საკუთარი ფინანსური მოგებისათვის. ისინი ბოლომდე ვერც კი ხვდებოდნენ, როგორ აცარიელებდნენ ქვეყანას თავიანთი მოქმედებებით. და ამის შემდგომ კიდევ უკმაყოფილები იყვნენ , რომ ინდოელები შიმშილის გამო ვერ იხდიდნენ გადასახადებს სტაბილურად.

100

პირველი ასეთი შიმშილი 1770 წ. მოხდა და მეტისმეტად მასშტაბური და ძლიერი აღმოჩნდა. მოახლოებული შიმშილის პირველი ნიშნები შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ 1769 წ, შემდეგ კი ის 1773 წლამდე გაგრძელდა . მან შეიწირა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი; ინდოელების მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომში ებრაელების მსხვერპლს მილიონoბით თაღემატება. მან შეიწირა ბენგალიის მოსახლეობის 1/3.

ჯონ ფისკემ წიგნში „უხილავი სამყარო“ “The Unseen World” აღნიშნა, რომ შიმშილი ინდოეთში იყო უფრო მსხვერპლიანი, ვიდრე შავი ჭირი ევროპაში XIV ს.

მონღოლთა მმართველობის დროს გლეხები შემოსავლის 10-15 % აბარებდნენ სახელმწიფოს.  ეს იყო კომფორტული სახელმწიფო ხაზინისთვის და ასევე გლეხებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მოსავალი არ იქნებოდა დიდი, ისინი მაინც შეძლებდნენ ამ თანხის გადახდას. ხოლო 1765 წ. გადასახადების აკერეფვა გადავიდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის ხელში და მან ბეგარა დაადო მონღოლთა მმართველ შაჰ ალამ II.

ბრიტანელების ცინიზმი იქამდე მივიდა რომ ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ამ გადასახადს დარქმეოდა სამადლობო გადასახადი და არა ბეგარა, რათა თავიდან აეცილებინათ საპროტესტო გამოსვლები, რადგანაც ბეგარა 50 % გახდა.

გლეხები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ გადასახადმა მიმღები შეიცვალა და ეგონათ, რომ ისინი ჯერ კიდევ მონღოლთა იმპერატორს უხდიდნენ  ბეგარას.

სიმინდის მოსავალი ყოველ წელს ერთნაირად არ ხარობდა, მაგრამ ინდოელები ამას მიჩვეულნი იყვნენ. ამიტომაც აქამდე არსებული გადასახადი მოქნილი  იყო მათთვის და წინა სეზონიდან შემორჩენილი არალიკვიდური მოსავალი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანელების მიერ გაზრდილი გადასახადი ნიშნავდა იმას რომ არალიკვიდური პროდუქცია მათ არ დარჩებოდათ. ასე რომ, როდესაც ინდოეთს 1768 წ. მოუსავლიანობა დაატყდა თავს არალიკვიდური პროდუქციის მარაგი და ამავდროულად გლეხების დაზღვევა სრულიად ამოიწურა. 1769 წ. იყო უკიდურესად წვიმიანი და ზუსტად მაშინ იჩინეს თავი შიმშილის პირველმა კერებმა. პირველი კერები გაჩნდა უფრო დასავლეთ ბენგალში, ბიჰარსა და ორისაში, ჯარჰანდსა და ბანგლადეშში. მაგრამ ბენგალის შიმშილობა ყველაზე საშინელი იყო. ათასობით ადამიანმა სცადა გაქცევით ეხსნა თავი შიმშილისგან, ცოტა ვინმე თუ გადაურჩა ამ კატასტროფას, მაგრამ ისინიც მხოლოდ დროებით. ყველა ვინც დარჩა მოკვდა. დიდი მოსავლიანობის სოფლის ტერიტორიები დაცარიელდა. ეს ტერიტორიები მალევე ჯუნგლებმა დაფარეს. ასევე შიმშილი მოედო ტირჰატს, შამპარანს, ბეტიაჰსა და ბიჰარს.

ამას მოყვა ის, რომ ადგილობრივი ინდოელი მმართველები ცდილობდნენ დაზარალებულ რეგიონებში კომპენსაციის სახით საირიგაციო სისტემები გაეყვანათ, რომ ამით მაინც დახმარებოდნენ მოსახლეობას, რადგან ბეგარა მათ განკარგულებაში არ იყო. კოლონიზატორები არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ კატასტროფის აშკარა ნიშნებს და შიმშილი 1770 – 71 წლებშიც გაგრძელდა.

ბრიტანელები ხედავდნენ, რომ საგადასახადო შემოსულობები მცირდებოდა და იმისთვის, შემცირებული გადასახადის კომპენსაცია მოეხდინათ გადასახადი გაზარდეს 60 %-დე. შედეგად უფრო ცოტა გლეხი რჩებოდა და შესაბამისად ბრიტანელების შემოსავალიც მცირდებოდა. ამის შედეგად იმ მცირე რაოდენობის გადარჩენილებს უწევდათ უკვე გარდაცვლილი გლეხების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც.

როდესაც ბრიტანელებმა მონღოლთა მმართველობა მოიშორეს თავიდან, მათ გამოუშვეს კანონი, რომ ინდოელებს უნდა მოეყვანათ მარცვლეული, რომელიც შემდეგ იმპორტზე გადიოდა. შესაბამისად ის გლეხები, რომლებსაც ადრე მოყავდათ, მაგალითად ბოსტნეული, იძულებულნი იყვნენ მარცვლეულზე გადასულიყვნენ, რომელიც მიჰქონდათ ბრიტანელებს და შესაბამისად ეს მოსავალი ვერ უშველიდა მოშიმშილე მოსახლეობას. ბრიტანელები იმ რაოდენობის მარცვლეულსაც კი არ უტოვებდნენ ადგილობრივებს, რომ ადამიანებს მოსალოდნელი შიმშილის დროს თავი გადაერჩინათ რამენაირად.ფაქტობრივად ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა სიკვდილს ნიშნავდა, რაც ინდოეთში საკმაოდ ხშირი იყო. ეს იყო ველური კაპიტალიზმის პიკი, რომელიც მიზნად ისახავდნენ მხოლოდ ერთს – ულევ შემოსავალს. დაზარალებულთა დახმარების არანაირი პოლიტიკა არ არსებობდა. და როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, ბრიტანელები შემოცირებული საგადასახადო შემოსულებების ანაზღაურებას მხოლოდ გადასახადის გაზრდით ცდილობდნენ. ირონიული ის არის, რომ ოსტ ინდოეთის კომპანიამ 1771 წ. ნახა უფრო მეტი მოგება ვიდრე 1768 წ.

gross-revenue

მაგრამ, რაც არ იცოდა ბენგალის შიმშილისაგან მომაკვდავმა მოსახლეობამ არის ის, რომ ეს იყო მხოლოდ პირველი იმ მრავალი შიმშილობის ტალღიდან, რომელიც მათ წინ ელოდებათ, ბრიტანელების გაუმძღრობის, სისასტიკის და არაადამიანობის გამო.

შიმშილის ყოველ ახალ ტალღას ახასიათებდა თავისი უკიდურესობა, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც 1771 და 1943 წლები გამოდგა, როდესაც ადამიანები ბალახს ჭამდნენ და საზოგადოება კანიბალიზმმა მოიცვა.

1943.jpg

უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა პოლიტიკოსმა, რადგან მან ევროპა გადაარჩინა ტირანი და მონსტრი ჰიტლერისაგან, თავად არანაკლები, თუ არა გაცილებით მეტი სისასტიკე და ტირანია გამოიჩინა ბენგალის მოსახლეობის მიმართ.  მან შემთხვევით გაუგზავნა სამედიცინო დახმარება თავის უკვე საკმაოდ კარგად უზრუნველყოფილ ჯარისკაცებს ევროპაში, რომელიც თავის მხრივ იყო განკუთვნილი შიმშილისგან მომაკვდავი ინდოეთისთვის. ამაზე შემდეგ ჩერჩილმა შემოუთვალა: „შიმშილით, თუ შიმშილის გარეშე, ისინი მაინც კურდღლებივით გამრავლდებიან.“ დელიდან ჩერჩილს მოუვიდა სტატისტიკა, რომელშიც საუბარი იყო იმ შემზარავ მდგომარეობაზე, რასაც იდნოეთში ჰქონდა ადგილი და ასევე გარდაცვლილ ადამიანთა მასშტაბურ რაოდენობაზე. საპასუხო წერილში მან დაწერა: „მაშინ განდი რატომ არ გარდაიცვალა ჯერ?“

28ba6bda9363851e6d04fae88dd939df.jpg

ეს ერთი, მაგრამ მრავლისმეტყველი ტრაგედია თავისი სისტიკის და არაადამიანობის გარდა, ასევე იმასაც ნათლად უსმევს ხაზს რომ რომ დასავლეთის სიმდიდრე დაფუძნებულია უთვალავი ადამიანების თავის ქალაზე, სისხლზე და მკვლელობაზე.

ჩვენ ხოტბას ვასხამთ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ბევრ სახელგანთქმულ ადამიანს, მაგრამ ნუთუ ეს ადამიანები არ არიან ნამდვილი გმირები, ადამიანები, რომელთა სახელები ჩვენ არ ვიცით, რომლებიც იმპერიალიზმის, ევროპული კოლონიალიზმის და კაპიტალიზმის მსხვერპლად იქცნენ?

ყველამ უნდა მივაგოთ პატივი ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისათვის გადაიხადეს ყველაზე დიდი ფასი – საკუთარი სიცოცხლე.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის, თუ რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა ბრიტანული კოლონიალიზმის დროს ინდოეთში, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით 3 საუკუნის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა 80-100 მილიოან ადამიანს აღწევს.

Untitled.jpg

One thought on “ბრიტანელების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდი – ბენგალის შიმშილობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s