მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და თავმდაბალი პრეზიდენტის პორტრეტი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხალხი იმას უჩივის, რომ ქვეყნის ლიდერებმა არ იციან და არ ესმით თუ როგორ ცხოვრობენ უბრალო ადამიანები. მაგრამ ურუგვაის ეს არ ეხება. წარმოგიდგენთ ურუგვაის ასკეტ და ვეგეტარიანელ ექს-პრეზიდენტ, ხოსე მუხიკას. ის მიყრუებულ ფერმაზე ცხოვრობს და თითქმის მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებაზე ხარჯავს.

მისი სახლის წინ თოკებზე ტანსაცმელი შრება. დასალევი წყლისთვის მას უწევს დაბურული ეზოს გავლა. სახლს მხოლოდ ორი პოლიციელი და სამფეხა ძაღლი იცავს, სახელად მანუელა.

1.jpg

პრეზიდენტმა მუხიკამ პრეზიდენტობის ვადის დროს უარი განაცხადა საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრებაზე და ამის სანაცვლოდ საგვარეულო ფერმაზე ცხოვრებდა , რომელიც დედაქალაქ მონტევიდეოსთან ახლოს მდებარეობს. სახლისკენ მხოლოდ ერთი გრუნტის ბილიკი მიდის. პრეზიდენტი და თავისი ცოლი ეზოში გასაყიდად ყვავილებს ზრდიან, მათ არ ჰყავთ მომსახურე პერსონალი.

თავისი ასკეტური ცხოვრების სტილის და იმის გამო, რომ ის თავისი ხელფასის 90 % ქველმოქმედებაზე რიცხავდა, (12. 000 $  წელიწადში) მას მსოფლიოს უღარიბესი პრეზიდენტი შეარქვეს.

პრეზიდენტი იმ ორგანიზაციებს ეხმარებოდა და ეხმარება, რომლებიც სიღარიბეს ებრძვიან  და მხარს უჭერენ მცირე ბიზნესს. ამის შედეგად მისი ხელფასი პრეზიდენტობის დროს  თვეში 775 $ შეადგენდა, რაც ურუგვაიში საშუალო მაჩვენებელია.

ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტი 2009 წ. გახდა .  60-იან და 70-იან წლებში ის „ტუპამაროსის“ მემარცხენე მოძრაობის რიგებში იბრძოდა, რომელსაც კუბის რევოლუციის შედეგად მიღებული მუხტი ამოძრავებდა  .

ის 6-ჯერ დაჭრეს  და მან ციხეში 14 წელი გაატარა. თავისი სასჯელის უმეტესი ნაწილი მან ერთკაციან კამერაში გაატარა. ციხიდან ის  1985 წ. გამოვიდა, როდესაც ურუგვაიში კვლავ დემოკრატია დამყარდა.

2

პრეზიდენტი მუხიკა პოლიკლინიკაში ექიმთან კონსულტაციისთვის

ექს-პრეზიდენტის თქმით, ზუსტად ციხეში გატარებული წლების დროს, მას ჩამოუყალიბდა ცხოვრებისეული შეხედულებები.  2014 წ. მუხიკა ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ურუგვაიში მარიხუანის ლეგალიზაციის კანონის მიღების გამო.

მუხიკას ცნობილი გამონათქვამები:

“მე ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ღარიბად. ღარიბები ისინი არიან, ვინც მხოლოდ სიმდიდრის დასაგროვებლად მუშაობენ, მათ ყოველთვის მეტი და მეტი უნდათ.”

“თუ თქვენ ცოტა გაქვთ, არ არის საჭირო მთელი შენი ცხოვრება მონურად იშრომოთ, რომ მერე ყველაფერი იყიდოთ. ჯობს თქვენი თავისთვის უფრო მეტი დრო დაიტოვოთ.”

“შეიძლება მე ბებერ გიჟს ვგავარ… მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.”

მთლი დღე ჩვენ ვლაპარაკობთ მდგრად განვითარებაზე და სიღარიბესთან ბრძოლაზე. მაგრამ რაზე ვფიქრობთ?  ნუთუ მართლა გვინდა რომ მდიდარი ქვეყნების განვითარების და მოხმარების დონეს მივაღწიოთ? გეკითხებით: რა მოხდება თუ ინდოელებს ერთ სულ მოსახლეზე იმდენივე მანქანა ექნებათ, რამდენიც გერმანელებს? რამდენი ჟანგბადი დარჩება მაშინ დედამიწაზე?

3.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s