ევო მორალესმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ სოციალიზმი XXI საუკუნეშიც ეფექტურად მუშაობს

300

ბოლივიის პრეზიდენტი – ევო მორალესი

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა გააოგნა კრიტიკოსები როგორც ვაშინგტონში, ასევე მსოფლიო სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში ბოლივიური ეკონომიკური მიღწევებით.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი 3 წლის წინ მესამედ აირჩიეს ბოლივიის პრეზიდენტად, მთელი ამ წლების განმავლობაში ის დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში დაცინვის აქტიურ ობექტს წარმოადგენდა. ისევე, როგორც აწ უკვე გარდაცვლილი უგო ჩავესი, ევო მორალესი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი პოპულისტური კრიტიკით ვაშინგტონის მიმართ. სხვთაშორის აღსანიშნავია, რომ  ის ლათინური ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომდგენელია, რომელიც ბოლივიის ქვეყნის ლიდერი გახდა 400 წლიანი ისტორიის მანძილზე.

შორეულ 1985 წელს მან პოლიტიკური პარტია  Movimiento al Socialismo (მოძრაობა სოციალიზმისკენ) დააარსა და უკვე რამდენიმე ათეული წელი თავისი პოლიტიკური ხედვების ერთგული დარჩა.

მისმა რიგით მესამე გამარჯვებამ მედიის ყურადღება მის გამარჯვების შემდგომ განცხადებაზე მიაპყრო: „ეს არის ანტიიმპერიალიზმის გამარჯვება“  საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ანტიამერიკული იმპულსს  ერთ-ერთი უმთავრესი როლი ეკავა მისი მმართველობის პერიოდში.

dsc_3225

ბოლივიის დედაქალაქი – ლა-პასი

მორალესის მუდმივად ზრდადი პოპულარობა პირველ რიგში მის  ექსტრაორდინალურ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებთანაა დაკავშირებული. როგორც თვით New York Times  იტყობინება, ბოლივიამ გაიარა ტრანსფორმაცია „ეკონომიკური სანაგვიდან“- ქვეყნამდე, რომელიც  მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან დადებით და პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს

ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ სოციალისტური ადმინისტრაციის მქონე ქვეყანამ თავისი წარმატების მისაღწევად პირველ რიგში უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რჩევებზე და რეკომენდაციებზე და განვითარების საკუთარი გზა აირჩია.

ეკონომიკისა და პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის (Centre for Economic and Policy Research (CEPR)), რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს იუწყება: „ბოლივია ბოლო 8 წლის განმავლობაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში ბოლო35 წლის განმავლობაში.“ ასეთი ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად აისახა ბოლივიის მოსახლეობაზე:

  • ბოლო 8 წლის განმავლობაში სიღარიბე  25 %-ით შემცირდა, ხოლო უკიდურესი სიღარიბე 43 %-ით;
  • სოციალური დანახარჯები 45 %-ით გაიზარდა.
  •  მინიმალურმა სახელფასო განაკვეთმა 87,7 %-ით მოიმატა.
bolivia-10-2014-8-min-wage

მინიმალური ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში

აღსანიშნავია რომ ლათინური ამერიკის  და კარიბის ზღვის ეკონომიკურმა საბჭომ ხაზი გაუსვა ბოლივიის მიღწევებს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის  სფეროში. მათი დასკვნის მიხედვით ბოლივია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის მოხდა, რომელთაც ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება შეძლეს, ეს კი დღევანდელ პირობებში ურთულესი ამოცანაა. აქედან გამომდინარე ადვილი გასაგებია მორალესის უპირობო გამარჯვება და მხარდაჭერა, მოსახლეობას მოწონს როდესაც  ეკონომიკურად დაცულად გრძნობას თავს. თუ თქვენ შეამცირებთ სიღატაკეს, სავარაუდოდ მომავალ არჩევნებზე თქვენც გაიმარჯვებთ.

მართალია მორალესმა უკვე შეიძინა მტრები თეთრ სახლში, მაგრამ ალბათ ეს არაფერია, იმასთან შედარებით, რომ ის ღიად გამოდის კოკას ფოთლის საერთაშორისო ლეგალიზაციის შეთავაზებით. კოკა არის  საღეჭი მასალა, რომელიც ბოლივიური კულტურის განუყოფელი ნაწილია (არ უნდა აგვერიოს ის კოკაინში, რომელიც ამაზრზენი ქიმიური პროცესის შედეგად  მზადდება კოკას ფოთლებისგან).  სანამ მორალესს პირველად აირჩევდნენ the Telegraph-მა აღნიშნა: „ეს გამოიწვევს ფოთლის გავრცელებას, რომელიც უმეტესწილად მოხმარდება კოკაინის დამზადებას, რაც ნარკობარონებს მისცემს უფრო დიდი რაოდენობის არალეგალურ ნივთიერებას.“ მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა, კოკას კულტივაცია ბოლივიაში საგრძნობლად შემცირდა. ეს ფაქტი იყო არასახარბიელო ვაშინგტონისთვის, რომელმაც მილიარდები ჩადო თავის ლათინო-ამერიკულ ანტინარკოტიკულ კამპანიაში, რომელიც უკიდურესად მილიტარიზებული და ამავდროულად არაეფექტური იყო. მორალესმა ამით აღნიშნა, რომ აშშ-ს ეს კამპანია არის მხოლოდ საბაბი ჩაერიოს კონტინენტის შიდა პოლიტიკაში.

chaves-castro-morales

ჩავესი, კასტრო და მორალესი

აქედან გამომდინარე არასამართლიანი იქნება, იმის არ აღნიშნვნა, რომ მორალესის მმართველობა დღევანდელ დღემდე თითქმის იდეალურია. 2015 წელს ბოლივიის მთავრობა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ახალ კონონთან მიმართებაში, რომელის თანახმადაც ბავშვების სამუშაო ასაკი 10 წლამდე დავიდა. მაგრამ ამავდროულად არავის არ აღუნიშნავს, რომ ეს იყო ბოლივიის მთავრობის პასუხი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, Unatsbo-ს მოთხოვნებზე, რომელის ანგარიშის მიხედვითაც 850,000 არალეგალურად დასაქმებული ბავშვი ყოველ დღე ეგუება ექსპლუატაციას და მიწისქვეშეთში მუშაობას და მათ სჭირდებათ დაცვა. ბოლივია მასობრივად ებრძოდა სიღარიბეს, მაგრამ დღესაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღატაკეში, რაც ის დაღია, რომელიც მორალესს წინა ხელისუფლებისგან დახვდა.

ბოლივიის დღის წესრიგში ამჟამად მთავარ პრიორიტეტად რჩება მომუშავე ბავშვთა რაოდენობის შემცირება. ამ მიზნის მიღწევა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც აქამდე მიღწეულ წარმატებას გამყარება ესაჭიროება. თავისი სოციალური რეფორმების მიმდინარეობაში, მას რთული გადაწყვეტილების მიღებაც მოუწებს. უფლედამცველები ევოს აბორტების და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას თხოვენ, რასაც ის ჯერ-ჯერობით არ თანხმდება.

bolivia-10-2014-7-inequality

შინამეურნეობების (ოჯახების) შემოსავლების ზრდა მორალესის მმართველობის პერიოდში. როგორც გრაფაზე ჩანს ყველაზე მეტად შემოსავლები ყველაზე ღარიბ ფენას ეზრდებოდა, ხოლო ყველაზე მდიდარ ფენას ყველაზე ნელა.

როგორც არ უნდა გამოიყენოს მორალესმა თავისი მესამე ვადა, ყველაფერი, რაც მან აქამდე გააკეთა სამაგალითოა. მან დაანგრია მეინსტრიმული და სტერეოტიპული ეკონომიკური პოსტულატი, რომ მემარცხენე პოლიტიკა ვნებს ეკონომიკას, რომ მუშათა კლასი ვერ აუბამს მხარს ზრდად ეკონომიკას და რომ პოლიტიკა არ შეიძლება იყო ტრანსფორმაციული. მან ეს ყველაფერი შეძლო და თანაც მსოფლიო სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების და ამერიკის მთავრობის წნეხის ქვეშ.

ბოლივიის ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 5%-ით იზრდება, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 1.7 მლრდ. $-დან (2006 წელს) 15 მლრდ. $-მდე გაიზარდა (2014 წელს)  მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბოლივია სამხრეთ ამერიკის ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიიდან საშუალო შემოსავლების ქვეყნების რიცხვში გადავიდა.

მორალესის მმართველობაში ყველას, მათ შორის ჩვენც შეგვიძლია ვიპოვოთ სასარგებლო გაკვეთილები საკუთარი ქვეყნისთის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s